საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 6 მაისის №45/01-01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2011 წლის 6 ივნისის №52/2011 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 22 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

კერძო სამართლის მიმართულებით:


ა) ბესარიონ ზოიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ბ) დავით კერესელიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
გ) თევდორე ნინიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
დ) ლადო ჭანტურია (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ე) ირაკლი ბურდული (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
ვ) თამარ ზამბახიძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
ზ) გიორგი ცერცვაძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).

 

საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:


თ) ლევან ალექსიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ი) კონსტანტინე კორკელია (სრული პროფესორის თანამდებობაზე).

 

ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით:


კ) მაია კოპალეიშვილი (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ლ) ირმა ხარშილაძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).

 

კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით:


მ) გიორგი კვერენჩხილაძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ნ) ნანა ჭიღლაძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ო) გიორგი თევდორაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
პ) გიორგი კახიანი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).

 

სისხლის სამართლის მიმართულებით:


ჟ) მაია ივანიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
რ) ლალი ფაფიაშვილი (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ს) გიორგი თუმანიშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).

 

სამართლის ისტორიის მიმართულებით:


ტ) გიორგი დავითაშვილი (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
უ) ნუგზარ სურგულაძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე);
ფ) დავით ბოსტოღანაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
ქ) მარინა გარიშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2011 წლის 8 სექტემბრიდან.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 83/2011

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №74/2011 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N64/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №74/2011 დადგენილებით არჩეულ საკონკურსო კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ამოღებულ იქნეს მე–7 პუნქტი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 84/2011

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №259 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 25.07.2011 №19486/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №259 დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა)  საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 1);
ბ) საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 2);
გ) საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიო-ტექნოლოგია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 3);

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 80/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №104/2011 და 10.10.2011, №106/2011
დადგენილებებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის ი1 ქვეპუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტები და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა (დანართი №1).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 81/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის ი1 ქვეპუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტები და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა (დანართი №1).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 81/2011

კონკურსი ვარშავის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად მაგისტრატურის I სემესტრის სტუდენტებისთვის

ცხადდება კონკურსი ვარშავის უნივერსიტეტში ორმხრივი საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ მაგისტრატურის საფეხურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ. 

სრულად

ბრძანების N:

კონკურსი რენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 ცხადდება კონკურსი რენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში თსუ-ის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ. 

სრულად

ბრძანების N:

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო  პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №64/2010 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 25.07.2011 №19486/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №64/2010 დადგენილებით დამტკიცებულ №2 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა)  საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 1);
ბ) საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 2);
გ) საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიო-ტექნოლოგია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 3);
დ) საბაკალავრო პროგრამა „ეკოლოგია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 4).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 79/2011

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

 

ა) ცვლილებები შევიდეს დადგენილების შემდეგი ქვეპუნქტებით დამტკიცებულ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„14. ფუნდამენტური ფიზიკა (დანართი 14);
15. გამოყენებითი ფიზიკა (დანართი 15);
18. ბიოლოგია (დანართი 18);
33. გამოყენებითი ეკოლოგია (დანართი 33);
77. ეკონომიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 77);
81. ბიზნესის ადმინისტრირება (დანართი 81);
146. ძველი ენები და ცივილიზაციები (დანართი 146);
158. სლავური ფილოლოგია (დანართი 158);
166. ასირიოლოგია (დანართი 166);
171. კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა (დანართი 171)“;

 

ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ პუნქტი:


„ზ) ინტერფაკულტეტური პროგრამები:


190. სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში (დანართი 196).“.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 82/2011

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლის ა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 25.07.2011 №19486/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

 

ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81, 82, 83 პუნქტები:


„81. გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია (დანართი 190);
82. კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ–ფრანგული) (დანართი 191);
83. ეკოლოგია (დანართი 192).“ .

 

ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 231, 232, 233 პუნქტები:


„231. გამოყენებითი ბიომეცნიერებები (დანართი 193);
232. გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ინ­გ­ლი­­­სურენოვანი) (დანართი 194);
233. სამედიცინო მოლეკულური ბიოლოგია (ინგლისურენოვანი) (დანართი 195).“.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 78/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
19.09.2011, №92/2011, 16.01.2012, №2/2012,
22.02.2012, №13/2012, 11.06.2012, №46/2012,
09.08.2013, №93/2013, 4.11.2013, №111/2013,
09.06.2014, №48/2014, 14.07.2014, №64/2014,
23.02.2015, № 26/2015, 19.06.2015, № 59/2015,
19.09.2016, № 111/2016, 17.05.2017, № 55/2017,
22.01.2018, № 8/2018, 14.05.2018, № 123/2018;
12.11.2018, №224/2018; 22
.02.2024, №21/2024

დადგენილებებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების, მე–9 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61–ე მუხლის პირველი, მე–3, მე–6 და მე–7 ნაწილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი 1).


2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36 დადგენილება .
3. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შედის 2011–2012 სასწავლო წლიდან.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 77/2011

ცხადდება კონკურსი რენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში თსუ-ის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს:

 

ბაკალავრიატი

ფრანგულენოვანი მიმართულება: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგულ-ქართული პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებებში

 

მაგისტრატურა

ინგლისურენოვანი მიმართულებები: კომპიუტერული მეცნიერება

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, მათ შორის, წარსადგენი საბუთების სიის სანახავად, ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

სრულად

ბრძანების N:

ცხადდება კონკურსი ვარშავის უნივერსიტეტში ორმხრივი საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ მაგისტრატურის საფეხურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის მაგისტრატურის საფეხურის პირველი სემესტრის სტუდენტებს.

 

სწავლების ენა: ინგლისური

 

სტიპენდიის პირობები: უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია (კვებისა და საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად).

!!! სტიპენდია არ ფარავს სავიზო მოსაკრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, საერთაშორისო მგზავრობის ან სხვა დამატებით ხარჯებს

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, მათ შორის, წარსადგენი საბუთების სიის სანახავად, ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

სრულად

ბრძანების N:

შუალედური გამოცდების დისტანციურად ჩატარების წესი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 

შუალედური გამოცდების დისტანციურად ჩატარების წესი 
 
2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრი 

 

იხილეთ დანართი:

სრულად

ბრძანების N:

პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ 2020-21 ს/წ შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობის გასაუბრების შედეგები

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ დოქტორანტებისათვის 2020-21 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობის გასაუბრების კომპონენტი დაძლიეს:

1. ბუსხრიკიძე ელისაბედ;

2. მალაზონია თამარ;

3. ნაცვლიშვილი ნათია;

4. საბაური თინათინ;

5. ღამბაშიძე ნინო;

6. წამალაშვილი დავითი;

7. ჯაჯანიძე ლენა.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურის შესახებ

ძალაკარგულია აკადემიური საბჭოს

2016 წლის 27 ივნისის №66/2016 დადგენილებით

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურა (დანართი № 1).

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:


ა) ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის ანოტაციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის №239 დადგენილება;
ბ) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის №240 დადგენილება.

 

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაევალოს თსუ–ის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს.

4. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 76/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების, მე–9 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61–ე მუხლის პირველი, მე–3, მე–6 და მე–7 ნაწილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი 1).

 

2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36 დადგენილება.

 

3. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. წინამდებარე დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შედის 2011–2012 სასწავლო წლიდან.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 77/2011

პროფესორ კლაუს დიკესათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 20.07.2011 №19121/02 წარდგინების საფუძველზე,

 


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  თსუ–ისა და იენის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოჩენილ მეცნიერს, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ კლაუს დიკეს მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 75/2011

პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ დოქტორანტებისთვის 2020-21 ს/წ შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობის გასაუბრების შედეგების აპელაცია

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ დოქტორანტებისათვის 2020-21 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობის გასაუბრების კომპონენტის შედეგების აპელაციის თარიღია 27.10.2020

სრულად

ბრძანების N: