საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
ოქმი N5

იხილეთ ოქმი

სრულად

ბრძანების N:

Transferring V4 expertise in knowledge/technology transfer პროექტის გახსნითი ღოსნიძიება

Visegrad+ საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „Transferring V4 expertise in knowledge/technology transfer“ გახსნითი ღონისძიება საქართველოში 2021 წლის 22 იანვარს, 14:00 საათზე, ონლაინ ფორმატში, ZOOM-ის საშუალებით გაიმართება: 
https://zoom.us/j/91085187865 
Meeting ID: 910 8518 7865 

გახსნითი ღონისძიების ფარგლებში, ქართული მხარის სამიზნე ჯგუფებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს წარედგინებათ ინფორმაცია პროექტის მიზნების, შედეგების, ვადებისა და აქტივობების შესახებ. ასევე, განვიხილავთ, თუ რა მდგომარეობა და საჭიროებაა საქართველოში ტექნოლოგიების ტრანსფერისა და სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის კუთხით და რა თანამშრომლობაა ჩამოყალიბებული ბიზესსა და სამეცნიერო სექტორს შორის.  

ონლაინ შეხვედრაზე მოწვეულნი იქნებიან ქართული ბიზნეს სექტორის (მცირე და საშუალო ბიზნესის), კვლევითი ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და შესბამისი საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები. 

იხილეთ ღონისძიების ბმული Facebook-ზე

დასწრებისთვის, ასევე, გთხოვთ, გაიაროთ მოკლე რეგისტრაცია

 პროექტის კონსორციუმის წევრები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (ASUE); კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი (სლოვაკეთი); სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი); სინქროტრონის კვლევითი ინსტიტუტი (CANDLE; სომხეთი); მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი).  

პროექტის მთავარი მიზანია, ვიშეგრადის პარტნიორი ქვეყნების წარმატებული გამოცდილების საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთში საშუალო და მცირე ბიზნესში კვლევისა და განვითარების (R&D) პრაქტიკის დანერგვა, აკადემიური/კვლევითი და ბიზნეს ინფრასტრუქტურის დაკავშირების ხელშეწყობა და მათ შორის თანამშრომლობის კონცეფციის შემუშავება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესისა და კვლევითი ინსტიტუტების ცნობადობის ამაღლება საერთო კვლევითი საქმიანობის სარგებელის შესახებ. ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის პარტნიორი უნივერსიტეტების ჩართულობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი თანამშრომლებისთვის მოხდება ტექნოლოგიების ტრანსფერისა და კომერციალიზაციის კუთხით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. 

* პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის
მთავრობების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების 
საშუალებით. ფონდის მისიაა, ცენტრალური ევროპაში მდგრადი რეგიონალური 
თანამშრომლობის იდეების განვითარება. 

სრულად

ბრძანების N:

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში დაიწყო რეგისტრაცია თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში დაიწყო რეგისტრაცია თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2021 წლის 18 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით  ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით.

https://forms.gle/niCcoVVh5Ugb2irZ8

https://forms.gle/7yD8L1hXzRzvAbdu9

კურსი უფასოა სტუდენტებისთვის, რომელთაც ძირითად და  მეორად სპეციალობად არჩეული აქვთ თურქოლოგია, იხდიან მხოლოდ სახელმძღვანელოს საფასურს, რომელიც 60 ლარს შეადგენს. სხვა დანარჩენი მიმართულების სტუდენტებისთვის კი სამთვიანი კურსის საფასურზე იმოქმედებს დამატებით ფასდაკლება და სახელმძღვანელოსთან ერთად თანხა შეადგენს 110 ლარს. რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი საბუთები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ორი ცალი დოკუმენტის ფოტო. სტუდენტებმა ასევე უნდა წარმოადგინონ სტუდენტის ცნობა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 322 98 00 97 ან +995 558 55 31 24

სრულად

ბრძანების N:

Transferring V4 expertise in knowledge/technology transfer პროექტის გახსნითი ღოსნიძიება ერევანში

Visegrad+ საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „Transferring V4 expertise in knowledge/technology transfer“ გახსნითი ღონისძიება ერევანში 2021 წლის 15 იანვარს, ონლაინ ფორმატში გაიმართა.

გახსნითი ღონისძიების ფარგლებში, სომხური მხარის სამიზნე ჯგუფებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს წარედგინათ ინფორმაცია პროექტის მიზნების, შედეგების, ვადებისა და აქტივობების შესახებ. ონლაინ შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ სომხეთის ბიზნეს სექტორის (მცირე და საშუალო ბიზნესის), კვლევითი ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და შესბამისი საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები.

პროექტის კონსორციუმის წევრები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (ASUE); კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი (სლოვაკეთი); სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი); სინქროტრონის კვლევითი ინსტიტუტი (CANDLE; სომხეთი); მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი).

პროექტის მთავარი მიზანია, ვიშეგრადის პარტნიორი ქვეყნების წარმატებული გამოცდილების საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთში საშუალო და მცირე ბიზნესში კვლევისა და განვითარების (R&D) პრაქტიკის დანერგვა, აკადემიური/კვლევითი და ბიზნეს ინფრასტრუქტურის დაკავშირების ხელშეწყობა და მათ შორის თანამშრომლობის კონცეფციის შემუშავება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესისა და კვლევითი ინსტიტუტების ცნობადობის ამაღლება საერთო კვლევითი საქმიანობის სარგებელის შესახებ. ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის პარტნიორი უნივერსიტეტების ჩართულობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი თანამშრომლებისთვის მოხდება ტექნოლოგიების ტრანსფერისა და კომერციალიზაციის კუთხით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

* პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების საშუალებით. ფონდის მისიაა, ცენტრალური ევროპაში მდგრადი რეგიონალური თანამშრომლობის იდეების განვითარება.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 15 დეკემბრის №246/01-01 და 17 დეკემბრის №248/01-01 ბრძანებების, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021 წლის 8 იანვრის №17/30, №18/30 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 18 იანვრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და  სოციალური  მუშაობის მიმართულების ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) იაგო კაჭკაჭიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ამირან ბერძენიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლია წულაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) კახა ქეცბაია - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი;
ე)    ემზარ ჯგერენაია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა)   ნინო დურგლიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამარ მახარაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) შორენა თურქიაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) ნანული ტალახაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)  ხათუნა მაისაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მაია ტორაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) რევაზ ჭიჭინაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი;
ე)   დომნა კარანაძე - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა)  მარი წერეთელი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნინო ჭალაგანიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ხათუნა კაჭარავა - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 5/2021

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიების შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვების ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიების შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვების ვადების განსაზღვრის შესახებ

 

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

1. დამტკიცდეს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიები დანართი N 1 ის მიხედვით.

2. 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვები ჩატარდეს 20 - 25 იანვარი და 18-22 თებერვალი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე

ფსიქოლოგიისა დ განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,

პროფესორი   თამარ გაგოშიძე

სრულად

ბრძანების N: 2

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადების განსაზღვრის შესახებ უმაღლესი განათლების შესახებ“

საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

1. განისაზღვროს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადები დანართი N1 ის შესაბამისად

2. 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვები ჩატარდეს 20 - 25 იანვარი და 18-22 თებერვალი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფსიქოლოგიისა დ განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,

პროფესორი   თამარ გაგოშიძე

სრულად

ბრძანების N: 3

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 24 დეკემბრის №251/01-01, №252/01-01 და №253/01-01 ბრძანებების, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021 წლის 11 იანვრის №55/28 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 18 იანვრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკისა და ბიოლოგიის დეპარტამენტების ბიოფიზიკის კათედრის (ინტერდისციპლინური)  ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) თამაზ მძინარაშვილი -  თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ზურაბ ქუჩუკაშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მანანა გორდეზიანი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ოლეგ ხარშილაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა)    ედუარდ ჩიკვაიძე - თსუ-ს ემერიტუსი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამარ სანიკიძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თეიმურაზ ნადარეიშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) დავით კერესელიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ზურაბ სეფერთელაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლამზირა ლაღიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ვაჟა ტრაპაიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) გიორგი მელაძე -  თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ლია მაჭავარიანი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ბესიკ კალანდაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) გიორგი ბრეგვაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).


3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) ალექსანდრე გამყრელიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გია სირბილაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ირინა ხუციშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მაია არჩუაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) მანანა ხაჩიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ბეჟან ღვაბერიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნათელა არჩვაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის მდივანი);
დ) გელა ბესიაშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.


4.  დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) ალექსანდრე შენგელაია - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) არჩილ უგულავა - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ზაალ მაჭავარიანი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ამირან ბიბილაშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა)  თამაზ კერესელიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ოლეგ ხარშილაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) გიორგი ციციშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
7. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 4/2021

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ანტი-პლაგიატის კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№28/29-01

18.01.2021 წ.

ქ. თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ანტი-პლაგიატის კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტების და  მე-6 პუნქტის  „საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტის ანტი-პლაგიატის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ასოცირებული–პროფესორი მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

გ) ირმა მშვენიერაძე - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური უფროსი, კომისიის წევრი.

დ) ლალი  ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

ე) ნინო ლობჟანიძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

ვ) ნინო ტალიკაძე - ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

2. დაევალოს ფაკულტეტის ანტი-პლაგიატის კომისიას, უზრუნველყოს ანტი-პლაგიატის საკითხებთან დაკავშირებით უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე მოქმედი სამართლბრივი აქტების შესრულების უზრუნველყოფა.

3.  წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 

ფაკულტეტის დეკანი     პროფესორი                 გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 28/29-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 29 ოქტომბრის №215/01-01 და №216/01-01  ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ნოემბრის №104/2020 დადგენილება) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 25.12.2020, №22511/29; 30.12.2020, №22831/29) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის  18 იანვრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა:


გიორგი გაფრინდაშვილი - ასოცირებული პროფესორი;


ბ) მარკეტინგის  კათედრა:


ეკატერინე უროტაძე - ასოცირებული პროფესორი;


გ) ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის  კათედრა:


მერაბ ხოხობაია - ასოცირებული პროფესორი;


დ) ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის  კათედრა:


დ.ა) ქეთევან ჩიტალაძე - ასისტენტ-პროფესორი;

დ.ბ) ლია ძებისაური - ასისტენტ-პროფესორი;


ე) თეორიული ეკონომიკის კათედრა:


რუსუდან სირბილაძე - ასისტენტ-პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 2/2021

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021 წლის 11 იანვრის №54/28 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 18 იანვრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

 აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. თსუ-ს რექტორის 2020 წლის 24 დეკემბრის №252/01-01  ბრძანებით კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის გამოყენებითი ინფორმატიკის კათედრაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე

რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 3/2021

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ემუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების _ "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ.), სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 24 დეკემბრის N 255/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერება თაფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

1) თამარ მოკვერაშვილი - აპარატის უფროსი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი.

2) მარიამ ბაკურიძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

3) ხატია ხატიაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

 

2. საკონკურსო დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2021 წლის 3 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით 12:00-დან 15:00 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N1 (I კორპუსი), ოთახი N207.

 

3. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს. 

 

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 1

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია - ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აგრძელებს საკონფერენციო განაცხადების მიღებას საერთაშორისო ონლაინ კონფერენციისთვის „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“, რომელიც ჩატარდება 2021 წლის 22-24 სექტემბერს (კონფერენციის ჩატარება დაგეგმილი იყო 2020 წლის სექტემბერში, მაგრამ გადაიდო და ფორმატი შეიცვალა კოვიდ 19 პანდემიის გამო).

საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება ცნობილი კლასიკოსის, ბიზანტინისტისა და პაპიროლოგის, გრიგოლ წერეთლის 150 წლის იუბილეს  და კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დაარსების 100 წლისთავს.

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: (I) კლასიკური სიძველეთმცოდნეობისა და ბიზანტინისტიკის აქტუალური პრობლემები; (II) ანტიკური და ბიზანტიური სამყარო და თანამედროვეობა; (III) ანტიკური და ბიზანტიური სამყარო და საქართველო; (IV) ციფრული ტექნოლოგიები კლასიკურ სიძველეთმცოდნეობასა და ბიზანტინისტიკაში.

თითოეულ მომხსენებელს დაეთმობა ნახევარი საათი (მოხსენება - 20 წთ., დისკუსია - 10 წთ.). კონფერენციის სამუშაო ენები: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ახალი ბერძნული და ქართული.

მოხსენების თეზისების მიღების ბოლო ვადა: 30 მარტი, 2021. მოხსენების თეზისები (არა უმეტეს 250 სიტყვისა) წარმოდგენილი უნდა იყოს კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე (ქართულ თეზისებს თან უნდა ახლდეს მათი უცხოენოვანი თარგმანი კონფერენციის თეზისებში დასაბეჭდად). თეზისებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ: სახელი და გვარი, დაწესებულება და თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელფოსტა).

საკონფერენციო თეზისები, გთხოვთ, გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: g.tsereteli150@gmail.com. მოხსენებათა შერჩევა დასრულდება 2021 წლის 30 აპრილს. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

კონფერენციის პროგრამა გამოქვეყნდება 2021 წლის ივლისში.

კონფერენციის მასალები ფარული რეცენზირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „ფაზისში“, რომელიც ინდექსირებულია ERIH PLUS-ის მიერ (Phasis. Greek and Roman Studies, Institute of Cassical, Byzantine and Modern Greek Studies, Ivane Javakhishvili Tbilisi State University). დასაბეჭდად მოხსენების წარდგენის ბოლო ვადა: 30 დეკემბერი, 2021.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს: g.tsereteli150@gmail.com  

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2020 წლის 28 დეკემბრის №22684/30 წერილისა და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 18 იანვრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. თსუ-ს რექტორის 2020 წლის 15 დეკემბრის №246/01-01  ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა. 


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 1/2021

არჩილ დურგლიშვილი: „ფიზიკა გვაძლევს საშუალებას დავიკმაყოფილოთ ჩვენი ცნობისმოყვარეობა და, ამასთანავე, შევქმნათ ახალი ცოდნა...“

თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი არჩილ  დურგლიშვილი ფიზიკით, როგორც თავად ამბობს, „შემთხვევით“, ძმის რეკომენდაციის შემდეგ დაინტერესდა. თუმცა, ჩვენ ირგვლივ არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით  კითხვები  ყოველთვის ჰქონდა. ამ კითხვებზე პასუხები კი მოულოდნელად, ფიზიკის დარგში აღმოაჩინა. შესაბამისად, საკუთარი არჩევანით დღეს უკვე კმაყოფილია და როგორც ინსტიტუტის ერთ-ერთი აქტიური და პერსპექტიული თანამშრომელი, ნაწილაკების ფიზიკის ბირთვულ ლაბორატორიასთან (ცერნი) თანამშრომლობს და ცდილობს, თავად იყოს  ფიზიკის დარგში ახალი აღმოჩენების და  სხვების კითხვებზე პასუხების ავტორი.

 

„ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, თსუ ლექტორებმა თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ქართველ მეცნიერთა ჯგუფთან დამაკავშირეს. მათ მომცეს  ცოდნა, შემასწავლეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო ცერნის უდიდეს ექსპერიმენტებში მონაწილეობის მისაღებად. ქართველ მეცნიერებთან ერთად ცერნის საზაფხულო სტუდენტურ პროგრამაში მოვხვდი, ასევე ვიყავი  ფიზიკის, კომპიუტერული და საინჟინრო მიმართულებების სტუდენტური პროგრამის მონაწილე, სადაც სტუდენტებს ცერნის კლევითი ჯგუფების ყოველდღიურ მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობა გვქონდა. მე და ჩემი მეგობრები ჩართული ვიყავით როგორც ადრონული კალორიმეტრის მახასიათებლების გამოკვლევასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებაში, ისე  ექსპერიმენტულ მონაცემთა ანალიზში.“

 

რას წარმოადგენს ბნელი მატერია ? არსებობს თუ არა დამატებითი განზომილებები ? - არჩილ დურგლიშვილი ამბობს,რომ ცერნში უამრავი მეცნიერია,რომელთაც  ბევრი ასეთი საინტერესო შეკითხვა აქვთ.  ცერნი ნაწილაკების ფიზიკის ევროპული ლაბორატორიაა, სადაც ექსპერიმენტები დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარეობს. ეს ექსპერიმენტები საჭიროა, რომ მეცნიერებმა სამყაროს შემადგენელი ელემენტარული ნაწილაკები და მათ შორის ურთიერთქმედება შეისწავლონ. ახალგაზრდა მეცნიერი  ცერნში სწორედ ამ მეცნიერებს ხვდება და მათი კვლევის ინსტრუმენტებს ეცნობა.

„ცერნში ყოფნის უპირატესობა ისაა, რომ პირისპირ ხვდები კომპეტენტურ ადამიანებს. ისინი გიზიარებენ გამოცდილებას. მე მათ კითხვებს ვუსვამ და მათთან ურთიერთობით ჩემთვის გამოსადეგ ცოდნას ვიღებ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ონლაინაც არის შესაძლებელი, თუმცა, ცნობილ მეცნიერებთან პირისპირ შეხვედრა და დეტექტორის ექსპერიმენტზე დაკვირვება ახალგაზრდა მეცნიერებისთვის მდიდარი გამოცდილებაა“.

 

არჩილ დურგლიშვილი ფიზიკის დარგში დღეს არსებულ   სტანდარტულ მოდელთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხზე საუბრობს და მომავალში სწორედ ამ მიმართულებით არსებულ  სამეცნიერო კვლევებში ჩართვას გეგმავს.

 

„სტანდარტული მოდელი სამყაროს შემადგენელ ელემენტარულ ნაწილაკებს და მათ შორის ურთიერთქმედებას აღწერს. ამ მოდელის მიხედვით, ელემენტარულ ნაწილაკს - ნეიტრინოს მასა არ აქვს, თუმცა ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ რეალურად მას მასა ჰქონია.  სწორედ ამ მიმართულებით გაჩნდა ბევრი კითხვა. ჩვენ ვეძებთ ნიშანს, რომელიც ახალ ფიზიკას „გამოავლენს“, თუ კი ეს ნიშანი ვიპოვეთ, ჩვენ თეორეტიკოსებს მივცემთ დიდ ბიძგს - იპოვონ  ის მიმართულება, სადაც გააგრძელებენ ახალი მოდელების შექმნას.“

  

ამბობს, რომ თუ კი ადამიანებს გარემომცველი სამყაროს შესახებ კითხვები აქვთ, მათზე პასუხის მიღების უტყუარი გზა ნამდვილად ფიზიკაა. თუმცა, არ ავიწყდება ისიც, რომ პასუხების მიღების სანაცვლოდ, მეცნიერებმა დარგს განსავითარებლად ახალი ცოდნაც უნდა შესძინონ.

„არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს, თუ როგორ ანათებს ნათურა, ან მზე, როგორ მუშაობს ჩვენი მობილური ტელეფონი. ფიზიკა გვაძლევს საშუალებას დავიკმაყოფილოთ ჩვენი ცნობისმოყვარეობა და, ამასთანავე, შევქმნათ ახალი ცოდნა. ახალი ცოდნის შექმნა  და მეცნიერება ერთმანეთის გარეშე არ არსებობს.“

როგორც თავად ამბობს, ქართველ მეცნიერთა ჯგუფს უცხოელ კოლეგებთან ერთად წინ მნიშვნელოვანი  გზა აქვთ გასავლელი. ახალი ცოდნის შექმნით, ასევე გაჩნდება ბევრი ახალი კითხვაც, რომლებზე პასუხების ძიებას მეცნიერები  ხელახლა  დაიწყებენ. ასე კი ფიზიკის ლაბირინთებში მოგზაურობა არჩილ დურგლიშვილისთვის კიდევ უფრო საინტერესო  გახდება.

 

სრულად

ბრძანების N: