საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სტუდენტთა რეგიონალური სამეცნიერო კონფერენცია – "მერაბ მამარდაშვილი – 90"

24 ნოემბერს, სამშაბათს, 10 საათზე, იუნესკოს პროგრამის ფარგლებში გაიხსნება ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა რეგიონალური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება მერაბ მამარდაშვილის 90-ე წლისთავს.

კონფერენცია ჩატარდება ზუმის პლატფორმაზე: ID 7132438344; კოდი: 7777

დამატებითი ინფორმაცია იხ. პროგრამაში.  

სრულად

ბრძანების N:

სამეცნიერო კონფერენცია – ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში

მიმდინარე წლის 22 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი ჩაატარებს რიგით მეოთხე კონფერენციას: ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში.

მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო კონფერენცია ჩატარდება დისტანციურად Zoom-ის პლატფორმაზე.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართული ლიტერატურის პრობლემატიკით დაინტერესებულ ყველა მსურველს. გთხოვთ, ა. წ. 15 დეკემბრამდე განსახილველად წარმოადგინოთ მოხსენების სათაური მცირე ანოტაციასთან ერთად, რომელშიც გამოკვეთილი იქნება ის სიახლე ქართული ლიტერატურის ისტორიის თუ ქართული ლიტერატურული კრიტიკის თვალსაზრისით, რასაც შემოთავაზებული მოხსენება ეძღვნება.

კონფერენციის სამეცნიერო კონსულტანტი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე.

კონფერენციის კოორდინატორები:

თსუ მეცნიერ-მკვლევარი ირმა მაკარაძე. მობ.: 577 252518

ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის უფროსი სპეციალისტი კოტე ლომიძე. მობ.: 579 13 60 11.

საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ, ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #13; ელ. ფოსტა: kartvelologist@gmail.com;  makaradze85@gmail.com; lomidze.kote1@gmail.com

სრულად

ბრძანების N:

სილაბუსის ახალი ფორმის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.05.2011, №47/2011 დადგენილებით

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

1. დამტკიცდეს სილაბუსის ახალი ფორმა (დანართი 1, დანართი 2) და მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსების სილაბუსების განსხვავებული ფორმა (დანართი 3, 4, 5, 6).

2. სილაბუსის ახალი ფორმის მიხედვით წარმოდგენილ იქნას პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო, დიპლომირებული მედიკოსის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სასწავლო კურსები.

3. სილაბუსის ახალი ფორმები ძალაში შევიდეს 2010-2011 სასწავლო წლიდან.  

4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
5. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 255

საქართველოსა და უცხოეთის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების აღიარების წესი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

1. დამტკიცდეს საქართველოსა და უცხოეთის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების აღიარების წესი (დანართი 1).

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 256

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების წესის და თვითშეფასების კითხვარის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის საფუძველზე,

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითშეფასების კითხვარი (დანართი 1) და სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების პროცედურა (დანართი 2).

2. განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასება თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე ყოველი კალენდარული წლის ბოლოს.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს (ი. კალანდაძე) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 254

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემისა და მეცნიერ-ხელმძღვანელის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№23/29 - 01

05.10.2020

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელის  დამტკიცების შესახებ      

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე,

ვბრძანებ:

დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემა და მეცნიერ-ხელმძღვანელი:

1.1. მათე შვანგირაძე - „საქართველო-დსთ-ს ქვეყნების ვაჭრობის თანამედროვე ტენდეციები“

  მეცნიერ-ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე

1.2. ვასო ოჩიგავა - „სახელმწიფო ვალის ტენდენციები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში (შედარებითი ანალიზი)“

  მეცნიერ-ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე

1.3. გრიგოლ  კაპანაძე - ,, ელექტროენერგიის ეფექტიანად  გამოყენების  მიმართულებები საქართველოში“

 მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  მარინა  ჩავლეიშვილი

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი       გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 23/29 - 01

სტუდენტურ კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2020 წლის 20 ნოემბერს ჩატარდა  საფაკულტეტო  სტუდენტური კონფერენციის II ეტაპი, სადაც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I ეტაპზე გამარჯვებულმა 12 სტუდენტმა. სტუდენტებმა სხვადასხვა თემატიკაზე წარმოადგინეს საკმაოდ საინტერესო მოხსენებები. კონფერენციაში გამარჯვებულ 3 სტუდენტს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიერ გადაეცემათ ფულადი ჯილდო.

I  ადგილი - ივანე კიშკო, III კურსი

თემა:  „საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები გლობალიზაციის პირობებში“

ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი რამაზ ფუტკარაძე

II ადგილი -  ბექა ბაიაშვილი, IV კურსი

თემა: „წრიული ეკონომიკის ბიზნესმოდელების დანერგვის შესაძლებლობები საქართველოში“

ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ინეზა გაგნიძე

III ადგილი -  ანა აბესაძე, II კურსი

 თემა: ,,შიდა ტურიზმის განვითარების  ტენდენციები  საქართველოში COVID-19      პანდემიის ფონზე“       

ხელმძღვანელი - პროფესორი  სიმონ  გელაშვილი

სრულად

ბრძანების N:

The Precondition for enrollment in educational program ,,Dentistry’’:

Biology, Chemistry, and English language courses are taken at school. After submitting documents   (passport copy and secondary school certificate translated into Georgian language and attested by notary)  to  TSU,  candidates should be invited for the video interview by skype to confirm efficient knowledge of the English language.

THE NEET CERTIFICATE ARE REQUIRED  FOR  THE CITIZENS OF THE REPUBLIC OF INDIA

Please, fill the application form and attach all the required documents. Send your application to the following email addresses.

1.chancellery@tsu.ge

The deadline for submitting documents in TSU is  February  10, 2021. 

Tuition fees: annually 7000$ (3500 $ per semester)

University can provide the part of foreign students with a dormitory (We will have exact information after enrollment).

The educational process will be started on  March  15, 2021

PLEASE PAY ATTENTION THAT DUE TO COVID-19 PANDEMIC THE ALL ABOVE MENTIONED CAN BE CHANGED.

All changes will be announced on our website

Faculty wishes  you success and hopes to  meet you in Tbilisi

Application Form

სრულად

ბრძანების N:

ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისრო პროგრამები ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში

ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი - BOKU (ავსტრია) 2021/2022 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამებზე:

  1. European Master in Animal Breeding and Genetics (EMABG) 
  2. International Master in Soils and Global Change (IMSOGLO) - 4 ევროპული უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა - Ghent University (Belgium), University of Natural Resources and Life Sciences (BOKU), Vienna (Austria), University of Göttingen (Germany), Aarhus University (Denmark).
  3. International Master in Soils and Global Change (emPLANT+) - კონსორციუმის 6 წევრის ერთობლივი პროგრამა - Institut Polytechnique UniLaSalle (France), Szent István University (Hungary), Swedish University of Agricultural Sciences (Sweden), University of Natural Resources and Life Sciences, Vienna (Austria), Università Degli Studi di Milano (Italy) and Universitat Politècnica de València (Spain).

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის 2020 წლის 29 ოქტომბრის #215/01-01 და #216/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№ 24/29 - 01

20.11.2020 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების  და ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის 2020 წლის 29 ოქტომბრის #215/01-01 და #216/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსის   ფარგლებში  საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების მიზნით, შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ეთერ გიგაური - კანცელარიის უფროსი, აპარატის უფროსი;

ბ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი;

გ) ელისო კვირკაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს დაევალოს საკონკურსო საბუთების მიღება 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით 10.00 -დან 16:00 საათამდე, შესვენება 13.00-დან 14:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი №403.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებისას, საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებმა აპარატმა უზრუნველყოს თსუ-ის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 28 ოქტომბრის №128/2019 დადგენილების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ) ყველა კონკურსანტისთვის  გაცნობა, ამავე დადგენილების ასლის გადაცემის გზით, რაც უნდა დადასტურდეს კონკურსანტის ხელმოწერით.

წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის  დეკანი,    პროფესორი            გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 24/29 - 01

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება

2020 წლის 14-15 ნოემბერს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, გაიმართა სტუდენტური შეჯიბრი ადამიანის უფლებათა სამართალში: იმიტირებული სასამართლო პროცესები. 

შეჯიბრი ჩატარდა Zoom პლატფორმის მეშვეობით.

შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა 7 გუნდი საქართველოს 3 უნივერსიტეტიდან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

14 ნოემბერს გაიმართა შეჯიბრის შესარჩევი რაუნდები. თითოეულ შეხვედრას აფასებდა 2 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია. მოსამართლეების შეფასებების საფუძველზე ნახევარფინალში გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის 1 გუნდი.

15 ნოემბერს ჩატარდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშები. შეჯიბრის გამარჯვებული გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი შემდეგი შემადგენლობით: მარიამ ჭიკაძე, მარიამ კახიძე, ნინო დანელიშვილი, მერაბ დობორჯგინიძე, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი. 

საუკეთესო მომხსენებლის სტატუსი მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წევრმა - ნინო დოლუაშვილმა. 

შეჯიბრი განხორციელდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) ხელშეწყობით.

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – ნიკოლოზ ბარათაშვილი 175

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრა 28 დეკემბერს გამართავს ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები 2020 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გააგზავნონ  შემდეგ მისამართზე: tamar.sharabidze@tsu.ge

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 12 წუთი,
მსჯელობა – 3 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

კონფერენცია გაიმართება ზუმის პლატფორმაზე.

თეზისების გაფორმების წესი:  
მომხსენებლის სახელი, გვარი;

ფაკულტეტი, სწავლების საფეხური.

მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 100 სიტყვა

ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური პოზიცია.

გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.

საკონტაქტო პირი:  ასოც. პროფესორი თამარ შარაბიძე

სრულად

ბრძანების N:

სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 
22 ივლისის №100/2019 დადგენილებით

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
16.03.2011, №26/2011 დადგენილებით

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

  • დამტკიცდეს სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქცია (დანართი 1).

  • კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
  • დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
     
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 250

სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 
22 ივლისის №100/2019 დადგენილებით

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

  • დამტკიცდეს სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქცია (დანართი 1).

  • კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
  • დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
     
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 250

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსები – სწავლების თანამედროვე მეთოდები (დანართი 1), მეცნიერების მენეჯმენტი (დანართი 2), ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება კვლევა/სწავლებაში და ელექტრონული კურსების შექმნა (დანართი 3).

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 251

საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.05.2011, №47/2011 დადგენილებით

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

1. დამტკიცდეს საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია (დანართი 1).

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 252

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემისა და მეცნიერ-ხელმძღვანელის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№23/29 - 01

05.10.2020

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელის  დამტკიცების შესახებ      

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე,

ვბრძანებ:

დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემა და მეცნიერ-ხელმძღვანელი:

1.1. მათე შვანგირაძე - „საქართველო-დსთ-ს ქვეყნების ვაჭრობის თანამედროვე ტენდეციები“

  მეცნიერ-ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე

1.2. ვასო ოჩიგავა - „სახელმწიფო ვალის ტენდენციები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში (შედარებითი ანალიზი)“

  მეცნიერ-ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე

1.3. გრიგოლ  კაპანაძე - ,, ელექტროენერგიის ეფექტიანად  გამოყენების  მიმართულებები საქართველოში“

 მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  მარინა  ჩავლეიშვილი

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი                           გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 23/29 - 01

სამაგისტრო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.05.2011, №47/2011 დადგენილებით

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

1. დამტკიცდეს სამაგისტრო პროგრამის შემუშავების ინსტრუქცია (დანართი 1).

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 253

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის 2020 წლის 29 ოქტომბრის #215/01-01 და #216/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№ 24/29 - 01

20.11.2020          

 ქ.თბილისი

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების  და ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის 2020 წლის 29 ოქტომბრის #215/01-01 და #216/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსის   ფარგლებში  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების  და ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის 2020 წლის 29 ოქტომბრის #215/01-01 და #216/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსის   ფარგლებში  საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების მიზნით, შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ეთერ გიგაური - კანცელარიის უფროსი, აპარატის უფროსი;

ბ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი;

გ) ელისო კვირკაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს დაევალოს საკონკურსო საბუთების მიღება 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით 10.00 -დან 16:00 საათამდე, შესვენება 13.00-დან 14:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი №403.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებისას, საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებმა აპარატმა უზრუნველყოს თსუ-ის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 28 ოქტომბრის №128/2019 დადგენილების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ) ყველა კონკურსანტისთვის  გაცნობა, ამავე დადგენილების ასლის გადაცემის გზით, რაც უნდა დადასტურდეს კონკურსანტის ხელმოწერით.

წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის  დეკანი,     პროფესორი                 გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 24/29 - 01

დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
 31.10.2016, №124/2016 დადგენილებით

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
18.12.2009, №328/2009; 16.03.2011, №27/2011; 
25.03.2013, №55/2013 დადგენილებებით

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე, 

1.     დამტკიცდეს დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქცია (დანართი 1).

11. დადგენილება ვრცელდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში 2011 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე. (16.03.2011, №27/2011)

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია). 
3.დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. 
 
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 249