საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
კვლევა ზრდასრულთა პროფილის, მათი ზრდასრულთა განათლებაში ჩართულობისა და COVID 19-ის გავლენების შესახებ

აღნიშნული კვლევის მიზანია, შეისწავლოს ზრდასრული მოსახლეობის პროფილი, მახასიათებლები და მათი ჩართულობა ზრდასრულთა განათლებაში უწყვეტი განათლების კონტექსტში (კვლევის ფარგლებში უწყვეტი განათლებით აღვნიშნავთ არაფორმალური განათლების ყველა იმ აქტივობას, რომლებში მონაწილეობაც შეუძლიათ ზრდასრულებას). ჩვენი მიზანია, გავიგოთ რა ინტერესები ან დაბრკოლბები აქვთ ზრდასრულებს საქართველოში სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში ჩასართავად, ვინ არიან ის ზრდასრულები, რომლებიც ყველაზე აქტიურად არიან მსგავს აქტივობებში ჩართული და როგორია მათი გამოცდილება Covid 19-ის გავრცელების შემდეგ. გვაინტერესებს ზრდასრულთა დამოკიდებულება სხვადასხვა სასწავლო ფორმატის მიმართ. 

კვლევის შედეგები პირველ რიგში საინტერესო იქნება ზრდასრულთა განათლებაში ჩართული ორგანიზაციებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებული ინსტიტუციებისა თუ პირებისათვის.

 

 enlightened კითხვარი

 

საკონტაქტო ინფორმაცია კითხვართან დაკაშვირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში: keti.tsintsadze@tsu.ge

სრულად

ბრძანების N:

ამერიკული უნივერსიტეტების გამოფენა, შაბათი 7 ნოემბერი

შაბათს, 7 ნოემბერს, 2020, თბილისში -- 16:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო ქსელი „განათლება ამერიკაში“ (EducationUSA) საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უმასპინძლებს ამერიკული განათლების ონლაინ გამოფენას 27 ამერიკული კოლეჯისა და უნივერსიტეტის მონაწილეობით.

 

გამოფენის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნოს აშშ-ში განათლების მიღების შესაძლებლობები საშუალო სკოლის, საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის საფეხურებზე, ასევე პროფესიული განვითარებისა და მოკლევადიან საზაფხულო კურსებზე.

 

დამსწრეებისთვის გამოფენაზე ხელმისაწვდომი იქნება საჯარო და პირადი ჩატი კოლეჯების წარმომადგენლებთან. პლატფორმაზე ჩატარდება ვებინარები: როგორ ჩავაბაროთ აშშ-ში, როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება, როგორ შევარჩიოთ პროგრამები შესაბამისს განათლების საფეხურზე;  გამოფენა გაიხსნება საორიენტაციო სემინართ ამერიკული სტუდენტური ვიზის პირობებზე. 

 

უნივერსიტეტები წარმოადგენენ მრავალფეროვან პროგრამებს სპეციალობების მიხედვით, გააცნობენ მონაწილეებს ტესტირებისა და ჩარიცხვის კრიტერიუმებს, დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების მექანიზმებს, გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება აშშ-ის მთავრობის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები.

 

გამოფენაზე რეგისტრაცია და მონაწილეობა უფასოა.

 

2019 წლის მონაცემებით, საქართველოდან 600-მდე ადამიანი იღებს განათლებას აშშ-ში, მათგან 60 % საბაკალავრო, 30% სამაგისტრო და დანარჩენი სხვა საფეხურის პროგრამებზე სწავლობს. (IIE, Open Doors 2019), რაც ევროპის რეგიონისთვის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. გამოფენა ხელს შეუწყობს განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნებს, ასევე, ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას უმაღლესი განათლების სფეროში და უზრუნველყოფს აშშ-ში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის საქართველოში.

 

გამოფენის ორგანიზატორია EducationUSA (www.educationusa.state.gov), აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში“ ქსელი, რომლის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის “საერთაშორისო განათლების ცენტრი “(CIE). გამოფენა ტარდება საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული საბჭოების (ვაშინგტონის ოფისი) მხარდაჭერით.

 

დამატებითი ინფორმაციები: 

გიწვევთ გამოფენაზე: აშშ-ის საელჩოს მოქმედი საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი კრისტოფერ ანდერსონი 

 

გამოფენის გვერდი სოციალურ მედიაში

 

მონაწილე უნივერსიტეტები  

 

გამოფენაზე რეგისტრაცია  

სრულად

ბრძანების N:

მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2020 წლის 6 ნოემბერს გაიმართა მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”.

კორონა ვირუსის გლობალური პანდემიის გამო, კონფერენცია ჩატარდა დისტანციური ფორმით, ონლაინ რეჟიმში.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მეცნიერებმა, უმაღლესი სასწავლებლების, კვლევითი ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლებმა და დოქტორანტებმა. კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილია იყო 16 სექცია.

პლენარულ სხდომას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ თსუ-ის რექტორი ბატონი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურუსა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუკა მიცკევიჩი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ეკატერინე მიქაბაძე.

პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდნენ:

გიუნტერ ჰოფბაუერი, პროფესორი, ინგოლშტადტის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტი - „გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის ამჟამინდელი მდგომარეობის მიმოხილვა“ Günter Hofbauer, Full Professor, Technical University Ingolstadt, Germany – „An insight into the current situation of the German automotive industry“   

იოსებ ხელაშვილი, თსუ-ის პროფესორი - „საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის მდგრადი განვითარების პოსტ პანდემიური პერპსექტივები“ Ioseb Khelashvili, TSU Professor – „Post-Pandemic Perspectives on Sustainable Development of International Tourism in Georgia“

            პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში. დღის ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი სხდომა, რითაც მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დაიხურა.

სრულად

ბრძანების N:

ვარშავის ევროპის კოლეჯის (პოლონეთი) ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამა

განაცხადების მიღება 2021-22 სასწავლო წლისათვის უკვე დაწყებულია და გაგრძელდება 2021 წლის 13 იანვრამდე.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

სრულად

ბრძანების N:

მათემატიკის დეპარტამენტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების გრაფიკი

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად რექტორის 2020 წლის 23 სექტემბრის No184/01–01 ბრძანების საფუძველზე, მათემატიკის დეპარტამენტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო კომისიის მიერ პრეტენდენტის სტატუსი მიენიჭა პეტრე ბაბილუას.


გასაუბრების გრაფიკითან დაკავშირებით მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:


• გასაუბრება ჩატარდეს 2020 წლის 13 ნოემბერს, პარასკევს, თსუ XI კორპუსის 335 ოთახში (გვანჯი მანიას კაბინეტი);
• გასაუბრების დაწყების დრო - 13. 00 სთ.

 

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე - პროფესორი ელიზბარ ნადარაია
საკონკურსო კომისიის მდივანი - ასოცირებული პროფესორი თინათინ დავითაშვილი

სრულად

ბრძანების N:

„გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ - ონლაინ კონფერენცია თსუ-ში

COVID-19-ის პანდემიის გავლენა მსოფლიო, მათ შორის, ქართულ ეკონომიკაზე, პრობლემების განხილვა და საერთაშორისო მაგალითების, რეკომენდაციების გაზიარება იყო მთავარი თემა მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ონლაინ კონფერენციის პლენარულ სხდომას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკური პროფილის ქართველი და უცხოელი მეცნიერები, უმაღლესი სასწავლებლების, კვლევითი ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები  ესწრებოდნენ.   

ონლაინ კონფერენციის მონაწილეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა და აღნიშნა, რომ  „დღეს მსოფლიო უამრავი გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ პანდემიის, არამედ ეკონომიკური სირთულეების გამო, რომელიც მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას. რთულ სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება, სწავლება, კვლევა და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის ფორმატი და დიალოგი ძალიან კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მივიღოთ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე.“

კორონავირუსით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებსა და ამ კუთხით სამეცნიერო საქმიანობის და სწავლების ხელსეწყობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა. მისი თქმით, „დღევანდელი კონფერენცია თავისი შინაარსით მნიშვნელოვანია და ის ეფუძნება, როგორც ახალი ცოდნის შექმნას, ახალი თეორიების განვითარებას, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოყენებითი კომპონენტი. რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მეცნიერებს და მკლევრებს, რომლებიც ეკონომიკისა და ბიზნესის დარგში მოღვაწეობენ. მიუხედავად ჩვენი ჩაკეტვისა ვახერხებთ შევქმნათ ერთიანი სივრცე, გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები და გავუზიაროთ ის კვლევები, რომლებიც მიმდინარეობს, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო ჭრილში.“

„პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკონომიკის მიმართულებებზე და განვითარების გრძელვადიან მიზნებზე. დღეს, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნებმა მოახერხონ და იპოვონ ოპტიმალური ბალანსი გლობალიზაციასა და ეკონომიკის თვითკმარობის აუცილებელ დონეს შორის,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ.

თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ გლობალიზაციის ეპოქაში ეკომომიკაზე კორონავირუსის შედეგად მიღებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დღეს ყველა ელის პასუხებს ეკონომისტებისაგან - თუ რა ხდება მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს ამისათვის კლასიკური, პროფესიონალური პასუხი. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს გლობალიზაცია, მეორე მხრივ კი -  პანდემია. თუ  რას მივიღებთ შედეგად, ამ ეტაპზე არის ბუნდოვანი. ჩვენი კონფერენცია მრავალ მნიშვნელოვან თემას შეეხება და იმედი მაქვს, რომ ეს დაგვეხმარება მივიღოთ გარკვეული პასუხები.“

ინგოლშტადტის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გიუნტერ ჰოფბაუერმა პლენარულ სხდომაზე წაიკითხა მოხსენება „გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის ამჟამინდელი მდგომარეობის მიმოხილვა“. მისი თქმით, „კონფერენცია იძლევა იდეების გაცვლის ძალიან კარგ საშუალებას. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ არსებული პრობლემების გადასაწყვეტად ერთიანი ძალებით.“

„საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის მდგრადი განვითარების პოსტ პანდემიური პერპსექტივები“ იყო თსუ პროფესორის იოსებ ხელაშვილის თემა. მისი თქმით, კორონავირუსის შემდგომ პერიოდში „ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის და გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ბაზრების მოძიება, მაღალი ხარისხისა და ინოვაციური სერვისების განვითარება, რომელიც დაეფუძნება ადგილობრივ ბუნებრივ და კულტურულ თავისებურებებს. ამ პროცესში აუცილებლად უნდა იქნას წინ წამოწეული ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ბიზნეს გარემო და საინვესტიციო კლიმატი.”

ონლაინ კონფერენციის მუშაობა სამეცნიერო თემატიკის მიხედვით 16 სექციაში გაგრძელდა. კონფერენცია ZOOM-ის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით გაიმართა და მისი ლაივ ტრანსლირება თსუ ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე მიმდინარეობდა.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის, მე-5 და მე-8 პუნქტების, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96 დადგენილებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის 2020 წლის 19 ოქტომბრის N17724/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით, დაინიშნოს აკადემიური
საბჭოს წევრთა არჩევნები 2020 წლის 24 ნოემბერს:
ა) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ილია ვეკუას სახელობის
გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - 1 წევრი;
ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - მაღალი ენერგიების ფიზიკის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი- 1 წევრი.
2. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას
საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ცისანა გავაშელი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის
მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ბ) ანა თოხაძე - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი;
გ) თამარ ლეკაშვილი - მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი, მედიცინის
ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური უფროსი, კომისიის წევრი;
დ) დავით მახვილაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის
მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი:
ე) მირანდა მიქაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ვ) ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის
მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
ზ) გიორგი ოქიტაშვილი - თსუ-ს შიდა აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსი, კომისიის
წევრი;
თ) თამარ ტატანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის მიმართულების
მოწვეული პედაგოგი, კომისიის წევრი;
ი) სალომე ჩიტიშვილი - ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის თანაშემწე, კომისიის წევრი.
3. დაევალოს საარჩევნო კომისიას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 24 ნოემბერს არჩევნების
დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის სათანადო
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
4. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით.
5. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2020 წლის 9 ნოემბერს 10:00 საათზე და დასრულდეს 2020 წლის 13 ნოემბერს 18:00 საათზე (5 სამუშაო დღე).
6. დაევალოთ აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ
უკავიათ აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობა.
7. კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი N114 ან საარჩევნო კომისიის მიერ
განსაზღვრულ ელექტრონულ მისამართზე და შესაბამისი ფორმატით, რის თაობაზეც ინფორმაციას რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს 6 ნოემბრისა საარჩევნო კომისია
განათავსებს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
8. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
11. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
12. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
13. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს,
კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში
(მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 220/01-01

აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები

2020 წლის 24-25 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით, აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართება:

ა) 25 ნოემბერი: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - 1 წევრი;

ბ) 24 ნოემბერი: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - 1 წევრი.

დარეგისტრირებული კანდიდატები:

ნიკოლოზ ავაზაშვილი - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;

რევაზ შანიძე - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
 

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია  დაიწყება 2020 წლის, 9 ნოემბერს, 10:00 საათზე და დასრულდება 2020 წლის, 13 ნოემბერს, 18:00 საათზე (5 სამუშაო დღე)

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა სარეგისტრაციო განცხადებაში უნდა დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო  თანამდებობა.


წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე;
  • მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის დამადასტურებელი ცნობა.

კომისიის გადაწყვეტილებით დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: chancellery@tsu.ge განმცხადებლის პირადი მეილიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბრძანება.

ბრძანებაში შესული ცვლილებების გასაცნობად იხილეთ დანართები

 

საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი

სრულად

ბრძანების N:

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) სასწავლო სტიპენდიები 2021-2022 აკადემიური წლისათვის

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2021-2022 აკადემიური წლისათვის!

 

 

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მაქსიმუმ 5 პროგრამა 50 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამიდან (15 სხვადასხვა აკადემიური სფეროდან) და დაიწყეთ თქვენი განაცხადის შევსება დღესვე.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ იხილოთ საინფორმაციო ფურცელი.

სრულად

ბრძანების N:

საინფორმაციო სესიების ციკლი ევროპაში სწავლის მსურველთათვის

საერთაშორისო განათლების ცენტრი და ევროპაში მისი პარტნიორი უნივერსიტეტები გიწვევთ საინფორმაციო სესიების ციკლზე ონლაინ, რომლის ფარგლებშიც ცენტრისა და ამ უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ლექტორები და კურსდამთავრებულები გაგაცნობენ თავიანთ უნივერსიტეტებს, იქ ჩაბარებისა და სწავლის შესაძლებლობებს, გაუძღვებიან სხვადასხვა თემატურ ლექციასა და ვორქშოფს (მაგალიათად როგორც დავწეროთ სამოტივაციო წერილი, როგორ შევადგინოთ რეზიუმე/ავტობიოგრაფია, როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისათვის და ა.შ.) და ასევე მოგაწოდებენ ინფორმაციას ზოგადად  ევროპაში სწავლასთან  დაკავშირებით. იხილეთ მეტი

სრულად

ბრძანების N:

2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის და 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტებისა და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ვარშავის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (19319/10; 05.11.20) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ჩატარდეს კონკურსი 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის და 2021/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+  საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი  ევროპული უნივერსიტეტებისა და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ვარშავის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებისათის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2020 წლის 9,10,11 ნოემბერს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)დემეტრე  ეგნატაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ანა თოხაძე, თსუ იურიდული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი;
გ)თამაზ ზუბიაშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)ლელა ჯამაგიძე, თსუ  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის  ასისტენტ- პროფესორი, კომისიის წევრი;
ე)მერაბ ხოხობაია, თსუ  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის  ასისტენტ- პროფესორი, კომისიის წევრი;
ვ)სიმონ გელაშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ზ)მარიამ გერსამია, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
თ)ია იაშვილი, თსუ სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ი)დავით მაცაბერიძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
კ)ნინო    შატბერაშვილი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ლ)თამარ ქარაია, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი, კომისიის წევრი;
მ)ეკატერინე   ბაკურაძე, თსუ ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ნ)გიორგი ჯიბუტი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
ო)ლელა მირცხულავა, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
პ)ბესიკ კალანდაძე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ჟ)იზაბელა პეტრიაშვილი, თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
რ)ნინო ჩახუნაშვილი, თსუ   ფსიქოლოგიისა   და   განათლების   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
ს)მაია მაჭავარიანი, თსუ   ფსიქოლოგიისა   და   განათლების   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
ტ)ქეთევან მოსაშვილი, თსუ   ფსიქოლოგიისა   და   განათლების   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
უ)მარიამ ფანჯიკიძე, თსუ   ფსიქოლოგიისა   და   განათლების   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
ფ)სოფიო დოლიძე, თსუ    ფსიქოლოგიისა    და    განათლების    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ქ)მანანა გელაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ღ)ბელა ხაბეიშვილი, თსუ     ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ყ)ნინო ქიმერიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
შ)მარინე     კობეშავიძე,     თსუ     ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ჩ)ნათელა ნემსაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ც)ნინო  ქავთარაძე,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ასისტენტ- პროფესორი, კომისიის წევრი; 
ძ)თინათინ   მარგალითაძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
წ)მანანა     რუსიეშვილი,     თსუ     ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ჭ)რუსუდან     დოლიძე,     თსუ     ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ხ)ნინო ჭრიკიშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი
ჯ)გიორგი    რუსიაშვილი,    თსუ    იურიდიული    ფაკულტეტის    ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ჰ)თეა გერგედავა, თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
4.    დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი
№1
).
6.    ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 221/01-01

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 17 ივლისის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანის მ/შ განცხადების №25920/02 საფუძველზე

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 17 ივლისის N39 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1–ის მე–5 მუხლში და ხსენებული მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 5. სამეცნიერო  ხელმძღვანელი   
5.1  სამეცნიერო ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის  დანიშვნის გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით დარგობრივი სექციის  შუამდგომლობის  საფუძველზე.
5.2.სამეცნიერო ხელმძღვნელად/თანახელმძღვანელად შეიძლება დამტკიცდეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო  კვლევის გამოცდილება და შესაბამისი პუბლიკაციები, რომელთაგან ერთი ნაშრომი მაინც გამოქვეყნებულია დადებითი ‘’იმპაქტ ფაქტორის’’ (ISI Thomson Web of Knowledge კლასიფიკატორის მიხედვით) მქონე ჟურნალში.
5.3. აუცილებელი მოთხოვნა დადებითი ‘’იმპაქტ–ფაქტორის’’ მქონე ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების შესახებ შესაძლებელია არ შეეხოს გეოგრაფიისა და გეოლოგიის მიმართულებებს.  გადაწყვეტილებას ფაკულტეტის საბჭო  იღებს ხელმძღვანელობის/თანახელმძღვანელობის კანდიდატის მიერ სათანადო დასაბუთების წარმოდგენის საფუძველზე.  
5.4. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის კანდიდატურა და სადისერტაციო ნაშრომის სახელწოდება ფაკულტეტის საბჭოს უნდა წარედგინოს დოქტორანტურაში ჩარიცხვიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში.
5.5. დისერტაციის ხელმძღვანელი კონტროლს უწევს ინდივიდუალური სასწავლო და კვლევითი გეგმის შესრულებას.
5.6. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს ამბობს დოქტორანტის ხელმძღვანელობაზე, ამის შესახებ სწავლის ნებისმიერ ეტაპზე ხელმძღვანელმა დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართოს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს. სადისერტაციო საბჭოს  თავმჯდომარის  გადაწყვეტილება წარედგინება ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად.“.

 

მუხლი 2, პუნქტი 6. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

2.6.სადოქტორო პროგრამას ხელმძღვანელობს (თანახელმძღვანელობს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი. ხელმძღვანელად შეიძლება დამტკიცდეს მხოლოდ ის პირი, რომელსაც სათანადო სპეციალობით (საერთაშორისო კლასიფიკატორით) გამოქყვეყნებული აქვს ერთი ნაშრომი მაინც დადებითი ‘’იმპაქტ=ფაქტორის’’ მქონე ჟურნალში.

აუცილებელი მოთხოვნა დადებითი ‘’იმპაქტ–ფაქტორის’’ მქონე ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების შესახებ შესაძლებელია არ შეეხოს გეოგრაფიისა და გეოლოგიის მიმართულებებს.  გადაწყვეტილებას ფაკულტეტის საბჭო  იღებს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელობის კანდიდატის მიერ სათანადო დასაბუთების წარმოდგენის საფუძველზე. 

 

მუხლი11. პუნქტი.5. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

11.5.სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი შედეგები გამოქვეყნებულ უნდა იქნეს სულ მცირე სამი სამეცნიერო ნაშრომის სახით – რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალებში, რომელთაგან ერთი მაინც დადებითი „იმპაქტ–ფაქტორის“ (ISI Thomson Web of Knowledge კლასიფიკატორის მიხედვით) მქონეა, ხოლო ერთს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეცენზირება.

გადაწყვეტილებას  გეოგრაფიისა და გეოლოგიის მიმართულებებზე ერთი სტატიის  „იმპაქტ–ფაქტორის“ მქონე ჟურნალში გამოქვეყნების მოთხოვნის მოხსნის შესახებ იღებს ფაკულტეტის საბჭო სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე.

დოქტორანტს ნაშრომი გამოქვეყნებულად ეთვლება მაშინაც, როცა ის მიღებულია დასაბეჭდად, რაც დასტურდება ჟურნალის რედაქციის მიერ გაცემული ცნობით ან გამოცემის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციით.

 

2. დადგენილების  ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

3. დადგენილების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 113/2010

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 01 ივნისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის №25806/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 


1. შევიდეს ცვლილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2009 წლის 1 ივნისის №229 დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1–ის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში და ხსენებული ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ა) სწავლების თანამდეროვე მეთოდების კურსი – 15 კრედიტი (10 კრედიტი –იურიდიული ფაკულტეტი, 5 კრედიტი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი)“

 

2. დადგენილების  ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. დადგენილების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 115/2010

ერაზმუს+ სტიპენდიების მოსაპოვებელი კონკურსი/გასაუბრება თსუ-ს სამივე საფეხურის სტუდენტებისატვის

თსუ-ის სამივე საფეხურის სტუდენტების საყურადღებოდ: 

 

2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებელი კონკურსი/გასაუბრება ჩატარდება ა/წ  9, 10 და 11 ნოემბერს Zoom პლატფორმის საშუალებით! 

 

გასაუბრების განრიგი:

 

ინგლისურენოვანი სტუდენტები

 

გერმანულენოვანი სტუდენტები

 

ფრანგულენოვანი სტუდენტები

 

ესპანურენოვანი სტუდენტები

 

სრულად

ბრძანების N:

„რადიო თავისუფალი ევროპის“ პრეზიდენტის  ბატონ  ჯეფრი გედმინისათვის     სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,პ“ პუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის №24921/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, ქართულ მედიაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისა და საქართველოს შესახებ მედიასივრცეში  ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში შეტანილი წვლილისათვის „რადიო თავისუფალი ევროპის“ პრეზიდენტს – ფილოსოფიის დოქტორს ბატონ ჯეფრი გედმინს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება;


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;  
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 110/2010

,,ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №70/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56–ე მუხლის მე–3 ნაწილის, 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №2 დადგენილების საფუძველზე:

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება ,,ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №70/2010 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 1–ის მე–5 პუნქტში და ხსენებული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


“5. აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის ბოლო ვადად განისაზღვროს 2010 წლის 10 ნოემბერი და შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინოს წარმომადგენლობით საბჭოს“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას; 

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 111/2010

თსუ–ს ტურიზმის საერთაშორისო სკოლის  ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის – „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“ და უწყვეტი განათლების პროგრამების:  „მოგზაურობისა და ტურიზმის ადმინისტრირება“ და „ტურიზმის მარკეტინგული კომუნიკაციები“  დამტკიცება

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის №25486/02 წარდგინების  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ტურიზმის საერთაშორისო სკოლის:


ა) ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა – „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“(დანართი1);


ბ) უწყვეტი განათლების პროგრამები:  „მოგზაურობისა და ტურიზმის ადმინისტრირება“(დანართი 2)  და „ტურიზმის მარკეტინგული კომუნიკაციები“(დანართი 3).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს; 
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 112/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე  მუხლის პირველი პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 5 ივნისის №55/01-01 ბრძანების და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის №25485/02 დასკვნის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი კომისიის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგები:


ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება:

 

ქვემიმართულება: მარკეტინგი
1. მღებრიშვილი ბაბულია – ასისტენტ–პროფესორი.


ქვემიმართულება: მენეჯმენტი
1. კიკუტაძე ვასილ – ასოცირებული პროფესორი
2. პაიჭაძე ნუგზარ – ასოცირებული პროფესორი
3. გულუა ეკატერინე – ასისტენტ–პროფესორი
4. ფარესაშვილი ნინო– ასისტენტ–პროფესორი


მენეჯმენტი–სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მართვის პროფილით
1. ლაფერაშვილი ქეთევან – ასოცირებული პროფესორი


ქვემიმართულება: საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი
1. მაისურაძე მარინა – ასოცირებული პროფესორი
2. ჭილაძე იზოლდა – ასოცირებული პროფესორი
3. ვარდიაშვილი მარიამ –  ასისტენტ–პროფესორი
4. ტაბატაძე ლაშა  –   ასისტენტ–პროფესორი
5. ხუბუა მარინე – ასისტენტ–პროფესორი


საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი – ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფილით


1. მუნჯიშვილი თეა – ასოცირებული პროფესორი.


ქვემიმართულება: საერთაშორისო ბიზნესი
1. ქადაგიშვილი ლეილა –  ასისტენტ–პროფესორი.


ქვემიმართულება: ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმე
1. გაბრიჭიძე აბესალომ – ასისტენტ–პროფესორი
2. კაკაშვილი ნატო – ასისტენტ–პროფესორი

 

ეკონომიკის მიმართულება:

 

ქვემიმართულება: ეკონომიკის პრინციპები
1. ათანელიშვილი თამარ –  ასისტენტ–პროფესორი


ქვემიმართულება: ეკონომიკური პოლიტიკა
1. გოგიაშვილი შალვა – ასოცირებული პროფესორი
2. ერქომაიშვილი გულნაზ – ასოცირებული პროფესორი


ეკონომიკური პოლიტიკა–საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთოებების პროფილით
1. ზუბიაშვილი თამაზ – ასისტენტ–პროფესორი
2. ჯამაგიძე ლელა – ასისტენტ–პროფესორი


ქვემიმართულება: მაკროეკონომიკა
1. კაკულია ნაზირა – ასოცირებული პროფესორი
2. ჩიქობავა მალხაზ – ასოცირებული პროფესორი
3. ტაბატაძე მარინე – ასისტენტ–პროფესორი


მაკროეკონომიკა – შრომის ეკონომიკის პროფილით
1. ცარციძე მურმან – ასოცირებული პროფესორი
2. ლობჟანიძე მანანა –  ასისტენტ–პროფესორი


ქვემიმართულება: მიკროეკონომიკა
1. ჩავლეიშვილი მარინა – ასოცირებული პროფესორი
2. ლაზარიაშვილი თამარ – ასისტენტ–პროფესორი


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 114/2010

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით  კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განცხადების ტექსტის  დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,ე“ პუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით, დაიწყოს პრეტენდენტთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს კონკურსის  გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ  განცხადების ტექსტი დანართი №1 შესაბამისად.


2. კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფა აკადემიური საბჭოს მითითებების საფუძველზე დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 31 აგვისტოს №74/01–01 ბრძანებით შექმნილ საარჩევნო კომისიის შემადგენლობას.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;  
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
5. წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული განცხადების ტექსტი გამოქვეყნდეს გაზეთში – ,,24 საათი“.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
7. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 107/2010