საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა,   მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 26 აპრილის 12/04    ბრძანების   და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2023 წლის 25 აპრილის N10850/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2023 წლის   25 აპრილის   სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:


ა) ქიმიური ეკოლოგიის  ლაბორატორია:
ნათია ბარბაქაძე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (10 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული

ბ) აგრარული ქიმიის  ლაბორატორია:
მაია  გოგალაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული

გ)   ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია:
ალექსანდრე დადიანიძე - მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1  საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის   მეცნიერ თანამშრომლებთან.
3.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 92/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში   მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის   გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   322 მუხლის პირველი მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023   წლის 26 აპრილის N12/04 ერთობლივი ბრძანების და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის  ნინო ფარცვანიას 2023 წლის 27 აპრილის N11089/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის    მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად:

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება   აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)    აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ    1    რეიტინგული    სამეცნიერო    პუბლიკაცია    მაინც    სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 28 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2023 წლის 29-30 მაისი, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2023 წლის 15 ივნისისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს   ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის     ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ალგებრის განყოფილება

მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

მათემატიკური ლოგიკის განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო თანამდებობებზე (მეცნიერი თანამშრომლები) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)    განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ)  შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)    სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ. ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"    32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
6. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 29-30 მაისს 1000-დან 1700 საათამდე    თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტში.  მისამართი: თბილისი,მერაბ ალექსიძის  II  შეს. N2, მე-2 სართული ოთახი N7.
7. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
8. ბრძანება  განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
9.   წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ     ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მატემატიკის ინსტიტუტი).
10. ბრძანება ძალაშია გამოცემითანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 93/01-01 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და პრემიის მინიჭების მიზნით კონკურსის გამოცხადების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე- 2 ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და პრემიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 02 სექტემბრის N97/2016 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და პრემიის მინიჭების წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-5 პუნქტის, მე-7 პუნქტის და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის 2023 წლის 01 მარტის N5390/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მინიჭების მიზნით.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლიანა გოგიაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ბ)ზურაბ ცაგარელი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
გ) მანანა კაკაბაძე -  მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი;
დ) თეიმურაზ ჯორბენაძე -    მედიცინის ფაკულტეტის    პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ე) მაია მჭედლიშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი.
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მინიჭების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამედიცინო ან საბუნებისმეტყველო განათლების მქონე პირს, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს ექსპერიმენტული და/ან კლინიკური მორფოლოგიის რომელიმე დარგში (აღწერილობითი, კლინიკური და ექსპერიმენტული ანატომია, ციტოლოგია, ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია, პათოლოგიური ანატომია).
4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მინიჭების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაციის წარმოდგენა განხორციელდეს მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში მათი რეგისტრაციის გზით 2023 წლის 27 აპრილიდან - 24 მაისის 18:00 საათის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, დოკუმენტაცია სარეგისტრაციოდ აღარ მიიღება.
5.    პრემიის    მისაღებად    გამოცხადებულ    კონკურსში    მონაწილეობის    მისაღებად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიის (სტატიების) ქსეროასლი – ჟურნალის სატიტულო გვერდის, გამომცემლობისა და ქვეყნის ჩვენებით ინტერნეტმისამართი (თუკი ასეთი არსებობს); 
ბ) ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული თეზისის ქსეროასლი – ჟურნალის (ან კრებულის) სატიტულო გვერდის, 
გამომცემლობისა და ქვეყნის ჩვენებით, ინტერნეტმისამართი (თუკი ასეთი არსებობს); 
გ) ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მონოგრაფიის და/ან მონოგრაფიის თავის ქსეროასლი – სატიტულო გვერდის, გამომცემლობისა და ქვეყნის ჩვენებით, ინტერნეტმისამართი (თუკი ასეთი არსებობს).
6. პრეტენდენტი წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ავსებს, აკადემიური საბჭოს 2016 წლის 02 სექტემბრის N97/2016 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებულ ფორმას, რომელსაც ხელმოწერილს აბარებს საკონკურსო ნაშრომებთან ერთად.
7. დაევალოს კომისიას აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მისანიჭებლად იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობითა და აკადემიური საბჭოს
2016 წლის 02 სექტემბრის N97/2016 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და პრემიის მინიჭების წესით.
8. დაევალოს    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    შესასრულებლად    გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
9. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
11. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი      ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 89/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის დირექტორის მარია ლუიზა ნორტონ პინტუ ტეიშეირას 2023 წლის 25 აპრილის N7394/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,მუხლი 42. პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი
1.   მარიამ გოგია - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის დირექტორის ასისტენტი - ცენტრში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.

2.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 93/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 01 ივნისის N97/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52- ემუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 07 ივნისის  №532031  ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ემუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   ხარისხის   უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 24 აპრილის N10673/10 წერილის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2023 წლის 24 აპრილის N10736/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 01 ივნისის N97/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“ თბილისი, „დანართი 1 სასწავლო გეგმა“ ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი N1).
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის   სტრუქტურულ   ერთეულებისთვის   მიწოდება   დაევალოს  უნივერსიტეტის
კანცელარიას.
3.   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 86/01-01

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების   ინსტიტუციონალური   კოორდინატორის   წერილის   (N   10884/10; 25/04/2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:


1. ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+       საერთაშორისო       კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების   მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 27 აპრილს.
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
გ) შოთა  ფოთოლაშვილი,  თსუ  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ  პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა         დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი      ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 88/01-01

2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე¬14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 -21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (10501/10; 20/04/2023) საფუძველზე. 


ვბრძანებ: 

 

1.     ჩატარდეს კონკურსი 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2.     კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 24 აპრილს. 

3.     დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 

ა) ვახტანგ ლიჩელი, სრული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე
ბ ) დარეჯან გარდავაძე, ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
გ ) ეკატერინე ფირცხალავა, ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
1    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი -ნათია კალანდაძე. 
2    კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე. 
3    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4    წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი). 
5    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

რექტორი ჯაბა სამუშია 
 
  

სრულად

ბრძანების N: 84/01-01

2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (10365/10; 19/04/2023) საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს      კონკურსი      2023/2024      სასწავლო      წლის      შემოდგომის სემესტრისთვის    ევროკომისიის      მიერ      დაფინანსებული      ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბერლინის  თავისუფალი  უნივერსიტეტის  მიერ  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 20 აპრილს.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზურაბ აბრამიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET); კომისიის თავმჯომარე;
ბ ) თეიმურაზ გოგსაძე, ასისტენტ-პროფესორი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);
გ ) თამარ კბილაძე, ასისტენტ პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას    დაევალოს    თავისი    საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების  შესახებ”  უნივერსიტეტის  რექტორის  2021  წლის  31  მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის   პროგრამებში   მონაწილეობისათვის   სტუდენტთა   შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი    ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 82/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების,   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე- 18 და მე-20 პუნქტების, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის, მე-10 მუხლის მე-2,   მე-3 და მე-4 პუნქტების და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის გურამ ქუთელიას 2023 წლის 13 აპრილის  N6934/10-02 წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2023 წლის 11 აპრილის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი  თანამშრომლი  -     თანამდებობაზე  გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად: სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილება
კაკაბაძე  მიხეილი  -  მთავარი   მეცნიერი  თანამშრომელი  (ვადიანი)-  1  საშტატო ერთეული;
გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია
ბერიძე გიორგი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
კავსაძე მანანა -  მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
2. დაევალოს  პერსონალის  მართვის  დეპარტმენტს  არჩეულ       პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება
3. წინამდებარე   ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპრტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის  ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი    ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 83/01-01

2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი გრონინგენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (10174/10; 18/04/2023) საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს  კონკურსი  2023/2024 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი გრონინგენის    უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სამივე   საფეხურის   სტუდენტებისათვის   გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 19 აპრილს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა)გიორგი დგებუაძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯომარე;
ბ) დარეჯან გარდავაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
გ) ნათელა ნემსაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას    დაევალოს    თავისი    საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების  შესახებ”  უნივერსიტეტის  რექტორის  2021  წლის  31  მაისის
15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის   პროგრამებში   მონაწილეობისათვის   სტუდენტთა   შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი   ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 81/01-01

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემისა და საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 18 იანვრის №03/02-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით (კომისიის წევრის თანამდებობა მითითებული იქნა შეცდომით) „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემისა და საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 18 იანვრის №03/02-01 ბრძანების პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) მანონი ჯოჯუა – კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის უფროსი);“.
2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი    გიორგი შამათავა
 

სრულად

ბრძანების N: 91/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის/დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცებისა და აღნიშნულ პროგრამებზე ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 10 ნოემბრის N340/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის/დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცებისა და აღნიშნულ პროგრამებზე ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 10 ნოემბრის N340/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში და იგი ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1).
2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ჯაბა სამუშია    რექტორი  
 

სრულად

ბრძანების N: 79/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის რევაზ გულარაშვილის 2023 წლის 03 აპრილის N8881/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ამოღებულ იქნას ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ს „ბ“ თავის VII მუხლის 7.4. პუნქტი.
2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ–გვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 89/02-01

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და დადგენილი  წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო  კომიტეტის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი  განათლების შესახებ’’  საქართველოს კანონის  22-ე მუხლის   პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9, და მე-11 პუნქტების, ,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი  მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში  სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების  თაობაზე“ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის N61/01/01 ბრძანების მეორე პუნქტის დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 03 აპრილის N8780/27, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 03 აპრილის N8804/26, უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის დირექტორის 2023 წლის 05 აპრილის N9235/10, უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის  დირექტორის  2023  წლის  04  აპრლის N8946/10  და  უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 2023 წლის 06 აპრილის N9350/10 კორესპონდენციების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  იაკობ  გოგებაშვილისადმი   მიძღვნილი  ქართველოლოგიის დარგში  სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და  დადგენილი  წესით ჩატარების უზრუნველყოფის  მიზნით შეიქმნას  სსიპ   -   ივანე    ჯავახიშვილის სახელობის თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის   საორგანიზაციო  კომიტეტი   შემდეგი შემადგენლობით:
ა)    ეკატერინე  ნავროზაშვილი   –  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) ქეთევან ჭკუასელი  – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის  მოადგილე;
გ) თეიმურაზ პაპასქირი  - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის   პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
დ)  რუსუდან სანაძე – ფსიქოლოგიისა და  განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ე) ანა ლეთოდიანი  – თსუ  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ვ)  გიორგი  გოგოლაშვილი -  თსუ არნოლდ ჩიქობავას  სახელობის  ენათმეცნიერების ინსტიტუტის  ქართველურ  ენათა  განყოფილების  ხელმძღვანელი, მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ზ)   ნანა   ბახსოლიანი   –   თსუ  ივანე ჯავახიშვილის  ისტორიისა   და   ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
თ) მედეა ღლონტი – თსუ  არნოლ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტის დირექტორის     მოადგილე,    მთავრი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ი) თეა ქამუშაძე – თსუ  ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, კომიტეტის მდივანი;
კ) ლილი მეტრეველი – თსუ  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე  ბრძანების  გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3.    ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 80/01-01  

სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ატესტაციის  ჩატარების  ერთიანი   წესისა   და  პირობების   პროექტის შემუშავების მიზნით სამუშაო  ჯგუფის შექმნის  თაობაზე  რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 6 დეკემბრის N360/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის    დეპარტამენტის     უფროსმა    ნათელა   ლაცაბიძემ    (დოკუმენტი    N9055/10;
04.04.2023წ), მიმართა თსუ  რექტორს, იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაო ჯგუფის ერთ- ერთი წევრი, თსუ  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე გათავისუფლდა  აღნიშნული  პოზიციიდან და  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე  დამტკიცდა ბ-ნი შოთა ფოთოლაშვილი.

ზემოაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის2022 წლის 6 დეკემბრის N360/01-01 ბრძანებაში შევიდეს  ცვლილება და სამუშაო ჯგუფის
კომისიის წევრად, ირმა გრძელიძის ნაცვლად დაფიქსირდეს შოთა ფოთოლაშვილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე მუხლის,   ,,უმაღლესი  განათლების შესახებ’’  საქართველოს  კანონის  22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 35-ე მუხლის  41 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   დამტკიცების  თაობაზე’’   საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, 291  -ე მუხლის,  პერსონალის მართვის დეპარტამენტის  უფროსის ნ. ლაცაბიძის 2023 წლის 4 აპრილის N9055/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შევიდეს  შემდეგი  ცვლილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობების  პროექტის შემუშავების მიზნით  სამუშაო  ჯგუფის შექმნის  თაობაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 6 დეკემბრის N360/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) შოთა ფოთოლაშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი’’;
2.   დაევალოს    უნივერსიტეტის     კანცელარიას    წინამდებარე     ბრძანების      გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3.   ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ     ვებგვერდზე      განთავსება     დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 78/01-01

2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი  განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე- 14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის  დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის  N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის  მე-18 - 21-ე პუნქტების  და  საგარეო ურთიერთობათა   დეპარტამენტის   უფროსის   წერილის (9648/10; 10/04/2023) საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს კონკურსი 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული     უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 11,12 და 13 აპრილს.
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

11 აპრილი:
•        თამარ ქარაია, ასოცირებული პროფესორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე (10:00 - 16:30 საათი);
•        გიორგი ჩაკვეტაძე, თსუ  იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი  (10:00-16:30 საათი);
•        მაია სვანაძე, ასისტენტ პროფესორი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი  (10:00-16:30 საათი);
•        თამაზ ზუბიაშვილი, ასოცირებული პროფესორი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);
•        რუსუდან დოლიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-14:00 საათი);
•        ნათელა ნემსაძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (14:00-16:30 საათი);

12 აპრილი:
•        გიორგი დგებუაძე, ასისტენტ პროფესორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე (10:00-16:30);
•        დავით მაცაბერიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);
•        ლია ძებისაური, ასოცირებული პროფესორი, თსუ  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, კომისიის წევრი (14:00-16:30 საათი);
•        მანანა გელაშვილი, პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (14:00-16:30 საათი);
•        მაია არჩუაძე, ასისტენტ პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი  (10:00-16:30 საათი)

13 აპრილი-ინგლისურენოვანი კომისია:
•       ირაკლი კახიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე (10:00-16:30 საათი);
•       ზაალ მაჭავარიანი, ასოცირებული პროფესორი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);
•       სანდრო ტაბატაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);
•        მანანა რუსიეშვილი, პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-14:00 საათი);
•        ირინა გველესიანი, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (14:00-16:30 საათი); 
•        ლელა ჯამაგიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);


13 აპრილი-ინგლისურენოვანი კომისია:
•        ნინო ქიმერიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე (16:00-17:00 საათი);
•        კონსტანტინე ბრეგაძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (16:00-17:00 საათი);
•        გიორგი რუსიაშვილი, ასოცირებული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, კომისიის წევრი (16:00-17:00 საათი);

13 აპრილი-ფრანგულენოვანი და ესპანურენოვანი კომისია:
•        ბელა ხაბეიშვილი, პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე (17:00-18:00 საათი);
•        ნინო ქავთარაძე, ასისტენტ  პროფესორი,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (17:00-18:00 საათი);
•        მარინე კობეშავიძე, ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (17:00-18:00 საათი);

4.   დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ  საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი  -  ნათია კალანდაძე დავიზიტორ პროფესორთა და  უცხოელ გაცვლით სტუდენტთა მობილობის კოორდინაციის ჯგუფის ლიდერი - მარიამ რაზმაძე.
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტთა  საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების  შესახებ”  უნივერსიტეტის რექტორის 2021  წლის  31  მაისის
15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 77/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ესპანური ენა A1.1.“-ს დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  და  მე-3  ნაწილების,  53-ე  მუხლის  მე-3  ნაწილის,  54–ე  მუხლის  პირველი  ნაწილის,  55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის     N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 31 მარტის N8658/10 და თსუ    უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2023 წლის 05 აპრილის  N9227/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.  დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ესპანური ენა A1.1.“ (დანართი 1);
2. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    განთავსება    ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი
 

სრულად

ბრძანების N: 74/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ჩეხური ენა A1“-ს დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  და  მე-3  ნაწილების,  53-ე  მუხლის  მე-3  ნაწილის,  54–ე  მუხლის  პირველი  ნაწილის,  55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის     N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 31 მარტის N8658/10 და თსუ    უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2023 წლის 05 აპრილის  N9228/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1.  დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ჩეხური ენა A1“  (დანართი1);
2. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    განთავსება    ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 75/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერული თანასწორობის გეგმის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“   საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების,  54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის   №135/ნ   ბრძანებით     დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის   პირველი   პუნქტის,   მე-8 პუნქტის „ა“ და   „ო“   ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 23   მარტის N 7737/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს   ,,სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  გენდერული  თანასწორობის  გეგმა’’ (დანართი N1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე    ბრძანება    დაინტერესებული    პირის    მიერ    შეიძლება    გასაჩივრდეს, კანონმდებლობით  დადგენილი  წესით,  ძალაში  შესვლის  დღიდან  1  თვის  ვადაში   ქ. თბილისის  საქალაქო  სასამართლოში  (მისამართი:  ქ.  თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

ჯაბა სამუშია რექტორი
 

სრულად

ბრძანების N: 76/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნინო უგრეხელიძის 2023 წლის 05 აპრილის N9120/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.          შევიდეს   ცვლილება   ,,სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,მუხლი 23. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

1.   ნინო უგრეხელიძე - დეპარტამენტის უფროსი - N104 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
2.   თინათინ  იზორია-დეპარტამენტის  უფროსის  მოადგილე  -  N104  ოთახში  არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
3.   მარიამ  მაღრაძე   -  ვებგვერდის   მთავარი  რედაქტორი   -  N104  ოთახში  არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 81/02-01