ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური დასაფინანსებელი პროექტების წარდგენა დაიწყო.
წარმოდგენილი (სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო) პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3-ჯერ. მიმდინარე კალენდარული წლის 10 თებერვლის ჩათვლით შემოტანილი პროექტები განიხილება არაუგვიანეს 25 თებერვლისა (ბრძანება N:: 30/02-01).
თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ბრძანების N:
ბრძანების N:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად რექტორის 2020 წლის 14 დეკემბრის №243/01–01 ბრძანების საფუძველზე, მათემატიკის დეპარტამენტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის, და მათემატიკური ანალიზისა კათედრებზე ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით, ჩატარდა საკონკურსო კომისიის სხდომა, სადაც პრეტენდენტების სტატუსი მიენიჭათ ბესიკ ჩიქვინიძეს (ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა) და ალექსანდრე აპლაკოვს (მათემატიკური ანალიზის კათედრა).
გასაუბრების გრაფიკითან დაკავშირებით მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:
გასაუბრება ჩატარდეს 2021 წლის 5 თებერვალს, პარასკევს, თსუ XI კორპუსის 335 ოთახში (გვანჯი მანიას კაბინეტი);
გასაუბრების დაწყების დრო - 11. 00 სთ.
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე - პროფესორი ელიზბარ ნადარაია
საკონკურსო კომისიის მდივანი - ასოცირებული პროფესორი თინათინ დავითაშვილი
ბრძანების N:
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის თემაზე - „საბჭოთა ოკუპაცია საქართველოს მეხსიერებაში“.
კონკურსის მიზანია საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სტუდენტებში მეხსიერებისა და საბჭოთა წარსულის კვლევების წახალისება და საზოგადოებაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ასევე გამოცხადებულია მსგავსი თემატიკის ილუსტრაციების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
დეტალები იხილეთ შესაბამის ბმულებზე.
ბრძანების N:
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის თემაზე - „საბჭოთა ოკუპაცია საქართველოს მეხსიერებაში“.
კონკურსის მიზანია საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სტუდენტებში მეხსიერებისა და საბჭოთა წარსულის კვლევების წახალისება და საზოგადოებაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ასევე გამოცხადებულია მსგავსი თემატიკის ილუსტრაციების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
დეტალები იხილეთ შესაბამის ბმულებზე.
ბრძანების N:
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№01/29-01
18.01.2021წ.
ქ. თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ანტი-პლაგიატის კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტების და მე-6 პუნქტის „საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ანტი-პლაგიატის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
გ) ირმა მშვენიერაძე - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური უფროსი, კომისიის წევრი.
დ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ე) ნინო ლობჟანიძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ვ) ნინო ტალიკაძე - ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
2. დაევალოს ფაკულტეტის ანტი-პლაგიატის კომისიას, უზრუნველყოს ანტი-პლაგიატის საკითხებთან დაკავშირებით უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე მოქმედი სამართლბრივი აქტების შესრულების უზრუნველყოფა.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე
ბრძანების N: 01/29-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№02/29-01
28.01.2021წ.
ქ. თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტი დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების წარმოდგენის ვადისა და საბუთების მიმღები კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტი დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების მიღების ვადად განისაზღვროს 2021 წლის 15 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდი.
2. საკონკურსო საბუთების მიღება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:lali.chikviladze@tsu.ge
3. საკონკურსო საბუთების მიღება განახორციელოს საბუთების მიმღებმა კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
ა) მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
ბ) ლალი ჩიკვილაძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე
ბრძანების N: 02/29-01
თურქეთის მთავრობა 2021-2022 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სტიპენდიებს. სტიპენდიის მოპოვების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 იანვრიდან 20 თებერვლამდე. დეტალური ინფორმაციის მიღება და სტიპენდიის მოსაპოვებლად სააპლიკაციო განაცხადის გააგზავნა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით https://turkiyeburslari.gov.tr/en
ბრძანების N:
"Polish-American Freedom" ფონდი და "Leaders Of Change" ფონდი აცხადებენ კონკურსს 2021-2022 წლისათვის კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად
ზემოაღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლასა და კვლევას ხუთი პოლონური აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, პოზნანი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არსამთავრობო ორგანიზაციებში.
სტიპენდია გაიცემა შემდეგ სფეროებში:
- ეკონომიკა და მენეჯმენტი
- ადმინისტრაცია / მენეჯმენტი (მაგ. ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, კულტურა, გარემოს დაცვა და ჯანდაცვა,განათლება)
- სოციალური მეცნიერებები (სოციალური ფსიქოლოგია, სოციოლოგია)
- პოლიტოლოგია და საერთაშორისო ურთიერთობები
- გარემოს დაცვა
- უსაფრთხოების საკითხები
- კრიზისების მართვა
- განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 1 მარტი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს, ასევე იხილოთ დანართი 1.
ბრძანების N:
სემინარის მთავარი მომხსენებლები იქნებიან:
- ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებები (მომხსენებელი პროფესორი ჯ. მარშალი, პროგრამის ხელმძღვანელი)
- მათემატიკის და მეცნიერების სწავლება (მომხსენებელი პროფესორი ს. ნიკერსონი, პროგრამის ხელმძღვანელი)
- კლინიკური ფსიქოლოგია (მომხსენებელი პროფესორი ვ. მალკარნი, პროგრამის ხელმძღვანელი)
- ფიზიკური თერაპია (მომხსენებელი პროფესორი მ. რაუ, პროგრამის ხელმძღვანელი)
- მეტყველებითი და კომუნიკაციის დარღვევები (მომხსენებელი პროფესორი ტ. ლოვ-გეფენი, პროგრამის ხელმძღვანელი)
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა (მომხსენებელი პროფესორი ე. რაუჰი, პროგრამის ხელმძღვანელი)
დღის წესრიგი იხილეთ თანდართული ფაილის სახით. დასწრება თავისუფალია
ბრძანების N:
ცხადდება სტატიების მიღება სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალის „სტუდენტური წელიწდეული - ჰუმანიტარული კვლევები“ მეხუთე ნომრისათვის.
ჟურნალის მიზანია, ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მეცნიერებებით სტუდენტების დაინტერესებასა და მათი მიღწევების პოპულარიზებას. ჟურნალი გამოდის წელიწადში ერთხელ. მასში წარმოდგენილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ყველა დარგი.
სტატიის მიღების წინაპირობაა:
- ავტორი უნდა იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი (ბაკალავრი ან მაგისტრანტი);
- პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი დასკვნა, რომ სტატია აკმაყოფილებს ჟურნალის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და წარმოდგენილი სახით შეიძლება დაიბეჭდოს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილი.
ინფორმაცია სტატიის გაფორმების წესის შესახებ იხილეთ ელექტრონული ჟურნალის ვებგვერდზე
გთხოვთ მასალები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: asj@tsu.ge
საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი
ჟურნალის სარედაქციო საბჭო გისურვებთ შემოქმედებით წარმატებებსა და მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისათვის!
ბრძანების N:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ებრაისტიკა-არამეისტიკის კათედრის ორგანიზებით, ზუმის პლატფორმაზე, გაიხსნა სემიტოლოგი ებრაისტის მანანა (მაკა) გოცირიძის 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა გახსნა. მოხსენებების დაწყებამდე მონაწილეებმა და დამსწრე პროფესირებმა მანანა გოცირიძესთან დაკავშირებული მოგონებები გაუზიარეს ერთმანეთს.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლები.
ბრძანების N:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
საბჭოს სხდომის
ოქმი N 16
3.12. 2020
დღის წესრიგი:
- მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელის მიერ პროგრამის შესრულების საკითხი
- ბაკალავრიატის 2021-2022 სასწავლო წლის ანკეტა-კითხვარების განხილვა და დამტკიცება
სხდომას ესწრებოდნენ:
საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე
ფაკულტეტის საბჭოს წევრები :
ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:
პროფესორები :
ლალი სურმანიძე, ია კუტალაძე, მზია წერეთელი.
ასოცირებული პროფესორები :
მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, ლუიზა არუთინოვი, ხათუნა მარწყვიშვილი, თამარ აბაშიძე, შორენა მამუკაძე, ლილი ხეჩუაშვილი, ეკატერინე ფირცხალავა.
ასისტენტ პროფესორები:
ნინო ლაბარტყავა, თეონა ლოდია.
განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:
პროფესორი:
ქეთევა ჭკუასელი
ასოცირებული პროფესორი :
ზაქარია ქიტიაშვილი, იზაბელა პეტრიაშვილი.
სტუდენტები:
მარინა ბორჩაშვილი, ქეთევან ცანავა
ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 19 წევრი
განიხილეს:
1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელის მიერ პროგრამის შესრულების საკითხი
საბჭომ განიხილა საკითხი, რომელიც ეხებოდა მსმენელ გვანცა აბულაძის მიერ მასწავლებლის მომზადების პროგრამის შესრულებას.
საბჭომ კენჭი უყარეს საკითხ: გაფორმდეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელის გვანცა აბულაძის მიერ 2020 წელს პროგრამის შესრულება.
მომხრე: 19
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: მსმენელ გვანცა აბულაძის მიერ 2020 წელს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (ინგლისური ენა-საბაზო და საშუალო საფეხური) შესრულებასთან დაკავშირებით გაფორმდეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. ბაკალავრიატის 2021-2022 წლის ანკეტა-კითხვარების განხილვა და დამტკიცება
საბჭოს წევრებს წინასწარ დაეგზავნათ ბაკალავრიატის 2021-2022 სასწავლო წლის ანკეტა-კითხვარები. საბჭოს წინაშე წარდგენილი იყო ანკეტა-კითხვარები შემდეგი პროგრამებისათვის: ფსიქოლოგია, ოკუპაციური თერაპია, მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა.
- ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ანკეტა-კითხვარის განხილვა
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფ. მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელები ითხოვენ 225 ადგილს. ჩაბარდება შესაბამისი გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40), უცხოური ენა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ისტორიისთვის 40, ხოლო მათემატიკისთვის 25). მათთვის ვინც აირჩევს მათემატიკას გამოიყოფა 70 ადგილი, ხოლო - ისტორიისთვის 155.
საბჭომ კენჭი უყარა ფსიქოლოგიის პროგრამის ანკეტა - კითხვარს.
მომხრე - 19
წინააღმდეგი - 0
თავი შეიკავა - 0
დაამტკიცეს: ფსიქოლოგიის პროგრამის ანკეტა-კითხვარი, რომლის თანახმად ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამისათვის გამოიყოფა 225 ადგილი; ჩაბარდება გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40), უცხოური ენა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ისტორიისთვის 40, ხოლო მათემატიკისთვის 25. მათთვის ვინც აირჩევს მათემატიკას გამოიყოფა 70 ადგილი, ხოლო - ისტორიისთვის 155.
- მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფ. მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ითხოვს 50 ადგილს. ბარდება შესაბამისი გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 6; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 51), უცხოური ენა (კოეფიციენტი 3; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 21), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 3; მათემატიკისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 21, ხოლო ისტორიისთვის 41). ადგილების კვოტა საგნების მიხედვით თანაბრად არის გადანაწილებული (მათემატიკა - 25 ადგილი, ისტორია - 25 ადგილი).
საბჭომ კენჭი უყარა მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ანკეტა-კითხვარს.
მომხრე - 19
წინააღმდეგი - 0
თავი შეიკავა - 0
დაამტკიცეს: მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ანკეტა-კითხვარი რომლის თანახმად პროგრამისათვის გამოიყოფა 50 ადგილი; ჩაბარდება გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 6; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 51), უცხოური ენა (კოეფიციენტი 3; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 21), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 3; მათემატიკისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 21, ხოლო ისტორიისთვის 41). ადგილების კვოტა საგნების მიხედვით თანაბრად არის გადანაწილებული (მათემატიკა - 25 ადგილი, ისტორია - 25 ადგილი).
- დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ანკეტა-კითხვარის განხილვა
ფაკულტეტის საბჭოზე, ასევე განიხილეს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ანკეტა-კითხვარი, რომლის მიხედვითაც პროგრამის ხელმძღვანელი ითხოვს 75 ადგილს; ჩასაბარებელი გამოცდებია: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 5; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 50), უცხოური ენა (კოეფიციენტი 2; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 30), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 5; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40). ხოლო ადგილების კვოტა საგნების მიხედვით ასე არის გადანაწილებული: მათემატიკა - 45, ხოლო ისტორია - 30 ადგილი.
საბჭომ კენჭი უყარა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ანკეტა-კითხვარს
მომხრე - 19
წინააღმდეგი - 0
თავი შეიკავა - 0
დაამტკიცეს: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ანკეტა-კითხვარი, რომლის მიხედვითაც პროგრამისთვის გამოიყოფა 75 ადგილი; ჩასაბარებელი გამოცდებია: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 5; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 50), უცხოური ენა (კოეფიციენტი 2; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 30), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 5; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40). ხოლო ადგილების კვოტა საგნების მიხედვით: მათემატიკა - 45, ხოლო ისტორია - 30 ადგილი.
- ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის ანკეტა-კითხვარის განხილვა
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფ. მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის ხელმზღვანელი ითხოვს 20 ადგილს. პროგრამაზე მისაღები გამოცდებია: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), უცხოური ენა (ინგლისური; კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), ბიოლოგია (კოეფიციენტი 3; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), ფიზიკა/ქიმია/მათემატიკა (კოეფიციენტი 1; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მათემატიკისთვის 21, ფიზიკა/ქიმია 26). ხოლო ადგილების კვოტა საგნების მიხედვით ასე არის გადანაწილებული: ფიზიკა -3, ქიმია -3, მათემატიკა - 14.
საბჭომ კენჭი უყარა ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის ანკეტა-კითხვარს.
მომხრე - 19
წინააღმდეგი - 0
თავი შეიკავა - 0
დაამტკიცეს: ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის ანკეტა-კითხვარი, რომლის თანახმადაც პროგრამისთვის უნდა გამოიყოს 20 ადგილი; ჩაბარდება გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), უცხოური ენა (ინგლისური; კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), ბიოლოგია ( კოეფიციენტი 3; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), ფიზიკა/ქიმია/მათემატიკა (კოეფიციენტი 1; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მათემატიკისთვის 21, ფიზიკა/ქიმია 26). ხოლო ადგილების კვოტა საგნების მიხედვით ასე არის გადანაწილებული: ფიზიკა -3, ქიმია -3, მათემატიკა - 14.
საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე
საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია
ბრძანების N:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
საბჭოს სხდომის
ოქმი N 17
17.12. 2020
დღის წესრიგი:
- 2020 წლის ბიუჯეტის ანგარიში
- 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება
- პროფესორ ნანა სუმბაძის შემოქმედებითი შვებულების საკითხი
სხდომას ესწრებოდნენ:
საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე
ფაკულტეტის საბჭოს წევრები :
ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:
პროფესორები :
ლალი სურმანიძე, ია კუტალაძე, მზია წერეთელი, ვახტანგ ნადარეიშვილი.
ასოცირებული პროფესორები :
მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, ლუიზა არუთინოვი, ხათუნა მარწყვიშვილი, თამარ აბაშიძე, ლილი ხეჩუაშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ნინო ლაბარტყავა, მაია მესტვირიშვილი.
განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:
პროფესორი:
ქეთევა ჭკუასელი
ასოცირებული პროფესორი :
ეთერ ღვინერია, იზაბელა პეტრიაშვილი.
სტუდენტები:
დიანა ზვიადაძე, ქეთევან ცანავა
ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 19 წევრი.
სხდომა ჩატარდა ზუმის აპლიკაციით.
განიხილეს:
1. ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ გაგოშიძის ანგარიში 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით.
ფაკულტეტის დეკანმა და საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა თ. გაგოშიძემ საბჭოს მოახსენა 2020 წლის ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებიდან ხარჯვის შესახებ ინფორმაცია.
- კერძოდ, 2020 წლის მარტის დასაწყისში ჩატარდა მუსიკათერაპიის ვოქრშოფი, რომელიც მოწვეულმა სპეციალისტებმა მარინა ალთუნაშვილმა და სუზან მეცნერმა. უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტების ანაზღაურებაში დაიხარჯა 1500 ლარი. სასტუმროს მომსახურების(ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება და სხვა) ხარჯები - 2290ლარი; აეროპორტში დახვედრა, გაცილება, მგზავრობის ხარჯები - 2900 ლარი;
- რიდერების და წიგნების თარგმნის და რედაქტირების ანაზღაურება - 6665 ლარი; მომზადდა რიდერები და მეთოდიკების აღწერილობა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის კურსისთვის და ასევე რედაქტირებულ იქნა ლ. ხეჩუაშვილის მონოგრაფია „ ცხოვრების ისტორია და ტრანსფორმაციული გამოცდილებები“.
- მივლინება ქვეყნის გარეთ - 10228 ლარი; პანდემიის პირობებში ეს მუხლი ვერ გაიხარჯა.
- მიღებებისა და ოფიციალური სადილის, წვეულებისა და სხვა ღონისძიებების ხარჯები - 5182 ლარი;
- წიგნადი ფონდი - 4000 ლარი;
- პროფესორების დაჯილდოება სტატიის გამოქვეყნების გამო: 8*2500=20000. სასიხარულოა, რომ წელს 8 სტატია გამოქვეყნდა იმპაქტ-ფაქტორიან, მაღალი აკადემიური დონის საერთაშორისო ჟურნალებში.
აზრი გამოთქვეს: პროფ. ქ. ჭკუსელმა იკითხა, რა ბედი ეწია გაუხარჯავ ბიუჯეტს და შესაძლებელია თუ არა დაზოგილი თანხების გამოყენება შემდეგ წელს. საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ შესაძლებელია დაზოგილი თანხების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ფაკულტეტის საჭიროების მიხედვით გამოყენება, თუმცა არა მიმდინარე, არამედ მომავალი წლის ბიუჯეტში. ამისათვის აუცილებელია ბიუჯეტის კვარტალური მონიტორინგი და დროული გადაწყვეტილება გაუხარჯავი თანხების დაგეგმვის შესახებ.
საბჭომ იმსჯელა დეკანის ანგარიშზე 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით და ერთხმად დაამტკიცა.
მომხრე: 19
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: დამტკიცებულ იქნას დეკანის ანგარიში 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე.
2. ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.
ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ. გაგოშიძემ საბჭოს წარუდგინა 2021 წლის ბიუჯეტი. მან აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებს დაეგზავნათ ბიუჯეტი გასაცნობად და შეამჩნევდნენ, რომ ფაკულტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი მომატებულია. ისევ იქნება შესაძლებლობა პროფესორების წახალისების სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ასევე საფაკულტეტო პიერდ-რევიუ ორენოვანი ჟურნალის გამოცემისთვის, რიდერებისთვის.
საბჭომ იმსჯელა ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტის საკითხებზე და ერთხმად დაამტკიცა.
მომხრე - 19
წინააღმდეგი - 0
თავი შეიკავა - 0
დაადგინეს: დამტკიცებულ იქნას ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტი.
3. საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს გააცნო პროფესორ ნ. სუმბაძის წერილი შემოქმედებითი შვებულების თაობაზე. ნ. სუმბაძე ითხოვს შემოქმედებით შვებულებას მე-2 სემესტრში სახელმძღვანელოზე მუშაობის დასასრულებლად.
საბჭოს მდივანმა, ი. ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა ნ. სუმბაძისთვის შემოქმედებითი შვებულების შუამდგომლობის საკითხი.
მომხრე - 19
წინააღმდეგი - 0
თავი შეიკავა - 0
დაადგინეს: გაეწიოს შუმადგომლობა პროფესორ ნ. სუმბაძეს შემოქმედებითი შვებულების გამოყენებასთან დაკავშირებით გაზაფხულის სემესტრში - 1 მარტიდან 1 ივლისის ჩათვლით.
საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე
საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია
ბრძანების N:
შიდა მობილობის ვაკანტური ადგილები განისაზღვრება ფაკულტეტების მიერ და აისახება შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე.
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი:
- შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ-ს სტუდენტს.
- შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
- სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემამდე, მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზეც ხსენებული კურსი სავალდებულო სასწავლო დისციპლინას არ წარმოადგენს ან არ წარმოადგენდა
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა
- შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
- შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება დამატებითი სემესტრის სტუდენტს.
შიდა მობილობის ვადები (ბრძანება N6/01-01, 27.01.2021)
- საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 8 - 9 თებერვალი;
- შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 10-15 თებერვალი;
- შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 16 თებერვალი;
- საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 17-19 თებერვალი;
- ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 22-23 თებერვალი;
- საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 24 თებერვალი;
- შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 24 თებერვალი;
შიდა მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა
- სტუდენტიშიდა მობილობის მსურველის სტატუსს მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით.
- სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამისა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.
ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება:
- სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება, უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო ერთეულს შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე - 22-23 თებერვალი;
- შიდა მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ მიმართავს ფაკულტეტს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას, კარგავს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.
ადმინისტრაციული რეგისტრაცია:
მიუხედავად შიდა მობილობის კონკურსში მონაწილეობის მიღებისა, სტუდენტმა 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნდა გაიაროს რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:
მის.: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №108, ტელ.:; (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 2326)
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, ოთახი №208 (სტუდენტთა მომსახურების ცენტრი); ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -1723; 1725; 1727; 1730; 1732).
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №303; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -6220; 6221; 6224; 6235).
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი:
მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №301; ტელ.: (+995 32)2 25 04 84 (შიდა -9740; 9733; 9739; 9741).
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა:
მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -8521; 8524; 8525; 8530).
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა:
მის.: ქ. თბილისი, ზანდუკელის ქ. N16, ტელ: (+995) 322 507 177.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი:
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძისგამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 3220; 3223; 3224).
მედიცინის ფაკულტეტი:
მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობისმორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 1921;
ბრძანების N:
სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით მოიპოვეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №4/01-01, 26.01.2021)
მობილობის ვადები:
პროცედურული ვადები:
- დოკუმენტაციის მიღება – 12-15 თებერვალი;
- უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 16-17 თებერვალი;
- სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)–18 თებერვალი;
- საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 19 თებერვალი;
- მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელეტქრონულად ასახვა - 19 თებერვალი.
საგამოცდო ვადები:
(უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის):
- უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 16 თებერვალი (1000 სთ);
- გამოცდის შედეგების გამოცხადება –16 თებერვალი (1400 სთ);
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 17 თებერვალი (1100 -1300 სთ);
- აპელაციის შედეგების გამოცხადება - 17 თებერვალი (1500 სთ);
- გასაუბრება სპეციალობაში- 17 თებერვალი (1700 სთ);
ვაკანტური ადგილები:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება (ბრძ: №1/01-01, 21.01.2021)
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - „CERTUS“-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
საკონტაქტო ინფორმაცია:
(დამოწმებული დოკუმენტაციის გადაგზავნა წარმოებს შემდეგ მისამართებზე):
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:
ელექტრონული ფოსტა: macromol_chemistry_1@tsu.ge
ტელეფონი: 577737387
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, I სართული, ოთახი №203; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 6256).
ელექტრონული ფოსტა: asmat.akhaladze@tsu.ge
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი:
ელექტრონული ფოსტა: gvantsa.eristavi@tsu.ge
ტელეფონი: 599 019 099
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა:
ელექტრონული ფოსტა: lasha.chkheidze@tsu.ge
ტელეფონი: 557522552; 514225775
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა:
ელექტრონული ფოსტა: HYPERLINK "mailto:academicaffairs@iset.ge" academicaffairs@iset.ge
ტელეფონი: (+995 32) 2 25 07177
მედიცინის ფაკულტეტი:
ელექტრონული ფოსტა: tsiala.giorgadze@tsu.ge
ტელეფონი: 595929385
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი:
ელექტრონული ფოსტა: HYPERLINK "mailto:keti.tsanava@tsu.ge" keti.tsanava@tsu.ge
ტელეფონი: 579 162926
ბრძანების N:
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 21 იანვრის N1/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2021 წლის 26 იანვრის N603/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2.მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.მთვარი მეცნიერი თამანამშრომლის თანამდებობა (10 წლის ვადთ) შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოკიდებული სამეცნიერო-კვლევიოთი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. კონკურსატს ასევე მოეთხოვება:
ა) იმ ვაკანსიათა პროფილებით, რომლებიც მიეკუთნება ფუნდამენტალური კვლევების მიმართულებას დამატებით მოეთხოვება 2 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში და 1 მონოგრაფია ან 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში და 1 პატენტი ან 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში და მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროექტში:
ბ) იმ ვაკანსიათა პროფილებით, რომლებიც მიეკუთნება გამოყენებითი კვლევების მიმართულებას დამატებით მოეთხოვება 2 პატენტი ან 1 პატენტი და 1 სტატის მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან 1 პატენტი და 1 მონოგრაფია ან 1 პატენტი და მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროექტში:
4. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. კონკურსანტს ასევე მოეთხოვება ვაკანსიის პროფილის მიხედვით მიღებული 1 პატენტი ან 1 სტატია გამოქვეყნებული მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან მონაწილეობა სამეცნიერ-კვლევით პროექტში.
შენიშვნა: მაღალრეიტინგული გულისხმობს, რომ შესაბამისი სამეცნიერო პროდუქტი ასახულია ან ტომსონ როიტერის Web of Science - ის ან Scopus-ის ან Google Scholar – ის ბაზაში.
6. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
7. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 28 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის პირველი მარტიდან 5 მარტის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2021 წლის 25 მარტისა.
8. კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
ა) გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - (10 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული
9.კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
ა) ლევან ჯაფარიძის სახელობის დენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდო მასალების ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
10. კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
ა) გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
ბ) რევაზ დოღონაძის სახელობის თეორიული კვლევების ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 0,5 საშტატო ერთეული
გ) აპოლონ ავალიანის სახელობის ლღობილთა ელექტროლიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
დ) ფიზიკურ - ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 0,5 საშტატო ერთეული
11. სამეცნიერო თანამდებობებზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ" 32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს
,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
12. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2020 წლის პირველი მარტიდან 5 მარტის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). 1000-დან 1700 საათამდე რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში. მისამართი: მინდელის ქ. N11. ოთახო N205-ა - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი.
10. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში).
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
ბრძანების N: 7/01-01
28 იანვარს, 11.30 საათზე, ზუმის პლატფორმაზე, გაიხსნება სემიტოლოგი ებრაისტის მანანა (მაკა) გოცირიძის 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
დამატებითი ინფორმაცია იხ. პროგრამა/თეზისებში.
ბრძანების N:
ცხადდება სტატიების მიღება სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალის „სტუდენტური წელიწდეული - ჰუმანიტარული კვლევები“ მეხუთე ნომრისათვის.
ჟურნალის მიზანია, ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მეცნიერებებით სტუდენტების დაინტერესებასა და მათი მიღწევების პოპულარიზებას. ჟურნალი გამოდის წელიწადში ერთხელ. მასში წარმოდგენილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ყველა დარგი.
სტატიის მიღების წინაპირობაა:
ავტორი უნდა იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი (ბაკალავრი ან მაგისტრანტი);
პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი დასკვნა, რომ სტატია აკმაყოფილებს ჟურნალის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და წარმოდგენილი სახით შეიძლება დაიბეჭდოს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილი.
ინფორმაცია სტატიის გაფორმების წესის შესახებ იხილეთ ელექტრონული ჟურნალის ვებგვერდზე:
http://asj.tsu.ge/?cat=avtor&leng=ge&adgi=20&title=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98
გთხოვთ მასალები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: asj@tsu.ge
საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი
ჟურნალის სარედაქციო საბჭო გისურვებთ შემოქმედებით წარმატებებსა და მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისათვის!
ბრძანების N: