საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტთა XI ვორქ-შოპის შედეგები

 


25  დეკემბერს    ქიმიის დეპარტამენტში ჩატარდა  სტუდენტთა XI ვორქ-შოპი.  კომისიის გადაწყვეტილებით  გადანაწილდა ადგილები:

I     ადგილი- არამ ბაზიკიანი  - ბაკალავრიატის  VII   სემესტრის  სტუდენტი

.
II     ადგილი-ლიზი კაკალაშვილი - ბაკალავრიატის VII   სემესტრის  სტუდენტი.
 

III    ადგილი- ნიკოლოზ კახაძე - ბაკალავრიატის    V     სემესტრის  სტუდენტი.

სრულად

ბრძანების N:

საველე კვლევა კავკასიაში: ახალი მიდგომები და გამოწვევები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით 2021 წლის 15-16 მაისს ტარდება კონფერენცია სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულების სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის - “საველე კვლევა კავკასიაში: ახალი მიდგომები და გამოწვევები”.

კონფერენციის მიზანია შექმნას სადისკუსიო სივრცე სოციო-კუტურული ანთროპოლოგიის მიმართულების დოქტორანტებისათვის. სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი კვლევითი პროექტები და მიიღონ შეფასება. კონფერენციაზე მსჯელობის მთავარი საგანი საველე კვლევის მეთოდოლოგია, თეორია და ნაშრომების მომზადების სტანდარტები იქნება.

თითეოულ მონაწილეს დაეთმობა 30 წთ. სესიებს გაუძღვებიან გამოცდილი ქართველი და უცხოელი ანთროპოლოგები.

კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისური იქნება.

კონფერენციის ჩატარების დროისთვის არსებული პანდემიური სიტუაციის გათვალისიწინებით კონფერენცია ჩატარება ფიზიკურად ან ვირტუალურად.

კონფერენციზე მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი წინაპირობაა, რომ განმცხადებელი იყოს საქართველოს ერთ-ერთი უნივერსიტეტის სოციო-კულტურული ანთროპოლოგიის, ეთნოლოგიის ან მომიჯნავე დარგის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი და მისი საკვლევი რეგიონი იყოს კავკასია. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს განცხადება (იხ. თანდართული ფორმა), სადოქტორო პროექტის მოკლე აღწერა (მაქსიმუმ 3 გვერდი, ინგლისურ ენაზე) და სარეკომენდაციო წერილი სამეცნიერო ხელმძღვანელისგან.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 თებერვალი. განაცხადები გამოგზავნეთ შემდეგ მისამართებზე:

ketevan.khutsishvili@tsu.ge და florian.muehlfried@iliauni.edu.ge.

სრულად

ბრძანების N:

სამაგისტრო პროგრამების გაერთიანების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

  

1. გაერთიანდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შემდეგი სამაგისტრო პროგრამები – “სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია” და “შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია” ერთ პროგრამად: “სოციალური, ორგანიზაციული და გამოყენებითი ფსიქოლოგია” (ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. შალვა აბზიანიძე)

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი 

სრულად

ბრძანების N: 16

ბიოფიზიკის სამაგისტრო პროგრამაში “სამედიცინო ბიოფიზიკის” მოდულის დამატების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

 

1. ბიოფიზიკის სამაგისტრო პროგრამას დაემატოს მოდული “სამედიცინო ბიოფიზიკა” და პროგრამა ჩამოყალიბდეს შემდეგი სტრუქტურით: ბიოფიზიკა, გამოყენებითი ბიოფიზიკა და სამედიცინო ბიოფიზიკა.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 17

ვარლამ თოფურია - 120

2021 წლის 8 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ს/ს ინსტიტუტი და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი  გამართავენ აკადემიკოს ვარლამ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საჯარო სხდომას.

დამატებითი ინფორმაცია იხ. მოსაწვევში.

 

ზუმის მისამართი, ვარლამ თოფურია - 120

8 იანვარი, 2021, 12 საათი

Join Zoom Meeting https://zoom.us/j/6371189142?pwd=am1YVkUrbTJPZUlxYWpKbkRPUVNvUT09

Meeting ID: 637 118 9142 Passcode: 122397

One tap mobile +12532158782,,6371189142#,,,,*122397# US (Tacoma) +13017158592,,6371189142#,,,,*122397# US (Washington D.C)

სრულად

ბრძანების N:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთა სრული საუნივერსიტეტო დაფინანსების შესახებ

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ, ეკონომიკისა და ბიზნესის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთა 10 პროცენტს უნივერსიტეტი აფინანსებს სრულად.


2. დადგენილების პირველი პუნქტით თანახმად ადგილები გადანაწილდეს შემდეგნაირად:


ჰუმანიტარული ფაკულტეტი (22 ადგილი):

 

გვიანანტიკური და შუა საუკუნეების ფილოსოფია (ერთობლივი) -1
პედაგოგიკა – 1
რელიგიის ფილოსოფია და რელიგიათმცოდნეობა – 1
განათლების მეცნიერებები – 1
მსოფლიო ისტორია – 1
ხელოვნებათმცოდნეობა – 1
კულტურის მეცნიერებები - 1
საქართველოს ისტორია - 1
არქეოლოგია და ეთნოლოგია -1
კავკასიოლოგია - 1
ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია – 1
ქართველური ენათმეცნიერება – 1
ზოგადი და შედარებითი ენათმეცნიერება (ერთობლივი) და ძველი ქართული ენა და ხელნაწერთმცოდნეობა (ერთობლივი) – 1
რუსული და სლავური ფილოლოფია - 1
თარგმანმცოდნეობა - 1
ბერძნულ-რომაული ფილოლოგია - 1
ინგლისური ფილოლოგია - 1
გერმანული ფილოლოგია - 1
რომანისტიკა, რომანული ენები და ლიტერატურა - 1
აღმოსავლური ფილოლოგია - 1
არმენოლოგია – 1
ასირიოლოგია - 1

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (14 ადგილი)

 

მათემატიკა – 2
კომპიუტერული მეცნიერებანი – 2
ქიმია – 2
ბიოლოგია – 2
გეოგრაფია – 2
ფიზიკა – 3
გეოლოგია – 1

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (12 ადგილი)

 

კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 1
მულტიკულტურული საზოგადოება - 1
კვლევის მეთოდები ფსიქოლოგია - 1
საზოგადოებრივი გეოგრაფია - 2
სოციოლოგია - 1
სოციალური სამუშაო – 1
ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტაცია - 1
პოლიტიკური მეცნიერება - 1
პრესისა და ტელე-რადიო ჟურნალისტიკა - 1
საერთაშორისო ურთიერობები – 1
ფსიქოლოგიის გაერთიანებული პროგრამა - 1

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

 

15 ადგილი (გადანაწილდა მიღებული შეფასების მიხედვით)

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 14ა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სრული საუნივერსიტეტო დაფინანსების დამატებითი ადგილების განსაზღვრის შესახებ

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩარიცხულ ორმოც მაგისტრანტს უნივერსიტეტი დამატებით აფინანსებს სრულად.

 

2. დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად ადგილები გადანაწილდეს შემდეგნაირად:

 

ა) ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართველოლოგიური მეცნიერებებისათვის  – 15 ადგილი
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 15 ადგილი
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 10 ადგილი

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 15

საბაკალავრო, სამაგისტო და სადოქტორო პროგრამების აკადემიური ექსპერტიზის პროცედურის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს საბაკალავრო, სამაგისტო და სადოქტორო პროგრამების აკადემიური ექსპერტიზის პროცედურა (დანართი №1).

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

 


დანართი  №1

 

საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების აკადემიური ექსპერტიზა

 

თსუ-ში პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, თვითშეფასების მომზადების პროცესში სისტემატურად უნდა მოხდეს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შეფასება და სრულყოფა, რაც უნდა უზრუნველყოფს შიდა და გარე აკადემიურმა ექსპერტიზამ.

 

პროგრამების შიდა აკადემიურ ექსპერტიზას ახორციელებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინირებით.

 

გარე აკადემიური ექსპერტიზის ორგანიზებას ახდენს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

 

საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სრული ვერსია, მათი თეორიული დასაბუთება და ყველა სასწავლო კურსის სილაბუსი საექსპერტოდ შეიძლება გადაეცეს:

 

ა) თსუ-ს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ამავე ან მომიჯნავე დარგის სრულ ან ასოცირებულ პროფესორს (კონტრაქტით მოწვეულ პირს), რომელიც არ არის ჩართული აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში.

 

ბ) საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, ინსტიტუტების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ამავე ან მომიჯნავე დარგის მკვლევარს, თუ იგი არ არის ჩართული აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში.

 

გ) საქართველოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ამავე ან მომიჯნავე დარგის სრულ ან ასოცირებულ პროფესორს, თუ იგი არ არის ჩართული აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში.

 

დ) შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ამავე ან მომიჯნავე დარგის უცხოელ ექსპერტს, მკვლევარს ან პროფესორს თუ იგი არ არის ჩართული აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში.

 

ე) თსუ-ს პარტნიორ რომელიმე უცხოურ უნივერსიტეტს, რომელთან გაფორმებული ხელშეკრულებაც ითვალისწინებს ამ ტიპის თანამშრომლობას.

 

საერთაშორისო ექსპერტიზისათვის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სრული ვერსია, მათი თეორიული დასაბუთება და ყველა სასწავლო კურსის სილაბუსი უნდა ითარგმნოს შესაბამის უცხო ენაზე პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალის მიერ.

 

ექსპერტების შერჩევის დროს უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი.

 

ექსპერტის ვინაობა, ისევე როგორც მისი დასკვნა კონფიდენციალურია, რაც ექსპერტმა წინასწარ უნდა დაადასტუროს წერილობით.

 

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის გარდა, ექსპერტიზის დასკვნა ეცნობება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელსა და შესაბამისი კვალიფიკაციის წევრს, პროგრამის ხელმძღვანელსა და შესაბამის აკადემიურ პერსონალს.

 

როგორც შიდა, ისე გარე ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, აკადემიურ პერსონალთან კონსულტაციების საფუძველზე, ფაკულტეტის და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა შეიმუშავოს სათანადო რეკომენდაციები, რომლებსაც წარუდგენს საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელს/კოორდინატორს.

 

აღნიშნული რეკომენდაციები განხილულ უნდა იქნას ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი და ა.შ.), ან შესაბამისი პროფილის მქონე აკადემიური პერსონალის (მოწვეული პედაგოგების) სხდომაზე.
მისაღები და გასაზიარებელი შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებულ უნდა იქნას, რაც პროგრამების შემდგომ სრულყოფას, სწავლების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. თითოეული შენიშვნისა თუ რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობა უნდა დასაბუთდეს სათანადო არგუმენტებით.

 

ფაკულტეტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის რეკომენდაციით, ფაკულტეტის საბჭომ უნდა განიხილოს აკადემიური ექსპერტიზის შედეგად პროგრამაში შესატანი ცვლილებები, რაც შემდგომ უნდა დაამტკიცოს აკადემიურმა საბჭომ.

 

თსუ-ში ამჟამად მოქმედი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკადემიური ექსპერტიზის ვადები:

 

პროგრამის შიდა მონიტორინგი: 15-31 იანვარი
პროგრამის გარე აკადემიური ექსპერტიზა: 1-28 თებერვალი
აკადემიური ექსპერტიზის შედეგების ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება, პროგრამაში ცვლილებების შეტანა: 1-30 მარტი
გაუმჯობესებული პროგრამების წარდგენა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში: 2 აპრილი
პროგრამების მონიტორინგი ფაკულტეტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ: 2-30 აპრილი
პროგრამაში შესატანი ცვლილებების განხილვა და დამტკიცება ფაკულტეტის და აკადემიური საბჭოს მიერ: 1-15 მაისი

სრულად

ბრძანების N: 13

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით        
                                     

   

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა (დანართი №1).

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი 

სრულად

ბრძანების N: 14

საბაკალავრო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.05.2011, №47/2011 დადგენილებით

 

1. დამტკიცდეს საბაკალავრო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების პროცედურა (დანართი № 1).

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი


დანართი № 1

 

საბაკალავრო პროგრამის წარმოდგენისა და
დამტკიცების პროცედურა

 

თსუ-ს წესდების შემუშავებამდე საბაკალავრო (მაჯორ და მინორ) პროგრამის წარმოდგენა და დამტკიცება უნდა მოხდეს შემდეგი პროცედურების დაცვით:

 

1. საბაკალავრო პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალს, ე.წ. კლასიფიკატორს, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ნოემბრის № 633 ბრძანებით.

 

2. პროგრამას უძღვება დარგის სრული პროფესორი. იმ შემთხვევაში, თუ დარგს არ ჰყავს სრული პროფესორი, პროგრამას უძღვება ასოცირებული პროფესორი. თუ დარგი წარმოდგენილია რამდენიმე სრული (ან რამდენიმე ასოცირებული) პროფესორით, მაშინ ისინი ერთად ქმნიან პროგრამას, ხოლო მათგან ერთ-ერთი არის კოორდინატორი მოცემული პროფილის აკადემიური პერსონალის საერთო შეთანხმებისა და გადაწყვეტილების საფუძველზე.
პროგრამას შეიძლება უხელმძღვანელოს მოწვეულმა, შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირმა. გადაწყვეტილება პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ უნდა მიიღოს აკადემიურმა საბჭომ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

 

4. შემუშავებული პროგრამა განიხილება ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი და ა.შ.), ან შესაბამისი პროფილის მქონე აკადემიური პერსონალის (მოწვეული პედაგოგების) სხდომაზე, ხოლო პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

 

5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს პროგრამის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან, ხოლო ამ პროცესს კოორდინირებას უწევს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. მას ევალება სადაო საკითხების გადაწყვეტაც. ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს.

 

6. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს, ხოლო ამ პროცესს კოორდინირებას უწევს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (პროგრამა დეკანის, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერებითა და ფაკულტეტის ბეჭდით ეგზავნება თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, რომელსაც ევალება მისი წარდგენა აკადემიური საბჭოს წინაშე).

 

7. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამები გადაეცემა თსუ საინფორმაციო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის დროულ განთავსებას თსუ ვებ-გვერდზე.

 

8. ფაკულტეტის შესაბამის საკონსულტაციო სამსახურს, ტუტორებს, პროგრამის ხელმძღვანელებსა და კოორდინატორებს ევალებათ სტუდენტების ინფორმირება სასწავლო პროგრამის შესახებ, რაც მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში უნდა დაეხმაროთ.

 

9. თსუ-ში პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, თვითშეფასების მომზადების პროცესში სისტემატურად უნდა მოხდეს საბაკალავრო პროგრამების შეფასება და სრულყოფა.

 

10. თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ევალება საბაკალავრო პროგრამების მონიტორინგი, შესაბამისი დასკვნების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა ფაკულტეტების და აკადემიური საბჭოს წინაშე.

 

11. წარმოდგენილ საბაკალავრო (მაჯორ და მინორ) პროგრამაში მითითებული უნდა იყოს:

 

ძირითადი (მაჯორ) სპეციალობისათვის:

 

1. საბაკალავრო პროგრამის დასახელება და მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი.
2. საბაკალავრო პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება (მიზანი, სწავლის შედეგი, დასაქმების სფეროები, სწავლის გაგრძელების საშუალება).
3. ძირითადი სპეციალობის არჩევის ბოლო ვადა (სემესტრი) (საორიენტაციოდ).
4. საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა (მოდულები, საგნები, შესაბამისი კრედიტები).
5. მოდულების / საგნების სილაბუსები.

 

დამატებითი (მინორ) სპეციალობისათვის:

 

1. დამატებითი სპეციალობის პროგრამის დასახელება.
2. პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება (მიზანი, სწავლის შედეგი, დასაქმების სფეროები, სწავლის გაგრძელების საშუალება).
3. დამატებით სპეციალობაზე მიღების წინაპირობები.
4. პროგრამის სტრუქტურა (მოდულები, საგნები, შესაბამისი კრედიტები)
5. მოდულების / საგნების სილაბუსები.

 

12. საბაკალავრო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების ვადები:
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში საბაკალავრო პროგრამის წარმოდგენა: 27. 12. 06
ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ პროგრამის განხილვა: 27. 12. 06 – 08. 01. 07
პროგრამების განხილვა ფაკულტეტის საბჭოს მიერ და მისი წარდგენა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისთვის: 08. 01. 07 – 12. 01. 07
პროგრამის განხილვა და დამტკიცება აკადემიური საბჭოს მიერ: 15. 01. 07 (ეს თარიღი შეიძლება შეიცვალოს. იგი დამოკიდებულია აკადემიური საბჭოს სხდომების გრაფიკზე).
ინფორმაციის გადაცემა საინფორმაციო სამსახურისათვის. ინფორმაციის განთავსება ვებ-გვერდზე: 15. 01. 07 – 22.01.07.

სრულად

ბრძანების N: 11

მაგისტრატურის გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით



$1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №10 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები:

 

1. დადგენილების პირველ პარაგრაფში – ,,სამაგისტრო სპეციალობებისა და საკონკურსო ადგილების დადგენა” – შეტანილ იქნეს შესწორება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება მოხდება სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯზე.
2. მაგისტრატურაში სწავლება ფასიანია. საფასურის ოდენობა განისაზღვრება თითოეული სასწავლო წლისათვის დადგენილი საუნივერსიტეტო ტარიფების შესაბამისად.
3. მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთაგან 10% მიიღებს სრულ საუნივერსიტეტო დაფინანსებას.
4. საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტთა წახალისების მიზნით იქმნება მაგისტრატურის სტუდენტთა სტიპენდიის ფონდი.

 

2. დადგენილების მეორე პარაგრაფის მეორე ქვეპუნქში შეტანილ იქნეს შესწორება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. მაგისტრატურაში სწავლების უფლება აქვს ბაკალავრს და მასთან
გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
2. უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმალური ცნობა (აღიარება) ხდება “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.

 

3. დადგენილების მესამე პარაგრაფში –,,კონკური. ჩარიცხვა” - შეტანილი იქნეს შესწორება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მაგისტრატურა|ში ჩარიცხვა წარმოებს კონკურსის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც ტარდება წერითი გამოცდა სპეციალობაში. წერითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას, ანუ მინიმუმ 51 ქულას. ცალკეული სამაგისტრო პროგრამა შეიძლება ითვალისწინებდეს დამატებით წინაპირობად უცხოური ენის ცოდნას.

 

$2. მაგისტრატურის გამოცდის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები:
1. კონკურსის ჩატარების მიზნით იქმნება საფაკულტეტო დარგობრივი კომისია. თითოეული ფაკულტეტი წარმოადგენს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების კომისიის შემადგენლობას, რომელთა საფუძველზეც დგება ერთიანი საუნივერსიტეტო დარგობრივი კომისია. ამ კომიისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
2. კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება მეთვალყურეთა ჯგუფი.
3. კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი საჩივრების განხილვის მიზნით, იქმნება საპრეტენზიო კომისია. საპრეტენზიო კომისიის წევრი არ შეიძება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ან საგამოცდო კომისიის წევრი.
4. საგამოცდო კომისიის მუშაობას ზედამხედველობას უწევს სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი. მონიტორინგის ჯგუფის წევრი არ შეიძლება იყვნენ საგამოცდო და საპრეტენზიო კომისიის წევრები.

 

$3. მაგისტრატურაში მიღების მსურველთა რეგისტრაციისა და კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტს.
სასწავლო დეპარტამენტი შეიმუშავებს შესაბამის ნორმატიულ აქტებს და კონკურსის ჩატარების გრაფიკს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს - უნივერსიტეტის რექტორს 2007 წლის 25 იანვრამდე.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭო თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 12

მაგისტრატურაში მიღების წესების დამტკიცების თაობაზე (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით


 
შეტანილია ცვლილებები აკადემიური საბჭოს 23.01.2007.
№12 დადგენილებით.

 
 
 
 
1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესები:


 
 
1. სამაგისტრო სპეციალობებისა და საკონკურსო ადგილების დადგენა


 
1. სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება მოხდება სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯზე .
2. მაგისტრატურაში სწავლება ფასიანია . საფასურის ოდენობა განისაზღვრება თითოეული სასწავლო წლისათვის დადგენილი საუნივერსიტეტო ტარიფების შესაბამისად .
3. მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთაგან 10% მიიღებს სრულ საუნივერსიტეტო დაფინანსებას .
4. საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტთა წახალისების მიზნით იქმნება მაგისტრატურის სტუდენტთა სტიპენდიის ფონდი . (23.01.2007. № 12)


 
 
2. კონკურსზე დაშვება


 
2.1. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსზე დაიშვებიან უმაღლესი განათლების მქონე ბაკალავრები და ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების მქონე დიპლომირებული სპეციალისტები, მაგისტრატურაში მიღების წესების 2.2.2-2.2.3 მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.
2.2. 1. მაგისტრატურაში სწავლების უფლება აქვს ბაკალავრს და მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს. 2. უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმალური ცნობა (აღიარება) ხდება“ უმაღლესი განათლების შესახებ ” საქართველოს კანონის 50- ე მუხლის შესაბამისად . ( 2 3.01.2007. № 12)
2.3. მაგისტრატურის საკონკურსო გამოცდებზე კონკურსანტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დროულად გაიარა რეგისტრაცია მიმღებ კომისიაში და წარადგინა სათანადო საბუთები.
2.4. თსუ-ის მაგისტრატურაში სათანადო საკონკურსო ადგილების დასაკავებლად ყველა კონკურსანტი აბარებს ერთ საკონკურსო გამოცდას სპეციალობაში წერითი სახით.
 
 
3. კონკურსი. ჩარიცხვა


 
3. მაგისტრატურაში ჩარიცხვა წარმოებს კონკურსის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც ტარდება წერითი გამოცდა სპეციალობაში. წერითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას, ანუ მინიმუმ 51 ქულას. ცალკეული სამაგისტრო პროგრამა შეიძლება ითვალისწინებდეს დამატებით წინაპირობად უცხოური ენის ცოდნას. (23.01.2007. № 12)
 
 


4. საბუთები მაგისტრატურისათვის და მათი მიღება


 
4.1. მაგისტრატურაში სწავლის მსურველმა მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
1. პირადი განცხადება რექტორის სახელზე, სამაგისტრო პროგრამის (მოდულის, ქვემოდულის) ზუსტად მითითებით (ფორმა №69 გაიცემა მიმღებ კომისიაში);

2. უმაღლესი განათლების დიპლომი (დედანი) დანართითურთ და მათი შესაბამისი თითო ასლი;
3. მაგისტრატურის კონკურსანტის ანკეტა (ფორმა №39მ გაიცემა მიმღებ კომისიაში);
4. სამი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3სმ X 4სმ.;

5. მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
6. სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი საბუთი (სავალდებულოა ვაჟებისათვის).

4.2. კონკურსზე დაშვებული კონკურსანტები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ საკონკურსო გამოცდაზე დაუგვიანებლად და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე კონკურსანტის გამოცდაზე დაშვება არ მოხდება!
საბუთების მიღება იწარმოებს სტუდენტთა რეგისტრაციის ოფისში. თსუ I კორპუსი, 110-ე ოთახი.
საბუთების მიღების ვადები: 27 ნოემბრიდან 27 დეკემბრამდე გამოცდები გაიმართება იანვარში.

 

სააპელაციო ვადები: გამოცდის დამთავრებიდან ერთი კვირის ვადაში .
ცნობებისათვის მიმართეთ ტელ. 25-26-50.
 
 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 10

მაგისტრატურაში მიღების წესების დამტკიცების თაობაზე

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესები:

 

1. სამაგისტრო სპეციალობებისა და საკონკურსო ადგილების დადგენა 


1.1თსუ-ის მაგისტრატურაში მოქმედებს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სექტორები. ნებისმიერი სამაგისტრო სპეციალობისათვის ორივე სექტორზე სწავლება მიმდინარეობს ერთიანი სასწავლო გეგმითა და საერთო მოთხოვნების დაცვით.
1.2. უნივერსიტეტი ყოველწლიურად განსაზღვრავს მაგისტრატურის სახელმწიფო ბიუჯეტზე სწავლების მისაღებ კონტინგენტს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის საბიუჯეტო სექტორის კონტინგენტის 30%-მდე ოდენობით.

 

2. კონკურსზე დაშვება


2.1. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსზე დაიშვებიან უმაღლესი განათლების მქონე ბაკალავრები და ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების მქონე დიპლომირებული სპეციალისტები, მაგისტრატურაში მიღების წესების 2.2.2-2.2.3 მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.
2.2. საქართველოს მოქალაქე ბაკალავრები მაგისტრატურის მისაღებ კონკურსში დაიშვებიან როგორც საბიუჯეტო, ასევე არასაბიუჯეტო სექტორზე.
საქართველოს მოქალაქე დიპლომირებული სპეციალისტები და უცხო ქვეყნის მოქალაქე უმაღლესი განათლების მქონე ბაკალავრები და დიპლომირებული სპეციალისტები მაგისტრატურის მისაღებ კონკურსში დაიშვებიან მხოლოდ არასაბიუჯეტო სექტორზე;
2.3. მაგისტრატურის საკონკურსო გამოცდებზე კონკურსანტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დროულად გაიარა რეგისტრაცია მიმღებ კომისიაში და წარადგინა სათანადო საბუთები.
2.4. თსუ-ის მაგისტრატურაში სათანადო საკონკურსო ადგილების დასაკავებლად ყველა კონკურსანტი აბარებს ერთ საკონკურსო გამოცდას სპეციალობაში წერითი სახით.

 

3. კონკურსი. ჩარიცხვა

 


3.1. მაგისტრატურაში კონკურსანტთა ჩარიცხვა განხორციელდება სამაგისტრო სპეციალობაში მიღებული შეფასების შესაბამისად.
3.2.

  • სამაგისტრო სპეციალობაში საკონკურსო გამოცდა ტარდება წერითი სახით. საკონკურსო გამოცდის წერითი ნამუშევარი შეფასდება 100-ბალიანი სისტემით.
  • სპეციალობაში გამოცდას ატარებს საკონკურსო-საფაკულტეტო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია მაგისტრატურაში მისაღებ საკონკურსო გამოცდის შეფასებათა სიზუსტეზე.

3.3. მაგისტრატურაში საკონკურსო გამოცდების შედეგების შესაბამისად სამაგისტრო სპეციალობისათვის დაშვებულ ვაკანტურ ადგილებზე საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სექტორებზე ჩაირიცხებიან ის კონკურსანტები, რომლებიც სპეციალობის საგანში მიიღებენ 60 ან მეტ ქულას და დააგროვებენ გამსვლელ ქულას.
3.4. კონკურსანტები, რომლებიც სპეციალობაში მიიღებენ 60 ქულაზე ნაკლებს, მოიხსნებიან კონკურსიდან და არ ჩაირიცხებიან მაგისტრატურაში სწავლების სექტორის მიუხედავად.
3.5. არასაბიუჯეტო სექტორზე ჩარიცხული მაგისტრანტები სწავლის სემესტრულ საფასურს იხდიან რეგისტრაციის დროს.

 

4. საბუთები მაგისტრატურისათვის და მათი მიღება

 


4.1. მაგისტრატურაში სწავლის მსურველმა მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
1. პირადი განცხადება რექტორის სახელზე, სამაგისტრო პროგრამის (მოდულის, ქვემოდულის) ზუსტად მითითებით (ფორმა #69 გაიცემა მიმღებ კომისიაში);
2. უმაღლესი განათლების დიპლომი (დედანი) დანართითურთ და მათი შესაბამისი თითო ასლი;
3. მაგისტრატურის კონკურსანტის ანკეტა (ფორმა #39მ გაიცემა მიმღებ კომისიაში);
4. სამი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3სმ X 4სმ.;
5. მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
6. სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი საბუთი (სავალდებულოა ვაჟებისათვის).
4.2. კონკურსზე დაშვებული კონკურსანტები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ საკონკურსო გამოცდაზე დაუგვიანებლად და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე კონკურსანტის გამოცდაზე დაშვება არ მოხდება!

 

საბუთების მიღება იწარმოებს სტუდენტთა რეგისტრაციის ოფისში. თსუ I კორპუსი, 110-ე ოთახი.
საბუთების მიღების ვადები: 27 ნოემბრიდან 27 დეკემბრამდე
გამოცდები გაიმართება იანვარში
სააპელაციო ვადები: გამოცდის დამთავრებიდან ერთი კვირის ვადაში.

 

ცნობებისათვის მიმართეთ ტელ. 25-26-50.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
გიორგი ხუბუა

სრულად

ბრძანების N: 10

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ირანული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის N91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ირანული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


2. ნომადი ბართაია – თსუ ასოცირებული პროფესორი
3. ჯემშიდ გიუნაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი
4. ქეთევან მეგრელიშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ენების ცენტრის მასწავლებელი
5. დარეჯან გარდავაძე – თსუ ასოცირებული პროფესორი


6. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 157

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

2020–2021  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების დაცვის ვადებისა და დაცვის კომისიების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 23 აპრილის #3 ოქმის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის ელექტრონულ ფორმატში დაცვის წესი“ საფუძველზე

ვბრძანებ:

  1. 2020–2021  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების დაცვის   თარიღად განისაზღვროს 15 თებერვალი;
  2.  შეიქმნას 2020–2021  სასწავლო  წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისიები  შემდეგი შემადგენლობით:

საზოგადოებრივი გეოგრაფია
1) გიორგი გოგსაძ ე– პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2) ნინო პავლიაშვილი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
3) ვალერიან მელიქიძე  – ასოცირებული პროფესორი
4) ია იაშვილი – ასოცირებული პროფესორი
5) გიორგი კვინიკაძე - ასოცირებული პროფესორი

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია
1) ნინო ჭალაგანიძე – ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2) ხათუნა კაჭარავა  - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
3) მანანა შამილიშვილი - ასოცირებული პროფესორი
4) მარი წერეთელი – ასოცირებული პროფესორი
5) ნათია კუპრაშვილი - ასოცირებული პროფესორი

პოლიტიკის მეცნიერება
1) ალექსანდრე კუხიანიძე – პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2) თამარ ქარაია– ასოცირებული  პროფესორი, კომისიის მდივანი
3) სალომე დუნდუა – ასოცირებული პროფესორი
4) ზვიად აბაშიძე – ასოცირებული პროფესორი
5) ავთანდილ ტუკვაძე - ასოცირებული პროფესორი

საერთაშორისო ურთიერთობები
1) ზურაბ დავითაშვილი – პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2) კონსტანტინე შუბითიძე – მოწვეული პედაგოგი, კომისიის მდივანი
3) ფიქრია ასანიშვილი - ასოცირებული პროფესორი
4) თორნიკე თურმანიძე – ასოცირებული პროფესორი
5) დავით მაცაბერიზე - ასოცირებული პროფესორი

სოციოლოგია
1)    ამირან ბერძენიშვილი-პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2)    შორენა თურქიაშვილი -ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი
3)    კახა ქეცბაია - ასოცირებული პროფესორი
4)    ნინო დურგლიშვილი- ასოცირებული პროფესორი
5)    ლელა გაფრინდაშვილი -ასოცირებული პროფესორი

 

3. საბაკალავრო ნაშრომების e-learning-ზე ატვირტვის თარიღია: 30 იანვარი, 2021წლის; 23:00სთ
4. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ  პირთათვის ბრძანების გაცნობა ;
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
 

სრულად

ბრძანების N: 26/30

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ფსიქოლოგიის მიმართულებით:

ასისტენტ-პროფესორი –  ირინე ჟვანია
თინათინ ჭინჭარაული
ეკა ფირცხალავა
ირინა გედევანიშვილი
სოფიო თევდორაძე

 

ჟურნალისტიკის მიმართულებით:

ასოცირებული პროფესორი -  ელდარ იბერი
ასისტენტ-პროფესორი  -  ნინო ჭალაგანიძე
მარინე ლომიძე
ნათია კუპრაშვილი
ელზა ლომიძე

 

საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით:

ასისტენტ-პროფესორი -  თამარ დოლბაია

 

პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით:

ასისტენტ-პროფესორი -  ალექსანდრე წურწუმია

 

სოციოლოგიის მიმართულებით:

ასისტენტ-პროფესორი -   ნინო შატბერაშვილი    

  

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის დასკვნა.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 155

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებით

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,

 

I. განისაზღვროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოების ფორმირების პროცედურა:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნებს ნიშნავს რექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების შესახებ უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას.
3. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალი აირჩევა ფაკულტეტებზე არსებული პროგრამული მიმართულებების პროფესორების რაოდენობის გათვალისწინებით.
4. ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორი.
5. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევიან შესაბამისი პროგრამული მიმართულების პროფესორთა კრებაზე ღია კენჭისყრით. პროფესორთა კრება ირჩევს  თავმჯდომარესა და მდივანს. კენჭისყრის შედეგები ჯამდება სათანადო ოქმით (დანართი №1). კანდიდატების დასახელება ხდება კრებაზე. პროგრამული მიმართულების თითოეულ წევრს შეუძლია საკუთარი კანდიდატურის, ასევე სხვა კანდიდატურების დასახელება. ყოველ კანდიდატს კენჭი ეყრება ინდივიდუალურად. უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი ხდება ფაკულტეტის საბჭოს წევრი. თანაბარი ხმების მიღების შემთხვევაში ტარდება განმეორებითი კენჭისყრა.
6. ფაკულტეტის საბჭოს წევრად არჩეული აკადემიური პერსონალის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება აკადემიური თანამდებობისათვის დადგენილი ვადის შესაბამისად. აკადემიური თანამდებობისათვის დადგენილი ვადის გასვლის ან აკადემიური თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვების შემთხვევაში პირს უწყდება ფაკულტეტის საბჭოს წევრის სტატუსი. ფაკულტეტის საბჭოს ვაკანტური ადგილის დასაკავებლად იმართება განმეორებითი არჩევნები ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით.


II. თსუ ფაკულტეტების საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვროს  შემდეგნაირად:

- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 80 წევრი (20 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 60 პროფესორი – მათ შორის 20 ეკონომიკის მიმართულებით და 40 ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);

- მედიცინის ფაკულტეტი - 40 წევრი (10 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 30 პროფესორი – მათ შორის – 7 თერაპიის მიმართულებით, 9 ქირურგიის მიმართულებით, 3 ნეირომედიცინის მიმართულებით, 2 დიაგნოსტიკური მედიცინის მიმართულებით, 4 თეორიული მედიცინის მიმართულებით, 2 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, 3 სტომატოლოგიის მიმართულებით);

- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 80 წევრი (20 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 60 აკადემიური პერსონალი – მათ შორის 11 კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით, 13 მათემატიკის მიმართულებით, 9 ფიზიკის მიმართულებით, 7 ქიმიის მიმართულებით, 9 ბიოლოგიის მიმართულებით, 6 გეოგრაფიის მიმართულებით, 3 გეოლოგიის მიმართულებით, 2 ელექტრონიკის მიმართულებით);

- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 80 წევრი (20 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 60 აკადემიური პერსონალი – მათ შორის 21 ფსიქოლოგიის მიმართულებით, 12 ჟურნალისტიკის მიმართულებით, 8 საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით, 8 პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით, 6 სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებით, 5 საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით);

- იურიდიული ფაკულტეტი – 65 წევრი (20 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 45 აკადემიური პერსონალი – მათ შორის: 3 სამართლის ისტორიის მიმართულებით, 6 კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით, 3 ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, 6 საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, 15 კერძო სამართლის მიმართულებით, 3 სამართლის მეთოდების მიმართულებით, 9 სისხლის სამართლის მიმართულებით).

- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 80 წევრი (20 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 60 აკადემიური პერსონალი – მათ შორის 9 ისტორიის მიმართულებით, 1 არქეოლოგიის მიმართულებით, 1 ეთნოლოგიის მიმართულებით, 1 კულტურის მეცნიერებების მიმართულებით, 1 ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით, 14 ქართული ფილოლოგიის მიმართულებით, 4 კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტიური ფილოლოგიის მიმართულებით, 1 ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით, 3 ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით, 3 გერმანული ფილოლოგიის მიმართულებით, 2 რომანული ფილოლოგიის მიმართულებით, 2 აღმოსავლეთმცოდნეობა – არაბისტიკის მიმართულებით, 2 აღმოსავლეთმცოდნეობა- ირანისტიკის მიმართულებით, 2 აღმოსავლეთმცოდნეობა-თურქოლოგიის მიმართულებით, 1 აღმოსავლეთმცოდნეობა-არმენოლოგიის მიმართულებით, 1 აღმოსავლეთმცოდნეობა ებრაისტიკა-არამეისტიკის მიმართულებით, 1 აღმოსავლეთმცოდნეობა-ასირიოლოგიის მიმართულებით, 2 რუსული ფილოლოგიის მიმართულებით, 1 კავკასიოლოგიის მიმართულებით, 3 ხელოვნება და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით, 3 ფილოსოფიის მიმართულებით, 2 განათლების მეცნიერებების მიმართულებით).

 

III. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

IV. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 156