საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურის რექტორისათვის დასანიშნად წარდგენის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე რექტორს დასანიშნად წარედგინოს თამარ ვეფხვაძის კანდიდატურა.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 61/2012

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 30 მაისის №70/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს,

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის მიმართულების კონფლიქტების ანალიზისა და მედიაციის ქვემიმართულების სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) მარიამ გერსამია – კომისიის თავმჯდომარე, სრული პროფესორი;
ბ) თამარ დოლბაია – კომისიის მდივანი, დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი;
გ) კორნელი კაკაჩია – ასოცირებული პროფესორი;
დ) ალექსანდრე კუხიანიძე – ასოცირებული პროფესორი;
ე) არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 62/2012

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2018 წლის 28 ივნისის №165/2018 დადგენილებით

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2012  წლის 4 ივნისის №75/01-01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2012 წლის 27 ივნისის №54/2012 დადგენილებით შექმნილი ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიულ  ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების (წერილი 23.07.2012, №17521/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

ა) გოჩა ფერაძე (სამართლის ისტორიის მიმართულება);
ბ) ეკა სირაძე (საერთაშორისო სამართლის მიმართულება);
გ) მაია ბითაძე (საერთაშორისო სამართლის მიმართულება);
დ) ირაკლი დვალიძე (სისხლის სამართლის მიმართულება).  

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 63/2012

გოჩა ჯაფარიძისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 20 ივნისის №47/2012 დადგენილებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2012 წლის 23 ივლისის №17542/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში, საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებაში, საზღვარგარეთ საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ პროფესორ გოჩა ჯაფარიძეს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 64/2012

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს დადგენილება სასწავლო პროცესის შესახებ!

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 16 ოქტომბრის დადგენილება


2020 წლის 9 ნოემბრამდე სასწავლო ცხრილში პრაქტიკული სწავლების კომპონენტები ჩანაცვლდეს თეორიული მეცადინეობებით დისტანციურ რეჟიმში. პრაქტიკულ/ლაბორატორიული კონტაქტური ფორმის მეცადინეობების აღდგენა მოხდეს 9 ნოემბერი - 26 დეკემბერი პერიოდში.  

სრულად

ბრძანების N:

რიგგარეშე შიდა მობილობის ვადები დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ დოქტორანტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში
  • შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 20-21 ოქტომბერი;
  • გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან - 22-23 ოქტომბერი / /10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე/ (ჩატარდება აპლიკაცია Zoom-ის საშუალებით);
  • შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 26 ოქტომბერი;
  • ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 28 ოქტომბერი.
სრულად

ბრძანების N:

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 30 მაისის №68/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს,

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობით:


 
ა) მათემატიკის მიმართულებაზე (დანართი №1);
ბ) კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებაზე (დანართი №2);
გ) ფიზიკის მიმართულებაზე (დანართი №3);
დ) ბიოლოგიის მიმართულებაზე (დანართი №4);
ე) გეოგრაფიის მიმართულებაზე (დანართი №5);
ვ) ქიმიის მიმართულებაზე (დანართი №6);
ზ) გეოლოგიის მიმართულებაზე (დანართი №7);
თ) ელექტრული და  ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებაზე (დანართი №8);
ი) ინტერდისციპლინურ (ფიზიკა, ბიოლოგია) მიმართულებაზე (დანართი №9).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 65/2012

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 29 მაისის №67/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს,

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) აკაკი ხელაძე – თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გია ბარკალაია – ვი-თი-ბი ბანკის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნია შარაშიძე – ეკონომისტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (კომისიის მდივანი);
დ) გიორგი დობორჯგინიძე - კონსალტინგი, ტრანსქეა ეი-ჯი, დორნიერ კონსალტინგი, დოქტორი;
ე) ოთარ გორგოძე - სპეციალიზებული ჯგუფების და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი;
ვ) გიორგი ბაქრაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, საქართველოს ეროვნული ბანკი;
ზ) ალექსანდრე ჯეჯელავა - კონსალტინგი, დამფუძნებელი, მართვის აკადემია;
თ) გოგი ლოლაძე - სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე, საქართველოს საფონდო ბირჟა;
ი) არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
კ) გიორგი ღვედაშვილი – თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 60/2012

ონლაინ ვორქშოფების სერია პერსონალისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინ სწავლების შესახებ პერსონალისთვის ტარდება ონლაინ ვორქშოფების სერია. შეხვედრებს უძღვება მიდლსექსის უნივერსიტეტის (ლონდონი) პროფესორი, ჯორჯ დაფოლასი. ტრენინგების ფარგლებში, განიხილება ონლაინ სწავლების ინტერაქციულად წარმართვის სტრატეგიები, პრაქტიკული მაგალითები, ონლაინ სწავლებისას ეფექტიანი უკუკავშირის მიწოდების სტრატეგიები, შეფასების კომპონენტების შერჩევა, შეფასებისას სტუდენტების მხრიდან აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის უზრუნველყოფის, ონლაინ სწავლების ეტიკეტის დაცვის საკითხები. ტრენინგების ფარგლებში, პერსონალს გაეცნო სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმა თუ დამხმარე საშუალება, რაც სწავლების და შეფასების პროცესს გაამარტივებს და პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 

ტრენინგების ციკლი დასრულდება 23 ოქტომბერს.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სისტემატურად გეგმავს და ახორციელებს პერსონალის საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს, სემინარებს თუ ვორქშოფებს ევროპისა და აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებისა და ექსპერტების ჩართულობით.

სრულად

ბრძანების N:

მერაბ კოკოჩაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვილი წიგნის პრეზენტაცია

წიგნის „,SELF MADE - ვინც თავისი თავი შექმნა“ (პუბლიცისტური ნარკვევები) პრეზენტაცია გაიმართა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წიგნი ცნობილი რეჟისორის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინოხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელისა და თსუ ასოცირებული პროფესორის მერაბ კოკოჩაშვილის 85 წლისთავს მიეძღვნა.

 

წიგნში მოცემულია ცნობილი რეჟისორის ცხოვრებისეული დეტალები, საინტერესო ფაქტები ბიოგრაფიიდან, მეგობრებისა და კოლეგებისა მოგონებები, ინტერვიუები, საინტერესო შემოქმედებითი მომენტების ამსახველი ფოტოსურათები.

 

წიგნის პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები  ესწრებოდნენ.

 

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა მერაბ კოკოჩაშვილის თსუ-ში პედაგოგიურ საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ აღიარებულმა რეჟისორმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მთელი პლეადა აღზარდა. „მერაბ კოკოჩაშვილისადმი მიძღვნილი წიგნი უნიკალური გამოცემაა, სადაც ბატონ მერაბზე ძალიან საინტერესო მოგონებებია შესული. მერაბ კოკოჩაშვილი ჩვენთვის უპირველესად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, რომელმაც ამ უნივერსიტეტის კედლებში ბევრი თაობა აღზარდა. იმედია, კიდევ დიდხანს გააგრძელებს ამ საქმიანობას ძალიან ენერგიულად, ისე როგორც ყოველთვის,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

 

ცნობილმა რეჟისორმა საკუთარი შემოქმედებითი გზა გაიხსენა და უნივერსიტეტში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. „უნივერსიტეტში უკვე 30 წელია ვმუშაობ. ყურადღება, რომელსაც უნივერსიტეტი იჩენს ჩვენი მიმართულების და პირადად ჩემს მიმართ, უზარმაზარია და ძალიან მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის,“ - მადლობა გადაუხადა რეჟისორმა უნივერსიტეტს.

 

წიგნის ავტორმა, თსუ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორმა ნინო კაკულიამ წიგნის შექმნის იდეასა და მის განხორციელებაზე ისაუბრა. „წიგნი ბიოგრაფიული ჩანახატია, რომელიც ყველაფერს მოიცავს - ბატონი მერაბის  წარსულს, მის ოჯახურ მდგომარეობას, მოსკოვში სწავლის პერიოდს; მოთხრობილია ცნობილი რეჟისორის წინაპრებსა და მემკვიდრეებზე,“- განაცხადა  ნინო კაკულიამ.

 

ღონისძიებაზე მერაბ კოკოჩაშვილმა მოწვეულ სტუმრებს მისი დოკუმენტური ფილმი „ღვინის აკვანი“ საჩუქრად გადასცა.

სრულად

ბრძანების N:

საჯარო ლექციების სერია საერთაშორისო საჰაერო სამართლის აქტუალურ პრობლემებზე

2020 წლის 12 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორ, სამართლის დოქტორ ელმარ გიემულას საჯარო ლექციების სერია საერთაშორისო საჰაერო სამართლის აქტუალურ პრობლემებზე (ინგლისურ ენაზე ). ღონისძიება ჩატარდა ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ირინე ქურდაძისა და მოწვეული პროფესორის დავით გეფერიძის  ჩართულობით
პროფესორ ელმარ გიემულას დაახლოებით 40 წლიანი გამოცდილება აქვს საავიაციო პოლიტიკაში, სამართალსა და ადმინისტრაციაში. იგი არის საავიაციო სამართლის პროფესორი ბერლინის უნივერსიტეტში, ემბრი-რიდლის სახელობის აერონავტიკის უნივერსიტეტში და რეგულარული საჯარო სპიკერი სხვადასხვა ინსტიტუტებსა და კონფერენციებში. 
პროფესორ ელმარ გიემულა არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი საერთაშორისო, ევროპულ და გერმანიის საავიაციო სამართალში. 
იგი არის არა ერთი კონფერენციის ორგანიზატორი საავიაციო საკითხებთან დაკავშირებით და   აქვს მომზადებული სამართლებრივი დასკვნები საჰაერო სამართლის სხვადასხვა ასპექტებზე.
პროფესორი ელმარ გიემულა აქტიურად მონაწილეობდა სამთავრობო კონსულტაციებში სამოქალაქო ავიაციის აქტებისა და სამოქალაქო ავიაციის რეგულაციების შემუშავებისთვის, საჰაერო ტრანსპორტის ლიბერალიზაციის ფონზე სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციების შეცვლისა ან აღსადგენად.
პროფესორი გიემულა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თვითმფრინავის MH17-ის საქმეზე გერმანელ დაზარალებულთა ოჯახებს.
ონლაინ ლექციების სერიაზე განიხილა შემდეგი თემები:


Introduction to International Aviation Liability Law;
The Concorde Crash on 25 July 2000;
The Midair-Collision above Lake Constance on 1 July 2002 (Bashkirian Airlines);
The Downing of MH17 Above The Eastern Ukraine On 17 July 2014;
The Boeing MAX737 Affair.


ლექციებს 40-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა. მთელი კურსის მონაწილეებს გადაეცემათ დასწრების სერტიფიკატები.

ონლაინ ლექციების ციკლი ინიცირებულია და ორგანიზებულია საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ.

სრულად

ბრძანების N:

ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით!

 

19 ოქტომბრიდან ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტები სასწავლო პროცესს ონლაინ რეჟიმში გააგრძელებენ.

სრულად

ბრძანების N:

მოთხრობების კონკურსი სამეცნიერო თემატიკაზე: „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! იწყება მკვლევართა თავგადასავალი“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის იანვარში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ მარი სკლოდოვსკა-კიურის კონკურსში და მის მიერ წარდგენილმა საგრანტო პროექტმა “CAPTAIN: Science is the Captain” გაიმარჯვება მოიპოვა. პროექტის სახელწოდება – „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ – ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ციტატით „მეცნიერება კაპიტანია, ხოლო პრაქტიკა – ჯარისკაცები“ („Science is the Captain, and practice the soldiers”) არის ინსპირირებული.

პროექტის „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში 2020 წლის 27-28 ნოემბერს საქართველოს 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი და ახალციხე) ევროპის 30 ქვეყნის 160-ზე მეტ ქალაქთან ერთად, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით სახალისო, გასართობი, კულტურული, სპორტული და რაც მთავარია, შემეცნებითი ღონისძიებებია დაგეგმილი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი სხვა აქტივობებთან ერთად, ითვალისწინებს მეცნიერების თემაზე მოთხრობების კონკურსს O Captain! My Captain our Scientific trip here starts“ (სამუშაო თარგმანი: „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! იწყება მკვლევართა თავგადასავალი“). ზემოთ აღნიშნული კონკურსის განმახორციელებლად სამინისტროსთან ერთად განსაზღვრულია მწერალთა სახლი.

მოთხრობების კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ავტორების წახალისება; მათი კვლევის და ექსტრაპოლაციის და წერის უნარების განვითარების ხელშეწყობა; ევროპული და მსოფლიო სამეცნიერო-ტექნოლოგიური გამოგონებების შესახებ ცნობადობის ამაღლება. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-22 წლის ახალგაზრდებს.

კონკურსის მონაწილეებს ევალებათ შექმნან ლიტერატურული ნაწარმოები (მოთხრობა) სამეცნიერო თემატიკაზე. ნაწარმოების სიუჟეტში ჩართული უნდა იყოს რომელიმე მეცნიერული აღმოჩენა, ფენომენი ან თეორია, ტექნოლოგიური გამოგონება ან ინოვაცია.

დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს საკონკურსო ნაწარმოებებს და გამოავლენს კონკურსის სამ გამარჯვებულს:

I ადგილი - სიგელი და ფულადი პრემია 1875 ლარის ოდენობით;

II ადგილი - სიგელი და ფულადი პრემია 1250 ლარის ოდენობით;

III ადგილი - სიგელი და ფულადი პრემია 1000 ლარის ოდენობით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან “ევროპელ მკვლევართა ღამის” გახსნის ცერემონიაზე, 27 ნოემბერს. კონკურსის მონაწილეებმა ნაწარმოებები უნდა გაგზავნონ ელექტრონულად

(MS word დოკუმენტით) მეილზე: contest@writershouse.ge 2020 წლის 30 ოქტომბრამდე.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მწერალთა სახლის ვებგვერდზე (http://writershouse.ge/geo/new/1506).

სრულად

ბრძანების N:

ცხადდება კონკურსი თსუ-ის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის ოსლოს უნივერსიტეტში (ნორვეგია) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოველბლად!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის შემდეგი მიმართლების სტუდენტებს: კანდინავიური ფილოლოგია, სკანდინავისტიკა, ამერიკანისტიკა, ფილოსოფია, ინგლისური ფილოლოგია, ჟურნალისტიკა.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, მათ შორის, წარსადგენი საბუთების სიის სანახავად, ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

სრულად

ბრძანების N:

კონკურსი – „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის იანვარში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ მარი სკლოდოვსკა-კიურის კონკურსში და მის მიერ წარდგენილმა საგრანტო პროექტმა “CAPTAIN: Science is the Captain” გაიმარჯვება მოიპოვა.

პროექტის სახელწოდება – „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ – ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ციტატით „მეცნიერება კაპიტანია, ხოლო პრაქტიკა – ჯარისკაცები“ („Science is the Captain, and practice the soldiers”) არის ინსპირირებული.

პროექტის „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში 2020 წლის 27-28 ნოემბერს საქართველოს 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი და ახალციხე) ევროპის 30 ქვეყნის 160-ზე მეტ ქალაქთან ერთად, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით სახალისო, გასართობი, კულტურული, სპორტული და რაც მთავარია, შემეცნებითი ღონისძიებებია დაგეგმილი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი სხვა აქტივობებთან ერთად, ითვალისწინებს მეცნიერების თემაზე მოთხრობების კონკურსს O Captain! My Captain our Scientific trip here (სამუშაო თარგმანი: „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! starts“ იწყება მკვლევართა თავგადასავალი“). ზემოთ აღნიშნული კონკურსის განმახორციელებლად სამინისტროსთან ერთად განსაზღვრულია მწერალთა სახლი.

მოთხრობების კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ავტორების წახალისება; მათი კვლევის და ექსტრაპოლაციის და წერის უნარების განვითარების ხელშეწყობა; ევროპული და მსოფლიო სამეცნიერო-ტექნოლოგიური გამოგონებების შესახებ ცნობადობის ამაღლება. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-22 წლის ახალგაზრდებს.

კონკურსის მონაწილეებს ევალებათ შექმნან ლიტერატურული ნაწარმოები (მოთხრობა) სამეცნიერო თემატიკაზე. ნაწარმოების სიუჟეტში ჩართული უნდა იყოს რომელიმე მეცნიერული აღმოჩენა, ფენომენი ან თეორია, ტექნოლოგიური გამოგონება ან ინოვაცია.

დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს საკონკურსო ნაწარმოებებს და გამოავლენს კონკურსის

სამ გამარჯვებულს:

I ადგილი - სიგელი და ფულადი პრემია 1875 ლარის ოდენობით;

II ადგილი - სიგელი და ფულადი პრემია 1250 ლარის ოდენობით;

III ადგილი - სიგელი და ფულადი პრემია 1000 ლარის ოდენობით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გახსნის ცერემონიაზე, 27 ნოემბერს. კონკურსის მონაწილეებმა ნაწარმოებები უნდა გაგზავნონ ელექტრონულად (MSword დოკუმენტით) მეილზე: contest@writershouse.ge 2020 წლის 30 ოქტომბრამდე.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მწერალთა სახლის ვებგვერდზე

(http://writershouse.ge/geo/new/1506).

 

სრულად

ბრძანების N:

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 03.07.2012, №15932/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მე-80 და 81-ე დანართებში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

„80.    ეკონომიკა (დანართი 80);
81.    ბიზნესის ადმინისტრირება (დანართი 81).“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 57/2012

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 31 მაისის №74/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს,

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) ლავრენტი მანაგაძე - კომისიის თავმჯდომარე (სრული პროფესორი, თსუ);
ბ) ნინო გორდაძე – კომისიის მდივანი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტი);
გ) თამაზ შაბურიშვილი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი);
დ) ირაკლი ფავლენიშვილი (სრული პროფესორი, თსსუ);
ე) მარინე ჯანელიძე  (სრული პროფესორი, თსსუ);
ვ) სამსონ მღებრიშვილი (სრული პროფესორი, თსსუ);
ზ) ივა ბერაძე (სრული პროფესორი, პ. შოთაძის სახ. სამედიცინო აკადემია);
თ) მამუკა ჯიბუტი (ასოცირებული პროფესორი, თსსუ);
ი) იაგორ კალანდაძე (სდასუ-ს რექტორის მოადგილე);
კ) მერაბ ვაჩნაძე – თსუ რექტორის თანაშემწე;
ლ) თეა წითლანაძე – თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი უფროსის მოადგილე.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 58/2012

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 30 მაისის №69/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს,

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები:

 

ა) თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის, ძველი ქართული  ლიტერატურის ისტორიის,   ახალი ქართული  ლიტერატურის ისტორიის,  უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია, ფოლკორისტიკის, თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების, თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერების, ქართველური ენათმეცნიერების, ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების, კავკასიური ენების, კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტიური ფილოლოგიის მიმართულებებზე (დანართი №1);

 

ბ) საქართველოს ისტორიის,  ძველი მსოფლიოს ისტორიის,  შუა საუკუნეების ისტორიის, ახალი და უახლესი ისტორიის, ამერიკისმცოდნეობის, კავკასიის ისტორიის,  აღმოსავლეთის ისტორიის, არქეოლოგიისა და  ეთნოლოგიის მიმართულებებზე (დანართი №2);

 

გ) ინგლისური ფილოლოგიის, გერმანული ფილოლოგიის, რომანული ფილოლოგიის, რუსული ფილოლოგიისა და ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულებებზე (დანართი №3);

 

დ) არაბისტიკის, ირანისტიკის, თურქოლოგიის, ებრაისტიკა–არამეისტიკის, ასირიოლოგიისა და არმენოლოგიის მიმართულებებზე (დანართი №4);

 

ე) ხელოვნებათმცოდნეობის, სახვითი ხელოვნების, კინო–ტელეხელოვნების, კულტურის კვლევების, ფილოსოფიისა და პედაგოგიკიის მიმართულებებზე (დანართი №5).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 59/2012

სტუდენტთა საყურადღებოდ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი ჰიბრიდული ფორმატით გაგრძელდება.

თეორიული კურსები განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, ლაბორატორიული/პრაქტიკული კურსები კი ჩატარდება არადისტანციურ, სააუდიტორიო ფორმატში უსაფრთხოების ყველა რეგულაციის გათვალისწინებით.

პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილი შედგენილია კათედრებთან შეთანხმებით და ინფორმაციის მიღებას შეძლებთ შესაბამისი საგნის ლექტორებისგან.

უნივერსიტეტი ითვალისწინებს საქართველოს განათლების და მეცნიერების და ჯანმრთელობისა დაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, პრაქტიკული კომპონენტის ჩატარების განრიგში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები

სრულად

ბრძანების N:

პროფესორ მარკ დოელისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და სოციალურ და პილიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 04.06.2012, №13355 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, პროფესორ მარკ დოელს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 56/2012