საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 
№20/2012, 13.03.2012;
 №45/2015, 06.04.2015

№80/2015, 27.07.2015;  №93/2015, 14.09.2015;
№98/2017, 04.09.2017 დადგენილებებით

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N63/01-01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 სექტემბრის №88/2011 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს: 

1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ: 

მათემატიკის მიმართულება:

ა) ქვემიმართულება - მათემატიკური ანალიზი: 

1.  ამოღებულია; (№93/2015, 14.09.2015)

ბ) ქვემიმართულება - ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა:

1.  ამოღებულია; (№93/2015, 14.09.2015)
2.  ამოღებულია; (№93/2015, 14.09.2015)

კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება:

ა) ქვემიმართულება - თეორიული ინფორმატიკა: 

1. ამოღებულია; (№98/2017, 04.09.2017)

ბ) ქვემიმართულება - ტექნიკური ინფორმატიკა:

1. ამოღებულია; (№98/2017, 04.09.2017)
2. ამოღებულია; (№93/2015, 14.09.2015)

გ) ქვემიმართულება - გამოყენებითი ინფორმატიკა:

1. ამოღებულია; (№45/2015, 06.04.2015)

ინტერდისციპლინარული (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები):

ა) ქვემიმართულება: მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურები:

1. ამოღებულია; (№80/2015, 27.07.2015)

გეოგრაფიის მიმართულება: 

ა) ქვემიმართულება - ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგია:

1. ლამზირა ლაღიძე – ასისტენტ-პროფესორი;

ბ) ქვემიმართულება - გეომორფოლოგია და კარტოგრაფია:

1.  ამოღებულია; (№93/2015, 14.09.2015)

ბიოლოგიის მიმართულება: 

ა) ქვემიმართულება - მორფოლოგია:

1.  ამოღებულია; (№93/2015, 14.09.2015)
2. ირინა მოდებაძე – ასისტენტ-პროფესორი;

ბ) ქვემიმართულება - იმუნოლოგია და მიკრობიოლოგია:

1. ამოღებულია; (№20/2012, 13.03.2012)
2. ნუნუ მიცკევიჩი – ასისტენტ-პროფესორი;

გ) ქვემიმართულება - ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგია:

1. ამოღებულია; (№98/2017, 04.09.2017)

დ) ქვემიმართულება - გენეტიკა:

1.  ამოღებულია; (№93/2015, 14.09.2015)

ელექტრონიკის მიმართულება: 

ა) ქვემიმართულება - ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია:

1.  ამოღებულია; (№93/2015, 14.09.2015)
2.  ამოღებულია; (№93/2015, 14.09.2015)

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას. 

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს. 

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით , 2011  წლის 26 სექტემბერიდან . 

ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 98/2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N63/01-01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 სექტემბრის №88/2011 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

მათემატიკის მიმართულება:

ა) ქვემიმართულება - მათემატიკური ანალიზი:

1. რუსუდან მესხია – ასისტენტ-პროფესორი;

ბ) ქვემიმართულება - ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა:

1. ხეჩინაშვილი ზაზა – ასისტენტ-პროფესორი;
2. პეტრე ბაბილუა – ასისტენტ-პროფესორი;

კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება:

ა) ქვემიმართულება - თეორიული ინფორმატიკა:

1. ალექსანდრე გამყრელიძე – სრული პროფესორი;

ბ) ქვემიმართულება - ტექნიკური ინფორმატიკა:

1. ლელა მირცხულავა – ასოცირებული პროფესორი;
2. პაპუნა ქარჩავა – ასისტენტ-პროფესორი;

გ) ქვემიმართულება - გამოყენებითი ინფორმატიკა:

1. თეიმურაზ მანჯაფარაშვილი – ასისტენტ-პროფესორი;

ინტერდისციპლინარული (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები):

ა) ქვემიმართულება: მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურები:

1. ტატიანა კისელიოვი – ასისტენტ-პროფესორი;

გეოგრაფიის მიმართულება:

ა) ქვემიმართულება - ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგია:

1. ლამზირა ლაღიძე – ასისტენტ-პროფესორი;

ბ) ქვემიმართულება - გეომორფოლოგია და კარტოგრაფია:

1. გიორგი დვალაშვილი – ასისტენტ-პროფესორი;

ბიოლოგიის მიმართულება:

ა) ქვემიმართულება - მორფოლოგია:

1. ეკატერინე ბაკურაძე – ასისტენტ-პროფესორი;
2. ირინა მოდებაძე – ასისტენტ-პროფესორი;

ბ) ქვემიმართულება - იმუნოლოგია და მიკრობიოლოგია:

1. ლიანა სერედა – ასისტენტ-პროფესორი;
2. ნუნუ მიცკევიჩი – ასისტენტ-პროფესორი;

გ) ქვემიმართულება - ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგია:

1. მაგდა ალანია – ასოცირებული პროფესორი;

დ) ქვემიმართულება - გენეტიკა:

1. მაია გაიოზიშვილი – ასისტენტ-პროფესორი;

ელექტრონიკის მიმართულება:

ა) ქვემიმართულება - ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია:

1. ლევან შოშიაშვილი – ასისტენტ-პროფესორი;
2. ლევი გეონჯიანი – ასისტენტ-პროფესორი;

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით , 2011 წლის 26 სექტემბერიდან .

ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 98/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N64/01-01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №74/2011 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება:

1. ალექსანდრე რონდელი - სრული პროფესორი
2. ზურაბ დავითაშვილი - სრული პროფესორი
3. ფიქრია ასანიშვილი – ასოცირებული პროფესორი

ბ) სოციოლოგიის მიმართულება:

1. იაგო კაჭკაჭიშვილი - სრული პროფესორი
2. ამირან ბერძენიშვილი - ასოცირებული პროფესორი
3. ლალი სურმანიძე - ასოცირებული პროფესორი
4. ლია წულაძე - ასოცირებული პროფესორი
5. ნინო დურგლიშვილი - ასოცირებული პროფესორი

გ) საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება:

1. იოსებ სალუქვაძე - სრული პროფესორი
2. გიორგი გოგსაძე - სრული პროფესორი
3. მარინა ბოკერია - ასოცირებული პროფესორი
4. ნინო პავლიაშვილი - ასოცირებული პროფესორი
5. ია იაშვილი - ასოცირებული პროფესორი
6. ვალერიან მელიქიძე - ასოცირებული პროფესორი

დ) ფსიქოლოგიის მიმართულება:

1. ნოდარ ბელქანია - სრული პროფესორი
2. გუგული მაღრაძე - სრული პროფესორი
3. თამარ გაგოშიძე - სრული პროფესორი
4. მარინე ჩიტაშვილი - სრული პროფესორი
5. მზია წერეთელი - სრული პროფესორი
6. ნანა სუმბაძე - სრული პროფესორი
7. იამზე კუტალაძე – ასოცირებული პროფესორი
8. შალვა აბზიანიძე - ასოცირებული პროფესორი
9. მანანა მელიქიშვილი - ასოცირებული პროფესორი
10. მაია მესტვირიშვილი - ასოცირებული პროფესორი
11. თამარ აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი
12. ანასტასია ქიტიაშვილი - ასოცირებული პროფესორი
13. რევაზ ჯორბენაძე - ასოცირებული პროფესორი
14. ლუიზა არუთინოვი - ასოცირებული პროფესორი

ე) ჟურნალისტიკის მიმართულება:

1. დალი ოსეფაშვილი - სრული პროფესორი
2. მარი წერეთელი - ასოცირებული პროფესორი
3. თამაზ ჯოლოგუა - ასოცირებული პროფესორი
4. ირა ბიჭიკაშვილი - ასოცირებული პროფესორი
5. ნანული ტალახაძე - ასოცირებული პროფესორი
6. რუსუდან ვაშაკიძე - ასოცირებული პროფესორი
7. ნათია კუპრაშვილი - ასოცირებული პროფესორი

ვ) პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება:

1. მალხაზ მაცაბერიძე - სრული პროფესორი
2. კორნელი კაკაჩია - ასოცირებული პროფესორი
3. ნანა მაჭარაშვილი - ასოცირებული პროფესორი
4. გია ჟორჟოლიანი - ასოცირებული პროფესორი

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 97/2011

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს კონკურსი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე

ცხადდება კონკურსი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, JICA-ს მიერ დაგეგმილი გრძელვადიანი პროექტის “SDG Global Leader JFY (2021-2023)” ფარგლებში გათვალისწინებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე მისაღებად.

პროგრამის მიზანია მდგრადი განვითარების სფეროში ლიდერებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგნელების მომზადება, რისთვისაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს ისწავლონ იაპონიის უნივერსიტეტებში. 

დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ შემდეგ ბმულს

სრულად

ბრძანების N:

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში რეგიონიდან მხოლოდ თსუ არის წარმოდგენილი

U.S.News&World Report-ის 2021 წლის დარგობრივი რანჟირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის 61 პოზიციით დაწინაურდა და 195-ე ადგილს იკავებს. 

U.S.News&World Report-ის 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Best Global University Ranking) თსუ 398-ე ადგილზეა და კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან და რეგიონიდან, რომელიც 1500 საუკეთესოთა შორისაა.  2021 წლის რანჟირებისთვის განხორციელებულ კვლევებში მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნის 1500 საუკეთესო უნივერსიტეტი მოხვდა.

თსუ-მ რეიტინგით გაუსწრო ევროპის ქვეყნების და აშშ-ის ცნობილ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებს, მათ შორის  გისენის (გერმანია), კობეს (იაპონია), ფლორიდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ჯორჯიის და სან-დიეგოს სახელმწიფო (აშშ) უნივერსიტეტებს, შტუტგარტის (გერმანია), ესექსის (ბრიტანეთი), მასარიკის (ჩეხეთი), კოიმბრას (პორტუგალია), ქვინსის (აშშ), ლონდონის ბიზნესის სკოლას (დიდი ბრიტანეთი), ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტს, სალამანკას (ესპანეთი) უნივერსიტეტს, სოფიას (ბულგარეთი) და იენას ფრიდრიხ შილერის სახელობის (გერმანია) უნივერსიტეტებს.

U.S.News&World Report უკვე 30 წელია, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებას აქვეყნებს. U.S.News&World Report რეიტინგების შედგენისას 13 ინდიკატორს იყენებს, რომელიც უნივერსიტეტების აკადემიურ, კვლევით საქმიანობას და გლობალურ და რეგიონულ რეპუტაციას ეყრდნობა. კვლევის ავტორები, ასევე ითვალისწინებენ  უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობას პუბლიკაციების, სამეცნიერო წიგნების გამოცემის, კონფერენციების ორგანიზების კუთხით, ციტირების ინდექსს, საერთაშორისო თანამშრომლობას, ყველაზე   ციტირებად პუბლიკაციებში უნივერსიტეტის წილს. კვლევისას, ასევე გამოყენებულია აკადემიური წრეების წარმომადგენელთა და მკვლევართა მოსაზრება მათთვის ნაცნობი მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიურ საქმიანობასა და საგანმანათლებლო პროგრამებზე.

            2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში  ყველაზე მეტი ინსტიტუციით აშშ ლიდერობს - 266 უნივერსიტეტით, რომელთა შორის პირველ პოზიციაზე კვლავ ჰარვარდის უნივერსიტეტია. ლიდერ ქვეყნებს შორისაა ჩინეთი 203 უნივერსიტეტით, დიდი ბრიტანეთი - 87, იაპონია - 85, საფრანგეთი 81,  გერმანია 71 უნივერსიტეტით და იტალია - 60 უნივერსიტეტით.

U.S.News&World Report მიიჩნევს, რომ გლობალური რანჟირება საუკეთესო მაჩვენებელია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებში სწავლით არიან დაინტერესებულნი და მეტ ყურადღებას აქცევენ უნივერსიტეტების აკადემიურ საქმიანობას და მსოფლიო რეპუტაციას.

სრულად

ბრძანების N:

აფხაზური ენის დღე თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნსაცავსა და მუზეუმში დაცული აფხაზურენოვანი წიგნები და ისტორიული დოკუმენტები გამოიფინა თსუ-ში. აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებულ  ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, პროფესორები, სტუმრები  დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ყველანაირი რეკომენდაციების გათვალისწინებით,  წელსაც აღინიშნა აფხაზური ენის დღე უნივერსიტეტში, „სადაც საფუძველი ჩაეყარა აფხაზური ენისა და ლიტერატურის სამეცნიერო შესწავლას. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება - თსუ-ში ისწავლება აფხაზური ენა, ინტენსიურად გამოიცემა პუბლიკაციები, მათ შორის, ლექსიკონები, მუშავდება საინტერესო მასალები. აფხაზური ენის გადარჩენა ჩვენთვის ნამდვილად ეროვნული ამოცანაა,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„ვულოცავ აფხაზური ენის დღეს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც მშობლიურია აფხაზური, და მათ, ვისთვისაც აფხაზური ენის და კულტურის შენარჩუნება მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა. მისი თქმით, „დღეს, აფხაზური ენა  გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშეა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო. აფხაზური ენის დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს აფხაზური იდენტობისა და კულტურის დაცვასა და განვითარებას. ეს კი ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებასთან ერთად წარმოადგენს აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას და პრინციპს.“

„ეს დღე დატვირთულია ძალიან დიდი ფუნქციით და მოვალეობით. განსაკუთრებით გამოვყოფდით კონსტიტუციურ მოვალეობას, რომელიც გვაკავშირებს და გვავალებს დავიცვათ აფხაზური ენა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართულია აკადემიური სფეროც. ამ საქმეში განსაკუთრებული ადგილი უკავია თსუ-ს.  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მხარს დავუჭერთ აფხაზური ენის დაცვის, გავრცობის და განვითარების პროცესს“, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი საუკუნის წინ უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა დაიწყეს აფხაზური ენის განვითარებასა და მეცნიერულად შესწავლაზე ზრუნვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1918 წელს გამართულ პროფესორთა საბჭოს სხდომაზე ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა კავკასიური ენების შესწავლის სამეცნიერო მნიშვნელობაზე. თსუ დამფუძნებელი ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა, რომ კავკასიური ენების, მათ შორის, აფხაზური ენის შესწავლას გარდა დიდი სამეცნიერო მნიშვნელობისა, დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. 1918 წელს პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, აფხაზური ენის სწავლებისთვის მოიწვიეს პეტრე ჭარაია, 1925 წლიდან კი ამ მისიას ასევე დიდი მეცნიერები დიმიტრი გულია და სიმონ ჯანაშია აგრძელებდნენ. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, „თსუ-ში სწავლების სამივე საფეხურზე ისწავლება აფხაზური ენა, ლიტერატურა და ფოლკლორი. უნივერსიტეტი სთავაზობს აფხაზ ახალგაზრდებსაც თსუ-ში აფხაზური ენის სწავლასა და კვლევაში ჩართვას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უნივერსიტეტს აფხაზურის სწავლის მხოლოდ კარგი ისტორია კი არ ჰქონდეს, არამედ მომავალიც. “

ღონისძიებაზე პოეტმა დავით მაღრაძემ უნივერსიტეტს აფხაზურ ენაზე თარგმნილი  პოემა „ჯაკომო პონტი“ გადასცა საჩუქრად.

თსუ-ში ათ წელზე მეტია ფუნქციონირებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის მიზანია ქართულ-აფხაზურ პრობლემათა შესწავლა და კვლევა, აფხაზური ზეპირმეტყველების სწავლა-სწავლება. ცენტრი COVID-19 პანდემიის დროსაც აგრძელებს მუშაობას - აფხაზური ენის შემსწავლელი კურსები დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილია თბილისის უნივერსიტეტის  პროფესორთა საბჭოს 1918 წლის 2 მაისის  სხდომის ოქმი, რომელშიც აფხაზური და ოსური ენების სწავლების საკითხი განიხილება; სიმონ ჯანაშიას მიერ 1927 წელს შედგენილი აფხაზური ენის პროგრამა; 55 აფხაზი სტუდენტის სია, რომლებიც სოხუმის მთავრობის რეკომენდაციით ჩაირიცხნენ თბილისის უნივერსიტეტში პირველი რესპუბლიკის პერიოდში; გიორგი ახვლედიანისადმი მიწერილი დიმიტრი გულიას წერილები; ქეთევან ლომთათიძისა და არნოლდ ჩიქობავას ფოტოები აფხაზ კოლეგებთან ერთად; არნოლდ ჩიქობავას წერილები, რომელიც აფხაზეთის საკითხებს ეხება და სხვა.

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №77/2011 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ 21–ე მუხლის შინაარსი ჩაითვალოს მუხლის პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მე–2 პუნქტი:

„2. უნივერსიტეტში 2009–2010 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ, დამატებითი სემესტრის  სტუდენტს, სწავლის საფასური განესაზღვრება დეკანის წარდგინების საფუძველზე, შესასწავლი დისციპლინების კრედიტების მოცულობის ან სემესტრული გადასახადის შესაბამისად, შემდეგი წესით:

ა) სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (30–40 კრედიტის) სრულად გავლის შემთხვევაში სწავლის საფასური 2011–2012 და 2012–2013 სასწავლო წელს განისაზღვრება:

ა.ა) ბაკალავრიატში – 750 ლარი;
ა.ბ) მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში – 1000 ლარი;

ბ) ცალკეული სასწავლო კურსის შესწავლისას სწავლის საფასური განისაზღვრება საგნისათვის მინიჭებული კრედიტის შესაბამისად და შეადგენს:

ბ.ა) ბაკალავრიატში ყოველ კრედიტზე – 25 ლარს;
ბ.ბ) მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში – 35 ლარს.“.

2. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 92/2011

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ  (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
04.04.2016, №38/2016; №89/2017, 25.07.2017
დადგენილებებით

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 6 ივნისის 54/01-01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2011 წლის 11 ივლისის №70/2011 დადგენილებით დამტკიცებული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 16 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს: 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ: 

ა) ამოღებულია; (№89/2017, 25.07.2017)
ბ) ამოღებულია; (№89/2017, 25.07.2017)
გ) საქართველოს ისტორია – ჯაბა სამუშია (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
დ) ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა – სოლომონ ტაბუცაძე (ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე);
ე) ამოღებულია; (04.04.2016, №38/2016) 
ვ) გერმანული ფილოლოგია – კონსტანტინე ბრეგაძე (ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე).

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას. 

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს. 

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                             ალექსანდრე კვიტაშვილი
რექტორი 

სრულად

ბრძანების N: 93/2011

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 6 ივნისის 54/01-01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2011 წლის 11 ივლისის №70/2011 დადგენილებით დამტკიცებული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 16 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

ა) ამერიკისმცოდნეობა – ელენე მეძმარიაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
ბ) თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება – ეთერ სოსელია (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
გ) საქართველოს ისტორია – ჯაბა სამუშია (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
დ) ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა – სოლომონ ტაბუცაძე (ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე);
ე) იტალიური ფილოლოგია – სალომე კენჭოშვილი (ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე);
ვ) გერმანული ფილოლოგია – კონსტანტინე ბრეგაძე (ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე).

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 93/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და უნვერსიტეტის რექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს N80/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე: პროფ. რისმაგ გორდეზიანი;

კომისიის მდივანი: პროფ. ქეთევან ჭკუასელი;

წევრები:

ა) პროფ. ქეთევან გაბუნია;
ბ) პროფ. ცირა ბარამიძე;
გ) პროფ. ოთარ ბაქანიძე;
დ) პროფ. თეიმურაზ პაპასქირი;
ე) პროფ. აპოლონ სილაგაძე.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 94/2011

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2018 წლის 23 აპრილის №99/2018 დადგენილებით

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა“ (დანართი 1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენის და დამტკიცების პროცედურის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 ივლისის №113 დადგენილება.

3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

4. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 90/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №101/2011, 14.11.2011, №113/2011
23.01.2012, №5/2012, 25.02.2013, №37/2013,
11.03.2013, № 44/2013;  21.10.2013, № 115/2013;
11.11.2013, № 122/2013;  28.09.2015, № 101/2015; 
25.08.2016, № 90/2016; 6.03.2017, № 25/2017;
6.11.2017, №128/2017;   4.03.2019, №30/2019;
4.04.2019, №44/2019; 22.06.2020, №58/2020

დადგენილებებით

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის შემდეგი სასწავლო კურსების სილაბუსები:

ა) აკადემიური წერა – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის – (დანართი №1); (4.04.2019, №44/2019) 
ბ ) აკადემიური წერა – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის – (დანართი №2);
გ) ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება კვლევა/სწავლებაში და ელექტრონული კურსების შექმნა – (დანართი №3);
დ) მეცნიერების მენეჯმენტი – (დანართი №4);
ე) საუნივერსიტეტო კურიკულუმის შემუშავების პრინციპები - (დანართი №5); ( №37/2013, 25.02.2013)
ვ) სოციალურ მეცნიერებათა ფილოსოფია – (დანართი №6);
ზ) სწავლების მეთოდები – (დანართი №7);
თ) შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა (კომპარატივისტიკა) და კულტურის ტიპოლოგია – (დანართი №8);
ი) ენათა კვლევის თეორიული საფუძვლები და გამოყენებითი ასპექტები – (დანართი №9);
კ) გერმანული ენათმეცნიერების მიმართულებები და მეთოდები 1 – (დანართი №10);
ლ) გერმანული ენათმეცნიერების მიმართულებები და მეთოდები 2 – (დანართი №11);
მ) ისტორიის აღქმა და რეპრეზენტაცია, მეხსიერების პოლიტიკა (კავკასია და აღმოსავლეთ ევროპა - შედარებითი შესწავლა) – (დანართი №12);
ნ ) ამოღებულია; (4.03.2019, №30/2019)
ო) აკადემიური წერა ბიომედიცინაში (დანართი №14); (23.09.2011, №101/2011)
პ) პედაგოგიკა (დანართი №15); (23.09.2011, №101/2011)
ჟ) აკადემიური წერა იურისტებისთვის (დანართი №16); (23.09.2011, №101/2011)
რ) სწავლების მეთოდები (დანართი №17); (23.09.2011, №101/2011)
ს) პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (დანართი №18); (23.09.2011, №101/2011)
ტ) პედაგოგიური კვლევის მეცნიერული საფუძვლები (დანართი №19) (23.09.2011, №101/2011)
უ) პროფესორის ასისტენტობა (დანართი №20) (23.09.2011, №101/2011)
ფ) შესავალი გამოყენებით სტატისტიკაში SPSS-ის ელემენტებით (დანართი  № 21); (14.11.2011, №113/2011)
ქ) SPSS–ის კურსი დოქტორანტებისათვის (დანართი  № 22); (14.11.2011, №113/2011)
ღ) კვლევის სტატისტიკური მეთოდები (დანართი  № 23); (14.11.2011, №113/2011) (22.06.2020, №58/2020)
ყ) სოციალური კვლევის მეთოდები (დანართი №24). (23.01.2012; №5/2012).
შ) სამართლის ფილოსოფია (დანართი 25); ( 11.03.2013, № 44/2013 )
ჩ) კვლევის მეთოდები და მონაცემთა ანალიზი (დანართი 26); ( 11.03.2013, № 44/2013 )
ც) კვლევის დიზაინი: სადოქტორო დისერტაციის პროექტი (დანართი 27); ( 11.03.2013, № 44/2013 )
ძ) პიროვნების გაგება სოციალურ კონტექსტში (დანართი 28); ( 11.03.2013, № 44/2013 )
წ) ფსიქოლოგიური აზრის ისტორია და ცოდნის სისტემა (დანართი 29); ( 11.03.2013, № 44/2013 )
ჭ) ფსიქომეტრიკა და კლინიკური შეფასება (დანართი 30); ( 11.03.2013, № 44/2013 )
ხ) საერთაშორისო ურთიერთობების კლასიკური ტექსტები/Classic Texts in International Relations (დანართი 31); ( 11.03.2013, № 44/2013 )
ჯ) თანამედროვე დებატები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში, ნაწილი 1/Contemporary Debates in International Relations Theory, part I (დანართი 32); ( 11.03.2013, № 44/2013 )
ჰ) თანამედროვე დებატები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში, ნაწილი 2/ Contemporary Debates in International Relations Theory, part II (დანართი 33); ( 11.03.2013, № 44/2013 )
1) კვლევის დიზაინის სემინარი (1): კვლევითი კითხვის შერჩევა და ჩამოყალიბება/ Research Design Seminar (1): Choosing and refining a research question (დანართი 34); ( 11.03.2013, № 44/2013 )
2) თანამედროვე დებატები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში (III ნაწილი)/ Contemporary Debates in International Relations Theory, part III (დანართი 35); ( 11.03.2013, № 44/2013 )
3) აკადემიური პრაქტიკის სემინარი: ჟურნალის სტატიის მომზადება და შეფასება და საგრანტო პროექტის მომზადება/ Academic Practice seminar: Writing and Reviewing Journal Article and Writing Grant Proposal (დანართი 36); ( 11.03.2013, № 44/2013 )
4) კვლევის დიზაინის სემინარი (2): მეთოდის შერჩევა და კვლევითი პროექტის დაწერა/ Research Design Seminar (2): Choosing a Method and writing a research proposal (დანართი 37); ( 11.03.2013, № 44/2013 )
5) თანამედროვე ფემინისტური თეორიები (ფემინისტური ფილოსოფია)/Contemporary Feminist Theories (Feminist Philosophy) (დანართი 38); ( 11.03.2013, № 44/2013 )
6) გენდერი კვლევის მეთოდები: კვლევითი კითხვის დასმა და პროექტის წერა (ნაწილი I)/Gender Research Methods: Identifying Research Questions and Proposal Writing (Part 1) (დანართი 39); ( 11.03.2013, № 44/2013 )
7) გენდერი კვლევის მეთოდები: კვლევითი კითხვის დასმა და პროექტის წერა (ნაწილი II)/Gender Research Methods: Identifying Research Questions and Proposal Writing (Part 2) (დანართი 40).“. ( 11.03.2013, № 44/2013 )
8) მეცნიერული კვლევის მეთოდოლოგიური პრობლემები (იურიდიული მეცნიერების ასპექტით) (დანართი 41); ( 21.10.2013, № 115/2013 )
9) არატრადიციული ეკონომიკსი: მეთოდოლოგია და მეთოდიკა (დანართი 42) (11.11.2013, № 122/2013).
10) მეცნიერების კომერციალიზაცია (დანართი 43).( 28.09.2015, № 101/2015)  
11) აკადემიური წერა ბიომედიცინაში (დანართი 44); (25.08.2016, №90/2016)
12) კლინიკური კვლევის დიზაინი (დანართი 45); (6.03.2017, № 25/2017)
13) გლობალური ჯანდაცვა (დანართი 46); (6.11.2017, №128/2017)
14) ქართული წვლილი შუა საუკუნეების ევროპულ ცივილიზაციაში (დანართი 47); (4.03.2019, №30/2019)

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 91/2011

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის შემდეგი სასწავლო კურსების სილაბუსები:

ა) აკადემიური წერა – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის – (დანართი №1);
ბ) აკადემიური წერა – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის – (დანართი №2);
გ) ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება კვლევა/სწავლებაში და ელექტრონული კურსების შექმნა – (დანართი №3);
დ) მეცნიერების მენეჯმენტი – (დანართი №4);
ე) საუნივერსიტეტო კურიკულუმის შემუშავების პრინციპები - (დანართი №5);
ვ) სოციალურ მეცნიერებათა ფილოსოფია – (დანართი №6);
ზ) სწავლების მეთოდები – (დანართი №7);
თ) შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა (კომპარატივისტიკა) და კულტურის ტიპოლოგია – (დანართი №8);
ი) ენათა კვლევის თეორიული საფუძვლები და გამოყენებითი ასპექტები – (დანართი №9);
კ) გერმანული ენათმეცნიერების მიმართულებები და მეთოდები 1 – (დანართი №10);
ლ) გერმანული ენათმეცნიერების მიმართულებები და მეთოდები 2 – (დანართი №11);
მ) ისტორიის აღქმა და რეპრეზენტაცია, მეხსიერების პოლიტიკა (კავკასია და აღმოსავლეთ ევროპა - შედარებითი შესწავლა) – (დანართი №12);
ნ) ბიბლია  და ლიტერატურა – (დანართი №13).

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 91/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2017 წლის 15 სექტემბრის №103/2017 დადგენილებით

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 8 ივნისის N55/01-01 ბრძანებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის №2243/25–00, 06.09.2011 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს თამარ მახარაძე (სოციალური მუშაობის მიმართულებით).

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 87/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და უნვერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N63/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე: ელიზბარ ნადარაია (სრული პროფესორი);

კომისიის მდივანი: გრიგოლ სოხაძე (ასოცირებული პროფესორი);

ა) მათემატიკის მიმართულება, ინტერდისციპლინური (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება):

1.    როლანდ ომანაძე – სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2.    უშანგი გოგინავა – სრული პროფესორი
3.    გიორგი ჯაიანი – სრული პროფესორი;

ბ) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება:

1.    კობა გელაშვილი – სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2.    გია სირბილაძე – სრული პროფესორი
3.    მანანა ხაჩიძე – სრული პროფესორი;
    
გ) გეოგრაფიის მიმართულება:

1.    ლია მაჭავარიანი – ასოცირებული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2.    დავით კერესელიძე – სრული პროფესორი
3.    ნოდარ ელიზბარაშვილი – სრული პროფესორი
4.    ზურაბ სეფერთელაძე – სრული პროფესორი
5.    რამინ გობეჯიშვილი – სრული პროფესორი
6.    თენგიზ ურუშაძე – სრული პროფესორი;

დ) ბიოლოგიის მიმართულება:

1.    ნანა კოშორიძე – სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2.    დიანა ძიძიგური – სრული პროფესორი
3.    ნანული კოტრიკაძე – სრული პროფესორი
4.    ნინო ფორაქიშვილი – სრული პროფესორი
5.    ნანული დორეული – სრული პროფესორი
6.    თეიმურაზ ლეჟავა – სრული პროფესორი
7.    არნოლდ გეგეჭკორი – სრული პროფესორი;

ე) ელექტრონიკის მიმართულება:

1.    რომან ჯობავა – სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2.    გიორგი ღვედაშვილი – ასოცირებული პროფესორი
3.    ოთარ ლაბაძე – ასოცირებული პროფესორი.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 88/2011

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 05.09.2011, №2190/25–04 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების 34–ე და 35–ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34. ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 34);
35. ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ–რუსულენოვანი) (დანართი 35).“.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 89/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის #23037/02, 6.09.2011 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ­„ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი­ტეტის  მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 15 სექტემბრის №127 და „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე  ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 10 ოქტომბრის №148 დადგენილებებით სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ამ დადგენილების დანართით განსაზღვრულ პროფესორებს გაუგრძლდეს აკადემიურ თანამდებობებზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012 წლის 1 აგვისტომდე (დანართი 1).

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 86/2011

 „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო (სტრატეგიული) გეგმების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №60/2011 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო (სტრატეგიული) გეგმების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №60/2011 დადგენილების:

ა) დანართი №1–ით დამტკიცებული უნივერსიტეტის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) სამოქმედო (სტრატეგიული) გეგმის მე–4 პუნტის მე–2 აბზაცის ბოლოს დაემატოს შემდეგი წინადადება:

„უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პროფესიული განათლების პროგრამების მრავალფეროვნებასა და განვითარებას სწრაფად ცვალებად შრომის ბაზრის შესაბამისად.“;

ბ) დანართი №2–ის ბოლოს დაემატოს შემდეგი წინადადება:

„პროფესიული განათლების პროგრამების განვითარების სტრატეგიის შექმნა, პროფესიული განათლების მნიშვნელობისა და ხარისხის ზრდის მიზნით.“;

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 85/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
№111/2012, 14.11.2012, №35/2013, 25.02.2013,
№1/2013, 21.01.2013, №87/2014, 08.09.2014,
№44/2015, 23.03.2015, №51/2015, 04.05.2015,
 №92/2015, 14.09.2015; №70/2016, 30.06.2016;
№19/2017, 20.02.2017; №46/2017, 01.05.2017;
№80/2017, 14.07.2017; №207/2018, 17.10.2018
დადგენილებებით

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 6 მაისის №45/01-01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2011 წლის 6 ივნისის №52/2011 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 22 აგვისტოს დასკვნის, ასევე ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 თებერვლის N21/2013 დადგენილება) გადაწყვეტილების, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2012 წლის 17 დეკემბრის N126/2012 დადგენილება) გადაწყვეტილების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

კერძო სამართლის მიმართულებით:

ა) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
ბ) დავით კერესელიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
გ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
დ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
ე) ამოღებულია (№111/2012, 14.11.2012);
ვ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
ზ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
1) მარიამ ცისკაძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე) (№1/2013, 21.01.2013)
2) ეკატერინე შენგელია (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); (№19/2017, 20.02.2017)
3) თამარ ზარანდია (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); (№19/2017, 20.02.2017)
4) სოფიო ჩაჩავა (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); (№19/2017, 20.02.2017)

საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:

თ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
1) დავით პატარაია (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); (№35/2013, 25.02.2013)
ი) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)

ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით:

კ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
1) ირმა ხარშილაძე (პროფესორის თანამდებობაზე) (№44/2015, 23.03.2015);
2) პაატა ტურავა (პროფესორის თანამდებობაზე) (№44/2015, 23.03.2015);
ლ) ამოღებულია (№44/2015, 23.03.2015);
1) ამოღებულია(№1/2013, 21.01.2013) (№44/2015, 23.03.2015);
2) ხათუნა ლორია (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); (№92/2015, 14.09.2015)
3) ეკატერინე ქარდავა (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე). (№92/2015, 14.09.2015)
4) თამარ გვარამაძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე). (№70/2016, 30.06.2016)

კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით:

მ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
ნ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
1) ირაკლი კობახიძე (პროფესორის თანამდებობაზე); (№46/2017, 01.05.2017)
ო) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
პ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
1) ამოღებულია;  (№87/2014, 08.09.2014) (№207/2018, 17.10.2018)
2) ამოღებულია; (№87/2014, 08.09.2014) (№46/2017, 01.05.2017)
3) ვასილ გონაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); (№19/2017, 20.02.2017)

სისხლის სამართლის მიმართულებით:

ჟ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
1) მერაბ ტურავა (სრული პროფესორის თანამდებობაზე) (№1/2013, 21.01.2013)
2) ნონა თოდუა (პროფესორის თანამდებობაზე) (№87/2014, 08.09.2014)
რ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
ს) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
1) ირა აქუბარდია (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე). (№51/2015, 04.05.2015)
2) მორის შალიკაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); (№19/2017, 20.02.2017) 

სამართლის ისტორიის მიმართულებით:

ტ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
უ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
ფ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)
ქ) ამოღებულია; (№80/2017, 14.07.2017)

სამართლის მეთოდების მიმართულებით:

ღ) გიორგი ხუბუა (სრული პროფესორის თანამდებობაზე). (№1/2013, 21.01.2013)
ყ) ლელა ჯანაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე) (№44/2015, 23.03.2015).

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2011 წლის 8 სექტემბრიდან.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 83/2011