საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ,,ა’’,  ,,ზ’’  და  "ი"  ქვეპუნქტების,  საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-15  მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ
- ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   დამხმარე პერსონალის სამსახურში   მიღების   წესი,   შრომის   ანაზღაურების   ოდენობა   და   პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი  N7; 26.12.2023წ), ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   საშტატო   განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2026 წლის  30 მარტის 7/04 ერთობლივი ბრძანების და კანცელარიის უფროსის ნ. ოვსიანიკოვას 2026 წლის 8 აპრილის N7606/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის   საქმისწარმოების   განყოფილების   მთავარი   სპეციალისტის     (I კატეგორია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე  კანდიდატის   შესარჩევად.
2.პირველი პუნქტით  განსაზღვრული  ვაკანსიისათვის  შრომის  ანაზღაურება  განისაზღვრება თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით ), სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ)  მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
გ) ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

4.აპლიკანტს უნდა ჰქონდეს: ა)  კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გ) პიროვნული თვისებები: შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა,  პუნქტუალურობა, მოტივირებულობა;

5.სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე დასაქმებულ პირს  მოეთხოვება  შემდეგი  ფუნციების შესრულება.
ა) უნივერსიტეტიდან გასული/გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავება - რექტორის (მოადგილეების), ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და თსუ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების მიღება და შესაბამისი ბლანკის გამოყენებით რეგისტრაცია ,,edocument”-ის ბაზაში.
ბ) დოკუმენტების ადრესატებისათვის გადაცემის ორგანიზება - ,,INTERFLOW”-ს სისტემის გამოყენებით; ადრესატის ინფორმირება და დოკუმენტის ხელზე გატანის ან/და ელექრტონულ ფორმატში გადაგზავნის უზრუნველყოფა; დოკუმენტის საფოსტო გზავნილად ფორმირება და საფოსტო გაზავნილის კურიერული მომსახურეობით უზრუნველყოფა;
გ) საფოსტო გაზავნილის კურიერული მომსახურეობით უზრუნველყოფის ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშის წარდგენა საფინანსო დეპარტამენტში;
დ) მინიჭებული კომპენტენციის ფარგლებში მოქალაქეების მიღების ორგანიზაცია და დოკუმენტების მოძრაობისა და შესრულების შესახებ საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ე) თსუ საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად მინიჭებული კომპენტენციის ფარგლებში დოკუმენტების სკანირება, საქმეებად ფორმირება, შესაბამისი ანაწერის შედგენა და საექსპერტო შემფასებელ კომისიაზე საკითხის გატანა;
ვ) თსუ-ს ტიტულოვანი ბლანკების გამოყენების ორგანიზება.
ზ) წარმოადგენს თსუ კანცელარიის მატერიალურად პასუხისმგებელ პირს და ატარებს ინვეტარიზაციას დადგენილ ვადებში;
თ) კანცელარიის უფროსის და საქმისწარმოების განყოფილების უფროსის დავალებით თსუ კანცელარიის უფლებამოსილების ფარგლებში სხვა ფუნქციების შესრულება;
ი) კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
კ) საქმიანობის დაგეგმვა და ანგარიშგება;
ლ) შრომის უსაფრთხოების დაცვა;
მ) რიცხული მატერიალური ქონების რაციონალური გამოყენება და დაცვა.

6.კონკურსში მონაწილეობის    მსურველ აპლიკანტებს    მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში   უნდა წარმოადგინოს   ცნობა   ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’; 

7.კონკურსში  მონაწილეობის    მსურველი  აპლიკანტის  შერჩევა  განხორციელდბა  სააპლიკაციო
პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის  საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება  პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1), (დანართი 2);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 22 აპრილიდან 2026 წლის 28 აპრილის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)“;
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს  2026  წლის  8 მაისისა;
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე