საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
დამატებითი სემესტრის სტუდენტების საყურადღებოდ!

 1 თებერვლიდან იწყება  განაცხადების მიღება დამატებით სემესტრზე.

დამატებითი სემესტრის აღებისთვის აუცილებელია კონსულტაციის გავლა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან, რომელსაც მეილზე მიაწვდით სასწავლო ბარათს და განაცხადს. საბოლოოდ მასთან შეთანხმებულ ფორმას ბაკალავრიატის სტუდენტები  გააგზავნით მეილზე rusudan.danelia@tsu.ge , ხოლო მაგისტრანტები მეილზე naira.narimanidze@tsu.ge (წერილში აუცილებლად მიუთითეთ რომ შეთანხმებულია ხარისხის სამსახურის წარმომადგენელთან. სამაგისტრო ნაშრომის აღების შემთხვევაში  აუცილებელია პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობაც.)

 

ხარისხის სამსახურის წარმომადგენლები მიმართულებების მიხედვით:

  • კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ-ფრანგული)-- ნათელა არჩვაძე natela.archvadze@tsu.ge
  • მათემატიკა -ქეთევან შავგულიძე ketevan.shavgulidze@tsu.ge ტელ: 595506055
  • გეოლოგია -ცირა ოქრიაშვილი tsira.okriashvili@tsu.ge; ტელ: 595625418; გურამ ქუთელია guram.kutelia@tsu.ge ტელ: 577253095 ;
  •  ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები  -ცირა ოქრიაშვილი tsira.okriashvili@tsu.ge; ტელ: 595625418; ნანა დორეული nanuli.doreuli@tsu.ge   ტელ: 555 459228;
  • ფიზიკა-ნანა შათაშვილი nana.shatashvili@tsu.ge;   ტელ: 577213080 ; რუსუდან დანელია rusudan.danelia@tsu.ge  ტელ: 577401590
  •  ქიმია- იოსებ ჩიკვაიძე ioseb.chikvaidze@tsu.ge  ტელ: 579778285
  • ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია -დავით კაკულია davit.kakulia@tsu.ge   ტელ: 599679835 რუსუდან დანელია rusudan.danelia@tsu.ge  ტელ: 577401590
  • გეოგრაფია, ეკოლოგია -გიორგი ბრეგვაძე giorgi.bregvadze@tsu.ge ტელ: 599 157420

 

განაცხადის გაგზავნის შემდეგ დაელოდეთ წერილობით დასტურს, პრობლემის შემთხვევაში დაუკავშირდით ადრესატს მომდევნო დღეს (რუსუდან დანელია - 577401590, ნაირა ნარიმანიძე - 551239823 ).

 

განაცხადის ფორმა ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის

განაცხადის ფორმა მაგისტრატურის სტუდენტებისათვის

სრულად

ბრძანების N:

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის და რექტორის 2018 წლის 29 ნოემბრის N296/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 2დეკემბრის N300/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9პუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 25 იანვრის N416/10 წერილის  საფუძველზე,


ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის და რექტორის 2018 წლის 29 ნოემბრის N296/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 2 დეკემბრის N300/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში და ბრძანების დანართი N1-ით განსაღვრული „1) 2018 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სასწავლო პროცესის ვადები“ შეიცვალოს შემდეგი სახით:


„1) 2018 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სასწავლო პროცესის ვადები
 

  მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
ა) ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი (2018 წლის შემოდგომის მიღება)
ა.ა) სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების 03.12.2018 – 08.05.2021
    29.12.2018 - 07.01.2019
    22.07.2019 - 06.09.2019
    30.12.2019 - 06.01.2020
    02.03.2020 – 10.07.2020
ა.ბ) არდადეგები 03.08.2020 – 28.08.2020
    29.04.2021 – 05.05.2021
    01.12.2020 - 27.02.2021
  მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
ბ) ტუროპერატორი (2018 წლის შემოდგომის მიღება)
  სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების თარიღები  
ბ.ა) 03.12.2018 – 15.05.2021
    29.12.2018 – 07.01.2019
    22.07.2019 - 06.09.2019
    30.12.2019 – 06.01.2020
    02.03.2020 – 10.07.2020
ბ.ბ) არდადეგები 03.08.2020 – 28.08.2020
    29.04.2021 – 05.05.2021
    21.12.2020 - 27.02.2021
  მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
გ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი (2018 წლის შემოდგომის მიღება)
გ.ა) სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების 03.12.2018 – 12.06.2021
    29.12.2018 – 07.01.2019
    22.07.2019 – 06.09.2019
    30.12.2019 – 06.01.2020
    02.03.2020 – 10.07.2020
გ.ბ) არდადეგები 03.08.2020 – 28.08.2020
    29.04.2021 – 05.05.2021
    24.11.2020–27.02.2021
  მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
დ) შემფასებელი (2018 წლის შემოდგომის მიღება)
დ.ა) სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების 03.12.2018 –08.05.2021
    29.12.2018 – 07.01.2019
    22.07.2019 – 06.09.2019
    30.12.2019 – 06.01.2020
    02.03.2020 – 10.07.2020
დ.ბ) არდადეგები 03.08.2020 – 28.08.2020
    29.04.2021 – 05.05.2021
    01.01.2021 – 27.02.2021
     

2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს 
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 3/01-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2010  წლის  4  თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2020 წლის 10 ივლისის „2020 - 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სისტემის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 24 დეკემბრის N1.1/141 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები:

ა) პროცედურული ვადები:

ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 12 – 15 თებერვალი;
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 16 -17 თებერვალი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)– 18 თებერვალი;
ა.დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 19 თებერვალი;
ა.ე) მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 19 თებერვალი;


ბ)  საგამოცდო  ვადები  (უნივერსიტეტში  გადმოსვლის  მსურველი დოქტორანტებისთვის):

ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 16 თებერვალი (1000 სთ);
ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება –16 თებერვალი (1400 სთ);
ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 17 თებერვალი (1100 -1300 სთ); ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 17 თებერვალი (1500 სთ); ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში- 17 თებერვალი (1700 სთ);

2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი; 
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ი) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
კ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ლ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 4/01-01        

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2010  წლის  4  თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2020 წლის 10 ივლისის „2020 - 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სისტემის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 24 დეკემბრის N1.1/141 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები:

ა) პროცედურული ვადები:

ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 12 – 15 თებერვალი;
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 16 -17 თებერვალი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)– 18 თებერვალი;
ა.დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 19 თებერვალი;
ა.ე) მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 19 თებერვალი;


ბ)  საგამოცდო  ვადები  (უნივერსიტეტში  გადმოსვლის  მსურველი დოქტორანტებისთვის):

ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 16 თებერვალი (1000 სთ);
ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება –16 თებერვალი (1400 სთ);
ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 17 თებერვალი (1100 -1300 სთ); ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 17 თებერვალი (1500 სთ); ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში- 17 თებერვალი (1700 სთ);

2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი; 
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ი) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
კ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ლ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 4/01-01        

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  „სახელმძღვანელოების კონკურსის“ განხორციელების შესახებ ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამათა საგნების სახელმძღვანელოების შექმნისა და განახლების კონკურსი; 

2. კონკურსის განსახორციელებლად ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 20 000 ლარი;

3. ახალი სახელმძღვანელოს შექმნის ანაზღაურება:  მაქსიმუმ - 4 000 ლარი; არსებულის (2015 წლამდე გამოცემულის) განახლება:  მაქსიმუმ - 2 000 ლარი;

4. არჩევითი საგნის სახელმძღვანელო საკონკურსოდ განიხილება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში საგანზე თითოეულ წელს  დარეგისტრირებული იყო არანაკლებ 70 სტუდენტისა;

5. სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სამეცნიერო და ენობრივი რედაქტორი, რომლის ხარჯებს გაიღებს ავტორი;

6. სახელმძღვანელო გაფორმებული უნდა იყოს APA-ს სტილით;

7. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელსაც მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში გამოქვეყნებული/შექმნილი აქვს ერთი სახელმძღვანელო მაინც;

8. პრიორიტეტი მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც „სახელმძღვანელოების პროექტის“ ფარგლებში არ მიუღია დაფინანსება;

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

1) განცხადება დეკანის სახელზე;

2) სახელმძღვანელოს დეტალური ანოტაცია (მინიმუმ 500 სიტყვა);

3) სავარაუდო სარჩევი (რამდენიმე ავტორის შემთხვევაში, სარჩევში ნათლად უნდა ჩანდეს თითოეული ავტორის წვლილი);

4) ლიტერატურის ჩამონათვალი, რომლის ბაზაზე იქმნება/განახლდება სახელმძღვანელო;

5) სახელმძღვანელო, რომლის განახლებაც სურს კონკურსანტს;

10. საკონკურსო საბუთები, ხოლო შემდგომში, დასრულებული პროექტები უნდა აიტვირთოს ბმულზე 

11. საკონკურსო პროექტის ბმულზე ატვირთვის ვადა – ა.წ. 24 თებერვალი, 17.00 სთ;

12. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 5 მარტს;

13. დასრულებული პროექტის ბმულზე ატვირთვის ვადა – 2021 წლის 1 ნოემბერი;

14. დასრულებული პროექტის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში,  პროექტი არ განიხილება;

15. დაფინანსებული პროექტის ანაზღაურება მოხდება სახელმძღვანელოს წარდგენის, რეცენზირების და საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდგომ;

16. სახელმძღვანელო გამოქვეყნდება ელექტრონული ფორმით;

17. საკონკურსო პროექტების შერჩევასა და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

• თამარ დოლბაია – კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;

• თეონა მატარაძე – კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ინტერდისციპლინური მიმართულება;

• რევაზ ჯორბენაძე – პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

• თორნიკე თურმანიძე – პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;

• მანანა შამილიშვილი – პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;

• სალომე დუნდუა – ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;

• ლია წულაძე - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;

15. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია

სრულად

ბრძანების N: 2/30

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 7 დეკემბრის №239/01-01 ბრძანების, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021 წლის  20 იანვრის №259/26 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 25 იანვრის №2 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს: 


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) რუსუდან სანაძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ქეთევან ჭკუასელი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ეფემია ხარაძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) იზაბელა პეტრიაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 
ე)  ნათელა ფარცხალაია - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი; 


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:

 

ა) ირმა გრძელიძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ზაქარია ქიტიაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ეთერ ღვინერია - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 10/2021

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ივლისის №64/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 20 იანვრის №292/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 25 იანვრის №2 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ამოღებულ იქნეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ივლისის №64/2020 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.


2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 11/2021

ტრენინგკურსები მაგისტრატურის და დოქნორანტურის სტუდენტებისათვის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ – საჯარო აუდიტის ინსტიტუტი, დისტანციური სწავლების ფარგლებში, 2021 წელს აცხადებს ტრენინგკურსებს შემდეგი მიმართულებებით:

 

საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა - პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი  1.02. – 12.02. 2021 ;

 

საჯარო   მოხელის   პროფესიული   განვითარების   საბაზისო   პროგრამა   -   მოხელის მენეჯერული უნარები  - 8.02. – 26.02. 2021 წ.;

 

პროგრამული ბიუჯეტირება  15.02. – 18.02.2021 წ.;

 

            რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში - 18.02. - 18.03. 2021 წ.;

 

            საჯარო   სექტორში   აუდიტორული   მომსახურების   გაწევის   უფლების   მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების კურსი - 22.02. - 28.06. 2021 წ.;

იხილეთ ბროშურა:

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.sai.ge;

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 054 615; 597 04 04 03; 599 85 81 84.

 

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტ მაია გრიგოლიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2021  წლის 19 თებერვალს, 15:00 საათზე  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მაია გრიგოლიას სადისერტაციო ნაშრომის: „ფისკალური პოლიტიკის მაკროეკონომიკური ეფექტები საქართველოში“,   დაცვა პლატფორმა zoom-ის საშუალებით.

        სამეცნიერო ხელმძღვანელი:   ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია

სადისერტაციო  ნაშრომის დაცვის კომისია:   აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, პროფესორი იური ანანიაშვილი, პროფესორი სიმონ გელაშვილი, პროფესორი ეთერ ხარაიშვილი (თავმჯდომარე), პროფესორი მირიან  ტუხაშვილი, ასოცირებული პროფესორი თეა ლაზარაშვილი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი), ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე (მდივანი), ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩიქობავა, ასოცირებული პროფესორი მურმან ცარციძე (მოადგილე), ასისტენტ-პროფესორი    მარინა ტაბატაძე.

სრულად

ბრძანების N:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №74/2012 დადგენილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ დანართი №1 მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად

 

ვბრძანებ:

 

1. განისაზღვროს მედიცინის ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მაია ბიწკინაშვილი - ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, თავმჯდომარე;

ბ) ნინო ჩიხლაძე - პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

გ) თამარ ლეკაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;

დ) მაკა ჯორბენაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, მდივანი;

ე) ჯულიეტა ხუციშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

ვ) თამუნა ლომიძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;

2. ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს კანცელარიას;

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

დიმიტრი კორძაია

დეკანი

სრულად

ბრძანების N: 1

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2024 წლის 7 თებერვლის № 13/2024 დადგენილებით

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021 წლის  4 იანვრის №9/30 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 18 იანვრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება (დანართი №1).

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის პირველი ივლისის №80/2019 დადგენილება.


3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 8/2021

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

2020-21 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართება 15 თებერვალს  Zoom-ის მეშვეობით. შეხვედრის დრო და ლინკი განთავსდება E-learning-ზე შესაბამის გრაფაში. პრეზენტაციის ხანგრძლივობა 15 წუთი.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 7 დეკემბრის №240/01-01 და  №241/01-01 ბრძანებების, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის 2021 წლის 21 იანვრის №377/32 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 25 იანვრის №2 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს: 


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტის პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა)  გია ლობჟანიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მაია ხუბუა - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ია კირვალიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) თეიმურაზ დოჭვირი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) მაია ბიწკინაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა)  ნინო ჩიხლაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მაკა ჯორბენაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარიამ ჭიპაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 9/2021

ააააააfg

თეზისები გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე 

შესავსები ფორმა

სრულად

ბრძანების N:

სემინართა ციკლი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის

სან - დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის ატარებს სემინარების ციკლს, რომლის მორიგი სესიები გაიმართება  27-29 იანვარს,  20:00-22:00 საათზე.

სემინარის თემებია სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, განათლების  და ფსიქოლოგიის მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გაცნობა. დამატებით, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი (ქ-ნი ნინო ჭელიძე) სემინარის მონაწილეებს  გააცნობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების არსებულ შესაძლებლობებს.

 

29 იანვარს დაგეგმილი პრეზენტაციების თემებია:

29 იანვარს დაგეგმილი პრეზენტაციების თემებია:

  • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებები (მომხსენებელი პროფესორი ჯ. მარშალი,  პროგრამის ხელმძღვანელი)
  • მათემატიკის და მეცნიერების სწავლება (მომხსენებელი პროფესორი ს. ნიკერსონი,  პროგრამის ხელმძღვანელი)
  • კლინიკური ფსიქოლოგია (მომხსენებელი პროფესორი ვ. მალკარნი, პროგრამის ხელმძღვანელი)
  • ფიზიკური თერაპია (მომხსენებელი პროფესორი მ. რაუ, პროგრამის ხელმძღვანელი)
  • მეტყველებითი და კომუნიკაციის დარღვევები (მომხსენებელი პროფესორი ტ. ლოვ-გეფენი, პროგრამის ხელმძღვანელი)
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა (მომხსენებელი პროფესორი ე. რაუჰი, პროგრამის ხელმძღვანელი)

 

Supporting STEM research and graduate education in Georgia State Department Grant

 

January 27-29 2021, 8:00p.m. – 10:20 p.m. (GST GMT+4)

 

27 იანვარი:

Mini Course IIIA -- SDSU Doctoral Programs in STEM -- Sciences

Zoom Registration Link   https://SDSU.zoom.us/meeting/register/tZIqcOqorjgiH9305F0nF-1CRnIrlV3W-Ygr

              Meeting ID: 867 7300 3859

Passcode: 992055 

❖    8:15 – 8:30 p.m. – “Georgian funding opportunities for international studies for foreign students”

                                      - Ms. Nino Chelidze – Director, International Education Center

❖    8:30 – 8:45 p.m. -- Geography-Piotr Jankowski, Director

❖    8:45 – 9:00 p.m. -- Chemistry - Biochemistry-Douglas Grotjahn, Director

❖    9:00 – 9:15 p.m. -- Ecology-Walter Oechel, Director

❖    9:15 – 9:30 p.m. -- Cell and Molecular Biology-Marina Kalyuzhnaya, Director

❖    9:30 – 9:45 p.m. -- Evolutionary Biology- Elizabeth Waters, Director

❖    9:45 – 10:00 p.m. -- Geophysics - Kim Olsen, Director

 

  • უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების შესაძლებლობები.

(მომხსენებელი ქ-ნი ნინო ჭელიძე,  განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი) 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში:

  • გეოგრაფია  (მომხსენებელი პროფესორი პ. იანკოვსკი, პროგრამის ხელმძღვანელი)
  • ქიმია-ბიოქიმია (მომხსენებელი პროფესორი დ. გროტანი, პროგრამის ხელმძღვანელი)
  • ეკოლოგია (მომხსენებელი პროფესორი ვ.ოშელი, პროგრამის ხელმძღვანელი)
  • უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია (მომხსენებელი პროფესორი მ. კალუჟნაია, პროგრამის ხელმძღვანელი)
  • განვითარების ბიოლოგია (მომხსენებელი პროფესორი ე. უოტერსი,  პროგრამის ხელმძღვანელი)
  • გეოფიზიკა (მომხსენებელი პროფესორი კ.ოლსენი, პროგრამის ხელმძღვანელი)

 

28 იანვარი:

 

Mini Course IIIB -- Computational Sciences and Engineering Sciences

 

Zoom Registration Link:    https://SDSU.zoom.us/meeting/register/tZIsce6urTMoH9H3RPNli_GQ4f_TyGb6dPYo

 

Meeting ID: 861 6763 8255

Passcode: 335871

 

❖    8:10 – 8:25 p.m. -- Computational Sciences - Jose Castillo, Director

❖    8:25 – 8:40 p.m. -- Engineering Sciences - Mechanical & Aerospace - Temesgen Garoma  Ararsso, Director

❖    8:40 – 8:55 p.m. -- Engineering Sciences - Electrical and Computer - Temesgen Garoma Ararsso, Director

❖    8:55 – 9:10 p.m. -- Engineering Sciences – Structural - Temesgen Garoma Ararsso, Director

❖    9:10 – 9:25 p.m. -- Engineering Sciences – Biomedical - Temesgen Garoma Ararsso, Director

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში

  • გამოთვლითი  მეცნიერება (მომხსენებელი პროფესორი პ. იანკოვსკი, პროგრამის ხელმძღვანელი)
  • ინჟინერია (მექანიკური  და აეროკოსმოსური ინჟინერია, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერია, სტრუქტურული ინჟინერია, ბიო-სამედიცინო ინჟინერია,  მომხსენებელი პროფესორი პ. იანკოვსკი, პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ტ.გარომა-არარსო, პროგრამის ხელმძღვანელი)

 

29 იანვარი

 

Mini-Course IIIC— SDSU Doctoral Programs in Education and Health related fields

 

Zoom Registration Link:    https://SDSU.zoom.us/meeting/register/tZ0sd-6sqzorHdbzIFBWxvByk8XF6RSnP0xE

Meeting ID:  891 0745 1172

Passcode: 008600

 

Mini-Course IIIC— SDSU Doctoral Programs in Education and Health related fields:

 

8:10 – 8:25 p.m. -- Education: Pre-K-12 Leadership & Community College Leadership –

                                                                James Marshall, Director

  • 8:25 – 8:40 p.m. -- Math and Science Education -- Susan Nickerson, Co-Director
  • 8:40 – 8:55 p.m. -- Clinical Psychology -- Vanessa L. Malcarne, Co-Director
  • 8:55 – 9:10 p.m. -- Physical Therapy -- Mitchell J. Rauh, Director
  • 9:10 – 9:25 p.m. -- Language and Communication Disorders – Tracy Love-Geffen, Director
  • 9:25 – 9:40 p.m. -- Public Health: Global Health & Health and Behavioral Sciences – Elizabeth Reed, Co-director

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ფსიქოლოგიასა და განათლების მეცნიერებებში

 

  • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებები (მომხსენებელი პროფესორი ჯ. მარშალი,  პროგრამის ხელმძღვანელი)
  • მათემატიკის და მეცნიერების განათლება(მომხსენებელი პროფესორი ს. ნიკერსონი,  პროგრამის ხელმძღვანელი)
  • კლინიკური ფსიქოლოგია (მომხსენებელი პროფესორი ვ. მალკარნი, პროგრამის ხელმძღვანელი)
  • ფიზიკური თერაპია (მომხსენებელი პროფესორი მ. რაუ, პროგრამის ხელმძღვანელი)
  • მეტყველებითი და კომუნიკაციის დარღვევები (მომხსენებელი პროფესორი ტ. ლოვ-გეფენი, პროგრამის ხელმძღვანელი)
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა (მომხსენებელი პროფესორი ე. რაუჰი, პროგრამის ხელმძღვანელი)
სრულად

ბრძანების N: