საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 18 ივლისის №115/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 55-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება  „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 18 ივლისის №115/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი".

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

სრულად

ბრძანების N: 120/01-01

,,სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის #58/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის #187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ერმი ქემოკლიძისათვის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 11 ივლისის N#75/02-01 ბრძანების, უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის 2014 წლის 12 ივნისის N#18321/02, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2014 წლის 18 ივნისის #18913/02, უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი. საღარეიშვილის 2014 წლის 02 ივლისის #20463/02, უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ტ. ზარანდიას 2014 წლის 30 ივნისის N#20056/02 და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ე. ქემოკლიძის 2014 წლის 10 ივლისის #21384/02 კორესპონდენციების  და უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ა. კუკულავას 2014 წლოის 18 ივლისის #22299/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის #58/02-01 ბრძანებაში:
ა) აღნიშნული ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით”
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის #187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე”.
ბ) ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართი #1 ჩამოყალიბდეს ახალი წინანმდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი №1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                 ერმი ქემოკლიძე

სრულად

ბრძანების N: 106/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014–2015 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის #83/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014–2015 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად
დამოწმებული ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის  წარმოდგენით); 
გ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი   (ვაჟებისათვის); 
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი   დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი, პროფესორი            აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 

სრულად

ბრძანების N: 119/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 18 ივლისის №115/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 55-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება  „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 18 ივლისის №115/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი".

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

სრულად

ბრძანების N: 120/01-01

,,სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის #58/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის #187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ერმი ქემოკლიძისათვის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 11 ივლისის N#75/02-01 ბრძანების, უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის 2014 წლის 12 ივნისის N#18321/02, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2014 წლის 18 ივნისის #18913/02, უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი. საღარეიშვილის 2014 წლის 02 ივლისის #20463/02, უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ტ. ზარანდიას 2014 წლის 30 ივნისის N#20056/02 და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ე. ქემოკლიძის 2014 წლის 10 ივლისის #21384/02 კორესპონდენციების  და უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ა. კუკულავას 2014 წლოის 18 ივლისის #22299/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის #58/02-01 ბრძანებაში:
ა) აღნიშნული ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით”
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის #187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე”.
ბ) ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართი #1 ჩამოყალიბდეს ახალი წინანმდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი №1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                 ერმი ქემოკლიძე

სრულად

ბრძანების N: 106/02-01

სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 101-ე დარბაზისათვის სახელის მინიჭების თაობაზე
     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 ივლისის №22031/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
  
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 101-ე დარბაზს მიენიჭოს ქართველი ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის სახელი.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი, პროფესორი                                                     აკადემიკოსი   ვლადიმერ პაპავა

სრულად

ბრძანების N: 118/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის სასწავლო პროგრამების გაანგარიშების პრობლემურ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 და მე-12 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის დაანგარიშების წესის შემუშავების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მარინე ჩიტაშვილი -  რექტორის მოადგილე, პროფესორი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) თამარ ვეფხვაძე – უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;  
გ) თეა გერგედავა – საგარეო ურთიერტობების დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;  
დ) ვასილ ბარამიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;  
ე) ნატო ჩუბინიძე – საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;  
ვ) ქეთევან მიქაძე – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;  
2. დაევალოს  სამუშაო ჯგუფს ჩაატაროს  შესაბამისი მოსამზადებელი სხდომები 2014 წლის 1 აგვისტომდე.
3. დაევალოს სამუშაო ჯგუფს მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო პრაქტიკისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მოთხოვნების საფუძველზე, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის დაანგარიშების წესის პროექტის შემუშავება და უნივერსიტეტის რექტორისათვის არაუგვიანეს 2014 წლის  1 დეკემბრისა, მისი წარდგენა დასამტკიცებლად.
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
 
ბრძანების N: 114/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2014 წლის 15 ივლისის №395 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:
ა) პროცედურული ვადები:
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 26 აგვისტო-1 სექტემბერი;
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება –               2-4 სექტემბერი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 5-8 სექტემბერი;
ა.დ) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 11 სექტემბერი.

2.    განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმომსვლელებისათვის (მათემატიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები და ფიზიკა) ცნობა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი არჩევითი საგნის (ფიზიკა/მათემატიკა) ჩაბარების შესახებ.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ბრძანების N: 115/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014–2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 11 ივლისის №21611/02 და 16 ივლისის №22121/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2014 წლის 15 ივლისის №21826/02 და 17 ივლისის №22190/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 26 ივნისის №19772/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 8 ივლისის №21020/02 და 2014 წლის 10 ივნისის №17975/02, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 8 ივლისის №21068/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 10 ივლისის №21407/02 და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის 2014 წლის 9 ივლისის №21164/02 წერილების საფუძველზე,    
   
ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:

1.1.    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3.    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5.    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
1.6.    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანების N: 116/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნიზაციისა და 2015-2018 წლის უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით კომისიის შექმნისა და ფუნქციათა განაწილების შესახებ
    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ზ“, ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 და მე-12 პუნქტების,  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“, ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტების დებულებებისა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის,  აგრეთვე ’’თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული მოდერნიზაცია 2014” სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნიზაციისა და 2015-2018 წლის უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა - კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის რექტორი;
ბ) დავით ჩომახიძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
გ) ლევან ალექსიძე - კომისიის წევრი, რექტორის მოადგილე;
დ) მარინე ჩიტაშვილი - კომისიის წევრი, რექტორის მოადგილე;
ე) მერაბ ელიაშვილი - კომისიის წევრი, რექტორის მოადგილე;
ვ) ალექსანდრე ცისკარიძე - კომისიის წევრი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
ზ) დარეჯან თვალთვაძე - კომისიის წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
თ) თამარ მახარაძე - კომისიის წევრი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ი) თეიმურაზ ბერიძე - კომისიის წევრი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
კ) ირაკლი ბურდული - კომისიის წევრი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ლ) რამაზ ბოჭორიშვილი - კომისიის წევრი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
მ) თამარ ვეფხვაძე - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
2. კომისიამ პირველ სამ სხდომაზე განსაზღვროს შესასრულებელი საკითხების ზუსტი ჩამონათვალი, სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა და მათ საქმიანობაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრები, შესრულების ვადები. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღება შეიძლება ეთხოვოს, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, ასევე თსუ აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე. სამუშაო ჯგუფში შეიძლება მოწვეული იყოს უცხოელი კოლეგა/ექსპერტი, თსუ საპატიო დოქტორის მქონე აკადემიური პერსონალი ან/და შესაბამისი მიმართულების/დარგის სპეციალისტი.
3.    კომისიის მუშაობა უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2014 წლის 15 დეკემბრისა.
4.    წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში კომისიას დაევალოს:
ა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ძირითადი და დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სტრუქტურის პროექტის შემუშავება (ორგანიზაციული მოწყობის მოდელის ძირითადი კონცეფცია);
ბ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, დამხმარე და აკადემიურ სფეროში საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობისა და აკადემიური პერსონალისადმი წაყენებული საერთო საუნივერსიტეტო, სამეცნიერო მინიმალური სტანდარტის შემუშავება;
გ) ეფექტიანობის მენეჯმენტის სტრატეგიის შემუშავება:
გ.ა) ანგარიშვალდებულებისა და ფინანსური გამჭვირვალეობის მიზნით შემოსავლების ოპტიმალური გადანაწილების მოდელისა და ეფექტიანობის მართვის ინდიკატორების სისტემის შემუშავება;
გ.ბ) საჭირო ინდიკატორების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული სახით მოპოვებისა და ფინანსური გამჭვირვალობის მიზნით საინფორმაციო სისტემების განვითარების სტრატეგიის შემუშავება.
5.    კომისიის მუშაობის შედეგები ეტაპობრივად განთავსდეს თსუ ვებგვერდზე, საჯარო განხილვისათვის.
6.    დაევალოს უნივერსიტეტის ფაკულტეტებს, კომისიის მიერ შემუშავებული უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტის განხილვა 2014 წლის 15 ნოემბრამდე.
7. უნივერსიტეტის სტრუქტურის პროექტისა და 2015-2018 წლის უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით, ქალბატონი მარინე ჩიტაშვილის (კომისიის წევრი, რექტორის მოადგილე) ხელმძღვანელობით შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შესაძლებელია დაკომპლექტდეს მოწვეული  ექსპერტებითა და უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებით. გარდა აღნიშნული ფუნქციისა დროებით ჯგუფს დაევალოს სტრატეგიული განვითარების მიმართულებით  უნივერსიტეტში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი საფუძვლების მომზადება.
8. კომისიის მიერ განხილული იქნას და რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ ერთობლივი წარდგინებით 2014 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყოფილი იქნას უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოზე დროებითი სამუშაო ჯგუფის მომზადებული უნივერსიტეტის სტრუქტურის პროექტის განსახილველად წარდგენა.
9. კომისიის მიერ განხილული იქნას და რექტორისა და ადმინსტრაციის ხელმძღვანელის მიერ ერთობლივი წარდგინებით 2014 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყოფილი იქნას უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე დროებითი სამუშაო ჯგუფის მომზადებული  2015-2018 წლის უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტის წარდგენა.    
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
11. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
12. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
13. ბრძანება შეიძლება საგაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6).

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის
შემსრულებელი                                                                                            ერმი ქემოკლიძე

სრულად

ბრძანების N: 12/04

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია/ვორქშოპის „COMET საერთაშორისო თანამშრომლობის ვორქშოპი – CM-14“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9  ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. 2014 წლის 22-26 სექტემბერს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია/ვორქშოპის „COMET საერთაშორისო თანამშრომლობის ვორქშოპი - CM-14“ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვლადიმერ პაპავა - თსუ რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი,  საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) მერაბ ელიაშვილი - თსუ რექტორის მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;
გ) მიხეილ ნიორაძე - მეფი-ს დირექტორი, თავმჯდომარის მოადგილე;
დ) დავით ჩომახიძე - თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თავმჯდომარის მოადგილე;
ე) გელა დევიძე - მეფი-ს მთავარი მეცნიერ-მკვლევარი, ჯგუფის    მდივანი;
ვ) ტარიელ ზარანდია - საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტის  უფროსი,  ჯგუფის წევრი;
ზ) იური თევზაძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა    ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე, ჯგუფის წევრი;
თ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;ი) ი) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
კ) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის    წევრი;
ლ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  უფროსი, ჯგუფის წევრი;

მ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ნ) ზვიად წამალაიძე – მეფი-ს უფროსი მეცნიერ-მკვლევარი, ჯგუფის წევრი;
ო)  ბადრი ჭილაძე - მეფი-ს მთავარი მეცნიერ-მკვლევარი, ჯგუფის წევრი;
პ) ირაკლი ხარჯავანიძე - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ჟ) არსენ ხვედელიძე - რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-     თანამშრომელი, ჯგუფის წევრი;

2. დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა და კონფერენციის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საკონფერენციო გრანტით (საგრანტო ხელშეკრულების №CF/13/6-200/14,  06.06.2014) გამოყოფილი 30,000 ლარის და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის 2014 წლის ბიუჯეტში საკონფერენციო ხარჯებისთვის გამოყოფილი 7,500 ლარის გამოყენებით (დანართი №1). 
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ვორქშოპის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობითა და ვორქშოპის ვებ-გვერდის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს ვორქშოპის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს ვორქშოპის სათანადოდ გაშუქება.
7. დაევალოს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს ვორქშოპის გახსნასთან დაკავშირებით კონცერტის ორგანიზება.
8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ბრძანების N: 110/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამების სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდის უზრუნველსაყოფად გასატარებელი დამატებითი ღონისძიებების შესახებ’’ რექტორის 2013 წლის 4 ნოემბრის #137/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9  ქვეპუნქტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ტარიელ ზარანდიას 2014 წლის 10 ივლისის №21439/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამების სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდის უზრუნველსაყოფად გასატარებელი დამატებითი ღონისძიებების შესახებ’’ რექტორის 2013 წლის 4 ნოემბრის №137/01-01 ბრძანების მე-4 პუნქტში  შევიდეს ცვლილება და  იგი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,,4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს, 2014 წლის 31 დეკემბრამდე  მოახდინოს ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა.“;
2.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ბრძანების N: 111/01-01

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2014 წლის 7 მაისის №65/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, 2014 წლის 26 ივნისის თსუ აკადემიური საბჭოს №63/2014-ით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის (მსოფლიო ისტორია, ისტორიის თეორიისა და დიდაქტიკის მიმართულება), თავმჯდომარის მ. პაპაშვილის 2014 წლის 14 ივლისის №21723/02  წერილის  (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დ. თვალთვაძის შუამდგომლობით)  და საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2014 წლის 7 მაისის  №65/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
 "4.კონკურსი გამოცხადდეს 2014 წლის 7 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 9 ივნისიდან 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით. მსოფლიო ისტორია, ისტორიის თეორიისა და დიდაქტიკის საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2014 წლის  19 ივლისისა". 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი, პროფესორი                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა                                          

სრულად

ბრძანების N: 109/01-01