საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის   იურიდიული   პირის   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ამავე მუხლის მე-11  პუნქტის,  ,,სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 28 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი  N1-ის  მე-4  მუხლის  პირველი,  მე-2  და  მე-3  პუნქტების,  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2026 წლის 15 მაისის N10680/10 წერილის (თან ერთვის ამონაწერი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი N5) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის  ენათმეცნიერების  ინსტიტუტის  უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის   შესარჩევად   დამტკიცდეს   საკონკურსო   კომისია   შემდეგი შემადგენლობით:
ა) რევაზ აბაშია  - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი  (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ბ) მერაბ ნაჭყებია - ფილოლოგიის  დოქტორი (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გ) ქეთევან   მარგიანი - ფილოლოგიის   აკადემიური   დოქტორი   (სოხუმის   სახელმწიფო უნივერსიტეტი);
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ რევაზ აბაშია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ     მერაბ  ნაჭყებია,  საკონკურსო  კომისიის     მდივნად  ქეთევან მარგიანი;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და   თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 29 ივნისისა;
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია