საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“  და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა  და   მეცნიერების   მინისტრის    2010 წლის    4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  სხვა   უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის   წესისა   და   საფასურის   დამტკიცების   შესახებ“ №10/ნ ბრძანების N1 დანართის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის  წარმოების  წესის   დამტკიცების  შესახებ"   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის  2021 წლის  18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და   პირობების„   მე-7   მუხლის    მე-2   პუნქტის,  ზუსტ   და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის   დეკანის    2026 წლის   19 თებერვლის N3437/28,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2026 წლის 19 თებერვლის N3409/26 და 20 თებერვლის N3465/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის   2026 წლის  19 თებერვლის  N3423/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის  2026 წლის  19 თებერვლის  N3431/29, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 19 თებერვლის N3441/31-01 და N3442/31-01, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 19 თებერვლის      N3438/32, ფსიქოლოგიისა   და    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 19 თებერვლის N3409/26 წარდგინებებისა და სსიპგანათლების    მართვის   საინფორმაციო   სისტემის   მიერ   ასახული    დასკვნის საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ მობილობის წესით 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №1)
1.2.  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
1.3.  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი  (დანართი №5 );
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6 );
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №7);


2.  თსუ-ს რექტორის ბრძანება გამოცემიდან აისახოს სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ძირითადი  მიზნების მიღწევამდე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია