საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტ გიორგი ჭანტურიძისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს კანონის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. 2009-2010 სასწავლო წლის განმავლობაში შეუჩერდეს სტუდენტის სტატუსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტს – გიორგი ჭანტურიძეს განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობებიდან გამომდინარე.


2.  დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი).
3.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 310

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს №91 და 247/1 დადგენილებების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 01 ივლისის №60/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა  მიმართულების სრული პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები.


II. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სრული  პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს ალექსანდრე კუხიანიძე.


III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 306

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ასირიოლოგიის, სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის, ეთნოლოგიისა და ირანისტიკის სამაგისტრო პროგრამების ამოქმედების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 



“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ამოქმედდეს ასირიოლოგიის, სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის, ეთნოლოგიისა და ირანისტიკის სამაგისტრო პროგრამები თანდართული სახით (დანართი 1).

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 308

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორანტურის სასწავლო კურსის სილაბუსი: ”პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (პბს)” (დანართი 1).


2. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორანტურის სასწავლო კურსის სილაბუსი: “აკადემიური წერა ბიომედიცინაში” (დანართი 2).


3.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 303

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკისა და სამართლის ისტორიის სამეცნიერო  კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს კანონის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-6  და მე-9 მუხლების საფუძველზე,

 

1.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შეიქმნას ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკისა და სამართლის ისტორიის სამეცნიერო  კვლევითი ინსტიტუტი.

 

2.  დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკისა და სამართლის ისტორიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დებულება (დანართი 1).

 

3.  დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

4.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 304

2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო და 2010–2011 სასწავლო წლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარმოდგენის ვადების დამტკიცების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,


I. 2010-2011 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამები (პროგრამების აღწერილობა და კურიკულუმით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო და არჩევითი საგნის სილაბუსი) წარმოდგენილ იქნას შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2010 წლის 29 იანვრისა.   
2010-2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამები (პროგრამების აღწერილობა და კურიკულუმით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო და არჩევითი საგნის სილაბუსი) წარმოდგენილ იქნას შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2009 წლის 30 დეკემბრისა.
2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამები წარმოდგენილ იქნას შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2009 წლის 14 დეკემბრისა.


II. იმ შემთხვევაში, თუ თსუ აკადემიური საბჭოს მიერ უკვე დამტკიცებულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების აღწერილობასა და სილაბუსებს არ განუცდიათ რაიმე ცვლილება, მაშინ შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელმა
(კოორდინატორმა) განცხადებით უნდა მიმართოს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, რომ პროგრამას გაეწიოს რეკომენდაცია ფაკულტეტისა და აკადემიურ საბჭოების წინაშე მისი აღწერილობისა და სილაბუსების განმეორებით წარმოდგენის გარეშე.     


III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი  ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 305

კარიერის მართვის ინტენსიური კურსი

მიმდინარეობს კარიერის მართვის ინტენსიური კურსი (16 ნოემბერი - 6 დეკემბერი)

კურსზე რეგისტრირებულია თსუ-ის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის 84 სტუდენტი და კურსდამრთავრებული.

კურსი მოდულისაგან შედგება და კვირის განმავლობაში მიმდინარეობს

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის მიერ შერჩეული 15 მონაწილე ჩარეთვება კარიერული ცენტრის მენტორის პროგრამაში, გაივლიან შესაბამის ტრენინგებს და მარტიდან კარიერის მართვის კურსის მენტორები იქნებიან.

კურსი მიმდინარებოს დისტანციურად ZOOM პლატფორმაზე და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს.

სრულად

ბრძანების N: კარიერის მართვის ინენსიური კურსი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს №91 და 247/1 დადგენილებების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 08 ივლისის №66/01-01 და 2009 წლის, 23 აპრილის №44/01-01 ბრძანებების საფუძველზე,

 

I.  დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ პროფესორების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები.


II.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ შემდეგი კონკურსანტები:
III.   
1.  საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ქვემიმართულება – მაია გონაშვილი.
2.  საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის ქვემიმართულება – ეკა აკობია.
3.  ნაციონალიზმის თეორიის ქვემიმართულება – დავით მაცაბერიძე.


IV.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 301

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს № 92 დადგენილებაში “ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით



საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს კანონის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს № 92 დადგენილებაში “ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ”:


1.1. მე-6 მუხლის მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ზ” ქვეპუნქტი ,,იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის/აღდგენის წესით ჩარიცხულ სტუდენტს მიმდინარე სემესტრში ფაკულტეტი ვერ სთავაზობს მომსახურებას.”
1.2. მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ადმინისტრაციული ან/და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა ზედიზედ სამი სემესტრის განმავლობაში.”

 

2.    კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (რ.ჩიქოვანი).

3.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 302

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სრული პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ.

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,

 


1.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სრული პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


1.1.    იოსებ სალუქვაძე – სრული პროფესორი;
1.2.    გიორგი გოგსაძე – სრული პროფესორი;
1.3.    ზურაბ დავითაშვილი – სრული პროფესორი;
1.4.    მალხაზ მაცაბერიძე – სრული პროფესორი;
1.5.    იაგო კაჭკაჭიშვილი – სრული პროფესორი.

 

2.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი


ზურაბ დავითაშვილი
წევრი


აკაკი ყულიჯანაშვილი
წევრი


ირმა რატიანი
წევრი


გიორგი დავითაშვილი
წევრი


ქეთევან მარშავა
წევრი


რევაზ გველესიანი
წევრი


გუგული მაღრაძე
წევრი

სრულად

ბრძანების N: 299

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალის, მისაღები კონტინგენტის რაოდენობისა და მისაღები გამოცდების კოეფიციენტების დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივლისის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ი” პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის  “ი” პუნქტის საფუძველზე,

 

1.    შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალის, მისაღები კონტინგენტის რაოდენობისა და მისაღები გამოცდების კოეფიციენტების დამტკიცების შესახებ" 2009 წლის 1 ივლისის აკადემიური საბჭოს №226 დადგენილების დანართ 1-ში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლისათვის  სამართალმცოდნეობის, განათლების მეცნიერებების, მასწავლებელთა განათლების, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური პრობლემები; ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგიის, სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდების, კონფლიქტების ანალიზისა და მართვის, ფუნდამენტური ფიზიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტი, საერთო კვოტის ფარგლებში, განისაზღვროს შემდეგი რაოდენობით:

 

ა)  სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 100 ადგილისა განისაზღვროს 130 ადგილით;
ბ)  ფუნდამენტური ფიზიკის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 10 ადგილისა განისაზღვროს 9 ადგილით;
გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 12 ადგილისა განისაზღვროს 13 ადგილით;
დ) განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 20 ადგილისა განისაზღვროს 31 ადგილით;
ე) მასწავლებელთა განათლების სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 75 ადგილისა განისაზღვროს 34 ადგილით;
ვ) ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური პრობლემები; ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 12 ადგილისა განისაზღვროს 13 ადგილით;
ზ) სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 15 ადგილისა განისაზღვროს 25 ადგილით;
თ) სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდების სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 30 ადგილისა განისაზღვროს 20 ადგილით;
ი) კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 30 ადგილისა განისაზღვროს 29 ადგილით.


2. დადგენილების 1-ლი პუნქტიდან გამომდინარე, დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, მისაღები კონტინგენტის რაოდენობა და მისაღები გამოცდების კოეფიციენტები (დანართი 1).


3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაეკისროს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილენა გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

ზურაბ დავითაშვილი
წევრი

აკაკი ყულიჯანაშვილი
წევრი

ირმა რატიანი
წევრი

გიორგი დავითაშვილი
წევრი

ქეთევან მარშავა
წევრი

რევაზ გველესიანი
წევრი

გუგული მაღრაძე
წევრი
 

სრულად

ბრძანების N: 300

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით

 



საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,


1. შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში” და მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ვ) ერთდროულად ორ ფაკულტეტზე სწავლის შემთხვევაში, არაუმეტეს 2 წლის ვადით (აღნიშნული პუნქტის მოქმედება გავრცელდეს ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებზე).


2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

ელიზბარ ნადარაია

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

 

ზურაბ დავითაშვილი
წევრი

აკაკი ყულიჯანაშვილი
წევრი

ირმა რატიანი
წევრი

გიორგი დავითაშვილი
წევრი

ქეთევან მარშავა
წევრი

რევაზ გველესიანი
წევრი

გუგული მაღრაძე
წევრი
 

სრულად

ბრძანების N: 298

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინარულ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამებზე “ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” და “გენდერის კვლევები” უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე, თვითდაფინანსებაზე მყოფი სტუდენტებისათვის სემესტრული გადასახადის განსაზღვრის შესახებ.

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინარულ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე “ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” უცხო ქვეყნის მოქალაქეობის და მოქალაქეობის არმქონე, თვითდაფინანსებაზე მყოფი სტუდენტებისათვის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 1125 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.


2.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 297

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანების არჩევის წესის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-9 მუხლის “ჟ” პუნქტის შესაბამისად,

 

1. მიღებულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანების არჩევის წესი (დანართი 1).


2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 295

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 24 სექტემბრის №278 დადგენილებაში “ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გენდერის მიმართულების ასოცირებული პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ”, ცვლილების შეტანის შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,

 


1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 24 სექტემბრის №278 დადგენილებაში “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გენდერის მიმართულების ასოცირებული პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ”.


2.    თამარ ხომასურიძე გამოყვანილ იქნას კომისიის შემადგენლობიდან.


3.    საკონკურსო კომისიის წევრად დაინიშნოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – ლელა გაფრინდაშვილი.


4.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 296

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით

 


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,


1. შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში”

 

1.1. მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სტუდენტი თსუ-ს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას აგრძელებს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში).
1.2. მე-6 მუხლის მეორე პუნქტის “ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “სხვა საპატიო მიზეზით, აკადემიური საბჭოს მიერ კონკრეტული განცხადების განხილვის საფუძველზე მიღებული დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული პუნქტის მოქმედება გავრცელდეს დამატებითი სემესტრის სტუდენტებზეც.”
1.3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ვ” ქვეპუნქტი:
ვ)ერთდროულად ორ ფაკულტეტზე სწავლის შემთხვევაში, არაუმეტეს 2 წლის ვადით.
1.4. მე-7 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “სტატუსის შეწყვეტის კანდიდატს ეძლევა თსუ-ს სხვა ფაკულტეტზე ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შესაძლებლობა, ხოლო “ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფაკულტეტის ფარგლებში სპეციალობის შეცვლის უფლებაც”.
1.5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (30 კრედიტის) სრულად გავლის შემთხვევაში  საფასური განისაზღვრება, ბაკალავრიატში _ 750 ლარით, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში _ 1000 ლარით.
1.6. ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლი: ,,თსუ-ს თავისუფალი მსმენელი”.

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 294

აკადემიური საბჭოს 2009  წლის 21 იანვრის  N170 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010, №27/2010 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

1. შევიდეს ცვლილება აკადემიური საბჭოს 2009  წლის 21 იანვრის  N170 დადგენილებაში  „ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის – სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ“ და დადგენილების  1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”კატეგორია „ა“ აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო,  8 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო,  12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო 26 საათიან (14 საათიან სააუდიტორიო,  12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. სრული პროფესორის შრომის ანაზრაურება განისაზღვროს თვეში 2600 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის თვეში 1900 ლარის ოდენობით, ასისტენტ პროფესორის  თვეში 1100 ლარის ოდენობით”.

 

2. დადგენილება  დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 293

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელთა უფლებამოსილების ვადა იწურება 2009 წლის 10 ნოემბერს, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაუგრძელდეთ აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა (ნ. ლაცაბიძე).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 292

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აკადემიური დატვირთვის განსაზღვრის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიუდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების “ მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

1.    დადგინდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აკადემიური დატვირთვის შეღავათიანი რეჟიმი – აკადემიური პერსონალისათვის დადგენილი სალექციო საათობრივი დატვირთვის ნახევარი.


2.    დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 291

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   იურიდიული   ფაკულტეტზე ასისტენტ–პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 34–ე მუხლის 1–ლი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლისა და 44–ე მუხლის 1–ლი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N91 და N247/1 დადგენილებების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის    3 ივლისის N61/01–01 ბრძანების საფუძველზე

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ–პროფესორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და აკადემიურ  თანამდებობაზე არჩეულ იქნენ:


კერძო სამართლის მიმართულებით:    
ბერეკაშვილი დიანა
გელაშვილი ირმა
გიორგიძე გოჩა
გუგეშაშვილი გვანცა
მჭედლიშვილი ვახტანგი
ჟვანია ნინა
ქოჩაშვილი ქეთევანი
ყანდაშვილი ირაკლი
შოთაძე თამარი
ჩაჩავა სოფიო
ცერცვაძე გიორგი
ჯანაშია ლევან
ჯუღელი თეა


სისხლის სამართლის მიმართულებით:  
გოგნიაშვილი ნინო
გორაშვილი გიორგი
დვალიძე ირაკლი
თუმანიშვილი გიორგი
ცქიტიშვილი თემური
ხარანაული ლევანი
ხერხეულიძე ირინე


სამართლის ისტორიის მიმართულებით:
ონიანი სულხანი
ფერაძე გოჩა
ჩაჩანიძე ელზა
წიგნაძე ანა
ხოფერია მარიამ


კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით:  
გოგიბერიძე გია
კახიანი გიორგი
კახიძე ირაკლი
კობახიძე ირაკლი


ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით:
გვარამაძე თამარი
ლორია ხათუნა
ღვამიჩავა თამარი


საერთშორისო სამართლის მიმართულებით:
ბითაძე მაია
კევლიშვილი მარიამი
რუხაძე ნინო
სურმავა ლიტა


სამართლის მეთოდების მიმართულებით: 
ძამუკაშვილი მაკა
ჯანაშვილი ლელა

 

II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 290