საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების ,,წარმატებული ზრდის სტრატეგიები“ და ,,კომპიუტერული ტექნოლოგიები ბიზნესის დამწყებთათვის“ დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანის მ/შ 19.04.2011 №9981/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამები: ,,წარმატებული ზრდის სტრატეგიები“ (დანართი 1) და ,,კომპიუტერული ტექნოლოგიები ბიზნესის დამწყებთათვის“ (დანართი 2);


2.    კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5.    დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 42/2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო (შემეცნებითი) სტრუქტურული ერთეული - ინტერნეტ–ტელევიზიის შექმნის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
11.06.2012, №45/2012 დადგენილებით

 


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის   მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის და 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე–2 და მე-3 პუნქტების, მე–9 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 


1. შეიქმნას საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო (შემეცნებითი) სტრუქტურული ერთეული ინტერნეტ–ტელევიზია (,,თსუ.ტვ“/,,TSU.TV“).


2. წინამდებარე დადგენილებით მიღებული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 46/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბერის №148/2010 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-6 მუხლის პირველი, მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  მე-9 მუხლის ,,ტ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბერის №148/2010 დადგენილებაში და დადგენილების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,3. საუნივერსიტეტო დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა დაფინანსებას შერჩევის საფუძველზე, უნივერსიტეტის სტუდენტთა აკადემიური შედეგების გათვალისწინებით.“;

 

2. ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბერის №148/2010 დადგენილების დანართ №1–ით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული დანართის სახით (დანართი 1).

 

3. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 35/2011

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს №30/2011 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და  რექტორის 2011  წლის 7 თებერვლის №17/01–01  ბრძანებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 13.04.2011 №9354/09 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 28 მარტის №30/2011 დადგენილების „ა“ პუნქტის პირველი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. მალხაზ მაცაბერიძე – სრული პროფესორი“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

პროფ. ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს 2011 წლის 18 აპრილის სხდომის თავმჯდომარე,
აკადემიური საბჭოს წევრი

სრულად

ბრძანების N: 36/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორისათვის  შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 28.04.2011 №10538/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. გაუგრძელდეს შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორს თეა მჟავანაძეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის დამთავრებამდე.

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს თსუ პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
       
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 38/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2017 წლის 8 მაისის №50/2017 დადგენილებით

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 2 თბერვლის №18/01-01 ბრძანებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 26 აპრილის დასკვნის (წერილი №10559/02; 29.04.2011) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

ა) გოჩა ჯაფარიძე – სრულ პროფესორად (ახლო აღმოსავლეთის ისტორია);

ბ) როსტომ ფარეულიძე – ასოცირებულ პროფესორად (კავკასიოლოგია – იბერიულ-კავკასიური ენები);

გ) მარია ქურდაძე – ასისტენტ-პროფესორად (ინგლისური ფილოლოგია – ინგლისური ლიტერატურა).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 39/2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალობის მაძიებელთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
№84/2013, 15.07.2013 დადგენილებით

 


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის და მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის 28.04.2011 №10535/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალობის მაძიებელთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი 1).


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 8 ნოემბრის №132/2010 დადგენილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალობის მაძიებელთა სწავლების პროცესის მარეგულირებელი წესის“ დამტკიცების თაობაზე“.


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ სასწავლო დეპარტამენტს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს თსუ კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 40/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და  რექტორის 2011  წლის 7 თებერვლის  №18/01–01  ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


კომისიის თავმჯდომარე: მანანა რუსეიშვილი – სრული პროფესორი


კომისიის მდივანი: ნანი გელოვანი – ასოცირებული პროფესორი

 

კომისიის წევრები:


1.    მანანა გელაშვილი – სრული პროფესორი
2.    გიული ალასანია – სრული პროფესორი
3.    ცირა ბარამიძე – სრული პროფესორი
4.    მერაბ ჩუხუა – ასოცირებული პროფესორი
5.    თინათინ მარგალიტაძე - ასოცირებული პროფესორი

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 29/2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
18.04.2011; №36/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და  რექტორის 2011  წლის 7 თებერვლის №17/01–01  ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე: რევაზ ჯორბენაძე – ასოცირებული პროფესორი

 

კომისიის მდივანი: მანანა შამილიშვილი – ასოცირებული პროფესორი

 

კომისიის წევრები:


ა)   ჟურნალისტიკის მიმართულება:


1.    მალხაზ მაცაბერიძე – სრული პროფესორი (18.04.2011; №36/2011)
2.    მარი წერეთელი - ასოცირებული პროფესორი
3.    გოგა ჩართოლანი - ასოცირებული პროფესორი

 

ბ)   საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება:


1.    ზურაბ დავითაშვილი - სრული პროფესორი
2.    ალექსანდრე რონდელი - სრული პროფესორი
3.    ფიქრია ასანიშვილი - ასოცირებული პროფესორი

 

გ)   სოციალური მუშაობის მიმართულება:


1.    იაგო კაჭკაჭიშვილი - სრული პროფესორი
2.    ლელა გაფრინდაშვილი - ასოცირებული პროფესორი
3.    ნინო შატბერაშვილი - ასისტენტ–პროფესორი


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 30/2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და  რექტორის 2011  წლის 7 თებერვლის №17/01–01  ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე: რევაზ ჯორბენაძე – ასოცირებული პროფესორი

 

კომისიის მდივანი: მანანა შამილიშვილი – ასოცირებული პროფესორი

 

კომისიის წევრები:


ა)   ჟურნალისტიკის მიმართულება:


1.    მარინა ვაშაყმაძე – სრული პროფესორი
2.    მარი წერეთელი - ასოცირებული პროფესორი
3.    გოგა ჩართოლანი - ასოცირებული პროფესორი

 

ბ)   საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება:


1.    ზურაბ დავითაშვილი - სრული პროფესორი
2.    ალექსანდრე რონდელი - სრული პროფესორი
3.    ფიქრია ასანიშვილი - ასოცირებული პროფესორი

 

გ)   სოციალური მუშაობის მიმართულება:


1.    იაგო კაჭკაჭიშვილი - სრული პროფესორი
2.    ლელა გაფრინდაშვილი - ასოცირებული პროფესორი
3.    ნინო შატბერაშვილი - ასისტენტ–პროფესორი


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 30/2011

სსიპ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის `B~ კატეგორიის პროფესორთათვის ყოველთვიური სახელფასო დანამატის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის `B~ კატეგორიის პროფესორთათვის დადგინდეს ყოველთვიური 300 ლარიანი სახელფასო დანამატი.


2. აღნიშნული დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 31/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010/2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
17.12.2012, №128/2012 დადგენილებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 28–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 28–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, იურიდიული და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების მიერ წარდგენილი და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 08.04.2011 №8947/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 2010/2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამა: სამართალმცოდნეობა (დანართი №1);

 

2. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2010/2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შემდეგი სადოქტორო პროგრამები:

 

ა) ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (დანართი 2);
ბ) კლინიკური ნეიროფსიქოლოგია (დანართი 3);
გ) ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება (დანართი 4);
დ) სადოქტორო პროგრამა პოლიტიკურ მეცნიერებაში (დანართი 5);
ე) შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია (დანართი 6);
ვ) სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია (დანართი 7).

 

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 32/2011

 ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
2018 წლის 27 დეკემბრის  №245/2018 დადგენილებით  


ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
№77/2012, 10.08.2012;
 №54/2013, 25.03.2013;  

№45/2014, 19.05.2014; №124/2016, 31.10.2016;

№18/2017, 20.02.2017; №77/2018, 26.02.2018

დადგენილებებით

 

 
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი და მე-8 მუხლის პირველი პუნქტების თანახმად, წარმოადგენს რა, უნივერსიტეტის მართვის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

 

ადგენს:  

 

1. დამტკიცდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტი“ (დანართი 1) და მისგან გამომდინარე: უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის განმარტება (დანართი 2), სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განმარტებანი (დანართი 3), საერთაშორისო რეცენზირებისათვის სტატიის წარმოდგენისა და მისი შეფასების წესი (დანართი 4), დოქტორანტის ინდივიდუალური კვლევითი გეგმა (დანართი 5), დოქტორანტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (დანართი 6), ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ (პროფესორის ასისტენტობა) (დანართი 7).


2. ამოღებულია. (№124/2016, 31.10.2016)


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
რექტორი,
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 25/2011

 ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
2018 წლის 27 დეკემბრის  №245/2018 დადგენილებით  

 

 
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი და მე-8 მუხლის პირველი პუნქტების თანახმად, წარმოადგენს რა, უნივერსიტეტის მართვის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

 

ადგენს:  

 

1. დამტკიცდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტი“ (დანართი 1) და მისგან გამომდინარე: უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის განმარტება (დანართი 2), სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განმარტებანი (დანართი 3), საერთაშორისო რეცენზირებისათვის სტატიის წარმოდგენისა და მისი შეფასების წესი (დანართი 4), დოქტორანტის ინდივიდუალური კვლევითი გეგმა (დანართი 5), დოქტორანტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (დანართი 6), ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ (პროფესორის ასისტენტობა) (დანართი 7).


2. წინამდებარე დადგენილება ვრცელდება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ამ დადგენილების ძალაში შესვლის შემდგომ ჩარიცხულ სტუდენტებზე.


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
რექტორი,
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 25/2011

,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N250 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი და მე-8 მუხლის პირველი პუნქტების თანახმად, წარმოადგენს რა უნივერსიტეტის მართვის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე–3 და მე–6 ნაწილების, 63–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება ,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N250 დადგენილებაში და დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“

 

2.  ,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N250 დადგენილების ,,დანართი №1“–ით დამტკიცებულ ,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალ რედაქცია“–ში  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:


ა) ,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N250 დადგენილების ,,დანართი №1“–ის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:


,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქცია“.

 

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 

,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქცია (შემდგომში – ,,ინსტრუქცია“) განსაზღვრავს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) შესაბამისი ფაკულტეტების მიერ სადოქტორო პროგრამების შემუშავების წესს“.

 

გ)  მე–2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 2. სადოქტორო პროგრამა

 

1. სადოქტორო პროგრამა არის უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის  საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ადგენს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების პირობებს;
2.  სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან;
3. სადოქტორო პროგრამაში ჩართულ დოქტორანტს ჰყავს სამეცნიერო ხელმძღვანელი  და აქვს კონკრეტული კვლევითი პროექტი, რომელიც შეესაბამება შემოთავაზებული სადოქტორო პროგრამის პრობლემატიკას;
4. ფაკულტეტი დოქტორანტურაში მიღებას აცხადებს კონკრეტულ სადოქტორო პროგრამაზე“.

 

დ) მე–3 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,2. თემატური სადოქტორო პროგრამა ორიენტირებულია ცალკეული სამეცნიერო პრობლემის კვლევაზე და ხორციელდება ეროვნული ან საერთაშორისო გრანტით დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტის ბაზაზე“.

 

ე) მე–3 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ბ) საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა არის არანაკლებ 1 წელი“.

 

ვ) მე–3 მუხლის მე–3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

 

ზ) მე–3 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

 

თ) მე– 3 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

 

ი) მე–3 მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,4. სადოქტორო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს პარტნიორ დაწესებულებებთან: საქართველოს სამეცნიერო–კვლევით ცენტრებთან და ინსტიტუტებთან, უც¬ხო¬ეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო–კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობით“.
5.  ერთობლივი სადოქტორო პროგრამა წარმოადგენს ერთ ან მეტ პარტნიორ  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ან სამეცნიერო–კვლევით ცენტრთან (თუ ამ უკანასკნელს აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების უფლებამოსილება)  თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებულ სადოქტორო პროგრამას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) პროგრამის კურიკულუმი, პროგრამაზე დაშვების პირობა და პარტნიორ დაწესებულებათა სრული შემადგენლობა შეთანხმებულია ყოველ პარტნიორ დაწესებულებასთან;
ბ) სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შემდეგ დისერტანტს ენიჭება აკადემიური ხარისხი თითოეული მონაწილე უნივერსიტეტიდან, ან ერთობლივი ხარისხი მონაწილე მხარეების მიერ.
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამის განხორციელებისას რეკომენდებულია:
გ.ა) დოქტორანტმა ისწავლოს და/ან განახორციელოს კვლევა  პარტნიორ დაწესებულებაში;
გ.ბ) პარტნიორ დაწესებულებაში სწავლის და/ან  განხორციელებული კვლევისა და ჩაბარებული გამოცდების აღიარება მოხდეს სრულად და ავტომატურად;
გ.გ) ხელი შეეწყოს უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს ასწავლოს და განახორციელოს კვლევა პარტნიორ დაწესებულებაში;
გ.დ) ხელი შეეწყოს პარტნიორი დაწესებულების  აკადემიურ და/ან  სამეცნიერო პერსონალს ასწავლოს და განახორციელოს კვლევა  უნივერსიტეტში;
გ.ე) პარტნიორი დაწესებულების შესაბამისი პერსონალი იყოს დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
დ) საერთაშორისო ერთობლივ პროგრამას წარმოადგენს ერთობლივი პროგრამა, რომლის ერთი პარტნიორი მაინც არის უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი (თუ ამ უკანასკნელს აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების უფლებამოსილება).
ე) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ერთობლივი სადოქტორო პროგრამის დამტკიცების აუცილებელ  პირობას წარმოადგენს  თანხმობის წერილი  ყოველი პარტნიორი დაწესებულებიდან (თანხმობის წერილი იხ. დანართი 1)“;  


კ)  მე–3 მუხლის მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„7. ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამა წარმოადგენს პროგრამას, რომელიც არ შეიცავს სასწავლო კომპონენტს და განკუთვნილია იმ ყოფილი ასპირანტებისა და მაძიებლებისთვის, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ე. წ. საკანდიდატო მინიმუმის საგნები 1999–2006 წლებში. ინდივიდუალურ ანუ გარდამავალი პერიოდის სადოქტორო პროგრამას ამზადებს და დოქტორანტებს სთავაზობს ესა თუ ის მსხვილი დარგი/უნივერსიტეტის მიმართულება. ამგვარ პროგრამებში კონკრეტული ასპირანტებისა და მაძიებლების გვარებისა და საკვლევი თემების დასახელება საჭირო არ არის“.

 

ლ) მე–4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 4. .სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი


,,1. სადოქტორო პროგრამას, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ხელმძღვანელი. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ემერიტუსი. სადოქტორო პროგრამას შეიძლება უხელმძღვანელოს  შესაბამისი აკადემიური ხარისხისა და კვალიფიკაციის მქონე მოწვეულმა პირმა. ასეთ შემთხვევაში, მოწვეული პირის  გარდა, სადოქტორო პროგრამას ასევე უნდა უხელმძღვანელოს უნივერსიტეტის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სრულმა ან ასოცირებულმა პროფესორმა;
2. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი კოორდინირებას უწევს კურიკულუმის შემუშავების პროცესს, რომელშიც მონაწილეობენ პროგრამის განხორციელებაში ჩართული პირები, შესაბამისი დარგის სპეციალისტები, დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელები; ასევე  უზრუნველყოფს კურიკულუმის შემუშავების პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
3. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი არის ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ძირითადი საკონტაქტო პირი, რომელსაც ეცნობება პროგრამის შიდა და გარე შეფასების, ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის შედეგები და ევალება მათზე რეაგირება პროგრამის სრულყოფის მიზნით;   
4. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელს ევალება: სტუდენტების ინფორმირება კურიკულუმის შესახებ, დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად კონსულტაციის გაწევა სტუდენტების ინდივიდუალური სასწავლო და კვლევითი კომპონენტების ოპტიმალურად დაგეგმვის მიზნით, პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობა სადოქტორო სემინარში, პროგრამის მონაწილე დოქტორანტების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განხორციელების მონიტორინგი და სხვა;  
5. ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი (შეზღუდვა არ ეხება ე. წ. ინდივიდუალურ სადოქტორო პროგრამებს, რომლებიც განკუთვნილია ყოფილი ასპირანტებისა და მაძიებლებისთვის)”.

 

მ)  მე–5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 5. სადოქტორო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების პროცედურა  


1. სადოქტორო პროგრამა განიხილება ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, კათედრა, მიმართულება და ა. შ.)  მიერ. გადაწყვეტილება პროგრამის შემდგომ ეტაპზე წარდგენის  შესახებ  მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით და ფორმდება ოქმის სახით; თუ სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში ჩართულია  უნივერსიტეტის ერთზე მეტი ფაკულტეტი, პროგრამა განიხილება მის განხორციელებაში მონაწილე ფაკულტეტების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, კათედრა, მიმართულება და ა.შ.) მიერ. გადაწყვეტილება პროგრამის  შემდგომ ეტაპზე წარდგენის  შესახებ   მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით და ფორმდება ოქმის სახით; ამ მუხლის პირველი ნაწილით განხილული პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის/ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს/სამსახურებს;
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს პროგრამის შესაბამისობას სადოქტორო პროგრამის მომზადების ინსტრუქციასათან, აგრეთვე,  ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულებებთან;
3. ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გადაწყვეტილებას სადოქტორო პროგრამის შემდგომ  ეტაპზე დაშვების შესახებ იღებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით;
4. ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს;
5. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
6. თუ სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ერთზე მეტი ფაკულტეტი, ადმინისტრირებას ახდენს ერთ–ერთი ფაკულტეტი პროგრამის ხელმძღვანელების, პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალისა და ფაკულტეტების ადმინისტრაციის შეთანხმების საფუძველზე. გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი ფაკულტეტი განახორციელებს ადმინისტრირებას,  მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით და ფორმდება ოქმის სახით. პროგრამის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ფაკულტეტი უნდა მიეთითოს პროგრამის აღწერილობაში“.

 

ნ)  მე–6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. სადოქტორო პროგრამის სახელწოდება“

 

ო) მე–6 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,2. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი (ქართულად და ინგლისურად):  მისანიჭებელი აკადემიური ხარისხის ფორმირება ხდება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად – მიმართულების ან/და დარგის/ სპეციალობის მითითებით“.

 

პ) მე–6 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,3. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები“.

 

ჟ) მე–6 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,4. სადოქტორო პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება:   


ა) პროგრამის მიზანი:  
დაასაბუთეთ პროგრამის აქტუალურობა და მიუთითეთ სავარაუდო საკვლევი პრობლემები.    
ბ)  პროგრამის შედეგი:  
უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის სწავლის შედეგებია:
ბ.ა) ცოდნა და გაცნობიერება - დარგის/ქვედარგის ან დარგთაშორისი სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რაც არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა (რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე). არსებული ცოდნის ხელახალი გააზრებისა და ნაწილობრივ გადაფასების გზით ცოდნის განახლებული ფარგლების გაცნობიერება;
ბ.ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი - ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა, განხორციელება და ზედამხედველობა; შემუშავება ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომებისა, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში;
ბ.გ) დასკვნის უნარი - ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება, რითაც ხდება ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება/განვითარების ხელშეწყობა; პრობლემის გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება;
ბ.დ) კომუნიკაციის უნარი - ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენა, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თემატურ პოლემიკაში ჩართვა უცხოურ ენაზე;
ბ.ე) სწავლის უნარი - უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე ახალი იდეების ან პროცესების განვითარების მზაობა სწავლისა და საქმიანობის, მათ შორის კვლევის პროცესში;
ბ.ვ) ღირებულებები - ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება.

გ)   კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები“.

 

რ) მე–6 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,5. სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობები  მიუთითეთ რომელი დარგის (დარგების) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები დაიშვებიან, აგრეთვე, სხვა პირობები (არსებობის შემთხვევაში)“.

 

ს) მე–6 მუხლის მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,6. სასწავლო კომპონენტი.

 
იმ შემთხვევაში, თუ სადოქტორო პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკას, წარმოდგენილი უნდა იყოს პრაქტიკის პროგრამა (სილაბუსი)“.  

 

ტ) მე–6 მუხლის მე–10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,10. პარტნიორი დაწესებულებების სრული სია (ეხება მხოლოდ იმ სადოქტორო პროგრამებს, რომელთა განხორციელებაც უნდა მოხდეს პარტნიორ დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობით)“.

 

უ) მე–6 მუხლის მე–11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,11. ხელშეკრულება ყოველ პარტნიორ დაწესებულებასთან (ეხება მხოლოდ იმ სადოქტორო პროგრამებს, რომელთა განხორციელებაც უნდა მოხდეს პარტნიორ დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობით)“.

 

ფ) მე–6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–12 პუნქტი:

 

,,12. საერთაშორისო ხელშეკრულება ან თანხმობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან (ეხება მხოლოდ უცხოენოვან სადოქტორო პროგრამებს)“.

 

ქ) მე–6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–13 პუნქტი:

 

,,13. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა“.

 

ღ) მე–8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 8. სადოქტორო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების ვადები  
სადოქტორო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების ვადებს ადგენს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინების საფუძველზე“.   

 

ყ) სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის თანდართული ,,ფორმა 1“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის N172 დადგენილება;
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

                    


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 26/2011

,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N249 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი და მე-8 მუხლის პირველი პუნქტების თანახმად, წარმოადგენს რა უნივერსიტეტის მართვის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61–ე მუხლის პირველი, მე–3 და მე–6 ნაწილების, 63–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ადგენს:  

 

1. ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N249 დადგენილებას პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

 

,,11. დადგენილება ვრცელდება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში 2011 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე”.

 

2. ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №249 დადგენილების დანართი №1–ით დამტიცებულ ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალ რედაქცია“–ში  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

 

,,ა) მე–5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,1. დოქტორანტმა ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის განმავლობაში სწავლისა და კვლევის პროცესში უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტი. დოქტორანტის ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ, მისი მომდევნო სემესტრში  რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომ¬ლობა, რომელშიც უნდა დასაბუთდეს სწავლის/კვლევის გაგრძელების მიზანშე¬წო-ნილობა. ხელმძღვანელი შუამდგომლობას წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს და მის ასლს უგზავნის ფაკულტეტის დეკანსა და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს. სწავლის გაგრძელება შესაძლებელია  არაუმეტეს 4 სემესტრისა“.

 

ბ) მე–14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,14. დისერტაციის შეფასება.

1. სადისერტაციო კომისიის წევრების მიერ დისერტაციის შეფასება ხდება კონფიდენციალურად, ასქულიანი  სისტემით.
2. დისერტაციის საბოლოო შეფასებისათვის სადისერტაციო კომისიის მიერ არჩეულ ხმის დამთვლელ კომისიას  გამოყავს ქულათა საშუალო არითმეტიკული, რომელსაც შეუფარდებს ლათინურ შეფასებას შემდეგი  სქემის მიხედვით:
ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
ბ) ძალიან კარგი (magna cum laude)  –  შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
გ) კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
დ) საშუალო (bene) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 51-60%;
ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficienter) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 41-50%;
ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები.

 

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა”-,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება ერთი წლის განმავლობაში გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლება.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას”.

 

გ) მე–18 მუხლის მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,7. ინდივიდუალურ სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ მისი მომდევნო სემესტრში რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომ¬ლობა, რომელშიც უნდა დასაბუთდეს კვლევის გაგრძელების მიზანშეწონილობა. ხელმძღვანელი შუამდგომლობას წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს და მის  ასლს უგზავნის ფაკულტეტის დეკანსა და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს. სწავლის გაგრძელება შესაძლებელია  არაუმეტეს 4 სემესტრისა“.

 

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის №171 და „უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2007 წლის 23 აპრილის N20 დადგენილებები.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსა–ხურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 27/2011

სსიპ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ბლანკების ფორმის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს                                                               
13.03.2012, №17/2012 დადგენილებით       

                                                                         


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების ბლანკის ფორმა (დანართი №1);


2. დამტკიცდეს სსიპ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს საქმისწარმოების ბლანკის ფორმა (დანართი №2);


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 28/2011

ყოფილი სსიპ -  „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) დოქტორანტურის პროგრამის თავსებადობის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
02.05.2011, №43/2011 და 29.06.2011, №58/201

დადგენილებებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,


 
აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ყოფილი სსიპ -  „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) დოქტორანტებს ჩაეთვალოთ გავლილი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სასწავლო კომპონენტი არა უმეტეს 35–40 კრედიტის ფარგლებში და დარჩენილი მინიმუმ 20–25 კრედიტი შეასრულონ თსუ–ის სადოქტორო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად (საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის 10.03.2011, №5411/02  წერილი).


11. ყოფილი სსიპ – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) დოქტორანტებს ჩაეთვალოთ თეუსუ–ში ათვისებული კრედიტები და ინდივიდუალურად განესაზღვროთ ასათვისებელი სასწავლო კომპონენტები თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოქმედი სადოქტორო პროგრამების კურიკულუმების შესაბამისად (02.05.2011, №43/2011; საფუძველი: თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ/შ  29.04.2011  №10657/02  წერილი).


12. ყოფილი  სსიპ -  „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) დოქტორანტებს ჩაეთვალოთ თეუსუ–ს სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სასწავლო კომპონენტი, დარჩენილი კრედიტები კი შეასრულონ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი  სადოქტორო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად. (29.06.2011, №58/201; საფუძველი: თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  27.06.2011  №16473/02  წერილი).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 24/2011

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან  საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბერის  №148/2010 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „ს“ ქვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ტ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან  საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბერის №148/2010 დადგენილებაში და დადგენილების მე–2 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ბ) ნანა სიჭინავა – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
გ) რუსუდან სანადირაძე – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (კომისიის წევრი);
დ) სოფიო ცინცაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი).“.

 

2. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 15/2011

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში“ ცვლილების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, № 77/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ 21 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„5. შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს სასწავლო სემესტრებს შორის პერიოდში, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში.“.

 

2. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 17/2011