საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის -პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის 2022 წლის 04 აგვისტოს N19207/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს   ცვლილება   ,,სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,13. პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი
1.მირანდა ხაჩიძე - ორგანულ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე  NN: 303, 304, 305 ოთახებში   და - ლაბორატორიული კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე   N305 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე პასუხისმგებელი პირი;
2.ნინო  ქავთარაძე    -  ქიმიური    ეკოლოგიის  ლაბორატორიის  უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე NN: 301, 302, 306-317 ოთახებში  და  N316 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე პასუხისმგებელი პირი;
3.ზაზა მოლოდინაშვილი   - ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე NN: 405-415 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
4.გიორგი წინწკალაძე - ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-2 სართულზე მდებარე NN: 209- 215 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
5.ნაზი    კლარჯეიშვილი        -    აგრარული    ქიმიის    ლაბორატორიის    მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-2 სართულზე მდებარე NN:201-207, 217 ოთახებში და N204 ოთახში არსებულ  ძვირფას  ლითონებზე პასუხისმგებელი პირი;
6.ზურაბ ჩუბინიშვილი - მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე NN401, 402, 403, 404, 417 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
7.გოდერძი   ბალხამიშვილი      -   სამეურნეო   სამსახურის   უფროსი,   ინსტიტუტის ბალანსზე არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე პასუხისმგებელი პირი;
8.მურთაზი გურგენაძე - უფროსი ინჟინერი, ადმინისტრაციული კორპუსში არსებულ მატერიალურ რესურსებზე და კორპუსის მე-2 სართულზე მდებარე ბუღალტერიის ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე პასუხისმგებელი პირი;
9.ვახტანგ გაბუნია   - ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-2 სართულზე და რენდგენის ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
10.ირინა  მჭედლიშვილი      -  ნავთობის  ქიმიის  ლაბორატორიის  მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე N407 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე პასუხისმგებელი პირი;
11.ნანული დოლაბერიძე  - ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-2 სართულზე მდებარე N209 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე პასუხისმგებელი პირი;
12.ნანული ხოტენაშვილი - მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიული კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე N401 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე პასუხისმგებელი პირი.“.

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 259/02-01

სსიპ - ივანეჯავახიშვილისსახელობისთბილისისსახელმწიფოუნივერსიტეტის პროფესორთა ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობების პროექტის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 35-ე მუხლის 41 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, 291-ე მუხლის, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლ. საღინაძის 2022 წლის 29 ნოემბრის N31426/10, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ხომერიკის 2022 წლის 30 ნოემბრის N31495/28, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის გ. ღვედაშვილის 2022 წლის 30 ნოემბრის N31549/10, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გ. ღაღანიძის 2022 წლის 30 ნოემბრის N31580/29, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნ. გაფრინდაშვილის 2022 წლის 30 ნოემბრის N31552/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის ს. დუნდუას 2022 წლის პირველი დეკემბრის N31696/30, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თ. ზარანდიას 2022 წლის პირველი დეკემბრის N31621/31-05, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დ. კორძაიას 2022 წლის პირველი დეკემბრის N31629/32, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ა. კუკულავას 2022 წლის პირველი დეკემბრის N31666/10, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის ნ. ლაცაბიძის 2022 წლის პირველი დეკემბრის N31613/10, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ი. გრძელიძის 2022 წლის პირველი დეკემბრის N31709/10,  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თ. გაგოშიძის 2022 წლის 2 დეკემბრის N31766/26 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობების პროექტის შემუშავების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფიშემდეგი შემადგენლობით:
ა) რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ბ) თამარ დოლბაია- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) მანანა ლობჟანიძე -ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) თამარ ზარანდია -იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) გია ლობჟანიძე-  მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) მზია წერეთელი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) ეკატერინე ნავროზაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
2. სამუშაო ჯგუფის ხელძღვანელი აირჩევა სამუშაო ჯგუფის მიერ, სამუშაო ჯგუფის პირველ    სხდომაზე,    სამუშაო    ჯგუფის    სიითი    შემადგენლობის    უმრავლესობით.
3. წინამდებარე    ბრძანების    პირველი    პუნქტით    განსაზღვრულ    სამუშაო    ჯგუფს მიენიჭოს უფლებამოსილება პროფესორთა ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობების პროექტის შემუშავება და თავისი საქმიანობის შედეგები წარუდგინოს რექტორს.
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
5. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 360/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’   საქართველოს კანონის   მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის   №135 ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის,  25-ე მუხლის,  ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“     სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   აკადემიური საბჭოს 2022 წლის 15 ნოემბრის №102/2022 დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფისა და აკადემიური საბჭოს დავალებების შესაბამისად არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, დამტკიცდეს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი ბრეგვაძე   - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
ბ) ხათუნა ლორია   - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  კახაბერ ლორია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;

დ) მირანდა მიქაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებთა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ე) ლალი ჩიკვილაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია), კომისიის წევრი;
ვ) სალომე ჩიტიშვილი - ფსიქოლოგიისა და გაანთლების მეცნიერებთა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე, კომისიის წევრი;
ზ) ნოდარ ხოდელი - მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
თ) ვასილ ბარამიძე -  იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;
ი) მერი კაპანაძე - იურიდიული დეპარტამენტის   წამყვანი      სპეციალისტი,      კომისიის წევრი.

2. ბრძანების      ყველასათვის      ხელმისაწვდომ      ადგილზე      განთავსება      დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების  შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.
6. წინამდებარე    ბრძანება    დაინტერესებული    პირის    მიერ    შეიძლება    გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 361/01-01

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 32268/10; 07/12/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+       საერთაშორისო       კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 8 დეკემბერს.
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)    ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ხათუნა მარწყვიშვილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;
გ)   ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)   ირაკლი   კახიძე,   თსუ   იურიდიული   ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე) თეა გერგედავა, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,შიდა         აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი   ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 362/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ აპლიკანტების (მე-6 მიღება) ჩარიცხვის, მსმენელის სტატუსის მინიჭებისა და ჩარიცხული მსმენელების სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“-ის 37-ე მუხლის   მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 02 დეკემბრის N31834/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩაირიცხონ   პროფესიული   გადამზადების   პროგრამაზე   „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ (მე-6 მიღება) აპლიკანტები დანართი №1 (თბილისი) შესაბამისად და მიენიჭოთ მსმენელის სტატუსი.
2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე ჩარიცხული მსმენელების სასწავლო პროცესის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 06 დეკემბრიდან 2023 წლის 06
იანვრის ჩათვლით.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო       ტექნოლოგიების       დეპარტამენტს       პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი   ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1159/01-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას 01 დეკემბრის N31702/31-05 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული  დანართი  N1-ის  მე-4  მუხლის  მე-12  პუნქტი  ჩამოყალიბდეს
შემდეგი სახით:

,,12. ალექსი არდაშელია - რესურსების მართვის სამსახურის    უფროსი სპეციალისტი, NN: 127, 210, 008 და 037   ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 257/02-01

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კორვინიუსის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N N 31951/10; 05/12/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+  საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კორვინიუსის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 6 დეკემბერს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) სალომე    დუნდუა,    სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ღვედაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
გ) ნინო ქიმერიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა         აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 359/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 2022 წლის 28 ნოემბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი სხდომის მოწვევის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N127/2013 დადგენილების პირველი პუნქტით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის  3 ივნისის N3 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესის“ მე-17 მუხლის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 2022 წლის 28 ნოემბრის არჩევნების საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 08 ნოემბრის N338/01-01 ბრძანებით დამტკიცებული საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის)   2022 წლის 28 ნოემბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე   წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი სხდომა მოწვეულ იქნეს 2022 წლის 05 დეკემბერს.
2. სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის)  პირველი სხდომა გაიმართოს უნივერსიტეტის I კორპუსის 115-ე აუდიტორიაში, 18:00  საათზე.
3. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა და  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება     დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.
5. ბრძანება   ძალაში  შედის   კანონმდებლობით          დადგენილი     წესით, გამოქვეყნებისთანავე.
6. წინამდებარე  ბრძანება  დაინტერესებული  პირის  მიერ  შეიძლება  გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში თბილისის    საქალაქო      სასამართლოს      ადმინისტრაციულ      საქმეთა      კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 358/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, ზუსტ და საბუნიბესმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის 13 ოქტომბრის N26418/28 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული (დანართი N1) სახით.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ–გვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 253/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2022 წლის 27 სექტემბრის N17917/10-02 და    დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2022 წლის 13 სექტემბრის N22466/10 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს   შემდეგი სახის ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში:

ა) აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,ე) ნინო - ნიკოლეიშვილი-ორგანული და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის ს/კ ლაბორატორიის გამგე, NN: 048-053, 168-170 და 007 ოთახებში   არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“;

ბ) აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,14. რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი

1. გრიგორ   ტატიშვილი   -   ინსტიტუტის   დირექტორი   (ე.ნანობაშვილის   სახელობის რადიაციული ქიმიის ლაბორატორია);
2. ვიტალი ბახტაძე - ლაბორატორიის ხელმძღვანელი (კატალიზის ლაბორატორია);
3. გიგლა   წურწუმია   -   ლაბორატორიის   ხელმძღვანელი   (გ.   აგლაძის       სახელობის ელექტროქიმიისა და      ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია);
4. თენგიზ მაჩალაძე - ლაბორატორიის ხელმძღვანელი (კატალიზის ლაბორატორია);
5. თემურ  ჩახუნაშვილი  -  ლაბორატორიის  ხელმძღვანელი  (ლ.  ჯაფარიძის  სახელობის დენის წყაროებისა და საელექტროდე მასალების ლაბორატორია);
6. თამაზ მარსაგიშვილი  - ლაბორატორიის  ხელმძღვანელი (რ. დოღონაძის სახელობის თეორიული  კვლევის ლაბორატორია);
7. შუქრი ჯაფარიძე - ლაბორატორიის ხელმძღვანელი (ფიზიკური და ქიმიური ანალიზის ლაბორატორია);
8. ირინე   გურგენიძე   -   ლაბორატორიის   ხელმძღვანელი   (ჯ.   ჯაფარიძის   სახელობის არაწყალხსნართა ელექტროქიმიის ლაბორატორია);
9. ნოდარ   გასვიანი   -   ლაბორატორიის   ხელმძღვანელი   (ა.   ავალიანის   სახელობის ლღობილთა ელექტროლიზის ლაბორატორია);
10. ვაჟა ჩაგელიშვილი - ლაბორატორიის ხელმძღვანელი (ადგილობრივი წიაღისეულისა და მინერალური ნედლეულის ქიმიური გადამუშავების ლაბორატორია);
11. მაია ცინცაძე - ლაბორატორიის ხელმძღვანელი (არაორგანული ნაერთების ფიზიკა- ქიმიის ლაბორატორია);
12. მერაბ ტურაშვილი - სამეურნეო ნაწილის უფროსი;
13. ნოდარ თაზიაშვილი-სახელოსნოს უფროსი;
14. თამაზ გავაშელი - ინჟინერი (სატრანსპორტო მეურნეობა).“.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 254/02-01

პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ


,,უმაღლესი  განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების   მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის,  საქართველოს განათლების,   მეცნიერების,   კულტურისა  და   სპორტის მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის N75694 ბრძანების და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 25 ნოემბრის №31121/10, საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს   ,,სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის    (შემდგომში    -    ,,უნივერსიტეტი”)    სტუდენტებისათვის    პროგრამის
,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესი“ თანდართული სახით (დანართი N1).
2. პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის   სემესტრის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის         ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის    საგანმანათლებლო    პროგრამაზე    ერთიანი    ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის, აქტიური სტატუსის მქონე    შესაბამისი საფეხურის სტუდენტების ოდენობის გათვალისწინებით ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა გადანაწილდეს შემდეგნაირად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 113 სტუდენტი; 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 149 სტუდენტი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 90 სტუდენტი; 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  - 209 სტუდენტი;
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  -  57 სტუდენტი; 
ვ) იურიდიული ფაკულტეტი  -  110 სტუდენტი;
ზ) მედიცინის ფაკულტეტი  -  50 სტუდენტი.

3. საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამისი ფაკულტეტების მიერ განსაზღვრულ ვადაში.
4. ფაკულტეტებმა  დასაფინანსებელ სტუდენტთა სია  პირადობის  მოწმობის  ასლისა და ანგარიშის  ნომრის  ამონაწერით  საქართველოს ბანკიდან (ელექტრონული  ვერსია excel ფორმატი) წარმოადგინონ საფინანსო დეპარტამენტში 2022 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 356/01-01

2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ტრირის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე- 18 - 21-ე პუნქტების   და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 31615/10; 01/12/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის    ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო  კრედიტ-მობილობის  პროგრამის  ფარგლებში  პარტნიორი ტრირის  უნივერსიტეტის  მიერ  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 2 დეკემბერს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დავით  მაცაბერიძე,  თსუ  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მორის შალიკაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) თამარ კბილაძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) სოფიო  თოთიბაძე,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას    დაევალოს    თავისი    საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობის         დეპარტამენტი,         შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 357/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ" ქვეპუნქტების, მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს   2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის        სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის    სამსახურში  მიღებისა და კონკურსის    ჩატარების    ერთიანი    წესის შესახებ"(დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის    აკადემიური პერსონალის     (პროფესორი,ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2022 წლის 13 ოქტომბრის №21/04 ერთობლივი    ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას  2022 წლის 19 ნოემბრის  N2357/26 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს    კონკურსი    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის    სოციალურ    და    პოლიტიკურ        მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის  პროფესორად  10  (ათი)  წლის  ვადით  შეიძლება  არჩეულ  იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.კონკურსი     გამოცხადდეს     2022     წლის     პირველ     დეკემბერს.     საკონკურსო დოკუმენტაციის  წარმოდგენის  ვადა   განისაზღვროს 2023 წლის 3 იანვრიდან  2023 წლის 9 იანვრის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 25 იანვრისა;
4.კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);
5.პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ)კონკურსანტის   ანკეტა,   შევსებული   დადგენილი   ფორმის   მიხედვით   (ანკეტა წარმოდგენილი  უნდა  იყოს  როგორც  ნაბეჭდი,  ისე  ელექტრონული  (CD)  სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 3 იანვრიდან 2023 წლის
9 იანვრის ჩათვლით 10-დან 17საათამდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N8; თსუ მე-6 კორპუსი, ოთახი N203-ა; 
7.პროფესორის  თანამდებობაზე  ასარჩევი  კანდიდატი,  კონკურსში  მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტი);
11.ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 355/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ფუნქციონირებისათვის ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების (დადგენის) მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’ რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ნოემბრის N23/04 ერთობლივ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ’’, ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და უნივერისტეტის რექტორის 2022 წლის 26 ოქტომბრის N317/01-01 ბრძანების, უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების   ალექსანდრე გაბაშვილის და საბა ლოლაძის 2022 წლის 22 ნოემბრის N21428/10-02 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნას დამატება   ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ფუნქციონირებისათვის ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების (დადგენის) მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’ რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა   და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022   წლის 7 ნოემბრის N23/04 ერთობლივ ბრძანებაში და ბრძანებას, მისი პირველი პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის  მქონე ,,რ’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტები:
,,რ)   ალექსანდრე   გაბაშვილი   -   უნივერსიტეტის   სტუდენტური   თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ს) საბა   ლოლაძე   -   უნივერსიტეტის   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი- სამუშაო ჯგუფის წევრი.’’

2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    ბრძანება    განათავსოს    ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და დაინტერესებულ პირებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე   ბრძანება   დაინტერესებული   პირის   მიერ   შეიძლება   გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ძალაში შესვლიდან   1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 26/04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ადგილმდებარეობის შერჩევის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’ რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ნოემბრის N22/04 ერთობლივ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ’’, ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და უნივერისტეტის რექტორის 2022 წლის 26 ოქტომბრის N318/01-01 ბრძანების და უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების   ალექსანდრე გაბაშვილის და საბა ლოლაძის 2022 წლის 22 ნოემბრის N21428/10-02 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შეტანილ იქნას დამატება   ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ადგილმდებარეობის შერჩევის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’ რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა   და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022   წლის 7 ნოემბრის N22/04 ერთობლივ ბრძანებაში და ბრძანებას, მისი პირველი პუნქტის ,,პ’’ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ჟ’’ და ,,რ’’ ქვეპუნქტები:

,,ჟ) ალექსანდრე გაბაშვილი - უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

რ) საბა   ლოლაძე   -   უნივერსიტეტის   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი- სამუშაო ჯგუფის წევრი.’’

2.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    ბრძანება    განათავსოს    ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და დაინტერესებულ პირებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.წინამდებარე   ბრძანება   დაინტერესებული   პირის   მიერ   შეიძლება   გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 25/04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის-ალექსანდრე ჯანელიძი სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2022 წლის 09 ნოემბრის N29710/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.შევიდეს   ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,მ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,მ.ა) ნინო ქადაგიშვილი - ინჟინერ-ქიმიკოსი, ინსტიტუტის ბალანსზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე-ძვირფას ლითონებზე (პლატინის სათითური და მაშა) პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 246/02-01

2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-
18 - 21-ე პუნქტების   და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 31255/10; 28/11/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო  წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო  კრედიტ-მობილობის  პროგრამის  ფარგლებში  პარტნიორი ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 29 ნოემბერს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) სალომე დუნდუა, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ვლადიმერ გამსახურდია, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) თეა გერგედავა, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის  შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის        სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობის         დეპარტამენტი,         შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი    ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 354/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომელის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N 1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2022 წლის 17 ნოემბრის   N30466/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N7  03.11.2022) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია    შემდეგი შემადგენლობით:
ა) გურამ  ქუთელია  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
ბ) კარლო აქიმიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
გ) მარიამ ახალკაციშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.
2.დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გურამ ქუთელია,  საკონკურსო კომისიის    თავმჯდომარის     მოადგილედ     კარლო     აქიმიძე,     მდივნად     მარიამ ახალკაციშვილი.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 20 დეკემბრისა
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი            ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 351/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების , მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N 63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2022 წლის 17 ნოემბრის 30481/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N3  16.11.2022)  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის    მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის    მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1) ზაზა გორდეზიანი - შპს „ასკანგელ ალიანსი“- გენერალური დირექტორის მრჩეველი,  დამსახურებული  სამთო  ინჟინერი,  ტექნიკურ  მეცნიერებათა დოქტორი;
2) ანზორ აბშილავა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო- გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
3) კარლო აქიმიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
4) ნინო ჯაფარიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო- გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
4) ნინო ადეიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ზაზა გორდეზიანი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ანზორ აბშილავა, საკონკურსო კომისიის მდივნად კარლო აქიმიძე;
3. დაევალოს   საკონკურსო   კომისიას   კონკურსანტთა   განცხადებებისა   და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N 63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 27 დეკემბრისა.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (პერსონალის  მართვის  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი).
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი        ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 350/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ მსმენელთა მე-6 ნაკადის ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალის და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ -ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 25 ნოემბრის N 31109/10 წარდგინების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა  და უსაფრთხოება“  მსმენელთა მე-6 ნაკადის ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ა) განცხადება თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის სახელზე; 
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;
დ) პროფესიული გადამზადების პროგრამით - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ განსაზღვრული წინარე განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
დ.ა.) თსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული.
ე) ხელშეკრულება საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2022 წლის 30 ნოემბრიდან 01 დეკემბრის ჩათვლით.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტების წარმოუდგენლობა    აპლიკანტისთვის   არის   პროფესიული   მომზადების   პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი    ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 349/01-01