საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 4 თებერვლის N2/04 ერთობლივი ბრძანებისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის  დირექტორის ირმა რატიანის 2026 წლის   25 მარტის N6323/10  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის  სახელობის ქართული  ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით,  უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა პროფილურ დაწესებულებაში      სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო   პუბლიკაციები,   მათ   შორის   არანაკლებ  ერთი   რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია   მაინც    სამეცნიერო-კვლევითი   პროდუქციის   კლასიფიკაციის მიხედვით;
3.მეცნიერი თანამშრომლის    თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4.კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 30 მარტს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 4 მაისიდან    2026 წლის 8 მაისის    ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 20 მაისისა.
5.კონკურსი   გამოცხადდეს   შოთა  რუსთაველის   სახელობის  ქართული   ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ლიტერატურის  თეორიისა და კომპარატივისტიკის სამეცნიერო განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი –  7  სრული საშტატო ერთეული;

6.სამეცნიერო თანამდებობაზე  (მეცნიერი     თანამშრომელი) გამოცხადებულ  კონკურსში მონაწილეობის მსურველი  ვალდებულია  განსაზღვრული  პირობებისა და ვადების  დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017    წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი   აკადემიური  ხარისხის   დამადასტურებელი   დოკუმენტის  (დოკუმენტების) ასლი,  უცხო    ქვეყანაში   მიღებული    განათლების   ან/და   სამეცნიერო   ხარისხის   (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“.
9. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2026 წლის 4 მაისიდან  8 მაისის ჩათვლით, 11-დან  18 საათამდე, ინსტიტუტის შენობაში,  თბილისი,  მ. კოსტავას ქ. №5, ინსტიტუტის კანცელარია.
10 .ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის  უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტი). 
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია