საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე აპლიკანტების ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე აპლიკანტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და   მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 13 ნოემბრის №224/19 ბრძანებისა და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2019 წლის 22 ნოემბრის N22842/10 წარდგინების საფუძველზე,



ვბრძანებ:

1.ჩაირიცხონ 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე აპლიკანტები თანდართული სიის შესაბამისად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1.1 „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი‘‘ (დანართი №1);
1.2 „ტუროპერატორი‘‘ (დანართი №2);
1.3 „საბაჟო საქმე‘‘ (დანართი №3);
1.4 „შემფასებელი‘‘  (დანართი №4);
1.5 „საოფისე საქმე‘‘ (დანართი №5);
1.6 „სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა‘‘ (დანართი №6);
1.7 „ბაგა - ბაღის აღმზრდელი პედაგოგი‘‘ (დანართი №7);
1.8 „ბიბლიოთეკარი‘‘ (დანართი №8)

2.ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ  ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს   პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორის მოვალეობის შემსრულებელი            ნინო ოკრიბელაშვილი
სრულად

ბრძანების N: 1171/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე მიღების მიზნით ტესტირებისა და საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე მიღების მიზნით ტესტირებისა და საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის   დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების”, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის   17 ოქტომბრის №18457/29 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე მიღების მიზნით ტესტირების კომისიის შემადგენლობა №1 დანართის  შესაბამისად (დანართი №1);
2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე მიღების მიზნით საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა №2 დანართის შესაბამისად (დანართი №2);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 214/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის   თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის  შედეგის  (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა,   მე-9  და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2019 წლის 21 ნოემბრის N22743/10  წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 21 ნოემბრის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის   მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:

ქიმიური ეკოლოგიის  ლაბორატორია
1)   ალექსანდრე ცერცვაძე -  მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული


მაღალმოლეკულურ  ნაერთთა  ქიმიის ლაბორატორია
1)   ქეთევან არჩვაძე -    მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული


2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.

3. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      ნინო ოკრიბელაშვილი
სრულად

ბრძანების N: 290/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირების პროცედურის განსაზღვრის თაობაზე
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირების პროცედურის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახლეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე ტესტირების პროცედურა №1 დანართის შესაბამისად;
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                     გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 213/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. შეუჩერდეთ    სტუდენტის    სტატუსი    2019-2020    სასწავლო    წლის    შემოდგომის სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური  რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების   დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).






რექტორის მოვალეობის შემსრულებელი         ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 1154/01-04

2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბიალისტოკის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიბის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბიალისტოკის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიბის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (22648/10; 20.11.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს  კონკურსი  2019/2020  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ- მობილობის პროგრამის  ფარგლებში    ბისალისტოკის    უნივერსიტეტის  მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის  გამოყოფილი სტიპენდიის  კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 21 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ირინე გველესიანი,   თსუ   ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)მარიამ კევლიშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; კომისიის წევრი;
გ)ანა თოხაძე, იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კომისიის წევრი;

4.დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა  აუდიტის  სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი          ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 288/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილებების  შეტანის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 16 ოქტომბრის N18340/10, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის 2017 წლის 17 ოქტომბრის №18410/10 და საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტის 2017 წლის 18 ოქტომბრის N18616/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში: 
1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,ბ” თავის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.1. ერეკლე კუპატაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი, კომისიის თავმჯდომარე“;
2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,ბ” თავის მე-11 მუხლის 11.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11.1. ზურაბ ზურაბიშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე“;
3. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,გ” თავის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი
4.1. მანანა ფეიქრიშვილი - უფროსი ინჟინერი, კომისიის თავმჯდომარე;
4.2. ნინო ადუაშვილი  - უფროსი ინჟინერი;
4.3. ლარისა ჩადრანიანი - უფროსი ინჟინერი;
4.4. მზია ბრეგვაძე - უფროსი ინჟინერი;
4.5. თეა ზაქარიაძე - მდივანი;
4.6. თამარ შენგელია - საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი სპეციალისტი;“
4. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,ბ” თავის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. მედიცინის ფაკულტეტის კომისია:
17.1.ნინო ბეგიშვილი-მედიცინის ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
17.2.თეიმურაზ დოჭვირი-მედიცინის ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ასისტენტ-პროფესორი;
17.3.მარიკა შონია-საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი;
17.4.მანუჩარ მოდებაძე-მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
17.5.გიორგი სტურუა-საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                               ნუნუ ოვსიანიკოვა



სრულად

ბრძანების N: 230/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე  ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის  ვადების განსაზღვრის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების’’ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
ბ) ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
გ) პროფესიული განათლების წინა საფეხურის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სამხედრო  აღრიცხვაზე  ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადად 13 - 20 ნოემბერი.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი           გიორგი შარვაშიძე
  

სრულად

ბრძანების N: 212/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელი თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელი თანამდებობაზე  გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი  ოქმი) დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის  პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების  დაკავების  დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  დანართი N1- ის მე-6 მუხლის  მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის,  ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის     ინსტიტუტის  დებულების, მე-8 მუხლის  მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის,  სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების  შესახებ  რექტორისა და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2019  წლის    პირველი ოქტომბრის     N17/04  ერთობლივი ბრძანების  და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის  ნანა ბოლაშვილის  2019 წლის 12 ნოემბრის  N22037/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2019 წლის 11 ნოემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის   ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალის -    მეცნიერი  თანამშრომელი თანამდებობაზე  გამოცხადებული  კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი  ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოთ ჩამოთვლილი პირები:

ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილება
1. აკაკი  ნადარაია - მეცნიერი თანამშრომელი 1  საშტატო ერთეული გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილება
1.  გიორგი ჩართოლანი - მეცნიერი თანამშრომელი 1  საშტატო ერთეული

კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის ლაბორატორია
1. ზაზა გულაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი 1  საშტატო ერთეული
2.  ანა ირემაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი 0.5  საშტატო ერთეული

2.დაევალოს პერსონალის მართვის  დეპარტმენტს  შრომითი  ხელშეკრულებების  გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური,  ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 285/01-01

2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი იაშის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სტაჟირების პროგრამის სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი იაშის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სტაჟირების პროგრამის სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (N 22249/10; 14.11.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს  კონკურსი  2019/2020  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+  საერთაშორისო  კრედიტ- მობილობის პროგრამის ფარგლებში იაშის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის შემოთავაზებული  სტაჟირების პროგრამის სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 15 ნოემბერს, 17:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირინე    გველესიანი,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თამარ ქარაია, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; კომისიის წევრი;
გ) ია ნაცვლიშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




რექტორი             გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 286/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს   2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების _ "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ.), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 4 ოქტომბრის №20/04 ერთობლივი ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის   ნანი გაფრინდაშვილის 2017 წლის  17 ოქტომბრის №18386/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 23 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 24 ნოემბრიდან 2017 წლის                    30 ნოემბრის ჩათვლით, კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის  15 დეკემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ბიზანტინისტიკის  კათედრა

    პროფესორი – 1 საშტატო ერთეული


5. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული  (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);   
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 24 ნოემბრიდან   2017 წლის 30 ნოემბრის 18 საათამდე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში,  მისამართი:  თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, II სართული, ოთახი N 207;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

   

რექტორი                                                     გიორგი შარვაშიძე                                   
                       

სრულად

ბრძანების N: 209/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-3,  მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების,    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 9 ოქტომბრის №21/04 ერთობლივი ბრძანების, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის  გრიგორ ტატიშვილის 2017 წლის 18 ოქტომბრის №18562/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის  ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;

2. მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება     (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.  მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა (10 წლის ვადით) შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. კონკურსანტს ასევე მოეთხოვება:

ა) იმ ვაკანსიათა პროფილებით, რომლებიც მიეკუთვნება ფუნდამენტალური კვლევების მიმართულებას დამატებით 2 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში და 1 მონოგრაფია ან 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში და 1 პატენტი ან 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში და მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროექტში;

ბ) იმ ვაკანსიათა პროფილებით, რომლებიც მიეკუთვნება გამოყენებითი კვლევების მიმართულებას დამატებით მოეთხოვება 2 პატენტი ან 1 პატენტი და 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან 1 პატენტი და 1 მონოგრაფია ან 1 პატენტი და მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროექტში;


4. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და  უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. კონკურსანტს ასევე მოეთხოვება ვაკანსიის პროფილის მიხედვით მიღებული 1 პატენტი ან 1 სტატია გამოქვეყნებული მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან მონაწილეობა სამეცნიერ-კვლევით პროექტში.
შენიშვნა: მაღალრეიტინგული გულისხმობს, რომ შესაბამისი სამეცნიერო პროდუქტი ასახულია ან ტომსონ როიტერის Web of Science - ის ან Scopus-ის ან Google Scholar – ის ბაზაში.
6. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;           
7. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 23 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 24 ნოემბრიდან 2017 წლის პირველი დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2017 წლის     18 დეკემბრისა.
8. კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

ლევან  ჯაფარიძის სახელობის დენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდო მასალების ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

რევაზ დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

ნიკოლოზ ლანდიას სახელობის თერმოქიმიის ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული (ერთი - 10 წლის ვადით)

9. კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

ლევან  ჯაფარიძის სახელობის Dდენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდო მასალების ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 8 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)


გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 6 საშტატო ერთეული

ადგილობრივი წიაღისეულისა და მინერალური ნედლეულის ქიმიური გადამუშავების ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული

ელენე ნანობაშვილის სახელობის რადიაციული ქიმიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

ჯონდო ჯაფარიძის სახელობის არაწყალხსნართა ელექტროქიმიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

რევაზ დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

აპოლონ ავალიანის სახელობის ლღობილთა ელექტროლიზის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული 

კატალიზის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 

ნიკოლოზ ლანდიას სახელობის თერმოქიმიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული 

არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
   
ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული 

10. კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

ლევან  ჯაფარიძის სახელობის Dდენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდო მასალების ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 6 საშტატო ერთეული

გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)

ადგილობრივი წიაღისეულისა და მინერალური ნედლეულის ქიმიური გადამუშავების ლაბორატორია:
 მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
 მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

ელენე ნანობაშვილის სახელობის რადიაციული ქიმიის ლაბორატორია:
 მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული

ჯონდო ჯაფარიძის სახელობის არაწყალხსნართა ელექტროქიმიის ლაბორატორია:
 მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

რევაზ დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული

აპოლონ ავალიანის სახელობის ლღობილთა ელექტროლიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული 

კატალიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული 

ნიკოლოზ ლანდიას სახელობის თერმოქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 

არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)

ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (სამი)


11. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2); 
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV); 
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
12. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 24 ნოემბრიდან 2017 წლის პირველი დეკემბრის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ     რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის  მისამართზე:  თბილისი, მინდელის ქ. №11. ოთახო №205-ა.
13. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის – რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;  
14. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
15. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
16.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი             გიორგი შარვაშიძე      
სრულად

ბრძანების N: 210/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო” ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა  და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შერჩევის  წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 07 თებერვლის N28/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 05 ნოემბრის N21538/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა განისაზღვროს 300 000 ლარით.
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019/2020  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ბაკალავრიატის/ მაგისტრატურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 51 540 ლარი; 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 50 254 ლარი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 35 347 ლარი; 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 65  147 ლარი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი – 53 783 ლარი; ვ) მედიცინის ფაკულტეტი – 24 357 ლარი;
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 19 572 ლარი;
3.   ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.  დაევალოს  უნივერსიტეტის  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



რექტორი       გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 281/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - „კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესის“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - „კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესის“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის 2019 წლის 04 ოქტომბრის N 22259/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2019  წლის  4-7  ნოემბერს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  „კავკასიოლოგთა  V  საერთაშორისო  კონგრესის“ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) გიორგი შარვაშიძე - თსუ რექტორი  საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნუნუ ოვსიანიკოვა  - თსუ ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი,  საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ცირა ბარამიძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ)  ლევან  მაღრაძე  -  საქართველოს  პარლამენტის  დიასპორისა  და  კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ე) ნანა გაფრინდაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ)  თეა  გერგედავა  -  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის  უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ზ) მაია გურაბანიძე - თსუ მუზეუმის დირექტორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ) გიორგი გორაშვილი - თსუ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ი) თამარ ებრალიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
კ) თამარ ვეფხვაძე - თსუ კანცელარიის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი; 
ლ) ნინო კაკულია - თსუ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ) არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ნ) ნანა მამაგულიშვილი - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
პ) გიორგი ტალახაძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი,  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჟ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი,  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
რ) ნატო ჩუბინიძე - თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ს) ირაკლი ხარჯავანიძე - თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ტ) ნინო რუხაძე - კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მოწვეული პედაგოგი, ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  რესურსების  მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, საორგანიზაციო კომისიის წევრი;
უ) მაია ციცვიძე - კავკასიოლოგიის  სასწავლო-სამეცნიერო  ინსტიტუტის სპეციალისტი, საორგანიზაციო კომისიის წევრი.
2. დაევალოს  საფინანსო  დეპარტამენტს  გახსნას  კონგრესის  მოსაკრებლისთვის (სარეგისტრაციო გადასახადი) სპეციალური ანგარიში.
3. კონგრესის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 3500 ლარის ოდენობით. ამას გარდა, გამოყენებულ იქნას სარეგისტრაციო გადასახადიდან შემოსული თანხები და კონგრესისათვის ფულადი   შემოწირულობა (დანართი N1). კონგრესთან   დაკავშირებული   სხვა ხარჯები გაწეულ იქნას სარეგისტრაციო გადასახადიდან და კონგრესისათვის ფულადი შემოწირულობიდან შემოსული თანხებიდან.
4. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. კონგრესის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და კონგრესის ვებ- გვერდის განახლება. 
6. დაევალოს  მატერიალური  რესურსების  მართვის  დეპარტამენტს   კონგრესის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
7. დაევალოს თსუ გამომცემლობას კონგრესის  მასალების/პუბლიკაციების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
8. დაევალოს  საზოგადოებასთან  ურთიერთობის  დეპარტამენტს  უზრუნველყოს კონგრესის  გაშუქება.
9. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. დაევალოს  კანცელარიას  ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






რექტორი            გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 277/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი, პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომის ფორმის ნიმუშებისა და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის დამტკიცებისა და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის ნიმუშების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორის 2015 წლის 02 სექტემბრის №151/01-01 ბრძანებისა და „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის შესახებ“ თსუ რექტორის 2017 წლის 03 ივლისის №131/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი,  პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების  დამადასტურებელი  სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომის ფორმის ნიმუშებისა და  მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის დამტკიცებისა და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის ნიმუშების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორის 2015 წლის  02 სექტემბრის №151/01-01  ბრძანებისა და  „სსიპ  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის  გაცემის შესახებ“ თსუ  რექტორის 2017 წლის  03 ივლისის  №131/01-01  ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის,491-ე მუხლის,  ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის,  პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 და 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებების,  ,,მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის    დამტკიცების   თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №142/ნ ბრძანების, „უმაღლესი   განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის  N126/ნ და „პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის   მინისტრის  2019 წლის 29 მაისის  N99/ნ  ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის-პროფესიული განათლების ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 07 ივნისის N64 დადენილებისა და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების)  დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა  და განადგურების შესახებ“ თსუ  რექტორის 2018 წლის 12 იანვრის N04/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი,  პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომის  ფორმებისა და მასწავლებლის მომზადების  სერტიფიკატის ფორმის ნიმუშები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით:


2. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დიპლომი, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის)  გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი N1), მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დიპლომი, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი)  ჩამოწერის ან/და განადგურების აქტი (ნიმუში - დანართი N2), მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დიპლომი,  მასაწავლებლის მომზადების სერტიფიკატი) მოძრაობის, დიპლომებისა  და მასწავლებლის მომზადების  სერტიფიკატის   გაცემის,  დუბლიკატებისა  და  შეცვლილი დიპლომების  და  მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის  სარეგისტრაციო ჟურნალები (ნიმუშები - დანართი NN3,4,5). დუბლიკატებისა და შეცვლილი დიპლომების, ასევე მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის  გაცემის  სარეგისტრაციო ჟურნალები იწარმოება  ინდივიდუალურად,  ინფორმაციის  ეტაპობრივი დაგროვების  ფორმით  და იკინძება (ზონარგაყრილი, კანცელარიის ბეჭედდასმული ფორმით), კონკრეტული სასწავლო წლის დასრულების შემდგომ, მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი  სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ"  თსუ  რექტორის 2015 წლის  02 სექტემბრის  №151/01-01 ბრძანება მასში შესული ცვლილებებითა და დამატებებით წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის  გაცემის შესახებ“  თსუ   რექტორის 2017 წლის  03 ივლისის  №131/01-01 ბრძანება წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან.

5.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

6. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

7. წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.



რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 284/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ „ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების მე-2 პუნქტის, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 11 ნოემბრის N281/01-01 და 2018 წლის 7 თებერვლის N28/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვ. გობრონიძის 21.11.2019წ. N22758/10 დასკვნის, ზუსტ და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის    დეკანის    რამაზ    ხომერიკის 20.11.2019წ. N22657/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ 51539.98 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტები დანართი N1-ის მიხედვით;
2.დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში;
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება მაინდეფიცირებელი მონაცემების გარეშე დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,შიდა აუდიტის სამსახური, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი              ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 1348/02-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების / მაგისტრანტობის კანდიდატების / სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის,  ,,აბიტურიენტებისათვის / მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის /სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 16 ოქტომბრის №898, №899 და №902 ბრძანებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები №1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2.      ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი        გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1023/01-04

2017/2018 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის (იტალია) მიერ გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2017/2018 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის (იტალია) მიერ გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (18795/10; 20.10.17) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2017/2018 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 25 ოქტომბრის 11 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ვახტანგ ლიჩელი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)ნინო დარასელია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
გ)ხათუნა ცხადაძე, თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი
დ)თეა გერგედავა, თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – ანი ჭელიშვილი.  
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1)
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი                           გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 207/01-01

2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გრანადის უნივერსიტეტისა (ესპანეთის სამეფო) და ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის (საფრანგეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გრანადის უნივერსიტეტისა (ესპანეთის სამეფო) და ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის (საფრანგეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილების (№18816/10, №18860/10; 20.10.17) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2017/2018 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გრანადის უნივერსიტეტისა და ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 24 ოქტომბერს 11 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №115 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ალექსანდრე თევზაძე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)ვალერიან მელიქიძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი
გ)მანანა გელაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი 
დ)მედეა დესპოტაშვილი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ე)დემეტრე ეგნატაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, ასისტენტი, კომისიის წევრი
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1)
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის  ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



რექტორი                                 გიორგი შარვაშიძე 



სრულად

ბრძანების N: 208/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულ პირველსემესტრელი დოქტორანტებისათვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულ პირველსემესტრელი დოქტორანტებისათვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2017 წლის 17 ოქტომბრის №18477/10 და 19 ოქტომბრის №18710/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა”, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულ პირველსემესტრელი დოქტორანტებისათვის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) შემოდგომის სემესტრი:

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 13-20 ნოემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 15-20 ნოემბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 20 ნოემბერი – 10 მარტი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი – 12 – 29 მარტი (დასკვნითი გამოცდები), 06-14 აპრილი (დამატებითი გამოცდები);
ა.ე) არდადეგები – 31 დეკემბერი – 7 იანვარი, 17 – 22 აპრილი.


ბ) გაზაფხულის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 10-23 აპრილი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 16-23 აპრილი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 23 აპრილი – 04 აგვისტო;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი – 06 – 23 აგვისტო (დასკვნითი გამოცდები),03-10 სექტემბერი (დამატებითი გამოცდები);
ა.ე) არდადეგები – 11 – 30 სექტემბერი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი გიორგი შარვაშიძე
           




სრულად

ბრძანების N: 215/01-01