,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის,
54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის , 57–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ერეკლე ასტახიშვილის 2026 წლის 2 მარტის N4244/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზს (ოთახი N100) მიენიჭოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორის ირაკლი ღარიბაშვილის სახელი.
2. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალური რესურსების მართვის
დეპარტამენტებს აუდიტორიის მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია