ბრძანების N: 299/01-01
ბრძანების N: 258/02-01
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური
ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო -კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის,უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით):
ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - საქართველოს სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდებში ან/და ინსტიტუტის ფონდებში დაცული გეოლოგიური ანგარიშის შედგენაში მონაწილეობა;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
გ) მეცნიერი თანამშრომელი - სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
6. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 27 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 28 ნოემბრიდან 2017 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2017 წლის 20 დეკემბრისა;
7. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 0.5 საშტატო ერთეული (ერთი).
8. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
მყარი სასარგებლო წიაღისეულისა სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ერთი)
ენერგეტიკული რესურსებისა და ახალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ორი)
გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ერთი)
სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ერთი)
ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
საგამოცდო ცენტრი „გეოანალიტიკა“
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული.
9. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ორი)
ენერგეტიკული რესურსებისა და ახალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ერთი)
საინჟინრო-გეოლოგიური, გეოფიზიკური და ჰიდროგეოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი – 0.5 საშტატო ერთეული (ორი)
რეგიონული გეოლოგიისა და კარტირების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული
მინერალური ნედლეულის ეკონომიკისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
სილიკატებისა და საშენი მასალების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 5 საშტატო ერთეული
საგამოცდო ცენტრი „გეოანალიტიკა“
მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული.
10. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
11. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 28 ნოემბრიდან 2017 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში. მისამართი: ქ.თბილისი. მინდელის ქ. 11, მე - 4 სართული, ოთახი № 408;
12. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
14. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
15. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი
ბრძანების N: 220/01-01
ბრძანების N: 1094/01-04
ბრძანების N: 1188/01-04
ბრძანების N: 256/02-01
ბრძანების N: 298/01-01
1. შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება და დამატება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 20 თებერვლის N33/02-01 ბრძანებაში „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი“:
ა) ბრძანების N1 დანართით დამტკიცებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის:
ა.ა) მე-2 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,81“ პუნქტი:
,,81. პროექტის განხორციელებისას შესაძლებელია პროექტის ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 10 პროცენტამდე ცვლილება, რაც ხორციელდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციისათვის წერილობითი ცნობებით (ადმინისტრაციასთან შეთანხმება), ხოლო პროექტის ბიუჯეტის მუხ¬ლობრივი განწერის 10 პროცენტზე მეტი ოდენობით ცვლილების დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია საბჭოს თანხმობა.”
ა.ბ) მე-2 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. პროექტის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 1 თვის ვადაში პროექტის ავტორ(ებ)მა საბჭოს სახელზე უნდა წარმოადგინონ პროგრამული და ფინანსური ანგარიში, შესაბამისი შეფასების ფორმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას რეკომენდატორ/ებ/ის დასკვნა (შეფასება) წარმოდგენილ პროგრამულ ანგარიშზე, საბჭოზე შემდგომი განხილვის მიზნით.“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა
ბრძანების N: 236/02-01
ბრძანების N: 1043/01-04
ბრძანების N: 238/02-01
ბრძანების N: 296/01-01
ბრძანების N: 297/01-01
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში სკოლის გამოსაშვები საატესტატო გამოცდებისათვის თითოეულ საგანში ფასიანი მომსახურების ერთი კურსის (კურსის ხანგრძლივობა 7 თვე: 2017 წლის 1 ნოემბერი - 2018 წლის 10 ივნისი; კურსის მოცულობა - 90 საათი) მომზადების საფასური 2017-2018 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) მათემატიკა – 500 ლარის ოდენობით;
ბ) ფიზიკა – 500 ლარის ოდენობით;
გ) ქიმია – 500 ლარის ოდენობით;
დ) ბიოლოგია – 500 ლარის ოდენობით;
ე) გეოგრაფია - 500 ლარის ოდენობით;
2. აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში სკოლის გამოსაშვები საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მოსამზადებლად დადგინდეს შეღავათები კურსის ღირებულების გადახდისას შემდეგი ოდენობით:
ა) 2 (ორი) ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცეს შესაძლებლობა სწავლის საფასური დაფაროს ეტაპობრივად, კერძოდ:
ა.ა)სწავლის საფასურის ოდენობის გადახდა გადანაწილდეს 6 თვეზე, ყოველთვე წინასწარი გადახდით;
ა.ბ.)აბიტურიენტის მიერ სწავლის საფასურის ყოველთვე გადახდის შემთხვევაში, გადასახდელი თანხის პირველი თვის საფასური დაიფაროს 2017 წლის 30 ოქტომბრიდან 07 ნოემბრამდე, ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდა განხორციელდეს ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში, არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა;
ა.გ.)შესაძლებელია სწავლის საფასურის ოდენობის გადახდა გადანაწილდეს ორ ნაწილად: გადასახდელი თანხის პირველი ნაწილი დაიფაროს 2017 წლის 30 ოქტომბრიდან 07 ნოემბრამდე, ხოლო გადასადელი თანხის მეორე ნახევარი დაიფაროს 2017 წლის 31 დეკემბრამდე;
ბ) 3 (სამი) საგნის არჩევის შემთხვევაში მომზადების საფასური განისაზღვროს გადასახდელი თანხის საერთო ღირებულების 95 %-ს ოდენობით;
გ) 4 (ოთხი) საგნის არჩევის შემთხვევაში მომზადების საფასური განისაზღვროს გადასახდელი თანხის საერთო ღირებულების 90 %-ს ოდენობით;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი აბიტურიენტების მიერ 3 (სამი) ან 4 (ოთხი) საგნის არჩევის შემთხვევაში, სწავლის საფასურის ოდენობა განისაზღვროს გადასახდელი თანხის საერთო ღირებულების 85%-ის ოდენობით;
ე) მოსამზადებელ განყოფილებაში ოჯახიდან 2 (ორი) ან მეტი აბიტურიენტის დარეგისტრირების შემთხვევაში, აბიტურიენტის მიერ 3 (სამი) ან 4 (ოთხი) საგნის არჩევის შემთხვევაში, სწავლის საფასურის ოდენობა განისაზღვროს გადასახდელი თანხის საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით;
ვ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლების შვილებისთვის აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 65%-ის ოდენობით;
3. აბიტურიენტების მოსამზადებელ განყოფილებაში საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგანში ერთი კურსის (კურსის მოცულობა 90 საათი) მოსამზადებლად მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 20 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
4. უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტების მოსამზადებელ განყოფილებაში საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგანში ერთი კურსის მოსამზადებლად ჯგუფი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 5 მსმენელის არსებობის შემთხვევაში.
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა
ბრძანების N: 231/02-01
ვბრძანებ:
1. ჩატარდეს კონკურსი 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გრანადისა და საპიენცას უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 26 ოქტომბერს 16 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №108 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მიხეილ ჩხენკელი, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)თამაზ ზუბიაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
გ)ხათუნა მარწყვიშვილი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცე¬ლა¬რიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მიხეილ ჩხენკელი
რექტორის მოადგილე
ბრძანების N: 217/01-01
ბრძანების N: 1350/02-04
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ (მოდულურ) საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
ა) სააუდიტორიო მეცადინეობები – 2017 წლის 23 ოქტომბერი – 2018 წლის 29 ივნისი;
ბ) არდადეგები - 1 - 8 იანვარი;
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი
ბრძანების N: 216/01-01
ბრძანების N: 294/01-01
ბრძანების N: 295/01-01
ბრძანების N: 1044/01-04
ბრძანების N: 1045/01-04