eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, ო და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების, 2026 წლის ერთიანი ერონული გამოცდების ფარგლებში აბიტურიენტთა დამატებითი რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ 13 ოქტომბრის N MES 7 26
0001444128 ბრძანების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:


ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის); 
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2026 - 2027 სასწავლო წელს სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა.ა) ხელშეკრულების გაფორმება - 21 ოქტომბერი - 22 ოქტომბერი 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე; 23 ოქტომბერი - 09:00 საათიდან - 15:00 საათამდე;

ა.ბ) გამოცდა ქართული ენის ცოდნის დონის დადგენის მიზნით - 21 ოქტომბერი - 23 ოქტომბერი;

ა.გ) საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის წერილის წარდგენა - 23 ოქტომბერი, 17:00 საათამდე;

ა.დ) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 21 ოქტომბერი - 23 ოქტომბერი; ა.ე) აკადემიური რეგისტრაცია - 21 ოქტომბერი - 23 ოქტომბერი;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე ასტახიშვილი