საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
თსუ ცენტრი „გეოანალიტიკა“ - 2020 წლის ანალიტიკური ცენტრებისა და კომპანიების "TOP-100“- ში

თსუ ანალიტიკურ-ტექნოლოგიური ცენტრი - „გეოანალიტიკა“ (კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი) "ევროპული ხარისხის პროექტის" (დიდი ბრიტანეთი (European Quality Project (UK)) მიერ 2020 წლის  ანალიტიკური ცენტრებისა და კომპანიების  "TOP-100“ ("Achievements 2020“) - ის ნომინანტებს შორის მოხვდა.

 

პროფესიონალიზმი, კრეატიულობა, ინოვაციურობა, ეკომეგობრული წარმოება, ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო სერტიფიკატები, ლიცენზიები, პატენტები - ამ კრიტერიუმებით აარჩია  "ევროპული ხარისხის პროექტის" საექსპერტო საბჭომ თსუ "გეოანალიტიკა" ევროპის ათასობით კომპანიებსა და ანალიტიკურ  ცენტრებს შორის. კონკურსი რეგიონალური ბიზნესის სათავეში მყოფი პექსპექტიული კომპანიების შესარჩევად და წასახალისებლად ყოველწლიურად მიმდინარეობს. 

 

"გეოანალიტიკის“ შესახებ  ამ საბჭომ საჯარო წყაროებიდან გაიგო. ეს  აღიარება ნიშნავს თსუ  ანალიტიკური ცენტრის პრესტიჟის, პოპულარობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მეტი დამკვეთის მოზიდვას. ამასთანავე, ხელს შეგვიწყობს ახალი აპარატურის და აღჭურვილობის შეძენაში. ჩვენი საქმიანობა,  როგორც სამეცნიერო კუთხით, ისე შეთავაზებების და შესრულებილი დაკვეთების მხრივ, პასუხობს ყველა თანამედროვე მოთხოვნას," - გვეუბნება თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნირებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი,  რევაზ კვატაშიძე.

 

"გეოანალიტიკა"  2009 წელს დაარსდა ანალიზური და ფიზიკური ლაბორატორიების ბაზაზე. ცენტრის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:

  • ნიადაგების, მარილების, მათი შენადნობების, მეფუტკრეობის პროდუქტების და სამშენებლო მასალების შემადგენელი კომპონენტების მიკრო და მაკრო შემცველობების განსაზღვრა;  
  • ქანების, მადნეულის და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის, მათი ტექნოლოგიური გადამუშავების პროდუქტების, მინერალური ნედლეულის და სპილენძის მანგანუმის, რკინის, ტყვიის, თუთიის შემცველი მადნების, ასევე ოქროს ფაზური ანალიზი.

 

როგორც რევაზ კვატაშიძე გვიყვება, ცენტრში ასევე მუშაობენ გარემოს დაცვის მიმართულებით. შეისწავლიან  საქართველოს ბუნებრივი წიაღისეულის  მასალებს, იმისთვის, რომ  გაწმინდონ წყლები და ნიადაგი ზოგიერთი მავნე კომპონენტისგან.

 

თსუ "გეოანალიტიკის" ცენტრისთვის საინტერესოა სარკინიგზო ლიანდაგის მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურების ზეგავლენის ეკოქიმიური შეფასებაც.

 

"ამ ეტაპზე ჯგუფის მთავარ პროექტს წარმოადგენს   შპს „ასკანგელ ჯგუფი“-ს მიერ წარმოდგენილი ბენტონიტური ასკანის თიხის სინჯების  ტესტირება, რომლის საფუძველზეც მოხდება ბენტონიტური თიხის საბადოს მარაგების დამტკიცება მარაგების სახელმწიფო კომისიაში. ცენტრისათვის პრიორიტეტია სამუშაოს შესრულების მაღალი ხარისხი, ექსპრესულობა და საიმედოობა. სწორედ ამითაა განპირობებული ანალიტიკური ცენტრის დამკვეთების ფართო სპექტრი; სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო პირები, ადგილობრივი და უცხოური მეწარმეები. ისინი კმაყოფილები არიან ცენტრის მომსახურეობით,"- გვეუბნება რევაზ კვატაშიძე.

 

საერთაშორისო დამკვეთების კმაყოფილება ასახულია ცენტრის სხვა წარმატებებშიც: მათი რეკომენდაციით „გეოანალიტიკა“ წარმატებული საქმიანობისათვის 2009 წლის ნოემბერში ლონდონში ინგლისს–ესპანეთის საერთაშორისო ერთობლივი კომპანია „BID“-ის  მიერ საჯაროდ დაჯილდოვდა ხარისხის ნომინაციაში ოქროს გვირგვინით. ხოლო,  ბიზნესის მსოფლიო კონფედერაციამ (World Confederation of Businesses), რომელიც დაფუძნებულია ჰიუსტონში (აშშ) 2010 წლის ოქტომბერში ფრანკფურტში თსუ მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი და  „გეოანალიტიკა“ დააჯილდოვა საუკეთესო მენეჯმენტისთვის  პრიზით -  The BIZZ 2010.

 

TOP 100-ში მოხვედრასთან ერთად, მიმდინარე წელს „გეოანალიტიკა" კიდევ ერთ წარმატებას ელის, მან უკვე გაიარა შეფასება სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის და აკრედიტაციის მოწმობას მიიღებს.

 

"ჩვენი ჯგუფის აკრედიტაციის სფერო 2015-2019 წ.წ. განისაზღვრებოდა ორი მიმართულებით: ცემენტის ფიზიკურ-მექანიკური ტესტირება და მშრალი სამშენებლო ნარევების ფიზიკურ-მექანიკური ტესტირება. 2020-2023 წლებში  დაგვემატება კიდევ ქვიშის და ხრეშის (ღორღის) ფიზიკურ-მექანიკური ტესტირებები. ჩვენთან ნიმუშების მომზადებისა და ბენტონიტური თიხების ტესტირების ჯგუფი (ხელმძღვანელი ინჟინერიის აკადემიური დოქტორი ნესტან გეგია) ახორციელებს საანალიზოდ შემოსული სინჯის მიღებას, მის რეგისტრაციას, აღწერას, სინჯის მომზადებას  ნახაზზე წარმოდგენილი სქემის მიხედვით და  ნიმუშის გადაცემას  საანალიზოდ. „გეოანალიტიკას“ ამჟამად ქიმიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გულნარა თოდრაძე ხელმძღვანელობს," - ამბობს რევაზ კვატაშიძე.

 

თსუ მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ალექსანდრე თვალჭრელიძის მიერ 1929 წელს დაარსდა. ინსტიტუტის კვლევები ფუნდამენტური მეცნიერების მიღწევებს ემყარება და ატარებს გამოყენებით ხასიათს. ინსტიტუტის მიზანი თსუ მეცნიერებთან და სტუდენტებთან ერთად ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება და განვითარებაა, ამ მიზნით ისინი ცდი;ობენ საქართველოს წიაღში არსებული ყოველგვარი მინერალური წარმონაქმნი, ან მისი ფრაგმენტი ამა თუ იმ დანიშნულების სასარგებლო ნამარხად აქციონ.

 

ინსტიტუტს თავისი არსებობის განმავლობაში მოპოვებული აქვს მდიდარი ფაქტობრივი მასალა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ჩრდილო კავკასიის ტერიტორიებზე გავრცელებული სხვადასხვა სახის სასარგებლო ნამარხების - ფერადი, იშვიათი და ძვირფასი ლითონების, არალითონური (ქიმიური მრეწველობის ნედლეული, სამშენებლო მასალები, მოსაპირკეთებელი ქვები, აგრონომიული მადნები) და სათბობ-ენერგეტიკული ნედლეულის გეოლოგიის, მათი ქიმიური შემადგენლობისა და გადამუშავების ტექნოლოგიების თაობაზე.

 

თსუ  სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართული ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მდებარე მსხვილი ობიექტის - მივერუდის საბადოს გეოლოგიურ-გეოფიზიკურ შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების გამომუშავების პროცესში.  ამავე საბადოს ოქროს შემცველი მადნების კვლევების საფუძველზე კი,  მსხვილი სამთო კომბინატის შენდება.

 

ინსტიტუტი აშშ-ს სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ მსხვილ სამეცნიერო ცენტრთან ერთად ერთობლივი კვლევების ჩასატარებლად ემზადდება. თსუ მეცნიერები თანამშრომლობენ ჩეხეთთან, ისრაელთან და თურქეთთან.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცებისა და აღნიშნულ პროგრამებზე ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, „2020 - 2021 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 11 აგვისტოს N91/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 დეკემბრის N152/2017 დადგენილებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 13 აგვისტოს MES 9 20 0000687830 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობა პროგრამული დაფინანსების ფარგლებში, სტუდენტების მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გათვალისწინებით, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 217/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის    (პროფესორი,    ასოცირებული    პროფესორი,    ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია  თსუ  წარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ,  ოქმი  №4  14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი    საშტატო    განრიგის    დამტკიცების    შესახებ“    თსუ    რექტორისა    და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 16 ოქტომბრის №17/04 ერთობლივი ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2020 წლის 23 ოქტომბრის N18178/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი)  წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი  გამოცხადდეს  2020 წლის    2  ნოემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის  3 დეკემბრიდან   2020   წლის   11 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის  18  იანვრისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და  ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის  კათედრა 
ასისტენტ პროფესორი - 1  საშტატო ერთეული - კატეგორია „ა“ 
ასისტენტ პროფესორი - 1  საშტატო ერთეული - კატეგორია „ბ“

თეორიული ეკონომიკის კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია „ა“


5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის   ანკეტა,   შევსებული   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართული  დანაშაულის  ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის
(დოკუმენტების) ასლი (უცხო    ქვეყანაში    მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული
დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს    თანხმობა    მხოლოდ    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტთან  აფილირების  შესახებ  (რაც  ძალაში  შევა 
მის მიერ  შესაბამისი  აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2020 წლის 3 დეკემბრიდან   2020 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით 1000-დან 1600 საათამდე, შესვენება 1300-დან 14-მდე (შაბათ-კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს   (საფინანსო   დეპარტამენტი,   პერსონალის   მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;


რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 216/01-01

ვიქტორ ყიფიანისა და დავით ძიძიგურის დაჯილდოება უნივერსიტეტის მედლებით

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ს (https://mkdlaw.ge) უფროსი პარტნიორი დავით ძიძიგური და  ამავე ფირმის უფროსი პარტნიორი, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ გამგეობის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-სთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის უნივერსიტეტის მედლებით დააჯილდოვა.  

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „წლების განმავლობაში ამ ფირმის ბაზაზე ფუნქციონირებს კლინიკა, სადაც ჩვენი სტუდენტები სტაჟირებას გადიან, წარმატებულები კი იღებენ „ემ ქეი დის“ სტიპენდიას. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უნივერსიტეტმა ითანამშრომლოს კერძო სექტორთან. ამ ფირმის ხელმძღვანელები,  ჩვენი კურსდამთავრებულები დავაჯილდოვეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ წყვეტენ კავშირს ალმა მატერთან, რათა  მაქსიმალურად დაეხმარონ იმ უნივერსიტეტს და დარგის განვითარებას, სადაც მიიღეს განათლება.“

კომპანია „ემ ქეი დი“ უმაღლესი იურიდიული განათლების აქტიური მხარდამჭერია და მას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან. ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ მადლობა გადაუხადა ვიქტორ ყიფიანსა და დავით ძიძიგურს  პარტნიორობისთვის. „დიდი ხანია „ემ ქეი დი“ იურიდიული განათლების ძალიან აქტიური მხარდამჭერია. ეს იყო პირველი იურიდიული ფირმა, რომელმაც  ჩვენი სტუდენტებისთვის დააწესა სტიპენდია. ასევე მათი გვერდში დგომით გამოვიდა სტუდენტური ჟურნალი „კერძო სამართლის მიმოხილვა.“ ძალიან ბევრი სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა მათი მხარდაჭერით,“- აღნიშნა თამარ ზარანდიამ.

„ემ ქეი დი“-ს უფროსმა პარტნიორებმა დავით ძიძიგურმა და ვიქტორ ყიფიანმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს მათი საქმიანობის დაფასებისთვის. „ბოლო ათი წელია, ჩვენთან ფუნქციონირებს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო კლინიკა, რომლის მთავარი მიზანია განათლების მხარდაჭერა, იურიდიული პროფესიის პოპულარიზაცია და, ასევე, კურსდამთავრებულების ხელშეწყობა, რათა  მათ გარკვეული ადაპტაცია გაიარონ და პრაქტიკაში გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს საქმიანობას, კერძოდ საკონსულტაციო ბიზნესს ახასიათებს,“- აღნიშნა  დავით ძიძიგურმა. „მადლიერების გრძნობით მინდა აღვნიშნო უნივერსიტეტის ჩვენდამი  ასეთი დამოკიდებულება. ეს ჯილდო გვავალდებულებს, რომ უფრო მეტად დავიხარჯოთ უნივერსიტეტისთვის, თსუ-ს ახალგაზრდებისთვის,“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ ვიქტორ ყიფიანმა წაიკითხა მოხსენება თემაზე  „საჯარო-კერძო თანამშრომლობის უპირატესობა სახელმწიფო გამოწვევების კვალდაკვალ: სინერგია და მისი შესაძლო ეფექტი პოსტპანდემიურ სინამდვილეში“. შეხვედრას იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები დაესწრნენ.

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ (MKD Law) იყო პირველი კერძო კომპანია, რომელმაც დააწესა სტიპენდია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის და ასევე, ახორციელებს სამართლის ერთ-ერთ კლინიკას იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურზე. ამასთან, კომპანია თსუ იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულების აქტიური და ხშირი დამსაქმებელია.

 

სრულად

ბრძანების N:

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს დადგენილება  N91–ში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის 1–ლი პუნქტის  „ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

1. შევიდეს ცვლილება “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს დადგენილება N91–ში და მე–14 პუნქტში ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„14. სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ ერთი  თვით ადრე.“

 

2. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესს“ დაემატოს 141 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 

„141. საბუთების მიღება გრძელდება 2 კვირის განმავლობაში.“

 

3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესს დაემატოს 142 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 

„142. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან   არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.“

 

4. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

5. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

ბრძანების N: 1/2010

კონკურსი სტუდენტებისთვის "თანასწორობის რეპორტიორი"

ევროპის საბჭოს ოფისი და საქართველოს  ადმინისტრაცია  და ადამიანის  უფლებათა  საბჭო იწვევს სტუდნტებს  მონაწილეობის მისაღებად ერთობლივ კონკურსში "თანასწორობის რეპორტიორი".

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადა: 2020 წლის 1 ნოემბრამდე. მონაწილეებს შეუძლიათ  გაგვიზიარონ   ისტორიები  (ვიდეოს, ფოტოს ან ესეს სახით) და  გაგვაცნონ ადამიანები,  რომელთაც თანასწორობის  ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებაში შეაქვთ წვლილი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - " სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური    პერსონალის   (პროფესორი,   ასოცირებული   პროფესორი,   ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო    განრიგის  დამტკიცების    შესახებ“ თსუ  რექტორის  და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 16 ოქტომბრის №17/04 ერთობლივი ბრძანების   და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის გიორგი ღაღანიძის  2020  წლის 23 ოქტომბრის   N18177/29 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა  და  ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 2 ნოემბერს.   საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის   3 დეკემბრიდან   2020 წლის 11 დეკემბრის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს  გადაეცეს  არაუგვიანეს  2021  წლის 18 იანვრისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული-კატეგორია  „ა“
მარკეტინგის  კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული-კატეგორია  „ა“ ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის  კათედრა ასოცირებული პროფესორი  - 1  საშტატო ერთეული -კატეგორია  „ა“
5.  ასოცირებული პროფესორების თანამდებობებზე ასარჩევმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   (დადგენილი     ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ,,ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)"
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)    ასლი (უცხო    ქვეყანაში    მიღებული  განათლების    ან/და 
სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო  -  პედაგოგიური  მუშაობის  გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ     შესაბამისი     აკადემიური     თანამდებობის     დაკავებისთანავე)     და დაადასტუროს       ინფორმაცია   იმის   შესახებ,   რომ   არ   გააჩნია   ძალაში   მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  იწარმოებს  2020  წლის 3 დეკემბრიდან  2020 წლის 11 დეკემბრის  ჩათვლით 10:00-დან  16:00 საათამდე, შესვენება 13:00-დან 14:00-მდე (შაბათ-კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში,   თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,    გაზეთი   „თბილისის    უნივერსიტეტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 215/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის  საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამები – მიკროეკონომიკა (დანართი 1); მაკროეკონომიკა (დანართი 2); სტატისტიკის შესავალი (დანართი 3); ფინანსური მათემატიკა (დანართი 4); კურორტისა და სასტუმროს მენეჯმენტი (დანართი 5); ტურიზმის მენეჯმენტი (დანართი 6); ტურის მეგზური (გიდი) (დანართი 7); ტურისტული დანიშნულების ადგილების მენეჯმენტი და ტურიზმის პოლიტიკა (დანართი 8); პროგრამა გენერალური მენეჯერებისათვის (დანართი 9).

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

ბრძანების N: 2/2010

უნიკალური არქივის ახალი სიცოცხლე - თანამშრომლობის მემორანდუმი

უნიკალური აუდიო და ვიდეოარქივის გაციფრულებას, დამუშავებას და გამოცემას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიას, კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. კონსერვატორიაში არსებული უნიკალური ფონდისთვის ახალი სიცოცხლის მიცემას ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ, კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ და სეუ-ს რექტორმა გიორგი კავთელიშვილმა მოაწერეს.

 კონსერვატორიაში დაცულ მასალებში არსებული ჩანაწერები გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში (60-80 იან წლებში)  ქართველი ეთნომუსიკოლოგებისა და მკვლევრების - გრიგოლ ჩხიკვაძის, კუკური ჭოხონელიძის, მინდია ჟორდანიას, ედიშერ გარაყანიძის მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია შეგროვებული. მნიშვნელოვანია ვალერიან მაღრაძის მიერ, ამავე პერიოდში  შეგროვებული მესხური ტრადიციული მუსიკის საექსპედიციო ჩანაწერებიც, რაც მესხური ფოლკლორის ერთადერთ სრულყოფილ წყაროს წარმოადგენს.  ზოგადად კი ეს ჩანაწერები ფასდაუდებელი განძია ქართული ტრადიციული მუსიკის ისტორიის შესწავლისა და კვლევისათვის.

მემორანდუმის ფარგლებში, საფუძველი ეყრება ეროვნული მნიშვნელობის პროექტს, რომელიც ემსახურება მომავალი თაობისთვის უნიკალური არქივის შემონახვას. ეს პირველი პრეცედენტია საერთო ეროვნული ფასეულობების გარშემო სხვადასხვა პროფილის უმაღლესი საგნმანათლებლო დაწესებულების გაერთიანებისა.

სრულად

ბრძანების N:

ქართულ კინოში ასახული თბილისი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის  „ქართული კინოს სახვითი სტილის  ელემენტი: თბილისის ისტორიული ადგილები“   ფარგლებში  გამოფენა- ქართულ კინოში ასახული თბილისი გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფოტოსურათები ისეთი კინოფილმებიდან, როგორიცაა: "ჩვენი ფარაჯანოვი", სახლი სიხარულისა" და სხვა. 

პროექტის მხარდამჭერი  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური  - თბილისი მერია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან. 

სრულად

ბრძანების N:

ოქმი N8

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 8

08.07.20

  დღის წესრიგი:

1. ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამებში;

2. განათლების მეცნიერებების ერთობლივი სადოქტორო პროგრამის/ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, (ხელმძღვანელი: ქეთევან ჭკუასელი) დამტკიცების შესახებ.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

მდივანი: ასოც.პროფესორი ირინე ჟვანია

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, ვახტანგ ნადარეიშვილი, მზია წერეთელი, ქეთევან ჭკუასელი,

ასოცირებული პროფესორები : 

თამარ აბაშიძე, ანასტასია ქიტიაშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, მედეა დესპოტაშვილი, ხათუნა მარწყვიშვილი, მანანა მელიქიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი, მაია მესტვირიშვილი, ლუიზა არუთინოვი, შორენა მამუკაძე, ზაქარია ქიტიაშვილი, იზაბელა პეტრიაშვილი,

სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები:

ქეთევან ცანავა, დიანა ზვიადაძე

განიხილეს:

1.ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამებში.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა ფაკულტეტის საბჭოს წევრებს განსახილველად წარუდგინა საგანმანათებლო პროგრამებში შესატანი ცვლილებები.

ფსიქოლოგიის დეპარტამენტი:

პროგრამის სახელწოდება: MA განათლების ფსიქოლოგია და კვლევა.

სილაბუსები:

  • განათლების ფსიქოლოგია 2 (მზია წერეთელი).

ცვლილება: განახლდა ძირითადი თმები, დაემატა თვითრეგულაციის და  მეტაკოგნიციის საკითხები, აგრეთვე, ტაქსონომიები. განახლდა კურსის ლიტერატურა.

საფუძველი: განათლების ფსიქოლოგიის თანამედროვე ტენდენციები,  სწავლების  გამოცდილება და სტუდენტებისგან მიღებული უკუკავშირ

  • მოტივაცია და ქცევა” (ლაშა ხოჯანაშვილი, მზია წერეთელი).

ცვლილება: ახალ სილაბუსი

საფუძველი: მოტივაციის ფსიქოლოგის მნიშვნელობა განათლების პრაქტიკულ ფსიქოლოგისა და განათლების თანამედროვე სისტემაში.

  • პროფესიული ინგლისური ენა ფსიქოლოგებისთვის” (ნელი მერაბიშვილი).

ცვლილება: ახალი სილაბუსი

საფუძველი:  ინფლისური ენის დონის დახვეწა პროფესიული მიმართულებით, რათა სტუდენტებმა შეძლონ თავისუფლად გამოიყენონ ენა სწავლასა და კვლევაში.

  • პრაქტიკა-განათლების პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში (სოფიო თევდორაძე).

ცვლილება:   სწავლის შედეგები.

საფუძველი:  სწავლის შედეგების ცვლილება განხორციელდა ახალი საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად.

ასოც. პროფესორმა მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა სილაბუსებმა გაიარა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ექსპერტიზა, გათვალისწინებული იქნა ყველა რეკომენდაცია.

 საბჭოს მდივანმა, ქალბატონმა ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა საგანმანათლებლო პროგრამებში წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების საკითხი.

მომხრე: 20

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა:0

პროგრამის სახელწოდება: MA იურიდიული ფსიქოლოგია

სილაბუსი:

  • ფსიქოლოგის როლის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში (ლუიზა არუთინოვი, თინა ბანძელაძე)

ცვლილება: ახალი სასწავლო თემები (ბავშვთა მიმართ ძალადობა და ძალადობის სასამართლო-ფსიქოლოგიური შეფასება; სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი; კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდის გამოკითხვა), განახლებული სასწავლო ლიტერატურა (Agnew, R., Brezina, T.(2012). Juvenile Delinquency: Causes and Control (4th ed.). New York: Oxford University Press. Lahey, B.B., Moffit T.E., Caspi, A., (2003) Causes of Conduct Disorder and Juvenile Delinquency. New York, London: Guilford Press. ) და შეფასების სისტემა.

საფუძველი: უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში (2018-2020 წელი), არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში ფსიქოლოგის როლის სამართლებრივი მექანიზმის განვითარება, რის შედეგადაც მკაფიოდ განისაზღვრა ფსიქოლოგის უფლებები და მოვალეობები (საჭიროების შეფასება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა) და შესაბამისად, გაფართოვდა ფსიქოლოგის კომპეტეციის ჩარჩო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ფსიქოლოგმა შეძლოს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხის ფსიქოლოგიური მექანიზმის განმარტება, როგორიცაა სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, აგრეთვე, იცნობდეს ბავშვთა მიმართ ძალადობის სასამართლო-ფსიქოლოგიური შეფასების სტანდარტს და ფლობდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის გამოკითხვის პროტოკოლს.

ასოც. პროფესორმა მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა სილაბუსებმა გაიარა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ექსპერტიზა, გათვალისწინებული იქნა ყველა რეკომენდაცია.

საბჭოს მდივანმა, ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა საგანმანათლებლო პროგრამებში წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების საკითხი.

მომხრე: 20

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა:0

პროგრამის სახელწოდება: MA ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება

სილაბუსები:

  • ფსიქოლოგის როლის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში (ლუიზა არუთინოვი, თინა ბანძელაძე)

ცვლილება: ახალი სასწავლო თემები (ბავშვთა მიმართ ძალადობა და ძალადობის სასამართლო-ფსიქოლოგიური შეფასება; სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი; კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდის გამოკითხვა), განახლებული სასწავლო ლიტერატურა (Agnew, R., Brezina, T.(2012). Juvenile Delinquency: Causes and Control (4th ed.). New York: Oxford University Press. Lahey, B.B., Moffit T.E., Caspi, A., (2003) Causes of Conduct Disorder and Juvenile Delinquency. New York, London: Guilford Press. ) და შეფასების სისტემა.

საფუძველი: უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში (2018-2020 წელი), არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში ფსიქოლოგის როლის სამართლებრივი მექანიზმის განვითარება, რის შედეგადაც მკაფიოდ განისაზღვრა ფსიქოლოგის უფლებები და მოვალეობები (საჭიროების შეფასება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა) და შესაბამისად, გაფართოვდა ფსიქოლოგის კომპეტეციის ჩარჩო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ფსიქოლოგმა შეძლოს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხის ფსიქოლოგიური მექანიზმის განმარტება, როგორიცაა სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, აგრეთვე, იცნობდეს ბავშვთა მიმართ ძალადობის სასამართლო-ფსიქოლოგიური შეფასების სტანდარტს და ფლობდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის გამოკითხვის პროტოკოლს.

  • მოზარდთა განვითარება: თეორია და კვლევა (ლუიზა არუთინოვი, თინა ბანძელაძე)

ცვლილება: ახალი სილაბუსი

საფუძველი: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასებისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოზარდთა განვითარების თანამედროვე თეორიებისა და კვლევის მეთოდოლოგიის ცოდნა, რომელიც მიმართული იქნება მოზარდთა ფუნქციონირების ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიც არის მოზარდის სოციალიზაციის თავისებურებები, ოჯახსა და სკოლაში ადაპტაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, ინტერნალიზებული და ექსტერნალიზებული ქცევითი პრობლემები. კურსის მთავარი სიახლე ფოკუსირებულია მოზარდთა განვითარების თანამედროვე კვლევის მეთოდოლოგიის და პრაქტიკული მიდგომების გაცნობასა და ანალიზზე.

ასოც. პროფესორმა მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა სილაბუსებმა გაიარა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ექსპერტიზა, გათვალისწინებული იქნა ყველა რეკომენდაცია.

 საბჭოს მდივანმა, ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა საგანმანათლებლო პროგრამებში წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების საკითხი.

მომხრე: 20

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა:0

პროგრამის სახელწოდება: MA ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური) .

სილაბუსი:

  • ტექსტის ლინგვისტიკა (ი. მინდაძე)

ცვლილება: ახალი კურსის შექმნა. ტექსტის ლინგვისტიკა შედის სამაგისტრო პროგრამის მესამე სემესტრში არჩევით კურსად.

საფუძველი: თანამედროვე ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია განსაკუთრებულ როლს ანიჭებს ტექსტურ მასალასთან მუშაობას. კვლევაში გამოყენებულ და კვლევით მოპოვებული ტექსტური მასალის ლინგვისტური სპეციფიკის გააზრება ანალიზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ამგვარად, პროგრამის კურიკულუმში აღნიშნული საგნის ჩართვა აძლიერებს პროგრამის კვლევით კომპონენტს. 

ასოც. პროფესორმა მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა სილაბუსმა გაიარა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ექსპერტიზა, გათვალისწინებული იქნა ყველა რეკომენდაცია.

 საბჭოს მდივანმა, ქალბატონმა ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა საგანმანათლებლო პროგრამებში წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების საკითხი.

მომხრე: 20

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა:0

პროგრამის სახელწოდება: BA ფსიქოლოგია

სილაბუსები:

  • ადამიანის განვითარება 1 (მ.მელიქიშვილი)

ცვლილება: დაემატა ახალი ლიტერატურა, შეიცვალა შეფასების ფორმები

საფუძველი: სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.

  • სპეციალური პრაქტიკული კურსი სკოლის ფსიქოლოგიურ სამსახურში (სოფიო თევდორაძე)

ცვლილება: სემესტრულ აქტივობაში, სწავლის შედეგებში.

საფუძველი:  სწავლის შედეგების ცვლილება განხორციელდა ახალი საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად. დასწრების კომპონენტი ჩანაცვლდა სასემინარო აქტიურობით, რადგან დასწრების ქულის მიხედვით არ ხდებოდა სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნის დონის და ხარისხის შეფასება.

  • ჯგუფთან მუშაობის მეთოდები  (გ.ყიფიანი)

ცვლილება: სასწავლო კურსების შესწავლის წინაპირობა - წინაპირობის გარეშე

საფუძველი: ამ კურსების მასალა არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და წინასწარ სხვა საგნების გავლას.

  • ლიდერობის თეორია და პრაქტიკა  (გ. ყიფიანი)

ცვლილება: სასწავლო კურსების შესწავლის წინაპირობა - წინაპირობის გარეშე

საფუძველი: ამ კურსების მასალა არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და წინასწარ სხვა საგნების გავლას.

  • პროფესიულ უნართა ტრენინგი (გ. ყიფიანი)

ცვლილება: სასწავლო კურსების შესწავლის წინაპირობა - წინაპირობის გარეშე

საფუძველი: ამ კურსების მასალა არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და წინასწარ სხვა საგნების გავლას.

ასოც. პროფესორმა მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა სილაბუსებმა გაიარა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ექსპერტიზა, გათვალისწინებული იქნა ყველა რეკომენდაცია.

საბჭოს მდივანმა, ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა საგანმანათლებლო პროგრამებში წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების საკითხი.

მომხრე: 20

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა:0

განათლების დეპარტამენტი:

პროგრამის სახელწოდება: MA განათლების მეცნიერებები

  • სილაბუსი: „განათლების ეკონომიკა და ფინანსები განათლებაში“/ 3-კრედიტიანი კურსი/

ცვლილება: ახალი სილაბუსი

საფუძველი: სტუდენტების თხოვნა, რომ დაემატოს კიდევ ერთი არჩევითი კურსი განათლების ეკონომიკის  მიმართულებით;

 პროგრამის სახელწოდება: მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა

  • სილაბუსი: „კულტურულ-საგანმანათლებლო  ინოვაციები  თანამედროვე  სასწავლო პროცესში“ (3-კრედიტიანი კურსი);

ცვლილება: ახალი სილაბუსი

საფუძველი: ვინაიდან, განათლების შინაარსი დამოკიდებულია კულტურაზე, მომავალი მასწავლებლებს უნდა მიეცეთ საშუალება, ფლობდნენ ინფორმაციას იმ კულტურულ-საგანმანათლებლო ინოვაციების შესახებ, რომლებიც კავშირშია სასწავლო პროცესთან.

ასოც. პროფესორმა მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა სილაბუსებმა გაიარა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ექსპერტიზა, გათვალისწინებული იქნა ყველა რეკომენდაცია.

 საბჭოს მდივანმა,ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა საგანმანათლებლო პროგრამებში წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების საკითხი.

მომხრე: 20

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა:0

პროგრამის სახელწოდება: დამატებით/minor/პროგრამა

სილაბუსი:  

  • კულტურულ-საგანმანათლებლო  ინოვაციები  თანამედროვე  სასწავლო პროცესში (5-კრედიტიანი კურსი).

ცვლილება: ახალი სილაბუსი

საფუძველი: ვინაიდან, განათლების შინაარსი დამოკიდებულია კულტურაზე, მომავალი მასწავლებლებს უნდა მიეცეთ საშუალება, ფლობდნენ ინფორმაციას იმ კულტურულ-საგანმანათლებლო ინოვაციების შესახებ, რომლებიც კავშირშია სასწავლო პროცესთან.

ასოც. პროფესორმა მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა სილაბუსმა გაიარა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ექსპერტიზა, გათვალისწინებული იქნა ყველა რეკომენდაცია.

საბჭოს მდივანმა, ქალბატონმა ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა საგანმანათლებლო პროგრამებში წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების საკითხი.

მომხრე: 20

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა:0

2.განათლების მეცნიერებების ერთობლივი სადოქტორო პროგრამის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელმძღვანელი: ქეთევან ჭკუასელი)  დამტკიცების შესახებ.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამას აკრედიტაციის ვადა გაუვიდა 2019 წლის დეკემბერში. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, ქალბატონ ირმა გრძელიძის წინადადებით, დაისვა საკითხი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტებთან /თსუ, აწსუ, ბსუ, თესაუ/ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შექმნის შესახებ, რაზეც ყველა უნივერსიტეტმა თანხმობა გამოთქვა. შეიქმნა ახალი ერთობლივი სადოქტორო პროგრამა და გაფორმდა ხელშეკრულება ოთხივე უნივერსიტეტს შორის. პროგრამის სასწავლო კომპონენტი 40 კრედიტია, პროგრამის შემუშავების პროცესში ყველა ეტაპზე (2019-2020 ) ჩართული იყო 3 უცხოელი პროფესორი, (კერძოდ, პროგრამის მმართველი საბჭოს უცხოელი წევრი: Dorena Caroli, Associate Professor, Department of Education “G.M. Bertin”, University of Bologna, ერთობლივი სადოქტორო პროგრამის მრჩეველი: Prof. PhDr. Milan Pol - Masaryk university, Faculty of Arts), რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის განხორციელების პროცესში მისი მოქმედების მთელი პერიოდის  მანძილზე, როგორც მოქმედი პროგრამის განმახორცილებელი ჯგუფის წევრები. პროგრამამ გაიარა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ექსპერტიზა, გათვალისწინებული იქნა ყველა რეკომენდაცია.

 საბჭოს მდივანმა, ქალბატონმა ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა სადოქტორო პროგრამის დამტკიცების საკითხი.

კენჭი უყარეს „განათლების მეცნიერებების“ ერთობლივი სადოქტორო პროგრამის/ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, /ხელმძღვანელი: ქეთევან ჭკუასელი/  დამტკიცებას.

 

მომხრე: 20

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

1. დამტკიცდეს საგანმანათლებლო პროგრამებში წარმოდგენილი ცვლილებები.

2. დამტკიცდეს ერთობლივი სადოქტორო პროგრამა /ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, (ხელმძღვანელი: ქეთევან ჭკუასელი) „ განათლების მეცნიერებები“.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია 

სრულად

ბრძანების N:

ოქმი N6

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი # 6

06.06. 2020

დღის წესრიგი:  

  1. 1991 წლის კურსდამთავრებული ლია ბაზიერაშვილის დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნა
  2. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2016  წლის კურსდამთავრებულის, ირმა არაბიძის  მინიჭებული აკადემიური ხარისხის კორექტირება;
  3. ფაკულტეტის სადოქტორო დებულებაში ცვლილებების შეტანა/დამტკიცება;
  4. იმ სტუდენტების ინდივიდუალური გეგმების დამტკიცება, ვისთვისაც ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი;
  5. ცვლილებების დამტკიცება სამაგისტრო პროგრამაში „განათლების მეცნიერებები“;
  6. ერთიანი სადოქტორო პროგრამის /თსუ -ს, თელავის, ქუთაისის, ბათუმის/   მმართველ საბჭოში თსუ-ს განათლების მეცნიერებების პროფესორების წარდგენის შესახებ.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, მზია წერეთელი, იამზე კუტალაძე

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, ეკატერინე ფირცხალავა, მაია მესტვირიშვილი, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი, ნინო ლაბარტყავა, მედეა დესპოტაშვილი, თამარ აბაშიძე, ანი ქიტიაშვილი, შორენა მამუკაძე.

ასისტენტ პროფესორები: თეონა ლოდია, ლია ჩხიკვიშვილი.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

ეთერ ღვინერია, რუსუდან სანაძე.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 19  წევრი

მოისმინეს:

1.1991 წლის კურსდამთავრებული ლია ბაზიერაშვილის დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნა

ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოს წინაშე დააყენა პირველი საკითხი, რომელიც ეხებოდა 1991 წლის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ ლია ბაზიერაშვილს.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და დადგინდა, რომ ლია ბაზიერაშვილი 1986 წელს ჩაირიცხა  (ბრძ.#4/625,   24.08.  1986 წ.) თსუ ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობაზე.

1991  წელს  (ბრძ.  #4/466,  15.  07.  1991  წ.)  თბილისის  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის   კურსდამთავრებულ   ლია    ვალიკოს    ასულ    ბაზიერაშვილს    მიენიჭა კვალიფიკაცია -  ფსიქოლოგი, ფსიქოლოგია, სპეციალიზაცია -  შრომისა და  საინჟინრო ფსიქოლოგია.

ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1991 წლის 25 ივნისის სხდომის (ოქმი უნომრო) გადაწყვეტილებით ფსიქოლოგიის განყოფილების კურსდამთავრებულ ლია   ვალიკოს   ასულ   ბაზიერაშვილს   მიენიჭა   კვალიფიკაცია ფსიქოლოგი, სპეციალობით ფსიქოლოგი, სპეციალიზაციით შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია.

ვინაიდან საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ვერ დგინდება ლია ბაზიერაშვილის სახელზე გასაცემი ახალი დიპლომის ფორმისათვის სავალდებულო მონაცემები, ფაკულტეტი ვალდებულია მის სახელზე გასცეს ახალი დიპლომი  მოქმედი ფორმით.

კერძოდ, ფაკულტეტმა უნდა დააზუსტოს  ლია ბაზიერაშვილის კვალიფიკაცია და სპეციალობა და განსაზღვროს აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ოქმის ნომერი (რექტორის #55/01–01  16.04.2014წ.   ბრძანების შესაბამისად).

შევიდეს შესწორება ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 1991 წლის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის  25 ივნისის შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სპეციალიზაციის ოქმში და მინიჭებული კვალიფიკაცია ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: კვალიფიკაცია ფსიქოლოგი, სპეციალობა ფსიქოლოგია ოქმის პირობით ნომრად განისაზღვროს #1. ხოლო სხვა, დაუნომრავი ოქმები  დაინომროს შემდეგნაირად: ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის  სპეციალიზაციის ოქმის ნომრად განისაზღვროს - #2, ზოგადი ფსიქოლოგიის ოქმის - #3, სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალობის  ოქმის - #4. 

აღნიშნულ ნომრებს  წილადის შემდეგ დაემატება ასო „პ“ (პირობითი) ნომრის პირობითობის აღსანიშნავად. ზემოაღნიშნული პირობა  გავრცელდება  ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდება ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში.

აღნიშნული საკითხი დააყენეს კენჭისყრაზე და საკითხი ერთხმად დაამტკიცეს.  

მომხრე:  19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:  ფილოსოფია-ფსიქოლოგიის   ფაკულტეტის 1991  წლის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის  25 ივნისის შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სპეციალიზაციის ოქმებში მითითებულ კურსდამთავრებულთა, მათ შორის ლია ბაზიერაშვილის მინიჭებული კვალიფიკაცია ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: კვალიფიკაცია ფსიქოლოგი, სპეციალობა ფსიქოლოგია. ხოლო ოქმების ნომრები პირობითად ასე განისაზღვროს: შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სპეციალიზაციის ოქმი - #1/პ,   ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის  სპეციალიზაციის ოქმი  - #2/პ,  ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალიზაციის ოქმი - #3/პ, სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალიზაციის  ოქმი  - #4/პ. 

2. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2016  წლის კურსდამთავრებულის, ირმა არაბიძის  მინიჭებული აკადემიური ხარისხის კორექტირება

დღის წესრიგის მეორე საკითხი ეხებოდა საბაკალავრო პროგრამა „დაწყებითი განათლების“ 2016 წლის კურსდამთავრებულ ირმა არაბიძის განცხადებას. ირმა არაბიძე განცხადებაში ითხოვს დიპლომის გამოცვლას, აღნიშნავს, რომ დამსაქმებელთან ექმნება პრობლემები (დამსაქმებელი არ აღიარებს მის კომპეტენციას პედაგოგიკაში), ვინაიდან 2016 წელს გაცემულ დიპლომში დაფიქსირებულია განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არ ფიქსირდება დარგი  „დაწყებითი განათლების პედაგოგიკა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასწავლო დეპარტამენტი ითხოვს,  მინიჭებული აკადემიური ხარისხის კორექტირების საკითხის განხილვას, შესაბამისი ცვლილების შეტანას ფაკულეტეტის საბჭოს ოქმში და ირმა არაბიძის სახელზე  ახალი დიპლომის დანართის მოამზადებას. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და დადგინდა, რომ ირმა არაბიძე 2011–2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის წესით ჩაირიცხა (ბრძ.#1819/01-04, 06.10.2011) სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბაკალავრო პროგრამაზე „დაწყებითი განათლება“.

ფაკულტეტის საბჭომ უნდა შეიტანოს კორექტირება მინიჭებულ აკადემიურ ხარისხში და ჩამოაყალიბოს შემდეგნაირად:

მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის   აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2015/2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შემდეგ კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - მასწავლებლის განათლება

ქვედარგი - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა

  დიპლომი ჩვეულებრივი

არაბიძე თამარ

არაბიძე ირმა 

ზემოაღნიშნული პირობა  გავრცელდება  ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდება ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში.

აღნიშნული საკითხი დააყენეს კენჭისყრაზე და ერთხმად დაამტკიცეს:

მომხრე:  19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:  შევიდეს ცვლილება ფსიქოლოგიისა და და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბჭოს 2016 წლის 21 მარტის #5 ოქმში და განათლების ბაკალავრებს, მათ შორის ირმა არაბიძეს, სწავლების ძირითად დარგად დაუფიქსირდეთ მასწავლებლის განათლება, ქვედარგად - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა.

3. ფაკულტეტის სადოქტორო დებულებაში ცვლილებების შეტანა/დამტკიცება;

ფაკულტეტის საბჭოს თამჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს წარუდგინა ფაკულტეტის სადოქტორო დებულებასთან დაკავშირებული ცვლილებები ეს ცვლილებები რამდენიმე პუნქტს ეხებოდა.

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ დებულებაში ჩაწერილია: 

მუხლი 7. დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები:

3.ბ. პროფესორის ასისტენტობა (არანაკლებ 10 კრედიტი, სავალდებულო)

აღნიშნული ჩანაწერი უნდა შიცვალოს და თსუ სადოქტორო მინიმალური სტანდარტის შესაბამისად უნდა იყოს ჩამოყალიბებული - 3.ბ. პროფესორის ასისტენტობა (არანაკლებ 5 კრედიტი, სავალდებულო).

ამ საკითხთან დაკავშირებით პროფესორმა ლალი სურმანიძემ აღნიშნა, რომ ფაკულტეტს შეუძლია თავისუფლად იმოქმედოს და მეტი კრედიტიც მიანიჭოს.

ფაკულტეტის საბჭოს თამჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ კენჭისყრაზე დააყენა აღნიშნული ცვლილება.

საბჭოს კენჭი უყარა ცვლილებას: მუხლი 7, 3.ბ. პროფესორის ასისტენტობა (არანაკლებ 5 კრედიტი, სავალდებულო).  

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება მე-7 მუხლის 3ბ პუნქტში: პროფესორის ასისტენტობა (არანაკლებ 5 კრედიტი, სავალდებულო)

შემდეგი საკითხი ეხებოდა მუხლი 9. სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის პროცედურებთან დაკავშირებულ ცვლილებას. პროფესორმა ლალი სურმანიძემ განიხილა სადისერტაციო ნაშრომის  გარე ექსპერტის  მიერ შეფასების საკითხი(მუხლი 9. სადისერტაციო ნაშრომის

 წარდგენის პროცედურა, პუნქტი დ). მან აღნიშნა, რომ გარე ექსპერტი არ არის აუცილებელი, რომ სხვა სასწავლო დაწესებულებიდან ან ორგანიზაციიდან იყოს. ის შესაძლებლია იყოს ფაკულტეტის შიგნით არსებული ინსტიტუტის წარმომადგენლი. გარდა ამისა, გარე ექსპერტის სამუშაო არ გულისხმობს ნაშრომის სიღრმისეულად გაცნობას. ის აფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს სტრუქტურულ სტანდარტებს და ავსებს შესაბამის ცხრილს გარკვეული კომპონენტების მიხედვით (დანართი 11.2).

საბჭოს წევრებმა გარე შემფასებელთან დაკავშირებით გამოთქვეს მოსაზრებები: 

დაისვა საკითხი გარე შემფასებლის საჭიროების შესახებ. აღინიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა ადრეც არსებობდა და დისერტაციის დახვეწის საქმეში სასარგებლო იყო. თ. აბაშიძემ აღნიშნა, რომ ახალი მინიმალური სტანდარტის შემუშავებამდე დისერტაციას აფასებდა 3 ექსპერტი, ახალი სტანდარტის შესაბამისად, შემფასებელია 2, საბოლოოდ, მისი აღნიშვნით, ჩვენ კვლავაც ვტოვებთ სამს, ოღონდ ერთი ექსპერტი ერთვება დისერტაციის წარდგენამდე, რაც, მისი აზრით, ძალზე სასარგებლო უნდა იყოს სადისერტაციო ნაშრომის დასახვეწად.

საბჭომ იმსჯელა გარე შემფასებლის წარმოდგენილ შეფასების ფორმაზეც.   მ. დესპოტაშვილმა აზრი გამოთქვა ცვლილების შესახებ, კერძოდ, შეფასების სკალების ჩანაცვლების თაობაზე შეფასების ტექსტით; ნ. ლაბარტყავამ წამოაყენა წინადადება ამ ფორმაში განმავითარებელი შეფასების ჩამატების შესახებ, რომელიც კომენტარების სახით შეიძლება იქნას წარმოდგენილი. ე. ფირცხალავამ აღნიშნული მოსაზრება გაიზიარა. მ.  წერეთლისა და ი. კუტალაძის აზრით, გარე შემფასებლის შეფასების ფორმამ უნდა მოიცვას სადისერტაციო ნაშრომის ფორმალურ-სტრუქტურული შესაბამისობის ასპექტიც და ტექსტური კომენტარებით განმავითარებელი შეფასების ასპექტიც.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რა უნდა იყოს გარე ექსპერტის მიერ ნაშრომის შეფასების მინიმალური ზღვარი. ამასთან დაკავშირებით პორფესორმა ია კუტალაძემ წამოაყენა წინადადება, რომ შეფასების აღნიშნული ფორმის ყველა კომპონენტის მინიმალური ზღვარი არ უნდა იყოს 3 ქულაზე ნაკლები.

საბჭომ ცალკე იმსჯელა ამავე ფორმაში სადისერტაციო ნაშრომის ენობრივი გამართულობის შეფასების პუნქტის დამატებაზე. ლ. სურმანიძის მიხედვით თსუ-ის გრიფით დაცული სადოქტორო დისერტაციების ენობრივად გამართული უნდა იყოს.ამისათვის დავამატეთ ჩვენს დებულებაში რედაქტორის ცნობა. თ. აბაშიძემ აღნიშნა, რომ სამეცნიერო ენის ფლობის საკითხი და ნაშრომის ენობრივი გამართულობა ადრე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად იყო მიჩნეული. დღეს ეს ასე გამოკვეთილი აღარ არის და ნამდვილად საჭიროა ამ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება, თუმცა რედაქტორის ცნობა და რედაქტირების საკითხი სერიოზუ პრობლემას ქმნის. თ.აბაშიძემ და ხ. მარწყვიშვილმა აღნიშნეს, რომ რთული ა იმის დადგენა ვისი ცნობა იქნება მისაღები და რამდენად სანდო იქნება ეს ცნობა. ამასთნ დოქტორანტებმა რედაქტირებაში თანხა უნდა გადაიხადონ ან ამ თანხის დაფარვა უნდა უზრუნველყოს უნივერისტეტმა. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ დოქტორნატებმა მიმართეს მას წეერილით სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით და ითხოვენ  რედაქტირების საკიტხის გადახედვას, რადგან ის დიდი ფინანსურ დანახარჯთან არის დაკავშირებული. ქ. ჭკუასელმა აღნიშნა, რომ ენობრივი კომპონენტის მიხედვით სადისერტაციო ნაშრომის შეფასება აქცენტირებული უნდა იყოს; ლ. ჩხიკვიშვილის მოსაზრებით, ფსიქოლოგს, დარგის სპეციფიკის გამო, განსაკუთრებით მოეთხოვება წერის მაღალი კულტურა, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით შეფასების გამკაცრებაა საჭირო.

საბჭოს წევრთა მოსაზრებით, გარე ექსპერტის მიერ სადისერტაციო ნაშრომის შეფასების საფუძველზე ნაშრომის დახვეწაზე პასუხისმგებელია დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, რასაც ის ასახავს სამეცნიერო ხელმძღვანელის საბოლოო დასკვნაში. ასევე გარე შემფასებლის სქემასაც ჯობს დაემატოს ენობრივი შეფასების კომპონენტი

საბჭომ კენჭი უყარა ცვლილებების შეტანას მე-9 მუხლში. ცვლილება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:  გარე შემფასებლის შეფასების ფორმა მოიცავს სადისერტაციო ნაშრომის მიმართ წაყენებული მოთხოვნებისადმი ფორმალურ-სტრუქტურულ შესაბამისობის ასპექტს და ტექსტური კომენტარებით განმავითარებელი შეფასების ასპექტს. შეფასების აღნიშნული ფორმის ყველა კომპონენტის მინიმალური ზღვარი არ უნდა იყოს 3 ქულაზე ნაკლები.

გარე შემფასებლის შეფასების ფორმაში ჩაემატოს სადისერტაციო ნაშრომის ენობრივი გამართულობის შეფასების პუნქტი.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: გარე შემფასებლის შეფასების ფორმა, დანართი 11.2 მოიცავს სადისერტაციო ნაშრომის მიმართ წაყენებული მოთხოვნებისადმი ფორმალურ-სტრუქტურულ შესაბამისობის ასპექტს და ტექსტური კომენტარებით განმავითარებელი შეფასების ასპექტს. შეფასების აღნიშნული ფორმის ყველა კომპონენტის მინიმალური ზღვარი არ უნდა იყოს 3 ქულაზე ნაკლები.

გარე შემფასებლის შეფასების ფორმაში ჩაემატოს სადისერტაციო ნაშრომის ენობრივი გამართულობის შეფასების პუნქტი.

ამოღებულ იქნას მე-9 მუხლის თ) პუნქტი: ენობრივი რედაქტორის წერილი (დანართი 11.3).

ხ. მარწყვიშვილმა აღნიშნა, რომ მე-7 მუხლში პუნქტებში: ბ)  დისერტაციის საფაკულტეტო მოსმენა/პრეზენტაცია საფაკულტეტო სემინარების ციკლში „კოლოკვიუმების სერია“ (დისერტაციის დაცვის წინა სემესტრი); გ) გარე შემფასებლის წინასწარი ექსპერტიზა (დისერტაციის დაცვის წინა სემესტრი), კარგი იქნება თუ არ დაზუსტდება დრო - დისერტაციის დაცვის წინა სემესტრი. შესაძლებელია დოქტორანტს სურდეს იმავე სემესტრში დისერტაციის დაცვა. ასეთი ჩანაწერის შემთხვევაში დოქტორანტს დასჭირდება სემესტრის დამატება. ლ. სურმანიძემ აღნიშნა, რომ დისერტაციის წარდგენა-დაცვის ციკლი საკმაოდ ხანგრძლივია და ვერანაირად ვერ მოხერხდება ერთი სემესტრის ფარგლებში საფაკულტეტო მოსმენა, ექსპერტიზა, წარდგენა და დაცვა. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ დისერტაციის წარდგენა მხოლოდ ამ პირობების დაცვით უნდა მოხდეს და თუ წარადგინა სემესტრის დასაწყისში, ე.ი. წინა სემესტრში უკვე გაუვლია აღნიშნული პროცედურები. დისერტაციის დაცვის პროცედურების დასრულება იმ სემესტრში, როდესაც დოქტორანტი წარადგენს პრეზენტაციას საფაკულტეტო მოსმენაზე და გარე შემფასებლის ექსპერტიზისთვის, უბრალოდ დროში ვერ ესწრება.

საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ.თ. გაგოშიძემ კენჭისყრაზე დააყენა ხ. მარწყვიშვილის წინადადება: ამოღებულ იქნას მე-7 მუხლის ბ) და გ) პუნქტებიდან დაზუსტება-  (დისერტაციის დაცვის წინა სემესტრი).

მომხრე: 14

წინააღმდეგი: 2

თავი შეიკავა: 3

დაადგინეს: არ შეიცვალოს მე-7 მუხლის ბ) და გ) პინქტების ფორმულირება.

4. იმ სტუდენტების ინდივიდუალური გეგმების დამტკიცება, ვისთვისაც ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პორფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს წინაშე დააყენა საკითხი, რომელიც ეხებოდა იმ სტუდენტების, რომელთაც არა აქვთ ინტერნეტთან წვდომა. მან აღნიშნა, რომ ამ სტუდენტებისათვის პედაგოგების მიერ შემუშავებულია ინდივიდუალური გეგმები. აღნიშნულ გეგმებს გაეცნენ თავად სტუდენტები. ასოც. პორფესორმა მანანა მელიქიშვილმა ინდივიდუალური გეგემები გამოიტანა საბჭოზე დასამტკიცებლად. 

საბჭოს კენჭი უყარა იმ სტუდენტების ინდივიდუალური გეგმების დამტკიცება, ვისთვისაც ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

5. ცვლილებების დამტკიცება სამაგისტრო პროგრამაში „განათლების მეცნიერებები“

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პორფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ ცვლილებები შევდის სამაგისტრო პროგრამაში „განათლების მეცნიერებები“. აღნიშნულმა პროგრამამ გაიარა რეაკრიდაცია. მიიღო გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც პორგრამაში აისახა. შესაბამისად, მან ეს ცვლილებები გამოიტანა საბჭოს სხდომაზე დასამტკიცებლად.

საბჭოს კენჭი უყარა ცვლილებების დამტკიცებას სამაგისტრო პროგრამაში „განათლების მეცნიერებები“

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

6. ერთიანი სადოქტორო პროგრამის /თსუ -ს, თელავის, ქუთაისის, ბათუმის/   მმართველ საბჭოში თსუ-ს განათლების მეცნიერებების პროფესორების წარდგენის შესახებ

საბჭოს მდივანმა ასოც. პროფესორმა საბჭოზე დასამტკიცებლად გამოიტანა საკითხი, რომელიც ეხებოდა ერთიანი სადოქტორო პროგრამის /თსუ -ს, თელავის, ქუთაისის, ბათუმის/   მმართველ საბჭოში თსუ-ს განათლების მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორების წარდგენას. მმართველ საბჭოში. დასამტკიცებლად წარმოდგენილია შემდეგი კანდიდატურები:

1. ქეთევან ჭკუასელი - პროფესორი;

2. ივანე მინდაძე - ასოცირებული პროფესორი;

3. ზაქარია ქიტიაშვილი - ასოცირებული პროფესორი.

საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და კენჭი უყარა.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

ერთიანი სადოქტორო პროგრამის /თსუ -ს, თელავის, ქუთაისის, ბათუმის/   მმართველ საბჭოში წარდგენილ იქნენ თსუ-ს განათლების მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორები: 1. ქეთევან ჭკუასელი - პროფესორი; 2. ივანე მინდაძე - ასოცირებული პროფესორი; 3. ზაქარია ქიტიაშვილი - ასოცირებული პროფესორი.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

სრულად

ბრძანების N:

ოქმი N7

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 7

27.06. 2020

დღის წესრიგი:  

1. სამაგისტრო ნაშრომის დაცვის წესში ცვლილებების შეტანა;

2. დასკვნითი გამოცდების ფორმატი;

3. ფსიქოლოგიის დეპარტამენტის კომიტეტში ცვლილების შეტანა;

4. გამოცდების ჩატარების ტექნიკური მხარდამჭერების შერჩევა ფაკულტეტზე;

5. პროფესორ მარინე ჩიტაშვილის შემოქმედებითი შვებულება.

6. სხვა. 

სხდომა ჩატარდა zoom-აპლიკაციის გამოყენებით.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, იამზე კუტალაძე

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი, ნინო ლაბარტყავა, მედეა დესპოტაშვილი, თამარ აბაშიძე, ანი ქიტიაშვილი, შორენა მამუკაძე, ვახტანგ ნადარეიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა.

ასისტენტ პროფესორები:

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

ეთერ ღვინერია, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

მარინა ბორჩაშვილი

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 19 წევრი

მოისმინეს:

1.სამაგისტრო ნაშრომის დაცვის წესთან დაკავშირებული ცვლილება

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პორფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ ცვლილება შევიდა სამაგისტრო ნაშრომის წარდგენის, დაცვისა და შეფასების პროცედურის წესში. საბჭოს წევრები გაეცნენ ამ ცვლილებას. კერძოდ, მუხლი 11. სამაგისტრო ნაშრომის შეფასება-ს დაემატა პუნქტები 11.4 და 11.5.

11.4. კომისია აფასებს ნაშრომს ფაკულტეტის მიერ დადგენილი შემდეგი კრიტერიუმებით:

  • საკითხის აქტუალურობა, კვლევის სიახლე,  
  • თეორიულ-მეთოდოლოგიური შესაბამისობა,
  • ლოგიკა და არგუმენტაცია, ადეკვატური ინტერპრეტაცია, 
  • დასკვნების შესაბამისობა მიღებულ შედეგებთან, დასახულ მიზანსა და საკვლევ ამოცანებთან,
  • ტექსტის გამჭვირვალობა/სიცხადე,
  • ტექსტის სტრუქტურა, აკადემიური ციტირების სტილი,
  • პრეზენტაცია.

11.5 სამაგისტრო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმების ქულებს და მათ ხვედრით წილს ადგენს კომისია.

საბჭოს კენჭი უყარა სამაგისტრო ნაშრომის დაცვის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებას.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

დამტკიცდეს სამაგისტრო ნაშრომის დაცვის წესში შეტანილი ცვლილება: მე-11 მუხლს დაემატოს პუნქტები 11.4 და 11.5.

2. დასკვნითი გამოცდების ფორმატისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცება

საბჭოს მდივანმა ასოც. პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოზე დასამტკიცებლად გამოიტანა დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია დასკვნითი გამოცდების შეფასების კრიტერიუმები, დავალების ტიპები და ასევე, პლატფორმა, რომელზეც უნდა ჩატარდეს გამოცდა. ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა წინასწარ გამოაგზავნა ინფორმაცია დასკვითი გამოცდების შესახებ, რომელიც თავმოყრილია ერთ დოკუმენტში.

საბჭომ განიხილა და კენჭი უყარა დოკუმენტს დასკვნითი გამოცდების ფორმატისა და შეფასების კრიეტერიუმების შესახებ.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

დამტკიცდეს წარმოდგენილი დოკუმენტი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დასკვნითი გამოცდების ჩატარების ფორმატისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ.

3. ფსიქოლოგიის დეპარტამენტის კომიტეტში ცვლილების შეტანა

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პორფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ კომიტეტში უნდა მოხდეს იმ სტუდენტების ჩანაცვლება, რომლებმაც უკვე დაასრულეს სწავლა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ გამუთქვამთ საბჭოს წევრებს.

საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და კენჭი უყარა ფსიქოლოგიის დეპარტამენტის კომიტეტში ცვლილების შეტანას.

დაადგინეს: შევიდეს ცვლილება ფსიქოლოგიის დეპარტამენტის კომიტეტის შემადგენლობაში და დამტკიცდეს კომიტეტის წარმოდგენილი შემადგენლობა.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

4. გამოცდების ჩატარების ტექნიკური მხარდამჭერების შერჩევა ფაკულტეტზე

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა ფაკულტეტის საბჭო წინაშე დააყენა გამოცდების ჩატარების ტექნიკური მხარდამჭერების შერჩევის საკითხი. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ზოგჯერ პედაგოგებს ესაჭიროებათ ისეთი ტიპის დახმარება, როგორიცაა, მაგალითად ნაშრომის პლაგიატზე შემოწმება და ა.შ. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და წამოაყენეს შესაბამისი კანდიდატურები:

  1. მარიკა ჩაფიძე
  2. ნუცა საღარაძე
  3. მაია ჯინჭარაძე
  4. სალომე ჩიტიშვილი

საბჭომ კენჭი უყარა აღნიშნულ წინადადებას:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: აკადემიურ პერსონალს გამოცდების ჩატარებისა და სამაგისტრო ნაშრომების პლაგიატზე შესამოწმებლად დახმარებას გაუწევენ: მარიკა ჩაფიძე- განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსი ლაბორანტი, ნუცა საღარაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, მაია ჯინჭარაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, სალომე ჩიტიშვილი-დეკანის თანაშემწე.

5. პროფესორ მარინე ჩიტაშვილის შემოქმედებითი შვებულება.

საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს გააცნო პროფესორ მარინე ჩიტაშვილის განცხადება. პროფესორი მარინე ჩიტაშვილი ითხოვს შემოქმდებით შვებულებაში გასვლას. მის განცხადებაში დეტალურად არის განხილული, თუ რატომ სურს მას ისარგებლოს შემოქმდებითი შვებულებით. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ მ. ჩიტაშვილს დაწყებული აქვს მუშაობა მნიშვნელოვან და საჭირო სახელმძღვანელოზე „ფსიქოანალიზის ძირითადი ცნებები“. ის ასევე ამზადებს სტატიას უმაღლესი განათლების საკითხების შესახებ სკოპუსში ინდექსირებულ ჟურნალში.

საბჭომ კენჭი უყარა პროფესორ მარინე ჩიტაშვილის მიერ შემოქმდებითი შვებულებით სარგებლობის საკითხს.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: მიეცეს პროფესორ მარინე ჩიტაშვილს სამეცნიერო შემოქმედებითი შვებულებით სარგებლობის უფლება 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში - 01.09.2020-დან 01.07.2021-მდე.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

 

სრულად

ბრძანების N:

,,საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა‘‘ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 მაისის №47/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ,,საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა‘‘ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 მაისის №47/2011 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №2).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 128/2011

ოქმი N 1

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 1

04.02.2020

განსახილველი საკითხი:

  1. სილაბუსებში ცვლილებების დამტკიცება;
  2. სადოქტორო პროგრამის – გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია (ხელმძღვანელები: ნ. სუმბაძე; ა. ქიტიაშვილი)  დამტკიცება;
  3. სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
  4. ხელფასების გაზრდის საკითხის განხილვა;
  5. საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი;
  6. სხვა: გ. გოროშიძის საკითხის განხილვა. 

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

ლალი სურმანიძე, მზია წერეთელი, ნანა სუმბაძე, თამარ აბაშიძე, გიორგი გოროშიძე, მანანა მელიქიშვილი, ანასტასია ქიტიაშვილი, ირინე ჟვანია, თეონა ლოდია, ეკატერინე ფირცხალავა, ნინო ლაბარტყავა,  ლილი ხეჩუაშვილი, შორენა მამუკაძე.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

ქეთევან ჭკუასელი, ეთერ ღვინერია.

სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები:

მარიამ ბექაური, დიანა ზვიადაძე.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 18  წევრი

განიხილეს:

1. სილაბუსებში ცვლილებების დამტკიცება

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც შეტანილ იქნა სილაბუსებში. ეს ცვლილებები, ძირითადად, ეხებოდა ლიტერატურის ჩამონათვალსა და შეფასების სისტემას. მანანა მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილები განხილულ იქნა ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების კომიტეტის მიერ.  ქვემოთ ჩამოთვლილია სილაბუსები, რომლებშიც აისახა ცვლილებები.

საბაკალავრო პროგრამა: ფსიქოლოგია.

  1. კოგნიტური ფსიქოლოგია 1 (თ. გაგოშიძე)– შეიცვალა შეფასების სისტემაში ქულების განაწილება;
  2. კოგნიტური ფსიქოლოგია 2 (თ. გაგოშიძე) –შეიცვალა შეფასების სისტემაში ქულების განაწილება და განახლდა თემატიკა;
  3. ფსიქოლინგვისტიკის შესავალი  (ი. მინდაძე) – შეიცვალა საკონტაქტო საათების განაწილება;
  4. ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები (ე. დგებუაძე) – განახლდა თემატიკა;
  5. ქცევითი პრობლემები სკოლაში (ნ. ლაბარტყავა) – დაემატა ახალი სავალდებულო ლიტერატურა;
  6. სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენები  (ე. ფირცხალავა) –დაემატა ახალი ლიტერატურა.

სამაგისტრო პროგრამა: გამოყენებითი სოციალური ფიქოლოგია

  1. სოციალური გავლენები და ჯგუფის დინამიკა  (ე. ფირცხალავა)– დაემატა ახალი ლიტერატურა და თემები.

სამაგისტრო პროგრამა: განათლების ფსიქოლოგია და კვლევა

  1. განათლების ფსიქოლოგია 1 (ნ. ლაბარტყავა)  – დაემატა ახალი თემები და სავალდებულო ლიტერატურა.

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა ზემოთ დასახელებულ სილაბუსებში ცვლილებების შეტანის დამტკიცების საკითხს.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

2. სადოქტორო პროგრამის – გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია (ხელმძღვანელები: ნ. სუმბაძე, ა. ქიტიაშვილი) - დამტკიცება;

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მანანა მელიქიშვილმა მეორე საკითხი გააცნო საბჭოს წევრებს, რომელიც ეხებოდა გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამის დამტკიცებას. მან აღნიშნა, რომ პროგრამას გაუვიდა ვადა და საჭიროებდა რეაკრედიტაციას. აღნიშნულმა პროგრამამ გაიარა ექსპერტიზა, მისმა ხელმძღვანელებმა გაითვალისწინეს ყველა რეკომენდაცია. პროგრამის ხელმძღვანელმა ანასტასია ქიტიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროგრამის სტუდენტების საკითხიც დადებითად გადაწყდა. საბჭოს მდივანმა ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა აღნიშნული საკითხი.  

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა სადოქტორო პროგრამის – გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია - დამტკიცებას;

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცდეს სადოქტორო პროგრამა გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია.

3.სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული დებულების განხილვა

ფაკულტეტის საბჭოს თამჯდომარემ, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს მოახსენა, რომ 2021 წლიდან ძალაში შევა სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული დებულება. მან აღნიშნა, რომ ამ დებულების ძალაში შესვლის შემდგომ აკადემიური პერსონალის ხელფასში სამეცნიერო საქმიანობა აისახება მის შესაბამისად, ამიტომ ფაკულტეტმა უნდა მოამზადოს შესაბამისი სახელფასო მოდელი. მან, ასევე, აღნიშნა, რომ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს  აქვს სამი ტიპის სახელფასო მოდელი, ამრიგად, შესაძლებელია მათი გამოცდილების გაზიარებაც. თამარ გაგოშიძემ ასევე აღნიშნა, რომ ფაკულტეტზე უკვე არსებობს სახელფასო მოდელის სამუშაო ვარიანტი, რომელიც მოამზადა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა. ასევე, შესაძლებელია ინტეგრირება და/ან სხვა ვარიანტის მოფიქრებაც. საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს შესთავაზა სახელფასო მოდელის არსებული ვარიანტების გაცნობა და მოსაზრებების გამოთქმა ფაკულტეტისათვის მისაღები მოდელის შესაქმნელად. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ ინდივიდუალურად იმუშავებენ არსებულ ვერსიებზე და მოამზადებენ თავიანთ კომენტარებს.

4. ხელფასების გაზრდის საკითხის განხილვა

ფაკულტეტის საბჭოს თამჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს მოახსენა, რომ უნივერსიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან 2020 წლის ბიუჯეტში გადავიდა გარკვეული თანხა, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფაკულტეტებს გადაუნაწილა აკადემიური პერსონალის სახელფასო დანამატისთვის. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს გადაეცა 77 000 ლარი. თ. გაგოშიძემ საბჭოს წევრებს შესთავაზა აკადემიური პერსონალის მთლიან საშტატო განრიგზე მოცემული თანხის თანაბრად გადანაწილების მოდელი.

კენჭი უყარეს წინადადებას: სახელფასო განაკვეთისთვის გამოყოფილი დამატებითი თანამდებობრივი სარგო თანაბრად გადანაწილდეს აკადემიური პერსონალის მთლიან საშტატო განრიგზე.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: სახელფასო განაკვეთისთვის გამოყოფილი დამატებითი თანამდებობრივი სარგო თანაბრად გადანაწილდეს აკადემიური პერსონალის მთლიან საშტატო განრიგზე.

5. საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი

1) ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოს მოახსენა   მაგდა მამალაძისთვის (2019 წლის  კურსდამთავრებული, სწავლების ძირითადი დარგი: ფსიქოლოგია, დიპლომი წარჩინებით) სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ფსიქოლოგიაში მინიჭებისა და შესაბამისი დიპლომის მიცემის  საკითხი.

კენჭი უყარეს წინადადებას: 2019 წლის კურსდამთავრებულს, მაგდა მამალაძეს მიენიჭოს სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში და მიეცეს შესაბამისი დიპლომი  (სწავლების ძირითადი დარგი: ფსიქოლოგია, დიპლომი წარჩინებით)

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

2) ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოს მოახსენა:

ნანა შათირიშვილს  (2019 წლის  კურსდამთავრებული, ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა,  დიპლომი ჩვეულებრივი) მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და შესაბამისი დიპლომის მიცემის  საკითხი.

კენჭი უყარეს წინადადებას: 2019 წლის კურსდამთავრებულს, ნანა შათირიშვილს მიენიჭოს მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეს შესაბამისი დიპლომი  (ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა, დიპლომი ჩვეულებრივი)

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

ხატია ხაჩიძეს  (2019 წლის  კურსდამთავრებული, ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა,  დიპლომი ჩვეულებრივი) მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და შესაბამისი დიპლომის მიცემის  საკითხი.

კენჭი უყარეს წინადადებას: 2019 წლის კურსდამთავრებულს, ხატია ხაჩიძეს მიენიჭოს მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის და მიეცეს შესაბამისი დიპლომი (ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა, დიპლომი ჩვეულებრივი)

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

მარიკა ბერიძეს  (2019 წლის  კურსდამთავრებული, მათემატიკის სწავლების მეთოდიკა,  დიპლომი წარჩინებით) მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და შესაბამისი დიპლომის მიცემის  საკითხი.

კენჭი უყარეს წინადადებას: 2019 წლის კურსდამთავრებულს, მარიკა ბერიძეს მიენიჭოს მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეს შესაბამისი დიპლომი (მათემატიკის სწავლების მეთოდიკა, დიპლომი წარჩინებით)

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

თეონა ფანჩულიძეს  (2019 წლის  კურსდამთავრებული, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა,  დიპლომი წარჩინებით) მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და შესაბამისი დიპლომის მიცემის  საკითხი.

კენჭი უყარეს წინადადებას: 2019 წლის კურსდამთავრებულს,  თეონა ფანჩულიძეს  მიენიჭოს მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის და მიეცეს შესაბამისი დიპლომი (ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა, დიპლომი წარჩინებით)

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

თამარ ჭაბუკაძეს  (2019 წლის  კურსდამთავრებული, გერმანული ენის სწავლების მეთოდიკა,  დიპლომი ჩვეულებრივი) მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და შესაბამისი დიპლომის მიცემის  საკითხი.

კენჭი უყარეს წინადადებას: 2019 წლის კურსდამთავრებულს, თამარ ჭაბუკაძეს მიენიჭოს მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის და მიეცეს შესაბამისი დიპლომი (გერმანული ენის სწავლების მეთოდიკა,  დიპლომი ჩვეულებრივი)

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

გარდა ამისა, ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოს მოახსენა, რომ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2019 წლის  28 ოქტომბრის #20973/26  კურსდამთავრებულთა წარდგინებაში   გაიპარა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: კურსდამთავრებულ ანჟელა აბულაძეს,  წარჩინების დიპლომის ნაცვლად, უფიქსირდებოდა ჩვეულებრივი დიპლომი. შესაბამისად, აღნიშნული პუნქტი უნდა შეიცვალოს. ცვლილება უნდა შევიდეს ფაკულტეტის საბჭოს  2019 წლის  24 ოქტომბრის   N 12  ოქმში და შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:  

მიენიჭოთ განათლების მეცნიერებების მაგისტრის  აკადემიური ხარისხი   და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

    სწავლების ძირითადი დარგი - განათლების პოლიტიკა

    დიპლომი წარჩინებით:

  1. აბულაძე ანჟელა       

კენჭი უყარეს წინადადებას, რომ დაფიქსირდეს ცვლილება და ეს ცვლილება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: მიენიჭოთ განათლების მეცნიერებების მაგისტრის  აკადემიური ხარისხი   და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

      სწავლების ძირითადი დარგი - განათლების პოლიტიკა

    დიპლომი წარჩინებით:

  1. აბულაძე ანჟელა          

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

6. სხვა

ბოლო საკითხად პროფესორმა თამარ გაგოშიძემ ფაკულტეტის საბჭოს დამსწრე წევრებს ცნობად მიაწოდა ასოცირებული პროფესორის გიორგი გოროშიძის მიერ საბჭოსთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი, რომელიც ეხებოდა მისთვის ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნის საკითხის დაყენებას საბჭოზე. საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თსუ-ის იურიდიულ დეპარტამენტთან კონსულტაციის შედეგად (რაც ასახულია ელექტრონულ მიმოწერაში), გ. გოროშიძის აღნიშნულ წერილს უკვე ელექტრონულადვე გასცა პასუხი და აქვე იმეორებს ამ პასუხს. კერძოდ, დღის წესრიგში არ შეიძლებოდა ამ საკითხის შეტანა, რადგან საერთოდ არ დასმულა ასოცირებული პროფესორის ადგილის გამოცხადების საკითხი იმის გამო, რომ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი ოფიციალურად ერთი ასოცირებული პროფესორის ნაცვლად ითხოვს ორ ასისტენტ პროფესორის შტატს.

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

სრულად

ბრძანების N:

ოქმი N5

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

27.04.2020 წლის საბჭოს სხდომის

ოქმი N 5

 

დღის წესრიგი:  

  1. სასწავლო კურსებში შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების ცვლილების დამტკიცება ელექტრონული სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით;
  2. ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის ვადის დასრულების გამო სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმების დამტკიცება;
  3. ინტერნეტზე წვდომის პრობლემების მქონე სტუდენტების ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებების განსაზღვრა.
  4. სტუდენტთა ფინანსური წახალისების სასტიპენდიო (პროგრამა „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“) და დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსისთვის საბუთების ელექტრონული ფორმით მიღება.
  5. ცვლილება ფაკულტეტის საბჭოზე (საბჭოს სხდომის ოქმი N4,  4.04.2020) დამტკიცებულ დოკუმენტში „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სწავლების სტრატეგია ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით შექმნილი ვითარების გამო“.
  6. სხვა:

სხდომა ჩატარდა ელექტრონული ფორმატით.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები:

კუტალაძე იამზე, ნადარეიშვილი ვახტანგ, სურმანიძე ლალი

ასოცირებული პროფესორები: 

აბაშიძე თამარ, არუთინოვა ლუიზა, დესპოტაშვილი მედეა, ლაბარტყავა ნინო, მამუკაძე შორენა, მარწყვიშვილი ხათუნა, მელიქიშვილი მანანა, მესტვირიშვილი მაია, ფირცხალავა ეკატერინე,  ხეჩუაშვილი ლილი, აფთარაშვილი ია,

ასისტენტ პროფესორები:

ჩხიკვიშვილი ლია, თეონა ლოდია

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: 

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

პეტრიაშვილი იზაბელა, რუსუდან სანაძე

სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები: ქეთევან ცანავა, ირაკლი  ხაბულიანი,

ანი კვირიკაშვილი, მარიამ ბექაური.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 24  წევრი

მოისმინეს:

1. სასწავლო კურსების შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების ცვლილება ელექტრონული სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით.

ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა, მანანა მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნივერსიტეტი გადავიდა დისტანციური (სინქრონული და ასინქრონული) სწავლების რეჟიმზე. სწავლების ფორმატის ცვლილების გამო საჭირო გახდა სასწავლო კურსების შეფასების ფორმებსა და კრიტერიუმებში ცვლილების განხორციელება ელექტრონული სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით. შესაბამისად, მან ფაკულტეტის საბჭოს ფაკულტეტის პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების კომიტეტების მიერ წარმოდგენილი სასწავლო კურსების შეფასებაში შეტანილი ცვლილებების ამსახველი ინფორმაცია მიაწოდა განხილვისა და კენჭისყრისთვის. ასოც. პროფ. მ. მელიქიშვლმა აღნიშნა, რომ ცვლილებები არ ეხება საბოლოო გამოცდას და ასევე მიმდინარე შეფასების კომპონენტების შემაჯამებელ ქულას. ძირითადი ცვლილებები აისახა შუალედური გამოცდების კომპონენტში.

კენჭი უყარეს სასწავლო კურსების სილაბუსებში შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების ცვლილებას.

მომხრე: 24

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

შევიდეს წარმოდგენილი ცვლილები ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო კურსების შეფასების ფორმებსა და კრიტერიუმებში.

2. ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის ვადის დასრულების გამო სტუდენტებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების დამტკიცება;

ასოცირებულმა პროფესორმა, მანანა მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ საბაკალავრო პროგრამას - ოკუპაციურ თერაპია - აკრედიტაციის ვადა ეწურება 1 ივლისს. სასწავლო პროცესის ვადების მიხედვით, სააუდიტორიო მეცადინეობები სრულდება 27 ივნისს, ხოლო საგამოცდო პერიოდი 5 აგვისტომდე გრძელდება. სტუდენტებმა რომ მოახერხონ სემესტრის დასრულება 15 ივინისს უნდა დაასრულონ მეცადინეობა და დანიშნონ გამოცდები. შესაბამისად, საჭიროა პროგრამისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრა ინდივიდუალურად და სტუდენტებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება. ასევე, სტუდენტებმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა განცხადებით მიმართეს დეკანს, სადაც ითხოვენ ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას სტუდენტებისთვის, რომ სწავლა დაასრულონ პროგრამის აკრედიტაციის ვადის გასვლამდე.  სტუნდენტებისა და აკადემიური პერსონალისგან მიღებულია თანხმობები. შესაბამისად, პროგრამის სასწავლო პროცესის შემჭირდოვებულ ვადებში დასრულებისა და  ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავების საკითხი უნდა დადგეს კენჭისყრაზე.

კენჭი უყარეს: ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო პროცესის დასრულებას 15 ივნისს და სტუდენტებისთვის ინდივიუალური სასწავლო გეგმების დამტკიცებას.

მომხრე: 24

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

საბაკალავრო პროგრამის ოკუპაციურ თერაპია, სასწავლო პროცესი დასრულდეს შემჭირდოვებულ ვადებში, 15 ივნისს და დამტკიცდეს სტუდენტებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმები.

3. ინტერნეტზე წვდომის პრობლემების მქონე სტუდენტების ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებების განსაზღვრის საკითხი.

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თამარ გაგოშიძემ საბჭოს მოახსენა, რომ სტუდენტებმა დეკანს მიმართეს ლექტორებთან შუამდგომლობის თხოვნით - გაეწიოთ გარკვეული შეღავათები ინტერნეტთან წვდომის პრობლემების გამო. ასოცირებულმა პროფ. ხათუნა მარწყვიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარმომადგენლები ინდივიდუალურად დაუკავშირდნენ თითოეულ სტუდენტს, რომელმაც დეკანის სახელზე განცხადება გამოაგზავნა და გაარკვიეს მათი საჭიროებები კონკრეტულ საგნებსა და შეფასების კრიტერიუმებთან მიმართებაში. მათი საჭიროებების გათვალისწინებით სტუდენტებს შევთავაზეთ გარკვეულ შეღავეთები დავალებების ვადების გადაწევასთან დაკავშირებით, ასევე, სინქრონული რეჟიმის (ზუმის) აქტივობების ჩანაცვლება ასინქრონულ რეჟიმის აქტივობებით. ერთ შემთხვევაში, არჩევითი საგნის სპეციფიკიდან (მონაცენთა ანალიზი SPSS-ის გამოყენებით) გამომდინარე საგნის ჩანაცვლება. საბჭომ იმსჯელა კონკრეტული სტუდენტებისთვის აღნიშნული შეღავათების გაწევის შესაძლებლობაზე. ასევე, საბჭომ საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივ თვითმმართველობებთან შუამდგომლობისა და წერილის გაგზავნის სურვილი გამოთქვა, რათა სოფელში მცხოვრებ სტუდენტს მისცენ საშუალება ისარგებლოს სკოლაში არსებული კომპიუტერული ტექნიკით.

კენჭი უყარეს: ინდივიდუალურად განისაზღვროს ინტერნეტზე წვდომის პრობლემების მქონე სტუდენტებისთვის დავალების წარდგენის ვადები, სინქრონული აქტივობები ჩანაცვლდეს ალტერნატიული ასინქრონულ აქტივობით. ერთ სტუდენტს სასწავლო კურსის (არჩევითი) სწავლების სპეციფიკის გამო ჩაუნაცვლდეს სხვა კურსით.

მომხრე: 23

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 1

დაადგინეს:

ინდივიდუალურად განისაზღვროს ინტერნეტზე წვდომის პრობლემების მქონე სტუდენტებისთვის დავალების წარდგენის ვადები, სინქრონული აქტივობები ჩანაცვლდეს ალტერნატიული ასინქრონულ აქტივობით. ერთ სტუდენტს სასწავლო კურსის (არჩევითი) სწავლების სპეციფიკის გამო ჩაუნაცვლდეს სხვა კურსით. რეკომენდაცია გაეწიოს და ფაკულტეტმა უშუამდგომლოს ინტერენტისა და კომპიუტერის არმქონე რეგიონში მყოფ სტუდენტს დახმარებისთვის მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობას. სტუდენტებისთვის შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმები წარედგინოს ხარისხის მართვის სამსახურს. 

4. სტუდენტთა სასტიპენდიო პროგრამისთვის „ სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს“ და დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსისთვის საბუთების ელექტრუნული ფორმით მიღება.

ასოც. პროფესორმა, ხათუნა მარწყვიშვილმა ფაკულტეტის საბჭოს მოახსენა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სტუდენტთა ფინანსური წახალისების სასტიპენდიო (პროგრამა ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”) და დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ჩატარებისთვის საჭიროა საბუთების ელექტრუნული ფორმით მიღება.

კენჭი უყარეს:

მომხრე: 24

წინააღმდეგი: 0

თავი შეიაკავა: 0

დაადგინეს:

სტუდენტების საკონკურსო საბუთები სასტიპენდიო პროგრამისთვის „ სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს“ და დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსისთვის მიღებულ იქნას ელექტრონული ფორმით ფაკულტეტის კანცელარიის მეილზე.

5. საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თამარ გაგოშიძემ საბჭოს მოახსენა, რომ ფაკულტეტის საბჭოს 4.04.2020 წლის მე-4 სხდომაზე მიღებულ იქნა ფაკულტეტის სწავლებაში ცვლილებების სტრატეგია ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით შექმნილი ვითარების გამო. აღნიშნულ სტრატეგიაში მე-14 პუნქტში სამაგისტრო ნაშრომის დაცვებთან დაკავშირებული ცვლილება შემდეგნაირადაა ფორმულირებული: „სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გადავადდება სექტემბერში. სტუდენტები დადგენილ ვადებში გაივლიან წინადაცვას სამაგისტროს თეორიული და მეთოდური ნაწილის წარმოდგენით და შემდეგ შეასრულებენ სამაგისტროს კვლევით ნაწილს. მთლიანი სამაგისტრო ნაშრომის დაცვა მოხდება სექტემბერში“. ამ ფორმულირებიდან ცხადად არ ჩანს, რომ სტუდენტებმა შესაძლებელია ვადებშიც დაიცვან სამაგისტრო ნაშრომი. ამიტომ შემოვდივარ წინადადებით ეს პუნქტი შემდეგნაირად იყოს ფორმულირებული: „იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესით განსაზღვრულ ვადებში ვერ შეძლებენ სამაგისტრო ნაშრომის სრულად წარმოდგენას ნაშრომების დაცვა გადავადდება სექტემბერში. სტუდენტები დადგენილ ვადებში გაივლიან წინადაცვას სამაგისტროს თეორიული და მეთოდური ნაწილის წარმოდგენით და შემდეგ შეასრულებენ სამაგისტროს კვლევით ნაწილს. მთლიანი სამაგისტრო ნაშრომის დაცვა მოხდება სექტემბერში“.

კენჭი უყარეს:

მომხრე -24

წინააღმდეგი -0

თავი შეიკავა -0

დაადგინეს:

4.04.2020 წლის ფაკულტეტის მე-4 საბჭოს სხდომაზე მიღებულ დოკუმენტში „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნეირებათა ფაკულტეტის სწავლების სტრატეგია  კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით შექმნილი ვითარების გამო“ მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესით განსაზღვრულ ვადებში ვერ შეძლებენ სამაგისტრო ნაშრომის სრულად წარმოდგენას, ნაშრომების დაცვა გადავადდება სექტემბერში. სტუდენტები დადგენილ ვადებში გაივლიან წინადაცვას სამაგისტროს თეორიული და მეთოდური ნაწილის წარმოდგენით და შემდეგ შეასრულებენ სამაგისტროს კვლევით ნაწილს. მთლიანი სამაგისტრო ნაშრომის დაცვა მოხდება სექტემბერში“.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი გაგოშიძე თამარ

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2017 წლის 27 დეკემბრის №156/2017
დადგენილებით




,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011  წლის 10 ოქტომბრის №105/01-01 ბრძანებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 26 დეკემბრის დასკვნის (წერილი 26.12.2011, №34922/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს თამარ დოლბაია.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 125/2011

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 24 სექტემბრის №103/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე მუხლისა და მარიამ ელიზბარაშვილის პირადი განცხადების (წერილი №34984/02; 26.12.2011) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 24 სექტემბრის №103/2010 დადგენილებით დამტკიცებულ გეოგრაფიის მიმართულების ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგიის ქვემიმართულების ასისტენტ–პროფესორთა ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს „ელიზბარაშვილი მარიამი“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის 2012 წლის 1 იანვრიდან .

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 126/2011

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 28.12.2011, №35274/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. თსუ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილების 79-ე, მე-80, 81-ე, 83-ე პუნქტებით დამტკიცებულ დანართებში შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„79. ტურიზმი (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 79);
80. ეკონომიკა (დანართი 80);
81. ბიზნესის ადმინისტრირება (დანართი 81);
83. საერთაშორისო საწარმოთა მართვა (დანართი 83).“.

 

2.  დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4.  დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 127/2011