საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 08.07.2011 №17896/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებულ დანართი 1–ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

ა) მე-7 მუხლის 7.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„7.2. დოქტორანტმა ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის განმავლობაში სწავლისა და კვლევის პროცესში უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტი. დოქტორანტის ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ, მისი მომდევნო სემესტრში რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა, რომელშიც უნდა დასაბუთთდეს სწავლის/კვლევის გაგრძელების მიზანშეწონილობა. ხელმძღვანელი შუამდგოლობას წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს. სწავლის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 4 სემესტრისა.“;

 

ბ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 7.31 პუნქტი:


„7.31. დოქტორანტურაში სასწავლო კომპონენტი შეადგენს 50 კრედიტს, დანარჩენი (130 კრედიტი) ეთმობა კვლევას (2011 წელს ჩარიცხული დოქტორანტებისათვის).“;

 

გ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8.3. პუნქტი:


8.3. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი 2011 წელს ჩარიცხული დოქტორანტებისათვის გულისხმობს შემდეგ სალექციო კურსებს და სხვა სახის აქტივობებს:

 

დასახელება სტატუსი კრედიტ. რაოდენობა
სწავლების თანამედროვე მეთოდები სავალდებულო 5 კრედიტი
პროფესორის ასისტენტობა სავალდებულო 15 კრედიტი
სემინარი სავალდებულო 15 კრედიტი
აკადემიური წერა  სავალდებულო 5 კრედიტი
მეცნიერების მენეჯმენტი არჩევითი 5 კრედიტი
საუნივერსიტეტო სასწავლო კურსები არჩევითი 10 კრედიტი
უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსმენილი სასწავლო კურსი არჩევითი 10 კრედიტი
კვლევის მეთოდები არჩევითი 5 კრედიტი

 

დ) მე–10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 10.3. და 10.4. პუნქტები:


„10.3. დოქტორანტის სავალდებულო კვლევითი კომპონენტი მოიცავს მინიმუმ 2 კოლოქვიუმს (20 კრედიტი თითოეულისათვის) – (2011 წელს ჩარიცხულებისათვის).
10.4. ავტორეფერატი - ნაშრომის ზღვრული მოცულობა 20 გვ. (არა უმეტეს 20 000 ასო-ნიშანი) ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი; ფურცლის ზომა – A-4; ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს 12-იანი შრიფტით, შრიფტის სახეობა – AcadNusx-ი; სტრიქონებს შორის მანძილი -1,5; გვერდის საზღვრები: მარცხნიდან 3 სმ; მარჯვნიდან – 1 სმ; ზემოდან – 2,5 სმ; ქვემოდან – 2,5 სმ (20 ეგზემპლარი).“.

 

ე) 25-ე მუხლის 25.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„25.3. სადისერტაციო ნაშრომი ფასდება:


25.3.1. სადისერტაციო კომისიის წევრების მიერ დისერტაციის შეფასება ხდება კონფიდენციალურად, ასქულიანი სისტემით.
25.3.2. დისერტაციის საბოლოო შეფასებისათვის სადისერტაციო კომისიის მიერ არჩეულ ხმის დამთვლელ კომისიას გამოყავს ქულათა საშუალო არითმეტიკული, რომელსაც შეუფარდებს ლათინურ შეფასებას შემდეგი სქემის მიხედვით:
ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
ბ) ძალან კარგი – (magna cum laude) შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
გ) კარგი (cum laude) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
დ) საშულო (bene) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს  მაინც აკაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 51-60%;
ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficienter) შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს  მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 41-50%;
ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) შედეგი, რომელიც  წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები;
25.3.3. ამ მუხლის 25.3.2. პუნქტის ,,ა”-,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.
25.3.4. ამ მუხლის 25.3.2. პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება ერთი წლის განმავლობაში გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლება.
25.3.5. ამ მუხლის 25.3.2. პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.“.

 

ვ) 25-ე მუხლის 25.4. პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 68/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორ ლალი ხურციასათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 28.06.2011 №16760/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორ ლალი ხურციას გაუგრძლდეს ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებამდე.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 69/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და რექტორის 2011 წლის 6 ივნისის 54/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე –  სრული  პროფესორი ირმა რატიანი

 

კომისიის მდივანი – ასოცირებული პროფესორი  მერი ნიკოლაიშვილი

 

ა) ამერიკისმცოდნეობის ქვეკომისია:


1. სრული  პროფესორი თეიმურაზ პაპასქირი
2. ასოცირებული პროფესორი  ვასილ კაჭარავა
3. ასოცირებული პროფესორი  ანასტასია ზაქარიაძე

 

ბ) თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერების ქვეკომისია:


1. აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე
2. ასოცირებული პროფესორი რუსუდან ასათიანი
3. ასოცირებული პროფესორი მერი ნიკოლაიშვილი

 

გ) საქართველოს ისტორიის ქვეკომისია:


1. აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე
2. სრული პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი
3. სრული პროფესორი თედო დუნდუა

 

დ) ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ქვეკომისია:


1. სრული პროფესორი ირმა რატიანი
2. ასოცირებული პროფესორი თენგიზ კიკაჩეიშვილი
3. ასოცირებული პროფესორი რამაზ ჭილაია

 

ე) რომანული ფილოლოგიის ქვეკომისია (ფრანგული და იტალიური ფილოლოგია):


1. სრული პროფესორი  ქეთევან გაბუნია
2. ასოცირებული პროფესორი ნანა გუნცაძე
3. ასოცირებული პროფესორი მაია ჯავახიძე

 

ვ) გერმანული ფილოლოგიის ქვეკომისია:


1. სრული პროფესორი ლალი ქეცბა–ხუნდაძე
2. სრული პროფესორი დალი ფანჯიკიძე–კოკაია
3. ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე თვარაძე

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 70/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და რექტორის 2011 წლის 8 ივნისის N55/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე – რევაზ ჯორბენაძე (ასოცირებული პროფესორი);

 

კომისიის მდივანი – თამარ დოლბაია (ასისტენტ–პროფესორი);

 

წევრები:


1. იაგო კაჭკაჭიშვილი (სრული პროფესორი);
2. ნათია ფარცხალაძე (UNISEF-ის ბავშვთა დაცვის სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მოწვეული პედაგოგი);
3. სალომე ნამიჭეიშვილი (საქართველოს სოცმუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე, მოწვეული პედაგოგი).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 71/2011

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010–2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის განხორციელების საპილოტე წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს №12/2011 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" და ,,ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010–2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის განხორციელების საპილოტე წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 31 იანვრის №12/2011 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შიდა მობილობის განხორციელების საპილოტე წესის დამტკიცების შესახებ“.

 

2. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

3. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილება  ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 72/2011

სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მდივნის დანიშვნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის, სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2006 წლის 30 ოქტომბრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის“ პირველი თავის პირველი პუნქტისა და მე–4 თავის მე–3 პუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ლელა ჯანაშვილი.

 

2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მდივნად დაინიშნოს მზექალა აჭაიძე.

 

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 73/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
06.09.2011; №84 დადგენილებით

 



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და უნვერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N64/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე: მარიამ გერსამია  – სრული პროფესორი;

 

კომისიის მდივანი: თამარ დოლბაია – ასისტენტ პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორი;

 

წევრები:


1. რევაზ გაჩეჩილაძე – სრული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
2. სერგი კაპანაძე – ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
3. ირაკლი კალანდია – ფილოსოფიის დოქტორი, ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი;
4. მანანა შამილიშვილი – ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულება;
5. ალექსანდრე კუხიანიძე – სრული პროფესორი, პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება;
6. ნოდარ სარჯველაძე – ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
7. ამოღებულია (06.09.2011; №84)

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 74/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის – „მენეჯმენტი“ დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2011 წლის 1 ივლისის №17163/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა – „მენეჯმენტი“ (დანართი №1).

 

2. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

3. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილება  ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 67/2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით    დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის    –    ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის   №135/ნ   ბრძანების   ,,რეზიდენტურის   ალტერნატიულ   დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა  და  იმ  სამედიცინო  დაწესებულებების  ან/და  სასწავლებლების  აკრედიტაციის კრიტერიუმების     და     წესის     დამტკიცების     შესახებ,     რომლებშიც     შესაძლებელია დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული  მზადების)  კურსის  გავლა“,  ,,სსიპ  _ ივანე ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის      სახელმწიფო      უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის  დამტკიცების  შესახებ“  თსუ  რექტორის  2010  წლის  13  სექტემბრის  №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე      ჯავახიშვილის   სახელობის      თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტში           რეზიდენტურის  ალტერნატიული   დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის    №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის  2020 წლის 26 ოქტომბერის №18191/32 წარდგინების საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული    დიპლომისშემდგომი     განათლების     (პროფესიული     მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე:

1.1. პალიატიური მედიცინა (სუბსპეციალობა) - 4  ადგილი.

2. რეზიდენტურის  ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა   პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1.საბუთების მიღება – 27 – 30 ოქტომბერი;

2.2. გასაუბრება – 04 ნოემბერი;
2.3. შედეგების გამოცხადება – 06 ნოემბერი.

3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 213/01-01

ერთობლივი ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია თსუ-ში

ახალი ერთობლივი ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად უნიკალურ შანსს აძლევს.  თსუ-სა და ლუმიერის ლიონ 2  უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ერთობლივი  თანამშრომლობით შექმნილი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, პროგრამის ხელმძღვანელი, თსუ პროფესორი იოსებ ხელაშვილი, სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, ქართულ-ფრანგული პროგრამის კურსდამთავრებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, რეგიონში პირველებმა მიიღონ თსუ-ს ტურიზმის მაგისტრის და ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის  - ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის მაგისტრის ორმაგი დიპლომი. მისი თქმით, მომავალში დამატებით რამდენიმე ახალი ქართულ-ფრანგული ერთობლივი პროგრამის განხორციელებაა დაგეგმილი. „ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პროგრამის  პრაქტიკული ნაწილი საფრანგეტში ტურისტულ კომპანიებში განხორციელდება. ეს იქნება თსუ სტუდენტებისთვის უნიკალური საშუალება - გაეცნონ ფრანგული ტურიზმის ინდუსტრიას და მიღებული გამოცდილება გადმოიტანონ ქართულ რეალობაში,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, თსუ-სა და ლუმიერის ლიონ 2  უნივერსიტეტის ერთობლივი  სამაგისტრო პროგრამა ხელს შეუწყობს ტურიზმის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას. „ვულოცავ თსუ-ს ამ შესანიშნავ პროგრამას ტურიზმის სფეროში და ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის დარგში. მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რაც დღეს ტურიზმს მთელ მსოფლიოში და საქართველოში ხვდა წილად, ეს სფერო კვლავაც იქნება დინამიური და  წარმატებული.  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალი, ევროპული სტილით განათლებული და კვალიფიციური კადრები შეემატოს ამ სფეროს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წამოწყება იქნება წარმატებული,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

   პროგრამაზე ჩარიცხვა მიულოცა სტუდენტებს და  თსუ-სთან აქტიურ სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა. „საქართველოს არჩევანი  - განავითაროს თანამედროვე, მაღალი ხარისხის,  მწვანე ტურიზმი, არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომელსაც აქვს პერსპექტივა იყოს წარმატებული და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში მეც ვარ ჩართული,“- განაცხადა დიეგო კოლასმა.

პროგრამის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის, იოსებ ხელაშვილის განცხადებით, სამაგისტრო პროგრამა ,,ტურიზმი“ ხელს შეუწყობს კულტურულ მემკვიდრეობაზე სპეციალიზირებული ტურიზმის ბიზნესის ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობისა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას: „გადავწყვიტეთ, რომ პროგრამისთვის მიგვეცა უფრო პრაქტიკული მხარე და შეგვერჩია საუკეთესო პრაქტიკა ლიონის მხრიდან. სამაგისტრო პროგრამა არის  ძალიან საინტერესო, მის შემუშავებაზე საკმაოდ დიდი დრო დავხარჯეთ.  ჩვენთან  ისწავლება ახალი, ინოვაციური საგნები, რომელთა საქართველოში სწავლების პრაქტიკაც არ არსებობს. ეს საგნები სტუდენტს კონკრეტულ უპირატესობას შესძენს ბაზარზე.“

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე  პირველი ნაკადი (13 სტუდენტი) თსუ-მ წელს მიიღო.  ნათია გოგუაძე ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ 13 სტუდენტს შორის ერთ-ერთია. მისი თქმით, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა მას და დანარჩენ სტუდენტებს მისცემს საშუალებას, უპასუხონ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს: „ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ქართველი სტუდენტებისთვის, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება ისეთ უნივერსიტეტში, როგორიც არის ლიონ 2. დღეს, ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრია დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია კომპეტენტური, პროფესიონალი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე კადრების მომზადება და მათი ჩართვა ტურიზმის ინდუსტრიაში.“  

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამების ხელმძღვანელებად მოწვევის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის, ,,უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის, დიპლომირებული მედიკოსისა და დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ‘‘ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 მაისის №47/2011 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1–ის მე–11 მუხლის მე–2 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 27.06.2011 №16473/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამების ხელმძღვანელებად მოწვეულ იქნენ შემდეგი პირები:

 

ა) ისტორიის დოქტორი დალი კანდელაკი – სამაგისტრო პროგრამა „რუსეთისმცოდნეობა“ და სადოქტორო პროგრამა „რუსეთისმცოდნეობა“ (თანახელმძღვანელი: თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარინა გარიშვილი).

 

2. თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამების ხელმძღვანელებად მოწვეულ იქნენ შემდეგი პირები და მიეცეთ მათ უფლება შესაბამის პროგრამებს უხელმძღვანელონ თსუ–ის პროფესორის თანახელმძღვანელობის გარეშე:

 

ა) ისტორიის დოქტორი ქეთევან პავლიაშვილი – სამაგისტრო პროგრამა  „ქრისტიანობის ისტორია“;

 

ბ) რეჟისორი ლელა წიფურია – კინო–ტელე რეჟისორის IV და V საფეხურის პროფესიული პროგრამა.

 

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 66/2011

2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ოსლოს უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (18220/10; 26.10.20) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს  კონკურსი  2020/2021  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ- მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ოსლოს უნივერსიტეტის მიერ თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    სტუდენტებისათის    გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2020 წლის 26 ოქტომბერს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კახაბერ ლორია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ხათუნა მაისაშვილი,თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) მანანა გელაშვილი,თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
 6. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 212/01-01

პროფესორ ფრიდრიხ გლაზლისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 28.06.2011 №16737/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის, მედიაციისა და ორგანიზაციის განვითარებისა და ახალგაზრდა მკვლევართა აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, ზალცბურგის უნივერსიტეტის (ავსტრია) ემერიტუსს, პროფესორ ფრიდრიხ გლაზლს მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 65/2011

პროფესორ ნილ მაკფარლეინისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 28.06.2011 №16737/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების განვითარებაში და ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა აღზრდის საქმეში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორ ნილ მაკფარლეინს მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 62/2011

პროფესორ სტივენ ჯონსისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 28.06.2011 №16737/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების და რეგიონული კვლევების მიმართულების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, მაუნთ ჰოლიოკის (აშშ) კოლეჯის პროფესორ სტივენ ჯონსს მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 63/2011

პროფესორ ჯოანა რეგულსკასათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 28.06.2011 №16737/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის დაფუძნებასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, რათგერსის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორ ჯოანა რეგულსკას მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 64/2011

სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავებისა და შევსების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის,   57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავებისა და შევსების ინსტრუქცია (დანართი 1).

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივნისის №227/2009 დადგენილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავების ინსტრუქციისა და დიპლომის დანართის შემუშავების პროცედურის შესახებ“.

 

3. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 61/2011

სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავებისა და შევსების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
2016 წლის 31 ოქტომბრის №122/2016 დადგენილებით




„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,   52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის,   57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავებისა და შევსების ინსტრუქცია (დანართი 1).

 

2.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივნისის №227/2009 დადგენილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავების ინსტრუქციისა და დიპლომის დანართის შემუშავების პროცედურის შესახებ“.

 

3. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 61/2011

„2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო და 2011–2012 სასწავლო წლის საბაკალავრო/დიპლომირებული მედიკოსის და სამაგისტრო პროგრამების წარმოდგენის ვადების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს №140/2010 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე, 61–ე და 63-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-6 მუხლის პირველი, მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო და 2011–2012 სასწავლო წლის საბაკალავრო/დიპლომირებული მედიკოსის და სამაგისტრო პროგრამების წარმოდგენის ვადების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 22 დეკემბრის №140/2010 დადგენილება.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 54/2011

მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის სილაბუსის ფორმის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 
22 ივლისის №100/2019 დადგენილებით

 


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 13.06.2011, 14887/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს თანდართული:


ა) „მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის  სილაბუსის ფორმა‘‘ (დანართი 1);


ბ) „მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის შინაარსი“ (დანართი 2);


გ) „მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის კავშირი განსავითარებელ კომპეტენციებთან“ (დანართი 3);


დ) დამტკიცდეს თანდართული „მაგალითი: მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსის კავშირი განსავითარებელ კომპეტენციებთან“ (დანართი 4).


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს 2010 წლის 22 თებერვლის №20/2010 დადგენილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სილაბუსის მოდიფიცირებული ფორმის დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 55/2011