საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, № 77/2011 დადგენილებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36 დადგენილებით დამტკიცებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში შეტანილ ექნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

 

ა) პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. თსუ-ს სტუდენტის სტატუსის მინიჭება


1. ბაკალავრიატის/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2.  პროფესიულ პროგრამებზე პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდა.
3.  მაგისტრატურის საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია სამაგისტრო გამოცდის შედეგები, რომელიც მოიცავს საერთო სამაგისტრო გამოცდასა და შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრულ შიდა გამოცდას/გამოცდებს.
4.     დოქტორანტურაში მიღების წესი განისაზღვრება თსუ-ის შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით.
5.  ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს თსუ–ის სტუდენტის სტატუსი მიენიჭება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

 

ბ) მე–2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. თსუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვა


თსუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

 

გ) პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:


„11. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია
სტუდენტთა სემესტრული რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად: ადმინისტრაციული – ბანკში სწავლის საფასურის გადახდით და აკადემიური (საგნობრივი) - ,,სასწავლო პროცესის მართვის სისტემის” საშუალებით.“.

 

2. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 48/2011

სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან ტურიზმის სპეციალობის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორცილების უფლების ტურიზმის საერთაშორისო სკოლისათვის გადაცემის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ/შ  29.04.2011  №10657/02   წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. თსუ–ის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულს – ტურიზმის საერთაშორისო სკოლას განსახორციელებლად გადაეცეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები ტურიზმის სპეციალობით:


ა) ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის მართვა (სპეციალობით ტურიზმის ბიზნესი)“;
ბ) სადოქტორო პროგრამა – ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი), პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფ. მაია მარგველაშვილი (დამტკიცებულია თსუ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №66/2010 დადგენილებით).


2. დაევალოს თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ პროფესორ მაია მარგველაშვილს ტურიზმისა და მასპინძლობის სპეციალობებით უმაღლესი საგანამანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 44/2011

„ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის – სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობის დადგენის შესახებ“  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 10 მარტის №27/2010 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2011 წლის 29 აპრილის №10711/02 წერილობითი მიმართვის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 აპრილის  სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  ,,ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის – სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობის დადგენის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 10 მარტის №27/2010 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

 

ა) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 22-საათიან (10 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას - განისაზღვროს 720 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 1480 ლარი თვეში.“.

 

ბ) დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24-საათიან (12 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას -განისაზღვროს 540 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 860  ლარი თვეში.“.

 

გ) დადგენილებას მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-41 პუნქტი:


,,41. დადგენილების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ, ამჟამად მოქმედ აკადემიურ პერსონალს 2012 წლის 1 იანვრამდე გაეზარდოს ყოველთვიური სახელფასო დანამატი: ა) სრულ პროფესორს - 300 ლარით; ბ) ასოცირებულ პროფესორს - 300 ლარით; გ) ასისტენტ–პროფესორს - 100 ლარით.“.

 

2.    ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის – სრული,
ასოცირებული  და ასისტენტ–პროფესორების სახელფასო დანამატის ოდენობის ხელახალი განსაზღვრა განხორციელდეს მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის, მის დაწყებამდე.

 

3.    წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ძალაში შევიდეს 2011-2012 სასწავლო წლიდან.

 

4. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული საკითხები დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

5.    წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 45/2011

„ყოფილი სსიპ - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) დოქტორანტურის პროგრამის თავსებადობის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №24/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ/შ  29.04.2011  №10657/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

„ყოფილი სსიპ - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) დოქტორანტურის პროგრამის თავსებადობის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №24/2011 დადგენილებაში შეტანილ იქნეს დამატება:

 

1. დადგენილების პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:


„11. ყოფილი სსიპ – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) დოქტორანტებს ჩაეთვალოთ თეუსუ–ში ათვისებული კრედიტები და ინდივიდუალურად განესაზღვროთ ასათვისებელი სასწავლო კომპონენტები თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოქმედი  სადოქტორო პროგრამების კურიკულუმების შესაბამისად.“.


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 43/2011

პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ 2020-21 ს/წ შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობის გასაუბრების შედეგები

იხილეთ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ დოქტორანტებისათვის 2020-21 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობის გასაუბრების კომპონენტის შედეგები. 

 

სრულად

ბრძანების N:

იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო წელს ასრულებული მისი ნატვრა ნამდვილი „დედაენა“ სკოლებში დაბრუნდა

2020 იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის საიუბილეო წე­ლია – 27 ოქ­ტომ­ბერს 180 წე­ლი უს­რულ­დე­ბა! ვართ პირ­ნა­თე­ლი დი­დი იაკ­ობ­ის წი­ნა­შე?


იაკ­ობ­ის ძმიშ­ვი­ლი შალ­ვა გო­გე­ბაშ­ვი­ლი იგ­ონ­ებს, სიკ­ვდი­ლის წინ იაკ­ობ­მა მითხრაო: „დე­და­ენა“ დი­დი რა­მეა ჩვე­ნი ერ­ის­თვის...მხო­ლოდ ის მა­ფიქ­რებს, რომ წე­რა-კითხვის სა­ზო­გა­დო­ებ­ამ კარ­გად მოუაროს ჩემს „დე­და­ენ­ას“ და გო­ნივ­რუ­ლად მო­იხ­მა­როს მი­სი შე­მო­სა­ვა­ლი“... – ეს იყო მი­სი უკ­ან­ას­კნე­ლი სიტყვე­ბიო, – წერს შალ­ვა გო­გე­ბაშ­ვი­ლი... წე­რა-კითხვის გა­მავ­რცე­ლე­ბელ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­ამ კი აუს­რუ­ლა იაკ­ობს ნატ­ვრა, მაგ­რამ შემ­დეგ? თუმ­ცა, მო­დით, თვა­ლი გა­ვა­დევ­ნოთ „დე­და­ენ­ის“ ბედს (ანუ რო­გორ შე­ვუს­რუ­ლეთ იაკ­ობს თხოვ­ნა):

 

ბო­ლო პე­რი­ოდ­ში და­იწ­ერა – იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და­ენა“ სკო­ლა­ში დაბ­რუნ­დაო... მე­კითხე­ბი­ან, რა სჭირ­და და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი, სკო­ლი­დან არც წა­სუ­ლაო... არაა ასე. მო­ვის­მი­ნოთ: 1925 წელს უკ­ან­ას­კნე­ლად გა­მო­იცა „დე­და­ენა“ იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ავ­ტო­რო­ბით – ქარ­თველ­თა შო­რის წე­რა-კითხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის მზრუნ­ვე­ლო­ბით (გა­მო­ცე­მას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და იოს­ებ ბოც­ვა­ძე). ქარ­თველ­თა შო­რის წე­რა-კითხვის გა­მავ­რცე­ლე­ბელ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­ამ შეწყვი­ტა არ­სე­ბო­ბა და... 1935 წლამ­დე სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო აღ­არ გა­მო­ცე­მუ­ლა; ხო­ლო ამ წელს გა­დაწყდა, ი.გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და­ენ­ის“ მი­ხედ­ვით შე­ედ­გი­ნათ სა­ან­ბა­ნე წიგ­ნი (და­ევ­ალა ვ. ძი­ძი­გურ­სა და ა. გვა­ხა­რი­ას) და ამ პე­რი­ოდ­იდ­ან იწყე­ბა იაკ­ობ­ის „დე­და­ენ­ის“ გა­და­კე­თე­ბა-გა­და­მუ­შა­ვე­ბის ხან­გრძლი­ვი („და­უნ­დო­ბე­ლი“) პრო­ცე­სი... 1944 წლი­დან საკ­მა­ოდ დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­იც­ემ­ოდა ლ. ბოც­ვა­ძი­სა და ე. ბურ­ჯა­ნა­ძის „გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი“ „საბ­ჭო­თა დე­და­ენა“ (ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ!)... წიგ­ნში ჭარ­ბად იყო საბ­ჭო­თა თე­მა­ტი­კა – ლე­ნი­ნი, სტა­ლი­ნი, ბე­რია, საბ­ჭო­თა არ­მია... ეს პრინ­ცი­პუ­ლად ეწ­ინა­აღ­მდე­გე­ბო­და გო­გე­ბაშ­ვი­ლის პრინ­ცი­პებს...


1973 წლი­დან გა­მო­დის „ვ. რა­მიშ­ვი­ლის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი“ სა­ან­ბა­ნე წიგ­ნი „დე­და­ენა“, რო­მელ­საც ეწ­ერა: „აგ­ებ­ულია ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და­ენ­ის“ მი­ხედ­ვით“. 90-იანი წლე­ბი­დან კი გა­მოჩ­ნდა არა­ერ­თი „დე­და­ენა“... თა­ვი­დან ეწ­ერ­ებ­ოდ­ნენ შემ­დგე­ნელ-რე­დაქ­ტო­რე­ბად (მი­უთ­ით­ებ­დნენ ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვი­თო), შემ­დეგ უკ­ვე ეს შემ­დგენ­ლე­ბი „დე­და­ენ­ის“ავ­ტო­რე­ბად იქ­ცნენ... ორ ათე­ულ­ამ­დე ას­ეთი „დე­და­ენა“ გა­მოჩ­ნდა ბო­ლო ათ­წლე­ულ­ებ­ში... იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ავ­ტო­რო­ბით „დე­და­ენა“ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცი­დან გაქ­რა... 2009 წელს ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­ის (თავ­მჯდო­მა­რე დე­კა­ნო­ზი კონ­სტან­ტი­ნე გი­ორ­გა­ძე) მცდე­ლო­ბით ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და­ენა“ დაბ­რუნ­და სკო­ლა­ში (სხვა 9 „დე­და­ენ­ას­თან“ ერ­თად!), მაგ­რამ მხო­ლოდ ერ­თი წლით... ერ­თი წლის შემ­დეგ „სხვა ავ­ტო­რებ­მა“ აჯ­ობ­ეს ი. გო­გე­ბაშ­ვილს და ამო­აგ­დეს მი­სი წიგ­ნი ხმა­რე­ბი­დან... ანუ: იაკ­ობ­ის­აგ­ან გა­და­კე­თე­ბულ-გაუარესებულმა „დე­და­ენ­ებ­მა“ და­ჩაგ­რა იაკ­ობ­ის „დე­და­ენა“...


რა ხდე­ბო­და? – იღ­ებ­დნენ იაკ­ობ­ის „დე­და­ენ­ას“, ცვლიდ­ნენ რაც სურ­დათ, რო­გორც სურ­დათ და ეწ­ერ­ებ­ოდ­ნენ ავ­ტო­რე­ბად... ფაქ­ტობ­რივ, ის­აკ­უთ­რებ­დნენ... წიგ­ნში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი უმ­ეტ­ეს­ად თვით­მიზ­ნუ­რი იყო –“ავ­ტო­რო­ბა“ რომ გა­ემ­არ­თლე­ბი­ნათ, ცვლი­ლე­ბა ხომ უნ­და შე­ეტ­ან­ათ?! ეს „ავ­ტო­რე­ბი“ არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­ულ პრინ­ცი­პებს... ძი­რი­თა­დად უც­ვლე­ლად ტო­ვებ­დნენ პირ­ვე­ლი-ორი გაკ­ვე­თი­ლის თე­მას (ია, თი­თი...)... სრუ­ლი გა­ნუ­კითხა­ობა იყო... ორი­ოდე მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან ნი­მუ­შად რე­დაქ­ტორ-გა­დამ­კე­თე­ბელ­თა „შე­მოქ­მე­დე­ბი­დან“:


– იაკ­ობ­ის აზ­რით, სა­ან­ბა­ნე სიტყვა უნ­და იყ­ოს ბავ­შვი­სათ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი; სუ­რათს რომ ნა­ხავს ბავ­შვი, უნ­და მიხ­ვდეს, რა წე­რია სუ­რა­თის ქვეშ; ამ პრინ­ცი­პით შე­მო­იტ­ანა მე­სა­მე გაკ­ვე­თი­ლად „სა­ათი“. ერთ-ერთ მოქ­მედ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში „სა­ათი“ ჩა­ან­აც­ვლეს სიტყვით „თა­სი“. ნა­ხა­ტის მი­ხედ­ვით ბავ­შვმა შე­იძ­ლე­ბა თქვას, ეს არ­ისო ჯა­მი, ფი­ალა, აზ­არ­ფე­შა, თეფ­ში და ა.შ. წახ­და საქ­მე...


იაკ­ობ­ის­თვის პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს სა­ან­ბა­ნე ტექ­სტში სიტყვა­თა თან­მიმ­დევ­რო­ბას. მე­ორე გაკ­ვე­თილ­ში იაკ­ობ­ის ვა­რი­ან­ტი – ა-თი. თი-თა. თა-თი. თი-თი – შეც­ვა­ლეს თან­მიმ­დევ­რო­ბით: თი-თი. თა-თი. თი-თა. ა-თი. იაკ­ობი კი გან­მარ­ტავ­და: „აქ ყო­ვე­ლი შემ­დე­გი სიტყვა, გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად კითხვის პრო­ცე­სი­სა, უნ­და იწყე­ბო­დეს იმ მარ­ცვლით, რომ­ლი­თაც თავ­დე­ბა წი­ნა სიტყვა“...


იაკ­ობი ბრძა­ნებს: „ენ­ის სი­ცოცხლე იწყე­ბა ფრა­ზე­ბი­დან და რამ­დე­ნა­დაც ად­რე გა­დახ­ვალთ ფრა­ზებ­ზე, იმ­დე­ნად უფ­რო უკ­ეთ­ესია. ამ სა­იდ­უმ­ლოს – კითხვის მნიშ­ვნე­ლო­ბას, მხო­ლოდ მა­შინ იგ­ებს და გრძნობს... ხა­ლის­საც ძლი­ერ უმ­ატ­ებს გაკ­ვე­თილს ეს ფრა­ზა“... ამ­იტ­ომ­აც 32 სა­ან­ბა­ნე გაკ­ვე­თი­ლი­დან 1-25 არ­ის ერ­თსიტყვი­ანი (ია, თი­თი, სა­ათი...), 26-27 – ორ­სიტყვი­ანი ფრა­ზა (მერ­ცხა­ლი მიფ­რი­ნავს, ქო­ჩო­რა ტო­რო­ლა) და 28-32 – სამ­სიტყვი­ნი ფრა­ზა (აბ­უზ­ული წი­წი­ლა დგას და სხვა.)... „მი­ხედ­ვით დე­და­ენ­ებ­ის“ უმ­ეტ­ეს­ობ­აში ყვე­ლა სა­ან­ბა­ნე გაკ­ვე­თი­ლი ერ­თსიტყვი­ანია... უხ­ეშ­ადაა დარ­ღვე­ული სა­ან­ბა­ნე ტექ­სტის სტრუქ­ტუ­რა... და მრა­ვა­ლი სხვა...


ცხა­დია, ყო­ველ­გვა­რი ას­ეთი ცვლი­ლე­ბა ერთ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა: გა­ამ­არ­თლონ თა­ვი­ან­თი „ავ­ტო­რო­ბა“ და... ის­ევ ვი­ვიწყებთ გო­გე­ბაშ­ვილს: „ისე დამ­ღუპ­ვე­ლი და და­მამ­ხო­ბე­ლი არ­სად არ­ის, რო­გორც ხალ­ხის გა­ნათ­ლე­ბა­ში, ძებ­ნა პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა, ნივ­თი­ერ­ის სახ­სრის გაძ­ლი­ერ­ებ­ისა, ფუ­ლის მო­პო­ვე­ბი­სა, მე­ტად­რე იქ, სა­დაც დე­და­ენ­ას ზო­გი­ერ­თნი ეპყრო­ბი­ან ისე, რო­გორც ავი დე­დი­ნაც­ვა­ლი თა­ვის მო­ძუ­ლე­ბულ გერ­სა“...


2008 წელს ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­ამ ჩა­ატ­არა სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია თე­მა­ზე – „იაკ­ობ­ის „დე­და­ენა“ და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სკო­ლა“... ამ კონ­ფე­რენ­ცი­აზე კარ­გად წარ­მოჩ­ნდა, ერ­თი მხრივ, რით არ­ის უნ­იკ­ალ­ური იაკ­ობ­ის „დე­და­ენა“ და, მე­ორე მხრივ, „სხვა ავ­ტორ­თა“ „დე­და­ენ­ებ­ში“ რა პრობ­ლე­მე­ბი იჩ­ენ­და თავს... სხვა­თა­შო­რის, ამ კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ას­ეთ­მა „დე­და­ენ­ამ“ შეწყვი­ტა არ­სე­ბო­ბა (სულ იმ­ჟა­მად ათ­ზე მე­ტი იყო...)! მაგ­რამ იაკ­ობ­ის ძარ­ცვა გრძელ­დე­ბო­და; მით­ვი­სე­ბა-მი­სა­კუთ­რე­ბას ბო­ლო არ უჩ­ან­და...


იმ­ის­ათ­ვის, რომ დაგ­ვეც­ვა იაკ­ობ­ის ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური სა­კუთ­რე­ბა ხელ­ყო­ფი­სა­გან, 2008 წელს მივ­მარ­თეთ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, რომ „დე­და­ენ­ის­თვის“ (სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შედ­გე­ნის ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­ული მე­თო­დი­სათ­ვის) მი­ენ­იჭ­ებ­ინ­ათ არ­ამ­ატ­ერი­ალ­ური კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ძეგ­ლის სტა­ტუ­სი. სამ­წუ­ხა­როდ, იმ­ჟა­მად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ და­ვა­ინ­ტე­რე­სეთ „დე­და­ენ­ის“ თე­მით; სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, მოგ­ვი­ან­ებ­ით მი­ზანს მი­ვაღ­წი­ეთ (ვსა­უბ­რობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­ის სა­ხე­ლით). მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რადღე­ბა მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბას:

 

* * *

2013 წელს ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და­ენ­ას“ (სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შედ­გე­ნის ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­ულ მე­თოდს) მი­ენ­იჭა არ­ამ­ატ­ერი­ალ­ური კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ძეგ­ლის სტა­ტუ­სი (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა კულ­ტუ­რის იმ­ჟა­მინ­დელ მი­ნის­ტრს ბ-ნ გ. ოდ­იშ­არი­ას);


2014 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით ამ ძეგ­ლს გა­ნე­საზღვრა ერ­ოვ­ნუ­ლი სტა­ტუ­სი (გავ­ხა­ზავთ: ერ­ოვ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის არ­ამ­ატ­ერი­ალ­ური კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ძეგ­ლი სულ ხუ­თი­ოდე გვაქ­ვს!...);


2015 წელს ქარ­თულ ან­ბანს გა­ნე­საზღვრა არ­ამ­ატ­ერი­ალ­ური კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ერ­ოვ­ნუ­ლი ძეგ­ლის სტა­ტუ­სი („დე­და­ენა“ არ­ის ამ ნო­მი­ნა­ცი­ის ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი ელ­ემ­ენ­ტი);


2016 წელს იუნ­ეს­კომ ქარ­თულ ან­ბანს მი­ან­იჭა სა­კა­ცობ­რიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ძეგ­ლის სტა­ტუ­სი („დე­და­ენ­ით­ურთ“) და შე­იტ­ანა სა­კა­ცობ­რიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ნუს­ხა­ში! (ამ ნუს­ხა­ში სულ სა­მი­ოდე ძეგ­ლია ქარ­თუ­ლი!)...


არ­ამ­ატ­ერი­ალ­ური კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ებ­ის მოთხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა 2018 წელს მო­ამ­ზა­და და 2019 წელს შე­იტ­ანა და­მა­ტე­ბა გა­ნათ­ლე­ბის კა­ნონ­ში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ძეგ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შექ­მნის შე­სა­ხებ (შე­მოკ­ლე­ბით „დე­და­ენ­ის“ კა­ნონს ვუ­წო­დებთ). 


ამ კა­ნო­ნის მოთხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად –2019 წელს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან შე­იქ­მნა სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სია (კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრი; კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი — პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, თვალ­სა­ჩი­ნო ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ები და მოღ­ვა­წე­ები, პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გე­ბი), რო­მელ­თაც და­ევ­ალ­ათ ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და­ენ­ის“ გა­და­მუ­შა­ვე­ბა და მომ­ზა­დე­ბა სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ. 


2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­სა და კერ­ძო სკო­ლა­თა ნა­წილს (ვინც მო­ითხო­ვა) სა­ჩუქ­რად გა­და­ეცა სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ის მი­ერ გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და­ენა“. ას­ევე მოხ­და 2020-2021 სას­წავ­ლო წელ­საც! სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სია მუ­შა­ობ­ას აგ­რძე­ლებს და გა­ნი­ხი­ლავს მი­ღე­ბულ შე­ნიშ­ვნებ­სა და წი­ნა­და­დე­ბებს...


აი, ამ­ას ჰქვია სკო­ლა­ში იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და­ენ­ის“ დაბ­რუ­ნე­ბა!


გან­ვმარ­ტავთ: სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ამ სა­ფუძ­ვლად აიღო ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და­ენ­ის“ 1912 წლის გა­მო­ცე­მა (იაკ­ობ­ის სი­ცოცხლე­ში ბო­ლო გა­მო­ცე­მა). ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლეთ იაკ­ობ­ისე­ული მთა­ვა­რი პრინ­ცი­პით – „სა­ან­ბა­ნე წიგ­ნი არ­ის ენ­ობ­რი­ვი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო; მან ბავ­შვს უნ­და ას­წავ­ლოს კარ­გი ქარ­თუ­ლი და შე­აყ­ვა­როს დე­და­ენა“! ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით იაკ­ობ­ის შე­გო­ნე­ბას: „თუ გა­უკ­ეთ­ეს­ებ­ას მო­აკ­ლდე­ბა „დე­და­ენა“, იგი მოკ­ვდე­ბა... ყო­ველ­გვა­რი ცვლი­ლე­ბა შე­ტა­ნი­ლი უნ­და იქ­ნეს ქარ­თველ­თა შო­რის წე­რა-კითხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის გამ­გე­ობ­ის ¾-ის თან­ხმო­ბით“... და კო­მი­სი­ამ იზ­რუ­ნა იმ­ის­ათ­ვის, რომ „დე­და­ენა“ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ყო­ფი­ლი­ყო მოყ­ვა­ნი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენ­ის ნორ­მებ­თან... ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა შე­ტა­ნი­ლი იქ­ნა იაკ­ობ­ისე­ული პრინ­ცი­პე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვით...


ას­ეთ შემ­თხვე­ვა­ში იტყვი­ან ხოლ­მე – შე­ნიშ­ვნებ­სა და სურ­ვი­ლებს მად­ლო­ბით მი­ვი­ღებ­თო...
დი­ახ, საიუბილეოდ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შევ­ძე­ლით იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ან­დერ­ძის აღ­სრუ­ლე­ბა!

გი­ორ­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლი
ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე,
„დე­და­ენ­ის“ სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ის წევ­რი

სრულად

ბრძანების N:

ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა გრაკლიანზე

მო­ამ­ზა­და თა­მარ და­დი­ან­მა

 

სულ ცო­ტა ხნის წინ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის არ­ქე­ოლ­ოგი­ურ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის არ­ქე­ოლ­ოგი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის, პრო­ფე­სორ ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, გრაკ­ლი­ანი გო­რა­ზე, ახ­ალი არ­ქე­ოლ­ოგი­ური არ­ტე­ფაქ­ტე­ბი აღ­მო­აჩ­ინა, რომ­ლე­ბიც ძვ.წ II და I ათ­ას­წლე­ულ­ებ­ით თა­რიღ­დე­ბა. გათხრე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი­სა და მის გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლობ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა პრო­ფე­სო­რი ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლი.

 

 

— ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, რა ახ­ალი არ­ქე­ოლ­ოგი­ური არ­ტე­ფაქ­ტე­ბი აღ­მო­აჩ­ინა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის არ­ქე­ოლ­ოგი­ურ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ გრაკ­ლი­ანი გო­რა­ზე, რა არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სუ­რა­თი და­იხ­ატა ამ აღ­მო­ჩე­ნით ? 

 

— მიმ­დი­ნა­რე წელს არ­ქე­ოლ­ოგი­ური სა­მუ­შაოები გრაკ­ლი­ან გო­რა­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი იყო კვლავ I, III და IV ტე­რა­სებ­ზე. I ტე­რა­სა­ზე გა­ვაგ­რძე­ლეთ გა­სულ წელს მიკ­ვლე­ული სა­მარ­ხე­ბის გათხრა, რის შე­დე­გა­დაც აღ­მოჩ­ნდა ძვ.წ. II და I ათ­ას­წლე­ულ­ებ­ის ნაშ­თე­ბი. III ტე­რა­სა­ზე გაგ­რძელ­და ძვ.წ. X სა­უკ­უნ­ის საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის კვლე­ვა. ამ ნა­გე­ბო­ბის შეს­წავ­ლას აქ­ვს კონ­კრე­ტუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რად­გან იგი წარ­წე­რის სინ­ქრო­ნუ­ლია, ის­ევე, რო­გორც მის და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე შე­ნო­ბა, რად­გან მა­თი გან­ლა­გე­ბა იძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­სახ­ლე­ობ­ის სიმ­ჭიდ­რო­ვის შე­სა­ხებ. ამ­ის სა­ფუძ­ველ­ზე კი შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კვნათ, რომ წარ­წე­რე­ბის არ­სე­ბო­ბის დროს გრაკ­ლი­ანი (მთლი­ან­ად თუ არა, ეს უბ­ანი მა­ინც!) საკ­მა­ოდ მჭიდ­როდ იყო და­სახ­ლე­ბუ­ლი.

 

რაც შე­ეხ­ება IV ტე­რა­სას, აქ გა­ცი­ლე­ბით დი­დი მო­ცუ­ლო­ბის სა­მუ­შაოები შეს­რულ­და. კერ­ძოდ, გა­ითხა­რა რა­მო­დე­ნი­მე სა­მარ­ხი, რომ­ლე­ბიც ძვ.წ. V-IV სა­უკ­უნე­ებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. მათ­გან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია N 19-4, რო­მელ­შიც ად­ამი­ან­ის ჩონ­ჩხთან ერ­თად აღ­მოჩ­ნდა დაკ­რძა­ლუ­ლი ცხე­ნის ჩონ­ჩხიც და რო­გორც ას­ეთ სა­მარ­ხშია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ნა­კე­თე­ბი ვერ­ცხლის სა­კის­რე რგო­ლი და სა­მა­ჯუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გე­ნენ ვა­ნის ცნო­ბი­ლი 24 მდიდ­რუ­ლი სა­მარ­ხის ინ­ვენ­ტა­რის ან­ალ­ოგს. ამ აღ­მო­ჩე­ნით და­დას­ტურ­და, რომ ვა­ნის მდიდ­რულ სა­მარ­ხებ­ში ოქ­რო­სა­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი ჭარ­ბობს, ხო­ლო გრაკ­ლი­ან­ზე კი — ან­ალ­ოგი­ური ფორ­მის, მაგ­რამ ვერ­ცხლი­სა­გან ნა­კე­თე­ბი. წელ­სვე აღ­მოჩ­ნდა ე.წ. მა­ხა­ირა – ბერ­ძნუ­ლი და­ნა.

 

გაგ­რძელ­და IV-6 შე­ნო­ბის შეს­წავ­ლა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ შე­ნო­ბა­ში მიკ­ვლე­ულია გრაკ­ლი­ან­ის სა­კურ­თხევ­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე დი­დი სა­კურ­თხე­ვე­ლი, რო­მე­ლიც დო­მი­ნი­რებს მთელს ინ­ტე­რი­ერ­ში. სა­კურ­თხევ­ლის წინ, ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ კუთხე­ში გა­მარ­თუ­ლია ღუ­მე­ლი, რო­მელ­ზეც რკი­ნის შუ­ბის­პი­რე­ბი და და­ნა დევს, აქ­ვეა ორი თე­მი­ატ­ერი­ონი ანუ წმინ­და ცეცხლის გა­და­სა­ტა­ნი თი­ხის ორი ლარ­ნა­კი. ინ­ტე­რი­ერ­ში, იატ­აკ­ზე მი­მო­ფან­ტუ­ლია რკი­ნის კო­რო­ზი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი და რკი­ნის ზო­დი. ხო­ლო ინ­ტე­რი­ერ­ში­ვე, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ კუთხე­ში დაფ­ლუ­ლი იყო რკი­ნის ნივ­თე­ბის „გან­ძი“. ეს იმ­ას ნიშ­ნავს, რომ რკი­ნის ეს ნივ­თე­ბი შე­წი­რუ­ლი იყო (შუ­ბის­პი­რი, სად­გი­სი, და­ნა, ლაგ­მის ნა­წი­ლი და სხვა. ის­ინი ძლი­ერ არ­ის კო­რო­ზი­რე­ბუ­ლი). ას­ევე შე­წი­რუ­ლია დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ით კე­რა­მი­კუ­ლი ნა­წარ­მი, რომ­ლე­ბიც სა­კურ­თხევ­ლის უკ­ან გა­მარ­თულ სა­თავ­სო­შია თავ­მოყ­რი­ლი. აქ­ვე, სა­კურ­თხე­ველ­თან აღ­მოჩ­ნდა სამ­კა­ულ­ის და­სამ­ზა­დე­ბე­ლი ყა­ლი­ბის ნა­წი­ლი.

 

— რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს ამ აღ­მო­ჩე­ნას სა­ზო­გა­დო­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­აში და რა დას­ტურ­დე­ბა ამ­ით? 

 

— ყვე­ლა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­ტა­ლი — სა­კურ­თხევ­ლის დო­მი­ნი­რე­ბა ინ­ტე­რი­ერ­ში, დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ით რკი­ნის ნივ­თე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია, სამ­კა­ულ­ის და­სამ­ზა­დე­ბე­ლი ყა­ლი­ბი, შე­წი­რუ­ლი რკი­ნის ინ­ვენ­ტა­რი, წმინ­და ცეცხლის გა­და­სა­ტა­ნი ლარ­ნა­კე­ბი — იძ­ლე­ვა იმ ვა­რა­უდ­ის სა­ფუძ­ველს, რომ ამ შე­ნო­ბა­ში პა­ტივს მი­აგ­ებ­დნენ სამ­ჭედ­ლო საქ­მის, მე­ტა­ლურ­გი­ის მფარ­ველ ღვთა­ებ­ას. აქ­ვე, ამ სა­კულ­ტო შე­ნო­ბის აღ­მო­სავ­ლე­თით, 20 მეტ­რის მო­შო­რე­ბით, მი­ვაკ­ვლი­ეთ სამ­ჭედ­ლოს, სა­დაც საქ­შე­ნი მი­ლე­ბი, რკი­ნის წი­და და რკი­ნის სახ­ნი­სი არ­ის აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ასე რომ, აქ, შე­საძ­ლოა, საქ­მე გვაქ­ვს მცი­რე მას­შტა­ბის სა­ტაძ­რო წარ­მო­ებ­ას­თან, რაც იშ­ვი­ათი მოვ­ლე­ნაა ქარ­თულ არ­ქე­ოლ­ოგი­აში, რად­გან იბ­ერი­ის ტე­რი­ტო­რი­აზე ძვ.წ. V-IV სა­უკ­უნე­ებ­ის სხვა ას­ეთი ნაშ­თი არ არ­სე­ბობს.

 

— და­ინ­ტე­რეს­და თუ არა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ება ამ ახ­ალი აღ­მო­ჩე­ნით და გახ­დე­ბა თუ არა ეს არ­ქე­ოლ­ოგი­ური არ­ტე­ფაქ­ტე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის სა­გა­ნი? 

 

— ამ აღ­მო­ჩე­ნე­ბის მი­მართ დი­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ტე­რე­სის დას­ტუ­რია ის, რომ საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბილ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ბრილ­მა“ (ჰო­ლან­დია) უკ­ვე ით­ავა ამ შე­ნო­ბის გათხრე­ბის ძი­რი­თა­დი შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. ნაშ­რო­მი უკ­ვე გა­დაგ­ზავ­ნი­ლია და და­იბ­ეჭ­დე­ბა 2021 წლის პირ­ვე­ლი­ვე ნო­მერ­ში. რაც შე­ეხ­ება ერ­თობ­ლივ კვლე­ვას, ეს მო­მავ­ლის საქ­მეა და დი­დად არ­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლი პან­დე­მი­ის მიმ­დი­ნა­რე­ობ­აზე არა მხლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ­ამ­ედ მთელს ევ­რო­პა­ში, რად­გან ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი პარ­ტნი­ორ­ები ევ­რო­პის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. 

 

— რო­გორც ცნო­ბი­ლია, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის დაც­ვის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­აგ­ენ­ტო­სა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ინ­იც­იტ­ივ­ით, „გრაკ­ლი­ან­ის გო­რა­ზე“ ღია ცის ქვეშ მუ­ზე­უმი შენ­დე­ბა. ამ ინ­იცი­ატ­ივ­ის შე­სა­ხებ მოგ­ვითხრეთ...

 

— მე ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის დაც­ვის ერ­ოვ­ნულ სა­აგ­ენ­ტოს მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის და ცხა­დია, ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რატ­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, ის­ევე რო­გორც ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნატს. რაც შე­ეხ­ება მუ­ზე­უმს ღია ცის ქვეშ, აქ უკ­ვე დას­რულ­და ვი­ზი­ტო­რე­ბის ბი­ლი­კის და­მონ­ტა­ჟე­ბა და ამ­ჟა­მად ექ­სპე­დი­ცია და­კა­ვე­ბუ­ლია ამ მო­ნაკ­ვე­თე­ბის ვი­ზუ­ალ­იზ­აცი­ის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბით, რა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­ას ღე­ბუ­ლო­ბენ ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბიც. გარ­და ამ­ისა, მიმ­დი­ნა­რე­ობს გრაკ­ლი­ან­ის მუ­ზე­უმ­ის ექ­სპო­ზი­ცი­ის მოწყო­ბის სა­მუ­შაოები. იმ­ედია, რომ მა­ლე გა­მო­ფე­ნაც გა­იხ­სნე­ბა და ვი­ზი­ტო­რებს შე­ეძ­ლე­ბათ ნახ­ვა იმ­ისა, რაც გრაკ­ლი­ან­ზე 12 წლის მუ­შა­ობ­ის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა.

სრულად

ბრძანების N:

ვინ გახდა წელს ესტატე ხმალაძის სტიპენდიატი?

2020 წელს უკ­ვე მე­თორ­მე­ტედ გა­მოცხად­და კონ­კურ­სი გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სი­სა და სტა­ტის­ტი­კო­სის, ზე­ლან­დი­ის ვე­ლინ­გტო­ნის ვიქ­ტო­რი­ას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მა­თე­მა­ტი­კი­სა და სტა­ტის­ტი­კის სკო­ლის პრო­ფე­სო­რის, მა­თე­მა­ტი­კურ და კომ­პი­უტ­ერ­ულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელმ­ძღვა­ნე­ლის ეს­ტა­ტე ხმა­ლა­ძის სტი­პენ­დი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად.


კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­მი კონ­კურ­სან­ტი: ეკ­ატ­ერ­ინე ნამ­გა­ლა­ური (სა­მეც­ნი­ერო ხელ­მძღვა­ნე­ლი: ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მალ­ხაზ შა­ში­აშ­ვი­ლი, ამ­ჟა­მად უკ­ვე ქუ­თა­ის­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი), მა­რი სუ­პა­ტაშ­ვი­ლი (სა­მეც­ნი­ერო ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი მე­რაბ ელი­აშ­ვი­ლი) და არ­ჩილ სა­ყე­ვა­რაშ­ვი­ლი (სა­მეც­ნი­ერო ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ჯაია­ნი). კო­მი­სია რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე იდ­გა, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით, პრო­ფე­სორ ეს­ტა­ტე ხმა­ლა­ძის სტი­პენ­დია მი­აკ­უთ­ვნა გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მა­თე­მა­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის მა­გის­ტრან­ტს არ­ჩილ სა­ყე­ვა­რაშ­ვილს.


არ­ჩილ სა­ყე­ვა­რაშ­ვი­ლის მი­ერ კო­მი­სი­აზე გან­სა­ხილ­ვე­ლად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნაშ­რო­მი ეხ­ე­­ბო­და ტრან­სვერ­სა­ალ­ურ­ად იზ­ოტ­რო­პუ­ლი პი­ეზო­ელ­ექ­ტრუ­ლი ცალ­ღერ­ძა მა­სა­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში სტა­ტი­კის და გრძი­ვი რხე­ვის ამო­ცა­ნე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას, მარ­თკუთხა კვე­თის მქო­ნე ღერ­­ოს­თვის, რო­ცა კონ­სტი­ტუ­ცი­ური კო­ეფ­იცი­ენ­ტე­ბი ან მუდ­მი­ვე­ბია, ან სიგ­რძის გას­წვრივ ცვლა­დის მი­მართ ხა­რის­ხო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ებია, რო­მელ­თა მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბი ღე­როს ერთ ბო­ლო­ში ნუ­ლის ტო­ლია. მა­გის­ტრან­ტმა წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვა თა­ვი დას­მულ ამ­ოც­ან­ას. ამ­ას­თან კვლე­ვი­სას გა­მო­იყ­ენა ორ­იგ­ინ­ალ­ური ხერ­ხე­ბი, MatLab-ის პროგ­რა­მე­ბი ნა­ხა­ზე­ბის ას­აგ­ებ­ად და ანა­ლი­ზი­სათ­ვის; გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცია ამ­ოც­ან­ის ფი­ზი­კურ მხა­რეს და კვლე­ვი­სას მუდ­მი­ვად იყე­ნებ­და მის­თვის ჩვე­ულ ფი­ზი­კურ ინ­ტუ­იცი­ას, რი­თაც შექ­მნა მე­ტად სა­ინტ­ე­რე­სო ნაშ­რო­მი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­ჩილ სა­ყე­ვა­რაშ­ვი­ლი მოხ­სე­ნე­ბით გა­მო­ვი­და 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში ჩა­ტა­რე­ბულ მერ­ვე ყო­ველ­წლი­ურ სა­ფა­კულ­ტე­ტო სტუ­დენ­ტურ კონ­ფე­რენ­ცი­აზე და მი­სი მოხ­სე­ნე­ბა („პი­ეზო­ელ­ექ­ტრუ­ლი დრე­კა­დი უს­ას­რუ­ლო ფე­ნის ღერ­ძის გას­წვრივ დეფ­ორ­მა­ცი­ისა და რხე­ვის ამ­ოც­ან­ებ­ის შე­სა­ხებ“) გახ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მა­თე­მა­ტი­კის და გა­მო­ყენ­ე­ბი­თი მა­თე­მა­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის მა­გის­ტრან­ტებს შო­რის. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნაშ­რ­ომი მან წარ­მო­ად­გი­ნა სა­ფა­კულ­ტე­ტო კონ­ფე­რენ­ცი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, სა­დაც მას გად­ა­ეცა სი­გე­ლი მა­თე­მა­ტი­კის სექ­ცი­აზე სა­უკ­ეთ­ესო სტუ­დენ­ტუ­რი მოხ­სე­ნე­ბის­თვის და ფუ­ლა­დი პრე­მია ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის — რა­მაზ ხო­მე­რი­კის პი­რა­დი და­ნა­ზო­გე­ბი­დან (სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­ს წა­ხა­ლი­სე­ბი­სათ­ვის და­წე­სე­ბუ­ლი სახ­სრე­ბი­დან). აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში სწავ­ლ­ის პე­რი­ოდ­ში არ­ჩილ სა­ყე­ვა­რაშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და ხე­ლის ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი პრო­თე­ზის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რის­თვი­საც მან მი­იღო არა­ერ­თი და­ფი­ნან­სე­ბა, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ოვა­ცი­ებ­ისა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის სა­აგ­ენ­ტოს გა­მოცხა­დე­ბულ საგ­რან­ტო პრო­ექ­ტით „სტარ­ტაფ სა­ქარ­თვე­ლო“ და ევ­რო­პის ფონ­დის გრან­ტით „სტუ­დენ­ტე­ბი სოც­ი­ალ­ური მე­წარ­მე­ობ­ის მხარ­და­სა­ჭე­რად“. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მათ და­ამ­ზა­დეს მუ­შა პროტ­ო­ტი­პი, რო­მე­ლიც შემ­დგომ გა­და­ეცა პა­ტა­რა გო­გო­ნას გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი მა­ჯით.


ეს­ტა­ტე ხმა­ლა­ძის სტი­პენ­დი­ის მიმ­ნი­ჭე­ბე­ლი კო­მი­სია გუ­ლი­თა­დად ულ­ოც­ავს მა­გის­ტრანტ არ­ჩილ სა­ყე­ვა­რაშ­ვილს კონ­კურ­სში დამ­სა­ხუ­რე­ბულ გა­მარ­ჯვე­ბას და უს­ურ­ვებს მას მომ­ავ­ალ წარ­მა­ტე­ბებს! კო­მი­სია, ას­ევე, ულ­ოც­ავს პრო­ფე­სორ ეს­ტა­ტე ხმა­ლა­ძეს, რომ მი­სი სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ატ­თა მრა­ვალ­რიცხო­ვან კო­ჰორ­ტას შე­ემ­ატა კი­დევ ერ­თი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი და პერ­სპექ­ტი­ული ახ­ალ­გაზ­რდა და უს­ურ­ვებს მას რო­გორც ჩვე­ულ შე­მოქ­მე­დე­ბით წარ­მა­ტე­ბებს, ას­ევე შემ­დგო­მი ფას­და­უდ­ებ­ელი წვლი­ლის შე­ტა­ნას პერ­სპექ­ტი­ული და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში.

პრო­ფე­სო­რი ომ­არ ფურ­თუ­ხია,
თსუ მა­თე­მა­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი

სრულად

ბრძანების N:

ექსპედიცია ვა(ჰა)ნის ქვაბებში

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის სტუ­დენ­ტი გი­ორ­გი და­თუ­აშ­ვი­ლი

 

მო­გე­სალ­მე­ბით, მე ქა­ლაქ თბი­ლი­სის ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ის­ტო­რი­ის ბა­კა­ლავ­რი გი­ორ­გი და­თუ­აშ­ვი­ლი ვარ. მინ­და, იმ ექ­სპე­დი­ცი­აზე ვი­სა­უბ­რო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხრეთ­ში, კერ­ძოდ ვა(ჰა)ნის ქვა­ბებ­ში მო­ვაწყვეთ. ამ სტა­ტი­ის მო­ტი­ვი ექ­სპე­დი­ცი­აში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რი ას­ახ­ვა და გა­ზი­არ­ებაა.


უშუ­ალ­ოდ ვა(ჰა)ნის ქვა­ბებ­ზე სა­უბ­რამ­დე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ამ უნ­იკ­ალ­ური ძეგ­ლის მი­მართ ინ­ტე­რე­სი პირ­ვე­ლად მე­ორე კურ­სზე ყოფ­ნი­სას გა­მიჩ­ნდა. საქ­მე ისაა, რომ ვსწავ­ლობ­დი სა­განს სა­ხელ­წო­დე­ბით — „ქარ­თუ­ლი სა­მარ­თლის ის­ტო­რია“. ამ სა­ლექ­ციო კურ­სზეც კი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მო­ნას­ტრის ტი­პი­კო­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით -“ვა­ჰა­ნის ქვაბ­თა გან­გე­ბა“, გარ­კვე­ულ­წი­ლად, გვეხ­მა­რე­ბა ქარ­თუ­ლი იურ­ის­პრუ­დენ­ცი­ის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა­ში. რად­გან დღეს ციფ­რულ ეპ­ოქ­აში ვცხოვ­რობთ, მა­შინ­ვე სო­ცი­ალ­ურ სივ­რცე­ში და­ვიწყე ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ძეგ­ლზე ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ის მო­ძი­ება: და­ვათ­ვა­ლი­ერე სუ­რა­თე­ბი, წა­ვი­კითხე მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია, რა­მაც გა­მიღ­ვი­ვა ინ­ტე­რე­სი და სურ­ვი­ლი თე­ორი­ული ცოდ­ნის პრაქ­ტი­კუ­ლად გან­სამ­ტკი­ცებ­ლად. და­ვი­სა­ხე მიზ­ნად ვარ­ძი­ის შე­მო­გა­რენ­ში წას­ვლა და ვა­ნის ქვა­ბე­ბის ნახ­ვა. აქ­ვე გა­ვიხ­სე­ნებ გე­ნი­ალ­ური პო­ეტ­ის — აკ­აკი წე­რეთ­ლის სიტყვებს: „მაგ­რამ ხან­გრძლივ ეს სო­ფე­ლი, გა­ახ­არ­ებს ვინ­მეს გა­ნა?“ ამ ფიქ­რებს კვალ­დაკ­ვალ მოჰ­ყვა არ­სე­ბუ­ლი რე­ალ­ობა, რაც პირ­და­პი­რი წი­ნა­ღო­ბა იყო ჩემ­თვის, რად­გან 2020 წლის გა­ზაფხუ­ლი მე­ტად რთუ­ლად წა­რი­მარ­თა იმ გლო­ბა­ლუ­რი სე­ნის, ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­ური ტკი­ვი­ლი­სა თუ ბი­ოლ­ოგი­ური ომ­ის გა­მო, რო­მე­ლიც „Covid-19“-ის სა­ხე­ლით მოგ­ვევ­ლი­ნა. სა­ხი­ფა­თო იყო გა­და­ად­გი­ლე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, არც მო­ეც­ათ ძელ­გის ნახ­ვის სა­შუ­ალ­ება, რის გა­მოც ექ­სპე­დი­ცი­ამ გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით — ას­ევე გა­ურ­კვე­ვე­ლი მო­მავ­ლის­კენ გა­და­ინ­აც­ვლა.


ექ­სპე­დი­ცია არ ყო­ფი­ლა ერ­თკა­ცი­ანი. ალ­ბათ, ამ­ით აიხ­სნე­ბა მრავ­ლო­ბით­ში წე­რის სტი­ლიც. ვა­ნის ქვა­ბე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის იდეა ჩემს მე­გო­ბარს, კურ­სელს, მო­მა­ვალ კო­ლე­გა­სა და, ას­ევე, თსუ-ის სტუ­დენ­ტს (ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის) ნი­კო­ლოზ ბო­ლაშ­ვილს მო­ეწ­ონა. ნათ­ქვა­მია, რომ აღ­მარ­თს დაღ­მარ­თი მოს­დევ­სო და პი­რი­ქი­თაც, ამ­იტ­ომ ჩვენ­თა­ნაც მო­ვი­და „გა­ზაფხუ­ლი“ და შევ­ძე­ლით სამ­ცხის­კენ წას­ვლა. ახ­ალ­გაზ­რდუ­ლი ჟი­ნი­თა და მო­ტი­ვა­ცი­ით მი­ვაღ­წი­ეთ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე, თვალ­წინ გა­და­იშ­ალა თვა­ლუწ­ვდე­ნე­ლი კლდე­თა მა­სი­ვი, თვალ­წარ­მტა­ცი ბუ­ნე­ბა და ირ­აცი­ონ­ალ­ური სი­ნამ­დვი­ლე. დი­ახ, ჩვენ ვა(ჰა)ნის ქვა­ბებ­ში ჩა­ვე­დით, სა­დაც ამ­ჟა­მად მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი იღ­უმ­ენი (მა­მა) მა­თე ვა­შაყ­მა­ძე ცხოვ­რობს. გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მი იყო მი­სი თბი­ლი დახ­ვედ­რა, მან ვა­ნის ქვა­ბე­ბის ის­ტო­რი­აც მოგ­ვიყ­ვა, აგ­ვიხ­სნა მო­ნას­ტრუ­ლი ცხოვ­რე­ბის სპე­ცი­ფი­კაც, გვე­სა­უბ­რა კლი­მატ­სა და რე­ლი­ეფ­ზე.


შე­ვეც­დე­ბი მა­მა მა­თეს ნა­ამ­ბო­ბის გან­ვრცო­ბი­სა და ვა­ნის ქვა­ბებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ული მეხ­სი­ერ­ებ­ის ინ­ტეგ­რა­ცი­ით მცი­რე­დი წარ­მოდ­გე­ნა შე­გიქ­მნათ ხსე­ნე­ბულ ძეგ­ლზე.


ჩვენ არ ვართ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით ვა­ნის ქვა­ბებ­ზე, მაგ­რამ ვა­ნის ქვაბ­თა ტი­პი­კო­ნი არ­ის ნამ­დვი­ლად უნ­იკ­ალ­ური ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც დე­ტა­ლუ­რად მოგ­ვითხრობს მო­ნას­ტრუ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. მო­ნას­ტე­რი VIII სა­უკ­უნ­ის სა­სუ­ლი­ერო კე­რაა, ეს არ­ის მე­უდ­აბ­ნო­ებ­ის ხა­ნა, რო­დე­საც ბერ­მო­ნაზ­ვნო­ბა გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში ცხოვ­რე­ბას ირ­ჩევს, ის­ინი დი­დი მონ­დო­მე­ბით კვეთ­დნენ გა­მოქ­ვა­ბუ­ლებს, რა­თა იქ და­ეწყოთ ცხოვ­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­ნო­ბებს კი არ აშ­ენ­ებ­ენ, არ­ამ­ედ გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში იწყე­ბენ ამ რთულ და ღვაწ­ლმო­სილ ცხოვ­რე­ბას, რაც ცხა­დად ას­კე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ მი­უთ­ით­ებს. თუ ძეგ­ლი ერ­თხელ მა­ინც გი­ნა­ხავთ, შე­ამ­ჩნევ­დით, რომ არ­ის ძა­ლი­ან ვიწ­რო და რთუ­ლად სა­ვა­ლი. ტი­პი­კო­ნი მოგ­ვითხრობს, რომ მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, და­ახ­ლო­ებ­ით, 68-70 ად­ამი­ანი, რა­ოდ­ენ­ობა იყო მკაც­რად შეზღუ­დუ­ლი. შე­იძ­ლე­ბო­და მო­ნას­ტრი­დან წა­სუ­ლი­ყო წევ­რი, მაგ­რამ იშ­ვი­ათ­ად ამ­ატ­ებ­დნენ ახ­ალს. ას­ევე იყ­ვნენ უხ­უც­ეს­ები, დი­დი ხნის მოღ­ვა­წე ბე­რე­ბი, და­ყუ­დე­ბუ­ლი ბე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უდ­იდ­ეს დროს ლოც­ვას უთ­მობ­დნენ. გარ­და ამ­ისა, ქვა­ბებ­ში გვხვდე­ბოდ­ნენ უფ­რო ახ­ალ­გაზ­რდა ბე­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც ფი­ზი­კუ­რი შრო­მი­თაც იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მო­ნას­ტრუ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელია ორი გა­რე­მო­ება: ლოც­ვა და შრო­მა.


მო­ნას­ტერს გა­აჩ­ნდა შე­წი­რუ­ლი მი­წე­ბი, დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი „ბერ­თა ყა­ნე­ბი“, რო­მე­ლიც ქვა­ბე­ბი­დან 2-3 კი­ლო­მეტ­რშია. ეს იყო საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ბე­რე­ბი ფი­ზი­კუ­რად მუ­შა­ობ­დნენ, ას­ევე მათ ჰყავ­დათ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი გლე­ხე­ბი. უნ­და ით­ქვას, რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყო ხილ­ნა­რი და მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა. მო­ნას­ტერს, ას­ევე, გა­აჩ­ნდა უხ­ვად შე­წი­რუ­ლო­ბა, ძი­რი­თა­დად, მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქ­ვს ფე­ოდ­ალ­ური სა­ქარ­თვე­ლოს სი­ნამ­დვი­ლე, რო­დე­საც მო­ნას­ტე­რი იყო რო­გორც მე­ფის, ას­ევე, ფე­ოდ­ალ­ის მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ. ვა­ნის ქვა­ბე­ბის ეპ­იტ­აფი­ები მოგ­ვითხრობს იმ ფე­ოდ­ალ­ებ­ზეც, რომ­ლე­ბიც მარ­თლაც ზრუ­ნავ­დნენ მო­ნას­ტრის სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის, რად­გან სა­სუ­ლი­ერო მოღ­ვა­წე­თა ძი­რი­თად საქ­მი­ან­ობ­ას ლოც­ვა წარ­მო­ად­გე­ნა. ლო­გი­კუ­რია, რომ მათ ელ­ემ­ენ­ტა­რულ მოთხოვ­ნი­ლე­ბებ­ზე არც უნ­და ჰქო­ნო­დათ პრობ­ლე­მა.


ფე­ოდ­ალ­ური სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი პი­რო­ბე­ბი გვხვდე­ბა ვა­ნის ქვაბ­თა ის­ტო­რი­აზე სა­უბ­რი­სა­საც, რად­გან, ცხა­დია, მო­ნას­ტრის ყვე­ლა წევ­რი ერთ პი­რო­ბებ­ში არ ცხოვ­რობ­და: თუ, მა­გა­ლი­თად, ად­ამი­ანი იყო მა­ღა­ლი სო­ცი­ალ­ური წრი­დან და გა­დაწყვი­ტა მო­ნას­ტერ­ში წას­ვლა, მას გა­ცი­ლე­ბით მე­ტი უპ­ირ­ატ­ეს­ობა ენ­იჭ­ებ­ოდა, ვიდ­რე ჩვე­ულ­ებ­რი­ვი გლე­ხის ოჯ­ახ­იდ­ან მო­სულ წევ­რს.


მო­ნას­ტერს გა­აჩ­ნდა მარ­თვა-გამ­გე­ობ­ის წე­სე­ბი, ანუ თა­ვი­სი სა­მარ­თა­ლი. მა­გა­ლი­თად, აკ­რძა­ლუ­ლი იყო ქა­ლის შე­მოს­ვლა მო­ნას­ტერ­ში; თუ სტუ­მა­რი კა­ცი იყო, მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და — ვის­თან მო­ვი­დო­და, რად­გან თუ წი­ნამ­ძღვარ­თან მო­დი­ოდა სტუმ­რად, მას დი­დი პა­ტი­ვით იღ­ებ­დნენ. არ იფ­იქ­როთ, რომ უბ­რა­ლო ხალ­ხს ხელს ჰკრავ­და მო­ნას­ტე­რი, პი­რი­ქით — თუ მო­ნას­ტერს ეს­ტუმ­რე­ბოდ­ნენ მწი­რე­ბი (დღე­ვან­დე­ლი მი­უს­აფ­არ­ნი), მათ აპ­ურ­ებ­დნენ, ას­ვე­ნებ­დნენ, მაგ­რამ ეს ხდე­ბო­და მო­ნას­ტრის კა­რიბ­ჭის წინ და არა სა­კუთ­რივ მო­ნას­ტერ­ში. სწო­რედ ამ­გვა­რი შრო­მის­თვის იყ­ვნენ ახ­ალ­გაზ­რდა ბე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ გა­ჭირ­ვე­ბულ ად­ამი­ან­ებს, ანუ ვა­ჰა­ნის ქვაბ­თა მო­ნას­ტერს ჰქონ­და საქ­ველ­მოქ­მე­დო ფუნ­ქცი­აც. თუ რო­მე­ლი­მე ბერს ნა­თე­სა­ვი ეს­ტუმ­რე­ბო­და, მო­ნას­ტერს არ ჰქონ­და მი­სი გა­მას­პინ­ძლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. უმ­ას­პინ­ძლდე­ბო­და ის, ვი­საც მო­უვ­იდ­ოდა სტუ­მა­რი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სამ დღე­ზე მეტ ხანს სტუ­მარს არ აჩ­ერ­ებ­დნენ (გა­ნურ­ჩევ­ლად სტა­ტუ­სი­სა). დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი სა­ხუ­მა­რო სიტყვე­ბი: „სტუ­მა­რი ვი­ცი სა­მი დღეო...“


ვა­ნის ქვაბ­თა მო­ნას­ტერს ჰქონ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც. ბე­რე­ბი წიგ­ნე­ბის გა­და­წე­რით კავ­დე­ბოდ­ნენ, სე­რი­ოზ­ულ­ად იყო დახ­ვე­წი­ლი კა­ლიგ­რა­ფია, თარ­გმნიდ­ნენ წიგ­ნებს ბერ­ძნუ­ლი­დან და სწო­რედ აქ­ედ­ან მი­ეწ­ოდ­ებ­ოდა შემ­დეგ ინ­ფორ­მა­ცია ერს, რად­გან მა­შინ არ არ­სე­ბობ­და სტამ­ბა. ბე­რე­ბი არ იყ­ვნენ წიგ­ნით მო­ვაჭ­რე­ები, თუმ­ცა ფე­ოდ­ალი, რო­მე­ლიც ბე­რე­ბის­გან გა­და­წე­რილ წიგ­ნს აიღ­ებ­და — ის შეს­წი­რავ­და შე­სა­წირს.


მო­ნას­ტერ­ში იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნაც, რა თქმა უნ­და, ბა­ლა­ხე­ულ­ით. არ­სე­ბობ­და აბ­ანო­ები, ბე­რე­ბი კვი­რა­ში ერ­თხელ ბა­ნა­ობ­დნენ, რად­გან ზედ­მე­ტი ფუ­ფუ­ნე­ბა არ მი­ეც­ათ სა­კუ­თა­რი სხე­ულ­ის­თვის. არ­სე­ბობ­და სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მე­ბიც. ვა­ნის ქვა­ბებ­ში გვხვდე­ბა სა­ქა­ლა­ქო სის­ტე­მის­თვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი ელ­ემ­ენ­ტე­ბიც, თუმ­ცა, აქ­ვე, ხაზ­გას­მით უნ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბო­და მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ანი სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში. ვი­ცით, რომ მშვი­დო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ეფ­ემ­ერ­ული იყო.


ვა(ჰა)ნის მო­ნას­ტე­რი და­ზა­რალ­და შე­მო­სე­ვე­ბის, მი­წის­ძვრი­სა და მრა­ვა­ლი უბ­ედ­ურ­ებ­ის შე­დე­გად. მა­გა­ლი­თად მო­ვიყ­ვან დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლის პე­რი­ოდს, რო­დე­საც მონ­ღო­ლე­ბის ბა­ტო­ნო­ბა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჟამ­თა­აღ­მწე­რე­ლი ამ­ბობს, რომ იმ­დე­ნად გამ­ძაფ­რდა ად­ამი­ან­ებ­ში ცოდ­ვა, რომ ღმერ­თმა სას­ჯე­ლად მო­უვ­ლი­ნა ეს მი­წის­ძვრა ქარ­თვე­ლებ­სო. ას­ევე, ის ამ­ხელს ეკ­ლე­სი­ის სა­თა­ვე­ში მყოფ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც არ­ან­აკ­ლებ სცო­დავ­დნენ სა­ერო მო­ხე­ლე­ებ­ზე — ეს არ­ის უმ­ძი­მე­სი სი­ნამ­დვი­ლე. ინ­დუქ­ცი­ით რომ შე­ვა­ფა­სოთ და­ვით IV-ის რე­ფორ­მა — „რუ­ის-ურ­ბნი­სის კრე­ბა“, სრუ­ლი­ად მოშ­ლი­ლია. ვახ­სე­ნეთ მი­წის­ძვრა და ვახ­სე­ნოთ მი­სი სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი: ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და ძლი­ერი მთე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში აიზ­ილა, და­იქ­ცა თმოგ­ვის ცი­ხე, აწყუ­რის ტა­ძა­რი, ვარ­ძია, ვა­ნის ქვა­ბე­ბი. ამ­ის შემ­დეგ XIV სა­უკ­უნ­ის ბო­ლოს ხდე­ბა რეს­ტავ­რა­ცია, მაგ­რამ დან­გრე­ულ­ისა და გამ­ქრა­ლის აღ­დგე­ნა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.


რო­გორც ვი­ცით, არ წყდე­ბო­და სპარ­სე­ლე­ბის შე­მო­სე­ვა, შაჰ-თა­მაზ­მა ილ­აშ­ქრა ოთხჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ბო­ლო ლაშ­ქრო­ბის დროს ვარ­ძია და­იპყრეს ღა­ლა­ტით. რა თქმა უნ­და, ვა­ნის ქვა­ბე­ბიც არ აღ­მოჩ­ნდე­ბო­და კარგ მდგო­მა­რე­ობ­აში. შე­მო­სე­ვებ­მა ძა­ლი­ან და­ას­უს­ტა სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბა მეს­ხეთ­ში. სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა მუ­სულ­მა­ნურ რკალ­ში. რო­გორც ის­ტო­რი­იდ­ან ვი­ცით, თურ­ქე­ბი ეპ­ატ­რო­ნე­ბი­ან სამ­ხრეთს ახ­ალ­ცი­ხის ჩათ­ვლით, ად­გი­ლობ­რი­ვი ფე­ოდ­ალ­ები — ჯა­ყე­ლე­ბი ვერ გა­და­ურ­ჩნენ ამ ტალ­ღას და გა­მუ­სულ­მან­დნენ. სა­ვა­ლა­ლო პრო­ცე­სია სარ­წმუ­ნო­ებ­ის შეც­ვლა, ზო­გი­ერ­თი გა­მუ­სულ­მან­და, ას­იმ­ილ­ირ­და თურ­ქებ­ში, ზოგ­მა მი­იღო მო­ნო­ფი­ზი­ტო­ბა და სომ­ხურ ტომს შეუერთდა, რო­მე­ლიც არ იდ­ევ­ნე­ბო­და, რად­გან სომ­ხე­ბი ვაჭ­რე­ბი იყ­ვნენ და თა­ნაც ნე­ბის­მი­ერი დამ­პყრობ­ლის­თვის ხელ­საყ­რელ­ნი. მე­ორე იყო კა­თო­ლი­კუ­რი თე­მი, შემ­დგომ­ში მათ „გაფ­რან­გე­ბუ­ლე­ბი“ ეწ­ოდ­ათ. დღემ­დე გვხვდე­ბა რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი სა­კუ­თარ თავს უწ­ოდ­ებ­ენ „ფრან­გებს“. ვინც ბო­ლომ­დე ერ­თგუ­ლი დარ­ჩა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის, ის იძ­ულ­ებ­ული გახ­და გა­ხიზ­ნუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს სხვა, შე­და­რე­ბით უს­აფ­რთხო მხა­რე­ში. არ მინ­და მთა­ვარ თე­მას მოვ­წყდე და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აზე გა­და­ვი­დე (თუმ­ცა­ღა, მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია), ამ­იტ­ომ ქრო­ნო­ლო­გი­ურ­ად მინ­და ვახ­სე­ნო ის პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­ვან­ძო სა­კითხად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. გა­ვიხ­სე­ნოთ „ტყვე­თა სყიდ­ვა“, რაც ბინ­ძუ­რი ლა­ქაა ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის­თვის. სამ­წუ­ხა­როა, რომ აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში ყვე­ლა ფე­ნა, მათ შო­რის, სა­სუ­ლი­ერო მოღ­ვა­წე­ებ­იც იყ­ვნენ გას­ვრილ­ნი. მახ­სენ­დე­ბა ას­ეთი თქმუ­ლე­ბა — „ვაი შენ ცა­იშ­ელ...“, რო­დე­საც სკრიპ­ტო­რი­უმ­ში მოღ­ვა­წე ერთ-ერ­თმა ბერ­მა გა­იგო, რომ ცა­იშ­ის ეპ­ის­კო­პო­სი ან მოღ­ვა­წე ვინ­მე სა­სუ­ლი­ერო პი­რი ჩაბ­მუ­ლია ტყვე­ებ­ის გა­ყიდ­ვა­ში.


რო­გორც ის­ტო­რი­ული მეხ­სი­ერ­ებ­იდ­ან შე­მოგ­ვრჩა, ვა­ნის ქვა­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას, მე­ტად ახ­ლოა ფე­ოდ­ალ­იზ­მის პე­რი­ოდი სა­ქარ­თვე­ლო­ში. რო­გორც ვი­ცით, მო­ნას­ტერს ჰყავ­და მფლო­ბელ-მე­პატ­რო­ნე­ნი, სა­ერო პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ზრუ­ნავ­დნენ მას­ზე. რო­გორც ის­ტო­რი­იდ­ანაა ცნო­ბი­ლი, ვა­ნის ქვა­ბე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კვე­ული რო­ლი ით­ამ­აშა გურ­გე­ნის­ძე­თა გვარ­მა, კერ­ძოდ, ვახ­სე­ნებ იჩ­ქით გურ­გე­ნის ძეს, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­ულია თა­ვი­სი აღ­მშე­ნებ­ლო­ბი­თი საქ­მი­ან­ობ­ით. ვა­ნის ქვა­ბე­ბი მა­თი გვა­რის საძ­ვა­ლე და რე­ზი­დენ­ცია ყო­ფი­ლა. სწო­რედ იჩ­ქი­თის ზე­ობ­ის დროს თმოგ­ვი და მის გარ­შე­მო ტე­რი­ტო­რია გა­დას­ცე­მია სარ­გის ვა­რა­მის ძე მხარ­გრძელს. ეს ხდე­ბა 1990-1991 წლე­ბი­დან. ამ­ის შემ­დეგ ჩანს, რომ სარ­გი­სის მემ­კვიდ­რე მხარ­გრძელ-თმო­გე­ლის საგ­ვა­რე­ულო მო­ნას­ტე­რი და საძ­ვა­ლე სწო­რედ ვა­ნის ქვა­ბე­ბი ხდე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში იქ­მნე­ბა ის უნ­იკ­ალ­ური „ვა­ჰა­ნის ქვაბ­თა გან­გე­ბა“, რო­მე­ლიც მარ­თლაც ფას­და­უდ­ებ­ელია.


და­ბო­ლოს, დავ­ძენ, რომ ქვა­ბე­ბის კომ­პლექ­სის ბო­ლო სარ­თულ­ზე გუმ­ბა­თი­ანი ტა­ძა­რია, რო­მელ­მაც შე­მოგ­ვი­ნა­ხა XV სა­უკ­უნ­ის მე­ორე ნა­ხე­ვარ­ში კე­დელ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ორი სტრო­ფი. ეს არ­ის ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­ული უძ­ვე­ლე­სი ჩა­ნა­წე­რი.


ამ სტა­ტი­ით, რა თქმა უნ­და, სრულ­ფა­სო­ვა­ნი სიტყვა ვერ ით­ქმე­ბა, თუმ­ცა აქ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მცი­რედ წარ­მოდ­გე­ნას მა­ინც შე­გიქ­მნი­დათ იმ უნ­იკ­ალ­ურ ძეგ­ლზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხრე­თით, ვარ­ძი­ის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე­ობს, რაც, თა­ვის­თა­ვად, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ის, ას­ევე, სა­ეკ­ლე­სიო სა­კორ­პო­რა­ციო სა­მარ­თლის ის­ტო­რი­ის თვალ­სა­ჩი­ნო­ებაა. ვფიქ­რობ, რო­გორც ვარ­ძია, ას­ევე ვა(ჰა)ნის ქვა­ბე­ბიც ცნო­ბი­ლი უნ­და იყ­ოს თი­თოეული ქარ­თვე­ლის­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ უნ­და ვი­ცო­დეთ და ვა­ფა­სებ­დეთ.


სტა­ტი­აში მოყ­ვა­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი­სა და მი­ზე­ზე­ბის გა­მო თა­მა­მად ვიტყვი, რომ „ვა­ჰა­ნის ქვაბ­თა გან­გე­ბა“ უნ­იკ­ალ­ურია და არა მარ­ტო ჩე­მი, არ­ამ­ედ თი­თოეული ქარ­თვე­ლის მი­ზა­ნი უნ­და იყ­ოს ამ უნ­იკ­ალ­ური ძეგ­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია!

სრულად

ბრძანების N:

ლიბერთი ბანკის სტუდენტების დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება ლიბერთი ბანკის სტუდენტების დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია. 
შეხვედრა გაიმართება ონლაინ პლატფორმის zoom-ის საშუალებით.
დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ლიბერთი ბანკის სტრუქტურას, არსებულ ვაკანსიებსა და  კარიერული გავითარების შესაძლებლობებს.
შეხვედრის მისამართი: 
Join Zoom Meeting
https://zoom.us/j/6321260184
Meeting ID: 632 126 0184

სრულად

ბრძანების N: ლიბერთი ბანკის სტუდენტების დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური  რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის,    მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო- სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის    შემდეგ  სტუდენტებს,   ძირითადი   საგანმანათლებლო   ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 848/01-04

კროსფიტის დარბაზის გახსნა და დაჯილდოების ცერემონია თსუ-ში

მსოფლიო მასშტაბით პოპულარული კროსფიტის საქართველოში პირველი დარბაზი გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კროსფიტი, რომელიც 2000 წლებიდან ჩამოყალიბდა, როგორც სხვადასხვა სტილის ვარჯიშების ერთობლიობა, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო გზად ითვლება.
თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ გახსნილ დარბაზში მოემზადებიან როგორც კვალიფიციური სპორტული გუნდები (ძიუდოს, კალათბურთის, ფეხბურთის, რაგბისდასხვა...), ასევე სამოყვარულო და საბავშვო ჯგუფები, სტუდენტები. თსუ სტუდენტები კი ისარგებლებენ სპეციალური ფასდაკლებით.
ევროასპარეზზე წარმატების მისაღწევად კროსფიტის დარბაზში ივარჯიშებს 2019-2020 წლების საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული თსუ ფუტსალის გუნდი. მიღწეული წარმატებისთვის  გუნდის წარმომადგენლები ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის ოქროს მედლებით დააჯილდოვა. „თსუ-მ გამოყო ბაზა იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი გახდეს სტუდენტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, წამყვანი თემა.  მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ წელს ფუტსალის ჩემპიონი თსუ გახდა და ჩვენც დავაჯილდოვეთ ჩვენი სპორტსმენები, რომლებმაც ჩემპიონობისთვის მთელი წლის განმავლობაში დიდი ძალისხმევა გაწიეს,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
ეროვნულ ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, ფუტსალისგუნდი „თსუ“ 2020- 2021 წლების ევროპის ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისათვის ემზადება. უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონი პირველად 2016 წელს გახდა. გუნდის კაპიტნის მიხეილ თევზაძის თქმით, გუნდმა უკვე განაახლა ვარჯიშები და დაიწყო აქტიური მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის. „მოხარულები ვართ, რომ საქართველოში  და თსუ-ში კროსფიტის პირველი  მაღალი ხარისხის დარბაზი გაიხსნა.  ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ მივდივართ და ამ დარბაზში ვარჯიში ძალიან დაგვეხმარება, რომ ფიზიკურად მზად ვიყოთ და ძლიერები შევხვდეთ ჩემპიონატს,“- აღნიშნა მიხეილ თევზაძემ.
თსუ ოქროს მედლით ასევე დაჯილდოვდა თსუ სპორტული გუნდების ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ივანე ერგემლიძე. „ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იყო ჩემთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი. ნამდვილად არ ველოდი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თსუ ადმინისტრაციას, რექტორს, ბატონ გიორგი შარვაშიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემს დაფასებაში,“- განაცხადა ივანე ერგემლიძემ.
თსუ ფუტსალის გუნდი COVID-19-ის პანდემიის გამო გადადებული წილისყრის გამართვას ელოდება, მანამდე კი ჩემპიონატისთვის კროსფიტის დარბაზში მზადებას აგრძელებს. ერთ სივრცეში მოწყობილია, როგორც დახურული დარბაზი, ასევე ღია ტიპის სავარჯიშო მოედანი სეზონური გამოყენებისთვის. დარბაზის გახსნას დაესწრო ვაკის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ კროსფიტის ბაზა პანდემიის პირობებში, უზრუნველყოფს პროფესიონალი სპორტსმენების თუ მოყვარულების უწყვეტ ფიზმომზადებას. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თაობის წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით. კროსფიტის ბაზა მოამზადებს როგორც პროფესიონალებს, ისე სამოყვარულო გუნდებს და ვფიქრობ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის, ახალგაზრდისა და ბავშვის სწორი განვითარებისთვის,“- განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.
კროსფიტის დარბაზის გახსნა, ერთის მხრივ, გამოაცოცხლებს უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში სტუდენტურ ცხოვრებას, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის, ამჯერად როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერის პოპულარიზაციას. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, მოზარდების სპორტით დაინტერესების ხელშეწყობისთვის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თსუ-სა და სასკოლო სპორტის ფედერაციას შორის. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და  ფედერაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე ამირაჯიბმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი და ერთობლივი სპორტულ-შემეცნებითი ღონისძიებებით მხარეებმა ხელი შეუწყონ ბავშვებსა და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და წვლილი შეიტანონ სასკოლო სპორტის განვითარებაში. 

სრულად

ბრძანების N:

თსუ-სა და „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს“ შორის გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ პრეზიდენტმა მაკა კუკავამ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პროექტში „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშემწყობა სტუდენტებისთვის“ მონაწილეობის მიღების მზაობა, ხოლო ICDC-ს მხრიდან სტაჟირების გზით მათი დარგობრივი კომპეტენციების განმტკიცება და სამუშაოსთვის საჭირო პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program (DAI) მხარდაჭერითა „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ – ICDC მიერ ხორციელდება პროექტი „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშემწყობა სტუდენტებისთვის“.

პროექტის მიზანს წარმოადგენს ბიზნეს კომპანიების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ახალგაზრდების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და დამსაქმებლებს შორის საქმიანი ურთიერთობების (ქსელის) ჩამოყალიბება.

პროექტი მოიცავს ბიზნეს კომპანიებისთვის სტაჟიორების შერჩევას შემდეგი მიმართულებებით: ტურიზმის სექტორი: (სათავგადასავლო / მთის, კულტურული გასტრონომიული -ღვინო და კულინარია, განთავსება); კრეატიული ინდუსტრიის სექტორი: (ნებისმიერი სახის მედია შინაარსის - მათ შორის სოციალური ქსელების მართვა); მსუბუქი მრეწველობის სექტორი: (ავეჯის წარმოება, შეფუთვის სამუშაოები); ინტელექტიალური მომსახურების სექტორი: (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი (BPO): ინფორმაციული ტექნოლოგიები, მომხმარებელთა ურთიერთობების მენეჯმენტი, არქიტექტურა, დიზაინი და ინჟინერია, ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა. ადამიანური რესურსები); სექტორები, რომლებიც მნიშვნელოვანია ყველა ინდუსტრიის განვითარებისთვის: (საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგია, ელექტრონული კომერცია- online გაყიდვები და სხვა, ასევე ტრანსპორტი და ლოჯისტიკა). პროექტის ფარგლებში შეირჩევა 100 სტუდენტი, რომელიც სტაჟირებას გაივლის 3 თვის განმავლობაში, სტაჟირების ანაზღუარება მოიცავს 430 ლარს თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით).

სრულად

ბრძანების N:

ერთობლივი ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია თსუ-ში

ახალი ერთობლივი ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უნიკალურ შანსს აძლევს თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. თსუ-სა და ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ერთობლივი თანამშრომლობით შექმნილი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, პროგრამის ხელმძღვანელი, თსუ პროფესორი იოსებ ხელაშვილი და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, ქართულ-ფრანგული პროგრამის კურსდამთავრებულ თსუ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, რეგიონში პირველებმა მიიღონ თსუ-ს ტურიზმის მაგისტრის და ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის - ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის მაგისტრის ორმაგი დიპლომი. მისი თქმით, მომავალში დამატებით რამდენიმე ახალი ქართულ- ფრანგული ერთობლივი პროგრამების განხორციელებაა დაგეგმილი. „ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პროგრამის პრაქტიკული ნაწილი საფრანგეტში ტურისტულ კომპანიებში განხორციელდება. ეს იქნება თსუ სტუდენტებისთვის უნიკალური საშუალება - გაეცნონ ფრანგული ტურიზმის ინდუსტრიას და მიღებული გამოცდილება გადმოიტანონ ქართულ რეალობაში,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ თსუ-სა და ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო ხელს შეუწყობს ტურიზმის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას. „ვულოცავ თსუ-ს ამ შესანიშნავ პროგრამას ტურიზმის სფეროში და ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის დარგში. ეს არის ის სფერო, რომელიც მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რაც დღეს ტურიზმს მთელ მსოფლიოში და საქართველოში ხვდა წილად, კვლავაც იქნება დინამიური და წარმატებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალი, ევროპული სტილით განათლებული და კვალიფიციური კადრები შეემატოს ამ სფეროს. დარწმუნებული ვარ,რომ ეს წამოწყება იქნება წარმატებული. ყველა სტუდენტს ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა პროგრამაზე ჩარიცხვა მიულოცა სტუდენტებს და თსუ-სთან აქტიურ სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. „საქართველოს არჩევანი - განავითაროს თანამედროვე, მაღალი ხარისხის, მწვანე ტურიზმი, არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომელსაც აქვს პერსპექტივა იყოს წარმატებული და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში მეც ვარ ჩართული,“- განაცხადა დიეგო კოლასმა.

პროგრამის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის, იოსებ ხელაშვილის განცხადებით, სამაგისტრო პროგრამა ,,ტურიზმი“ ხელს შეუწყობს კულტურულ მემკვიდრეობაზე სპეციალიზირებული ტურიზმის ბიზნესის ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობისა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას: „გადავწყვიტეთ, რომ პროგრამისთვის მიგვეცა უფრო პრაქტიკული მხარე და შეგვერჩია საუკეთესო პრაქტიკა ლიონის მხრიდან. სამაგისტრო პროგრამა არის ძალიან საინტერესო, მის შემუშავებაზე საკმაოდ დიდი დრო დავხარჯეთ. ჩვენთან ისწავლება ახალი, ინოვაციური საგნები, რომელთა საქართველოში სწავლების პრაქტიკაც არ არსებობს. ეს საგნები სტუდენტს კონკრეტულ უპირატესობას შესძენს ბაზარზე.“

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე პირველი ნაკადი (13 სტუდენტი) თსუ-მ წელს მიიღო. ნათია გოგუაძე ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ 13 სტუდენტს შორის ერთ-ერთია. მისი თქმით, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა მას და დანარჩენ სტუდენტებს მისცემს საშუალებას, უპასუხონ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს: „ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ქართველი სტუდენტებისთვის, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება ისეთ უნივერსიტეტში, როგორიც არის ლიონ 2. დღეს, ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრია დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ახლა, როგორც არასდროს, ისე არის აუცილებელი კომპეტენტური, პროფესიონალი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე კადრების მომზადება და მათი ჩართვა ტურიზმის ინდუსტრიაში.“

სრულად

ბრძანების N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის ბრძანება

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შუალედური გამოცდების ჩატარების შესახებ ვბრძანებ:
1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შუალედური გამოცდები ჩატარდეს მხოლოდ e-learning აკადემიური პლატფორმისა და ZOOM -ის მეშვეობით 9 ნოებრიდან - 14 ნოემბრის ჩათვლით;
 2. შუალედური გამოცდების ჩატარების ფორმატი:
1) ზეპირი გამოცდა “ზუმში” ბილეთებით მცირერიცხოვან ჯგუფებში:
1 სტუდენტის გამოკითხვა - მინიმუმ 15 წუთი;
2) წერითი გამოცდა ბილეთებით: 1 ბილეთი - მინიმუმ 4 საკითხით ბაკალავრებისთვის და მინიმუმ 2 საკითხით მაგისტრანტებისთვის; გამოცდის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 2 სთ.
3) ღია, ან კომბინირებული (დახურული და ღია) კითხვები/ტესტები, გამოცდის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 1 სთ.;
4) ესე 3-6 გვერდი ერთდღიანი ფორმატი, მაქსიმუმ 5 სთ, მოწმდება პლაგიატზე.
3. ლექტორებმა საგამოცდო ტესტები/ბილეთები უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით, კერძოდ:

  • ტესტის 2-3 ვარიანტი;
  • 10 ბილეთი საბაკალავრო საგნისთვის;
  • 10 ბილეთი სამაგისტრო საგნისთვის.

შენიშვნა: ტესტების ვარიანტებსა და ბილეთებში საკითხები არ უნდა მეორდებოდეს.


4. “ZOOM” -ში გამოცდის ჩატარებისას სავალდებულოა ჩანაწერის გაკეთება;
5. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
 

სრულად

ბრძანების N: 18/30

კონკურსი მედიაწიგნიერების განვითარების ხელშესაწყობად

მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზებით, სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, ფაქტების გადამოწმების, ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის დაგეგმილია მედიაწიგნიერების კონკურსის ორგანიზება. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს. მის ფარგლებში, სტუდენტებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება: აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, სხვ.) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია), წარმოადგინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო, შესაძლო მოტივები და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები, ამბავი. დავალების წარმოსადგენად სტუდენტებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული ფორმა. საკონკურსო ნამუშევრები სტუდენტებმა მითითებულ ლინკზე უნდა გამოგზავნონ 2020 წლის 12 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით.

სრულად

ბრძანების N:

ბრძანების N:

პროფესორ ისა აბდულაევისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 05.04..2011 №8558/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, საქართველო-დაღესტნის სამეცნიერო-საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარებაში გამორჩეული ღვაწლისათვის გამოჩენილ მეცნიერს, დაღესტნის წადასას სახელობის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს ისა აბდულაევს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 37/2011

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის №165 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ს“ ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 54-ე მუხლის, 56-ე მუხლიე მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების (ოქმი №3) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის №165 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ“;


2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული - ტურიზმის საერთაშორისო სკოლა.“;


3. პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:


,,11. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლას, მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესით საქმიანობის უფლებამოსილებები და ამ უფლებამოსილებების განხორციელებისას უზრუნველსაყოფი თანმდევი ღონისძიებების განხორციელების პირობები განესაზღვროს თავისი დებულებით.“.


4. გადაწყვეტილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ დასამტკიცებლად გადაეცეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
5. წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი      
       

სრულად

ბრძანების N: 41/2011