საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო         ტექნოლოგიების         დეპარტმენტს         პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი - მ.შ.            ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 1040/01-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2022 წლის 03 ნოემბრის N29073/27  კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე

1. შევიდეს შემდეგი   სახის ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში:

ა) აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის პირველი მუხლის 45-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,45. სოფიო გულიაშვილი - ლაბორანტი (ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი
- ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის დეპარტამენტი).“.

ბ) აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის პირველი მუხლის 47-ე პუნქტი ამოღებული იქნას;

გ) აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,54. მიხეილ ქართველიშვილი - ლაბორანტი (ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრა, თსუ მე-8 სასწავლო კორპუსი).“.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 228/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 2022 წლის 28 ნოემბრის არჩევნების საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის,  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,    „სსიპ    -    ივანე   ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №100/2022 დადგენილების მე-2 პუნქტის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შეიქმნას  წარმომადგენლობითი  საბჭოს  (სენატის)  წევრთა  არჩევნების  ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვასილ ბარამიძე  - უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე;
ბ) მერი  კაპანაძე  -  უნივერსიტეტის  იურიდიული  დეპარტამენტის     წამყვანი სპეციალისტი;
გ) ზურა     გოგშელიძე     -     უნივერსიტეტის     იურიდიული     ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა    და   სამეცნიერო   კვლევების   სამსახურის   მთავარი
სპეციალისტი (I კატეგორია);

დ) ვიოლეტა    კირაკოსიანი - ალექსანდრე თვალჭრელიძის    სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
ე) აკაკი მიქაბერიძე - უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი საფინასო-ეკომონიკურ საკითხებში;
ვ) რევაზ ეგაძე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების    მართვის     დეპარტამენტის     საარჩევნო     კომისიების     მართვის განყოფილების უფროსი;
ზ) მიხეილ ჭიღლაძე - ა(ა)იპ ,,ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“  ხელმძღვანელი.

2. საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 28 ნოემბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
3. არჩევნების  საორგანიზაციო  (ტექნიკური)  უზრუნველყოფა  (საარჩევნო  კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით.
4. საარჩევნო   კომისიის   თავმჯდომარე,   მდივანი   და   კომისიის   სხვა   წევრები   ამ ბრძანებით    განსაზღვრული    ფუნქციების    შესრულებისათვის    უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად იღებდნენ ანაზღაურებას.
5. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების  შესასრულებლად  გადაცემა  მასში  მოყვანილ  დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. ბრძანება     ძალაში     შედის     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით, გამოქვეყნებისთანავე.
9. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ლაშა საღინაძეს.
10. წინამდებარე  ბრძანება  დაინტერესებული  პირის  მიერ  შეიძლება  გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში თბილისის    საქალაქო    სასამართლოს    ადმინისტრაციულ    საქმეთა    კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი          ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 338/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 37-2  მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 28 სექტემბრის N20/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2022 წლის პირველი ნოემბრის N 28667/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის
კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 7 ნოემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 8 დეკემბრიდან   2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 27 დეკემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
საგამოცდო  ცენტრი „გეოანალიტიკა“  - მეცნიერი თანამშრომლი - 1.0 საშტატო ერთეული;
5. სამეცნიერო   თანამდებობაზე   (მეცნიერი   თანამშრომელი)   გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: 
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი 2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ)სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ" 32 მუხლის მე2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ    დანაშაულთა ბრძოლის  შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული    სქესობრივი     თავისუფლებისა     და     ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი,რომელსაც  იმავე კანონის  საფუძველზე    სასამართლომ    ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 8 დეკემბრიდან   2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე, თსუ ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში. მისამართი: ქ.თბილისი, მინდელის ქ. 11, მე-4 სართული, ოთახი N408;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,    ალექსანდრე  თვალჭრელიძის სახელობის  მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი).
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი           ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 333/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წელის მირებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 04 ნოემბრის N 29204/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წლის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადები N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2. ბრძანების    უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი            ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 334/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ადგილმდებარეობის შერჩევის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ’’, ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და უნივერისტეტის რექტორის 2022 წლის 26 ოქტომბრის N 318/01-01 ბრძანების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის (შემდგომში - ,,უნივერისტეტი“) ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის, უნივერსიტეტის საკუთრებასა და სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე, ადგილმდებარეობის შერჩევის მიზნით  შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:


ა) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ბ) ნუგზარ ღლონტი - დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) გიორგი გრიგოლაშვილი - სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) ზურაბ კილასონია - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) აბესალომ საზუაშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) მიხეილ ჩიკვილაძე   - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) გიორგი ოქიტაშვილი - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) ლუკა დრიაშვილი -  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დებატ კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) რუსუდან ცაგარელი - იურიდიული ფაკულტეტი (ელსა), სამუშაო ჯგუფის წევრი; ლ) საბა ბასილაძე - იურიდიული ფაკულტეტი (სივრცე 037), სამუშაო ჯგუფის წევრი;
მ) ანა ტაბატაძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (თანასწორობის კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
ნ) ნიკოლოზ ადამაშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესისა ფაკულტეტი (თეატრალური კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
ო) თამარი ბიბიჩაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ინტელექტუალთა კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
პ) ბარბარე ჯაბანიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (მოლაშქრეთა კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი.
2.   სამუშაო  ჯგუფის  ხელძღვანელი  აირჩევა  სამუშაო  ჯგუფის  მიერ,  სამუშაო  ჯგუფის პირველ სხდომაზე, სამუშაო ჯგუფის სიითი შამდგენლობის უმრავლესობით.
3. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვულ სამუშაო ჯგუფს მიენიჭოს უფლებამოსილება უნივერსიტეტის საკუთრებასა და სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე განსაზღვროს უნივერისტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ადგილმდებარეობა და შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინოს უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
4. სამუშაო ჯგუფს მიენიჭოს უფლებამოსილება თავის ფუნქციათა განხორციელების პერიოდში, წინამდებარე ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების სრულფასოვნად შესრულებისათვის, მოითხოვოს შესაბამისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების მქონე სპეციალისტის/ექსპერტის/საექსპერტო დაწესებულების კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვევა, სათანადო კვალიფიციური განმარტებებისა და დასკვნების გაცემის მიზნით.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და დაინტერესებულ პირებს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
8. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით  დადგენილი  წესით,  მისი  ძალაში  შესვლის  დღიდან  1  თვის  ვადაში  ქ. 
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 22/04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ფუნქციონირებისათვის ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების (დადგენის) მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ’’, ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და უნივერისტეტის რექტორის 2022 წლის 26 ოქტომბრის N317/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ფუნქციონირებისათვის ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების (დადგენის) მიზნით  შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) გიორგი  ტალახაძე  - მატერიალური  რესურსების  მართვის  დეპარტამენტის  უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) ზურაბ  კილასონია - მატერიალური რესურსების მართვის  დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) ერეკლე კუპატაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) მანონი ჯოჯუა - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) ლევან კერესელიძე - საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) ზაზა წაქაძე - უნივერსიტეტის სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) ლევან საბაური - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) გიორგი ოქიტაშვილი - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) ლუკა დრიაშვილი -  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დებატ კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) რუსუდან ცაგარელი - იურიდიული ფაკულტეტი (ელსა), სამუშაო ჯგუფის წევრი; 
მ) საბა ბასილაძე - იურიდიული ფაკულტეტი (სივრცე 037), სამუშაო ჯგუფის წევრი;
ნ) ანა ტაბატაძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (თანასწორობის კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
ო) ნიკოლოზ ადამაშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (თეატრალური კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
პ) თამარი ბიბიჩაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ინტელექტუალთა კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
ჟ) ბარბარე ჯაბანიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (მოლაშქრეთა კლუბი), სამუშაო ჯგუფის წევრი.
2.   სამუშაო ჯგუფის ხელძღვანელი აირჩევა სამუშაო ჯგუფის მიერ, სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომაზე, სამუშაო ჯგუფის სიითი შამდგენლობის უმრავლესობით.
3. წინამდებარე  ბრძანების  პირველი  პუნქტით  განსაზღვრულ  სამუშაო  ჯგუფს  მიენიჭოს უფლებამოსილება გაიანგარიშოს (დაადგინოს) უნივერისტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების ოდენობა და თავისი საქმიანობის შედეგები წარუდგინოს რექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
4. სამუშაო  ჯგუფს  მიენიჭოს  უფლებამოსილება  წინამდებარე  ბრძანების  მე-3  პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისათვის მოითხოვოს, საქმიანობის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე, დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის, ასევე სათანადო კომპეტენციისა და უფლებამოსილების მქონე სპეციალისტის/ექსპერტის/საექსპერტო დაწესებულების კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვევა შესაბამისი კვალიფიციური განმარტებებისა და დასკვნების გაცემის მიზნით.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს     უნივერსიტეტის     კანცელარიას     ბრძანება     განათავსოს     ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 
8. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 23/04

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი შტუტგარტის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”,
,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის N (N 29215/10; 04/11/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი შტუტგარტის უნივერსიტეტის   მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი    ჩატარდეს    2022    წლის    7    ნოემბერს    Zoom    პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ირმა    გრძელიძე,    თსუ    ხარისხის    უზრუნველყოფის    სამსახურის ხელმძღვანელი;
გ) ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4.დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა         დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი           ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 335/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „იდიშური ენა და კულტურა“-ს დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  და  მე-3  ნაწილების,  53-ე  მუხლის  მე-3  ნაწილის,  54–ე  მუხლის  პირველი  ნაწილის,  55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის     N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 ოქტომბრის   N28894/10 და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის  2 ნოემბრის N 28943/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „იდიშური ენა და კულტურა“-ს  (დანართი 1);
2. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    განთავსება    ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      ჯაბა სამუშია


 

სრულად

ბრძანების N: 336/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა  და  ადმინისტრირების  წესისა  და  პირობების„  მე-7  მუხლის  მე-2  პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტმენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი - მ.შ.         ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 1030/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით 2022 წლის მიღებაზე აპლიკანტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ  საგანმანათლებლო   პროგრამაზე    ჩარიცხვის წესი       და პირობები“ 22-ე მუხლის, მე-6 პუნქტის, აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ -ის მე-14 მუხლის პირველი, მე-6 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 02 ნოემბრის N 329/01-01 ბრძანების „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წელს საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით რეიტინგული სიის დამტკიცების შესახებ“, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 31 ოქტომბრის N 324/01-01 ბრძანების „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით 2022 წელს ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და წარდგენის ვადების განსაღვრის შესახებ“, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 07 ნოემბრის N29321/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ  2022  წელს  პროფესიულ  საგანმანათლებლო  პროგრამებზე  თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით აპლიკანტები დანართი №1 (თბილისი) და დანართი №2 (ქუთაისი) შესაბამისად.
2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი - მ.შ.         ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 1029/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’,  ,,ნ’’  და ,,პ”  ქვეპუნქტების,  ბიბლიოთეკის   ხელმძღვანელის   ზ. გაიპარაშვილის 2022  წლის  27 ოქტომბრის N28217/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა)  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
ბ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის   ბიბლიოთეკის   დებულება; „უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითველო დარბაზებით სარგებლობის წესის “  ცოდნა.

4. აპლიკანსტს უნდა ჰქონდეს:

ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  შოთა რუსთაველის სამკითხველო დარბაზში უფროსი   ბიბლიოთეკარის (უფროსი   სპეციალისტი) პოზიციაზე   დასაქმებულ პირს   მოეთხოვება   შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) საბიბლიოთეკო დოკუმენტების შესწავლა და დამუშავება.
ბ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეყვანა ელექტრონულ კატალოგში. 
გ) შეზღუდული შესაძლებლობის პირების მომსახურება.
დ) დარბაზში       სტუმრების       მიღება       და       უნივერსიტეტის       ბიბლიოთეკის ღირსშესანიშნაობების გაცნობა.
ე) მკითხველთა რეგისტრაცია სპეციალური პროგრამის მეშვეობით. 
ვ) მკითხველთა კონსულტირება და დახმარება ელექტრონული კატალოგის და სხვადასხვა საბიბლიოთეკო რესურსის  გამოყენების შესახებ. 
ზ) წიგნადი ფონდის სრულყოფილი ფლობა.
6. კონკურსში  მონაწილეობის  მსურველ  აპლიკანტს  მოეთხოვება  შემდეგი  საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’’;
ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში
(ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში მონაწილეობის    მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  შოთა  რუსთაველის  სახელობის  სამკითხველო  დარბაზში  (შტატგარეშე 
პოზიციაზე)  უფროსი    ბიბლიოთეკარის  (უფროსი    სპეციალისტი)      შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2022 წლის   8 ნოემბრიდან   2022 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით 14:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის     შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზის (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი  ბიბლიოთეკარი (უფროსი  სპეციალისტი).

10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში (შტატგარეშე  პოზიციაზე)  უფროსი      ბიბლიოთეკარის  (უფროსი      სპეციალისტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს  2022  წლის  28 ნოემბრისა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 225/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 37-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 32-2 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 28 სექტემბრის N20/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2022 წლის 31 ოქტომბრის    N28545/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით,    უმაღლეს    საგანმანათლებლო    ან    სხვა    პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ
სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც    აკმაყოფილებს    უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი    სამეცნიერო    - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 4 ნოემბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 5 დეკემბრიდან   2022 წლის 9 დეკემბრის    ჩათვლით.  კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი  თსუ  რექტორს  გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 20 დეკემბრისა;
5. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია უფროსი მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული.
6.   სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის № 63/2017 დადგენილება, დანართი 2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი   აკადემიური   ხარისხის   დამადასტურებელი   დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის    (ასეთის    არსებობის    შემთხვევაში)    აღიარების    კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ" 32 მუხლის მე
-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და 
პირი,    რომელსაც    იმავე    კანონის    საფუძველზე    სასამართლომ    ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 5 დეკემბრიდან 2022 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით 11:00-დან 16:00 საათამდე, თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. №31, ოთახი №101;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს   გაზეთ   ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი              ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 331/01-01

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა“ (კოდი 07.05.03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2021 წლის 9 თებერვლის, N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების დანართი N1-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
2022  წლის  31  ოქტომბრის  N19-0122304352  (თსუ  რეგისტრაციის  N20146/10-02/10-02, 31.10.2022) წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს    „ქალაქ    თბილისის    მუნიციპალიტეტის    2022    წლის    ბიუჯეტით გათვალისწინებული    ქვეპროგრამის   „სტუდენტთა   დაფინანსების   პროგრამა“   (კოდი
07.05.03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2021 წლის 9 თებერვლის, N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულება (დანართი N1);
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორის 2022 წლის 19 აპრილის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების

დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ N108/01-01 ბრძანება;
3.ბრძანების  ყველასთვის  ხელმისაწვდომ  ადგილას  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი              ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 332/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსების „უნგრული ენის საბაზისო კურსი A1.1. და A1.2.“, „უნგრული ენის საბაზისო კურსი A2.1.“ და „უნგრული ენის კურსი - საბაზისო დონე A2.2“ ფასიანი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის   2013   წლის   11   სექტემბრის   №135/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული სსიპ   -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   უწყვეტი   განათლების   ცენტრის   სასერტიფიკატო   კურსის „დაპროგრამება C++ ენაზე (საბაზისო კურსი)“ დამტკიცების შესახებ რექტორის 2020 წლის 01 აპრილის N70/01-01, 2020 წლის 16 ოქტომბრის N206/01-01 და 2022 წლის 21 თებერვლის N49/01-01 ბრძანებებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის   2022 წლის 31 ოქტომბრის  N28486/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსების „უნგრული ენის საბაზისო კურსი A1.1. და A1.2.“,  „უნგრული ენის საბაზისო კურსი A2.1.“ და   „უნგრული ენის კურსი - საბაზისო დონე A2.2“,     ერთი კურსის დონის საფეხურის მოცულობა განისაზღვროს 42 საათით;
ა) კურსის ერთ-ერთი ეტაპის გავლა   თსუ-ის სტუდენტისთვის - უფასო;
ბ) თსუ-ის  სტუდენტისთვის    კურსის    შემდეგი  დონის  საფეხურზე  დარეგისტრირების  შემთხვევაში ღირებულება განისაზღვროს   100 ლარით;
გ) უნგრული ენის კურსის თითოეული დონის ღირებულება მსმენელისათვის  განისაზღვროს 250 ლარის ოდენობით;
2. კურსების ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად, ანაზღაურების გარეშე.
3. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გაცნობა    დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ბრძანების   განთავსება   უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი           ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 223/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წელს საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით რეიტინგული სიის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ -ის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის, მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 02 ნოემბრის N28907/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ 2022 წელს შედგენილი აპლიკანტების რეიტინგული სია საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) საფინანსო სერვისები - თბილისი (დანართი N1);
ბ) საოფისე საქმე - თბილისი (დანართი N2);
გ) საფინანსო სერვისები - ქუთაისი (დანართი N3);
დ) საოფისე საქმე - ქუთაისი (დანართი N4);
ე) საბიბლიოთეკო საქმე - ქუთაისი (დანართი N5); 
ვ) სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა - ქუთაისი (დანართი N6).
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა (პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე) და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                       ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 329/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით 2022 წლის მიღებაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ    საგანმანათლებლო   პროგრამაზე    ჩარიცხვის წესი    და   პირობები“ 22-ე მუხლის მე-6 და მე-10 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ -ის მე-14 მუხლის მე-6 და მე-10 პუნქტების და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 28 ოქტომბრის N 28393/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით 2022 წელს ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;
გ) მიღებული წინარე განათლების დამადასტურებელი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ- ერთი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი:
გ.ა.) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, პროფესიული განათლების მე-4 ან/და მე-5 დონის დამადასტურებელი დიპლომის ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საფინანსო სერვისების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/პროფესიული განათლების მე-4 ან/და მე-5 დონის დამადასტურებელი დიპლომის/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ.ბ.) თსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული.
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მმამრობითი სქესის აპლიკანტებისთვის).
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2022 წლის 03, 04 ნოემბერი.
3. ამ ბრძანების მეორე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტების წარმოუდგენლობა აპლიკანტისთვის არის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.
4. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა და ხელშეკრულების (საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ) გაფორმება ქ. თბილისში რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა უნდა მოახდინონ   შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი უნივერსიტეტის ქ. N2, მე-10 სასწავლო (მაღლივი) კორპუსი თსუ პროფესიული განათლების ცენტრი.
5. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა და ხელშეკრულების (საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ) გაფორმება ქ. ქუთაისში რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა უნდა მოახდინონ   შემდეგ მისამართზე - ქ. ქუთაისი ნიკეას მე-2 შესახვევი N8 თსუ პროფესიული განათლების ცენტრი.
6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი          ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 324/01-01

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი პარიზი-საკლის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი კვლევითი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე- 18 - 21-ე პუნქტების  და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N28590/10; 31/10/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+  საერთაშორისო  კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი პარიზი-საკლის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი კვლევითი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 1 ნოემბერი.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თამარ   ჭელიძე,   თსუ  ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პეტრე  ბაბილუა,  თსუ  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) დავით  მაზიაშვილი,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას    დაევალოს    თავისი    საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობი პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის  წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო    გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი           ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 325/01-01

ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურა“ - დანართი N1.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი           ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 326/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „დაპროგრამება C++ ენაზე (საბაზის კურსი)“ დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის       N135/ნ     ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 06 ოქტომბრის N25560/10 და თსუ  უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის 11 ოქტომბრის N26091/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი   „დაპროგრამება C++ ენაზე (საბაზის კურსი)“   (დანართი 1);
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


 

რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში         ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 327/01-01