საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის  პირველი პუნქტის,   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების    მე-14 მუხლის  პირველი  პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა ,  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის   სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების  დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ”   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს   2017 წლის   31 მაისის   N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის  მე-6  მუხლის  მე-17,  მე-18  და  მე-20  პუნქტების,  შოთა  რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-5  პუნქტების,  სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის     2026 წლის    30 მარტის      7/04 ერთობლივი  ბრძანების     და     შოთა რუსთაველის სახელობის  ქართული  ლიტერატურის  ინსტიტუტის  დირექტორის  ირმა რატიანის 2026 წლის 19 მაისის N10933/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 18 მაისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1 ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული     ლიტერატურის     ინსტიტუტის     მეცნიერი     თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული  კონკურსის  შედეგი    (შემაჯამებელი  ოქმი   N1)   და განისაზღვროს არჩეულად:


ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილება:
ლილი მეტრეველი-მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე    (ერთი საშტატო ერთეული ).


2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელ ლილი მეტრეველთან.

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია