საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი  პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა ,  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის   სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების  დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს   2017 წლის   31 მაისის   N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის  მე-6  მუხლის  მე-17,  მე-18  და  მე-20  პუნქტების,  ანდრია  რაზმაძის სახელობის  მათემატიკის  ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 30 მარტის 7/04 ერთობლივი ბრძანების და თსუ ანდრა რაზმაძის სახელობის  მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას 2026 წლის 18 მაისის  N10875/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 15 მაისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დამტკიცდეს სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად:


ალგებრის განყოფილება:
გურამ დონაძე   - უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობაზე  (ერთი  საშტატო ერთეული);
2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება გურამ დონაძესთან.

3.კონკურსის  შედეგი (შემაჯამებელი ოქმი)  ძალაში შევიდეს 2026 წლის 8 ივნისიდან.

4.წინამდებარე   ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის  სახელობის  მათემატიკის ინსტიტუტი).

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია