eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, საფუძველზე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული ბაზის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო 
უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. წინდამდებარე ბრძანების დაინტერესებული პირისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს თსუ-ის კანცელარიას, სხვა დაინტერესებული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამჟღავნების გარეშე;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე ასტახიშვილი