eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის, გეოგრაფიული სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ინჟინერის ნელი ჯამასპაშვილის 2026 წლის 24 სექტემბრის N 17650/10-02 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. 2027 წლის 29 - 30 სექტემბერს, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო ბერუჩაშვილის ხსოვნის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების 
ლანდშაფტური განზომილება: კვლევა -კარტოგის - დაგეგმარება - მართვა" ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯაბა სამუშია - რექტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
გ) პეტრე ბაბილუა – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) დალი ნიკოლაიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის, გეომორფოლოგია და კარტოგრაფიის კათედრის პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ე) ნოდარ ელიზბარაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის საქართველოს გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ვ) ლია მაჭავარიანი –ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის დიანაგების გეოგრაფიის კათედრის პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ზ) ზურაბ სეფერთელაძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრის პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
თ) თენგიზ გორდეზიანი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია და კარტოგრაფიის კათედრის ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ი) ნელი ჯამასპაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის, გეოგრაფიული სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ინჟინერი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
კ) გიორგი დვალაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია და კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი; 
ლ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
მ) ნინო უგრეხელიძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ნ) მანონი ჯოჯუა - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ო) ნატო ჩუბინიძე - უნივერსიტეტის საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
პ) არჩილ კუკულავა - უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ჟ) იოსებ სოფრომაძე - უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
რ) კახაბერ რუსიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი.

2. დაევალოს უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტს გახსნას საკონფერენციო შენატანებისათვის სპეციალური ანგარიში და განახორციელოს ამ მიზნით შემოსული თანხით ღონისძიების ფინანსური უზრუნველყოფა.

3. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.

4. დაევალოს უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.

5. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას საკონფერენციო მასალების/შრომათა კრებულის (Proceedings) დაბეჭდვის უზრუნველყოფა.

6. დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება. 
7. დაევალოს უნივერსიტეტის მუზეუმის ადმინისტრაციას საგამოფენო დარბაზში მეცნიერის მოღვაწეობის ამსახველი გამოფენის მოწყობა.

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

9. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.


რექტორი ჯაბა სამუშია