eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის  პირველი  და  მე-3 ნაწილების,  53-ე  მუხლის  მე-3  ნაწილის,  54-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,61-ე მუხლის  პირველი  ნაწილის,  მე-2  ნაწილის  ,,ბ“  ქვეპუნქტის,  მე-3,  მე-6  და  მე-7  ნაწილების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს   თავმჯდომარის   2015   წლის   22   მაისის   N7   ბრძანებით   დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობების“ მე-4 მუხლისა და საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის  შოთა გაბადაძის 2026  წლის 06 ოქტომბრის  N22463/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად  შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯაბა სამუშია - რექტორი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის უფროსი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) კახაბერ ჭეიშვილი - რექტორის მოადგილე - კომისიის წევრი;
დ) ერეკლე ასტახიშვილი -რექტორის მოადგილე- კომისიის წევრი: 
ე) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - კომისიის წევრი;
ვ) ზაზა სხირტლაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და  თეორიის  სასწავლო  სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი - კომისიის წევრი;
ზ) ზურაბ გაიპარაშვილი - თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - კომისიის წევრი;
თ)ნინო  უგრეხელიძე  -  საზოგადოებასთან  ურთიერთობის  დეპარტამენტის  უფროსი  - კომისიის წევრი;
ი) იოსებ სოფრომაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
კ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ლ) მორის შალიკაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
მ) მზია წერეთელი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ნ) მერაბ ხოხობაია - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ო) სალომე დუნდუა - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
პ) მაია ბიწკინაშვილი - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ჟ) პეტრე ბაბილუა - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი.

2. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მანონი ჯოჯუა - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;
ბ) შოთა გაბადაძე - შესყიდვების განყოფილების უფროსი;
გ) ანეტა მერკვილიშვილი - შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სატენდერო კომისიის სხდომის თავჯდომარეობისა და შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიის აპარატს საკონკურსო განცხადებების ტექსტისა და შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კომისიისათვის წარდგენა.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ახალი  სასწავლო-ადმინისტრაციული  კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ“ ადმინსიტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 05 მაისის N102/02-01 ბრძანება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
7.ბრძანების   დაინტერესებული პირებისათის გადაცემა დაევალოს   უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 
9, წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე