საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
რამ განაპირობა 2020 წლის ყველაზე წარმატებულ დეპარტამენტად მისი დასახელება?

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის

დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გერ­გე­და­ვა

 

თსუ-ის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი გა­სუ­ლი წლის (2020) ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ დე­პარ­ტა­მენ­ტად და­სა­ხელ­და. ქალ­ბა­ტო­ნო თე­ას მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ები, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მე­ბი თუ პრე­ზენ­ტა­ცი­ები ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­ული და სა­ინ­ტე­რე­სოა არა მარ­ტო სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის, არ­ამ­ედ ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ნო­ბის, მი­ღე­ბი­სა და გა­ზი­არ­ებ­ის მსურ­ველ­თათ­ვის. თუ რო­გორ მი­აღ­წია ამ წარ­მა­ტე­ბას თსუ-ის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა, ამ­ის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გერ­გე­და­ვა.

 

— რო­გორც ამ­ბო­ბენ, თსუ-ის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ერ­თგვა­რად მე­დი­ატ­ორია, რომ­ლის სა­შუ­ალ­ებ­ით­აც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი გა­რე სამ­ყა­როს უკ­ავ­შირ­დე­ბა. თსუ-ის დღეს 300-მდე პარ­ტნი­ორი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, 100-ზე მე­ტი გაც­ვლი­თი და 20-ზე მე­ტი უცხო­ენ­ოვ­ანი პროგ­რა­მა აქ­ვს, რაც უდ­ავ­ოდ თქვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის ეფ­ექ­ტუ­რი და ნა­ყო­ფი­ერი მუ­შა­ობ­ის შე­დე­გია. თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რი, ცო­ტა ხნის წინ, გა­სუ­ლი წლის თსუ-ის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ დე­პარ­ტა­მენ­ტა­დაც და­სა­ხელ­და... რა არ­ის თქვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მა­გა­ლი­თო საქ­მი­ან­ობ­ის სა­იდ­უმ­ლო და თქვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა?

 

— თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს უცხო­ეთ­ის 50-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში 300-მდე მეტ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან და კვლე­ვით ცენ­ტრთან აქ­ვს აქ­ტი­ური თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მო­იც­ავს რო­გორც სა­მეც­ნი­ერო ურ­თი­ერ­თო­ბებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ას, ას­ევე, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ებ­ას, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლის მო­ბი­ლო­ბას და სხვ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლით ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის რო­გორც დამ­ყა­რე­ბა, ას­ევე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გამ­ყა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის უმ­თავ­რე­სი ამ­ოც­ანაა და ჩვე­ნი მცი­რე­რიცხო­ვა­ნი გუნ­დი ამ საქ­მეს სი­ამ­აყ­ით ემ­სა­ხუ­რე­ბა. ცხა­დია, კო­ვიდ-პან­დე­მია ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის საქ­მი­ან­ობ­ის­თვი­საც გა­მოწ­ვე­ვაა და ამ პი­რო­ბებ­ში ათ­მა­გად სა­სი­ამ­ოვ­ნოა, რომ ჩვე­ნი შრო­მა და მონ­დო­მე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩათ ჩვენს კო­ლე­გებს. ძა­ლი­ან მე­ამ­აყ­ება, რომ 2020 წლის სა­უკ­ეთ­ესო დე­პარ­ტა­მენ­ტის ტი­ტუ­ლი მი­ვი­ღეთ — ეს ჩვენ­თვის დი­დი მო­ტი­ვა­ციაა.

 

რაც შე­ეხ­ება სა­იდ­უმ­ლოს, ჩე­მი აზ­რით, წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა სა­იდ­უმ­ლო არაა — ეს არ­ის ცოდ­ნის, გა­მოც­დი­ლე­ბის და თავ­და­უზ­ოგ­ავი შრო­მის შე­დე­გი. ამ­ას­თა­ნა­ვე, თუ ერ­თი სიტყვით უნ­და და­ვა­ხა­სი­ათო ჩე­მი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და საქ­მი­სად­მი ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ეს ერ­თი სიტყვა აუც­ილ­ებ­ლად გუნ­დუ­რო­ბა იქ­ნე­ბა.

 

გარ­და ამ­ისა, პი­რა­დად ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მთე­ლი სი­ცოცხლის მან­ძილ­ზე სწავ­ლა და ვცდი­ლობ — მა­გა­ლი­თი და მო­ტი­ვა­ცია მივ­ცე ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებს. სწავ­ლა, უცხო­ურ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ებ­ის გაც­ნო­ბა, უცხო­ელი კო­ლე­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის შეს­წავ­ლა ჩე­მი ყო­ველ­დღი­ურ­ობ­ის ყვე­ლა­ზე სა­სი­ამ­ოვ­ნო ნა­წი­ლია.

 

— თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში უკ­ვე ათე­ული წე­ლია წარ­მა­ტე­ბუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და მო­ბი­ლო­ბის პროგ­რა­მე­ბი. და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი გრან­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობა უკ­ვე ასე­ულ­ებს ით­ვლის... გვი­ამ­ბეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თქვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ერ გა­წე­ული მუ­შა­ობ­ის შე­სა­ხებ, რა­მაც ას­ეთ შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა..

 

— ნამ­დვი­ლად, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ევ­რო­კო­მი­სი­ის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობ­ით უპ­ირ­ობო ლი­დე­რია. 1995-2020 წლებ­ში თსუ-მ კო­ორ­დი­ნა­ცია გა­უწია და მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღო ინ­სტი­ტუ­ცი­ური გან­ვი­თა­რე­ბის 50-მდე პრო­ექ­ტში, ერ­აზ­მუს მუნ­დუ­სის 7 კონ­სორ­ცი­უმ­ში, ერ­აზ­მუ­სის ერ­თობ­ლივ სა­მა­გის­ტრო 3 და ჟან-მო­ნეს 2 პრო­ექ­ტში. მხო­ლოდ 2015-2020 წლებ­ში თსუ მო­ნა­წი­ლე­ობ­ას იღ­ებ­და მო­ბი­ლო­ბის 259 პრო­ექ­ტში ევ­რო­პის 26 ქვე­ყა­ნა­ში 106 უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან ერ­თად, ხო­ლო ერ­აზ­მუს პლუ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დიტ-მო­ბი­ლო­ბის ბო­ლო სა­კონ­კურ­სო გა­ნაცხად­ზე ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­ით შე­სუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობ­ამ 140-ს გა­და­აჭ­არ­ბა; მათ შო­რის, 95 საპ­რო­ექ­ტო გა­ნაცხად­მა და­ფი­ნან­სე­ბა მო­იპ­ოვა. ეს ასე­ულ­ობ­ით ახ­ალი სტი­პენ­დი­ის გა­ცე­მის სა­შუ­ალ­ებ­ას მოგ­ვცემს უახ­ლო­ესი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს წარ­მა­ტე­ბა, ცხა­დია, შემ­თხვე­ვი­თი არ არ­ის და მის უკ­ან მთე­ლი გუნ­დის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შრო­მა დგას, რო­მე­ლიც მო­იც­ავს საქ­მი­ან­ობ­ის მთელ ციკ­ლს გეგ­მის და­სახ­ვი­დან პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბულ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ამ­დე.

 

— მსოფ­ლი­ოში მიმ­დი­ნა­რე მწვა­ვე ეპ­იდ­ემი­ის ფონ­ზე რო­გორ ახ­ერ­ხებ­დით საქ­მი­ან­ობ­ას და რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­დე­ქით?

 

— კო­ვიდ-პან­დე­მია უდ­ავ­ოდ რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით და­საწყის­ში, შარ­შან გა­ზაფხულ­ზე. არა­ერ­თი სირ­თუ­ლის წი­ნა­შე დავ­დე­ქით: გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბით საზღვარ­გა­რეთ მყოფ ჩვენს სტუ­დენ­ტებ­თან და მათ მშობ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, სტუ­დენ­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­ურ­ობ­ას­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, სა­ჭი­რო­ებ­ის შემ­თხვე­ვა­ში, საზღვარ­გა­რეთ მყო­ფი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა; თსუ-ში გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­მო­სუ­ლი უცხო­ელი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სერ­ვი­სე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, მა­თი უს­აფ­რთხო დაბ­რუ­ნე­ბა მშობ­ლი­ურ ქვეყ­ნებ­ში და სხვა ძა­ლი­ან მრა­ვა­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­გან უმ­ოკ­ლეს დრო­ში და ყვე­ლა შე­საძ­ლო რის­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მოქ­მე­დე­ბას მო­ითხოვ­და. ვთვლი, რომ ყვე­ლა ძი­რი­თად გა­მოწ­ვე­ვას და დაბ­რკო­ლე­ბას ღირ­სე­ულ­ად გა­ვარ­თვით თა­ვი. ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის საქ­მი­ან­ობ­ის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, დღე-ღა­მე­ში 24 სა­ათი ვმუ­შა­ობ­დით და ამ­ის­თვის სპე­ცი­ალ­ური მო­რი­გე­ობა გვქონ­და და­წე­სე­ბუ­ლი, რა­თა და­ყოვ­ნე­ბის გა­რე­შე გვქო­ნო­და კონ­ტაქ­ტი ჩვენს კო­ლე­გებ­თან, რომ­ლე­ბიც ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბულ სა­ათ­ობ­რივ სარ­ტყელ­ში არი­ან. ვერ ვიტყვი, რომ ძა­ლი­ან იოლი იყო, მაგ­რამ რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია, ნამ­დვი­ლად შე­დე­გი­ანი აღ­მოჩ­ნდა.

 

— დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხე­ბაც გვე­სა­უბ­რეთ... ახ­ალი პარ­ტნი­ორ­ები ხომ არ შე­მოგ­ვე­მა­ტე­ბი­ან და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით აპ­ირ­ებთ ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ფარ­თო­ებ­ასა და გაძ­ლი­ერ­ებ­ას?

 

— მი­უხ­ედ­ავ­ად ყვე­ლა სირ­თუ­ლი­სა, 2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 32 ახ­ალი ინ­სტი­ტუ­ცი­ური პარ­ტნი­ორი შე­ვი­ძი­ნეთ; 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ან­ობა იქ­ნე­ბა ამ ახ­ალი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ღო­ნის­ძი­ებ­ათა ნა­წი­ლის გან­ხორ­ცი­ელ­ება; უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა და გაძ­ლი­ერ­ება. ამ­ას­თა­ნა­ვე, გა­ვაგ­რძე­ლებთ ახ­ალი ინ­სტი­ტუ­ცი­ური პარ­ტნი­ორ­ებ­ის მო­ძი­ებ­ას; ას­ევე, შარ­შან რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პულ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან და­ვიწყეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბა ერ­თობ­ლი­ვი აკ­ად­ემი­ური პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აზე, რა­საც გა­ვაგ­რძე­ლებთ მიმ­დი­ნა­რე წელს. ამ­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, ცხა­დია, აქ­ტი­ურ­ად გა­ვაგ­რძე­ლებთ გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას. ყვე­ლაფ­რის მი­უხ­ედ­ავ­ად, თსუ-ს წელ­საც არა­ერ­თი ევ­რო­პე­ლი გაც­ვლი­თი სტუ­დენ­ტი ეყ­ოლ­ება.

 

რო­გორც იც­ით, ჩვენ ყო­ველ­წლი­ურ­ად ვა­ტა­რებთ პერ­სო­ნა­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვი­რე­ულს, ის ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ჩვენს კო­ლე­გებს შო­რის და შარ­შან 150-მდე გა­ნაცხა­დი მი­ვი­ღეთ 20 ქვეყ­ნი­დან, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გა­მო, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ჩა­ვა­ტა­რეთ. წელს, გვი­ან შე­მოდ­გო­მა­ზე, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ღო­ნის­ძი­ებ­ის მას­პინ­ძლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა, არა­ერ­თი ჩვე­ნი კო­ლე­გა უკ­ვე მო­უთ­მენ­ლად ელ­ოდ­ება თბი­ლის­ში ვი­ზიტს.

 

მო­ამ­ზა­და თა­მარ და­დი­ან­მა

სრულად

ბრძანების N:

ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ორმხრივი საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ფარგლებში, თსუ-ს ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი, მეორე და დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებს.
 

მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი


დამატებითი ინფორმაციისათვის, მათ შორის, სტიპენდიების ჩამონათვალის სანახავად (ქვეყნების და უნივერსიტეტების მიხედვით), ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

სრულად

ბრძანების N:

რა მნიშვნელობას იძენს ნაირა ბეპიევის მიერ გამოცემული ახალი ლექსიკონები?

მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ

 

თა­ნა­მედ­რო­ვე პროგ­რე­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ება ნე­ბის­მი­ერი კონ­ფლიქ­ტის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად უარს ამ­ბობს ძა­ლა­დობ­რივ მე­თო­დებ­ზე და გა­მო­სა­ვალს კულ­ტუ­რულ, სა­მეც­ნი­ერო ან, უბ­რა­ლოდ, ორი ეთ­ნო­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის დი­ალ­ოგ­ის სა­ფუძ­ველ­ზე ეძ­ებს და აყ­ალ­იბ­ებს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზე­გავ­ლე­ნა იქ­ონი­ოს ოფ­იცი­ალ­ურ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბებ­ზე. ბო­ლო რამ­დე­ნი­მე ათ­წლე­ულ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გამ­წვა­ვე­ბულ ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებს მე­სა­მე მხა­რის აგ­რე­სი­ული პო­ლი­ტი­კა (რუ­სე­თის მხა­რე) კი­დევ უფ­რო არ­თუ­ლებს და, ამ­ავე დროს, ორ­მა­გად აქ­ტუ­ალ­ურ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვანს ხდის მეც­ნი­ერ­ებ­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, მათ ერ­თობ­ლივ სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მებს. ახ­ლა­ხან მათ რიცხვს ქარ­თულ-ოს­ური და ოს­ურ-ქარ­თუ­ლი სას­კო­ლო ლექ­სი­კო­ნი შე­ემ­ატა, რომ­ლის ავ­ტო­რი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ნა­ირა ბე­პი­ევია, რე­დაქ­ტო­რე­ბი კი არი­ან: მწე­რა­ლი და მთარ­გმნე­ლი ცხინ­ვა­ლი­დან მე­რი ცხოვ­რე­ბო­ვა, აკ­ად­ემ­იკ­ოსი ავ­თან­დილ არ­აბ­ული და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­ული პრო­ფე­სო­რი ნი­ნო პო­პი­აშ­ვი­ლი.

 

ამ დრო­ის­თვის ოს­ური ენა სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერთ სკო­ლა­ში ის­წავ­ლე­ბა: ქარ­თლში — გო­რი­სა და კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში (შავ­შვებ­ში, წი­თე­ლუ­ბან­ში, ნი­გო­ზა­ში), კა­ხეთ­ში — ყვარ­ლი­სა და ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში (წიწ­კე­ნა­ან­თსე­რის, არ­ეშ­ფერ­ნი­სა და ფო­ნას სკო­ლებ­ში), ოს­ურ ენ­ას ას­წავ­ლი­ან, ას­ევე, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. რო­გორც ნა­ირა ბე­პი­ევი აღ­ნიშ­ნავს, „ამ ლექ­სი­კო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას ფარ­თო არე­ალი აქ­ვს. ის გა­მო­ად­გე­ბა ყვე­ლას, ვი­საც ამ ენ­ის სწავ­ლა სურს. წიგ­ნს დარ­თუ­ლი აქ­ვს ქარ­თუ­ლი და ოს­ური ან­ბა­ნი, ტრან­სლი­ტე­რა­ცია და სხვა სა­მეც­ნი­ერო აპ­არ­ატ­ურა, რაც კი­დევ უფ­რო გაუადვილებს მსურ­ვე­ლებს ოს­ური ენ­ის შეს­წავ­ლას.“ ამ­ავე დროს, ქარ­თულ-ოს­ური და ოს­ურ-ქარ­თუ­ლი სას­კო­ლო ლექ­სი­კო­ნი ერ­თგვა­რი „შუ­ამ­ავ­ალი ენ­ის“ ფუნ­ქცი­ას­აც ჩა­მო­არ­თმევს რუ­სულ ენ­ას, რად­გან აქ­ამ­დე ოს­ური ენ­ის სწავ­ლე­ბი­სას, ძი­რი­თა­დად, სწო­რედ რუ­სულ-ოს­ურ და ოს­ურ-რუ­სულ ლექ­სი­კონს იყ­ენ­ებ­დნენ.

 

ახ­ალი ქარ­თულ-ოს­ური და ოს­ურ-ქარ­თუ­ლი სას­კო­ლო ლექ­სი­კო­ნის შედ­გე­ნის, გა­მო­ცე­მი­სა და გავ­რცე­ლე­ბის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ პრო­ფე­სო­რი ნა­ირა ბე­პი­ევი გვე­სა­უბ­რე­ბა.

 

— ქალ­ბა­ტო­ნო ნა­ირა, რა იყო თქვე­ნი მი­ზა­ნი ქარ­თულ-ოს­ურ და ოს­ურ- ქარ­თულ სას­კო­ლო ლექ­სი­კონ­ზე მუ­შა­ობ­ის­ას?

 

— ამ გა­მო­ცე­მას მრა­ვალ­მხრი­ვი მი­ზა­ნი აქ­ვს. წიგ­ნი აგ­რძე­ლებს იმ მრა­ვალ­სა­უკ­უნ­ოვ­ან ტრა­დი­ცი­ას, რო­მე­ლიც ქარ­თულ-ოს­ური წიგ­ნე­ბის შექ­მნი­თა და გა­მო­ცე­მით და­ფუძ­ნდა ჯერ კი­დევ მე-18 სა­უკ­უნ­იდ­ან. ამ­ას­თან, სას­კო­ლო ლექ­სი­კონს აქ­ვს კონ­კრე­ტუ­ლად ოს­ური და ქარ­თუ­ლი ენ­ებ­ის შეს­წავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბი. ოს­ური და ქარ­თუ­ლი ენ­ებ­ის შეს­წავ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი ამ ლექ­სი­კონ­ში შეძ­ლე­ბენ ყვე­ლა სა­ჭი­რო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიტყვის პოვ­ნას, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, ოს­ური და ქარ­თუ­ლი ენ­ებ­ის სა­ფუძ­ვლი­ან­ად შეს­წავ­ლა­ში და­ეხ­მა­რე­ბა მათ. წიგ­ნი სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბას გა­უწ­ევს მეც­ნი­ერ­ებს, მკვლევ­რებს, მას­წავ­ლებ­ლებს, მოს­წავ­ლე­ებს, სტუ­დენ­ტებს, მთარ­გმნე­ლებს და ამ ენ­ებ­ის სა­ფუძ­ვლი­ან­ად შეს­წავ­ლის მსურ­ველთ.

 

გარ­და თა­ვი­სი პირ­და­პი­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა, ქარ­თულ-ოს­ურ და ოს­ურ-ქარ­თულ სას­კო­ლო ლექ­სი­კონს სამ­შვი­დო­ბო მნიშ­ვნე­ლო­ბაც აქ­ვს. ის დი­დად შე­უწყობს ხელს ნდო­ბის აღ­დგე­ნას ქარ­თველ­თა და ოს­თა შო­რის. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ჩვე­ნი ლექ­სი­კო­ნი იმ ხი­დის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას შე­იძ­ენს, რო­მე­ლიც ასე სა­ჭი­რო და აუც­ილ­ებ­ელია დღეს ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

 

უკ­ან­ას­კნე­ლი სა­მი ათ­წლე­ულ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ბევ­რად გა­ნა­პი­რო­ბა ის ფაქ­ტი, რომ ოს­ური ენ­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ის გა­მო­ცე­მა სა­ერ­თო­დაც საგ­რძნობ­ლად შე­ფერ­ხდა. იმ რე­ალ­ობ­აში, რო­ცა გაწყდა ძვე­ლად არ­სე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ერო-პე­და­გო­გი­ური კავ­ში­რე­ბი, სრუ­ლად მო­იშ­ალა¬ოს­ურ­ენ­ოვ­ანი სას­კო­ლო (და არა მარ­ტო სას­კო­ლო) წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მის ტრა­დი­ცია, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ალ­ური გახ­და ზრუნ­ვა ოს­ურ-ქარ­თუ­ლი და ქარ­თულ-ოს­ური სას­კო­ლო ლექ­სი­კო­ნის გა­მო­ცე­მი­სათ­ვის.

 

ეს წიგ­ნი (ქარ­თულ-ოს­ური და ოს­ურ-ქარ­თუ­ლი სას­კო­ლო ლექ­სი­კო­ნი) პირ­ვე­ლად გა­მო­იცა და იგი ქარ­თვე­ლი და ოსი ლექ­სი­კო­ლო­გე­ბის, ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ის, ლინ­გვის­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გია.

 

უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ არა მარ­ტო სას­კო­ლო ლექ­სი­კო­ნი, ქა­თულ-ოს­ური და ოს­ურ-ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნიც მრა­ვალ­წლი­ანი მუ­შა­ობ­ის შე­დე­გად პირ­ვე­ლად ჩვენ მი­ერ გა­მო­იცა 2012, 2014, 2016, 2018 წლებ­ში. სას­კო­ლო ლექ­სი­კო­ნის შედ­გე­ნი­სას ძი­რი­თა­დად ვე­ფუძ­ნე­ბო­დით ჩვენ მი­ერ გა­მო­ცე­მულ ამ ფუნ­და­მენ­ტურ გა­მო­ცე­მას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვი­ყე­ნებ­დით სხვა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­საც (იხ. წიგ­ნში: და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სია).

 

— რამ­დე­ნი ხა­ნი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ლექ­სი­კონ­ზე მუ­შა­ობა?

 

— რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ჩვენ­მა სა­მუ­შაო ჯგუფ­მა მრა­ვალ­წლი­ანი მუ­შა­ობ­ის შე­დე­გად ჯერ კი­დევ 2012 წელს გა­მოს­ცა ქარ­თულ-ოს­ური და ოს­ურ-ქარ­თუ­ლი აკ­ად­ემი­ური ლექ­სი­კო­ნი, რო­მე­ლიც 50 000 სიტყვა-სტა­ტი­ას მო­იც­ავს. ეს იყო ას­ეთი სა­ხის ლექ­სი­კო­ნის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა. ქარ­თულ-ოს­ური და ოს­ურ-ქარ­თუ­ლი სას­კო­ლო ლექ­სი­კო­ნის გა­მო­ცე­მის დიდ­მა მოთხოვ­ნი­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ჩვენს სა­მუ­შაო ჯგუფ­თან ერ­თად, ჩვენ მი­ერ უკ­ვე გა­მო­ცე­მულ აკ­ად­ემი­ურ ლექ­სი­კონ­ზე დაყ­რდნო­ბით, შე­ვად­გი­ნეთ და გა­მო­ვე­ცით აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­კო­ლო ლექ­სი­კო­ნი.

 

საკ­მაო ხანს ვი­მუ­შა­ვეთ, რა­თა მკითხვე­ლი­სათ­ვის, ამ წიგ­ნის მსურ­ველ­თათ­ვის შეგ­ვედ­გი­ნა და მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა სას­კო­ლო ლექ­სი­კო­ნი თა­ვი­სი სა­მეც­ნი­ერო აპ­არ­ატ­ურ­ით.

 

— რამ­დენ სიტყვა-სტა­ტი­ას მო­იც­ავს ახ­ალი სას­კო­ლო ლექ­სი­კო­ნი?

 

— ქარ­თულ-ოს­ური და ოს­ურ-ქარ­თუ­ლი სას­კო­ლო ლექ­სი­კო­ნი მო­იც­ავს 22 000-ზე მეტ სიტყვა-სტა­ტი­ას და შედ­გე­ნი­ლია ორ­ენ­ოვ­ანი ლექ­სი­კო­ნე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ სას­კო­ლო ლექ­სი­კონ­ში შე­ვი­ტა­ნეთ არა მხო­ლოდ ცალ­კე­ული სიტყვე­ბი, არ­ამ­ედ ის სიტყვა-სტა­ტი­ები, რომ­ლე­ბიც აუც­ილ­ებ­ელია ამ ორი ენ­ის ფლო­ბი­სათ­ვის რო­გორც ენ­ის შეს­წავ­ლის დაწყე­ბით ეტ­აპ­ზე, ას­ევე, გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ფე­ხურ­ზეც.

 

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში საკ­მაო ად­გი­ლი უკ­ავია იდი­ომ­ებს, ომ­ონ­იმ­ებს, პა­რო­ნი­მებ­სა და სხვ. ამ­ას­თა­ნა­ვე, წიგ­ნს დარ­თუ­ლი აქ­ვს ქარ­თუ­ლი და ოს­ური ფრა­ზე­ოლ­ოგ­იზ­მე­ბი, ქარ­თუ­ლი და ოს­ური ან­ტო­ნი­მე­ბის მოკ­ლე ლექ­სი­კო­ნი.

 

ოს­ური და ქარ­თუ­ლი ენ­ებ­ის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ლექ­სი­კო­ნებს და­ვურ­თეთ ქარ­თუ­ლი და ოს­ური ან­ბა­ნე­ბი (ლა­თი­ნუ­რი ტრან­სლი­ტე­რა­ცი­ით), შე­მოკ­ლე­ბა­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი, გრა­ფი­კუ­ლი ნიშ­ნე­ბის გან­მარ­ტე­ბე­ბი და სხვა სა­მეც­ნი­ერო აპ­არ­ატ­ურა.

 

— რამ­დე­ნად გა­უმ­არ­ტი­ვებს ახ­ალი ლექ­სი­კო­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს ოს­ური ენ­ის შეს­წავ­ლას?

 

— ეს წიგ­ნი (ქარ­თულ-ოს­ური და ოს­ურ-ქარ­თუ­ლი სას­კო­ლო ლექ­სი­კო­ნი) უღ­რე­სად მნივ­ნე­ლო­ვა­ნია არა მარ­ტო მოს­წავ­ლე­თათ­ვის, არ­ამ­ედ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვი­სა და ამ ენ­ით და­ინ­ტერ­სე­ბუ­ლი სხვა პი­რე­ბის­თვის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­უკ­უნ­ეზე მე­ტია ის­წავ­ლე­ბა ოს­ური ენა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქარ­თულ-ოს­ური და ოს­ურ-ქარ­თუ­ლი სას­კო­ლო ლექ­სი­კო­ნი კი არ არ­სე­ბობ­და. მას­წავ­ლე­ბელს ან მოს­წავ­ლეს ტერ­მი­ნე­ბი, ცნე­ბე­ბი, მა­თი გან­მარ­ტე­ბე­ბი უნ­და ეძ­ებ­ნათ რუ­სულ ლექ­სი­კო­ნებ­ში. ად­ვი­ლი გა­სა­გე­ბია, ეს რამ­ხე­ლა სირ­თუ­ლეს­თან (ზოგ­ჯერ გა­ურ­კვევ­ლო­ბას­თან) იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ახ­ლა მოს­წავ­ლე­ებ­ის­ათ­ვის ეს პრობ­ლე­მა ად­ვი­ლად და­საძ­ლე­ვია.

 

— ვი­სი და­ფი­ნან­სე­ბით გა­მო­იცა და რო­გორ გავ­რცელ­დე­ბა ახ­ალი გა­მო­ცე­მა?

 

— ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ა(ა)იპ „კავ­კა­სი­ურ მო­ზა­იკ­ას“, მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აქ­ვს ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, სამ­თავ­რო­ბო და არ­ას­ამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რებ­თან. ქარ­თულ-ოს­ური და ოს­ურ-ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნი გა­მო­ცე­მუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რი­სა და გა­ერ­ოს გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის — COBERM-ის მი­ერ. ჩვე­ნი გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის გავ­რცე­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ული მე­თო­დი ას­ეთი იყო: ინ­იშ­ნე­ბო­და პრე­ზენ­ტა­ცია ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნულ აკ­ად­ემი­აში, რე­გი­ონ­ის უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში (გო­რის სას­წავ­ლო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რე­გი­ონ­ის სკო­ლებ­ში – ლა­გო­დე­ხი­სა და ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლებ­ში), ვიწ­ვევ­დით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და მათ ვუ­რი­გებ­დით ამ წიგ­ნებს. ამ­ჟა­მინ­დე­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს გზა მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი არ არ­ის. ვგეგ­მავთ წიგ­ნე­ბის ად­გი­ლებ­ზე ჩა­ტა­ნას და შემ­დეგ (რო­ცა ამ­ისი სა­შუ­ალ­ება იქ­ნე­ბა) მის გავ­რცე­ლე­ბას.

 

— რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ოს­ურ მხა­რეს მი­აწ­ოდ­ოთ ეს ლექ­სი­კო­ნი და აქ­ვთ თუ არა მათ ამ­ის სურ­ვი­ლი?

 

— ჩვე­ნი გა­მო­ცე­მე­ბის მი­მართ ყველ­გან ყო­ველ­თვის დიდ ინ­ტე­რესს იჩ­ენ­დნენ ქარ­თვე­ლე­ბი­ცა და ოს­ებ­იც, მა­თი საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­უხ­ედ­ავ­ად. ქარ­თულ-ოს­ური და ოს­ურ-ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ სა­მეც­ნი­ერო წრე­ები, ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ები, ლინ­გვის­ტე­ბი, თარ­ჯიმ­ნე­ბი, სხვა­დას­ხვა დარ­გის სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი, ას­ევე — ამ ენ­ებ­ის შემ­სწავ­ლე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ები. ეს წიგ­ნი ხომ ორ­ივე ენ­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ციაა. ჩვენ ოს­ურ მხა­რეს, მა­თი სურ­ვი­ლის გათ­ვალ­სი­წი­ნე­ბით, მი­ვა­წო­დეთ ჩვე­ნი აკ­ად­ემი­ური ლექ­სი­კო­ნის გარ­კვე­ული რა­ოდ­ენ­ობა. ამ­ჟა­მა­დაც სას­კო­ლო ლექ­სი­კონ­ზე დი­დი მოთხოვ­ნი­ლე­ბაა. ლექ­სი­კო­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას დი­დი გა­მოხ­მა­ურ­ება მოჰ­ყვა სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში 1000-ზე მე­ტი და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი და გა­ზი­არ­ება, მათ შო­რის, ცხინ­ვა­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში, ვლა­დი­კავ­კაზ­ში, ის­ევე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ონ­ებ­ში, დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბებ­ში და უცხო­ურ სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით ცენ­ტრებ­ში. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, იგ­ეგ­მე­ბა ლექ­სი­კო­ნის პრე­ზენ­ტა­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე რე­გუ­ლა­ცი­ებ­ის შე­სა­ბა­მი­სად.

სრულად

ბრძანების N:

DITECH -ის პირველი ეროვნული შეხვედრა

2021 წლის 10 და 11 თებერვალს ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე, ჩატარდა Erasmus+ პროგრამის გამარჯვებული პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში// Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – DITECH“,  პირველი ეროვნული სამუშაო შეხვედრა.

პროექტის ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქა­რ­თ­ველოს უნივერსიტეტებში ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვი­თა­რებისა და დანერგვის გზით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ინოვაციური პროგრამები და ტრენინგკურსები აკადმიური პერსონალის ციფრული კომპეტენციისა და უნარების გასა­უ­მ­ჯობესებლად, მოხდება ცოდნის გადაცემის მეთოდების დივერსიფიკაცია, მათ შორის ონლაინ/შერეული სწავლების საშუალებით. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია (15/01/2021-15/01/2024)  და მისი ძირითადი სამიზნე ჯგუფებია  სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მომავალი/მოქმედი მასწავლებლები. კონსორციუმის მუშაობაში ჩართული არიან  საქართველოს და ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტები:  ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) – პროექტის კოორდინატორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - კოორდინატორი საქართველოში,  ილიას სახელმწიფო უნი­ვე­რსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია)


პირველ ეროვნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მხრიდან ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა, თსუ-ს პროფესორმა, ქალბატონმა  იზაბელა პეტრიაშვილმა,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქალბატონმა თინა გელაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, პროექტის ფინანსურმა მენეჯერმა ქალბატონმა მანანა სალუქვაძემ პარტნიორებს წარუდგინეს პროექტის ზოგადი მიმოხილვა, პროექტის წარდგენის ეტაპზე შემფასებელთა მიერ გაცემული რეკომენდაციები და იმსჯელეს პროექტის წარმატებით განხორციელების გზებზე.  შეხვედრის პირველ დღეს მომხსენებლებმა და ჩართულმა პარტნიორებმა დეტალურად განიხილეს პროექტის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობები,  თითოეული უნივერსიტეტის კონკრეტული როლი პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე და რა უნდა გაითვალისწინონ ჩართულმა მხარეებმა პროექტის მომზადების, განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფის, მენეჯმენტისა და შედეგების დისემინაციის ეტაპებზე. მეორე სამუშაო დღე დაეთმო პროექტის ბიუჯეტის, პარტნიორული ხელშეკრულების პირობებისა და სხვა ლოგისტიკური საკითხების განხილვას. ამასთანავე, ეროვნულ შეხვედრაზე პროექტში ჩართულმა მხარეებმა განიხილეს პროექტის ოფიციალური გახსნის, პირველი საერთაშორისო შეხვედრის დღის წესრიგი და იმსჯელეს თითოეული პარტნიორის როლზე ამ შეხვედრის ფარგლებში. პროექტის ოფიციალური გახსნა საერთაშორისო დონეზე დაგეგმილია 2021 წლის 25-27 თებერვალს Zoom.us პლატფორმის საშუალებით.

სრულად

ბრძანების N:

ლექცია თემაზე: ენაბორძიკობის მქონე მოსწავლეებთან/სტუდენტებთან სწავლა/სწავლების თავისებურებანი

ლექცია ტარდება ერაზმუს+ პროგრამის მიერ დაფინანსებულo პროექტის ფარგლებში "ცვლილებები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად -  Curriculm Innovation for Social IInclusion  (CISI)".

ლექცია ჩატარდება 17 თებერვალს 12:00სთ-ზე პლატფორმა ზუმის მეშვეობით

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: 

რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ დასტურს მითითებულ მეილზე, სადაც იქნება ინფორმაცია შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით.

მიზანი

ლექციის მიზანია გაგვაცნოს ენაბორძიკობის მქონე მოსწავლის/სტუდენტისათვის რთული, გამომწვევი სიტუაციები.

ლექციაზე დემონსტრირდება დამხმარე  ფორმები სიტყვით გამოსვლისთვის იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც ენაბორძიკობის პრობლემა აქვთ.

მონაწილეობას მიიღებს პალაკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 25 წლის ფილიპი, მამაკაცი, ქრონიკული ენაბორძიკობით და განიხილება მეტყველების და ენის თერაპიის რამდენიმე მაგალითი მისი დახმარებით.

 

Speakers:

PhDr. Renata Mlčáková, Ph.D.

Mgr. Filip Mikeska

 

Title:

Support of communication with pupils and students with stuttering in inclusion

 

Abstract:

The aim of the lecture is to introduce some challenging situations for pupil/student who stutters, to summarize appropriate approaches to pupils/students with stuttering.  Helpful forms of speech for pupil/student who stutters will be demonstrated. We would like to present the case study of the Palacký University graduate, Filip, 25-years-old, male, with chronic stuttering and we would like to open some examples of speech and language therapy, Renata provided to Filip.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „2020-2021 სასწავლო წლისათვის საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხი და საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მიენიჭებათ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება“ 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 21 სექტემბრის №101/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გიგზავნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 2 ნოემბრის N1056785 ბრძანების საფუძველზე,

 ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს  მიღება  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში  „2020-2021  სასწავლო  წლისათვის  საქართველოს  მოქალაქეებისა  და
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც    მინიჭებული      აქვთ      ბაკალავრიატის,      მასწავლებლის      მომზადების ინტეგრირებული    საბაკალავრო-სამაგისტრო,        ვეტერინარიის        ინტეგრირებული სამაგისტრო,        დიპლომირებული      მედიკოსის/სტომატოლოგის      საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხი და საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მიენიჭებათ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება“ 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ სამაგისტრო პროგრამებზე;
2. განისაზღვროს  სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება  –15-16 თებერვალი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 17 თებერვალი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 18 თებერვალი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 19 თებერვალი (1100 -1300 სთ); ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 19 თებერვალი (15:00 სთ);
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) –22 თებერვალი;
ზ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება –23 თებერვალი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება –24 თებერვალი (11:00 -13:00 სთ); 
ი) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება –24 თებერვალი (15:00 სთ);
კ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) –24 თებერვალი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  - 25 თებერვალი;
მ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 26 თებერვალი;
ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 26 თებერვალი;

3. განისაზღვროს    თსუ-ს    ფაკულტეტების    მიმღებ    კომისიებში    წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად  დამოწმებული ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართულიენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

4. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს   კანცელარიას,   ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 10/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და   63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის   „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნას ცვლილება   „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016   წლის     23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ    ბრძანებაში   და   ბრძანების   პირველი   პუნქტი   ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„1.  დამტკიცდეს  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) მაია მესტვირიშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი - საბჭოს თავმჯდომარე;
ბ)  გიორგი  ბურჯანაძე  -  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი - საბჭოს წევრი:
გ) თინათინ   გაბრიჩიძე   -   ხარისხის   უზრუნველყოფის   სამსახურის   აკრედიტაციის კვლევებისა და შეფასების განყოფილების მთავარი სპეციალისტი - საბჭოს მდივანი;
დ) თეონა მატარაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ე)აკაკი  მიქაბერიძე  -  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის  მენეჯერი  (საფინანსო- ეკონომიკურ საკითხებში)  - საბჭოს წევრი;
ვ)გიორგი შამათავა - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ზ)თეა   წითლანაძე   -   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორი - საბჭოს წევრი;
თ) შორენა წენგუაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის  სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, საბჭოს წევრი.


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 4/04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2021 წლის პირველი იანვრიდან – 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით) „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 5 თებერვლის N64970 და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 9 დეკემბრის N242/01-01 ბრძანებების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 15.12.2020წ. N21758/27 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის შოთა ფოთოლაშვილის 17.12.2020წ. N21901/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2021 წლის პირველი იანვრიდან    –   2021   წლის   28   თებერვლის   ჩათვლით)   სახელმწიფო   სტიპენდიები სტუდენტებს”    პროგრამის    ფარგლებში,    თითოეულს    თვეში    150    ლარი,    შემდეგი თაფარდობით:
 

 

გვარი სახელი თანხა (ლარი)
1 ბერაია ელენეს 150
2 ნადირაძე მარიამს 150
3 ქარდავა მათეს 150
4 ჩაჩიბაია ანას 150
5 პატარაია კონსტანტინეს 150
6 ქათამაძე მარიკას 150
7 სერვასტიანცი ნინოს 150
8 ჭარხალაშვილი ნიკოლოზს 150
9 გიორგაძე მარიამს 150
10 ბურნაძე ანანოს 150
11 ჭიღლაძე გიორგის 150
12 ხუხია ჯონდის 150
13 კახნიაშვილი მარიამს 150
14 მახათაძე თამთას 150
15 რუხაია ბაჩანას 150
16 მექერიშვილი ლალის 150
17 მაღლაკელიძე ელენეს 150
18 მაჭარაშვილი გიორგის 150
19 ბიწაძე ოლანის 150
20 გოგია ნანოს 150
21 ჩხვირკია ელენეს 150
22 კობახიძე იანას 150
23 მოლაშხია სოფიკოს 150
24 გვარამია ნინოს 150
25 ჯანგავაძე სალომეს 150
26 მაჭარაშვილი სალომეს 150
27 მარგველაშვილი დეას 150
28 აფრიდონიძე ნანას 150
29 ბაინდურაშვილი ბექარს 150
30 საყევარაშვილი ქეთის 150
31 მეტრეველი ლევანს 150
32 კეკუტია ვერიკოს 150
33 შოშიაშვილი ნანას 150
34 სიდამონიძე სალომეს 150
35 თაბორიძე დავითს 150
36 კოკოჩაშვილი ნანას 150
37 ფეიქრიშვილი ნინოს 150
38 ბუტიკაშვილი ნინოს 150
39 იბრაგიმოვი მილენას 150
40 ქურცაძე გიორგის 150
41 ჭარხალაშვილი მარიამს 150
42 დუმბაძე სოფიოს 150
43 კუჭავა მარიამს 150
44 ცერცვაძე ქრისტინას 150
45 კაზიმოვი საბინას 150
46 ეფაძე ელიზას 150
47 ჯანანაშვილი რუსუდანს 150
48 დათუაშვილი გიორგის 150
49 შენგელია მარიამს 150
50 ბიჩინაშვილი სოფოს 150
51 ფუხაშვილი საბას 150
52 მაჭარაშვილი ელენეს 150
53 ბაბინი ოლეგის 150
54 ქარჩავა ზაზას 150
55 თხინვალელი მარიამს 150
56 ოქროპირიძე თამუნას 150
57 ბაგრატაშვილი სოფიოს 150
58 გიკაშვილი ლანას 150
59 მუსაევი ფუატის 150
60 ხუბუნაია მარიამს 150
61 ენუქიძე სალომეს 150
62 ბეჟანიშვილი მარიამს 150
63 ულუმბელაშვილი მერის 150
64 ივანაშვილი მაკას 150
65 ბუიღლიშვილი თათიას 150
66 ხითარიშვილი თამარს 150
67 მაჭარაშვილი ლაშას 150
68 ჯერანაშვილი მარიამს 150
69 ცხვედიაშვილი გოგას 150
70 რუაძე ევას 150
71 მორგოშია ქეთინოს 150
72 გიქოშვილი ნინოს 150
73 სირბილაძე ნინოს 150
74 კერესელიძე ქეთევანს 150
75 ჭელიძე ნანას 150
76 დამენია ანინას 150
77 ღუღუნიშვილი ცოტნეს 150
78 კოჟორიძე გვანცას 150
79 გოგია მარიამს 150
80 სიგუა ნანას 150
81 ცხადიაშვილი მარიამს 150
82 შონია მართას 150
83 ხითარიშვილი გიორგის 150
84 მაკალათია ნიკოლოზს 150
85 ქარსანიშვილი ეთერს 150
86 წიწილაშვილი გვანცას 150
87 ალოიანი მანანას 150
88 ხაჟომია მარიამს 150
89 უზოიანი თამარს 150
90 ჭიღლაძე მარიამს 150
91 ადეიშვილი ქეთის 150
92 გაფრინდაშვილი ნანას 150
93 ლოლაძე ანის 150
94 ჩხობაძე მარიამის 150
95 ჯიჯიეშვილი ტატოს 150
96 კამლაძე მარიამს 150
97 შენგელია ნანას 150
98 კვინიკაძე მარიამს 150
99 კაკალაშვილი მარიამს 150
100 სამყურაშვილი მარიამს 150
101 ბარბაქაძე თათიას 150
102 ჯგერენაია სალომეს 150
103 კაცელაშვილი მარიამს 150
104 ლევერაშვილი ნინოს 150
105 ბასიაშვილი გიორგის 150
106 სიამაიშვილი ნატას 150
107 ინდუაშვილი ანის 150
108 გაჩეჩილაძე მარიკას 150
109 ფურელიანი ელისოს 150
110 ჯავახიშვილი ზურას 150
111 კუცია ნინოს 150
112 ბეგლარაშვილი ეთერს 150
113 ფილფანი გიორგის 150
114 კაზეიშვილი მეგის 150
115 ჩხეიძე მარიამს 150
116 ცომაია დეას 150
117 სვინიკაშვილი იას 150
118 შაფაქიძე ნიკოლოზს 150
119 უჩუმბეგაშვილი დიანას 150
120 კოდიან ქრისტინეს 150
121 ბუკია მარიამს 150
122 გიორგაძე ნინოს 150
123 ცერცვაძე ივეტას 150
124 ბაიდაური თამუნას 150
125 ზაუტაშვილი სალომეს 150
126 ჯანჯარია ნუნუს 150
127 ქობალია ნინოს 150
128 ჩარჩხალია გრეტას 150
129 შიუკაშვილი მარიამს 150
130 ჭყონია ანას 150
131 მიქაბერიძე მეგის 150
132 წიკლაური ნინოს 150
133 ხუბულავა ქეთევანს 150
134 ქვლივიძე მარიამს 150
       

 

2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 20100 ლარი, უნივერსიტეტის 2021
წლის ბიუჯეტით, „სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4.    წინამდებარე      ბრძანება      კანონმდებლობით      დადგენილი      წესით      გადაეცეს დაინტერესებულ        პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო დეპარტამენტი,    სასწავლო     პროცესის     მართვის     დეპარტამენტი,     ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 119/02-04

ვახტანგ ლიჩელი - „წლის პირველი საჯარო ლექცია“ თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ლიჩელმა „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში საჯარო ლექცია „ორი არქეოლოგიური ფაქტის კომენტარი“ წაიკითხა. COVID-19-თან დაკავშირებული მსოფლიო პანდემიის გამო, საჯარო ლექცია დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

 „დღევანდელი დღე ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაში განსაკუთრებული დღე გახლავთ. ტრადიციულად უკვე მრავალი წლის მანძილზე, დღევანდელ დღეს ტარდება პირველი საჯარო ლექცია. ეს კი სრულიად განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მატარებელი მოვლენაა. ჩემი ლექცია ეძღვნება ორ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ არტეფაქტს, რომლებიც ქართული დამწერლობის ისტორიას უკავშირდება“,-განაცხადა ვახტანგ ლიჩელმა.  

საჯარო ლექციის მთავარი თემა ქართული დამწერლობის ისტორია იყო. პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა ქართული დამწერლობის ისტორიიდან არქეოლოგიური კვლევების ჭრილში ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტი გამოყო - გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი წარწერა, რომელიც ჩვ.წ.-მდე XI-X  საუკუნეებით თარიღდება და ქართული დამწერლობის ისტორიის საწყის მონაკვეთს - ჩვ.წ.-მდე IV საუკუნიდან ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე, რომელიც ფარნავაზის მიერ ქართული ანბანის შექმნას უკავშირდება და ეს ნათლად დასტურდება  ქართველი არქეოლოგების მიერ მრავალი წლის მანძილზე კოლხეთსა და იბერიაში  მოპოვებული არტეფაქტებით. 

როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, წლის პირველი საჯარო ლექციის ჩატარება, რომელიც უნივერსიტეტის დაარსების დღიდან იღებს სათავეს, წელს განსხვავებულად დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. „კოვიდის პირობებში სხვა გამოსავალი არ იყო. დარწმუნებული ვარ ბევრი მსმენელი ეყოლება ბატონ ვახტანგ ლიჩელს. დარწმუნებული ვარ ბევრი სტუდენტი, პროფესორი, კოლეგა, დაინტერესდება ამ ლექციით, რომელიც ტრადიციულად ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უკავშირდება დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელს.“-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

საჯარო ლექცია „ორი არქეოლოგიური ფაქტის კომენტარი“ ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

„წლის პირველი საჯარო ლექცია“ თსუ-ში ყოველწლიურად ტარდება. პირველი საჯარო ლექცია პირველად 103 წლის წინ, 1918 წლის 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“. ტრადიცია რამდენიმე წლის წინ აღდგა. გასულ წელს თსუ-ს და ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტების პროფესორმა ზაალ კოკაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია „თავის ტვინი, ინსულტი და ღეროვანი უჯრედები.“

           

სრულად

ბრძანების N:

DITECH -ის პირველი ეროვნული შეხვედრა

2021 წლის 10 და 11 თებერვალს ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე, ჩატარდა Erasmus+ პროგრამის გამარჯვებული პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში// Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – DITECH“,  პირველი ეროვნული სამუშაო შეხვედრა.

პროექტის ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქა­რ­თ­ველოს უნივერსიტეტებში ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვი­თა­რებისა და დანერგვის გზით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ინოვაციური პროგრამები და ტრენინგკურსები აკადმიური პერსონალის ციფრული კომპეტენციისა და უნარების გასა­უ­მ­ჯობესებლად, მოხდება ცოდნის გადაცემის მეთოდების დივერსიფიკაცია, მათ შორის ონლაინ/შერეული სწავლების საშუალებით. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია (15/01/2021-15/01/2024)  და მისი ძირითადი სამიზნე ჯგუფებია  სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მომავალი/მოქმედი მასწავლებლები. კონსორციუმის მუშაობაში ჩართული არიან  საქართველოს და ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტები:  ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) – პროექტის კოორდინატორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - კოორდინატორი საქართველოში,  ილიას სახელმწიფო უნი­ვე­რსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია)


პირველ ეროვნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მხრიდან ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა, თსუ-ს პროფესორმა, ქალბატონმა  იზაბელა პეტრიაშვილმა,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქალბატონმა თინა გელაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, პროექტის ფინანსურმა მენეჯერმა ქალბატონმა მანანა სალუქვაძემ პარტნიორებს წარუდგინეს პროექტის ზოგადი მიმოხილვა, პროექტის წარდგენის ეტაპზე შემფასებელთა მიერ გაცემული რეკომენდაციები და იმსჯელეს პროექტის წარმატებით განხორციელების გზებზე.  შეხვედრის პირველ დღეს მომხსენებლებმა და ჩართულმა პარტნიორებმა დეტალურად განიხილეს პროექტის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობები,  თითოეული უნივერსიტეტის კონკრეტული როლი პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე და რა უნდა გაითვალისწინონ ჩართულმა მხარეებმა პროექტის მომზადების, განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფის, მენეჯმენტისა და შედეგების დისემინაციის ეტაპებზე. მეორე სამუშაო დღე დაეთმო პროექტის ბიუჯეტის, პარტნიორული ხელშეკრულების პირობებისა და სხვა ლოგისტიკური საკითხების განხილვას. ამასთანავე, ეროვნულ შეხვედრაზე პროექტში ჩართულმა მხარეებმა განიხილეს პროექტის ოფიციალური გახსნის, პირველი საერთაშორისო შეხვედრის დღის წესრიგი და იმსჯელეს თითოეული პარტნიორის როლზე ამ შეხვედრის ფარგლებში. პროექტის ოფიციალური გახსნა საერთაშორისო დონეზე დაგეგმილია 2021 წლის 25-27 თებერვალს Zoom.us პლატფორმის საშუალებით.

სრულად

ბრძანების N:

აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 29 დეკემბრის №122/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2020 წლის 17 დეკემბრის №21951/29 და თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის 2021 წლის 28 იანვრის №725/32 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 9 თებერვლის №3 სხდომის ოქმის  საფუძველზე,  


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 29 დეკემბრის №122/2014 დადგენილებაში და მე-2 პუნქტით დამტკიცებული №1 და №3 დანართები ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №1დანართი №3).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


გიორგი  შარვაშიძე რექტორი   აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N:

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დამატებითი გამოცდების ცხრილი

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დამატებითი გამოცდების ცხრილი მიმართულებების მიხედვით

ფიზიკური ქიმია 3-გამოცდის ზეპირი კომპონენტი

ნარევთა დაყოფის ინსტრუმენტული მეთოდები-ზეპირი კომპონენტი

 

გაითვალისწინეთ: დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს ძირითად გამოცდაზე ჩაჭრილ სტუდენტს, რომელსაც დაგროვილი აქვს არანაკლებ 41 ქულისა ან სტუდენტს რომელიც არ გამოცხადდა ძირითად გამოცდაზე, მაგრამ წარმოდგენილი აქვს განცხადება საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით.

 

სრულად

ბრძანების N:

კლინიკებზე რეგისტრაცია

იწყება 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის კლინიკის გავლის
მსურველ მაგისტრანტთა განაცხადების მიღება - წინასწარი რეგისტრაცია.

 

გამომდინარე იქიდან, რომ 2020-2021 სასწავლო წლიდან ამოქმედდა ახალი სამაგისტრო პროგრამა, მაგისტრანტები, რომელთაც სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის  პრაქტიკულ კომპონენტს გაივლიან მოქმედი/ახალი პროგრამით, ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე ჩარიცხული მაგისტრანტებისთვის კვლავ ძველი პროგრამა გავრცელდება.

 

მაგისტრანტებისთვის, რომლებმაც სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე შემოთავაზებულია შემდეგი კლინიკები:

 

II მოდულის კლინიკები:

 

პრაქტიკული სამართლის კლინიკა (15 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის. კლინიკის არჩევა შეუძლია ნებისმიერ მაგისტრანტს);

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (15 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);

ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ კლინიკა (15 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის). კლინიკის შესახებ იხილეთ ვიდეო რგოლი.

 

III მოდულის კლინიკები:

 

იურიდიული ფაკულტეტის იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
საქალაქო სასამართლოს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტაჟირება (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს II მოდულის პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ კლინიკის სტაჟირება (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს II მოდულის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის კლინიკა);
იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის; მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს II მოდულის პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
პრობაციის ეროვნული სააგენტოს კლინიკა ტრენერებისთვის (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის; მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს II მოდულის პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების  სტუდენტებისთვის);
იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის, აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ფლობა);
„მარგველაშვილი, რეალ ქონსალტინგის“ საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის) დასაქმების პერსპექტივით, მიმდინარე სემესტრისთვის კომპანიას აქვს აქტიური ვაკანსია;
სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადების კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა  მიმართულების სტუდენტებისთვის);
სასამართლო პრაქტიკის კვლევის, დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა სანივთო სამართალში (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
სასჯელაღსრულების კლინიკა (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ბაზაზე, 10 კრედიტი. განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
ადამიანის უფლებათა კლინიკა სახალხო დამცველის აპარატში (10 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
„ნათია წკეპლაძისა და ალექსანდრე იოსელიანის საადვოკატო ბიუროს“ კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
“ნუნუ კვანტალიანის საადვოკატო ბიუროს“ კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
საპარლამენტო კლინიკა (პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ბაზაზე, 10 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
იურიდიული კომპანია „ცანავა და პარტნიორების“ საადვოკატო კლინიკა  (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
მედიაციის კლინიკა (თსუს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის ბაზაზე) (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
პრობაციის ეროვნული სააგენტოს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
პროფეშენალ ლიგალ სერვისის საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის).

 

მაგისტრანტებისთვის*, რომლებიც ჩარიცხულნი არიან მოქმედ/ახალ სამაგისტრო პროგრამაზე შემოთავაზებულია შემდეგი კლინიკები:

 


პრაქტიკული სამართლის კლინიკა (12 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის. კლინიკა სავალდებულოა ყველა მაგისტრანტისთვის);

 

კონსოლიდირებული კლინიკები:

 

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (18 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);

ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ კლინიკა (18 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის). კლინიკის შესახებ ვიდეო რგოლი იხილეთ მაღლა მოცემულ ბმულზე.

 


სპეციალური კლინიკები:

 

იურიდიული ფაკულტეტის იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
საქალაქო სასამართლოს კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტაჟირება (9 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ კლინიკის სტაჟირება (9 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის კონსოლიდირებული კლინიკა);
იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის; მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
პრობაციის ეროვნული სააგენტოს კლინიკა ტრენერებისთვის (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის; მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების  სტუდენტებისთვის);
იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის, აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ფლობა);
„მარგველაშვილი, რეალ ქონსალტინგის“ საადვოკატო კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის) დასაქმების პერსპექტივით, მიმდინარე სემესტრისთვის კომპანიას აქვს აქტიური ვაკანსია;
სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადების კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა  მიმართულების სტუდენტებისთვის);
სასამართლო პრაქტიკის კვლევის, დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა სანივთო სამართალში (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
სასჯელაღსრულების კლინიკა (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ბაზაზე, 9 კრედიტი. განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
ადამიანის უფლებათა კლინიკა სახალხო დამცველის აპარატში (9 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
„ნათია წკეპლაძისა და ალექსანდრე იოსელიანის საადვოკატო ბიუროს“ კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
“ნუნუ კვანტალიანის საადვოკატო ბიუროს“ კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
საპარლამენტო კლინიკა (პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ბაზაზე, 9 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
იურიდიული კომპანია „ცანავა და პარტნიორების“ საადვოკატო კლინიკა  (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
მედიაციის კლინიკა (თსუს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის ბაზაზე) (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
პრობაციის ეროვნული სააგენტოს კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
პროფეშენალ ლიგალ სერვისის საადვოკატო კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის).

 

დაინტერესებულმა მაგისტრანტებმა განაცხადის  შევსებული ფორმა უნდა გამოგზავნონ
ელექტრონულ მისამართზე ana.kharaishvili@tsu.ge

 

იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკით, იურიდიული კომპანია „ცანავა და პარტნიორების“ საადვოკატო კლინიკით, „მარგველაშვილი, რეალ ქონსალტინგის“ საადვოკატო კლინიკითა და იურიდიული ფაკულტეტის იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკით დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადთან ერთად უნდა გამოგზავნონ CV.

 

კლინიკებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 21 თებერვალი, 15:00 საათი. 
კლინიკებში სტუდენტების მიღება მოხდება გასაუბრების გზით.
გასაუბრებები ჩატარდება 22 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით. კონკრეტული დროები მოგვიანებით განთავსდება ფაკულტეტის ვებ-გვერდზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს 577 47 55 15

 

 * სტუდენტს, რომელიც მუშაობს იურისტის სპეციალობით, რასაც იგი ადასტურებს სამსახურებრივი ცნობით დამსაქმებლისა და მისი უშუალო სამუშაო ფუნქციების  შესახებ, კლინიკური სწავლების დირექტორის ნებართვით, შეუძლია, გააკეთოს არჩევანი იურიდიულ კლინიკასა/კლინიკებსა და საჯარო სამართლის, კერძო სამართლის ან/და სისხლის სამართლის მოდულის არჩევით სასწავლო კურსებს შორის და ასე დააგროვოს 18 კრედიტი პრაქტიკული სამართლის კლინიკასთან (12 კრედიტი) ერთად, რაც სულ შეადგენს 30 კრედიტს.  (აღნიშნული ცნობის დედანი მაგისტრანტმა კლინიკებზე წინასწარი რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში დასკანერებული ფორმით უნდა გაგზავნოს ელ. ფოსტის მისამართზე ana.kharaishvili@tsu.ge). პრაქტიკული კომპონენტის (30 კრედიტი) განხორციელება შესაძლებელია ერთ-ერთი კომბინაციით, კერძოდ, ან პრაქტიკული სამართლის კლინიკისა (12 კრედიტი) და 2 (ორი) სპეციალური იურიდიული კლინიკის (9 კრედიტი X 2 = 18 კრედიტი), ან პრაქტიკული სამართლის კლინიკისა (12 კრედიტი) და 1 (ერთი) კონსოლიდირებული იურიდიული კლინიკის (18 კრედიტი) ერთობლიობით.

სრულად

ბრძანების N:

სამაგისტრო ნაშრომის წარმოდგენის თარიღი

გაცნობებთ, სამაგისტრო ნაშრომთა ჩაბარება იწარმოებს თსუ-ის I აკადემიური კორპუსის 118-ე  ოთახში,  22 თებერვალი 12:00სთ - 17:00სთ. გთხოვთ, წარმოადგინეთ ID ბარათის ან პასპორტის ასლი, სამაგისტრო ნაშრომი ამობეჭდილი და აკინძული, ასევე ელექტრონული ვერსია (CD დისკზე ჩაწერილი),  ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვაზე დაშვების თაობაზე. ტექსტი ნაშრომის ორიგინალობაზე და სამაგისტრო ნაშრობის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი  (ფორმა).

სრულად

ბრძანების N:

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის  №112/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2020 წლის 17 დეკემბრის №21951/29 და თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის 2021 წლის 28 იანვრის №725/32 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 9 თებერვლის №3 სხდომის ოქმის  საფუძველზე,  


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის  №112/2013 დადგენილებაში და პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 და №3 დანართები ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №1, დანართი №3).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 16/2021

,,სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 29 დეკემბრის №122/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2020 წლის 17 დეკემბრის №21951/29 და თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის 2021 წლის 28 იანვრის №725/32 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 9 თებერვლის №3 სხდომის ოქმის  საფუძველზე,  


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 29 დეკემბრის №122/2014 დადგენილებაში და მე-2 პუნქტით დამტკიცებული №1 და №3 დანართები ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №1, დანართი №3).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 17/2021

საუნივერსიტეტო დაფინანსება (ბაკალავრიატი)

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსება (ბაკალავრიატი)

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა სია, რომლებმაც მოიპოვეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსება 

 

იხილეთ დანართი:

სრულად

ბრძანების N:

ბრძანების N: sdfsdf