საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“  და „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა  და პირობების„  მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტისა  და სასწავლო პროცესის    მართვის    ელქტრონული    სისტემის       (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შეუჩერდეთ     სტუდენტის  სტატუსი     2025-2026 სასწავლო  წლის   გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური   რეგისტრაციის    გაუვლელობის გამო თსუ-ს   ბაკალავრიატის/      ერთსაფეხურიანი    სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული    საბაკალავრო-სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ  სტუდენტებს, ძირითადი  საგანმანათლებლო  ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:


ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №7);

2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური  ჩათვლილ იქნეს  მომდევნო  ადმინისტრაციული  რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6.   წინამდებარე  ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში  ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია