საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
იურიდიულ ფაკულტეტზე ევროპულ ენაზე წაკითხული სალექციო კურსის ერთი აკადემიური საათის დატვირთვის ორ აკადემიურ საათად ჩათვლის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2009–2010 სასწავლო წელს ევროპულ ენაზე წაკითხული სალექციო კურსის ერთი აკადემიური საათის დატვირთვა ჩაითვალოს ორ აკადემიურ საათად.

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 76/2010

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ” თსუ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივნისის №229–ე დადგენილებაში ცვლილების  შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63–ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. შევიდეს ცვლილება აკადემიური საბჭოს 229–ე დადგენილებით დამტკიცებულ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულებაში  და 11–ე მუხლის მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით


დ) ორი სასემინარო ნაშრომის–კოლოქვიუმის მომზადება და აუდიტორიის წინაშე დაცვა – 10–30 კრედიტი.


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 8 ივნისის №3071/22-05 განცხადება.

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, 
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 71/2010

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 სექტემბრის N141 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის, ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის „ჟ“ პუნქტის შესაბამისად,

 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები თსუ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 სექტემბრის N141 დადგენილებით მიღებულ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრთა არჩევის წესში“:

 

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი სახის მე–3 პუნქტი:


3. ,,აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას და განისაზღვრება 4 წლით“.

 

ბ) დაემატოს შემდეგი სახის მე–14 მუხლი:

 

„მუხლი 14.  კანდიდატთა რეგისტრაცია


კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 7 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 1 დღის განმავლობაში.
კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს გაცნობიდან 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საარჩევნო კომისია იღებს 1 დღის განმავლობაში.“

 

გ) შევიდეს ცვლილება მე–8 მუხლის 1–ლი პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „კენჭისყრა   იწყება 10.00 საათზე და მთავრდება არჩევნების დღეს 17.00 საათზე“.

 

დ) შევიდეს ცვლილება მე–8 მუხლის მე–3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება თუ მასში მონაწილეობა მიიღო  ხმის უფლების მქონე პირთა ნახევარზე მეტმა“.


 
2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 72/2010

ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია – „XIX საუკუნე – ეპოქათა მიჯნა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრა 21 დეკემბერს გამართავს ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას – „XIX საუკუნე – ეპოქათა მიჯნა“.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები 2020 წლის 30 ნოემბრამდე უნდა გააგზავნონ  შემდეგ მისამართზე: tamar.sharabidze@tsu.ge

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

კონფერენცია გაიმართება ზუმის პლატფორმაზე.


თეზისების გაფორმების წესი:  
მომხსენებლის სახელი, გვარი;
ორგანიზაცია;
აკადემიური ხარისხი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 200 სიტყვა

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.

გამოიცემა კონფერენციის პროგრამა/თეზისები და სამეცნიერო შრომების კრებული. 

სტატიების მიღების ვადა: 10 დეკემბერი.

იხ. სტატიების გაფორმების წესი.

საკონტაქტო პირი:  ასოც. პროფესორი თამარ შარაბიძე

სრულად

ბრძანების N:

“2009-2010 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის № 247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63–ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის № 247 დადგენილებაში და ΙΙ მუხლის 1-ლი პუნქტის 1.4   ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1.4.  სასესიო პერიოდი – 14 ივნისი – 5 ივლისი, 14 – 22 ივლისი”.

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 77/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
17.12.2012, №128/2012 დადგენილებით

 



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის “ს“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამები (დანართი 1).

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფ. გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი

სრულად

ბრძანების N: 66/2010

აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით                         

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის “ს“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის;

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი

სრულად

ბრძანების N: 68/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი (პროფესიული მზადების) საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ს“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი (პროფესიული მზადების) საგანმანათლებლო პროგრამები  (დანართი 1).

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი

სრულად

ბრძანების N: 67/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს № 20/2010 დადგენილებით დამტკიცებული ფორმით სილაბუსების წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის “ს“ პუნქტისა  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №20/2010 დადგენილებით დამტკიცებული ფორმით საბაკალავრო პროგრამის სილაბუსები წარმოდგენილ იქნას ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2010 წლის 2 აგვისტოსი, სამაგისტრო პროგრამის სილაბუსები არა უგვიანეს 16 აგვისტოსი.


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 69/2010

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის  დამტკიცების თაობაზე

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,მ“ პუნქტის საფუძველზე

 

1. დაიწყოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტი (დანართი 1).


2. დაევალოს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატთა რეგისტრაციასა და კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ“ თსუ აკადემიური საბჭოს N2 დადგენილება

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 70/2010

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

                        

 
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის “ს“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამები   (დანართი 1).

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი

სრულად

ბრძანების N: 65/2010

უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დროს დაგროვილი კრედიტების აღიარების წესის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
05.11.2012, №105/2012 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის “კ“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „კ“ პუნქტის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დროს დაგროვილი კრედიტების აღიარების წესის ახალი რედაქცია (დანართი 1).

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე) და სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი

სრულად

ბრძანების N: 59/2010

საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესი 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის “ს“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის  საფუძველზე,

 

დამტკიცდეს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესი:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტს ეძლევა არჩევანის საშუალება: პროგრამის შეცვლის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ მოდიფიცირებულ პროგრამაზე, ხოლო გაუქმების შემთხვევაში სწავლა განაგრძონ თავსებად, მომიჯნავე/მონათესავე საგანმანათლებლო პროგრამაზე, ან მობილობის წესით გადავიდნენ სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

2. საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში, მოდიფიცირებულ ან თავსებად, მომიჯნავე/მონათესავე პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტს კრედიტები უღიარდება კრედიტების აღიარების სპეციალური წესის შესაბამისად (დანართი 1).  

 

3. თუ უნივერსიტეტში არ ხორციელდება გაუქმებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადი, მომიჯნავე/მონათესავე საგანმანათლებლო პროგრამა, აღნიშნული პროგრამის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებამდე, უნივერსიტეტი ვალდებულია სტუდენტის მიერ გავლილი პროგრამის ფარგლებში კრედიტების აღიარების თაობაზე გააფორმოს ხელშეკრულება სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელიც ახორციელებს გაუქმებულ ან მასთან თავსებად, მომიჯნავე/მონათესავე პროგრამას და სადაც შესაძლებელია გადავიდეს შეცვლილი/გაუქმებული პროგრამის სტუდენტი მობილობის წესით. მიღებული გადაწყვეტილების და ხელშეკრულების შესახებ ეცნობება  სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს.

 

4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე) და სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).

5. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი

სრულად

ბრძანების N: 61/2010

უცხოური ენის სასწავლო კურსის გამოტოვებული საფეხურის შესაბამისი ცოდნის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ს“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს უცხოური ენის სასწავლო კურსის გამოტოვებული საფეხურის შესაბამისი ცოდნის დადასტურების წესი (დანართი 1).

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე) და სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი

სრულად

ბრძანების N: 62/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კურსებში ელექტრონული სწავლების კომპონენტის დანერგვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის “ს“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კურსებში დაინერგოს ელექტრონული სწავლების კომპონენტი  (დანართი 1).

 

2. დადგენილება ამოქმედდეს 2010–2011 სასწავლო წლიდან.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე).

4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი

სრულად

ბრძანების N: 63/2010

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო  პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით        

   

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის “ს“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამები (დანართი 1,  დანართი 2,  დანართი 3).

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი

სრულად

ბრძანების N: 64/2010

ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის (ECTS) შემოღებამდე გავლილი უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებისთვის კრედიტების მინიჭების წესის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ს“ პუნქტისა  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის (ECTS) შემოღებამდე გავლილი უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებისთვის კრედიტების მინიჭების წესი (დანართი 1).

 

2. გაუქმდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის დადგენილება  №234 „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის (ECTS) შემოღებამდე სტუდენტების მიერ გავლილი უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებისთვის კრედიტების მინიჭების წესის შესახებ“.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე).

4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 58/2010

გაცვლითი პროგრამის მონაწილე უცხოელი სტუდენტების მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ  

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის “ს“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს გაცვლითი პროგრამის მონაწილე უცხოელი სტუდენტების მომსახურების წესი  (დანართი 1), სასწავლო ხელშეკრულების, ნიშნების ფურცლის ქართული და ინგლისურენოვანი ფორმები (ფორმა 1, 2, 3).

 

2. დადგენილების შესრულება დაევალოს საგარეო ურთიერთობათა, სასწავლო, საფინანსო დეპარტამენტებს და მატერიალური რესურსების სამსახურს (თ. გერგედავა, რ. ჩიქოვანი, ი. საღარეიშვილი, დ. ჩერქეზიშვილი).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი

სრულად

ბრძანების N: 60/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „კ“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „კ“ პუნქტის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესი (დანართი 1).

 

2. გაუქმდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის დადგენილება № 235 „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსვლის მსურველ და/ან გადმოსულ, აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესი“.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე).

4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი
 

სრულად

ბრძანების N: 57/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სრული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  მე–9 მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და  რექტორის 2010 წლის 23 აპრილის   № 23/01–01 და 2010 წლის 29 აპრილის № 27/01–01  ბრძანებების საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

      1.1. თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება


1. მზექალა შანიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, თსუ რექტორის მრჩეველი (თავმჯდომარე)
2. გუჩა კვარაცხელია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი
3. ცირა ბარამიძე – თსუ სრული პროფესორი (კომისიის მდივანი)
4. ზურაბ ჭუმბურიძე – თსუ მოწვეული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
5. მერაბ ჩუხუა – თსუ ასოცირებული პროფესორი

 

     1.2. უახლესი ქართული ლიტერატურა


 
1. ელგუჯა ხინთიბიძე – თსუ სრული პროფესორი (თავმჯდომარე)
2. ლადო მინაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი
3. იუზა ევგენიძე  – თსუ ასოცირებული პროფესორი
4. მაია მირესაშვილი – სოხუმის უნივერსიტეტის სრული პროფესორი
5. ნანა კუცია –სოხუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი)

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 54/2010