,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ჰ4 ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 24 თებერვლის და 6 მარტის N4941/10, N5752/10 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესში (შემდგომში - ,,წესი“)’’:
ა) წესის მე-4 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,19. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება ხორციელდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
|
|
მინიმალური ქულა
|
მაქსიმალური ქულა
|
აკადემიური მოსწრება
(25-40 ქულა)
|
GPA (2.5-4.0)
ქულის მისაღებად მაჩვენებელი
მრავლდება 10-ზე
|
25
|
40
|
კომპეტენციები
(0-45 ქულა)
|
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თავსებადობა სტუდენტის საგანმანათლებლო
(ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) ან/და კვლევით
(დოქტორანტურა) მიზნებთან
|
0
|
15
|
მოტივაცია
|
0
|
15
|
ზეპირი პრეზენტაცია
|
0
|
15
|
თსუ-ს მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება
(0-10 ქულა)
|
საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობის გამოყენება (თსუ-ს მიერ შეთავაზებული ან ადმინისტრირებული გაცვლით და მობილობის
პროგრამების ფარგლებში)
|
0 – ორჯერ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობის გამოყენება სწავლების მიმდინარე საფეხურზე
|
5 – ერთხელ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობის გამოყენება სწავლების მიმდინარე საფეხურზე
10 – საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილების არ ქონა
|
დამატებითი მხარდაჭერა ნაკლები შესაძლებლობების მქონე
აპლიკანტებისთვის (0-5
ქულა)
|
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (სტატუსი უნდა დასტურდებოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სამედიცინო ცნობით
|
0
|
1
|
სოციალურად დაუცველი პირი (სტატუსი უნდა
დასტურდებოდეს კომპეტენტური ორგანოს
მიერ გაცემული ცნობით)
|
0
|
1
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირი (სტატუსი
უნდა დასტურდებოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობით)
|
0
|
1
|
არასრულწლოვანი ბავშვის მშობელი (სტატუსი
უნდა დასტურდებოდეს არასრულწლოვანი
შვილის დაბადების მოწმობით)
|
0
|
1
|
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი
|
0
|
1
|
სულ
|
100
|
ბ) წესის მე-4 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,20. რეგისტრირებული (გასაუბრების ეტაპამდე მისული) სტუდენტის მიმართ გაცვლით ან მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით დადებითი გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, თუ მას მე-4 მუხლის მე-19 პუნქტის ..კომპეტენციების” თითოეულ კომპონენტში მიენიჭა 5 ან ნაკლები ქულა.’’
გ) წესის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი ამოღებული იქნას.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
რექტორი ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე