საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
დოქტორანტ მარიამ ჯიბუტის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2020  წლის 1 დეკემბერს, 15:00 საათზე  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ჯიბუტის სადისერტაციო ნაშრომის: „სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და რეგიონების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები“, საჯარო დაცვა (მაღლივი კორპუსი, აუდიტორია #206).

სამეცნიერო ხელმძღვანელი:    პროფესორი ეთერ ხარაიშვილი

სადისერტაციო  ნაშრომის დაცვის  კომისიის წევრები:  პროფესორი იური ანანიაშვილი, პროფესორი რევაზ გველესიანი, პროფესორი სიმონ გელაშვილი (მოადგილე), პროფესორი ელგუჯა  მექვაბიშვილი (თავმჯდომარე), პროფესორი მირიან  ტუხაშვილი, ასოცირებული პროფესორი ინეზა  გაგნიძე, პროფესორი ნინო დამენია - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის  სახელობის ქართული უნივერსიტეტი (მდივანი), ასოცირებული პროფესორი ია ნაცვლიშვილი, ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე, ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი, ასისტენტ-პროფესორი თამარ  ლაზარიაშვილი.  

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის    22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის 2020 წლის 30 ოქტომბრის N18831/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2020 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის   ინსტიტუტის   უფროსი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) კახაბერ ლორია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი;
ბ) გაგა ლომიძე -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) ზაზა აბზიანიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა    რუსთაველის   სახელობის   ქართული   ლიტერატურის   ინსტიტუტის   ფოლკლორის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
დ)ირაკლი კენჭოშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) ნინო მინდიაშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2.დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ კახაბერ ლორია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის    მოადგილედ    გაგა    ლომიძე,    საკონკურსო    კომისიის        მდივნად    ნინო მინდიაშვილი;
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2020 წლის 14 დეკემბრამდე;
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის   ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 224/01-01

დიპლომების გაცემა

გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა სახელზე დამზადებული დიპლომების და დანართების გაცემა ამ ეტაპზე დროებით შეჩერებულია. დოკუმენტაციის გაცემის პროცესი განახლდება 19 ნოემბრიდან.

 

 

სრულად

ბრძანების N:

მასწავლებელთა IX საუნივერსიტეტო კონფერენცია „უნივერსიტეტი სკოლას-სკოლა უნივერსიტეტს“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი მართავს მასწავლებელთა IX საუნივერსიტეტო კონფერენციას, რომლის მიზანია, დარგში არსებული ცოდნისა და სიახლეების ურთიერთგაცვლის/გაზიარების ხელშეწყობა.

მასწავლებელთა IX საუნივერსიტეტო კონფერენცია იმართება ყოველწლიურად. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოქმედ მასწავლებლებს.

მასწავლებელთა IX საუნივერსიტეტო კონფერენცია  ჩატარდება 2020 წლის 19 დეკემბერს.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო, კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

 

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

  1. ახალი სკოლის მოდელი-პროექტის აღწერა;
  2. ახალი სკოლის მოდელი-პროექტის ფასილიტატორები/ექსპერტები;
  3. ახალი სკოლის მოდელი და კონსტრუქტივიზმის თეორია;
  4. თემატური მატრიცა და სასკოლო კურიკულუმი;
  5. კომპლექსური დავალება;
  6. ახალი სკოლის მოდელი-პერსპექტივები და გამოწვევები.

 

სამუშაო ენა:

ქართული

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება - 10 წუთი;

მსჯელობა - 5 წუთი;

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თეზისები უნდა გადმოიგზავნოს  ელექტრონულ მისამართზე pedconference@tsu.ge  2020 წლის 9 დეკემბრამდე.

 

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: Sylfaen

ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)

 

საკონტაქტო პირი: ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი ლაბორანტი, მარიკა ჩაფიძე, marika.chapidze@tsu.ge

 

მასწავლებელთა IX საუნივერსიტეტო კონფერენციაზე დასწრების მსურველთა საყურადღებოდ!

მასწავლებელთა IX საუნივერსიტეტო კონფერენციაზე დასწრების (და არა მონაწილეობის) მსურველებმა, გთხოვთ, აუცილებლად შეავსოთ აღნიშნული ფორმა (იხილეთ ბმულის სახით)

ბმული
 

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტ ვანო ბენიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2020  წლის 2 დეკემბერს, 13:00 საათზე  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ვანო ბენიძის სადისერტაციო ნაშრომის: ,,დამამუშავებელი მრეწველობის განვითარების ტენდენციები საქართველოში და მისი მნიშვნელობა ქვეყნის  ეკონომიკური მომავლის ფორმირებაში“,  საჯარო დაცვა (მაღლივი კორპუსი, აუდიტორია #206).

სამეცნიერო ხელმძღვანელი:   პროფესორი ეთერ ხარაიშვილი

სადისერტაციო  ნაშრომის დაცვის  კომისიის წევრები:  აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, პროფესორი რევაზ გველესიანი, პროფესორი სიმონ გელაშვილი (თავმჯდომარე), პროფესორი ელგუჯა  მექვაბიშვილი  (მოადგილე), პროფესორი მირიან  ტუხაშვილი, ასოცირებული პროფესორი ინეზა  გაგნიძე, პროფესორი ნინო გრიგოლაია (თბილისის ღია უნივერსიტეტი), ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი (მდივანი), ასოცირებული პროფესორი ია ნაცვლიშვილი, ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე, ასოცირებული პროფესორი მარინა  ჩავლეიშვილი, ასისტენტ- პროფესორი  თამარ  ლაზარიაშვილი.

სრულად

ბრძანების N:

ცხადდება კონკურსი იაშის უნივერსიტეტში ერაზმუს+ პროგრამის სტაჟირების პროგრამის სტიპენდის მოსაპოვებლად თსუ-ის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და რუმინეთში.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის საფეხურის მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე და დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, კულტურული კვლევები, ეკონომიკა და ბიზნესი.

 

მობილობის პერიოდი: 2021 წლის გაზაფხულის სემესტრი

მობილობის ხანგრძლივობა: 2 თვე

იხილეთ მეტი

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში-სამეცნიერო პერსონალის მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი და   მე-5 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის    სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების    დამატებითი   პირობების   დამტკიცების   შესახებ”   (დამტკიცებულია   თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   ერთიანი   საშტატო   განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 5 ნოემბრის  N18/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის გ. ჯაიანის  2020 წლის 6 ნოემბრის  N19391/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტში  მეცნიერი თანამშრომლების  სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო  - კვლევითი საქმიანობის  გამოცდილება  (რაც  გულისხმობს  არა  მხოლოდ  სამეცნიერო-  კვლევით,
უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,   არამედ  გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)   და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური საბჭოს 31 მაისის N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის  მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში მოთხოვნილი პუბლიკაციები უნდა იყოს შესაბამისი პროფილით.
4. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 12 ნოემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2020 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2020 წლის 30 დეკემბრისა;
5. კონკურსი გამოცხადდეს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
ა) დიფერენციალური განტოლებების და ოპტიმალური მართვის განყოფილება: 
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ბ) დისკრეტული მათემატიკის განყოფილება: 
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

6. სამეცნიერო თანამდებობაზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2), კონკურსში მონაწილეობის შესახებ (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილი იქნას ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო თანამდებობაზე);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს
„სქესობრივი  თავისუფლებისა  და  ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). 
დ) ავტობიოგრაფია (CV) სამეცნიერო    პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურსანტისათვის მისაღები ფორმით მისი მოღვაწეობის სრულად ასასახავად (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი  - Word და PDF  ფაილების სახით);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ვ) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
თ) კონკურსის გამოცხადების ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადებების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
8. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველს ეძლევა განაცხადის განმეორებით წარმოდგენის ვადა, მაგრამ არაუმეტეს საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღისა.
9. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ამავე ბრძანების მე-8 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
10. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2020 წლის 14 დეკემბრიდან 18 დეკემბრის    ჩათვლით, 1100-დან 1600  საათამდე, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის შენობაში. მისამართი:   თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, ოთახი N140, ხოლო კონკურსის დისტანციურად ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში zip-ფაილად დაარქივებული საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გადაიგზავნოს იმეილზე mtevdoradze@gmail.com (14 დეკემბრის 11 საათამდე ან 18 დეკემბრის 16 საათის შემდეგ იმეილით გამოგზავნილი დოკუმენტაცია მიღებულად არ ჩაითვლება).
11.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი’’;
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის 
დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,   გაზეთი   ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).
14. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 222/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების,
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“   თსუ-ს   აკადემიური   საბჭოს   2013   წლის   15   ივლისის №84/2013   წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 06 ნოემბრის №19349/32 წარდგინების საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების(პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:
1.1.  უროლოგია - 2 რეზიდენტი
1.2.  დერმატო-ვენეროლოგია - 3 რეზიდენტი
1.3.  რეპროდუქტოლოგია - 1 რეზიდენტი
1.4.  ლაბორატორიული მედიცინა - 4 რეზიდენტი
1.5.  თერაპიული სტომატოლოგია - 2 რეზიდენტი
1.6.  ორთოპედიული სტომატოლოგია - 2 რეზიდენტი.

2. რეზიდენტურის  ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა    პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:
2.1. საბუთების მიღება – 09 -16 დეკემბერი;
2.2. გასაუბრება – 17 დეკემბერი;
2.3. შედეგების გამოცხადება – 18 დეკემბერი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე. 

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 223/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 29 ოქტომბრის №215/01-01 და №216/01-01  ბრძანებების, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2020 წლის 2 ნოემბრის №18951/29, №18952/29 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ნოემბრის №21 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) მარინა ჩავლეიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) იოსებ ხელაშვილი - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) გულნაზ ერქომაიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ)  ნანა ოქრუაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ფიქრია წოწკოლაური - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ეთერ ხარაიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)  მერაბ ჯიქია - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარინა მაისურაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) ნინო ფარესაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მანანა ლობჟანიძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მაია გიორგობიანი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მარინე კობალავა - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ნინო დამენია - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) მიხეილ ჩიკვილაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ბადრი რამიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნაზირა კაკულია - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 104/2020

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 11 სექტემბრის №83/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის 2020 წლის 4 ნოემბრის №19147/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ნოემბრის №21 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.  ამოღებულ იქნეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 11 სექტემბრის №83/2020 დადგენილების პირველი პუნქტის „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტი. 


2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 105/2020

ცხადდება კონკურსი კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და გერმანიაში.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტებს.

 

სწავლების ენა: ინგლისური

მობილობის პერიოდი: 2021 წლის გაზაფხულის სემესტრი

იხილეთ მეტი

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 06 ნოემბრის №19349/32 წარდგინების საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:

 

1.1. უროლოგია - 2 რეზიდენტი

1.2. დერმატო-ვენეროლოგია - 3 რეზიდენტი

1.3. რეპროდუქტოლოგია - 1 რეზიდენტი

1.4. ლაბორატორიული მედიცინა - 4 რეზიდენტი

1.5. თერაპიული სტომატოლოგია - 2 რეზიდენტი

1.6. ორთოპედიული სტომატოლოგია - 2 რეზიდენტი.

 

 2. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

 

2.1. საბუთების მიღება – 09 -13 დეკემბერი;

2.2. გასაუბრება – 16 დეკემბერი;

2.3. შედეგების გამოცხადება – 18 დეკემბერი. 

 

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: 

ა) განცხადება   რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირცხვის შესახებ (თანდართული ფორმის მიხედვით);
ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა;
გ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

 

მისამართი: ბელიაშვილის N78, თსუ მედიცინის ფაკულტეტი, მე-3 სართული ოთახი N323.

მიღების საათები 15:00-18:00.


არასრულად წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ დაექვემდებარება!

 

სრულად

ბრძანების N:

კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ ონლაინ ფორმატში გაიმართა

2020 წლის 14-15 ოქ­ტომ­ბერს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­იმ­არ­თა მე­ექ­ვსე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია „ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი“. კონ­ფე­რენ­ცია მი­ეძ­ღვნა ცნო­ბილ ქარ­თველ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს, მწე­რალს და­ნი­ელ ჭონ­ქა­ძე­სა და ცნო­ბილ ოს სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს ვა­სილ ცო­რა­ევს. კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო თსუ-ის ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრი.

 

კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 100-ზე მე­ტი მეც­ნი­ერი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან და კვლე­ვი­თი ცენ­ტრი­დან, ას­ევე, უცხო­ეთ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი­დან და კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბი­დან. სა­გან­გე­ბოდ უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა რა­ოდ­ენ­ობ­ის თა­ობ­აზე სამ­ხრეთ და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან: ჩრდი­ლო­ეთ ოს­ეთ­იდ­ან, და­ღეს­ტნი­დან, ჩეჩ­ნე­თი­დან, ინ­გუ­შე­თი­დან, ად­იღ­ენ­იდ­ან, ყა­ზა­ხე­თი­დან და სხვა, ას­ევე, ევ­რო­პის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი­დან და კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბი­დან.

 

ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­მარ­თვა ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში უკ­ვე ტრა­დი­ცი­ად იქ­ცა და წელს მე­ექ­ვსედ გა­იმ­არ­თა. ყო­ველ წელს კონ­ფე­რენ­ცია ეძ­ღვნე­ბა ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხებ­სა და თე­მებს, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებს, ის­ტო­რი­ულ თა­რი­ღებს და სხვა. კონ­ფე­რენ­ცია ტრა­დი­ცი­ულ­ად, ოქ­ტომ­ბრის მე­ორე ნა­ხე­ვარ­ში იმ­არ­თე­ბა და უკ­ავ­შირ­დე­ბა 15 ოქ­ტომ­ბერს — ოსი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის კოს­ტა ხე­თა­გუ­რო­ვის და­ბა­დე­ბის დღეს.

 

კო­რო­ნა­ვი­რუ­სის ეპ­იდ­ემი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით წელს კონ­ფე­რენ­ცია ონ­ლა­ინ­ფორ­მატ­ში ჩა­ტარ­და. მი­უხ­ედ­ავ­ად შეც­ვლი­ლი ფორ­მა­ტი­სა, კონ­ფე­რენ­ცი­ამ ნა­ყო­ფი­ერ­ად იმ­უშ­ავა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო სექ­ცი­ები: ის­ტო­რია, ეთ­ნოგ­რა­ფია, ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ება, ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობა, კულ­ტუ­რა, ფი­ლო­სო­ფია და სხვა. კონ­ფე­რენ­ცი­აზე მუ­შა­ობ­და მრგვა­ლი მა­გი­და ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ებ­ის­ათ­ვის.

 

კონ­ფე­რენ­ცია გახ­სნა თსუ-ის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ. რექ­ტორ­მა მი­სალ­მე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სა­მეც­ნი­ერო ფო­რუმს დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. სიტყვით გა­მომ­სვლე­ლებ­მა — შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ლია გი­გა­ურ­მა, სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ გია ალ­იგ­ბე­გაშ­ვილ­მა, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ირ­ინე სა­გა­ნე­ლი­ძემ, გო­რის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი სო­სი­აშ­ვილ­მა, თსუ-ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რებ­მა თი­ნა­თინ ბოლ­ქვა­ძემ, მა­რი­კა ჯი­ქი­ამ, გი­ორ­გი ან­ჩა­ბა­ძემ და მოწ­ვე­ულ­მა სტუმ­რებ­მა — ტ. კორ­ნა­ევ­ამ (ვლა­დი­კავ­კა­ზი), ს. კო­ვალ­სკაიამ (ყა­ზა­ხე­თი), კუიოკ ას­ფარ­მა (ად­იღე), ვ. სპრინ­ფილ­დმა (იტ­ალია) და სხვებ­მა ისა­უბ­რეს იმ დიდ წვლილ­ზე, რო­მე­ლიც შე­აქ­ვს ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით ცენ­ტრს.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სა­გან­გე­ბოდ აღ­ინ­იშ­ნა და­ნი­ელ ჭონ­ქა­ძი­სა და ვა­სილ ცო­რა­ევ­ის წვლი­ლი ოს­ური ფოკ­ლო­რის შეგ­რო­ვე­ბა­სა და ოს­ურ ენ­აზე ზრუნ­ვის სა­კითხებ­ში.

 

„სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ჩვენ სა­გან­გე­ბოდ ვუძ­ღვნით კონ­ფე­რენ­ცი­ებს ქარ­თველ­სა და ოს მოღ­ვა­წე­ებს. სხვა­დას­ხვა დროს კონ­ფე­რენ­ცია მი­ვუძ­ღვე­ნით მი­ხე­ილ ყი­ფი­ან­სა და კოს­ტა ხე­თა­გუ­როვს, გი­ორ­გი ახ­ვლე­დი­ან­სა და ვა­სილ აბა­ევს. ეს კონ­ფე­რენ­ცი­ები თა­ვი­სე­ბუ­რი გაგ­რძე­ლე­ბაა იმ დი­დი ტრა­დი­ცი­ისა, სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­ისა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა, რო­მელ­საც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­ფუძ­ნე­ბის­თა­ნა­ვე სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უყ­არა დიდ­მა ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა. ამ­ჟა­მად კონ­ფე­რენ­ცი­ას ვუძ­ღვნით ცნო­ბილ ქარ­თველ მწე­რალ­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს და­ნი­ელ ჭონ­ქა­ძე­სა (1830-1860) და ოს მწიგ­ნო­ბარს ვა­სილ ცო­რა­ევს (1927-1884). მათ შეკ­რი­ბეს ოს­ური ფოლ­კლო­რუ­ლი სა­გან­ძუ­რი­დან ნარ­თე­ბის თქმუ­ლე­ბე­ბი, ოს­ური ან­და­ზე­ბი და სხვა, რო­მე­ლიც 1868 წელს აკ­ად­ემ­იკ­ოს­მა ალ­ექ­სან­დრე შიფ­ნერ­მა გა­მოს­ცა („ოს­ური ტექ­სტე­ბი, შეკ­რე­ბი­ლი და­ნი­ელ ჭონ­ქა­ძი­სა და ვა­სილ ცო­რა­ევ­ის მი­ერ“). და­ნი­ელ ჭონ­ქა­ძე და ვა­სილ ცო­რა­ევი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­წავ­ლიდ­ნენ ოს­ურ ენ­ას თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ერო სე­მი­ნა­რი­აში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მათ მრა­ვა­ლი სა­სუ­ლი­ერო წიგ­ნი თარ­გმნეს ქარ­თუ­ლი­დან ოს­ურ ენ­აზე. ის­ინი არა მარ­ტო თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ, მე­გობ­რობ­დნენ კი­დეც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვე­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა სა­მეც­ნი­ერო მოხ­სე­ნე­ბებ­სა და მათ გა­მოს­ვლებ­ში მე­გობ­რუ­ლი, მშვი­დო­ბი­ანი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა იკ­ვე­თე­ბო­და, რაც მო­მა­ვა­ლი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­წინ­და­რია“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნა­ირა ბე­პი­ევ­მა.

 

უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მი­სი რე­გი­ონ­ებ­ის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­მა, სხვა რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან მო­ნა­წი­ლე სტუმ­რებ­მა. მა­ჩე­რა­ტას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ვი­ტო­რიო სპრინ­გფელდ ტო­მე­ლე­რიმ წარ­მო­ად­გი­ნა მოხ­სე­ნე­ბა: „გა­პო ბა­ევ­ის არ­ქი­ვი­დან. მი­სი მი­მო­წე­რა გ. ახ­ვლე­დი­ან­თან“, რო­მელ­შიც ბევ­რი ახ­ალი და სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბაა და­ცუ­ლი ქარ­თულ-ოს­ური სა­მეც­ნი­ერო ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რი­იდ­ან.

 

სა­გან­გე­ბოდ უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს ქარ­თვე­ლი და ოსი მეც­ნი­ერ­ებ­ის ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხ­ებ­ოდა და­ნი­ელ ჭონ­ქა­ძი­სა და ვა­სილ ცო­რა­ევ­ის მოღ­ვა­წე­ობ­ის ას­პექ­ტებს, ოს­ურ, ქარ­თულ და კავ­კა­სი­ურ ფოლ­კლორს, ცალ­კე­ულ ის­ტო­რი­ულ, ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­კითხებს და სხვა.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობა უკ­ვე შე­ფას­და სხვა­დას­ხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და კვლე­ვი­თი ცენ­ტრის მი­ერ. ყა­ზა­ხე­თის ლ. ნ. გუ­მი­ლი­ოვ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ვებ­გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია თსუ-ის მე­ექ­ვსე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ (ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ს. კო­ვალ­სკაია). კონ­ფე­რენ­ცი­ის მა­სა­ლე­ბი 2020 წლის ბო­ლომ­დე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბის მი­ერ. მო­მა­ვალ წელს და­გეგ­მი­ლია მე-7 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა.

სრულად

ბრძანების N:

ცხადდება მასალების მიღება რეცენზირებადი ელექტრონული და ბეჭდური სამეცნიერო ჟურნალისათვის „ლოგოსი. წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში“

2020  წლის 27 დეკემბრის ჩათვლით ცხადდება მასალების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი ელექტრონული და ბეჭდური სამეცნიერო ჟურნალისათვის „ლოგოსი. წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში“ logos.tsu.ge 

სტატიების გარდა ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება რეცენზიები და თარგმანები. რუბრიკაში „VARIA“ იბეჭდება სხვადასხვა სამეცნიერო ინფორმაცია.

სტატია უნდა წარმოადგენდეს ორიგინალურ გამოკვლევას, რომელიც ბეჭდური ან ელექტრონული სახით არ გამოქვეყნებულა.

სტატია იგზავნება სარეცენზიოდ  ორ ექსპერტთან და დასაბეჭდად მიიღება ორი დადებითი რეცენზიის  შემთხვევაში.

რეცენზენტების  ვინაობა კონფიდენციალურია.

ავტორი ვალდებულია, გაითვალისწინოს რეცენზენტების შენიშვნები და სტატიაში, საჭიროებისამებრ, შეიტანოს შესაბამისი შესწორებები.

სტატიაში ავტორის მიერ საკუთარი  ნაშრომის  იმგვარად  დამოწმება, რითაც  შესაძლებელია დადგინდეს მისი ვინაობა, დაუშვებელია. სარეცენზიოდ გამოგზავნილ ვერსიაში სტატიის ეს მონაკვეთები უნდა შეიცვალოს სათანადოდ, რაც  შემდგომში, სტატიის დასაბეჭდად მიღების შემთხვევაში, აღდგება პირვანდელი ფორმით სტატიის საბოლოო რედაქტირებისას.

სტატიების გამოგზავნა შესაძლებელია მეილზე - logos@tsu.ge

სტატიის გაფორმების წესი:

პუბლიკაციის ენა - ქართული

I გვერდი - ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, სტატუსი, საკონტაქტო მონაცემები

საკვანძო სიტყვები (3-5)

 აბსტრაქტი (ინგლისურად) - 100-250 სიტყვა

II გვერდი - სტატიის სათაური

სიტყვების რაოდენობა - მინ. 2000  სიტყვა (სქოლიოებისა და ბიბლიოგრაფიის გარეშე)

შრიფტის ზომა - 11

ფურცლის ზომა - A4

მინდორი - ზევით-ქვევით -2 სმ; გვერდებზე- 2,5 სმ

დაშორება სტრიქონებს შორის - 1,5 სმ

ფონტი - Sylfaen (ქართულისთვის და სხვა ენებისთვის)

               Unicode (ბერძნულისთვის https://ancientgreek.pressbooks.com/app/uploads/sites/48881/2017/08/Polytonic-Greek-in-Windows.pdf )

გვერდები - ინომრება გვერდის  მარჯვენა ზედა კუთხეში.

შენიშვნები უნდა განთავსდეს სქოლიოებში (შრიფტის ზომა 10).

ბიბლიოგრაფია - ანბანურ რიგზე, ქრონოლოგიურად, სტატიის ბოლოს.

 

ციტირების სტილი:

ანტიკური ხანის ავტორთა ციტირებისათვის გთხოვთ გამოიყენოთ შიდა დამოწმების წესი.

ავტორების სახელთა და ნაწარმოებების  სახელწოდებათა შემოკლებების წესი  ემყარება გამოცემას:  The Oxford Classical Dictionary (4 ed.). Edited by Simon Hornblower, Antony Spawforth, and Esther Eidinow. Oxford: Oxford University Press, 2012.

https://classics.oxfordre.com/staticfiles/images/ORECLA/OCD.ABBREVIATIONS.pdf

მაგალითები:

(Eur. Supp. 187-90).

(Thuc. 1.80.2).

(Arist. Poet. 1452a15-1453b10).

(Ar. Ran. 435-37).

(Il.  6.354-58).

 

ნიმუშები:

ბიბლიოგრაფია (ბ)  და სქოლიოები (ს)

წიგნი

ა) ერთი ავტორი

(ბ) გორდეზიანი, რისმაგ. 1988. ბერძნული ცივილიზაცია. ნაკვეთი I. თბილისი: მერანი.

Braund, David. 1994. Georgia in Antiquity. A History of Colchis and Transcaucasian Iberia 550 BC-AD 562. Oxford: Clarendon Press.

(ს) გორდეზიანი 1988, 59-60.

Braund 1994, 115-16.

ბ) ორი ან მეტი ავტორი

(ბ) ტონია, ნანა და ქეთი ნადარეიშვილი. 2003. პენელოპე. ანტიკური სამყაროს ქალთა პორტრეტები. თბილისი: ლოგოსი.

Payne, Blanche, Geitel Winakor and Jane Farrell-Beck. 1992. The History of Costume: From the Ancient Mesopotamians Through the Twentieth Century. New York: Harper Collins.

(ს) ტონია და ნადარეიშვილი 2003, 23-28.

Payne, Winakor and Farrell-Beck 1992, 455-59.

გ) რედაქტორი

(ბ) გორდეზიანი, რისმაგ და  ნანა ტონია, რედ. 2007. ანტიკური ლიტერატურა. თბილისი: ლოგოსი.

 Pabel, Hilmar M. and Mark Vessey, eds. 2002. Holy Scripture Speaks: The Production and Reception of Erasmus’ Paraphrases on the New Testament. Toronto: University of Toronto Press.

(ს) გორდეზიანი და ტონია  2007, 213-14.

 Pabel and Vessey 2002, 175-80.

 სტატია

ა)  პერიოდულ გამოცემაში

 (ბ) ბეზარაშვილი, ქეთევან. 2005. „იოანე პატრიწის ე. წ. ბოლოსიტყვაობის ზოგიერთი ადგილის გაგებისათვის: „მეარისტოტელურა.“ ლოგოსი. წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში  3: 17-43.

Price, Simon. 2012. “Religious Mobility in the Roman Empire.” Journal of Roman Studies 102: 1-19.

(ს) ბეზარაშვილი 2005, 10-13.

Price 2012, 5-12.

ბ)  სტატიათა კრებულში

 (ბ) ალექსიძე, ზაზა. 2000. “ლუვრი, სინას მთა, ნაზარეთი.“ ΜΝΗΜΗ.  ალექსანდრე ალექსიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული. რედ. რისმაგ გორდეზიანი, 10-24. თბილისი: ლოგოსი.

 Louth, Andrew. 2009. “The Reception of Dionysius in the Byzantine World: Maximus to Palamas.” In Re-Thinking Dionysius the Areopagite, edited by Sarah Coakley and Charles M. Stang, 55-69. Oxford: Wiley-Blackwell.

(ს) ალექსიძე 2000, 15.

 Louth 2009, 63.

გ) კონფერენციის მასალებში

(ბ) მჭედლიძე, მაგდა. 2011. „ღვთაებრივი მრისხანება და ეშმაკეული რისხვა“. მითოსური აზროვნება, ფოლკლორი და ლიტერატურული დისკურსი. ევროპული და კავკასიური გამოცდილება. ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი V საერთაშორისო სიმპოზიუმის - ლიტერატურათმცოდნების თანამედროვე პრობლემები - მასალები. ნაწილი II: 427-39. თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა.

 Oettinger, Norbert. 2008. “The Seer Mopsos (Muksas) as a Historical Figure.” In Anatolian Interfaces.Hittites, Greeks and their Neighbours. Proceedings of an International Conference on Cross-Cultural Interaction, edited by Billie Jean Collins, Mary R. Bachvarova and Ian Rutherford, 63-66. Oxford: Oxbow Books.

(ს) მჭედლიძე 2011, 430-31.

 Oettinger 2008, 65.

თარგმანი

(ბ) ევრიპიდე. 2017. მედეა. ძველი ბერძნულიდან თარგმნა, შესავალი წერილი  და განმარტებანი დაურთო ნანა ტონიამ. თბილისი: „ლოგოსი“.

(ს) ევრიპიდე. 2017.

დისერტაცია

(ბ) Marthaler, Berard Lawrence. 1968. “Two Studies in the Greek Imperial Coinage of Asia Minor.” PhD diss., University of Minnesota.

(ს) Marthaler 1968, 55.

წიგნის მიმოხილვა

 (ბ) Crawford, Michael . 1989. Rev. of A.M. Burnett, Coinage in the Roman World. In Numismatic Chronicle 149, 244-45.

(ს) Crawford 1989, 244.

ელექტრონული მასალა

(ბ) Mitchell, William J. City of Bits: Space, Place, and the Infobahn [book on- line]. Cambridge, MA: MIT Press, 1995, accessed 29 September 1995;

 http://www-mitpress. mit.edu:80/City_of_Bits/Pulling_Glass/ index.html; Internet.

 (ს) Mitchell 1995.

ინტერნეტწიგნი

(ბ) Melville, Herman. 1851. Moby-Dick; or, The Whale. New York: Harper & Brothers. http://mel.hofstra.edu/moby-dick-the-whale-proofs.html.

(ს) Melville 1851.

ვებგვერდი

(ბ) რუსთაველი, შოთა. 2009. ვეფხისტყაოსანი (ტექსტი გამოსაც. მოამზადა, განმარტებანი, კომენტ. და ლიტ. გარჩევა დაურთო ნოდარ ნათაძემ; 

რედ. ალექსი ჭინჭარაული; გამოც. რედ. თამარ ჯავახიშვილი; მხატვ. ლევან სილაგაძე), თბილისი, ანბანი http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=18&t=19707

(ს) რუსთაველი 2009.

ბიბლიოგრაფიულ დამოწმებებთან დაკავშირებით დამატებით შეგიძლიათ იხილოთ ჩიკაგოს ციტირების სტილი - https://owl.purdue.edu/owl/research_and_citation/chicago_manual_17th_edition/cmos_formatting_and_style_guide/chicago_manual_of_style_17th_edition.html  

Abbreviations List

 

 

 

 

 

სრულად

ბრძანების N:

ირინე გედევანიშვილის წიგნის პრეზენტაცია

17 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება ირინე გედევანიშვილის წიგნის „ინტერკულტურული სენსიტიურობის კვლევა ქართულ ახალგაზრდებში“ პრეზენტაცია. 

პროფესორებს, თანამშროლმებს, მეგობრებს და განსაკუთრებით, სტუდენტებს, გთხოვთ, დაესწროთ ღონისძიებას აპლიკაცია Zoom-ის გამოყენებით.

ზუმის ბმული: https://zoom.us/j/95953177188...

Meeting ID: 959 5317 7188

სრულად

ბრძანების N:

,,Academia Europea“-ს თბილისის რეგიონულმა ცენტრმა მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო

„Academia Europea“-ს თბი­ლი­სის რე­გი­ონ­ულ­მა ცენ­ტრმა, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და თსუ-ის ქრის­ტი­ან­ული აღ­მო­სავ­ლე­თის კვლე­ვის ცენ­ტრის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობ­ით, 3-4 ოქ­ტომ­ბერს, თე­ლავ­ში გა­მარ­თულ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ზე წარ­მო­ად­გი­ნა პრო­ექ­ტი — „გე­ლა­თის აკ­ად­ემია — მეც­ნი­ერ­ებ­ისა და გა­ნათ­ლე­ბის უძ­ვე­ლე­სი კე­რა ქრის­ტი­ან­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის“. პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია გა­აც­ნოს ფარ­თო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­ას გე­ლა­თის აკ­ად­ემია, რო­გორც ქრის­ტი­ან­ული სამ­ყა­როს ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­მეც­ნი­ერო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი.

 

„Academia Europea“-ს თბი­ლი­სის ცენ­ტრის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ის წამ­ყვან­მა სპე­ცი­ალ­ის­ტებ­მა. შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის იყ­ვნენ თსუ-ის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლა­შა სა­ღი­ნა­ძე, „Academia Europea“-ს თბი­ლი­სის ცენ­ტრის აკ­ად­ემი­ური დი­რექ­ტო­რი და­ვით ფრან­გიშ­ვი­ლი.

 

გვე­სა­უბ­რე­ბა „Academia Europea“-ს თბი­ლი­სის რე­გი­ონ­ული ცენ­ტრის მთა­ვა­რი სპე­ცი­ალ­ის­ტი მაია მა­ჭა­ვა­რი­ანი:

 

— პრო­ექ­ტის — „გე­ლა­თის აკ­ად­ემია — მეც­ნი­ერ­ებ­ისა და გა­ნათ­ლე­ბის უძ­ვე­ლე­სი კე­რა ქრის­ტი­ან­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის“ — აქ­ტუ­ალ­ობ­ასა და ში­ნა­არ­სზე, მი­სი გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის აუც­ილ­ებ­ლო­ბა­ზე, გთხოვთ, გვითხა­რით რამ­დე­ნი­მე სიტყვა...

 

და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მი­ერ 1106 წელს და­არ­სე­ბუ­ლი გე­ლა­თის აკ­ად­ემია გახ­და თა­ვი­სი დრო­ის ქრის­ტი­ან­ული აღ­მო­სავ­ლე­თის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი საღ­ვთის­მეტყვე­ლო-სა­მეც­ნი­ერო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იმ­ჟა­მინ­დელ ევ­რო­პა­შიც ძნე­ლად თუ იყო მსგავ­სი კულ­ტუ­რის და სიბ­რძნის კე­რა. გე­ლა­თის აკ­ად­ემი­ას, მის და­ნა­ტო­ვარს ბევ­რი მეც­ნი­ერი სწავ­ლობ­და და სწავ­ლობს, არ­სე­ბობს ბევ­რი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მი, მაგ­რამ გე­ლა­თის აკ­ად­ემი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­თა­ნა­დოდ წარ­მო­სა­ჩე­ნად, ვფიქ­რობთ, კი­დევ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი სწო­რედ ეს არ­ის — უფ­რო ვრცლად შე­ის­წავ­ლოს და გა­აც­ნოს ფარ­თო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­ას გე­ლა­თის აკ­ად­ემია, რო­გორც ქრის­ტი­ან­ული სამ­ყა­როს ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­მეც­ნი­ერო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რის ცენ­ტრი.

 

— რა სა­მუ­შაოები უნ­და ჩა­ტარ­დეს პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ლად და სა­ერ­თოდ, რას ით­ვა­ლის­წებს აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი?

 

„Academia Europea“-ს თბი­ლი­სის რე­გი­ონ­ული ცენ­ტრის ვა­რა­უდ­ით, ეს პრო­ექ­ტი გაგ­რძელ­დე­ბა გარ­კვე­ული დრო­ის მან­ძილ­ზე, რამ­დე­ნი­მე წლით. სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით — ფი­ლო­სო­ფი­ის, ფი­ლო­ლო­გი­ის, ის­ტო­რი­ის, არ­ქე­ოლ­ოგი­ის, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ობ­ის, მუ­სი­კათ­მცოდ­ნე­ობ­ისა და სხვ. ჩვენს პირ­ველ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობა უკ­ვე მი­იღ­ეს წამ­ყვან­მა მეც­ნი­ერ­ებ­მა ის­ეთი სა­მეც­ნი­ერო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრე­ბი­დან, რო­გო­რი­ცაა: ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, თსუ-ის ქრის­ტი­ან­ული აღ­მო­სავ­ლე­თის კვლე­ვე­ბის ცენ­ტრი, თსუ-ის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ისა და თე­ორი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტი, კ. კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ნა­წერ­თა ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, გე­ლა­თის მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემია, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი მუ­ზე­უმი, ქუ­თა­ის­ის სა­ხელ­მწი­ფო ის­ტო­რი­ული მუ­ზე­უმი, გ. ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლი სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის ძეგ­ლთა დაც­ვის ერ­ოვ­ნუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტრი, ვ. სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის დაც­ვის სა­აგ­ენ­ტოს ქუ­თა­ის­ის ის­ტო­რი­ულ-არ­ქე­ოლ­ოგი­ური ნაკ­რძა­ლის მმარ­თვე­ლო­ბა.

პრო­ექ­ტში მი­იღ­ებ­ენ მო­ნა­წი­ლე­ობ­ას რო­გორც ქარ­თვე­ლი, ას­ევე, უცხო­ელი მეც­ნი­ერ­ები.

პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ეტ­აპ­ობ­რი­ვად. კონ­კრე­ტულ ქმე­დე­ბებს ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ეტ­აპ­ის­თვის და­გეგ­მავს პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­თა სა­ინ­იცი­ატ­ივო ჯგუ­ფი.

სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ზე მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ისა­უბ­რეს პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბის, ხან­გრძლი­ვო­ბის, გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ელი სა­მუ­შაოებისა და მო­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ და პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ეტ­აპ­ის­თვის და­ად­გი­ნეს შემ­დე­გი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა:

 

  1. შე­იქ­მნას სხვა­დას­ხვა დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბის­გან შემ­დგა­რი სა­ინ­იცი­ატ­ივო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც უხ­ელ­მძღვა­ნე­ლებს პრო­ექ­ტს; სა­ინ­იცი­ატ­ივო ჯგუ­ფი გა­მარ­თავს რე­გუ­ლა­რულ შეხ­ვედ­რებს.
  2. მომ­ზად­დეს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­მი­ნა­რე­ბის ციკ­ლი, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ას გა­აც­ნობს გე­ლა­თის აკ­ად­ემი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შუა სა­უკ­უნე­ებ­ის ევ­რო­პულ სა­მეც­ნი­ერო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში.
  3. 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ქუ­თა­ის­ში ჩა­ტარ­დეს მცი­რე თე­მა­ტუ­რი კონ­ფე­რენ­ცია, რომ­ლის თე­მა, სა­კითხე­ბი, მო­ნა­წი­ლე­ები და­ზუს­ტდე­ბა სა­ინ­იცი­ატ­ივო ჯგუ­ფის მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რა­ზე.
  4. 2022 წლის მა­ის-ივ­ნის­ში ჩა­ტარ­დეს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ანი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია თე­მა­ზე: „გე­ლა­თის აკ­ად­ემია – შუა სა­უკ­უნე­ებ­ის ქრის­ტი­ან­ული სამ­ყა­როს ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური და კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრი“.
  5. მომ­ზად­დეს და გა­მო­იც­ეს ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენ­ებ­ზე „სა­მა­გი­დო წიგ­ნი“ გე­ლა­თის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი — არ­სე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­ჯა­მე­ბი­სა და კომ­პლექ­სუ­რი ან­ალ­იზ­ის სა­ფუძ­ველ­ზე — წარ­მო­აჩ­ენ­ენ გე­ლა­თის აკ­ად­ემი­ის უდ­იდ­ეს გავ­ლე­ნას ქრის­ტი­ან­ული სამ­ყა­როს კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ზე და შუ­ასა­უკ­უნე­ებ­ის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სხვა­დას­ხვა დარ­გის (ის­ტო­რია, ფი­ლო­სო­ფია, ფი­ლო­ლო­გია, არ­ქი­ტექ­ტუ­რა, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა, მუ­სი­კა) გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

 

— ალ­ბათ, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ამ სა­მოქ­მე­დო გეგ­მის წარ­მა­ტე­ბით შე­სას­რუ­ლებ­ლად სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის და სა­ზო­გა­დო­ებ­ის მხარ­და­ჭე­რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თუ გაქ­ვთ რა­იმე ინ­იცი­ატ­ივა?

 

— რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენ გვექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რებ­თან და იმ­ედი გვაქ­ვს, რომ ამ დი­დი და რთუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში მხარს დაგ­ვი­ჭერს გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტის და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო.

 

— აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ზე ჩა­ტარ­და ორი ლექ­ცი­აც. რა თე­მებ­ზე სა­უბ­რობ­დნენ მომ­ხსე­ნებ­ლე­ბი?

 

— სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ზე ჩა­ტარ­და ორი ლექ­ცია: გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­აზე მიმ­დი­ნა­რე გათხრე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა ქუ­თა­ის­ის ის­ტო­რი­ულ-არ­ქე­ოლ­ოგი­ური ნაკ­რძა­ლის მმარ­თვე­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა რო­ლანდ ის­აკ­აძ­ემ. გე­ლა­თის კი­ლოს სა­გა­ლობ­ლე­ბის შე­სა­ხებ მოხ­სე­ნე­ბა წარ­მო­ად­გი­ნა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პრო­ფე­სორ­მა მაგ­და სუ­ხი­აშ­ვილ­მა — მი­სი ლექ­ცია ილ­უს­ტრი­რე­ბუ­ლი იყო გე­ლა­თურ კი­ლო­ზე აგ­ებ­ული სა­გა­ლობ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც შე­ას­რუ­ლა ალ­ავ­ერ­დის მო­ნას­ტრის მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დმა.

 

ესა­უბ­რა თა­მარ და­დი­ანი

სრულად

ბრძანების N:

თსუ-ის წარმატებული კურსდამთავრებული, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშნეს

უმ­აღ­ლე­სი სა­გა­ნა­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, ალ­ბათ, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი კრი­ტე­რი­უმი მი­სი კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და კა­რი­ერ­ულ წინ­სვლა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბაა. ამ­ჯე­რად თსუ-ის კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­ზე, სა­ლო­მე კუ­სი­ან­ზე გიყ­ვე­ბით.

 

სა­ლო­მე კუ­სი­ან­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის სა­ფე­ხუ­რი შრო­მი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ული ფსი­ქო­ლო­გი­ის სპე­ცი­ალ­ობ­ით 2014 წელს და­ამ­თავ­რა; 2019 წელს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კონ­სულ­ტი­რე­ბის სპე­ცი­ალ­ობ­ით თსუ-ის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­იღო. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან მა­ლე, მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბრი­დან სა­ლო­მე კუ­სი­ანი სო­ცი­ალ­ურ სა­წარ­მო­თა ალი­ან­სის დი­რექ­ტო­რად აირ­ჩი­ეს.

 

„სო­ცი­ალ­ურ მე­წარ­მე­ობ­ას­თან პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­ული კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრში გა­და­ვიკ­ვე­თე, შემ­დეგ ამ სფე­როს მუდ­მი­ვი მხარ­დამ­ჭე­რი გავ­ხდი, რაც ალი­ან­სის გუნ­დის წევ­რო­ბით და­ვას­რუ­ლე. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ალი­ან­სის გამ­გე­ობ­ამ ნდო­ბა გა­მო­მიცხა­და და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტო­რად ამ­ირ­ჩია“, — ამ­ბობს სა­ლო­მე. მა­ნამ­დე კი მუ­შა­ობ­და ტრე­ნინ­გე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­აზე სს „ნი­კო­რა­ში“, იყო „სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­ული კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის" ტრე­ნერ/კონ­სულ­ტან­ტი, სსიპ „იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში" ას­რუ­ლებ­და ად­ამი­ან­ური რე­სურ­სე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მრჩევ­ლის მო­ვა­ლე­ობ­ას.

 

„ვფიქ­რობ, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რაც მომ­ცა, ისაა, რომ სწო­რი ხედ­ვა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა. ეს კი, ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტ­აპ­ზე, გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მეხ­მა­რე­ბა“, — გვითხრა სა­ლო­მე კუ­სი­ან­მა.

 

გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნის­თვის, სა­დაც სიტყვა — გან­ვი­თა­რე­ბა­დი — უკ­ვე მი­უთ­ით­ებს, რომ სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ურ, კულ­ტუ­რულ და, თუნ­დაც, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა არ­სე­ბობს, ის­ეთი ინ­სტი­ტუ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა, რო­გო­რიც „სო­ცი­ალ­ურ სა­წარ­მო­თა ალი­ან­სია“, ბიზ­ნეს სექ­ტორ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ლო­დინს ქმნის. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­სი­აში ნათ­ქვა­მია, რომ „სო­ცი­ალ­ური მე­წარ­მე­ობა სა­ზო­გა­დო­ებ­ის სა­კე­თილ­დღე­ოდ რე­ალ­ური სო­ცი­ალ­ური გან­ვი­თა­რე­ბის ეფ­ექ­ტუ­რი გზაა“. დღეს ალი­ან­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე თსუ-ის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ლო­მე კუ­სი­ანი ზრუ­ნავს.

 

„სო­ცი­ალ­ური მე­წარ­მე­ობა წარ­მო­ად­გენს ბიზ­ნეს მო­დელს, რო­მე­ლიც იქ­მნე­ბა გარ­კვე­ული სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. ბიზ­ნეს იდეა აუც­ილ­ებ­ლად უკ­ავ­შირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­აში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის ახ­ლე­ბურ გზებს. არ არ­ის აუც­ილ­ებ­ელი, რომ ეს პრობ­ლე­მა მხო­ლოდ სო­ცი­ალ­ურ სა­კითხს — სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვას, ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას ან სხვა რა­იმე მსგავ­სს უკ­ავ­შირ­დე­ბო­დეს, მას უფ­რო ფარ­თო გა­გე­ბა აქ­ვს. სო­ცი­ალ­ური სა­წარ­მოს მი­სია შე­საძ­ლე­ბე­ლია ეხ­ებ­ოდ­ეს ტრა­დი­ცი­ული კულ­ტუ­რის გა­დარ­ჩე­ნას, გა­რე­მოს დაც­ვას და ა.შ. გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ სო­ცი­ალ­ური მე­წარ­მე­ობა უკ­ვე გუ­ლის­ხმობს და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ტა­ნას სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის, იგი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, არ­ამ­ედ ნე­ბის­მი­ერი ქვეყ­ნის­თვის. ჩვენს რე­ალ­ობ­აში კი, ვფიქ­რობ, ყვე­ლა ეს სა­კითხი კი­დევ უფ­რო დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძ­ენს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ციო-ეკ­ონ­ომ­იკ­ური მდგო­მა­რე­ობ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე. ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნიც — საქ­მი­ან­ობა და­მეწყო სო­ცი­ალ­ურ სა­წარ­მო­თა ალი­ან­სში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ებ­ამ და მის­მა არ­სმა გა­ნა­პი­რო­ბა. ალი­ან­სის მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, ჩვე­ნი საქ­მი­ან­ობ­ის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს კონ­ცეფ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ხელ­შემ­წყო­ბი გა­რე­მოს შექ­მნა და სო­ცი­ალ­ური მე­წარ­მე­ებ­ის გაძ­ლი­ერ­ება“, — აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე კუ­სი­ან­მა.

 

ამ­ოც­ანა და­სა­ხუ­ლია, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, თა­ვის­თა­ვად, დი­დია და ამ პრო­ცეს­ში გა­დამ­წყვე­ტია ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რის გან­წყო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი საქ­მის მი­მართ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ რა არ­ის უპ­ირ­ატ­ესი მი­ზა­ნი — ნა­ყო­ფი­ერ შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა თუ კა­რი­ერა?

„ჩე­მი საქ­მი­ან­ობ­ის მთა­ვარ მი­ზანს კა­რი­ერ­ას არ და­ვუ­კავ­ში­რებ­დი. უფ­რო მე­ტად ვიტყო­დი, რომ ჩემს მთა­ვარ მი­ზანს წარ­მო­ად­გენს — ვა­კე­თებ­დე საქ­მეს, რო­მე­ლიც, სულ მცი­რე, ერ­თი ად­ამი­ან­ის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხს გააუმჯობესებს და ექ­ნე­ბა და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა“, — გვიხ­სნის სა­ლო­მე კუ­სი­ანი.

 

რას ნიშ­ნავს — იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი?

 

დღეს სა­ზო­გა­დო­ებ­აში „წარ­მა­ტე­ბუ­ლის“ შე­ფა­სე­ბი­სას ბევ­რი ინ­ტერ­პრე­ტა­ცია არ­სე­ბობს, რაც, ზოგ­ჯერ, და­მაბ­ნე­ვე­ლიც კი ხდე­ბა. სა­ლო­მე გვი­ზი­არ­ებს, რომ წარ­მა­ტე­ბა არ არ­ის შე­დე­გი, წარ­მა­ტე­ბა პრო­ცე­სია, რა­ზეც თა­ვის რე­ზი­უმ­ეშ­იც — „ენ­თუ­ზი­აზ­მით სავ­სე უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის (lifelong learning) მი­მართ.“ — სა­უბ­რობს. სა­ლო­მე ამ­ბობს, რომ „ცნე­ბა — „წარ­მა­ტე­ბა“ პი­რო­ბი­თია და, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ბევ­რი ჩვენ­გა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­აში მი­ღე­ბუ­ლი გან­მარ­ტე­ბის მსხვერ­პლი ხდე­ბა, რაც ად­ამი­ანს გარ­კვე­ულ ჩარ­ჩო­ებ­ში აქ­ცევს. კა­რი­ერ­ული სა­ფე­ხუ­რე­ბის გავ­ლა და და­წი­ნა­ურ­ება, ჩე­მი აზ­რით, ყო­ველ­თვის არ ნიშ­ნავს წარ­მა­ტე­ბას. მთა­ვა­რია, ად­ამი­ანი მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­დეს, გა­მო­იყ­ენ­ოს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი, იყ­ოს რე­ალ­იზ­ებ­ული და ეძი­ებ­დეს გან­ვი­თა­რე­ბის გზებს.“ თუმ­ცა, მა­ნამ­დე, სა­ჭი­როა პრო­ფე­სი­ის გა­აზ­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა, რაც პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო სწო­რი სტრა­ტე­გი­ის გან­საზღვრას გა­ნა­პი­რო­ბებს და შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბის ნიშ­ნულ­ზეც აის­ახ­ება.

 

„ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ალ­ება სხვა­დას­ხვა საქ­მი­ან­ობ­აში სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­დაა, თუ­კი მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის სფე­რო არ გაქ­ვს. სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ საქ­მი­ან­ობ­აში ჩარ­თუ­ლო­ბა, პრო­ექ­ტებ­სა თუ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­ღე­ბა და ახ­ალ ად­ამი­ან­ებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი წარ­მო­ად­გენს. თი­თოეულ ახ­ალ აქ­ტი­ვო­ბას სა­კუ­თა­რი თა­ვის სხვა მხრი­დან აღ­მო­ჩე­ნა მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­შუ­ალ­ებ­ას გვაძ­ლევს — შე­ვა­ფა­სოთ ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და გან­ვსაზღვროთ საქ­მი­ან­ობა, რაც სი­ამ­ოვ­ნე­ბას გვა­ნი­ჭებს“, — აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე კუ­სი­ან­მა.

 

სა­ლო­მე კუ­სი­ან­ის თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო

 

სა­ლო­მე არ­ის ღი­მი­ლი­ანი ად­ამი­ანი, რო­მელ­საც უყ­ვარს ად­ამი­ან­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ყო­ველ­თვის მზა­დაა მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად ჩა­ერ­თოს სხვა­დას­ხვა საქ­მი­ან­ობ­აში, თუ ეს და­დე­ბი­თი შე­დე­გის მომ­ტა­ნია. თუმ­ცა, ახ­ალი არ არ­ის, რომ ნა­ყო­ფი­ერი მუ­შა­ობ­ის­თვის დრო­ული გან­ტვირ­თვა აუც­ილ­ებ­ელია. სა­ლო­მე უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ას მთა­ში დას­ვე­ნე­ბას ან­იჭ­ებს. „მიყ­ვარს მთა და ლაშ­ქრო­ბებ­ში სი­არ­ული. შე­სა­ბა­მი­სად, ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ბი­ლი­კი ავ­ით­ვი­სო სა­ქარ­თვე­ლო­ში და გან­ვიტ­ვირ­თო ბუ­ნე­ბა­ში. პა­რას­კე­ვი სა­ღა­მო და უქ­მე­ები კი, ვცდი­ლობ, გა­ვა­ტა­რო ჩე­მი ოჯ­ახ­ის წევ­რებ­თან და მე­გობ­რებ­თან სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში“, — ამ­ბობს სა­ლო­მე კუ­სი­ანი. ას­ევე, გვი­ზი­არ­ებს, რომ უყ­ვარს სხვა­დას­ხვა გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რი­სი წყა­როც შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი ან, თუნ­დაც, ამა თუ იმ კი­ნო­რე­ჟი­სო­რის ფილ­მის გაც­ნო­ბა. „წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა კლიმ­ტის „კოც­ნა“ და ვან გო­გის „სა­წო­ლი ოთ­ახი არ­ლში“ ნა­მუ­შევ­რე­ბის ნახ­ვამ. ას­ევე, კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში და­ვუ­მე­გობ­რდი ვუ­დი ალ­ენ­სა და მის შე­მოქ­მე­დე­ბას“, — გვითხრა სა­ლო­მემ.

 

მო­ამ­ზა­და ნატო ობოლაძემ

სრულად

ბრძანების N:

თსუ-ის გამომცემლობის ახალი წიგნები თაროზე

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ 2020 წლის იან­ვა­რი­დან დღემ­დე გა­მოს­ცა 92 ტექ­სტი, რო­მე­ლიც ბეჭ­დუ­რი ან ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სა­ხით მი­ეწ­ოდა მკითხველს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით მო­იმ­ატა ელ­ექ­ტრო­ნულ და ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მებ­ზე მოთხოვ­ნამ, თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა მთლი­ან­ად გა­და­ვი­და დის­ტან­ცი­ურ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ზე და დღე­საც აგ­რძე­ლებს ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ფორ­მა­ტით გა­მო­ცე­მე­ბის მომ­ზა­დე­ბას. თუმ­ცა, იმ­ავ­დრო­ულ­ად, არ­ის გა­მო­ცე­მე­ბიც, რო­მელ­თა ბეჭ­დვა გა­ნახ­ლდა კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის­თა­ნა­ვე.

თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ნა­თია დვა­ლის გან­ცხა­დე­ბით, თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბის მთა­ვა­რი საქ­მი­ან­ობა თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მო­ცე­მებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბაა.

 

„გრძელ­დე­ბა მუ­შა­ობა იმ პრო­ექ­ტზე, რო­მელ­თაც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა ფა­კულ­ტე­ტი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის­გან თარ­გმნის. ას­ეთი 15 სა­ხის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მუ­შავ­დე­ბა ამ­ჟა­მად, მათ შო­რი­საა ოქ­სფორ­დის გა­მო­ცე­მე­ბი: „კლი­ნი­კუ­რი ფარ­მა­კო­ლო­გია“, „ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ფსი­ქო­ლო­გია“, „ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბა“, „სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა“, „ხა­რის­ხობ­რი­ვი კვლე­ვა“...

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ახ­ალი ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი, მათ შო­რის, მა­რი­ნა შა­მი­ლიშ­ვი­ლი­სა და მა­რი წე­რეთ­ლის ავ­ტო­რო­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო „ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­სა­ვა­ლი“, კა­ხა ქეც­ბაიას „რე­ლი­გი­ის სო­ცი­ოლ­ოგია“, მ. გო­ჩი­ტაშ­ვი­ლის „გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კა“, სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე სხვა­დას­ხვა ავ­ტორ­თა მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გე­ოგ­რა­ფია“, სა­ლო­მე დუნ­დუ­ას „პო­ლი­ტი­კურ მოძ­ღვრე­ბა­თა ის­ტო­რია“, მზია შე­ლი­ას „მო­სახ­ლე­ობ­ის ეკ­ონ­ომ­იკა“ და სხვ. ამ­ას­თა­ნა­ვე, თსუ-ის გა­ნახ­ლე­ბულ ვებ­გვერ­დზე (https://tsu.ge/ka/publishing-house/list?search=&category=1082) იხ­ილ­ავთ სა­ლექ­ციო კურ­სე­ბის ელ­ექ­ტრო­ნულ ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ას სხვა­დას­ხვა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და არა მხო­ლოდ მათ­თვის და კა­ტე­გო­რი­ებ­ის მი­ხედ­ვით გა­და­ნა­წი­ლე­ბულ სხვა ელ­ექ­ტრო­ნულ გა­მო­ცე­მებს.

 

გა­მომ­ცემ­ლო­ბა აგ­რძე­ლებს მუ­შა­ობს სტუ­დენ­ტურ პრო­ექ­ტებ­ზე. სულ ახ­ლა­ხან გა­მო­იცა გი­ორ­გი გა­ბე­ლი­ას მი­ერ თარ­გმნი­ლი რო­ბერტ სტა­მის „კი­ნოს თე­ორია“, ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი „გურ­ჯა­ან­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი“. გა­მომ­ცემ­ლო­ბა მუ­შა­ობს პე­რი­ოდ­ულ გა­მო­ცე­მებ­ზე, სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლებ­სა და კრე­ბუ­ლებ­ზე, ას­ევე მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს თსუ-ის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტებ­თან.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ ის­ევ გა­იზ­არ­და მოთხოვ­ნა კო­მერ­ცი­ულ ბეჭ­დვა­ზე. ავ­ტორ­თა თვით­და­ფი­ნან­სე­ბის გზით გა­მო­იცა კუ­კუ­რი წი­ქა­რიშ­ვი­ლის, ზა­ზა ლე­ჟა­ვას, ლა­შა ას­ან­იძ­ის „კარ­სტულ-სპე­ლე­ოლ­ოგი­ური ტერ­მი­ნე­ბის გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნი“, ლე­ვან სა­ბა­ურ­ის „ფი­ნან­სუ­რი აღ­რიცხვა 2“, მა­რი­ნა ვე­კუ­ას „ად­ამი­ანი — გაკ­ვე­თი­ლი, ილია ვე­კუა“, ჯე­მალ ხა­რი­ტო­ნაშ­ვი­ლის „ეკ­ონ­ომ­იკ­ური აზ­რის ის­ტო­რია“, თა­მარ შა­რა­ბი­ძის „ბა­რა­თაშ­ვი­ლის 12 ბი­ოგ­რა­ფია“ და „ვა­ჟა ფშა­ვე­ლას მო­ზა­იკ­ური სინ­თე­ზი“, აგ­რეთ­ვე, ნი­ნო მა­ქა­ძის „იუს­ტი­ნე აბ­ულ­აძ­ის ცხოვ­რე­ბა და სა­მეც­ნი­ერო მოღ­ვა­წე­ობა“, ზა­ალ გო­გე­ნი­ას „ეს­პა­ნე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო ომ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პექ­ტე­ბი“, ნა­ტა­ლია ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის „ჰანს გე­ორგ გა­და­მე­რის ეს­თე­ტი­კუ­რი კონ­ცეფ­ცია“, მე­რაბ აბ­ეს­აძ­ის „სა­ხე­ლი“ და სხვა. არ­სე­ბუ­ლი პან­დე­მი­ის ფონ­ზე თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა შე­უფ­ერ­ხებ­ლად აგ­რძე­ლებს მუ­შა­ობ­ას სა­მეც­ნი­ერო ტექ­სტებ­სა და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ზე და სა­გან­მა­ნა­თებ­ლო პრო­ცესს რა­იმე ტი­პის შე­ფერ­ხე­ბა, ამ მხრივ, არ ემ­უქ­რე­ბა. რაც შე­ეხ­ება დას­ტამ­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის რე­ალ­იზ­აცი­ას, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ჩვენს მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი, თსუ-ის წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ის გარ­და, შე­უძ­ლი­ათ და­უბ­რკო­ლებ­ლად შე­იძ­ინ­ონ თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში (თსუ-ის მე-4 კორ­პუს­ში, მე­ოთხე სარ­თულ­ზე, წიგ­ნის სა­რე­ალ­იზ­აციო ოთ­ახ­ში)“, — აღ­ნიშ­ნა ნა­თია დვალ­მა. 

 

* * *

გთა­ვა­ზობთ 2020 წლის და­საწყი­სი­დან დღემ­დე გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვას.

 

მარ­ჯო­რი უორ­დრო­პის „ინ­გლი­სურ-ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნი“

ეს გა­მო­ცე­მა ეძ­ღვნე­ბა მარ­ჯო­რი უორ­დრო­პის და­ბა­დე­ბის 150 წლის­თავს. მი­სი ლექ­სი­კო­გრა­ფი­ული საქ­მი­ან­ობ­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად 1998 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ში. ეს მა­სა­ლე­ბი ოქ­სფორ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბოდ­ლის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის უორ­დრო­პე­ბის ფონ­დში აღ­მო­აჩ­ინა პრო­ფე­სორ­მა მა­რი­კა ოძ­ელ­მა, რო­მე­ლიც დღეს ხელ­მძღვა­ნე­ლობს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს ქარ­თუ­ლი ენ­ის სამ­მარ­თვე­ლოს. 2014 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თი­ნა­თინ მარ­გა­ლი­ტა­ძე და მა­რი­კა ოძ­ელი, სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით, მივ­ლი­ნე­ბით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ოქ­სფორ­დში, ბოდ­ლის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის უორ­დრო­პე­ბის ფონ­დში სა­მუ­შა­ოდ. მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იტ­ან­ეს მ. უორ­დრო­პის ლექ­სი­კო­ნის ფო­ტო­ას­ლე­ბი და ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად და­იწყეს მუ­შა­ობა მათ გა­ციფ­რე­ბა­სა და შეს­წავ­ლა­ზე. სწო­რედ ამ გა­ციფ­რე­ბულ ლექ­სი­კონს ვთა­ვა­ზობთ მკითხველს პირ­ვე­ლად სა­თა­ნა­დო კო­მენ­ტა­რე­ბით.

 

ან­ელ­იზა დოდ­სი, „ შე­და­რე­ბი­თი სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა“

მთარ­გმნე­ლე­ბი: სა­ლო­მე დუნ­დუა და ზვი­ად აბ­აშ­იძე;
სა­მეც­ნი­ერო რე­დაქ­ტო­რი — ნა­ნა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი

მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის მი­ზა­ნია, მკითხველს შეს­თა­ვა­ზოს შე­და­რე­ბი­თი სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის შე­სა­ვა­ლი. ნაშ­რომ­ში თავ­მოყ­რი­ლია ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ და ახ­სნი­ლია ის თე­ორი­ული ჩარ­ჩო­ები, რომ­ლე­ბიც გა­მო­იყ­ენ­ება მო­ცე­მუ­ლი სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის გა­სა­ან­ალ­იზ­ებ­ლად. წიგ­ნში, პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თა­დი სექ­ტო­რე­ბის გან­ხილ­ვის მა­გა­ლით­ზე, შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რი­სი პო­ლი­ტი­კის ბუ­ნე­ბი­სა და გან­სხვა­ვე­ბე­ბის დე­ტა­ლუ­რი მი­მო­ხილ­ვა. მო­ცე­მუ­ლი ვა­რი­აცი­ები გა­ან­ალ­იზ­ებ­ულია მთავ­რო­ბის მი­ერ ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ძა­ლა­უფ­ლე­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ებ­ის ერ­თმა­ნე­თის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბის ჭრილ­ში..

 

ლი­ლი გოქ­სა­ძე, ნა­ნა მა­მა­ცაშ­ვი­ლი, მა­ნა­ნა გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი —

თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­გლი­სუ­რი ენ­ის გრა­მა­ტი­კის უმ­აღ­ლე­სი კურ­სი, ტო­მი I

ესაა ნა­ნა მა­მა­ცაშ­ვი­ლის მი­ერ გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, ის შედ­გე­ნი­ლია ლინ­გვის­ტი­კი­სა და გრა­მა­ტი­კის თე­ორი­ის უახ­ლე­სი მიღ­წე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და წარ­მო­ად­გენს გრა­მა­ტი­კის ის­ეთ კურ­სს, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც სტუ­დენ­ტთა ტი­პურ შეც­დო­მებს, ისე ენ­ის სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს.

 

რო­ბერტ სტა­მი, „კი­ნოს თე­ორია“

მთარ­გმნე­ლი — გი­ორ­გი გა­ბე­ლია, რე­დაქ­ტო­რია და­ვით ან­დრი­აძე

მთარ­გმნე­ლის­გან წამ­ძღვა­რე­ბულ წი­ნა­სიტყვა­ობ­აში წა­იკ­ითხავთ: „რო­ბერტ სტა­მის წიგ­ნის — „კი­ნოს თე­ორია“ — თარ­გმნა, თავ­და­პირ­ვე­ლად, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის სო­ცი­ოლ­ოგი­ის კურ­სის შემ­სწავ­ლელ­თათ­ვის გან­ვიზ­რა­ხე. მსურ­და, ლი­ტე­რა­ტუ­რას ქარ­თულ ენ­აზე გაც­ნო­ბოდ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კი­ნოს ის­ტო­რი­ით, ზო­გა­დად, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი. მუ­შა­ობ­ის დას­რუ­ლე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ წიგ­ნი სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ებ­ის, კულ­ტუ­რის მკვლევ­რე­ბის, ფი­ლო­სო­ფო­სე­ბის, ფი­ლო­ლო­გე­ბის, სო­ცი­ოლ­ოგ­ებ­ის, მე­დი­ამ­კვლევ­რე­ბის, იმ დის­ციპ­ლი­ნა­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც ვი­ზუ­ალ­ურ ფე­ნო­მენს, მის რეპ­რე­ზენ­ტა­ცი­ასა და რე­ცეფ­ცი­ას, ზო­გა­დად, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­სა და ამ უკ­ან­ას­კნე­ლის სო­ცი­ალ­ურ, პო­ლი­ტი­კურ თუ გენ­დე­რულ ას­პექ­ტებს სწავ­ლო­ბენ...“ წიგ­ნი დიდ სი­ამ­ოვ­ნე­ბას მო­უტ­ანს არა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებს, არ­ამ­ედ ყვე­ლას, ვი­საც უყ­ვარს კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა.

 

ნა­ტა ყა­ზა­ხაშ­ვი­ლი,

სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მარ­თვა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ნა­წი­ლი I.

მო­სახ­ლე­ობ­ის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კითხია. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა სა­უკ­ეთ­ესო შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. სწო­რედ ამ სა­კითხის მრა­ვალ­მხრივ და კომ­პლექ­სუ­რი გან­ხილ­ვას ეთ­მო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო.

 

* * *

სხვა გა­მო­ცე­მე­ბი­სა და და­სა­ბეჭ­დად გამ­ზა­დე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის თა­ობ­აზე მო­მა­ვალ სტა­ტი­აში ვი­სა­უბ­რებთ.

 

მო­ამ­ზა­და თა­მარ და­დი­ან­მა

სრულად

ბრძანების N:

ცხადდება კონკურსი აფიონ ქოჯათებეს და ჩუკუროვას უნივერსიტეტებში ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად თსუ-ის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.

 

მობილობის პერიოდი: 2021 წლის გაზაფხულის სემესტრი

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და თურქეთში.

იხილეთ მეტი

სრულად

ბრძანების N:

„ზნენი" - სტუდენტ ფილოსოფოსთა ელექტრონული ჟურნალის პირველი ნომერი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა და ანთიმოზ ივერიელის სასწავლო-კვლევითმა ცენტრმა  მოამზადეს  სტუდენტ ფილოსოფოსთა ელექტრონული ჟურნალი „ზნენი".

 

დამატებითი ინფორმაცია იხ. ჟურნალში.

სრულად

ბრძანების N: