საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება ენის კვირეულის ფარგლებში (12-18 აპრილი) გამართავენ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა განაცხადი და თეზისები 2021 წლის 25 მარტამდე  გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: tsuconference@tsu.ge

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი,

მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

თეზისების გაფორმების წესი:

მომხსენებლის სახელი, გვარი;

ორგანიზაცია;

აკადემიური ხარისხი;

მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;

მოხსენების სათაური;

ფონტი: sylfaen

ფონტის ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: მაქსიმუმ 200-250 სიტყვა

კონფერენციის სამუშაო ენა –  ქართული.

გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და თეზისები.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მოხსენებათა შერჩევის უფლებას.

შედეგების შეტყობინების ბოლო ვადაა – 2 აპრილი.

საკონტაქტო პირები:  ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, ასოც. პროფესორი თინათინ ბოლქვაძე

სრულად

ბრძანების N:

ლადო პაპავას ახალი წიგნი და გამოხმაურება მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისგან

აშშ-ში გა­მო­ვი­და პრო­ფე­სორ ვლა­დი­მერ პა­პა­ვას  მო­რი­გი წიგ­ნი: „ევ­რო­პე­ლად გახ­დო­მა: სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოწ­ვე­ვე­ბი ოც­და­მე­ერ­თე სა­უკ­უნ­ეში“. წიგ­ნი ბო­ლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ცე­მუ­ლი ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სტა­ტი­ებ­ის კრე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც ეძ­ღვნე­ბა პოს­ტკო­მუ­ნის­ტუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს XXI სა­უკ­უნ­ის პო­ლი­ტი­კურ და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ პრობ­ლე­მებს. წიგ­ნს მა­ღალ შე­ფა­სე­ბებს აძ­ლე­ვენ მსოფ­ლი­ოს ცნო­ბი­ლი ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბი და პო­ლი­ტი­ლო­გე­ბი: ჯეფ­რი საქ­სი (კო­ლუმ­ბი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი); ფრე­დე­რიკ სტა­რი (ვა­შინ­გტო­ნის და სტოკ­ჰოლ­მის ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის და კავ­კა­სი­ის ერ­თობ­ლი­ვი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი); ან­დერს ას­ლუნ­დი (ჯორ­ჯთა­უნ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი); კე­ის კრე­ინი (აშშ-ს მეც­ნი­ერ­ებ­ის და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის მთა­ვა­რი მკვლე­ვა­რი); პოლ გობ­ლი (აშშ-ს მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რი); პოლ ჰეა (ედ­ინ­ბურ­გში ჰე­რი­ოტ-ვათ უნ­ივ­ერ­ის­ტე­ტის ემ­ერ­იტ­უს პრო­ფე­სო­რი); სტი­ვენ ჯონ­სი (მა­უნთ ჰო­ლი­ოკ­ის კო­ლე­ჯის პრო­ფე­სო­რი); ნე­ილ მაკ­ფარ­ლე­ინი (ოქ­სფორ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი); თო­მას სა­იმ­ონ­სი (ჰარ­ვარ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რი); ბენ სლეი (გა­ერ­ოს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის უფ­რო­სი ეკ­ონ­ომ­ის­ტი). წიგ­ნის ნახ­ვა და შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ­აზ­ონ­ის პლატ­ფორ­მა­ზე.

რა აქ­ცენ­ტებს გა­მო­ყოფს წიგ­ნის ავ­ტო­რი და რა მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა ახ­ალი გა­მო­ცე­მა? — გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, აკ­ად­ემ­იკ­ოსი ლა­დო პა­პა­ვა:

 

რამ­დე­ნა­დაც ცნო­ბი­ლია, ამ­ერ­იკ­აში გა­მო­ვი­და თქვე­ნი ახ­ალი წიგ­ნი. ამ­ერ­იკ­აში წიგ­ნის გა­მო­ცე­მის მი­ზა­ნი რა იყო?

 

ნე­ბის­მი­ერი ავ­ტო­რის­თვის ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს — მი­სი ნა­აზ­რე­ვი თუ რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვდო­მია მკითხველ­თა ფარ­თო წრი­სათ­ვის. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვის სა­უკ­ეთ­ესო გზაა აშშ-ში ინ­გლი­სურ ენ­აზე წიგ­ნის გა­მო­ცე­მა, მით უფ­რო მა­შინ, რო­ცა მი­სი შე­ძე­ნა, რო­გორც ბეჭ­დუ­რი ფორ­მით, ისე ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ვერ­სი­ით, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლი ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მა „ამ­აზ­ონ­იდ­ან“. წიგ­ნს აქ­ვს აშშ-ის კონ­გრე­სის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის ნო­მე­რი, რაც აშშ-ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნებს, რო­გორც წე­სი, გა­მო­ცე­მის პრო­ცეს­ში­ვე ენ­იჭ­ება.

 

რას ეხ­ება კონ­კრე­ტუ­ლად სტა­ტი­ები, რო­მე­ლიც წიგ­ნშია შე­სუ­ლი? რა აქ­ცენ­ტებს გა­მო­ყოფთ?

 

წიგ­ნში თავ­მოყ­რი­ლია 2006-2020 წლებ­ში ჩემ მი­ერ სხვა­დას­ხვა ელ­ექ­ტრო­ნულ გა­მო­ცე­მებ­ში (მათ შო­რის, ცნო­ბილ უცხო­ურ სა­იტ­ებ­ზე) გან­თავ­სე­ბუ­ლი სტა­ტი­ები, რომ­ლე­ბიც ეხ­ება სა­ქარ­თვე­ლოს, მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებს. სტა­ტი­ები გან­ლა­გე­ბუ­ლია ქრო­ნო­ლო­გი­ურ­ად, რაც მკითხველს გაუადვილებს იმ­ის აღ­ქმას, ამ 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­მელ ეტ­აპ­ზე რო­მე­ლი თე­მა იყო ავ­ტო­რის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ყვე­ლა­ზე უფ­რო მწვა­ვე. იმ სა­კითხე­ბის სპექ­ტრი, რო­მელ­თაც ეძ­ღვნე­ბა სტა­ტი­ები, საკ­მა­ოდ ფარ­თოა. ის­ინი ეხ­ება სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ არ­ჩე­ვანს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს გამ­წვა­ვე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ფუნ­ქცი­ას, ეკ­ონ­ომ­იკ­ური რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბებს და დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს, ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ული გან­ვი­თა­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებს და, რა თქმა უნ­და, კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ კრი­ზისს.

 

თქვე­ნი ახ­ალი წიგ­ნის გა­მო­ცე­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რეთ...

 

ინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ მსოფ­ლი­ოში საკ­მა­ოდ დი­დია, რაც, უმ­თავ­რე­სად, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ური და გეოეკონომიკური ფაქ­ტო­რე­ბით. ამ­იტ­ომ, რაც უფ­რო მე­ტი კვა­ლი­ფი­ცი­ური გა­მო­ცე­მა გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი სა­ქარ­თვე­ლო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკითხველ­თა ფარ­თო წრის­თვის, მით უფ­რო უკ­ეთ და, რაც მთა­ვა­რია, სწო­რად იქ­ნე­ბა აღ­ქმუ­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი და მა­თი გა­დაჭ­რის სირ­თუ­ლე­ები.

 

რა გვაკ­ლია — გავ­ხდეთ ევ­რო­პე­ლე­ბი?

 

იმ­ის­თვის, რომ გავ­ხდეთ ევ­რო­პე­ლე­ბი, თა­ნაც ისე, რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ქარ­თვე­ლო­ბა, ჯერ კი­დევ ბევ­რი გვაკ­ლია. გვაკ­ლია ევ­რო­პუ­ლი ყო­ფი­თი კულ­ტუ­რა, გვაკ­ლია ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა, გვაკ­ლია ის­ეთი მა­ღალ­ხა­რის­ხი­ანი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ებ­ის უნ­არი, რაც ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს და სხვ. წიგ­ნის ბო­ლო სტა­ტი­აში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია იდეა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ზა­ნი არ შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მი­ზა­ნი უნ­და იყ­ოს ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რაც ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის­ათ­ვის გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ელი რე­ფორ­მე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ­იტ­ომ, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ება არ­ის იმ­ის გზა, თუ რო­გორ უნ­და გახ­დეს სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო.

 

რა გა­მოწ­ვე­ვებ­ზე სა­უბ­რობთ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის თე­მას ეხ­ებ­ით?

 

სა­ქარ­თვე­ლო არა­ერ­თი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას. უწ­ინ­არ­ეს ყოვ­ლი­სა, ეს­ენია სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პუ­ლი ტი­პის დე­მოკ­რა­ტი­ის და სა­ბაზ­რო ეკ­ონ­ომ­იკ­ის ევ­რო­პუ­ლი მო­დე­ლის დამ­კვიდ­რე­ბა. სე­რი­ოზ­ული გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უს­აფ­რთო­ებ­ის კუთხით, გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მელ­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის 20 პრო­ცენ­ტი აქ­ვს ოკ­უპ­ირ­ებ­ული. ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენ­იჭ­ება სა­ქარ­თვე­ლოს სატ­რან­სპორ­ტო დე­რეფ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ დე­რეფ­ნად გარ­დაქ­მნას. საკ­მა­ოდ სე­რი­ოზ­ული გა­მოწ­ვე­ვაა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ამ „ტუ­რის­ტულ ხა­ფან­გს“ და­აღ­წი­ოს თა­ვი. უმ­წვა­ვე­სი პრობ­ლე­მაა ერ­ოვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის — ლა­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბის მიღ­წე­ვა. და­ბო­ლოს, კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ის გამ­კლა­ვე­ბას­თან ერ­თად უდ­იდ­ესი გა­მოწ­ვე­ვა სწო­რი ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის გა­ტა­რე­ბაა.

 

ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ან­ებ­ის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე რამ­დე­ნად ღი­ად შე­იძ­ლე­ბა სა­უბ­არი და სა­ინ­ტე­რე­სოა უარ­ყო­ფით მხა­რედ რას თვლით?

 

ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის­თვის გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი სულ უფ­რო და უფ­რო დაუახლოებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ევ­რო­პულ მო­დელ­თან, რაც მეტ დე­მოკ­რა­ტი­ას, ად­ამი­ან­ებ­ის უფ­ლე­ბე­ბის უკ­ეთ დაც­ვას, გან­ვი­თა­რე­ბულ ეკ­ონ­ომ­იკ­ას და სხვ. ნიშ­ნავს. ეს, რა თქმა უნ­და, და­დე­ბი­თი მხა­რეა. უარ­ყო­ფით მხა­რეს რაც შე­ეხ­ება, ეს, უწ­ინ­არ­ეს ყოვ­ლი­სა, ჩვე­ნი ერ­ოვ­ნუ­ლო­ბის ცალ­კე­ული მხა­რე­ებ­ის დაკ­ნი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს. ამ­ის მა­გა­ლი­თად გა­მოდ­გე­ბა თუნ­დაც ის, ვი­თომ­და და­სავ­ლუ­რო­ბის გა­მო თუ რამ­დე­ნი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ბარ­ბა­რიზ­მი შე­მოგ­ვაქ­ვს ქარ­თულ ენ­აში, მა­ში­ნაც კი, რო­ცა ეს სიტყვე­ბი ქარ­თულ­ში არ­სე­ბობს. ეტყო­ბა ბევ­რს ჰგო­ნია, რომ რაც უფ­რო მეტ უცხო­ურ სიტყვას გა­მო­იყ­ენ­ებს ქარ­თულ­ში, მით უფ­რო ევ­რო­პე­ლად იქ­ნე­ბა აღ­ქმუ­ლი მის გა­რე­მოც­ვა­ში. ეს დი­დი შეც­დო­მაა და მას ყვე­ლა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით უნ­და შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ!

 

რა შე­ფა­სე­ბებს აძ­ლე­ვენ მსოფ­ლი­ოს ცნო­ბი­ლი ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბი და პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი თქვენს წიგ­ნს. თუ შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლედ გაგ­ვა­ცა­ნით მა­თი შე­ფა­სე­ბე­ბი...

 

უცხო­ელი კო­ლე­გე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი ჩემ­თვის, რო­გორც ავ­ტო­რის­თვის და ჩე­მი წიგ­ნის მო­მავ­ლის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს შე­ფა­სე­ბე­ბი თავ­მოყ­რი­ლია წიგ­ნში იმ ტრა­დი­ცი­ით, რო­მე­ლიც და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელია და­სავ­ლეთ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის. ასე რომ, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკითხვე­ლი წიგ­ნთან ერ­თად ამ შე­ფა­სე­ბე­ბის გაც­ნო­ბას თა­ვად შეძ­ლებს.

 

რამ­დე­ნად და­ინ­ტე­რეს­დნენ და ვინ და­ინ­ტე­რეს­და თქვე­ნი ახ­ალი წიგ­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში? ამ კუთხით ხომ არ გაქ­ვთ ნაკ­ლუ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა?

 

ნაკ­ლუ­ლო­ბის არ­ავ­ით­არი გან­ცდა ნამ­დვი­ლად არ მაქ­ვს. ბევ­რმა გა­მო­ხა­ტა უკ­ვე ამ წიგ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბა. ზოგ­მა ის უკ­ვე გა­მო­იწ­ერა კი­დეც „ამ­აზ­ონ­იდ­ან“. ის­იც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ წიგ­ნის ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ვერ­სია საკ­მა­ოდ იაფია და მი­სი გა­მოგ­ზავ­ნა ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ფოს­ტით ხდე­ბა. ჩემ­თვის უფ­რო მე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს იმ­ას, თუ რამ­დე­ნად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა სტუ­დენ­ტო­ბა ამ წიგ­ნით არა მარ­ტო დღეს, არ­ამ­ედ ერ­თი, სა­მი ან, თუნ­დაც, ხუ­თი წლის შემ­დეგ...

ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

 

სრულად

ბრძანების N:

ლიეტუვაში გიორგი ლობჟანიძის ლექსების კრებული 2020 წლის 15 საუკეთესო კრებულს შორის დაასახელეს

ლი­ეტ­უვ­ელ­მა მკითხველ­მა ქარ­თვე­ლი პო­ეტ­ის, მთარ­გმნე­ლი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნის გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი — „წმინ­და­ნო­ფო­ბია“ 2020 წლის 15 სა­უკ­ეთ­ესო კრე­ბულს შო­რის და­ას­ახ­ელა. თარ­გმანს „ბრწყინ­ვა­ლე“ შე­აფ­ას­ება მის­ცა ლი­ეტ­უვ­ის ელ­ჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­დრი­უს­კა­ლინ­დრამ, რო­მელ­მაც ქარ­თვე­ლი პო­ეტი სა­ელ­ჩო­ში მი­იწ­ვია და სა­კუ­თა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი პი­რა­დად გა­უზი­არა.

 

„სი­ამ­ოვ­ნე­ბით გა­ვი­მე­ორ­ებ იმ­ას, რაც სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლად ვუთხა­რი ბა­ტონ ელ­ჩს: „სამ­შობ­ლო, რო­გორც უფ­ალი, ერ­თია ქვე­ყა­ნა­ზე­და“, მაგ­რამ მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ წარ­მო­უდ­გენ­ლად ძა­ლი­ან მიყ­ვარს აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი — ირ­ანი, ეგ­ვიპ­ტე და სხვა, სა­დაც ჩე­მი ცხოვ­რე­ბის დი­დი თუ მცი­რე ხა­ნი და­მიყ­ვია, ჩემს მე­ორე სამ­შობ­ლოდ მა­ინც ლი­ეტ­უვა მი­მაჩ­ნია, რად­გან, ბო­ლოს და ბო­ლოს, პო­ეტ­ის­თვის ყო­ვე­ლი ახ­ალი და­ბა­დე­ბა მი­სი ახ­ალი კრე­ბუ­ლია. ჩე­მი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი კი ჯერ-ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ლი­ეტ­უვ­აშია ასე შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ცე­მუ­ლი. ამ­დე­ნად, მე ქარ­თუ­ლი ენ­ობ­რი­ვი სივ­რცის გარ­და, ხე­ლახ­ლა (სრულ­ფა­სოვ­ნად) ჯერ მხო­ლოდ ლი­ეტ­უვ­აში და­ვი­ბა­დე და ამ­იტ­ომ ამ ქვე­ყა­ნა­საც თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვუ­წო­დო სამ­შობ­ლო. ვერ მო­ვიტყუ­ები და თუ თა­ნაბ­რად და ის­ეთ­ივე სიყ­ვა­რუ­ლით არა, მაგ­რამ, არ­ან­აკ­ლებ შე­იძ­ლე­ბა მიყ­ვარ­დეს, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო. მიყ­ვარ­დეს იმ­ის გა­მო, რომ იქ ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბი მე­გუ­ლე­ბა და, უპ­ირ­ვე­ლე­სად, მა­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის, რო­მელ­თა შო­რი­საც კულ­ტუ­რის ბუ­ნებ­რი­ვი, უან­გა­რო და არ­ამ­ოჩ­ვე­ნე­ბი­თი და­ფა­სე­ბა ერთ-ერ­თი უპ­ირ­ვე­ლე­სი პრი­ორ­იტ­ეტია“, — აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში ლი­ეტ­უვ­ის ელ­ჩთან ვი­ზი­ტის შემ­დეგ.

 

ლი­ეტ­უვ­აში მკითხველ­თა რჩე­ულ წიგ­ნებს ყო­ვე­ლი წლის ბო­ლოს ავ­ლე­ნენ; შე­ფა­სე­ბი­სას კრი­ტი­კო­სე­ბის მო­საზ­რე­ბებს, მკითხველ­თა გა­მო­კითხვის შე­დე­გებ­სა და გა­ყიდ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. ეს ტრა­დი­ცია ლი­ეტ­უვ­ელი გა­მომ­ცემ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ინ­იცი­ატ­ივ­ით დამ­კვიდ­რდა. გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე, რო­მე­ლიც, ამ­ავე დროს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ობ­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის არ­აბ­ის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რია, ლი­ეტ­უვ­ელი მკითხვე­ლის მი­ერ მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის აღი­არ­ებ­ას არა მარ­ტო პი­რად, არ­ამ­ედ მთლი­ან­ად ქარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლო­ბის წარ­მა­ტე­ბად აფ­ას­ებს.

 

„ძა­ლი­ან სა­სი­ამ­ოვ­ნოა, რომ ჩე­მი წიგ­ნი რჩე­ულ­თა რიცხვში აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა, ნე­ბის­მი­ერი ქარ­თვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ეტ­ის კრე­ბუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ას­ევე დი­დი წარ­მა­ტე­ბა იქ­ნე­ბო­და ქარ­თვე­ლი მწერ­ლო­ბის­თვის, რად­გან ას­ეთი აღი­არ­ება კარ­გი „სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია“ იმ ქარ­თვე­ლი პო­ეტ­ებ­ის­თვი­საც, რო­მელ­თა შე­მოქ­მე­დე­ბაც ლი­ეტ­უვ­ურ ენ­აზე გა­და­ით­არ­გმნე­ბა. მი­მაჩ­ნია, ეს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის და­დე­ბი­თი მოვ­ლე­ნაა და ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი კულ­ტუ­რა მსოფ­ლიო დო­ნე­ზე სხვა ქვეყ­ნებ­შიც ეს­მით და ად­ეკ­ვა­ტუ­რად აფ­ას­ებ­ენ“, — აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძემ.

 

ლი­ეტ­უვ­ური კრე­ბუ­ლი ავ­ტო­რის 90-იანი წლე­ბი­დან თით­ქმის ბო­ლო პე­რი­ოდ­ამ­დე შექ­მნილ პო­ეზი­ას მო­იც­ავს. „წმინ­და­ნო­ფო­ბია“, რო­მე­ლიც წიგ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბად გა­მო­იტ­ან­ეს, სწო­რედ ერთ-ერ­თი ლექ­სის სა­თა­ურია. ბწკა­რე­დუ­ლი თარ­გმა­ნი ნა­ნა დე­ვი­ძეს ეკ­უთ­ვნის, ლიტ­ვურ ენ­აზე კი ლიტ­ველ­მა პო­ეტ­ებ­მა იონ­ას ლი­ნიაუსკასმა და ვიქ­ტო­რას რუ­ძი­ან­სკას­მა თარ­გმნეს, რომ­ლებ­მაც ლი­ეტ­უვ­ელ მკითხვე­ლამ­დე ქარ­თვე­ლი პო­ეტ­ის შე­მოქ­მე­დე­ბა სა­შუ­რი ოს­ტა­ტო­ბი­თა და სი­ზუს­ტით მი­იტ­ან­ეს.

 

„თა­ვი­დან ჩე­მი ლექ­სე­ბის ლიტ­ვურ ენ­აზე თარ­გმნა იონ­ას ლი­ნიაუსკასმა და­იწყო. მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ პირ­ვე­ლი­ვე პუბ­ლი­კა­ცი­ები ძა­ლი­ან გახ­მა­ურ­და. შო­რი­დან მეს­მო­და, რომ ცნო­ბილ ლიტ­ველ პო­ეტს ვიქ­ტო­რას რუ­ძი­ან­სკასს ძა­ლი­ან მო­ეწ­ონა ჩე­მი პო­ეზია, რო­მელ­საც ბო­ლო პე­რი­ოდ­ამ­დე არ ვიც­ნობ­დი, თუმ­ცა მან ყვე­ლა­ფე­რი გა­აკ­ეთა, რომ ეს წიგ­ნი მა­ღალ დო­ნე­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი­ყო. ას­ეთი არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი კრე­ბუ­ლი ქარ­თულ ენ­აზ­ეც კი არ მაქ­ვს. ლიტ­ვურ ენ­აზე სა­თარ­გმნად ლექ­სე­ბი სა­მი კრე­ბუ­ლი­დან — „ბა­ბუ­აწ­ვე­რე­ბის თა­იგ­ულ­იდ­ან“, „არ­აბ­ულ­ის მას­წავ­ლებ­ლი­დან“ და „სიზ­მრის ნან­გრე­ვე­ბი­დან“ შე­ვარ­ჩი­ეთ. ის­ეთი ლექ­სე­ბიც შე­ვი­ტა­ნეთ, რო­მელ­საც თარ­გმნის პე­რი­ოდ­ში ვწერ­დი და ჯერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არ მაქ­ვს, რად­გან, ფაქ­ტობ­რი­ვად, „ფეხ­და­ფეხ“ მომ­დევ­დნენ მთარ­გმნე­ლე­ბი. ას­ეთი რა­მე იშ­ვი­თად ხდე­ბა და სწო­რედ ას­ეთი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გია ეს წიგ­ნი“, — აღ­ნიშ­ნა ავ­ტორ­მა.

 

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არ­ის, რო­დე­საც გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის პო­ეზი­ას უცხო­ელი მკითხვე­ლე­ბი და კრი­ტი­კო­სე­ბი უმ­აღ­ლეს შე­ფა­სე­ბას აძ­ლე­ვენ — გა­სუ­ლი წლის და­საწყის­ში იტ­ალი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ეტ­ური ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­ურ­იმ იგი მსოფ­ლი­ოს 10 სა­უკ­ეთ­ესო ავ­ტორს შო­რის და­ას­ახ­ელა. ფეს­ტი­ვალ­ზე ლექ­სე­ბი ციკ­ლი­დან — „ჩე­მი სოფ­ლის სა­საფ­ლაო“ — მთარ­გმნელ­მა ნუ­ნუ გე­ლა­ძემ თარ­გმნა და წა­რად­გი­ნა. შე­დე­გად, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, იტ­ალი­ურ­ენ­ოვ­ანი კრე­ბუ­ლის გა­მო­ცე­მაც იგ­ეგ­მე­ბა.

 

გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე წლე­ბია მთარ­გმნე­ლო­ბით საქ­მი­ან­ობ­ას თა­ვა­დაც ეწ­ევა. მას ეკ­უთ­ვნის შუა სა­უკ­უნე­ებ­ისა და თა­ნა­მედ­რო­ვე არ­აბ­ული და სპარ­სუ­ლი არა­ერ­თი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ებ­ის ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი და ას­ევე „ყუ­რა­ნი“, რო­მელ­საც თან ერ­თვის ვრცე­ლი სა­მეც­ნი­ერო შე­სავ­ლი და კო­მენ­ტა­რე­ბი. სა­მეც­ნი­ერო, მთარ­გმნე­ლო­ბი­თი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ან­ობ­ის პა­რა­ლე­ლუ­რად პრო­ფე­სო­რი ცოდ­ნას ახ­ალ თა­ობ­ას­აც უზი­არ­ებს და ლექ­ცი­ებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ობ­ის მი­მა­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის კითხუ­ლობს.

მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ

სრულად

ბრძანების N:

ასტრობიოლოგის ნუგზარ ალექსიძის გვარი და სახელი კოსმოსში, პლანეტა მარსზე გაიგზავნა

თსუ-ის ემ­ერ­იტ­უს პრო­ფე­სო­რის ნუგ­ზარ ალ­ექ­სი­ძის, პრო­ფე­სორ მა­რი­ამ ტა­რა­საშ­ვი­ლის, აფხა­ზე­თის მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის პრე­ზი­დენ­ტის, აკ­ად­ემ­იკ­ოს ზუ­რაბ ლუმ­თა­თი­ძის გვა­რი და სა­ხე­ლი ჩარ­თეს იმ ას­ტრო­ბი­ო­ლ­ოგ­თა სი­აში, რო­მე­ლიც 2020 წელს გა­იგ­ზავ­ნა მარ­სზე. ეს არ­ის მე­ორე შემ­თხვე­ვა მას შემ­დეგ, რაც მარ­სზე გა­იგ­ზავ­ნა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა „ჩაკ­რუ­ლო“.

 

პრო­ფე­სორ ნუგ­ზარ ალ­ექ­სი­ძის ას­ტრო­ბი­ოლ­ოგი­აში სა­მეც­ნი­ერო და პე­და­გო­გი­ური მოღ­ვა­წე­ობა ბე­დის შემ­თხვე­ვი­თო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ბი­ოლ­ოგი­ის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კურს­დამ­თავ­რე­ბულ­მა მა­რი­ამ ტა­რა­საშ­ვილ­მა ბი­ოქ­იმი­ის კათ­ე­დ­რის გამ­გეს, პრო­ფე­სორ ნუგ­ზარ ალ­ექ­სი­ძეს მი­მარ­თა თხოვ­ნით — ეხ­ელ­მძღვა­ნე­ლა მისთ­ვის, რო­გორც ას­პი­რან­ტი­სათ­ვის, რა­თა მარ­სის გრუნ­ტის ბი­ოქ­იმი­ური ტე­რა­ფო­რმი­რე­ბის მიზ­ნ­ით სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. მა­რი­ამ ტა­რა­საშ­ვი­ლი ჩა­ირი­ცხა ას­პი­რან­ტუ­რა­ში და პირ­ვე­ლი­ვე წელს მი­სი აქ­ტი­ური მო­ნა­წი­ლე­ობ­ით მო­იპ­ოვ­ეს შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის გრან­ტი (Mars Research Project N GN-SF/ST07/6-221, 2008-2011). სა­დი­სერ­ტა­ციო თე­მად შე­ირ­ჩა „მარ­სის გრუნ­ტის ტე­რა­ფო­რ­მი­რე­ბა მცე­ნა­რე­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო აგ­რო­ნო­მი­ული პი­რო­ბე­ბის შე­სა­ქ­მნე­ლად“. ამ მიზ­ნით სა­ჭი­რო იყო სა­მუ­შა­ოდ სა­თა­ნა­დო „კლი­მა­ტო-კა­მე­რის“ ოთ­ახ­ის შექ­მნა. ავ­ტო­რე­ბის ნ. ალ­ექ­სი­ძის, მ. ტა­რა­საშ­ვი­ლის, ს. წე­რეთ­ლი­სა და შ. სა­ბაშ­ვი­ლის მი­ერ მომ­ზად­და „პლა­ნე­ტა მარ­სზე არ­სე­ბუ­ლი რა­დი­აცი­ის, ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა (-20C) და გა­ნა­თე­ბის ატ­მ­ო­სფე­როს დღე­ღა­მუ­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბის „კლი­მა­ტო-კა­მე­რა“ კომ­პი­უტ­ერ­ული დის­ტან­ცი­ური მართ­ვით. აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მა­ზე მა­ლე მათ მო­იპ­ოვ­ეს პა­ტენ­ტი („საქ­პა­ტენ­ტი“, N12522/01, 2012), რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ბი­ოქ­იმი­ისა და ბი­ოტ­ექ­ნო­ლო­გი­ის კა­თედ­რა­ზე ორ­გა­ნუ­ლი მი­ნით მო­ეწყო სპე­ცი­ალ­ური 3 მეტ­რი­ანი და­ხუ­რუ­ლი ოთ­ახი „კლი­მა­ტო-კა­მე­რა“ სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი სა­მუ­შაოების ჩა­სა­ტა­რებ­ლად. პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სტრე­მა­ლუ­რი რე­გიო­ნე­ბი­დან მო­იძი­ეს რკი­ნა­ბაქ­ტე­რი­ები (მარ­სის წი­თე­ლი ფე­რი რკი­ნით მდი­და­რი ნა­ერ­თე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი), ცი­ანო-, სი­ლი­კო-, გო­გირ­დბაქ­ტე­რი­ები და სო­კო­ები, რო­მელ­თაც ჰი­ფე­ბიც კი გა­იკ­ეთ­ეს მარ­სის ტე­რა­ფორ­მი­რე­ბულ გრუნ­ტზე. ამ შე­დე­გე­ბით მათ და­ამ­ტკი­ცეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბაქ­ტე­რი­ები და სო­კო საკ­მა­ოდ კარ­გად ვი­თარ­დე­ბი­ან მარ­სის გრუნ­ტის იმ­იტ­ირ­ებ­ულ „ნი­ად­აგ­ზე“, რომ­ლის ქი­მი­ური შედ­გე­ნი­ლო­ბა ცნო­ბი­ლი გახ­და NASA-ს თა­ნამშ­რომ­ლე­ბის მი­ერ ქი­მი­ური შედ­გე­ნი­ლო­ბის დის­ტან­ცი­ურ­ად გან­საზღვრის შე­დე­გად. ამ შე­დეგ­მა კი­დევ უფ­რო გა­აძ­ლი­ერა მეც­ნი­ერ­თა რწმე­ნა და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ციე­ლებ­ლად. ცდე­ბი ტარ­დე­ბო­და მათ მი­ერ შექ­მნი­ლი პლა­ნე­ტა მარ­სზე არ­სე­ბუ­ლი რა­დი­აცი­ულ-ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი გა­რე­მო­სა და ატ­მოს­ფე­როს შედ­გე­ნი­ლო­ბის კომ­­პიუ­ტე­რუ­ლი დის­ტან­ცი­ური მარ­თვის პი­რო­ბებ­ში.

 

შე­დე­გად, მათ ივ­არა­უდ­ეს, რომ ბაქ­ტე­რი­ებ­ით გარ­დაქ­მნი­ლი სუბ­სტრა­ტე­ბით მარ­სის გრუნ­ტის გამ­დიდ­რე­ბის შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და მცე­ნა­რე­ებ­ის­ათ­ვის აგ­რო­ბი­ოლ­ოგი­ური პი­რო­ბე­ბის შექ­მნა. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი მოხ­სენ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­ტრო­ბი­ოლ­ოგი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე: პუ­ერ­ტო-რი­კო, ჰი­უს­ტო­ნი. მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ერო შე­დე­გე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­ტრო­ბი­ოლ­ოგი­ურ ჟურ­ნალ­ში: 2007, 2010, 2013, 2015, 2016, 2017, 2019 წლებ­ში.

 

მარ­სზე არ­სე­ბუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ისა და ქა­ნე­ბის არ­სე­ბო­ბი­დან გა­მო­მდი­ნა­რე, რო­მელ­თა წარ­მოქ­მნა წყლის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია, მეც­ნი­ერ­ებ­მა ივა­­­რა­უდ­ეს მარ­სზე წყლი­სა და ცე­ოლ­იტ­ებ­ის არ­სე­ბო­ბა, რაც მა­ლე და­დასტ­ურ­და NASA-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­ერ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცე­ოლ­იტ­ები ფარ­თოდ გა­მო­იყ­ენ­ება სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­აში. ცე­ოლ­იტ­ები სპე­ცი­ფი­კუ­რი ქა­ნებ­ის სა­ხით ფარ­თ­ო­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მოგ­ვი­ან­ებ­ით, NASA-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­ერ ცე­ოლ­იტ­ები აღ­მო­აჩ­ინ­ეს ატ­მოს­ფე­როს მტვერ­სა და გრუნ­ტში. ცე­ოლ­იტ­ებ­ისა და მარ­სის იმ­იტ­ირ­ებ­ული გრუ­ნტის ნა­რე­ვით ავ­ტო­რებ­მა შეძ­ლეს მი­ეღ­წი­ათ ის­ეთი შედ­გე­ნი­ლო­ბი­სათ­ვის, რა­მაც სა­შ­უ­ალ­ება მის­ცა მათ — მარ­სის გრუნ­ტი­სა და ცე­ოლ­იტ­ებ­ის ას­ეთი ტი­პის ნა­რევ „ნია­დაგ­ზე“ და­ეთ­ეს­ათ და მი­ეღ­ოთ ხორ­ბლი­სა და ლო­ბი­ოს მო­სა­ვა­ლი, რო­გორც ნახ­შირ­წყლე­ბი­სა და ცი­ლე­ბის წყა­რო. პრინ­ციპ­ში, მარ­სზე გან­სახ­ლე­ბულ კოს­მო­ნა­ვ­ტ­ებს შე­ეძ­ლე­ბათ მი­იღ­ონ არა მარ­ტო ხორ­ბლი­სა და ლო­ბი­ოს მო­სა­ვა­ლი, არ­ამ­ედ მო­ა­ხ­­დი­ნონ ნე­ბის­მი­ერი მცე­ნა­რის კულ­ტი­ვი­რე­ბა (know how), თუნ­დაც ვა­ზის, რის შე­სა­ხე­ბაც დღეს დი­დი ხმა­ურია ატე­ხი­ლი.

 

ავ­ტო­რებ­მა იზ­რუ­ნეს მო­მა­ვალ­ში მარ­სზე გან­სახ­ლე­ბუ­ლი კოს­მო­ნავ­ტე­ბის სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და მარ­სის გრუნ­ტის ნი­ად­აგ­იდ­ან, ქი­მი­კო­სე­ბთან ერ­თად (ომ­არ მუკ­ბა­ნი­ანი და სხვ.), და­ამ­ზა­დეს სამ­შე­ნე­ბ­ლო ბლო­კე­ბი, რომ­ლე­ბიც გამ­ძლე აღ­მო­ჩ­ნდა და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. იმ­ედია, ას­ეთი სამ­შე­ბლო მა­სა­ლა კარგ სამ­სა­ხურს გა­უწ­ევს კოს­მო­ნავ­ტებს მარ­სზე გან­სახ­ლე­ბი­სას. ჩა­ტა­რე­ბულ სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნუგ­ზარ ალ­ექ­სი­ძე ამე­რი­კის ABC ცენ­ტრმა და­აჯ­ილ­დო­ვა ისა­აკ ნი­უტ­ონ­ის სი­გე­ლით.

 

ჟურ­ნალ ას­ტრო­ბი­ოლ­ოგი­აში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ერო შრო­მე­ბის შე­დე­გე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში აქ­ტი­ური მო­ნა­წი­ლე­ობ­ის გა­მო, ნუგ­ზარ ალ­ექ­სი­ძის, მა­რი­ამ ტა­რა­საშ­ვი­ლის, აფხა­ზე­თის მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის პრე­ზი­დენ­ტის, აკ­ად­ემ­იკ­ოს ზუ­რაბ ლუმ­თა­თი­ძის გვა­რი და სა­ხე­ლი ჩარ­თეს იმ ას­ტრო­ბი­ო­ლ­ოგ­თა სი­აში, რო­მე­ლიც 2020 წელს გა­იგ­ზავ­ნა მარ­სზე.

მო­ამ­ზა­და ნი­ნო კა­კუ­ლი­ამ

 

სრულად

ბრძანების N:

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა

შიდა მობილობის ვაკანტური ადგილები განისაზღვრება ფაკულტეტების მიერ და აისახება შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე.

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი:

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ-ს სტუდენტს.

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.

სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემამდე, მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზეც ხსენებული კურსი სავალდებულო სასწავლო დისციპლინას არ წარმოადგენს ან არ წარმოადგენდა

 

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება დამატებითი სემესტრის სტუდენტს.

 

შიდა მობილობის ვადები (ბრძანება N6/01-01, 27.01.2021)

საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 8 - 9 თებერვალი;

შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 10-15 თებერვალი;

შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 16 თებერვალი;

საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 17-19 თებერვალი;

ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 22-23 თებერვალი;

საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 24 თებერვალი;

შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 24 თებერვალი;

 

შიდა მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა

სტუდენტიშიდა მობილობის მსურველის სტატუსს მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით.

სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამისა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.

 

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება:

სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება, უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო ერთეულს შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმების  თაობაზე - 22-23 თებერვალი;

შიდა მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ მიმართავს  ფაკულტეტს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას, კარგავს აღნიშნულ  საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.

ადმინისტრაციული რეგისტრაცია:
მიუხედავად შიდა მობილობის კონკურსში მონაწილეობის მიღებისა, სტუდენტმა 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნდა გაიაროს რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.

 

 

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი:
მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №301; ტელ.: (+995 32)2 25 04 84 (შიდა -9740; 9733; 9739; 9741).

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა:
მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -8521; 8524; 8525; 8530).

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა:
მის.: ქ. თბილისი, ზანდუკელის ქ. N16, ტელ: (+995) 322 507 177.

 

 

სრულად

ბრძანების N:

აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ახალი წიგნი „ევროპელად გახდომა: საქართველოს გამოწვევები ოცდამეერთე საუკუნეში“

აშშ-ში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ახალი წიგნი „ევროპელად გახდომა: საქართველოს გამოწვევები ოცდამეერთე საუკუნეში“  გამოიცა.

წიგნი პოსტკომუნისტური საქართველოს XXI საუკუნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს ეძღვნება და  მკითხველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისა და ევროინტეგრაციის პროცესის  სირთულეებს გაეცნობა.

წიგნი ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოცემული ელექტრონული სტატიების კრებულს წარმოადგენს, მას მაღალ შეფასებას აძლევენ მსოფლიოს ისეთი ცნობილი ეკომონისტები, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები და პოლიტოლოგები,როგორებიც არიან:
ჯეფრი საქსი – კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ-ს საპატიო დოქტორი;
ფრედერიკ სტარი – ვაშინგტონის და სტოკჰოლმის ცენტრალური აზიის და კავკასიის ერთობლივი ინსტიტუტის დირექტორი;
ანდერს ასლუნდი – ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი;
კეის კრეინი -აშშ-ს მეცნიერების და ტექნოლოგიების პოლიტიკის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი;
პოლ გობლი – აშშ-ს მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის პროფესორი;
პოლ ჰეა – ედინბურგში ჰერიოტ-ვათ უნივერისტეტის ემერიტუს პროფესორი;
სტივენ ჯონსი – მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი, თსუ-ს საპატიო დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი;
ნეილ მაკფარლეინი – ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ-ს საპატიო დოქტორი;
თომას საიმონსი – ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი;
ბენ სლეი – გაეროს განვითარების პროგრამის უფროსი ეკონომისტი

წიგნის გაცნობა და შეძენა მკითხველისთვის ამაზონის პლატფორმაზეა  შესაძლებელი:
https://www.amazon.com/gp/product/1663207623?ref=em_1p_0_im&ref_=pe_2313400_565753830

სრულად

ბრძანების N:

სვიმონ კლდიაშვილის ალბომის პრეზენტაცია და გამოფენა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წლისადმი მიძღვნილი კვირეული უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ხუროთმოძღვრის სვიმონ კლდიაშვილის ალბომის პრეზენტაციით და გამოფენით გაიხსნა.

ალბომში, რომელიც სვიმონ კლდიაშვილის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიბეჭდა, ხუროთმოძღვრის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები, არქიტექტურული მემკვიდრეობა (ნახაზები, განხორციელებული პროექტების ძველი და ახალი ფოტომასალა), ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად 1902-1910 წლების სამეცნიერო ექსპედიციების ამსახველი დოკუმენტებია (კროკები, ანაზომები, ძველი და ახალი ფოტოები) შესული. ალბომის ავტორები არიან თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, მკვლევრები სალომე ჭანტურიძე და მარიამ გურგენიძე.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ უნივერსიტეტის 103-ე წლისთავთან დაკავშირებული კვირეული მისი ხუროთმოძღვრის ალბომის პრეზენტაციით დაიწყო  კვირეულის ფარგლებში კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. „სვიმონ კლდიაშვილი, შეიძლება ითქვას, პირველი ქართველი პროფესიონალი არქიტექტორი იყო და მის მიერ დატოვებული არაერთი ძეგლი დღემდე საამაყოა თბილისში და ყველა სხვა ქალაქში, სადაც ის მოღვაწეობდა. სასიხარულოა, რომ მისი დაბადებიდან 155 წლისთავზე უნივერსიტეტმა პარტნიორებთან ერთად შეძლო და ძალიან კარგი ალბომი გამოაქვეყნა, რომელიც ყველა თაობის მკითხველისთვის საინტერესო იქნება,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ალბომი „სვიმონ კლდიაშვილი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირობებში, ბევრი სირთულის მიუხედავად, ეს პროექტი განხორციელდა. „სვიმონ კლდიაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის და ბევრი სხვა შენობის პროექტირებით თავისი დიდი კვალი დატოვა ჩვენს ქალაქში. სასიხარულოა, რომ ეს ალბომი გამოიცა და ყველას ექნება შესაძლებლობა, ნახოს რამდენად მასშტაბურია მისი კვალი დედაქალაქში,“ - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

როგორც ალბომის „სვიმონ კლდიაშვილი“ ერთ-ერთმა ავტორმა, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა აღნიშნა, გამოცემა მონოგრაფიული ხასიათისაა და მკითხველს დიდი საზოგადო მოღვაწისა და არქიტექტორის შესახებ თვალსაჩინო წარმოდგენას უქმნის. „ალბომში დაბეჭდილია თითქმის ყველა ის ნამუშევარი, რომელიც შემორჩა  არქივებში, ხელნაწერთა ცენტრში, ეროვნულ მუზეუმში და რომლის ავტორი არის სვიმონ კლდიაშვილი, ცნობილი არქიტექტორი, საზოგადო მოღვაწე,“ - განაცხადა ზურაბ გაიპარაშვილმა.

უნივერსიტეტში სვიმონ კლდიაშვილის მიერ ერთი საუკუნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის საჩუქრად გადაცემული წიგნები და ასევე, ფოტომასალა გამოიფინა, რომელიც ხუროთმოძღვრის არქიტექტურულ ნამუშევრებს ასახავს.

სრულად

ბრძანების N:

სვიმონ კლდიაშვილის ალბომის პრეზენტაცია და გამოფენა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წლისადმი მიძღვნილი კვირეული უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ხუროთმოძღვრის სვიმონ კლდიაშვილის ალბომის პრეზენტაციით და გამოფენით გაიხსნა.

ალბომში, რომელიც სვიმონ კლდიაშვილის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიბეჭდა, ხუროთმოძღვრის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები, არქიტექტურული მემკვიდრეობა (ნახაზები, განხორციელებული პროექტების ძველი და ახალი ფოტომასალა), ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად 1902-1910 წლების სამეცნიერო ექსპედიციების ამსახველი დოკუმენტებია (კროკები, ანაზომები, ძველი და ახალი ფოტოები) შესული. ალბომის ავტორები არიან თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, მკვლევრები სალომე ჭანტურიძე და მარიამ გურგენიძე.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ უნივერსიტეტის 103-ე წლისთავთან დაკავშირებული კვირეული მისი ხუროთმოძღვრის ალბომის პრეზენტაციით დაიწყო  კვირეულის ფარგლებში კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. „სვიმონ კლდიაშვილი, შეიძლება ითქვას, პირველი ქართველი პროფესიონალი არქიტექტორი იყო და მის მიერ დატოვებული არაერთი ძეგლი დღემდე საამაყოა თბილისში და ყველა სხვა ქალაქში, სადაც ის მოღვაწეობდა. სასიხარულოა, რომ მისი დაბადებიდან 155 წლისთავზე უნივერსიტეტმა პარტნიორებთან ერთად შეძლო და ძალიან კარგი ალბომი გამოაქვეყნა, რომელიც ყველა თაობის მკითხველისთვის საინტერესო იქნება,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ალბომი „სვიმონ კლდიაშვილი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირობებში, ბევრი სირთულის მიუხედავად, ეს პროექტი განხორციელდა. „სვიმონ კლდიაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის და ბევრი სხვა შენობის პროექტირებით თავისი დიდი კვალი დატოვა ჩვენს ქალაქში. სასიხარულოა, რომ ეს ალბომი გამოიცა და ყველას ექნება შესაძლებლობა, ნახოს რამდენად მასშტაბურია მისი კვალი დედაქალაქში,“ - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

როგორც ალბომის „სვიმონ კლდიაშვილი“ ერთ-ერთმა ავტორმა, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა აღნიშნა, გამოცემა მონოგრაფიული ხასიათისაა და მკითხველს დიდი საზოგადო მოღვაწისა და არქიტექტორის შესახებ თვალსაჩინო წარმოდგენას უქმნის. „ალბომში დაბეჭდილია თითქმის ყველა ის ნამუშევარი, რომელიც შემორჩა  არქივებში, ხელნაწერთა ცენტრში, ეროვნულ მუზეუმში და რომლის ავტორი არის სვიმონ კლდიაშვილი, ცნობილი არქიტექტორი, საზოგადო მოღვაწე,“ - განაცხადა ზურაბ გაიპარაშვილმა.

უნივერსიტეტში სვიმონ კლდიაშვილის მიერ ერთი საუკუნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის საჩუქრად გადაცემული წიგნები და ასევე, ფოტომასალა გამოიფინა, რომელიც ხუროთმოძღვრის არქიტექტურულ ნამუშევრებს ასახავს.

სრულად

ბრძანების N:

სვიმონ კლდიაშვილის ალბომის პრეზენტაცია და გამოფენა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წლისადმი მიძღვნილი კვირეული უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ხუროთმოძღვრის სვიმონ კლდიაშვილის ალბომის პრეზენტაციით და გამოფენით გაიხსნა.

ალბომში, რომელიც სვიმონ კლდიაშვილის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიბეჭდა, ხუროთმოძღვრის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები, არქიტექტურული მემკვიდრეობა (ნახაზები, განხორციელებული პროექტების ძველი და ახალი ფოტომასალა), ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად 1902-1910 წლების სამეცნიერო ექსპედიციების ამსახველი დოკუმენტებია (კროკები, ანაზომები, ძველი და ახალი ფოტოები) შესული. ალბომის ავტორები არიან თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, მკვლევრები სალომე ჭანტურიძე და მარიამ გურგენიძე.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ უნივერსიტეტის 103-ე წლისთავთან დაკავშირებული კვირეული მისი ხუროთმოძღვრის ალბომის პრეზენტაციით დაიწყო  კვირეულის ფარგლებში კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. „სვიმონ კლდიაშვილი, შეიძლება ითქვას, პირველი ქართველი პროფესიონალი არქიტექტორი იყო და მის მიერ დატოვებული არაერთი ძეგლი დღემდე საამაყოა თბილისში და ყველა სხვა ქალაქში, სადაც ის მოღვაწეობდა. სასიხარულოა, რომ მისი დაბადებიდან 155 წლისთავზე უნივერსიტეტმა პარტნიორებთან ერთად შეძლო და ძალიან კარგი ალბომი გამოაქვეყნა, რომელიც ყველა თაობის მკითხველისთვის საინტერესო იქნება,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ალბომი „სვიმონ კლდიაშვილი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირობებში, ბევრი სირთულის მიუხედავად, ეს პროექტი განხორციელდა. „სვიმონ კლდიაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის და ბევრი სხვა შენობის პროექტირებით თავისი დიდი კვალი დატოვა ჩვენს ქალაქში. სასიხარულოა, რომ ეს ალბომი გამოიცა და ყველას ექნება შესაძლებლობა, ნახოს რამდენად მასშტაბურია მისი კვალი დედაქალაქში,“ - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

როგორც ალბომის „სვიმონ კლდიაშვილი“ ერთ-ერთმა ავტორმა, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა აღნიშნა, გამოცემა მონოგრაფიული ხასიათისაა და მკითხველს დიდი საზოგადო მოღვაწისა და არქიტექტორის შესახებ თვალსაჩინო წარმოდგენას უქმნის. „ალბომში დაბეჭდილია თითქმის ყველა ის ნამუშევარი, რომელიც შემორჩა  არქივებში, ხელნაწერთა ცენტრში, ეროვნულ მუზეუმში და რომლის ავტორი არის სვიმონ კლდიაშვილი, ცნობილი არქიტექტორი, საზოგადო მოღვაწე,“ - განაცხადა ზურაბ გაიპარაშვილმა.

უნივერსიტეტში სვიმონ კლდიაშვილის მიერ ერთი საუკუნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის საჩუქრად გადაცემული წიგნები და ასევე, ფოტომასალა გამოიფინა, რომელიც ხუროთმოძღვრის არქიტექტურულ ნამუშევრებს ასახავს.

სრულად

ბრძანების N:

საერთაშორისო ინგლისურენოვანი ლექციების კურსი სტუდენტ- არქეოლოგებისათვის

არქეოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით 8 თებერვლიდან ონლაინ რეჟიმში იწყება საერთაშორისო ინგლისურენოვანი ლექციების კურსი სტუდენტ-არქეოლოგებისათვის. კურსი გაგრძელდება 28 ივნისამდე.  

ლექციებს გაუძღვებიან ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების პროფესორები.

ლექციები ჩატარდება ზუმის პლატფორმაზე:

https://zoom.us/wc/join/9727084013?wpk=wcpk69694c1703acfbbdf3cf62de96113379 

Passcode: 672188 
დამატებითი ინფორმაცია იხ. დანართში

სრულად

ბრძანების N:

საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი N 2

მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი იხილეთ თანდართულ ფაილში

სრულად

ბრძანების N:

ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 29 იანვარს N39825 კორესპონდენციით შემოვიდა ინფორმაცია ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2021-2022 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებული სტიპენდიების შესახებ, მათ შორის მედიცინის, სტომატოლოგიის და ჯანდაცვის მიმართულებით. 
სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით  მ/წ 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით
ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო ასევე აცხადებს მიღებას საზაფხულო კურსზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია პირველი თებერვლიდან გამოქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№04/29-01

03.02.2021წ.

ქ. თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ეკონომიკის,  ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ეკონომიკის,  ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიები შემდეგი შემადგენლობით:

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება

ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;

გ) პროფესორი დავით ნარმანია;

დ) პროფესორი თემურ შენგელია;

ე) პროფესორი ლევან საბაური;

ვ) ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური;

ზ) ასისტენტ-პროფესორი ნატო კაკაშვილი - კომისიის მდივანი.

ეკონომიკის მიმართულება

ა) აკადემიკოსი, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე  - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) აკადემიკოსი, პროფესორი  ვლადიმერ პაპავა;

გ) პროფესორი მირიან ტუხაშვილი;

დ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;

ე) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე;

ვ)პროფესორი  იური ანანიაშვილი;

ზ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;

თ) პროფესორი რევაზ გველესიანი;

ი) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;

კ) ასისტენტ-პროფესორი ქეთევან ჩიტალაძე - კომისიის მდივანი.

ტურიზმის მიმართულება

ა) პროფესორი იოსებ ხელაშვილი - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი - დეკანის მოადგილე;

გ) ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;

დ) ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი;

ე) ასოცირებული პროფესორი ნანული ოქრუაშვილი;

ვ) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია;

ზ) ასისიტენტ-პროფესორი ვალერი არღუთაშვილი;

თ) პროფესორის ასისტენტი ხათუნა ჩხიკვაძე - კომისიის მდივანი.

2. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ბიზნესის ადმინისტრირების (მარკეტინგი, საერთაშორისო ბიზნესი, მენეჯმენტი, ფინანსები და საბანკო საქმე, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი), ეკონომიკისა (ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა, საერთაშორისო ეკონომიკა, ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორია, ბიზნესის ეკონომიკა, მაკროეკონომიკა, თეორიული ეკონომიკა) და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებებით განხორციელდეს დისტანციურად,  2021 წლის 24 თებერვალს, 10.00 საათიდან.

3. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი   პროფესორი                  გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 04/29-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№03/29 - 01

03.02.2020

ქ.თბილისი

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,კ“ ქვეპუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის“ #1 დანათის  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

                                                                  ვბრძანებ:

განისაზღვროს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი ლევან საბაური - თავმჯდომარე;

ბ) ირმა მშვენიერაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;

გ) მამუკა ხუსკივაძე - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე;

დ) ასოცირებული პროფესორი ია ნაცვლიშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

ე) ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი;

ვ) ასისტენტ-პროფესორი ნატო კაკაშვილი;

ზ) ასისტენტ-პროფესორი ლეილა ქადაგიშვილი;

თ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

ი) ელისო კვირკვაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

კ) ნინო ტალიკაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავრი სპეციალისტი;

ლ) ზეინაბ გოგრიჭიანი - მასწავლებელი;

მ) ირინა მამამთავრიშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

ნ) დალი არახამია - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

ო) თამარ მიხანაშვილი - თსუ ეკონომიკის  საერთაშორისო  სკოლის აკადემიური პროგრამების კოორდინატორი;

პ) ნინო დოხტურიშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 21 იანვრის #01/29-01 ბრძანება ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ“.

3. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი            გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 03/29 - 01 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდენობის სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტში საბჭოს წევრის არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების, საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალის განცხადებების მიღებისა და არჩევნების ვადების განსაზღვრის შესახებ სრულად

ბრძანების N: 3

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა

სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით მოიპოვეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №4/01-01, 26.01.2021)

 

მობილობის ვადები:

პროცედურული ვადები:

  • დოკუმენტაციის მიღება – 12-15 თებერვალი;
  • უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება – 16-17 თებერვალი;
  • სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)–18 თებერვალი;
  • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 19 თებერვალი;
  • მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელეტქრონულად ასახვა - 19 თებერვალი.

 

საგამოცდო ვადები:

  • (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის):
  • უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 16 თებერვალი (1000 სთ);
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება –16 თებერვალი (1400 სთ);
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 17 თებერვალი (1100 -1300 სთ);
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 17 თებერვალი (1500 სთ);
  • გასაუბრება სპეციალობაში- 17 თებერვალი (1700 სთ);
  •  

ვაკანტური ადგილები:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება   (ბრძ: №1/01-01, 21.01.2021)

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის  დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - „CERTUS“-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

საკონტაქტო ინფორმაცია:
(დამოწმებული დოკუმენტაციის გადაგზავნა წარმოებს შემდეგ მისამართებზე):

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:
ელექტრონული ფოსტა:  macromol_chemistry_1@tsu.ge
ტელეფონი:  577737387

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, I სართული, ოთახი №203;  ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 6256).
ელექტრონული ფოსტა:  asmat.akhaladze@tsu.ge

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი:
ელექტრონული ფოსტა:   gvantsa.eristavi@tsu.ge
ტელეფონი: 599 019 099

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა:
ელექტრონული ფოსტა:  lasha.chkheidze@tsu.ge
ტელეფონი: 557522552; 514225775

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა:
ელექტრონული ფოსტა:  academicaffairs@iset.ge
ტელეფონი: (+995 32) 2 25 07177

მედიცინის ფაკულტეტი:
ელექტრონული ფოსტა:  ciala.giorgadze@tsu.ge
ტელეფონი: 595929385

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი:
ელექტრონული ფოსტა:   keti.tsanava@tsu.ge
ტელეფონი: 579 162926

სრულად

ბრძანების N:

თსუ მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორატურაში ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურაში ვაკანტური ადგილების, მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

 

ბრძანების N: 9/01-01

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 25 იანვრის N592/32 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შემდეგი ვაკანტური ადგილები:


1.1 კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა - 12 ადგილი
1.2 საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია - 6 ადგილი

 

2.  გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს    2011     წლის     29     ივნისის     N57/2011     დადგენილებით     დამტკიცებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე;
3.  განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურაში მიღების ვადები:
 

ა) საბუთების მიღება- 3-8 თებერვალი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში -11 თებერვალი;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება -15 თებერვალი; 
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -16 თებერვალი; 
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება -17 თებერვალი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) –16 თებერვალი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 17 თებერვალი;

თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 18 თებერვალი; 
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 19 თებერვალი;
კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება-19-თებერვალი;
ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 22 თებერვალი;
მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 23-24 თებერვალი; 

ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 თებერვალი; 
ო) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 თებერვალი;

 

4.  განისაზღვროს  თსუ-ს  მედიცინის  ფაკულტეტის  მიმღებ  კომისიაში  წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე; 
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2020 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა; 
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული ენის B2 დონეზე   ცოდნის   დამადასტურებელი   სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის  სამხედრო-სააღრიცხვო  მოწმობის  ასლი  (ან  სამხედრო  ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე; 
ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

 

5.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
6.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

 

საბუთების მიღება იწარმოებს თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანატში, ოთახი 207. მისამართი: ბელიაშვილის ქ. 78

გამოსაცხადებელი თემები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

 

სრულად

ბრძანების N:

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა

შიდა მობილობის ვაკანტური ადგილები განისაზღვრება ფაკულტეტების მიერ და აისახება შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე.

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი:

  • შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ-ს სტუდენტს.
  • შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
  • სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემამდე, მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზეც ხსენებული კურსი სავალდებულო სასწავლო დისციპლინას არ წარმოადგენს ან არ წარმოადგენდა

 

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა

  • შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
  • შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება დამატებითი სემესტრის სტუდენტს.

შიდა მობილობის ვადები (ბრძანება N6/01-01, 27.01.2021)

  • საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 8 - 9 თებერვალი;
  • შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 10-15 თებერვალი;
  • შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 16 თებერვალი;
  • საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 17-19 თებერვალი;
  • ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 22-23 თებერვალი;
  • საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 24 თებერვალი;
  • შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 24 თებერვალი;

შიდა მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა

  • სტუდენტიშიდა მობილობის მსურველის სტატუსს მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით.
  • სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამისა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.

 

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება:

  • სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება, უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო ერთეულს შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმების  თაობაზე - 22-23 თებერვალი;
  • შიდა მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ მიმართავს  ფაკულტეტს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას, კარგავს აღნიშნულ  საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.

ადმინისტრაციული რეგისტრაცია:
მიუხედავად შიდა მობილობის კონკურსში მონაწილეობის მიღებისა, სტუდენტმა 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნდა გაიაროს რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:

მის.: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №108, ტელ.:; (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 2326)

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, ოთახი №208 (სტუდენტთა მომსახურების ცენტრი); ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -1723; 1725; 1727; 1730; 1732).

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №303; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -6220; 6221; 6224; 6235).

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი:
მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №301; ტელ.: (+995 32)2 25 04 84 (შიდა -9740; 9733; 9739; 9741).

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა:
მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -8521; 8524; 8525; 8530).

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა:
მის.: ქ. თბილისი, ზანდუკელის ქ. N16, ტელ: (+995) 322 507 177.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი:
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძისგამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 3220; 3223; 3224).

მედიცინის ფაკულტეტი:
მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობისმორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 25 04 84  შიდა 1921;

სრულად

ბრძანების N:

მარიამ ბერიაშვილი: „მათემატიკა თუ ასეთი ფართომასშტაბიანი იქნებოდა, არ წარმომედგინა. რაც უფრო უკეთ გავეცანი, მივხვდი - სწორი გადაწყვეტილება იყო...“

“მათემატიკა ჩემთვის ჰაერივით არის. ხომ არსებობს ადამიანის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც სამსახურისგან იღლები, მე პირიქით ვარ - თუ მეცნიერული თვალსაზრისით არ ვმუშაობ, ვგულისხმობ კვლევას, ძალიან მაკლია და ვხვდები, რომ მჭირდება,“ - თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერი მარიამ ბერიაშვილი მათემატიკამ ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან გაიტაცა. გატაცება მოგვიანებით პროფესიად აქცია და დღეს ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ისეთ საკითხებზე მუშაობს, რაც საქართველოში ამ მიმართულებით მომუშავე მეცნიერთა სიაში განსაკუთრებულ ადგილს ჰპირდება.

მარიამის მათემატიკისადმი სიყვარული სათავეს ოჯახიდან იღებს. მათემატიკოსი მშობლების დამსახურებით, ციფრებთან ურთიერთობა პატარა ასაკიდან უწევდა, ინტერესიც სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ჯერ კიდევ მეოთხე კლასში მყოფმა გადაწყვიტა მათემატიკოსი გამხდარიყო და მას შემდეგ ეს გადაწყვეტილება აღარ შეუცვლია. მაშინ ვერც წარმოიდგენდა, მისი მომავალი პროფესია ასეთი ფართომასშტაბიანი და შრომატევადი თუ იქნებოდა, თუმცა როდესაც ბავშვობაში დასახულ მიზანს 18 წლის ასაკში მიაღწია - მათემატიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი გახდა და მალევე მეცნიერებასთან  პირველი შეხება მოუწია, საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში საბოლოოდ დარწმუნდა და ეს გადაწყვეტილება დღემდე არასდროს უნანია. 

„ჩემი საბაკალავრო ნაშრომი უნივერსიტეტში, დისკრეტული მათემატიკის კათედრაზე შესრულდა. ამ პერიოდიდან უკვე პირველი ნაბიჯები გადავდგი მეცნიერებისკენ. ამის შემდეგ მაგისტრატურაში ჩავაბარე და ჩვენს უნივერსიტეტსა და ზაარბრიუკენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის არსებული გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად გერმანიაში წავედი. სწორედ ამ დროიდან დაიწყო საერთაშორისო მიმართულებით მეცნიერებასთან ჩემი კავშირი,“ - აღნიშნავს მარიამი.

მოგვიანებით ეს კავშირი უფრო გაფართოვდა, როდესაც მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მარიამმა დოქტორანტურის საფეხურზე ჩააბარა და საკვლევ თემად, საქართელოში ნაკლებად აქტუალური, სიმრავლური თეორიის საკითხები აირჩია. ამ არჩევანს კი მალევე შემდგომი წარმატებები მოჰყვა - ჯერ მის მიერ მიღებული შედეგები საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა, შემდგომ კი გერმანიაში კვლევითი სტაჟირებით მყოფმა გერმანელ მეცნიერთან ერთად DAAD-ის კვლევითი გრანტი მოიპოვა და კვლევა მასთან ერთად წარმატებით გააგრძელა.

„ჩემი და გერმანელი მეცნიერის რალფ შინგლერის კვლევებით მიღებული შედეგები ციტირებულ იქნა სხვადასხვა ავტორის წიგნებში. მათ შორის ყველაზე  ემოციური და ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი კი იყო: შპრინგერის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში, რომელიც კომბინატორულ თეორიას ეხებოდა, ჩვენ მიერ მიღებული შედეგი ხაზგასმული, როგორც - მნიშვნელოვანი შედეგი. ზოგადად, საქართველოში ეს საკითხები, სიმრავლური მოდელების აგება, არ ისწავლება და არც ვიცნობ სხვა მეცნიერს, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს,“ - ამბობს ახალგაზრდა მეცნიერი.

საქართველოში ნაკლებად გავრცელებულ მათემატიკურ საკითხებზე კი მარიამი ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში სხვა მეცნიერებთან ერთად მუშაობს, რომლებიც ყოველკვირეული სემინარებით სხვადასხვა კვლევებს აკეთებენ. ამის პარალელურად, ახალგაზრდა მეცნიერი „საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის“ წევრი და სწავლული მდივანი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი „ევროპის სიმრავლეთა თეორიის ასოციაციის“ წევრია და აქტიურად თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მეცნიერებთან, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალთან.

„ვფიქრობ, საერთაშორისო მეცნიერებთან ერთად დავგეგმავ ისეთ კვლევებს, რაც სიმრავლური თეორიის მიმართულებას საქართველოში მეტად პოპულარულს გახდის,“ - გეგმავს თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ახალგაზრდა მეცნიერი მარიამ ბერიაშვილი.

სრულად

ბრძანების N: