საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის   22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის  იურიდიული   პირის   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების ერთიანი წესისა და  სამეცნიერო  თანამდებობების   დაკავების   დამატებითი  პირობების   დამტკიცების შესახებ”     ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის     სახელმწიფო   უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2   და   მე-3   პუნქტების,  არნოლდ  ჩიქობავას   სახელობის  ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-10  მუხლის   მე-5  პუნქტისა და არნოლდ ჩიქობავას  სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის  2026 წლის  15 მაისის  N10680/10 წერილის (თან  ერთვის  ამონაწერი ინსტიტუტის  სამეცნიერო  საბჭოს   2026 წლის   15 მაისის სხდომის ოქმი N5) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტის მეცნიერი  თანამშრომლის (0,5 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე    კანდიდატის   შესარჩევად  დამტკიცდეს   საკონკურსო   კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რევაზ  აბაშია   - ფილოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორი  (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ბ) მერაბ ნაჭყებია - ფილოლოგიის დოქტორი (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გ) ქეთევან მარგიანი - ფილოლოგიის  აკადემიური   დოქტორი   (სოხუმის   სახელმწიფო უნივერსიტეტი);
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ  რევაზ  აბაშია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ ნაჭყებია, საკონკურსო კომისიის      მდივნად ქეთევან მარგიანი;

3. დაევალოს საკონკურსო კომისიას  კონკურსანტთა  განცხადებებისა და    თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.  დაევალოს საკონკურსო  კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ   რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 8 ივნისისა;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია