საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლების/ჯილდოების/პრემიების მინიჭების ერთიანი მიდგომის (პრინციპების) შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი     განათლების  შესახებ’’     საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  − ივანე  ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის      თბილისის       სახელმწიფო უნივერსიტეტის     წესდების  მე-  14   მუხლის     პირველი   პუნქტის,   მე-8  პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9   და მე-12 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლების/ჯილდოების/პრემიების მინიჭების   ერთიანი   მიდგომის   (პრინციპების) შემუშავების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) მანანა  ლობჟანიძე -  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის   დეკანის  მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ბ) ხათუნა  მაისაშვილი -   სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

გ) ზვიად  მურადაშვილი    -   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის    დეკანის მოადგილე, ასისტენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

დ) თამარ რუხაძე  - მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის  მოადგილე, პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ე)  ლალი სურმანიძე   -    ფსიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ვ) ვაჟა ტრაპაიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ზ) კობა ყალიჩავა - იურიდიული ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

თ) თამაზ  ყარალაშვილი - ვახუშტი ბაგრატიონის  სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის განყოფილების  ხელმძღვანელი, მთავარი  მეცნიერი   თანამშრომელი, სამუშაო   ჯგუფის წევრი;

ი) მორის   შალიკაშვილი - აკადემიური საბჭოს წევრი,   იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

კ) ნიკოლოზ    ჯავახიშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი  თანამშრომელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ლ) არჩილ კუკულავა   - იურიდიული დეპარტამენტის  უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი:

მ) ალექსანდრე გაბაშვილი  - წარმომადგენლობითი საბჭოს  წევრი,  სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის   შემსრულებელი, სამუშაო ჯგუფის წევრი.

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე  ბრძანების  გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

3. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 26/01-01      

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის  მაძიებელთა პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული  ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი  განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,   55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით     დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის     –    ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის   №135/ნ   ბრძანების    ,,რეზიდენტურის   ალტერნატიულ    დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი  წარმართვის და შეფასების წესისა   და  იმ   სამედიცინო   დაწესებულებების  ან/და  სასწავლებლების  აკრედიტაციის კრიტერიუმების    და     წესის     დამტკიცების    შესახებ,     რომლებშიც    შესაძლებელია დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული  მზადების)  კურსის   გავლა“, ,,სსიპ  _ ივანე       ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის       სახელმწიფო      უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების  საჯაროდ გამოცხადების წესის   დამტკიცების  შესახებ“   თსუ   რექტორის  2010  წლის  13  სექტემბრის   №83/01-01 ბრძანების,      ,,ა(ა)იპ-ივანე      ჯავახიშვილის     სახელობის      თბილისის       სახელმწიფო უნივერსიტეტში          რეზიდენტურის          ალტერნატიული            დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო       პროგრამების        (პროფესიული        მზადების)       სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს  ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“    თსუ-ს   აკადემიური  საბჭოს   2013   წლის   15   ივლისის        №84/2013   წლის დადგენილებით  დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის 2023 წლის 07 თებერვლის № 2736/32 წარდგინების საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული     დიპლომისშემდგომი     განათლების     (პროფესიული     მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:

1.1.  თერაპიული სტომატოლოგია - 2 რეზიდენტი
1.2.  ორთოპედიული სტომატოლოგია - 2 რეზიდენტი
1.3.  ენდოკრინოლოგია - 1 რეზიდენტი

2. რეზიდენტურის  ალტერნატიული   დიპლომისშემდგომი   განათლების  (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა    პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 13-17 თებერვალი;
2.2. გასაუბრება – 20 თებერვალი;
2.3. შედეგების გამოცხადება –21 თებერვალი.

3. ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 27/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და    24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის "ზ"  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’,  ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ   –   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის    ხელმძღვანელის   2011    წლის    16    მაისის     N80/02-01    ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების  გავლის წესის,  სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის სალომე დუნდუას 2023 წლის 7 თებერვლის N2742/30 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს  კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის    სოციალურ    და    პოლიტიკურ     მეცნიერებათა ფაკულტეტზე 6 (ექვსი) სტაჟიორის შერჩევის მიზნით.
2.   კონკურსში   მონაწილეობის   მიღების   უფლება   აქვს   საქართველოს მოქალაქეს, უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დამამთავრებელი კურსის  სტუდენტს. სტაჟიორთა    კონკურსში        პრიორიტეტი         მიენიჭებათ      უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის  სტუდენტებს.
3.   კონკურსში მონაწილე პირი უნდა  იცნობდეს:
•            თსუ-ს წესდებას.
•            სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დებულებას.

4.   სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):
1. ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა;
2. ოპერატიულობა;
3. გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
4. პუნქტუალურობა;
5. ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის უნარი.

5. კონკურსში   მონაწილეობის  მისაღებად  სტაჟიორობის  კანდიდატმა   უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი1);

ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი;

გ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

დ) უცხო  ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი  დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) რეკომენდაცია;

6.   შერჩეულმა აპლიკანტმა, უნდა  წარმოადგინოს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ  და  ცნობა  „სქესობრივი  თავისუფლებისა   და  ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ ნასამართლობის შესახებ.
7.   კონკურსი  გამოცხადდეს 2023 წლის 9 თებერვალს. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის  13 თებერვლიდან 20 თებერვლამდე.
8.   კონკურსში   მონაწლეობის მსურველი   აპლიკანტების   შერჩევა  განხორციელდება სააპლიკაციო    პაკეტის     განხილვის     საფუძველზე      (სტაჟიორთა    კონკურსში პრიორიტეტი        მიენიჭებათ      უნივერსიტეტის       დამამთავრებელი      კურსის სტუდენტებს).  ინდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან  შესარჩევ  ზეპირ გასაუბრებას.
9.   სტაჟირების ხანგრძლივობაა 4 (ოთხი) თვე (ანაზღაურების გარეშე).
10. სააპლიკაციო     პაკეტების      საფუძველზე      შერჩეულ     კანდიდატებს      ზეპირი გასაუბრების  თაობაზე ეცნობებათ  ელ-ფოსტით.
11. მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის  მიერ გადმოგზავნილ  უნდა  იქნეს  2023 წლის    13    თებერვლიდან    20    თებერვლამდე   ელექტრონულ   მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის   ველში  უნდა   მიეთითოს   -  სტაჟირება  სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
12. ინფორმაცია   ,,სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის    სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა    ფაკულტეტზე სტაჟიორთა  შესარჩევად  კონკურსის   გამოცხადების   შესახებ"  განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  და ინტერნეტ სივრცეში.
13. საკონკურსო      კომისიის       შემაჯამებელი       ოქმი      თსუ        ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის  25 თებერვლისა.
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 29/02-01    

“სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ენების მოსამზადებელ კურსებზე აბიტურიენტების მომზადების საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 15 ოქტომბრის N259/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე  მუხლის,  56-ე  მუხლის  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის,  63-ე  მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 15 ოქტომბრის N259/02-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2023 წლის 06 თებერვლის   N2596/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება  “სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ენების მოსამზადებელ კურსებზე აბიტურიენტების მომზადების საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018  წლის
15 ოქტომბრის  N259/02-01 ბრძანებაში, კერძოდ:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის  „ა.დ.“ ქვეპუნქტში ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ა.დ. პირველი მოდულის (ზოგადი ინგლისურის ინტენსიური კურსი და ქართული ენის მოსამზადებელი კურსი დამწყებთათვის) ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 4200 ლარით “;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ბ.ბ.“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ბ.ბ. ინგლისურენოვანი პროფესიული კურსების (ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მომზადების თითოეული კურსის სრული ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 1700 ლარით “;
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 21/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ დასაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 28 ნოემბრის N24/04 ერთობლივი ბრძანების და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის  რამაზ  ხომერიკის  2023  წლის  27  იანვრის  N1693/28  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 3 თებერვალს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 6 მარტიდან 2023 წლის 10 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 3 აპრილისა;
4. კონკურსი  გამოცხადდეს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: ქიმიის დეპარტამენტი
კათედრა: ფიზიკური და ანალიზური ქიმია
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)
ბიოლოგიის დეპარტამენტი კათედრა: მორფოლოგია
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)


5. ასისტენტ   პროფესორის   თანამდებობაზე   ასარჩევმა   კანდიდატმა   უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ      მიმართული დანაშაულის  ჩადენისთვის ნასამართლევი  პირი   ან/და   პირი,   რომელსაც   იმავე   კანონის   საფუძველზე სასამართლომ    ჩამოართვა    საგანმანათლებლო    დაწესებულებაში    საქმიანობის უფლება);
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
თ) სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, 
წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 6 მარტიდან 2023 წლის
10 მარტის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N102;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს „თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის სამსახური,    პერსონალის     მართვის     დეპარტამენტი,     პუბლიცისტიკისა     და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი   ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 25/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ზოგადი ინგლისური A1 (მოდული A 1.1., მოდული A 1.2.)“, „ზოგადი ინგლისური A2 (მოდული A 2.1., მოდული A 2.2.)“, „ზოგადი ინგლისური B1 (მოდული B 1.1., მოდული B 1.2.)“, „ზოგადი ინგლისური B2 (მოდული B 2.1., მოდული B 2.2.)“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი   ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის   იურიდიული   პირის   −   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების     დამტკიცების     თაობაზე’’    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ    -   ივანე   ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-15  მუხლის  პირველი  პუნქტის,მე-16  მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  უწყვეტი  განათლების  ცენტრის  სასერტიფიკატო  კურსის
„ზოგადი ინგლისური A1 (მოდული A 1.1., მოდული A 1.2.)“, „ზოგადი ინგლისური A2 (მოდული A 2.1., მოდული A 2.2.)“, „ზოგადი ინგლისური B1 (მოდული B 1.1., მოდული B 1.2.)“, „ზოგადი ინგლისური B2 (მოდული B 2.1., მოდული B 2.2.)“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2023 წლის 31 იანვრის N21/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის   2023 წლის 01 თებერვლის  N2179/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ზოგადი ინგლისური A1 (მოდული A 1.1., მოდული A 1.2.)“, „ზოგადი ინგლისური A2 (მოდული A 2.1., მოდული A 2.2.)“, „ზოგადი ინგლისური B1 (მოდული B 1.1., მოდული B 1.2.)“, „ზოგადი ინგლისური B2 (მოდული B 2.1., მოდული B 2.2.)“-ს ერთი კურსის ერთი მოდულის მოცულობა განისაზღვროს 54 საათით;    კურსის ღირებულება თითოეულ მოდულზე, ერთი მსმენელისათვის განისაზღვროს 650 ლარით;ხოლო თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის  550 ლარით;
2.   თანხის გადახდა თითოეულ მოდულზე უნდა მოხდეს შემდეგი წესით, კერძოდ: თანხის პირველი ნაწილის გადახდა განხორციელდეს კურსის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, თანხის მეორე ნაწილი დაიფაროს კურსის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ;
3.  ტრენერის  ანაზღაურება  განისაზღვროს  ხელშეკრულების  შესაბამისად  1  საათი  40 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
4. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5. დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  ბრძანების  განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „Excel“-ის მსმენელებისთვის ფასიანი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი   ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის   იურიდიული   პირის   −   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების     დამტკიცების     თაობაზე’’    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ    -   ივანე   ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-15  მუხლის  პირველი  პუნქტის,მე-16  მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, ა(ა)იპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  უწყვეტი  განათლების  ცენტრის  სასერტიფიკატო  კურსის „Excel“-ის დამტკიცების შესახებ რექტორის 2012 წლის 06   N35/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის   2023 წლის 02 თებერვლის  N2279/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „Excel“-ის ღირებულება ერთი მსმენელისათვის განისაზღვროს 120 ლარით; ხოლო თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის  100 ლარით;
2. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 19/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023    სასწავლო    წლის    გაზაფხულის    სემესტრში    თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე;
2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში    2022-2023     სასწავლო     წლის     გაზაფხულის     სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:

ა) დოკუმენტაციის მიღება -2-8 თებერვალი; 
ბ) გამოცდა უცხო ენაში -10 თებერვალი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება -14 თებერვალი; 
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 თებერვალი; 
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 თებერვალი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება- 16-17 თებერვალი;
ზ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 20 თებერვალი;
თ)  ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 21-22 თებერვალი;
ი) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 24 თებერვალი.

3. განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე; 
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად   დამოწმებული ასლი; 2022 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული   ენის   B   2   დონეზე   ცოდნის   დამადასტურებელი   სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

4.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი     ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 22/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ კურსის „სწავლის პროცესზე მისაწვდომობის გაზრდა მხედველობის დარღვევის მქონე პირთათვის“ დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის       N135/ნ     ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 25 იანვრის   N1353/10 და თსუ     უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის    2023 წლის 30 იანვრის N1870/10  წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ კურსის „სწავლის პროცესზე მისაწვდომობის გაზრდა მხედველობის დარღვევის მქონე პირთათვის“ (დანართი 1);
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი   ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 24/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ კურსის „მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობის ეთიკა“-ს დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის       N135/ნ     ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 25 იანვრის   N1353/10 და თსუ     უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2023 წლის 30 იანვრის N1870/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ კურსის „მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობის ეთიკა“ (დანართი 1);
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი     ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 23/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების  განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება)   უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი  განათლების  შესახებ"  საქართველოს კანონის  23-ე  მუხლის   პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის   ,,ა’’, ,,ზ’’  და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის 2013  წლის  11  სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების   მე-15  მუხლის    პირველი  პუნქტის,  მე-16 მუხლის   პირველი  პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’,  ,,ზ’’,   ,,ნ’’  და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის    2023    წლის    31  იანვრის    N1930/10  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე  (შრომითი ხელშეკრულება) უფროსი სპეციალისტის (1 ვაკანსია) შესარჩევად.
2. პირველი  პუნქტით განსაზღვრული  ვაკანსიისათვის  შრომის  ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადებისა და
საპენსიო ანარიცხების  ჩათვლით)  (სამუშაო საათები-0900 სთ-დან 1800სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა).
3. აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი/ პროფესიული განათლება;
ბ) იცოდეს  კომპიუტერის ტექნიკური მხარეები;
გ) იცოდეს  ძირითადი  გამოყენებითი  პროგრამები;
დ )  იცოდეს  პროგრამების ინსტალაცია;
ე)  იცოდეს პერიფერიულ მოწყობილებებთან  მუშაობა;
ვ) იცოდეს და გამართოს კომპიუტერული ქსელები, ინტერნეტი და  საკაბელო სისტემების  მოწყობილობები;
ზ) იცოდეს თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე;


4.  აპლიკანსტს უნდა  ჰქონდეს:
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
დ)  ერთდროულად  სხვადასხვა  ამოცანებზე დამოუკიდებლად  და  ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;


5. ბიბლიოთეკის   ელექტრონული რესურსების  განყოფილების შტატგარეშე პოზიციაზე
(შრომითი ხელშეკრულება) უფროსი სპეციალისტის  ფუნქციებია:
ა) საბიბლიოთეკო დოკუმენტების დიგიტალიზაცია;
ბ) დასკანერებული საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის გვერდების დამუშავება, PDF ან/და Flash ფორმატში გადაყვანა;
გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების საიტზე განსათავსებლად მომზადება;
დ) ელექტრონულ კატალოგში და ბიბლიოთეკის სხვა ვებ-რესურსებზე საბიბლიოთეკო  დოკუმენტებისა  და  ბიბლიოგრაფიული  აღწერილობების ელექტრონული ვერსიების   განთავსება;


6.  კონკურსში  მონაწილეობის  მსურველ  აპლიკანტს  მოეთხოვება  შემდეგი  საბუთების წარმოდგენა:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე;
ბ)   CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი  დოკუნენტის ასლები;
დ ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)  პროფესიული  გამოცდილების  ამსახველი  დოკუმენტი   (ამონაწერი   შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
ვ) კონკურსით გამოცხადებული  ვაკანსიის  დაკავების  შემთხვევაში    აპლიკანტმა პერსონალის  მართვის   დეპარტამენტში    უნდა    წარმოადგინოს  ცნობა   ,,სქესობრივი თავისუფლებისა და  ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

7.    კონკურსში     მონაწილეობის    მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა    განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის  საფუძველზე   საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრული საბუთების გამოგზავნის  შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის  მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის  მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს,  წინასწარი  შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  ელექტრონული რესურსების  განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) უფროსი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
9.  ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი   უნდა იქნეს 2023 წლის 6 თებერვლიდან  2023 წლის 10 თებერვლის  ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების  განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 
10. ბრძანება სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების  განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების  შესახებ  განთავსდეს  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;
11. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 22 თებერვლისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 17/02-01  

2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ჟიელონა გურას უნივერსიტეტმა მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების  და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 1807/10; 30/01/2023) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩატარდეს      კონკურსი      2022/2023      სასწავლო      წლის      გაზაფხულის სემესტრისთვის    ევროკომისიის      მიერ      დაფინანსებული      ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ჟიელონა    გურას     უნივერსიტეტის     მიერ     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის      სტუდენტებისათვის      გამოყოფილი      სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 31 იანვარს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მანანა  რუსიეშვილი,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯომარე;
ბ) ეკატერინე    ფირცხალავა,    თსუ    ფსიქოლოგიისა    და    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ნინო   კვირიკაშვილი,   მთავარი   სპეციალისტი,   თსუ   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახური, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას    დაევალოს    თავისი    საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის        სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის საერთაშორისო            გაცვლით   და    მობილობის   პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობის         დეპარტამენტი,         შიდა  აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი    ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 20/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსების „ზოგადი ინგლისური A1 (მოდული A 1.1., მოდული A 1.2.)“, „ზოგადი ინგლისური A2 (მოდული A 2.1., მოდული A 2.2.)“, „ზოგადი ინგლისური B1 (მოდული B 1.1., მოდული B 1.2.)“, „ზოგადი ინგლისური B2 (მოდული B 2.1., მოდული B 2.2.)“ დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  და  მე-3 ნაწილების,  53-ე  მუხლის  მე-3  ნაწილის,  54–ე  მუხლის  პირველი  ნაწილის,  55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის    N135/ნ   ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის      თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 25 იანვრის N1331/10 და თსუ   უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2023 წლის 27 იანვრის   N1694/10 წერილების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსები „ზოგადი ინგლისური A1(მოდული A 1.1., მოდული A
1.2.)“, „ზოგადი ინგლისური A2(მოდული A 2.1., მოდული A 2.2.)“, „ზოგადი ინგლისური B1 (მოდული B
1.1., მოდული B 1.2.)“, „ზოგადი ინგლისური B2(მოდული B 2.1., მოდული B 2.2.)“. (დანართი 1, 2, 3, 4);
2. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    განთავსება    ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 21/01-01

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბუქარესტის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 1679/10; 27/01/2023) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+       საერთაშორისო       კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბუქარესტის უნივერსიტეტის   მიერ თბილისის    სახელმწიფო         უნივერსიტეტის         ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 30 იანვარს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)მერაბ   ხოხობაია,   თსუ   ეკონომიკისა   და   ბიზნესის   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)თეა    გერგადავა,    თსუ    საგარეო    ურთიერთობათა    დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს  და  შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი    ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 18/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 17 იანვრის N699/26; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2023 წლის 23 იანვრის N1111//29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 29 დეკემბრის N34631/32; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 26 იანვრის 1498/31-02 წარდგინებების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.განისაზღვროს  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში    2022-2023       სასწავლო       წლის       გაზაფხულის       სემესტრში დოქტორანტურის      საგანმანათლებლო      პროგრამებზე      ვაკანტური      ადგილები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის  (დანართი N1) შესაბამისად:
2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
3.ბრძანების   ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსებისა  და  შესაბამისი სტრუქტურული    ერთეულებისათვის     გადაცემის     უზრუნველყოფა     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი       ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 17/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანების „1.1.“ პუნქტში და „გ.ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ ქვეპუნქტი:

„გ.ვ) უცხო ქვეყანაში საზაფხულო დასაქმების  პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ბრძანების „1.1.“ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი გამოცდები ნაცვლად 21 - 27 ივლისისა დაენიშნოთ 15-17 სექტემბრის პერიოდში (ამ შემთხვევაში, სტუდენტის არდადეგების პერიოდად განისაზღვრება 16 ივლისი - 14 სექტემბერი.)“

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი   ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 15/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე- 8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების - „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური   პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 28 ნოემბრის №24/04 ერთობლივი ბრძანებისა  და მედიცინის  ფაკულტეტის  დეკანის  დიმიტრი  კორძაიას  2023  წლის    11 იანვრის   N203/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის  ასოცირებულ  პროფესორად  7    (შვიდი)  წლის  ვადით  შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; კლინიკურ კათედრაზე ასოცირებულ პროფესორად 7  (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის   25 იანვარს.   საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 27 თებერვლიდან   2023 წლის 6 მარტამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 24 მარტისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
კლინიკური ქირურგიის კათედრა - I (ბავშვთა ქირურგიის მიმართულება) ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული  (კატეგორია „ბ“)

5. ასოცირებული     პროფესორის  თანამდებობაზე        ასარჩევმა  კანდიდატმა     უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი  ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)  ცნობა  ნასამართლობის  შესახებ  („უმაღლესი  განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლებისას - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ 
აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე  http://rp.tsu.ge/;
თ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად
- დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა სრულად შეესაბამება თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის   არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
კ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია
ლ) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა. თანხმობის წერილს იმ    ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს     აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
ლ.გ. კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ.დადასტურების წერილს, რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6.  საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 27 თებერვლიდან   2023 წლის 6 მარტამდე 10:00-დან   17:00 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის  მიმღებ  აპარატში. მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი,   III სართული,   ოთახი N330;
7. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს   თანხმობა   მხოლოდ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე;
9.  ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება     დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე      ბრძანება      კანონმდებლობით      დადგენილი      წესით      გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მედიცინის    ფაკულტეტი,          საინფორმაციო     ტექნოლოგიების     დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი). 
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი  ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 16/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2010  წლის  4  თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2023 წლის 11 იანვრის „2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ N1.1/3 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები:

ა) პროცედურული ვადები:
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 10 – 13 თებერვალი;
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 14 -15 თებერვალი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)– 16 თებერვალი;
ა.დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 17 თებერვალი;
ა.ე) მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 17 თებერვალი;

ბ) საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის/მაგისტრანტებისათვის):
ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 14 თებერვალი; 
ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება –15 თებერვალი;
ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 თებერვალი; 
ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება -15 თებერვალი;
ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში- 16 თებერვალი.

2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ი) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
კ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ლ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4.   დაევალოს   კანცელარიას,   ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი      ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 12/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის,  54–ე მუხლის პირველი ნაწილის,  56-ე მუხლის მე-2  ნაწილის,  57–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ცამეცნიერო დარგში ნინო ოკრებელაშვილის 2022 წლის  27 დეკემბრის  N34424/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში არსებულ 133-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის თინათინ წერეთლის სახელი.
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში არსებულ 124-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელი.
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში არსებულ 217-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის სერგო ჯორბენაძის სახელი.
4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში არსებულ 218-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის იროდიონ სურგულაძის სახელი.
5. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში არსებულ 311-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის ალექსანდრე ვაჩეიშვილის სახელი.
6. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში არსებულ 337-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის ისიდორე დოლიძის სახელი.
7. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში არსებულ 337-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის გიორგი ნანეიშვილის სახელი.
8. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
9. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტებს აუდიტორის მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
10. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

რექტორი  ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 14/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობების პროექტის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 6 დეკემბრის N360/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სალომე დუნდუამ   (დოკუმენტი N830/30; 18.01.2023წ), მიმართა თსუ რექტორს, იმასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონ თამარ დოლბაიას თანამდებობრივი პოზიციის ცვლილებიდან გამომდინარე, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის  2022 წლის 6 დეკემბრის  N360/01-01 ბრძანებაში  შევიდეს ცვლილება და მისი პოზიცია დაფიქსირდეს - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მრჩეველი, ასოცირებული პროფესორი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 35-ე მუხლის 41 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, 291 -ე მუხლის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ს. დუნდუას 2023 წლის 18 იანვრის N830/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობების პროექტის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 6 დეკემბრის N360/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მრჩეველი, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი’’;
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება     დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი      ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 13/01-01