საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების შესაბამისი სამეცნიერო–კვლევების დაფინანსების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების შესაბამისი სამეცნიერო–კვლევების დაფინანსება განხორციელდეს თსუ აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოს ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესში მონაწილეობას და სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას.


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს (რ. ხარბედია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 56/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორთა შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. აკადემიურ თანამდებობაზე   არჩევის  შესახებ   გადაწყვეტილების   მიღებამდე, გაუგრძელდეთ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის იმ ასისტენტ – პროფესორებს, რომელთა უფლებამოსილების ვადა ამოეწურებათ 2010 წლის 17 სექტემბერს.

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა (ნ. ლაცაბიძე)

3. დადგენილება  გამოქვეყნდეს  საჯაროდ.


 
      საფუძველი: მედიცინის ფაკულტეტის მ/შ განცხადება.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 55/2010

დოქტორანტ ლია ყარალაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2020 წლის 6 ნოემბერსგაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის  სადოქტორო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის“ დოქტორანტის -  ლია ყარალაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.

სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „ ღრძილის რეცესიის აღდგენა ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედებისა და ადამიანის ამნიონისაგან მიღებული დეცელულარიზებული მემბრანის გამოყენებით“

სამეცნიერო  ხელმძღვანელი:  პროფესორი ქეთევან გოგილაშვილი

სხდომა დანიშნულია 16:00-ზე თსუ, მორფოლოგიის ინსტიტუტი

სრულად

ბრძანების N:

ვაკანსია კვიპროსის უნივერსიტეტის მდგრადი ენერგიის კვლევითი ცენტრის ფოტოელექტრო ტექნოლოგიის ლაბორატორიაში მოწვეული მკვლევარის პოზიციაზე

კვიპროსის უნივერსიტეტის მდგრადი ენერგიის კვლევითი ცენტრის ფოტოელექტრო ტექნოლოგიის ლაბორატორია, აცხადებს ვაკანსიას მოწვეული მეცნიერის პოზიციაზე (სრულ ან ნახევარ განაკვეთზე), სამეცნიერო პროექტებზე მუშაობისთვის.

 

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 16 ნოემბერი.

 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: დანართი 1 და დანართი 2.

სრულად

ბრძანების N:

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსის გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის  დამტკიცების თაობაზე

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით



“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,ე“ პუნქტის საფუძველზე

 

1. გამოცხადდეს კონკურსი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად, დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტი (დანართი 1).


2. დაევალოს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ“ თსუ აკადემიური საბჭოს N1 დადგენილება

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 49/2010

იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდისაგან გათავისუფლების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ის სტუდენტები, რომლებიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში წარმატებით ჩააბარებენ უცხოელი პროფესორის მიერ წაკითხულ უცხოენოვან საგანს, გათავისუფლდნენ მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე ჩასაბარებელი უცხო ენის გამოცდისაგან.


2. მაგისტრატურაში ჩასაბარებელი უცხო ენის მისაღები გამოცდის ქულის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება სტუდენტის მიერ უცხოენოვან საგანში მიღებული საბოლოო შეფასება.


3. სტუდენტს უფლება აქვს ჩაბარებული უცხოენოვანი საგნის მიუხედავად გავიდეს მაგისტრატურაში უცხო ენის მისაღებ გამოცდაზე.


4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 31 მაისის N2973/22–05 განცხადება.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 51/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლისა და აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლის  საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) იოჰენ ციმერმანი – ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) ერიკ ლივნი – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აღმასრულებელი დირექტორი;

გ) მზია მიქელაძე – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორის მოადგილე (კომისიის მდივანი);

დ) თამილა არნანია–კეპულაძე – ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის სრული პროფესორი;

ე) იოსებ არჩვაძე – პროფესორი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.

 


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 52/2010

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” –აკადემიური საბჭოს N52/2010 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლისა და აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლის  საფუძველზე,

 

1. შევიდეს ცვლილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს N52/2010 დადგენილების  1-ლ მუხლში და საკონკურსო კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით

 

ა) იოჰენ ციმერმანი – ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) ერიკ ლივნი – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აღმასრულებელი დირექტორი;

გ) მზია მიქელაძე – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორის მოადგილე - (კომისიის მდივანი);

დ) თამილა არნანია–კეპულაძე – ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის სრული პროფესორი;

ე) ფრედერიკ ლორინი – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მოწვეული პროფესორი კვებეკის უნივერსიტეტიდან (კანადა).

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 53/2010

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის N244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

1. შევიდეს ცვლილება აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის N244 დადგენილებით მიღებულ ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესში“ და ამოღებულ იქნას მე–4 მუხლის მე–3 პუნქტი და მე–8 მუხლის მე–3 პუნქტი.


2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 50/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე  ასისტენტ –  პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 21 იანვრის  №03/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასისტენტ – პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  არჩეული იქნენ:

 

სამართლის მეთოდების მიმართულება:
ლაშა ბრეგვაძე

 

სისხლის სამართლის მიმართულება:
ა) ლავრენტი მაღლაკელიძე
ბ) ანრი ოხანაშვილი

 

2.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად   შესარჩევი საკონკურსო კომისიის 06. 05. 2010 №2570/22–05 დასკვნა.

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, 
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 47/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენის და დამტკიცების პროცედურის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენა და დამტკიცება განხორციელდეს შემდეგი პროცედურების დაცვით:

 

1. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომის შემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს თსუ–ს სრული ან ასოცირებული პროფესორი, ან მოწვეული, შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირი. გადაწყვეტილებას პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ  იღებს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

 

2. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამა იქმნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად (იხ. დანართი 1).


3. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამა  განიხილება ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, მიმართულება და ა.შ.), ან შესაბამისი პროფილის მქონე აკადემიური პერსონალის (მოწვეული პედაგოგების) სხდომაზე, ხოლო პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.


4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს პროგრამის შესაბამისობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან, ხოლო ამ პროცესს კოორდინირებას უწევს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. სადაო საკითხებს წყვეტს აკადემიური საბჭო.  ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს.


5. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.


6. მას შემდეგ, რაც აკადემიური საბჭო დაამტკიცებს რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამას, თსუ აკეთებს განაცხადს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოში ამ პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე.


7. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციაზე განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის ნუსხა განისაზღვრება  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.


8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამა გადაეცემა თსუ საინფორმაციო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის განთავსებას თსუ ვებ-გვერდზე.
9. თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ევალება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი, შესაბამისი დასკვნების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა ფაკულტეტების და აკადემიური საბჭოს წინაშე.
10. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების ვადებს ადგენს თსუ აკადემიური საბჭო.
   

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 44/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 


1. 2009–2010 სასწავლო წლიდან მედიცინის ფაკულტეტზე ამოქმედდეს ზაფხულის დამატებითი სემესტრი.

 

2. ზაფხულის დამატებითი სემესტრის რეგულაცია განისაზღვროს შემდეგი წესით:


2.1    მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დასასრულს, ზაფხულის თვეებში, პროგრამის დაძლევის მიზნით, ეძლევათ ზაფხულის დამატებითი სემესტრით სარგებლობის უფლება.
2.2    სტუდენტს შეუძლია, საგანამანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში,   ზაფხულის დამატებითი სემესტრით ისარგებლოს ოთხჯერ.
2.3    ზაფხულის დამატებითი სემესტრის პერიოდში სტუდენტს შეუძლია მოიპოვოს არაუმეტეს 15 კრედიტისა.
2.4    სტუდენტის მიერ კრედიტების წლიური დასაშვები ოდენობა, ზაფხულის დამატებითი სემესტრის ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 75 კრედიტს.
2.5    ზაფხულის დამატებითი სემესტრის პერიოდში სტუდენტი სწავლობს თვითდაფინანსებით.
2.6    სტუდენტს ზაფხულის დამატებით სემესტრში  რეგისტრაციის გავლის უფლება ეძლევა დეკანის წარდგინების საფუძველზე და სწავლის საფასური განესაზღვრება შესასწავლი დისციპლინების კრედიტების მოცულობის შესაბამისად.

 

3. სტუდენტს, რომელიც საგანამანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს, უფლება ეძლევა თვითდაფინანსების გზით დაასრულოს სასწავლო პროგრამა მომდევნო არაუმეტეს ორი დამატებითი სემესტრის განმავლობაში.

 

4. სწავლის საფასური განისაზღვრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად.

 

5. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 45/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების  საგანმანათლებლო პროგრამის – ფოტოგრაფიისა და ვიდეოოპერატორის საფუძვლების დამტკიცების თაობაზე

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,


1. დამტკიცდეს უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა - ფოტოგრაფიისა და ვიდეოოპერატორის საფუძვლები (იხ. დანართი №1, იხ. დანართი №2).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 46/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის  რეგისტრაციის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2009 წლის 19 ოქტომბრის N295 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 23 ოქტომბრის №22 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის” მე-3 მუხლის საფუძველზე,

 

I.   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირდეს:

 

          ალექსანდრე ცისკარიძე

 

II.  დადგენილების შესრულება უზრუნველყოს საარჩევნო კომისიამ.

 

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (იხ. დანართი 1).

 

    საფუძველი: თსუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარდგინება.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 48/2010

გერმანელი პროფესორის ჰანს შტროერისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის “პ“ პუნქტის, 39–ე მუხლის 1–ლი პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის „პ“ პუნქტისა და 48–ე მუხლის 1–ლი პუნქტის საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის გერმანელ პროფესორს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2.   დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის წარდგინება.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 42/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №28/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ნ” ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის “ნ” პუნქტის  საფუძველზე,

 

1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №28/2010 დადგენილებაში - დადგენილებას დაემატოს შემდეგი პუნქტი:

 

“დანამატი შეიძლება მიეცეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მხოლოდ იმ აკადემიურ პერსონალს, ვინც შრომით სამართლებრივ ურთიერთობას ახორციელებს მხოლოდ თსუ-ში (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა)”;

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ/შ განცხადება.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 43/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 23 ოქტომბრის №22 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის” მე-3 მუხლის საფუძველზე,

 

I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირდნენ:


1. ნოდარ ბელქანია
2.  შალვა აბზიანიძე
3. გიორგი ყიფიანი


II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს საარჩევნო კომისიამ.

 

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (იხ. დანართი 1),  (იხ. დანართი 2), (იხ. დანართი 3).

 

          საფუძველი: თსუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარდგინება.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 41/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასოცირებული  პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 და 2010 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 და 2010 წლის 26 მარტის №24 სხდომის გადაწყვეტილებებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 11  დეკემბრის №134/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  არჩეული იქნას:

 

ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულება:

 

მაია ციციშვილი

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად   აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის 18.03. 2010 შემაჯამებელი ოქმი.

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, 
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 35/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, № 77/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ს“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი 1).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი    გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 36/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 23 ოქტომბრის №22 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის” მე-3 მუხლის საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირდეს:

 

            დარეჯან  თვალთვაძე

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს საარჩევნო კომისიამ.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (იხ. დანართი).

 

           საფუძველი: თსუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარდგინება.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 37/2010