,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 და 11-ე პუნქტების, 14.01.2026 წლის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ბრძანება MES 6 26 0000022658, 23.09.2026 წლის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების MES 6 26 0001302007, 24.09.2026 წლის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსის წერილის MES 5 26 0001308569, 09.10.2026 წლის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების MES 8 26 0001430322, 12.10.2026 წლის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციის შემსრულებლის წერილის MES 5 26 0001432444, თსუ რექტორის 01.10.2026 წლის N856/01-04 2026-2027 სასწავლო წელს „სკოლისშემდგომი განათლების მომზადების პროგრამაზე“ ჩარიცხვს შესახებ ბრძანების, თსუ რექტორის 13.10.2026 წლის N924/01-04 2026-2027 წ. „სკოლისშემდგომი განათლების მომზადების პროგრამაზე“ ჩარიცხვს შესახებ თსუ რექტორის 01.10.2026 წლის N856/01-04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ ბრძანებისა და თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ერეკლე ასტახიშვილის 2026 წლის 23 ოქტომბრის N24401/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა“;
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე ასტახიშვილი