ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება
ბრძანების N:
კონფერენცია ეძღვნება
ჭაბუა ამირეჯიბის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს
27-29 მაისი, 2021
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანია, ინტერდისციპლინურ კონტექსტში წარმოაჩინოს 1921 წლის მოვლენები, დამოუკიდებლობის დაკარგვისა და ოკუპაციის ისტორიული, ლიტერატურული, კულტურული, პოლიტიკური, ეთნოლოგიური და სხვა ასპექტები.
1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ძალისმიერი დამხობის შემდეგ ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა, რომელმაც ტოტალიტარული სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირის, შემადგენლობაში შეიყვანა ქვეყანა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებიც. კომუნისტური ტირანიის დამყარებას მოჰყვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაცია ევროპაში, საქართველოში კი წინააღმდეგობის კერების წარმოშობა, ქართველ ინტელექტუალთა, პატრიოტ მოქალაქეთა პროტესტი, მათი რეპრესიები და მასობრივი ტერორი.
1921 წელი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიისთვის. ამ პერიოდის მოვლენებმა ასახვა პოვა ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ეს არის ტრაგიკული წელი, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოს ისტორიაში სხვა მოვლენებიც. 1921 წელი საქართველოსთვის არის საბჭოთა ეპოქის დასაწყისი. ეპოქისა, რომელსაც სჭირდება ახლებური გააზრება თანამედროვე გადასახედიდან და თანამედროვე ინტერდისციპლინური ანალიზი. აღნიშნული განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ამ ტრაგიკული მოვლენიდან 100 წლის შემდეგ როგორც ეპოქის, ისე მისი ცალკეული ასპექტების შეფასების პერსპექტივისათვის.
კონფერენცია ეძღვნება ქართველი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის (1921-2013), დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. ჭაბუა ამირეჯიბის ცხოვრება და შემოქმედება დიდად არის განპირობებული მისი ანტისაბჭოთა მოღვაწეობითა და საბჭოთა იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლით. 1943 წელს იგი დააპატიმრეს შეიარაღებული აჯანყების ბრალდებით. სხვადასხვა დროს მისჯილი ჰქონდა დახვრეტა, 25-წლიანი პატიმრობა, განაჩენის გამოტანას თვე-ნახევარი ელოდა სიკვდილმისჯილთა საკანში. პატიმრობის დროს სამჯერ გაიქცა და სასჯელი გაუორმაგეს, მონაწილეობდა პოლიტპატიმართა აჯანყებებში. 16-წლიანი პატიმრობისა და გადასახლების შემდეგ, 1960 წლიდან, ჭაბუა ამირეჯიბი ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს. 1972 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „დათა თუთაშხია“ მწერალს საყოველთაო აღიარება მოუტანა. რომანი თარგმნილია მრავალ ენაზე, რუსული თარგმანი კი ავტორისეულია. გადაღებულია მრავალსერიანი ფილმი „დათა თუთაშხია“. ჭაბუა ამირეჯიბის მეორე რომანი „გორა მბორგალი“ (1995) აღწერს საბჭოთა ეპოქას, გულაგს, მისი მთავარი პერსონაჟი მიიჩნევა ავტორის ალტერ ეგოდ. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია მრგვალი მაგიდა თემაზე: „ჭაბუა ამირეჯიბი 100 - საბჭოთა ეპოქა ლიტერატურასა და კინოში“.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ჰუმანიტარული და მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებს: ისტორიკოსებს, ფილოლოგებს, პოლიტოლოგებს, სოციოლოგებს, კულტუროლოგებს, ეთნოლოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს და სხვ.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
- საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 27-29 მაისი, 2021
- მრგვალი მაგიდა: „ჭაბუა ამირეჯიბი 100 - საბჭოთა ეპოქა ლიტერატურასა და კინოში“
- სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „1921 - საქართველოს ოკუპაცია 100 წლის პერსპექტივიდან“
- სტუდენტური ესეების კონკურსი „1921 - ოკუპაცია და მისი შედეგები“
- ვირტუალური გამოფენა „1921 და თბილისის უნივერსიტეტი“
კონფერენციის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
კონფერენცია ჩატარდება დისტანციურ ფორმატში
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
მნიშვნელოვანი თარიღები:
თეზისების მიღება 20. 01. 2021 – 20. 03. 2021
მიღებული თეზისების რეცენზირება - 20. 03. 2021 – 10. 04. 2021
ინფორმაცია მონაწილეობის შესახებ - 20. 04. 2021
სტატიების გაგზავნა - 20. 08. 2021
განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
ორგანიზაცია;
აკადემიური ხარისხი;
ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი
თეზისების გაფორმების წესი:
თეზისები მიიღება ქართველი ავტორებისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე.
უცხოელი ავტორებისთვის - ინგლისურ ენაზე.
თეზისების მოცულობა 300-500 სიტყვა თითოეულ ენაზე.
ორივე ენაზე შრიფტი – Sylfaen. შრიფტის ზომა – 11, ინტერვალი – 1;
მოსაკრებელი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
განაცხადები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე: 1921conference@tsu.ge
საკონტაქტო პირი:
ნინო პოპიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
დაგეგმილა მოხსენებების კრებულის გამოცემა.
ბრძანების N:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას "1921 წლის ისტორიულ-კულტურული მოვლენები: ხედვა საუკუნის შემდეგ" კონფერენცია ეძღვნება ჭაბუა ამირეჯიბის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. იხილეთ კონფერენციის საინფორმაციო წერილი.
ბრძანების N:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში
დასკვნითი გამოცდებისა და სამაგისტრო ნაშრომების დაცვების ჩატარების წესის შესახებ
უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 14 დეკემბრის 245/01-01, 2012 წლის 12 ივლისის N84/01-01 და 2013 წლის 26 დეკემბრის 182/01-01 ბრძანბების საფუძველზე
ვბრძანებ:
1. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გამოცდები და სამაგისტრო ნაშრომების დაცვები ფაკულტეტზე ჩატარდეს დისტანციურად.
2. დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების ფორმატი და წესი:
1) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დასკვნითი და დამატებითი გამოცდები სწავლების სამივე საფეხურზე და ასევე, სამაგისტრო ნაშრომების დაცვები ხორციელდება მხოლოდ, e-learning აკადემიური პლატფორმისა და/ან ZOOM აპლიკაციის საშუალებით. სურვილის შემთხვევაში პედაგოგს შეუძლია წერითი გამოცდის დროს e.learning-თან ერთად გამოიყენოს ზუმიც. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია მოითხოვოს მიკროფონისა და კამერის ჩართვა.
2) დაუშვებელია სოციალური ქსელების გამოყენება გამოცდის ჩატარების მიზნით. ლექტორები და სტუდენტები კომუნიკაციისთვის სარგებლობენ თსუ ელ-ფოსტით და elearning-ის პლატფორმით (და არა - ფეისბუკით ან პირადი ელფოსტით).
3) დასკვნითი და დამატებითი წერითი გამოცდები სწავლების სამივე საფეხურზე ტარდება სასწავლო კურსის სილაბუსით განსაზღვრული ფორმატით: ტესტური (ღია/დახურულ კითხვიანი, მრავლობით პასუხიანი), ესე, ქეისი ან მათი კომბინირებით სილაბუსით გათვალისწინებული შეფასების კომპონენტებისა და კრიტერიუმების შესაბამისად. დამატებითი და ძირითადი გამოცდა უნდა იყოს ანალოგიური და შეესაბამებოდეს სილაბუსით გაწერილ ფორმატს.
4) ზეპირი და წერითი გამოცდის კომბინაციის შემთხვევაში (თუ გათვალისწინებულია სილაბუსით) ზეპირი გამოცდა ტარდება zoom აპლიკაციით. გამოცდის მსვლელობის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის თანხმობის შემთხვევაში. ზეპირი გამოცდის ჩაწერაზე სტუდენტის უარის შემთხვევაში, ვერ მოხდება სააპელაციო განაცხადის მიღება აღნიშნული საგნის ზეპირ კომპონენტზე.
5) ფაკულტეტზე ბაკალავრიატის (ფსიქოლოგიისა და განათლების დეპარტამენტი) პროგრამების დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების გრაფიკის ორგანიზებას ახორციელებს საგამოცდო ცენტრი, ხოლო სამაგისტრო გამოცდებისა და ასევე, ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის გრაფიკის ორგანიზებას ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური საგნის პედაგოგებთან შეთანხმებით.
6) გამოცდის დისტანციურად (e-learning ან zoom პლატფორმაზე) ჩატარების წესებს თითოეული კურსისთვის პედაგოგები სემესტრის დასრულებისთანავე წერილობით, წინასწარ აწოდებენ სტუდენტებს აკადემიურ პლატფორმაზე - elearning.tsu.ge
3. გამოცდის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა
თუ გამოცდის მიმდინარეობის დროს სტუდენტთან დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი (დენის, ინტერნეტის გათიშვა), მაშინ ის ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის პედაგოგს და/ან ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, ხოლო 24 საათის განმავლობაში LMS-ის საშუალებით აგზავნის განცხადებას ფაკულტეტზე.
4. გამოცდის გადავადება, საგამოცდო ნაშრომების შეფასების გასაჩივრება, სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში გამოცდების შედეგების დაფიქსირება, საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა.
1) გამოცდის გადავადება, გამოცდების შედეგების შეფასების ვადები, სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში გამოცდების შედეგების დაფიქსირება, რეგულირდება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით (თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილება №77/2011 25.07.2011, თავი VII მუხლი 16) და თსუ-ში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციით (რექტორის ბრძანება №84/01-01,12.07.2012 და №182/01-01, 26.12.2013).
2) ძირითად გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში შესაბამის დამატებით გამოცდაზე გასვლა დასაშვებია განცხადების საფუძველზე. ფაკულტეტის დეკანის სახელზე განცხადება უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ფაკულტეტის კანცელარიის ელ.ფოსტაზე (chancellery.pes@tsu.ge) ძირითადი გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის დამატებით გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს ფაკულტეტის დეკანი.
5. საგამოცდო ნაშრომების შეფასების გასაჩივრება.
1) სტუდენტი უფლებამოსილია შედეგის გამოქვეყნებიდან 2 სამუშო დღის ვადაში მიმართოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს (ელექტრონული ბაზის საშუალებით – lms.tsu.ge) და მოითხოვოს შედეგების გადასინჯვა.
2) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური განცხადების/საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს განაცხადის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ლექტორის/სააპელაციო კომისიისთვის, რომელიც თავის მხრივ, 2 სამუშო დღის ვადაში უზრუნველყოფს აპელაციის დასკვნის მიწოდებას ფაკულტეტის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის.
3) საგამოცდო ნაშრომის საბოლოო შეფასებას სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში აფიქსირებს პედაგოგი.
6. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა
1) სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ხორციელდება დისტანციურად, zoom-აპლიკაციის გამოყენებით.
2) სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ოქმი შეივსება ელექტრონულად.
3) სამაგისტრო ნაშრომების დაცვა რეგულირდება ფაკულტეტის სამაგისტრო პროექტი/ნაშრომის წარდგენის, დაცვისა და შეფასების პროცედურით.
4) სამაგისტრო ნაშრომის დაცვის მსვლელობის დროს ტექნიკური ხარვეზის (დენის, ინტერნეტის გათიშვა) დაფიქსირების შემთხვევაში სტუდენტი 24 საათის განმავლობაში ინფორმაციას აწვდის პროგრამის ხელმძღვანელს და ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
7. საგამოცდო ტესტის/მასალის გავრცელება, პერსონალური მონაცემების დაცვა
1) სტუდენტის მიერ საგამოცდო ტესტის/მასალის გავრცელების შემთხვევაში ფაკულტეტს უფლება აქვს აღძრას სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე.
2) წერითი და ზეპირი გამოცდის, ასევე, სამაგისტრო ნაშრომის ჩაწერა შესაძლებელია გამოსაცდელი სტუდენტებისა და ლექტორის/ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში.
8. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ფსიქოლოგიისა დ განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,
პროფესორი თამარ გაგოშიძე
ბრძანების N: 1
პარიზ-საკლეს უნივერსიტეტი (საფრანგეთი) საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, მოიპოვონ ორწლიანი სასწავლო სტიპენდია ერთობლივ სამაგისრო პროგრამებზე LASCALA და SERP+ სწავლისათვის.
სწავლების ენა: ინგლისური
!!სტიპენდიაზე განაცხადების წარდგენა უნდა მოხდეს 2021 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაეცნოთ მოთხოვნილი კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციას შესაბამის ბმულზე: LASCALA, SERP+.
ბრძანების N:
კორუნას უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, მოიპოვონ სტიპენდია საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის ჩატარებაც დაგეგმილია 2021 წლის 19 ივლისიდან 30 ივლისამდე.
!!სტიპენდიაზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 27 იანვარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაეცნოთ მოთხოვნილი კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციას ბმულზე.
ბრძანების N:
ზრდასრულთა პროფილი, მათი ზრდასრულთა განათლებაში ჩართულობა უწყვეტი განათლების კონტექსტში და COVID 19-ის გავლენები
ზოგადი ინფორმაცია
თქვენი ასაკი
სქესი
საცხოვრებელი ადგილი
ბრძანების N:
ბრძანების N:
ელზა ცხაკაია თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერია. პირველი დამოუკიდებელი ექსპერიმენტი სკოლაში ჩაატარა. მაშინ ეს მისთვის ჯადოსნური და საოცარი მოვლენა იყო. ორი განსვავებული, უფერო სითხის შერევით მან მიიღო ჟოლოსფერი ხსნარი. საგნის ღრმად შესწავლის შემდეგ კი მიხვდა, რომ ეს სულაც არ იყო ჯადოსნობა და მან უბრალოდ ნივთიერება ტუტე ნატრიუმის ჰიდროქსიდი აღმოაჩინა ინდიკატორით, ფენოპტალეინით.
თავიდან ელზა ექიმობაზე ოცნებობდა, ადამიანების განკურნებაზე. მოგვიანებით სკოლაში ქიმიით დაინტერესდა და მიხვდა რომ ამ სფეროს სიღრმისეულად შესწავლა უფრო იზიდავდა. “ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ზოგადი კანონების შესწავლა, განტოლებების შედგენა და რთული ამოცანების ამოხსნა. მაინტერესებდა რამდენად იყო კავშირში ქიმია ყოველდღიურ ცხოვრებასთან, მედიცინასთან, ფარმაკოლოგიასთან, ხელოვნებასთან. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შეიცვალა ჩემი გადაწყვეტილება და დავუახლოვდი ქიმიას,” - ამბობს ელზა.
ახალგაზრდა მეცნიერი თავის პირველ წარმატებასაც ქიმიას უკავშირებს. ეს იყო პრეზიდენტის გრანტი “ახალგაზრდა მეცნიერთათვის”, რისთვისაც ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მედლით დააჯილდოვა.
2013-14 წლებში ელზამ მიიღო შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი დოქტორანტებისათვის, რომლის ფარგლებშიც გაიარა სტაჟირება საზღვარგარეთ. “ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი ნახტომი მეცნიერული თვალსაზრისით. იქ გავეცანი კვლევის ისეთ ახალ მეთოდებსა და ყველაზე თანამედროვე აპარატურას. ეს გამოცდილება ძალიან გამომადგა, მომცა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და მეტი პასუხისმგებლობა. მეცნიერისთვის და, ზოგადად - პიროვნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია იყო დამოუკიდებელი შენს საქმეში,”- ასე იხსენებს უცხოეთში სწავლის პერიოდს ელზა.
რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მოღვაწეობის მანძილზე ელზას, უცხოელ კლეგებთან ერთად, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტში. მათ შორის გამოარჩევს ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის ეგიდით განხორციელებულ კვლევას “შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში კავშირების დამყარება” (BS-ERA.NET), რომელიც მიზნად ისახავდა შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის დადგენას, ეროვნული პროგრამების ურთიერთკოორდინაციასა და ერთობლივი კონკურსების ჩატარებას უცხოელ კოლეგებთან ერთად. ასევე აღსანიშნავია პროექტი, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რომელიც შეეხებოდა მეორადი ნედლეულიდან ნახშირბადოვანი მასალების წარმოებას კარბონ-ბლექის სახით, მათ გამდიდრებასა და გამოყენებას.
მეცნიერის აზრით ქიმია გაცილებით ღრმა სფეროა, შრომატევადი და საინტერესო, ვიდრე უბრალოდ სასკოლო საგანი. ეს არის მუდმივი ძიების პროცესი, მუდმივად რაღაც ახლის გაგების სურვილი. “ყველაფერში არის ქიმია, გიზიდავს და გაინტერესებს რა დგას ამა თუ იმ მოვლენის მიღმა, რა მექანიზმებია, რით შეიძლება ახსნა ეს ყველაფერი, რა არის ამის საფუძველი. მუდმივად სვამ კითხვებს და ცდილობ იპოვო მათზე პასუხები. ასე ნელ-ნელა იძირები იმ სამყაროში, სადაც ატომები და იონები დაბობოქრობენ და ეს ხდება შენი ცხოვრების ნაწილი,” - ამბობს ელზა და აღნიშნავს, რომ სწორედ ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს.
ბრძანების N:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი იწყებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო კონფერენციისთვის “კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში – Vitae Discimus”.
თარიღი: 2021 წლის 24-26 თებერვალი
კონფერენცია ჩატარდება ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით.
კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოსა და, ზოგადად, თანამედროვე სამყაროში კლასიკური ენების სწავლების აქტუალური საკითხების შესახებ დისკუსიის ინიცირებას, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების მოძიებას. საკონფერენციო განაცხადი შეიძლება შეეხებოდეს კლასიკური ენების სწავლებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს (კლასიკური ენების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უნივერსიტეტებში, კლასიკური ენების სახელმძღვანელოები, შეფასების, სწავლებისა და სწავლის მეთოდები, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოციალური მედიისა და სხვა თანამედროვე მიდგომების გამოყენება, პანდემიის ზემოქმედება და სხვ.).
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ როგორც გამოცდილ, ისე ახალგაზრდა მკვლევარებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
თითოეულ მომხსენებელს დაეთმობა ნახევარი საათი (მოხსენება - 20 წთ., დისკუსია - 10 წთ.). მოხსენების თეზისები (300-600 სიტყვა) წარმოდგენილი უნდა იყოს კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე, ქართულად ან ინგლისურად.
გთხოვთ, მოხსენების თეზისები 2021 წლის 31 იანვრამდე გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: greekstudies@tsu.ge
თეზისებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ:
სახელი და გვარი;
დაწესებულება და თანამდებობა;
საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელფოსტა);
შეკითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე: greekstudies@tsu.ge
ბრძანების N:
2021 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის იუსტუს ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტი (JLU) პარტნიორი უმაღლესი დაწესებულებების სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შეაძლებლობას, მიიღონ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მშობლიურ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად და საკუთარი ქვეყნიდან გაუსვლელად დაგროვონ უცხოურ უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება.
ეს შეთავაზება მოიცავს გისენის უნივერსიტეტის 11 ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის 80-ზე მეტ ონლაინ კურსს, რომელიც სხვადასხვა საგანში სხვადასხვა ენაზე ჩატარდება (ინგლისურ, გერმანულ, პორტუგალიურ, ესპანურ ან უკრაინულ ენებზე).
გარდა ამისა, სასწავლო სპეციალიზირებულ კურსებთან ერთად, შესაძლებელია გერმანული ენის შემსწავლელ კურსებზე დასწრებაც.
!! აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა უფასოა გისენის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის.
VIP პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2021 წლის 15 თებერვალი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს, ასევე იხილოთ დანართი 1.
ბრძანების N:
ბრძანების N:
2021 წლის, 22 იანვარს, 16 საათზე, შედგება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ დოქტორანტ გიორგი ლეკვეიშვილის სადოქტორო ნაშრომის „შინამეურნეობების ენერგომოხმარების თავისებურებები საქართველოს სასოფლო და მცირე საქალაქო დასახლებებში“ დაცვა. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ვალერიან მელიქიძე.
დისერტაციის დაცვა განხორციელდება „ZOOM“ პლატფორმის მეშვეობით:
Join Zoom Meeting
https://zoom.us/j/8265409850?pwd=TSt2a2NmRGswTjNycm1vNHFVN0lQZz09
Meeting ID: 826 540 9850
Passcode: 1tQP4r
ბრძანების N:
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის კონფლიქტების ანალიზისა და მართვის დოქტორანტის იოსებ ჯაფარიძის მესამე სამეცნიერო კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის დამტკიცების შესახებ ვბრძანებ:
1. კონფლიქტების ანალიზისა და მართვის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მეექვსე სემესტრის დოქტორანტ იოსებ ჯაფარიძის III სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 21 იანვარს, 11:00 საათზე.
კომისიის შემადგენლობა:
1) გუგული მაღრაძე - ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი
2) ზურაბ აბაშიძე - ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი
3) ალექსანდრე კუხიანიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი
4) თეონა მატარაძე. - ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი
5) ვახტანგ მაისაია - მოწვეული ლექტორი, დოქტორი
2. დაცვა შედგება ონლაინ პლატფორმა “ZOOM”-ის გამოყენებით.
3. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ბრძანების N: 1/30
თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელ დავით სვანაძესთვის გარემოს შემსწავლელ მეცნიერების დარგში მოღვაწეობა, პირველ რიგში, სასარგებლო საქმის კეთების შესაძლებლობაა.
ახალგაზრდა მეცნიერმა საკუთარი პროფესია ცხოვრების წესად ოცი წლიდან აქცია და უკვე 12 წელია კვლევით საქმიანობასთან ერთად, კომპიუტერულ მოდელირების, დისტანციური ზონდირებისა და გეოსაინფორმაციო სისტემების მიმართულებით ლექციებს კითხულობს. მიწისძვრებისა და მეწყერების მიმართულებით სამეცნიერო კვლევებში ჩართულობა მას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და კონკრეტული ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვის შესაძლებლობას აძლევს.
თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში ამბობენ, რომ დავით სვანაძეს ყველა იცნობს, დღის განმავლობაში მისი ნახვა ერთდროულად ინსტიტუტის სხვადასხვა სამეცნიერო სექტორსა და ლაბორატორიაში არის შესაძლებელი.
კავკასიონის სისტემების გამყინვარების კლევა, ძველი და თანამედროვე გამყინვარების დინამიკა, გამოყენებითი და ექსპერიმენტული გეოფიზიკა, სეისმოლოგია, სეისმური საშიშროების და კატასტროფების რისკების შესწავლა და პრევენცია მისი ინტერესების სფეროს წარმოადგენს.
„მეცნიერება გაძლევს საშუალებას იპოვო საკუთარი თავი ამა თუ იმ დარგში და იყო თავისუფალი საკუთარ პროფესიაში. იამაყო და იცოდე, რომ ემსახურები სასიკეთო საქმეს. კვლევის და სწავლის პროცესში, პროფესიასთან ერთად, თანდათან ჰობსაც იძენ. ჩემთვის ნამდვილად ასეა. წლებია სამეცნიერო სფეროში ვმოღვაწეობ და ეს დარგი ჩემი ცხოვრების წესი, პრიორიტეტი და ჰობიც კი გახდა.“
დავით სვანაძე ინსტიტუტის სხვადასხვა საერთაშორისო პროექტშია ჩართული და იკვლევს მყინვარებს, ტექტონიკურ პროცესებს და იმ გარემო პირობებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის სიცოცხლეს და ინფრასტრუქტურაზე.
„გერმანიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად მნიშვნელოვან კვლევებს ვაწარმოებთ ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გლობალური პოზიციონირების სისტემების გამოყენებით, ტექტონიკური მოძრაობების შეფასება ხდება. ვაკვირდებით დამბის სხეულს, მის მოძრაობას და ვიბრირებას სხვადასხვა გარემო პირობებში, მათ შორის, ტემპერატურის, წყლის დონის ცვალებადობისას“.
საველე სამუშაოებში იგი გლობალური პოზიციონირების სისტემების (GPS) მონტაჟსა და გამართვაზეა პასუხისმგებელი. ამუშავებს მიღებულ მონაცემებს და შემდგომ ადარებს მათ სხვა ტიპის მონაცემებთან. უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ახალგაზრდა მეცნიერი ასევე აქტიურად თანამშრომლობს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰიდრომეტეროლოგიისა და გეოლოგიის დეპარტამენტთან. ამ თანამშრომლობისა და რამდენიმე საგრანტო პროექტის ფარგლებში ხდება მეწყერსაშიში ტერიტორიების მოდელირება, რადარებისა და სატელიტური მონაცემების დამუშავება/შედარება.
„ამ კვლევებში თანამედროვე ტექნოლოგიებს ვიყენებთ. მაგალითად, უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით, მეწყრული სხეულების ზედაპირის დინამიკას ვსწავლობთ. სხვადასხვა ტექნოლოგიური მოწყობილობები გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით ჩამოვიტანეთ საქართველოში. ისინი საშუალებას იძლევა მივიღოთ წონადი ინფორმაცია. გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები საინტერესო და საჭიროა ქვეყნის კეთილდღეობისთვის. კვლევები ამ სფეროში იძლევა იმის საფუძველს, რომ გავარკვიოთ, რა ტიპის საფრთხეს უქმნის კონკრეტული მეწყრული სხეული ინფრასტრუქტურას, ან ადამიანის ჯანმრთელობას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავიცვათ კონკრეტული ინფრასტრუქტურული ობიექტი, მოვახდინოთ მეწყრის წარმოქმნის პრევენცია და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე“.
ბუნების სიყვარულმა დავით სვანაძის პროფესიული არჩევანი განაპირობა, სამეცნიერო კვლევების დიდი ნაწილი ველზე მიმდინარეობს, რითიც ახალგაზრდა მეცნიერი ბუნებასთან კავშირს არ წყვეტს. მიუხედავად ამისა, თავისუფალ დროს ისევ გარეთ - ბუნებაში ატარებს.
„დრო როცა გამომიჩნდება ბუნებაში მივდივარ. ყოველთვის ვცდილობ მთაში სიარულს, იქნება ეს ველოსიპედით, ფეხით, კარვით, თუ სხვა საშუალებებით. ეს აქტივობები ძალიან მეხმარება კარგად შევიმეცნო გარემო პირობები, რაც ჩემი სამეცნიერო მიმართულების და ინტერესების დამსახურებაცაა. მეცნიერების ეს დარგი ბუნებასთან და გარემო პირობებთან თავისუფლად თანაცხოვრების შესაძლებლობას მაძლევს“ - გვიმხელს იგი.
ბრძანების N:
პოლონეთის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს კონკურსს საერთაშორისო მკვლევარებისთვის, რომელთა კვლევის თემა მე– 20 და 21 –ე საუკუნეებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების და ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის ტერიტორიაზე განსახლებისა და მიგრაციის საკითხებთან არის დაკავშირებული.
განაცხადის მიღების ვადა: 2021 წლის 15 თებერვალი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ იხილოთ დანართი 1.
ბრძანების N:
დისტანციური სასერთიფიკატო კურსი სტუდენტებისათვის გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
კურს წაიკითხავს ნორსვესტერნის უნივერსიტეტის (ჩიკაგო, აშშ) პროფესორი ჯეისონ დესანტო.
დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ლინკზე.
ბრძანების N:
დეტალური ინფორმაცია ფრანც ვერფელის, რიჩარდ პლაშკას და ერნსტ მახის სტიპენდიების შესახებ იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე.
ბრძანების N:
მაღალი ენერგიების ფიზიკის შესწავლის შემდეგ ახალგაზრდა მეცნიერმა, ჯუანშერ ჯეჯელავამ აღმოაჩინა, რომ მარტივი იდეებიდან რთულ შედეგებამდე მისვლა საკმაოდ იოლია და საბოლოოდ, ცერნის „კლასტერშიც“ ამოჰყო თავი. დღეს თავისი კვლევებით და „პოდკასტებით“ უკვე საზოგადოებას უმტკიცებს, რომ მეცნიერება ყველასთვისაა.
ჯუანშერი თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია. ფიზიკის სფეროში მოგზაურობა მეოთხე კლასში დაიწყო, დღეს კი მეცნიერების ამ დარგში მოღვაწეობა მისი საყვარელი საქმეა.
კვლევისა და შემეცნების პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, პარალელურად, ფიზიკის სიყვარულს თავის მოსწავლეებსა და სტუდენტებს უზიარებს. ამბობს, რომ მეცნიერებას და მეცნიერულ ცოდნას ერთი ძალიან დიდი ძალა აქვს - მას შეუძლია ადამიანებს ბედნიერება მიანიჭოს.
„მე, ზოგადად, მაინტერესებს როგორ არის რაღაც მოწყობილი და როცა იწყებ ამაში ქექვას, აღმოაჩენ, რომ ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ისტორია და ა.შ. ერთდროულად საინტერესოა. რადგანაც ფიზიკა უფრო კარგად გამომდიოდა, მასში ღრმად ჩაძრომა შევძელი. ვფიქრობ, რომ ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც აინტერესებს და რისი კეთებაც გულით უნდა. ფული შეიძლება იშოვო, მაგრამ საყვარელი საქმის კეთებით თუ იშოვი ფულს, მაშინ იქნები არა მარტო ფულიანი, არამედ - ბედნიერიც. ადამიანი ორიენტირებული უნდა იყოს იმისკენ, რაც შიგნიდან ხდის ბედნიერს. მეცნიერად ყოფნა ბედნიერს თუ არ გხდის, მაშინ არ უნდა იყო მეცნიერი. მაგრამ უკვე მიღებული ცოდნით შეგეძლება, მაგალითად, ქალაქის სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება, მატარებლების ეფექტური განრიგის შექმნა, მოკლედ გადადი რაშიც გინდა და იყავი ბედნიერი.“
ახალგაზრდა მეცნიერი განსაკუთრებით დაინტერესებულია ნაწილაკების ფიზიკით. ჩვენი სამყაროს შექმნის შესახებ დასმული არაერთი კითხვის პასუხი სწორედ ელემენტარულ ნაწილაკებამდე მიდის. მარტივად გვიხსნის, რომ ნაწილაკების ფიზიკა ელემენტარულ ნაწილაკებს და მათ შორის ურთიერთქმედებას სწავლობს. ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევები მეცნიერებს წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.
„არსებობს ატომები, ატომებს შიგნით გვაქვს ბირთვები, ხოლო იმას, თუ რა ხდება ბირთვების შიგნით, სწავლობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა. ეს გვაძლევს საშუალებას ჩავიხედოთ ძალიან ღრმად, თითქოს ბუნების სულში ჩაიხედეო. ანალოგი რომ მოვიყვანო, უბრალოდ კი არ იცი ადამიანის ანატომია, არამედ ზედმიწევნით ფლობ ინფორმაციას ორგანოების უჯრედების ფუნქციონირების შესახებ. სწორედ ეს განცდა მქონდა, როცა ნაწილაკების ფიზიკის თეორიაში ვმუშაობდი.“
ჯუანშერ ჯეჯელავამ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტი სამჯერ მოიპოვა, ბოლო ექვსი წელია კი 6-6 თვით ცერნის ექსპერიმენტებში მონაწილეობს. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ლაბორატორიას წარმოადგენს. იქ მიმდინარე კვლევები სამყაროს ფუნდამენტური სტრუქტურის შესწავლას და მის შესახებ ჩვენი წარმოდგენების გაფართოებას ემსახურება. ამ ტიპის კვლევებისთვის მეცნიერებს დეტექტორის შექმნა დასჭირდათ, რომელიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე გამოიყენება. იგი სინათლის სიჩქარემდე აჩქარებული პროტონების დაჯახების შედეგად წარმოქმნილ პროცესებს აკვირდება.
„ცერნში როცა ხვდები, ტექნიკურ სამუშაოს გაკეთებინებენ. დეტექტორიდან მოდის ციფრული სიგნალი, რომელიც ალგორითმით უნდა დაამუშაო და აღადგინო ფიზიკური სიდიდეები. ეს ნაწილი საერთოდ არ ვიცოდი. მეგონა, რომ თეორია განყენებულად არსებობს; ვფიქრობდი, რომ თეორეტიკოსებმა ისედაც იციან ყველაფერი და ექსპერიმენტატორები რაღაცას თავისთვის წვალობენ. აღმოჩნდა, რომ არა - ასე არ არის. იმდენად დაიყო ფიზიკა თეორიად, ექსპერიმენტად და შემდეგ დამუშავებად, რომ შეიძლება საერთოდ მოწყდნენ ერთმანეთს და ვერ ვხვდებოდეთ, რა პრობლემის წინაშე დგას ერთი ან მეორე. ცერნში განსაკუთრებით ის მომეწონა,რომ ამ პროცესს სრულად აკვირდები. ჯგუფი დიდია და, ასევე, დიდია შანსი რომ დაიკარგო; მაგრამ პატარა ჯგუფში თუ მოხვდი, სადაც აქტიური ხელმძღვანელი გყავს და გიჩიჩინებს, რომ მეტი და მეტი გააკეთო, ძალიან კარგია. საერთოდ, საზღვარგარეთ წასვლა და უცხოელ სპეციალისტებთან მუშაობა, მათ შორის ქართველებთან, ცოდნის გაზიარების კარგი საშუალებაა. ადრე მითხრეს და არ მჯეროდა - ადამიანი წიგნით არ სწავლობს, ადამიანი სწავლობს ადამიანისგან და თავისი გამოცდილებით. წიგნით ვერ ისწავლი იმას, რასაც სხვა გასწავლის.“
ჯუანშერ ჯეჯელავას ახალი ტიპის კვლევის ჩაატარება უნდა. ამბობს,რომ ეს აქამდე არავის გაუკეთებია. იგი ცერნის მონაცემების შემოწმებით ჩვენ ირგვლივ არსებული სივრცის შესწავლას აპირებს.
„მინდა ვნახო შეიძლება თუ არა ცერნში არსებული მონაცემებით მიკროსკოპულ მასშტაბებზე შევამოწმო ის,თუ როგორ არის მოწყობილი სივრცე. რაიმე ანომალია ხომ არ არის ჩვენს სივრცეში ისეთი, რომელიც შეიძება გაპარულიყო რუტინული შემოწმების დროს.“
ცოდნის მიღებისა და კვლევა-ძიების პარალელურად, ცდილობს საკუთარი გამოცდილება მოსწავლეებს, სტუდენტებს და საზოგადოებას გაუზიაროს. აქვს პოდკასტები, ატარებს სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს, ჰყავს ერთგული გამომწერები და მსმენელები, რომლებსაც ფიზიკასთან ერთად, სხვა თემებზეც ესაუბრება. თუმცა, ყველა მათგანი პირდაპირ თუ ირიბად, მეცნიერებას უკავშირდება.
„პოდკასტების მიზანია, რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადო, რომელიც სულ მაწუხებს. არ შეიძლება ადამიანი „აკეთებდეს“ ფიზიკას,რომელიც არავის ესმის და არ უხსნიდეს ხალხს, მიახლოებით მაინც, რას აკეთებს. თუ ადამიანს ელემენტარულ ცოდნას მივცემ, მაშინ ის იგივე ინფორმაციას ძალიან ბევრ სხვას ადამიანს მიაწვდის რამდენიმე წუთში. ჩემი პოდკასტის მიზანია, რომ იდეების დონეზე მაინც გაზიარდეს ეს ცოდნა. პოდკასტები ჯერ აუდიო ფორმატში გვაქვს. განთავსებულია ასევე სალექციო კურსები და 40-ზე მეტი ეპიზოდი. ბევრ ხალხთან მაქვს ჩაწერილი გადაცემა, მათ შორის, ანდრია როგავასთან, ირაკლი მინაშვილთან და ა.შ. თემები მრავალფეროვანია, რა თქმა უნდა, ვსაუბრობ ფიზიკაზე და ამავდროულად, death black metal-ზეც.“
სწავლების პროცესი განსაკუთრებით სიამოვნებს. ფიზიკის დარგში ცოდნის შეძენა და შემდგომ გადაცემა კიდევ უფრო საინტერესო ხდება იმ საერთაშორისო პროექტებისა და ექსპერიმენტების ფონზე, რომელშიც ჯუანშერ ჯეჯელავა წლებია მონაწილეობს. ამბობს, რომ დღეს მეცნიერებაში საოცრებები ხდება. სტუდენტებთან კი ყველაზე ხშირად სწორედ ამ საოცრებებზე საუბარი უყვარს.
„ჩვენ ვისწავლეთ მძლავრი აპარატების გაკეთება, რომლებიც გააზრებულ პასუხებს გვაძლევენ. სწორედ აქედან დაიწყო გარღვევა მეცნიერების ისეთ დარგებშიც კი, რომლებიც ადრე მკვდარი გვეგონა. ვფიქრობდით, რომ ვერ დავამუშავებდით ზღვა მონაცემებს. დღეს უკვე შეგვიძლია ეს და სხვა ბევრი საოცრების კეთებაც. ყველაზე უკეთ სტუდენტის თვალებში ჩანს, გაიგო თუ არა ეს ყველაფერი. ოცი სტუდენტიდან თუნდაც 2-3 -ს რომ გაუნათდება თვალები, ეგრევე ვხვდები, რას გრძნობს - როგორი კარგია, როცა არ იცოდი რაღაც და ახლა ბევრად მეტი იცი...“
პოდკასტი შეგიძლიათ იხილოთ: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone
ბრძანების N:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ჩატარების ვადების და კომისიის წევრების დამტკიცების შესახებ ვბრძანებ:
დამტკიცდეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ჩატარების გრაფიკი:
სადოქტორო სემინარები:
კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 12 თებერვალი, 11:00 სთ
კულტურის და მედიის სოციოლოგია - 10 თებერვალი, 12:00 სთ
სოციოლოგია - 15 თებერვალი, 10:00 სთ
ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება - 10 თებერვალი, 16:00 სთ
პოლიტიკის მეცნიერება - 16 თებერვალი, 11:00 სთ
დემოგრაფია - 9 თებერვალი, 12:00 სთ
მასობრივი კომუნიკაცია - 9 თებერვალი, 12:00 სთ
საერთაშორისო ურთიერთობები - 11 თებერვალი, 14:00 სთ
სამეცნიერო-კვლევითი პროექტები:
კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 12 თებერვალი, 13:30 სთ
კულტურის და მედიის სოციოლოგია - 10 თებერვალი, 12:30 სთ
სოციოლოგია - 16 თებერვალი, 10:00 სთ
ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება - 10 თებერვალი, 17:00 სთ
პოლიტიკის მეცნიერება - 17 თებერვალი, 11:00 სთ
საზოგადოებრივი გეოგრაფია - 16 თებერვალი, 18:00 სთ
მასობრივი კომუნიკაცია - 9 თებერვალი, 12:30 სთ
საერთაშორისო ურთიერთობები - 11 თებერვალი, 14:30 სთ
ურბანისტიკა - 17 თებერვალი, 14:00 სთ
2. დამტკიცდეს სადოქტორო პროგრამებზე სემინარების და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაცვის კომისიების შემადგენლობა:
საზოგადოებრივი გეოგრაფია
სალუქვაძე იოსებ - კომისიის თავმჯდომარე
დოლბაია თამარ - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
პავლიაშვილი ნინო - კომისიის მდივანი
მელიქიძე ვალერიან
გოგსაძე გოგი
კონფლიქტების ანალიზი და მართვა
მაღრაძე გუგული - კომისიის თავმჯდომარე
ჯორბენაძე რევაზ - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
მატარაძე თეონა - კომისიის მდივანი
აბაშიძე ზურაბ
მაისაია ვახტანგ
მასობრივი კომუნიკაცია
ჭალაგანიძე ნინო - კომისიის თავმჯდომარე
წერეთელი მარი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
მაისაშვილი ხათუნა - კომისიის მდივანი
კუპრაშვილი ნათია
შამილიშვილი მანანა
სოციოლოგია
კაჭკაჭიშვილი იაგო - კომისიის თავმჯდომარე
ბერძენიშვილი ამირან - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
შორენა თურქიაშვილი - კომისიის მდივანი
წულაძე ლია
კახა ქეცბაია
ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება
ბელქანია ნოდარ - კომისიის თავმჯდომარე
ჯორბენაძე რევაზ - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ოსეფაშვილი დალი - კომისიის მდივანი
ბერძენიშვილი ამირან
სარჯველაძე ნოდარ
პოლიტიკის მეცნიერება
მაცაბერიძე მალხაზ - კომისიის თავმჯდომარე
კუხიანიძე ალექსანდრე- კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ქარაია თამარ- კომისიის მდივანი
დუნდუა სალომე
აბაშიძე ზვიად
დემოგრაფია
ლორთქიფანიძე ვაჟა - კომისიის თავმჯდომარე
მელაძე გია - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
სახვაძე ანზორ - კომისიის მდივანი
თევზაძე რუსუდან
მელიქიძე ვალერიან
საერთაშორისო ურთიერთობები
თურმანიძე თორნიკე - კომისიის თავმჯდომარე
დავითაშვილი ზურაბ- კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ასანიშვილი ფიქრია - კომისიის მდივანი
აკობია ეკა
დავით მაცაბერიძე
კულტურის და მედიის სოციოლოგია
წულაძე ლია - კომისიის თავმჯდომარე
მატარაძე თეონა- კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ესებუა ფლორა - კომისიის მდივანი
ბერძენიშვილი ამირან
ქეცბაია კახა
ურბანისტიკა
სალუქვაძე იოსებ - კომისიის თავმჯდომარე
თამარ დოლბაია - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ნინო პავლიაშვილი - კომისიის მდივანი
გოგსაძე გიორგი
ვალერიან მელიქიძე
3. სასემინარო ნაშრომებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაცვა განხორციელდეს „ZOOM“ პლატფორმის მეშვეობით. დოქტორანტმა თავად უნდა უზრუნველყოს დაცვისათვის საჭირო ტექნიკური მზადყოფნა;
4. სასემინარო ნაშრომები და სამეცნიერო კვლევითი პროექტები უნდა აიტვირთოს 27 იანვრიდან 4 თებერვლის 17:00 საათამდე https://e-learning.tsu.ge/-ზე;
5. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა შეამოწმოს ნაშრომის ორიგინალობა და პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში აცნობოს დაცვის კომისიას;
6. ნაშრომში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, დაცვის კომისია:
ა) მისცემს დოქტორანტს ნაშრომის მომდევნო სემესტრში დაცვის უფლებას;
ბ) საკითხს განსახილველად გადასცემს თსუ-ის ეთიკის საბჭოს.
7. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა დაინტერსებულ პირთათვის;
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ბრძანების N: 27/30