საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 8 ნოემბრის №131/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, ასევე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის №27913/02, 29.10.2012 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 8 ნოემბრის №131/2012 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

 

„11. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორ მარინე ქარჩხაძეს გაუგრძელდეს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 99/2012

საინფორმაციო შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით, 2020 წლის 23 ოქტომბერს 15:00-16:00 სთ-ზე ზუმის პლატფორმის გამოყენებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად საჯარო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის  მოსწავლეებისთვის.  შეხვედრაზე მოსწავლეებსა და მომავალ აბიტურიენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია პროექტის მიზნების, განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედგების, საუნივერსიტეტო სერვისებისა თუ რესურსების, უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერების  პოლიტიკის დაცვისა და პლაგიატის თავიდან არიდების შესახებ.
შეხვედრა ხორციელდება ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორები ოთხ ევროპულ სასწავლებელთან – როეჰემპტონის (University of Reohampton, ინგლისი), უფსალას (University of Uppsala, შვედეთი), ვენისა (University of Vienna, ავსტრია) და დუბლინის (Dublin City University, ირლანდია) უნივერსიტეტებთან - ერთად თორმეტი ქართული უმაღლესი სასწავლებელი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიც არიან. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

რეგისტრაცია

INTEGRITY Project Information Meeting With Local Public School

Students

On October 23, 2020, at the initiative of Quality Assurance Office of Ivane Javakhishvili Tbilisi
State University, an information meeting will be held for 9th, 10th, 11th and 12th grade students
of Local public schools to support the promotion of academic integrity culture. The meeting will
be held using the Zoom Platform from 15:00 to 16:00. During the online meeting, students and
prospective entrants will be provided with the following information: the objectives of the
INTEGRITY project, activities carried out within the project, achievements, university services
and resources, academic integrity policy and plagiarism prevention mechanisms.
The information meeting is carried out within the framework of the Erasmus Institutional
Development Project "Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education
Institutions in Georgia (INTEGRITY)”. The partners of the project, along with four European
universities - Roehampton (University of Roehampton, England), Uppsala (University of
Uppsala, Sweden), Vienna (University of Vienna, Austria) and Dublin (Dublin City University,
Ireland)- are twelve Georgian universities, the Ministry of Education, Science, Culture and
Sports of Georgia and the National Center for Educational Quality Enhancement. The project
aims to develop appropriate policies and mechanisms for the protection of academic integrity
that will help detect, prevent, and eliminate cases of plagiarism in higher education institutions in
Georgia.
Please, follow the link below:

Registration

სრულად

ბრძანების N:

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 14 ნოემბრის №115/2011 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ამოღებულ იქნეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 14 ნოემბრის №115/2011 დადგენილების პირველი ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 96/2012

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2012  წლის 23 აგვისტოს №111/01–01 ბრძანებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 ოქტომბრის №93/2012 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: №27529/02, 24.10.2012)  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში შევიდეს შედეგი ცვლილებები:

 

ა) I ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ პუნქტი:


„გ1)  თეიმურაზ ბერიძე - ასოცირებული პროფესორი.“;

 

ბ) II ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ პუნქტი:


„ა1)  ნოდარ ხადური - სრული პროფესორი.“;

 

გ) VI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ პუნქტი:  


„ა1)  დავით ნარმანია – სრული პროფესორი.“;

 

დ) VIII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ პუნქტი:


„ა1) იაშა (იაკობ) მესხია - სრული პროფესორი.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 98/2012

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის შექმნის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №220/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის, მე–17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი .“.

 

2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 95/2012

სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის შექმნის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
29.10.2012, №100/2012; 6.10.2014, №107/2014;
12.02.2018, №44/2018  დადგენილებებით



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №220/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის, მე–17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი. (6.10.2014, №107/2014)


11. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დებულება   (დანართი №1).  (29.10.2012, №100/2012) (6.10.2014, №107/2014)( 12.02.2018, №44/2018)

 

2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 95/2012

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2012  წლის 30 მაისის  №69/01–01 ბრძანებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2012 წლის 24 სექტემბრის №88/2012 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: 05.10.2012, №25472/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შედეგი ცვლილებები:

 

ა) II ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ პუნქტი:


„დ) თარგმანმცოდნეობა


დ.ა) ინესა მერაბიშვილი - სრული პროფესორი.“;


 
ბ) VII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:  


„ა1) ნანა გაფრინდაშვილი – სრული პროფესორი.“;

 

გ) XIII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:


გ) კონსტანტინე ფიცხელაური - ასისტენტ-პროფესორი.“;

 

დ) XVIII ნაწილის „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ ქვეპუნქტი:


„ბ) ლელა წიფურია - ასისტენტ-პროფესორი.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 94/2012

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 24 სექტემბრის №276 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 19.09.2012, №23750/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 24 სექტემბრის №276 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

 

„11. „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ პროფესორებს ნოდარ ხადურსა და იაშა მესხიას, ასევე ასოცირებულ პროფესორებს დავით ნარმანიასა და ჯემალ ხარიტონაშვილს გაუგრძელდეთ აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა თსუ რექტორის 2012 წლის 23 აგვისტოს №111/01–01 ბრძანების საფუძველზე ჩასატარებელი კონკურსის შედეგად კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლამდე.

12. „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ ენვერ ლაგვილავას გაუგრძელდეს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე.".

 

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 90/2012

დისტანციური (Online) კურსი კარიერის მართვა თსუ-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის

კარიერის მართვის კურსი განკუთვნილია ყველა სტუდენტისა და კურსდამთავრებულისათვის ვისაც აინტერესებს:

  • თანამედროვე კარიერული კონცეფციებიდან შენი შესაძლებლობების გათვალისწინებით რომელი უკეთ დაგეხმარება წარმატებულ კარიერაში?
  • როგორ დაგეგმო პირადი კარიერა თანამედროვე შრომის ბაზრის ცვლილებების გათვალიწინებით?
  • რა ფაქტორებს უნდა მიაქციონ ყურადღება შრომის ბაზარზე ვაკანსიის ძიებისას?
  • როგორია თანამედროვე შრომის ბაზრის ძირითადი ტენცენციები?
  • როგორ შეგიძლია შეუთავსო პირადი ცხოვრება კარიერას?
  • რა უნდა გაითვალისწინო წარმატებული კარიერის დაგეგმისთვის?
  • როგორ უნდა შეადგინონ CV, სადაც შესაძლებელია მოკლედ მაგრამ ამომწურავად გააცნო დამსაქმებელს შენი შესაძლებლობები?
  • როგორ უნდა მოემზადოთ გასაუბრებისთვის?

კარიერის მართვის კურსი შემუშავებულია შემუშავებულია ევროკომისიის tempus IV (TEMPUS-ის გრანტის(სტუდენტთა კარიერული განვითარება საქართველოში - 530566-TEMPUS -1-2012-1-LT-TEMPUS-SMGR (2012-3045/001-0010 პროგრამის „სტუდენტთა კარიერული მომსახურეობის განვითარება საქართველოში“

და ევროპული უნივერსიტეტებისა და საქართველოში მათი პარტნიორი უნივერსიტეტების თანამშრომლობის შედეგად შემუშავებული თეორიული მასალი საფუძველზე. კურსს ანხორციელებს თსუ-ის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი.

ფორმატი:

დისტანციური zoom და moodle პლატფორმის გამოყენებით სინქორნული და ანსინქრონული ელემენტებით. III მოდული. 6 თემა. ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებები.

ხანგრძლივობა:

9 ნოემბერი -30 ნოემბერი ( 3 კვირა; კვირაში 4 საათი) თითოეული მოდულის ხანგრძლივობა 4 საათი. (ჯამში კურის ხანგრძლივობა 12 საათი).

კურსის შინაარსი:

I მოდული

1. კარიერის კონცეფცია - თანამედროვე VS ტრადიციული

2. კარიერის განვითარების თანამედროვე მიდგომები

II მოდული

3. თვითშემეცნება - პირადი და საჯარო ცხოვრების ბალანსი კარიერაში

4. კარიერის დაგეგმვა, მართვა და განვითარება

III მოდული

5.შრომის ბაზრის კვლევა. ვაკანსიის ძიების პროცესი

6. CV, სამოტივაციო წერილის შედგენა, მომზადება გასაუბრებისთვის

თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეებმა უნდა შეასრულონ დავალებაკურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატი (საჭიროების შემთხვევაში ცნობა, კურსის დასრულების შესახებ)

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ

https://www.facebook.com/careerTSU/

 career@tsu.ge

სრულად

ბრძანების N: დისტანციური (Online) კურსი კარიერის მართვა თსუ-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 24.09.2012, №24022/02 და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 21.09.2012  №24204/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მე–12, მე–13, მე–14, მე–15, მე–17, 21–ე, 231 –ე,142–ე, 143–ე, 144–ე, 152–ე, 153–ე, 156–ე, 157–ე, 160–ე, 163–ე, 171–ე, 172–ე, 174–ე და 177–ე ქვეპუნქტებით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამები 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის შემთხვევაში.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 91/2012

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 24.09.2012, №24205/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების 82 პუნქტით დამტკიცებული დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები (დანართი 191).“.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 92/2012

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 23 აგვისტოს №111/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს,

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) ელგუჯა მექვაბიშვილი - სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მურთაზ მაღრაძე - თსუ ემერიტუსი;
გ) ნუგზარ თოდუა - სრული პროფესორი;
დ) თემურ შენგელია - სრული პროფესორი;
ე) ნანა მაისურაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (კომისიის მდივანი);
ვ) სოფიო ცინცაძე – თსუ იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 93/2012

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 26 სექტემბრის №286 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 17.09.2012, №23345/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 26 სექტემბრის №286 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

 

11. „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ პროფესორ ცირა ბარამიძეს გაუგრძელდეს სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე.".

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 89/2012

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 15 აგვისტოს №103/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) ვახტანგ ლიჩელი - თსუ სრული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამარ ვეფხვაძე - ფილოლოგიის  დოქტორი, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარიამ  მირესაშვილი -  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) გურამ გრიგოლია - ისტორიის დოქტორი, თსუ  ემერიტუსი;
ე) მერაბ კოკოჩაშვილი - თსუ ასოცირებული პროფესორი;
ვ) არჩილ შუბაშვილი - კინომცოდნეობის დოქტორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი;
ზ) ნოდარ მამისაშვილი - სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი;
თ) მანანა გელაშვილი - თსუ სრული პროფესორი;
ი) ეკატერინე  ნავროზაშვილი  -  თსუ ასოცირებული პროფესორი;
კ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
ლ) ვასილ ბარამიძე - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 88/2012

„ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №37/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 49–ე მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების პირველი მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №37/2012 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:

 

„13. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 2012 წლის 23 აგვისტოს №111/01-01 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის ასაკობრივი შეზღუდვა დაწესებული არ არის.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 83/2012

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 07.09.2012, №21859/02 და  07.09.2012, №21858/02 წერილების  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების:


ა) 34–ე პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 34);
ბ) 35–ე პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 35);
გ) 36–ე პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 36);
დ) 40–ე პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 40);
ე) 41–ე პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 41);
ვ) 45–ე პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 45);
ზ) 46–ე პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 46);
თ) 47–ე პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 47);
ი) 50–ე პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 50);
კ) 55–ე პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 55);
ლ) 57–ე პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 57);
მ) 63–ე პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 63);
ნ) 64–ე პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 64).“;

 

2. დადგენილების მე-5 ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 931 და 932 ქვეპუნქტები:

 

ა) 931. ექთნის თანაშემწე (III საფეხური) (დანართი 201);
ბ) 932. მასაჟისტი (III საფეხური) (დანართი 202).“.

 

3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.

5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 84/2012

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 26 სექტემბრის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 26 სექტემბრის №286 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

 

„11. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიის ისტორიის მიმართულების სრულ პროფესორ ჯონი კვიციანს და შუა საუკუნეების ისტორიის მიმართულების სრულ პროფესორ ბეჟან ჯავახიას გაუგრძელდეთ სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 85/2012

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიოშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის ,,ჩ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2012 წლის 7 სექტემბრის №21890/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება და სტრუქტურა (დანართი).

 

2. დადგენილებით მიღებული საკითხი დასამტკიცებლად გადაეცეს თსუ წარმომადგენლობით საბჭოს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 86/2012

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2012  წლის 19 ივნისის  №79/01–01 ბრძანებისა და ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების (წერილი 07.09.2012, №21888/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

ა) ჟურნალისტიკა:


ა.ა) მანანა შამილიშვილი – ასოცირებული პროფესორი;
ა.ბ) მაია ტორაძე – ასოცირებული პროფესორი;
ა.გ) ხათუნა კაჭარავა – ასისტენტ–პროფესორი;
ა.დ) მაგდა მემანიშვილი – ასისტენტ–პროფესორი;
ა.ე) თამარ ბელქანია – ასისტენტ–პროფესორი;

 

ბ) ფსიქოლოგია:


ბ.ა) გიორგი გოროშიძე – ასისტენტ–პროფესორი;
ბ.ბ) ვახტანგ ნადარეიშვილი – ასისტენტ–პროფესორი;
ბ.გ) თეონა ლოდია – ასისტენტ–პროფესორი;
ბ.დ) ელენე კვანჭილაშვილი – ასისტენტ–პროფესორი;
ბ.ე) ნინო ლაბარტყავა – ასისტენტ–პროფესორი;
ბ.ვ) ლია ჩხიკვიშვილი – ასისტენტ–პროფესორი;
ბ.ზ) ლილი ხეჩუაშვილი – ასისტენტ–პროფესორი;
ბ.თ) მარინე ჯაღიაშვილი – ასისტენტ–პროფესორი;
ბ.ი) მედეა დესპოტაშვილი – ასისტენტ–პროფესორი;
ბ.კ) მაია რობაქიძე – ასისტენტ–პროფესორი;
ბ.ლ) სოფიო თევდორაძე – ასისტენტ–პროფესორი;

 

გ) პოლიტიკური მეცნიერება:


გ.ა) ზვიად აბაშიძე – ასისტენტ–პროფესორი;

 

დ) საზოგადოებრივი გეოგრაფია:


დ.ა) გიორგი კვინიკაძე – ასისტენტ–პროფესორი;
დ.ბ) ვლადიმერ ჩხაიძე – ასისტენტ–პროფესორი;
დ.გ) ბაადურ წერეთელი – ასისტენტ–პროფესორი;

 

ე) სოციოლოგია:


ე.ა) კახა ქეცბაია – ასოცირებული პროფესორი;
ე.ბ) ნათელა დონაძე – ასისტენტ–პროფესორი;
ე.გ) მარინა ბურძენიძე – ასისტენტ–პროფესორი;
ე.დ) შორენა თურქიაშვილი – ასისტენტ–პროფესორი.

 

ვ) სოციალური მუშაობა:


ვ.ა) თეონა მატარაძე – ასისტენტ–პროფესორი;
ვ.ბ) სალომე ნამიჭეიშვილი – ასისტენტ–პროფესორი;
ვ.გ) ზურაბ ტატანაშვილი – ასისტენტ–პროფესორი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 80/2012

პროფესორ იურგენ ბაზედოვისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე,

 

 აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, ჰამბურგის მაქს-პლანკის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ იურგენ ბაზედოვს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

 2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

 3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 82/2012