საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების    მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების    გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადა 2018 წლის  1 ივლისიდან 4 აგვისტომდე ყოველი კვირის ხუთშაბათი დღე, შემდეგი გრაფიკით:

ა) გასაუბრება ქართულ ენაში - 10:00 საათი;
ბ)  გასაუბრება რუსულ ენაში - 11:00 საათი;
გ) გასაუბრება ინგლისურ ენაში - 12:00 საათი;

2. აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის გადაცემა დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                                                                            გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 159/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული  ლიტერატურის  ინსტიტუტში  მეცნიერი თანამშრომლის -  შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დებულების   მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ი. რატიანის 2018 წლის 2 ივლისის N13355/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2018 წლის 2 ივლისის სხდომის ოქმი) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) ბელა წიფურია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების  პროფესორი.

ბ) რამაზ ჭილაია -  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო 
უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი
 ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
გ) ლევან ცაგარელი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების პროფესორი.

დ) გაგა ლომიძე - თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის ლიტერატურის  თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  ბელა წიფურია,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ  რამაზ ჭილაია, საკონკურსო კომისიის  მდივნად  გაგა ლომიძე.
3. დაევალოს კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.  
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2018 წლის 31 ივლისისა;
5.   ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6.  წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7.   ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                                                                         გიორგი  შარვაშიძე 



სრულად

ბრძანების N: 161/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა  და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 14.12.2015, №46323/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა-კითხვარი (დანართი 1). 


2.  დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 


რექტორი, პროფესორი                                                                               აკადემიკოსი  ვლადიმერ  პაპავა 
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე  
            

სრულად

ბრძანების N: 125/2015

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 21 ივნისის N172/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის  დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის   შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების  შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 21 ივნისის  N172/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების და პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის ნ. ლაცაბიძის 2018 წლის 27 ივნისის N13070/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 21 ივნისის  N 172/02-01  ბრძანების  მე-10  და მე-12 პუნქტებში:  
ა) ბრძანების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 „10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს   2018 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 6 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველი;"
ბ) ბრძანების მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    „12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს   წარედგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 20 ივლისისა;“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო    ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 


ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                                                                    ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 181/02-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში

განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე

აღნიშნული დადგენილება არ იქნა წარმომადგენლობითი საბჭოსათვის

დასამტკიცებლად წარდგენილი

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის პირველი, მე-2, 51, მე-6 პუნქტების,  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და  თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 18.11.2015, №43021/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს: 

 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

 

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 

,,1. უნივერსიტეტის პროფესორად 9 (ცხრა) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.“;

 

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 

,,2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.“.

 

2.  შევიდეს დამატება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებაში და ამ დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №1 დანართს მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:


,,მუხლი 81. უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ პირთან უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმების წესი და უვადო შრომითი ხელშეკრულების პირობები


1. უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ პირს შესაძლებელია გაუფორმდეს უვადო შრომითი ხელშეკრულება და განესაზღვროს შრომითი ხელშეკრულების განსხვავებული პირობები ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.
2.  უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ მოქმედ აკადემიურ პერსონალს (პროფესორს) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიმართ მისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში გაუფორმდება უვადო შრომითი ხელშეკრულება თუ იგი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთ პირობას მაინც:
ა) უნდა იყოს პროფესორის (სრული პროფესორის) თანამდებობაზე არანაკლებ 3-ჯერ არჩეული, ჰქონდეს ამ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება და მისი ციტირების ინდექსი უნდა იყოს არანაკლებ 100 ,,Publish or Perish“-ის მიხედვით;
ბ) უნდა იყოს პროფესორის (სრული პროფესორის) თანამდებობაზე არანაკლებ 2-ჯერ არჩეული, ჰქონდეს ამ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და მისი ციტირების ინდექსი უნდა იყოს არანაკლებ 500 ,,Publish or Perish“-ის მიხედვით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროფესორის (სრული პროფესორის) თანამდებობაზე 2-ჯერ ან 3-ჯერ არჩევა და შესაბამისი ოდენობის გამოცდილების ქონა უნდა დასტურდებოდეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული ოფიციალური წერილობითი ინფორმაციით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ციტირების შესაბამისი ოდენობის ინდექსის არსებობა ,,Publish or Perish“-ის მიხედვით უნდა დასტურდებოდეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ გაცემული ოფიციალური წერილობითი ინფორმაციით.
5. გარდა ამ მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ მოქმედ აკადემიურ პერსონალს (პროფესორს)  შესაბამისი ადმინისტრაციის მიმართ მისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში გაუფორმდება უვადო შრომითი ხელშეკრულება ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე (რომელშიც აღწერილი უნდა იქნეს მისი აკადემიურ, სამეცნიერო სფეროში განსაკუთრებული დამსახურება, შესაბამის სამეცნიერო დარგში მაღალი საზოგადოებრივი ცნობადობა). წერილობითი მოთხოვნა ფაკულტეტის საბჭოს მიერ განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის წარმომდგენი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს (გარდა ციტირების ინდექსისა).
6. წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობებით უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტზე ერთდროულად შესაძლებელია არსებობდეს არა უმეტეს ორი უვადო შრომითი ხელშეკრულების მქონე პროფესორი.
7. იმ შემთხვევაში თუ პროფესორის თანამდებობის მქონე პირს უვადო შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით და იგი დააკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით უვადო შრომითი ხელშეკრულების მიღების პირობებს, მისი წერილობითი მოთხოვნის თანახმად და ამ მუხლით გათვალისწინებული ოფიციალური ინფორმაციის წარმოდგენის საფუძველზე ავტომატურად ითვლება ისეთი უვადო შრომითი ხელშეკრულების მქონედ, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით. 
8. უვადო შრომითი ხელშეკრულების მქონე პროფესორის მიერ უნივერსიტეტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი პროფესორის შესასრულებელი სამუშაოს მინიმალური მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ეგზავნება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება ამ პროფესორის უვადო შრომითი ხელშეკრულებიდან ვადიან შრომით ხელშეკრულებაზე გადაყვანის შესახებ. ასეთ შემთხვევაში უვადო შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა (ნამუშევარი პერიოდი) ითვლება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადაში. აღნიშნული შრომითი ხელშეკრულების ვადის განმავლობაში შესაბამისი პროფესორის უვადო შრომით ხელშეკრულებაზე გადაყვანა დაუშვებელია.“.

 

3. წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებული ცვლილებები არ ვრცელდება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მოქმედ შრომით ხელშეკრულებებზე.
4. აღნიშნული დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
8. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.

 

                         

რექტორი, პროფესორი                                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 124/2015

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის შესარჩვად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირების განცახდებებში დასმული საკითხების განსახილველად კომისიის შექმნის თაობაზე
სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის  შესარჩვად  გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირების განცახდებებში დასმული საკითხების განსახილველად  კომისიის შექმნის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და              მე-9 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის #63 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესი და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობები’’-ს მე-6 მუხლის მე-17 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის  2018 წლის 15 ივნისის N11624/10-02, ლოლა სარალიძის 2018 წლის 18 ივნისის N11734/10-02, მანანა ხვედელიძის 2018 წლის 18 ივნისის N11727/10-02, ნინო ღამბაშიძის 2018 წლის   18 ივნისის N11677/10-02, დავით მერკვილაძის 2018 წლის 15 ივნისის N11710/10-02, ჯონი კვიციანის 2018 წლის 18 ივნისის N11750/10-02, რუსუდან ლაბაძის  2018 წლის 18 ივნისის  N11678 /10-02, ალექსანდრე დაუშვილის 2018 წლის 25 ივნისის N12060/10-02, ედიშერ ჯაფარიძის  2018 წლის 18 ივნისის N11676/10-02, შოთა ვადაჭკორიას 2018 წლის 28 ივნისის N12302/10-02 და ქეთევან მანიას 2018 წლის N12064/10-02 განცხადებების საფუძველზე, 
                                                                
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის   ინსტიტუტში  სამეცნიერო  პერსონალის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირების განცახდებებში დასმული საკითხების განსახილველად   კომისია  შემდეგი შემადგენლობით:
1. გიორგი ოთხმეზური - კომისიის თავმჯდომარე, ჰუმანიტრულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი.
2. ვახტანგ ლიჩელი - თავმჯდომარის მოადგილე, ჰუმანიტრულ მეცნიერებათ ფაკულტეტის  პროფესორი.
3. ვასილ გონაშვილი - კომისიის მდივანი იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
4. მორის შალიკაშვილი  -  იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
5. ზურაბ გაიპარაშვილი  - თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

2. დაევალოს კომისიას წარუდგინოს დასკვნა თსუ რექტორს არაუგვიანეს 2018 წლის 16 ივლისისა. 
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების  გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული  ერთეულებისათვის.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                 გიორგი  შარვაშიძე 



სრულად

ბრძანების N: 157/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 27 ივლისის  №79/2015 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის  დამტკიცებაზე განმეორებით უარის თქმის  შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2015  წლის 6 ივლისის №104/01-01 ბრძანების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2015 წლის 27 ივლისის №79/2015 დადგენილება) გადაწყვეტილებისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილი: 29.10.2015,  №40261/02), თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 25.11.2015, №43886/02 წერილისა და თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2015 წლის 30 ნოემბრის №24 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. უარი ეთქვას საკონკურსო კომისიას მის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე.


2. დაევალოს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს საკონკურსო-სააპელაციო კომისიის მუშაობისა და აღნიშნული საკითხის აკადემიური საბჭოს სხდომაზე განხილვის შედეგების გათვალისწინებით წარმოადგინოს საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების ახალი შემადგენლობები. 


3. აკადემიური საბჭოს მიერ საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შემდგომ დაევალოს აღნიშნულ შემადგენლობებს  „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით გათვალისწინებული წესის განუხრელი დაცვით უზრუნველყოს საკონკურსო და საჭიროების შემთხვევაში საკონკურსო-სააპელაციო პროცედურების ჩატარება.


4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
7. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 


რექტორი, პროფესორი                                                                            აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 122/2015

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373  მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების დანართიN1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და                       მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის  დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა,  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის  ი. რატიანისა  და კომისიის თავმჯდომარის თ. ჯაგოდნიშვილის 2018 წლის 15 ივნისის N12310/10, წერილების   (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის   ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

      ქართული ლიტერატურის  განყოფილება

1.    კვიტაიშვილი ემზარ -  მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული .
2.    არგანაშვილი გია - მეცნიერი თანამშრომელი  0,5  საშტატო ერთეული .
           
ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის  განყოფილება

  1.  ხვედელიძე ირაკლი - მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული.

          ფოლკლორის  განყოფილება

1.    არაბული ამირან - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული  (10 წლის ვადით);

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება კონკურსის შედეგად არჩეულ სამეცნიერო პერსონალთან.
3.  ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.    



რექტორი         გიორგი  შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 155/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებისა და თსუ-ს რექტორის 21.10.2015, №194/01-01 და  21.10.2015, №195/01-01 ბრძანებების საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ფილოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის  რომანული ფილოლოგიის კათედრის ფრანგული ენის ასოცირებული პროფესორისა და იტალიური ფილოლოგიის  ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა) ქეთევან გაბუნია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მაია ჯავახიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ)  ილია გასვიანი - ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის მდივანი);
დ) დარეჯან ლაბუჩიძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი;
ე) მაია თევზაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ფილოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის  რომანული ფილოლოგიის კათედრის ფრანგული ენის ასოცირებული პროფესორისა და იტალიური ფილოლოგიის  ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსის საკონკურსო-სააპელაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) თინათინ მარგალიტაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნინო სანაია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) გაგა ლომიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 


რექტორი, პროფესორი                                                                             აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 123/2015

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლგიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლგიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის,  მე-10 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარის ზ. აბაშიძის 2018 წლის  14 ივნისის N11583/10-02 წარდგინების (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2018 წლის  14 ივნისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი ) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლგიის ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები  ნაწილობრივ  (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით: 

                      ძველი  ქვეყნების  ისტორიის განყოფილება
1.ქავთარაძე გიორგი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული  (10 წლის ვადით);
2. ბახსოლიანი ნანა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
        

     
                   შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება

3.კვაჭანტირაძე ეკა - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
4.გოილაძე  ვახტანგ -მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული  (10 წლის ვადით)
 5. ქუთათელაძე ქეთევან  - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
6. ქადაგიძე მარინე  -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
7.გაბისონია პაპუნა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
8.გოგოლაძე მედეა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;

         ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება

  9. კიკნაძე ვაჟა - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული  (უვადო).
10.ჭუმბურიძე დოდო - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული   (10წლის   ვადით);
 11. ბუბულაშვილი ელდარ - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული  (10  წლის ვადით);
 12.გელაშვილი გია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
 13.ქოქრაშვილი ხათუნა -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
 14.მიქიაშვილი ლელა -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
 15.  სონღულაშვილი ნატო - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
 16.არაბიძე ირინა  - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
 17.ტყავაშვილი მზია - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;  

           საქართველოს ეთნოლოგიის  განყოფილება

       18.მინდაძე ნინო - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული  (10 წლის ვადით);
19.იოსელიანი ხათუნა  -მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);   
20. გუჯეჯიანი როზეტა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
21.ჩირგაძე ნინო - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;  22.ალავერდაშვილი ქეთევან -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;     23.აზიკური ნაზი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
24. მამარდაშვილი  გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
25. ნებიერიძე ლელა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;                           

                        კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილება

 26. ოქრუაშვილი სალომე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (10  წლის ვადით);
 27. ჯანიაშვილი ლავრენტი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (10  წლის ვადით);
 28.ჯალაბაძე ნათია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
 29.კვაშილავა ირმა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;


                         ანთროპოლიგიური კვლევის ლაბორატორია

30.ჭითანავა დავით - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
31. ლალიაშვილი შორენა -მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;   
             

2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232  მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის  კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.  
4.  ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
6.  ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                გიორგი  შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 156/01-01

„ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე  საგანმანათლებლო  ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 25 თებერვლის  №33/2013 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 03.11.2015, №40764/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 25 თებერვლის  №33/2013 დადგენილება.


2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის 2016 წლის 1 იანვრიდან.

 


რექტორი, პროფესორი                                                                                აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 120/2015

,,სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა  და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის 05.11.2015,  №41157/02 წერილის საფუძველზე,  


 
აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ №6-ში (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგო) და დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,41“ პუნქტი: 


,,41. ასისტენტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს თვეში 1000 ლარით. ასისტენტის თანამდებობრივი სარგოს მიღების საფუძველს წარმოადგენს სავალდებულო კვირაში არანაკლებ 8 საათიანი სააუდიტორო და 8 საათიანი საკონსულტაციო დატვირთვის შესრულება.“


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

რექტორი, პროფესორი                                                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე    
                   

სრულად

ბრძანების N: 121/2015

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის 2018 წლის 29 მარტის №7735/10-02 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის  2018 წლის  29 მარტის  №7735/10-02  კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის 2018 წლის  29 მარტის №7735/10-02  კორესპონდენციის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის 2018 წლის   29 მარტის  №7735/10-02  კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი  შემადგენლობით:

ა) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დალი კანდელაკი  - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის  წევრი;
გ) ვასილ ბარამიძე  - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  - კომისიის წევრი;
დ) გიორგი მახარობლიშვილი – იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი- კომისიის წევრი;
ე) დარეჯან გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი -კომისიის მდივანი;
ვ) ია ნაცვლიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი - კომისიის წევრი.
2. დაევალოს კომისიას 2018 წლის 30 ივნისამდე შეისწავლოს საკითხი და შედეგები წერილობითი სახით წარუდგინოს წარუდგინოს რექტორს.  
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი        გიორგი  შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 153/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2018 წლის 20 ივნისის  N12511/10  წერილის (თან ერთვის  ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის სხდომის ოქმი N9-დან ამონაწერი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვიანორ ახალაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი;
ბ) რევაზ აბაშია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ) მაია ლომია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ - ვიანორ ახალაია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - რევაზ აბაშია და  საკონკურსო კომისიის მდივნად - მაია ლომია;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და  თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2018 წლის 10 აგვისტოსი.
5. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

რექტორი       გიორგი შარვაშიძე
          

სრულად

ბრძანების N: 154/01-01

ივანე ჯავახიშვილის  სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით საუნივერსიტეტო საპრემიო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო  პრემიის გაცემის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 ნოემბრის №123/2013 დადგენილებისა  და თსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის 13.10.2015, №38400/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საუნივერსიტეტო საპრემიო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა)  ლევან ალექსიძე - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) იოსებ სალუქვაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ზაზა სხირტლაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) რამაზ ქურდაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე) ელგუჯა ხინთიბიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ვ) გიორგი დავითაშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;
ზ) გიორგი გოგსაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

 

2. საუნივერსიტეტო საპრემიო კომისიის საქმიანობა და სხვა პროცედურული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და „ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო  პრემიის გაცემის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 ნოემბრის №123/2013 დადგენილებით განსაზღვრული წესით.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

რექტორი, პროფესორი                                                                            აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე        

სრულად

ბრძანების N: 118/2015

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 05.10.2015, №190/01-01 ბრძანებისა და თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  05.11.2015, №41122/02 წერილის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა  სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ადამიანური რესურსის მართვის მიმართულებისა და კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის, კოგნიტური ფსიქოლოგიის მიმართულების (ფსიქოლოგიური ანთროპოლოგის პროგრამა) პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) თამარ გაგოშიძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამარ აბაშიძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მაია მესტვირიშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) დავით ძიძიგური - გ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი;
ე)  დავით ჩარკვიანი - მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

 

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა  სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ადამიანური რესურსის მართვის მიმართულებისა და კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის, კოგნიტური ფსიქოლოგიის მიმართულების (ფსიქოლოგიური ანთროპოლოგის პროგრამა) პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსის საკონკურსო-სააპელაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა) მანანა მელიქიშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ლუიზა არუთინოვი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლილი ხეჩუაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ანასტასია ქიტიაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

რექტორი, პროფესორი                                                                                აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე         

სრულად

ბრძანების N: 119/2015

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის  შეწყვეტის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-12 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის"  N1 დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის"  მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის (N11065/10, 31.05.2018), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 8 ივნისის N11674/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 7 ივნისის N11637/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 4 ივნისის N11315/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 5 ივნისის N11368/29, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 6 ივნისის N11413/26, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 21 ივნისის N12605/31-01  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს №1 დანართის შესაბამისად, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან                   5 წლიანი ვადის გასვლის გამო (დანართი №1)
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
5.    წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)


რექტორი           გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 585/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2018-2019 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:
1.    გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წელს თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ სამაგისტრო პროგრამებზე;
2.    განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 27 აგვისტო - 3 სექტემბერი;
ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 4 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 5 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
ვ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 5 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6  სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 7 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება –10 სექტემბერი;
კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 7 სექტემბერი;
ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 12 სექტემბერი;
ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 13  სექტემბერი;
ო) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) –  10 სექტემბერი;
პ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -  14 - 17 სექტემბერი;
ჟ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 18 სექტემბერი;
რ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 19 სექტემბერი.

3.    განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2018 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი)  სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

4.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი       გიორგი შარვაშიძე



სრულად

ბრძანების N: 152/01-01

“ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებისა და თსუ-ს  იურიდიული დეპარტამენტის 09.10.2015, №38148/02  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება “ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილების მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

“2. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიისა და რუსეთის ისტორიის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა)   ლევან ალექსიძე - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თეიმურაზ პაპასქირი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მერაბ კალანდაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ)  ლევან გორდეზიანი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე)    თამარ ხოხობაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.“

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


რექტორი, პროფესორი                                                                            აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 117/2015

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარსადგენად პირთა შერჩევის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარსადგენად პირთა შერჩევის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

    ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის  05.06.2018 წლის №11050/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარსადგენად პირთა შერჩევის მიზნით, შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნუნუ ოვსიანიკოვა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) თამარ  გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) ვასილ გონაშვილი - აკადემიური საბჭოს წევრი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე) გოჩა ფერაძე, აკადემიური საბჭოს წევრი, თსუ დამოუკიდებელი სამენციერო-კვლევით ერთეულის - თინათინ წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის სამართლის ისტორიის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კომისიის წევრი;
ვ) ირმა ხარშილაძე - იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ზ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.
2. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებულმა კომისიამ, დადგენილ ვადაში, უზრუნველყოს მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარსადგენად შესაბამის პირთა შერჩევა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, სათანადო ინფორმაციის გაგზავნა ელ. მისამართზე info@justice.gov.ge.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


რექტორი                                                                                                                          გიორგი  შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 150/01-01