„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 11 სექტემბრის N19941/26 წარდგინების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს რიგგარეშე შიდა მობილობისათვის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების „იურიდიული ფსიქოლოგია“ და „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია“ სტუდენტებისათვის ვაკანტური ადგილები მაგისტრარის საგანამანთლებლო პროგრამებზე თანდართული სიის მიხედვთ:
1. გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია — 9 ადგილი;
2. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება — 2 ადგილი;
3. გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია — 10 ადგილი;
4. განათლების ფსიქოლოგია — 10 ადგილი;
5. შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია — 2 ადგილი;
2. განისაზღვროს რიგგარეშე შიდა მობილობისათვის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის “ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)“ სტუდენტებისათვის ვაკანტური ადგილები დოქტორანტურის საგანამანთლებლო პროგრამებზე თანდართული სიის მიხედვთ:
1. გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია - 2 ადგილი;
2. განათლების ფსიქოლოგია - 1 ადგილი;
3. ფსიქოლოგია - 1;
3. რიგგარეშე შიდა მობილობის წესით გადასვლის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება -16 სექტემბერი;
4. შიდა მობილობის შედეგების გამოქვეყნება - 17 სექტემბერი;
5. კრედიტების აღიარება - 18 სექტემბერი;
6. ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 21 სექტემბერი;
7. სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის რიგგარეშე მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 23 სექტემბერი;
8. რიგგარეშე შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება — 24 სექტემბერი;
9. რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესი განხორციელდეს მატერიალურად;
10.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11.ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
12.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია