საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
თსუ და ეროვნული მუზეუმი პროფესიული პროგრამის განხორციელებას იწყებენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ერთობლივ პროფესიულ პროგრამას შექმნიან, რომლის პრაქტიკული ნაწილი  ვანის მუზეუმში განხორციელდება. შეთანხმებას თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მოაწერეს ხელი.  გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში  ვანის არქეოლგიურ მუზეუმში ერთობლივი კვლევების და საზაფხულო სკოლების პროექტის განხორციელებაც იგეგმება.

 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ახალი პროგრამა კიდევ მეტად გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას, „ძალიან ბევრი ჩანაფიქრი გვაქვს, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ მუზეუმთან ერთად,  ეს ითვალისწინებს ადგილობრივი კადრების გადამზადებას, ერთობლივ კვლევას, ერთობლივ სადოქტორო პროგრამას, საზაფხულო სკოლების მთელ პროექტს, რომელიც ამ რეგიონში ჩამოყალიბდება.“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.  მისივე განცხადებით, თსუ პროფესიული განათლების ცენტრი მჭიდროდ ითანამშრომლებს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმთან. კერძოდ, მუზეუმის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ გაიარონ გადამზადება და აიმაღლონ კვალიფიკაცია სწორედ უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის საშუალებით. ამასთან, პროგრამაზე სწავლა შეეძლება კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, რომლებიც საველე პრაქტიკას სწორედ ვანის მუზეუმში გაივლიან. კურსდამთავრებულები  აკრედიტებულ პროგრამაზე ისწავლიან და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ  სერტიფიკატს.

 

 „ეროვნულ მუზეუმს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს და ბუნებრივია ვანის მუზეუმი იქნება ამის ნაწილი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ეს პლატფორმა გამოყენებული იყოს მეცნიერების განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროფესიების განვითარებისთვის. ვანი წარმოადგენს რეგიონალურ ცენტრს, როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულს და სამეცნიეროს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროფესიების განვითარება, რომელიც დაკავშირებულია მუზეუმთან და სწორედ ამაში დაგვეხმარება ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

 

თსუ-სა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში  ვანში მომზადდება საუკეთესო კადრები, როგორც მუზეუმში, ისე შემოგარენში.  ამასთან ერთად, ვანის მუზეუმი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებში.  

 

 

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების დამატებითი პირობების განსაზღვრის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პერსონალის მართვის, საფინანსო და იურიდიული დეპარტამენტების უფროსების 24.10.2011, №29087/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანებს, აკადემიური პერსონალის მიერ თავის ვალდებულებათა სრულფასოვნად შესრულების მიზნით, პედაგოგიური დატვირთვით (სააუდიტორიო საათები), უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყონ აკადემიური პერსონალი.

 

2. დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზებთან დაკავშირებით, თუ დამსაქმებელი (ფაკულტეტი) ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წესით არჩეულ აკადემიურ პერსონალს სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვით.

 

3. დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს, დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ.

 

4. დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) ან დამსაქმებლის (ფაკულტეტი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელფასის დაქვითვა განხორციელდეს აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, პრემია) 50%-დან, შეუსრულებელი პედაგოგიური დატვირთვის პროპორციულად (ერთი საათის საშუალო ღირებულების გაანგარიშების საფუძველზე).

 

5.  დასაქვითი შრომის ანაზღაურების გაანგარიშება განხორციელდეს შესაბამისი სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე და გამოიცეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტი.

 

6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

7. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

8. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული საკითხი დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

9. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 112/2011

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №91/2011 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63–ე მუხლებისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 08.11.2011, №30491/02 საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №91/2011 დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინააარსის „ფ-ღ“  ქვეპუნქტები:

 

„ფ) შესავალი გამოყენებით სტატისტიკაში SPSS –ის ელემენტებით (დანართი №21);
ქ) SPSS–ის კურსი დოქტორანტებისათვის (დანართი №22);
ღ) კვლევის სტატისტიკური მეთოდები (დანართი №23);“.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 113/2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს 
№4/2015, 22.01.2015 დადგენილებით



,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის   მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის და 57–ე მუხლის, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე–2 და მე-3 პუნქტების, მე–9 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 10.10.2011. №6908/2205 წერილის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი. (№4/2015, 22.01.2015)

 

2. წინამდებარე დადგენილებით მიღებული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს. 

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს. 

5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 109/2011

ზოგიერთი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 06.10.2011, №27471/02 და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 10.10.2011, №2678/25–00 წერილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ამოქმედდეს შემდეგი სამაგისტრო პროგრამები ამ პროგრამებზე ხუთზე ნაკლები სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში:

 

ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები:

 

1.    ფილოსოფია;
2.    ქრისტიანობის ისტორია;
3.    ძველი ენები და ცივილიზაციები;
4.    მედიევისტიკა;
5.    ეთნოლოგია;
6.    ქართველური ენათმეცნიერება;
7.    გერმანული ფილოლოგია;
8.    ბერძნულ-რომაული ფილოლოგია;
9.    კავკასიოლოგია;
10.    თურქული ფილოლოგია;
11.    კულტურის კვლევები;
12.    კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია.

 

ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები :

 

1.    გამოყენებითი მათემატიკა;
2.    ფუნდამენტური ფიზიკა;
3.    ქიმია;
4.    ქიმიური ექსპერტიზა.

 

გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები:

 

1.    გენდერის კვლევა;
2.    მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები;
3.    კლინიკური ნეიროფსიქოლოგია;
4.    ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევები.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 110/2011

პროფესორ ჰაინც ფენრიხისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 14.11.2011 №30958/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ქართველოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, ცნობილ გერმანელ ქართველოლოგს, იენის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, ბატონ ჰაინც ფენრიხს მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 111/2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის   მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის და 57–ე მუხლის, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე–2 და მე-3 პუნქტების, მე–9 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 10.10.2011. №6908/2205 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი.

 

2. წინამდებარე დადგენილებით მიღებული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 109/2011

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 14 ივლისის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 22.09.2011, №25256/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 14 ივლისის №95 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის პროგრამაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით (დანართი 1).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 103/2011

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 18 აგვისტოს №81/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63–ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 18 აგვისტოს №81/2011 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1–ის 77–ე და 78–ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №1).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 104/2011

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 24 სექტემბრის №103/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე მუხლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 04.10.2011, №36/01/02–01–10 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 24 სექტემბრის №103/2010 დადგენილებით დამტკიცებულ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ქვემიმართულება - პრაქტიკული ინფორმატიკის ასისტენტ–პროფესორთა ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს „კუთხაშვილი ქეთევანი“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 105/2011

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 10.10.2011, №2657/25–03 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ცვლილებები შევიდეს „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგი ქვეპუნქტებით დამტკიცებულ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„45.  მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები (დანართი 45);
47.   გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია (დანართი 47).“.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 107/2011

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 29.09.2011 №26503/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ  №1–ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა) მე-6 მუხლის 6.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„6.3. სამეცნიერო ხელმძღვანელის სალექციო და კვლევითი დატვირთვიდან გამომდინარეობს, თუ რამდენ დოქტორანტს შეუძლია უხელმძღვანელოს.“;

 

ბ) მე-10 მუხლის 10.4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

გ) 22-ე მუხლის 22.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„22.1. დისერტაციის წარდგენის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე დისერტაციის შესაფასებლად გამოყოფს მინიმუმ ორ შემფასებელს.“;

 

დ) 25-ე მუხლის 25.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„25.2. დისერტაციის დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის დახურულ სხდომაზე ფარული კენჭისყრით, რაზედაც დგება ოქმი, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება.“.

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს 2007 წლის 28 მაისის №23 დადგენილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 108/2011

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 18 აგვისტოს №81/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63–ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის, იურიდიული ფაკულტეტის 10.10.2011. №6908/2205 და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 03.10.2011, 26913/02 წრილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 18 აგვისტოს №81/2011 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1–ის მე–7, მე–9, 21- ე, 32–ე, 34–ე, 54- ე, 55-ე, 81–ე და 82–ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №1).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 106/2011

„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №90/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63–ე მუხლებისა და თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 23.09.2011, №25345/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №90/2011 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

 

„11. დამტკიცდეს თანდართული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის სილაბუსის ფორმა“ (დანართი 2).“.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 99/2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 61-ე მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს შემდეგი დადგენილებები:


ა) უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დროს დაგროვილი კრედიტების აღიარების წესი (დადგენილება №236, 06.07.2009);
ბ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანების არჩევის წესის  შესახებ (დადგენილება №179, 16.02.2009);
გ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსის გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის  დამტკიცების თაობაზე (დადგენილება №49/2010, 17 მაისი, 2010);
დ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისათვის სახელფასო დანამატის კრიტერიუმების  განსაზღვრის შესახებ 2008 წლის 27 თებერვლის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ (დადგენილება №89, 20008);
ე) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების წესის და თვითშეფასების კითხვარის დამტკიცების შესახებ (დადგენილება №254, 2009);
ვ) საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესახებ (დადგენილება №82, 2008);
ზ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების პროექტის განხილვის შესახებ (დადგენილება №59, 2007);
თ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008 წლის ბიუჯეტის განხილვის შესახებ (დადგენილება №65, 2007);
ი) მაგისტრატურაში მიღების წესების დამტკიცების თაობაზე (დადგენილება №10, 2007);
კ) მაგისტრატურაში მიღების წესების დამტკიცების თაობაზე (დადგენილება №38, 2007);
ლ) მაგისტრატურის გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ (დადგენილება №12, 2007);
მ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ (დადგენილება №14, 2007);
ნ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ (დადგენილება №26, 2007);
ო) „უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 აპრილის N20 დადგენილება (დადგენილება №29, 2007);
პ) სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ინსტრუქციის დამტკიცების  შესახებ (დადგენილება №36, 2007);
ჟ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №40, 2007);
რ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ (დადგენილება №1, 2006);
ს) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ (დადგენილება №2, 2006);
ტ) მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების თაობაზე (დადგენილება №9, 2006);
უ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №54; 2007).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 100/2011

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №91/2011 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63–ე მუხლების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №91/2011 დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინააარსის „ო“–„უ“ ქვეპუქტები:

 

„ო) აკადემიური წერა ბიომედიცინაში (დანართი №14);
პ) პედაგოგიკა (დანართი №15);
ჟ) აკადემიური წერა იურისტებისთვის (დანართი №16);
რ) სწავლების მეთოდები (დანართი №17);
ს) პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (დანართი №18);
ტ) პედაგოგიური კვლევის მეცნიერული საფუძვლები (დანართი №19).
უ) პროფესორის ასისტენტობა (დანართი №20);“.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 101/2011

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ცვლილებები შევიდეს „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგი ქვეპუნქტებით დამტკიცებულ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ 24.   კომპიუტერული მეცნიერება (დანართი 24);
25.    მათემატიკა (დანართი 25);
27.    ქიმია (დანართი 27);
28.    ბიოლოგია (დანართი 28);
29.    გეოგრაფია (დანართი 29);
30.    გეოლოგია (დანართი 30);
31.    ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (დანართი 31);
32.    ბიოფიზიკა (დანართი 32);
33.    გამოყენებითი ეკოლოგია (დანართი 33).
34.    ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 34);
35.    ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ–რუსულენოვანი) (დანართი 35); “.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 102/2011

დოქტორ ალეხანდრო სელესტინო ტოლედო მანრიკესათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 23.09.2011, №1197/23–05  წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. პერუს რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მხარდაჭერისათვის, ეკონომიკისა და განათლების მეცნიერებებში შეტანილი ღვაწლისათვის, ცნობილ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) დოქტორს, პერუს რესპუბლიკის 92–ე პრეზიდენტს, დოქტორ ალეხანდრო სელესტინო ტოლედო მანრიკეს მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 95/2011

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 26 სექტემბრის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 20.09.2011, №35/01/02–01–10 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 26 სექტემბრის №285 დადგენილებით დამტკიცებულ კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების ქვემიმართულება - თეორიული ინფორმატიკის ასოცირებულ პროფესორთა ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს „ანა სიხარულიძე“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 96/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ  (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 
№66/2015, 06.07.2015; №100/2015, 28.09.2015;
№127/2015, 14.12.2015; №97/2017, 04.09.2017;
№99/2017, 4.09.2017; №103/2017, 15.09.2017

დადგენილებებით



,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N64/01-01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №74/2011 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს: 

 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ: 

 

ა) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება:

 

1.  ამოღებულია (№66/2015, 06.07.2015)
2. ამოღებულია (№103/2017, 15.09.2017)
3. ამოღებულია (№103/2017, 15.09.2017)

 

ბ) სოციოლოგიის მიმართულება:

 

1. ამოღებულია (№103/2017, 15.09.2017)
2. ამირან ბერძენიშვილი - ასოცირებული პროფესორი
3. ამოღებულია (№127/2015, 14.12.2015)
4. ამოღებულია (№103/2017, 15.09.2017)
5. ამოღებულია (№103/2017, 15.09.2017)

 

გ) საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება:

 

1. ამოღებულია (№97/2017, 04.09.2017)
2. ამოღებულია (№97/2017, 04.09.2017)
3. მარინა ბოკერია - ასოცირებული პროფესორი
4. ამოღებულია (№97/2017, 04.09.2017)
5. ამოღებულია (№97/2017, 04.09.2017)
6. ამოღებულია (№97/2017, 04.09.2017)

 

დ) ფსიქოლოგიის მიმართულება:

 

1. ამოღებულია (№103/2017, 15.09.2017)
2. ამოღებულია (№103/2017, 15.09.2017)
3. ამოღებულია (№99/2017, 4.09.2017)
4. ამოღებულია (№99/2017, 4.09.2017)
5. ამოღებულია (№99/2017, 4.09.2017)
6. ამოღებულია (№99/2017, 4.09.2017)
7. ამოღებულია (№127/2015, 14.12.2015)
8.  ამოღებულია (№100/2015, 28.09.2015)
9. ამოღებულია (№99/2017, 4.09.2017)
10. ამოღებულია (№99/2017, 4.09.2017)
11. ამოღებულია (№99/2017, 4.09.2017)
12. ამოღებულია (№99/2017, 4.09.2017)
13. რევაზ ჯორბენაძე - ასოცირებული პროფესორი
14. ამოღებულია (№99/2017, 4.09.2017)

 

ე) ჟურნალისტიკის მიმართულება:

 

1. დალი ოსეფაშვილი - სრული პროფესორი
2. ამოღებულია (№103/2017, 15.09.2017)
3. ამოღებულია (№103/2017, 15.09.2017)
4. ირა ბიჭიკაშვილი - ასოცირებული პროფესორი
5. ამოღებულია (№103/2017, 15.09.2017)
6. რუსუდან ვაშაკიძე - ასოცირებული პროფესორი
7. ამოღებულია (№103/2017, 15.09.2017)

 

ვ) პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება:

 

1. ამოღებულია (№103/2017, 15.09.2017)
2. კორნელი კაკაჩია - ასოცირებული პროფესორი
3. ამოღებულია (№103/2017, 15.09.2017)
4.ამოღებულია (№103/2017, 15.09.2017)

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას. 

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს. 

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

 


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 97/2011