საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის  მაძიებელთა პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული  ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი  განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს  შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური    დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების  ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში)   მონაწილეობის, მისი წარმართვის   და   შეფასების    წესისა    და   იმ    სამედიცინო    დაწესებულებების   ან/და სასწავლებლების  აკრედიტაციის  კრიტერიუმების   და   წესის დამტკიცების  შესახებ,რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი  განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“,  ,,სსიპ  _  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი    აქტების საჯაროდ  გამოცხადების   წესის  დამტკიცების  შესახებ“  თსუ   რექტორის 2010  წლის  13 სექტემბრის  №83/01-01  ბრძანების,  ,,ა(ა)იპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  რეზიდენტურის  ალტერნატიული   დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო  პროგრამების  (პროფესიული  მზადების)  სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს  ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების  შესახებ“    თსუ-ს   აკადემიური  საბჭოს   2013   წლის   15   ივლისის        №84/2013   წლის დადგენილებით  დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის 2022 წლის 15 აპრილის №8669/32 წარდგინების საფუძველზე,

 
ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში    2021-2022      სასწავლო      წლის      გაზაფხულის       სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:

1.1. ლაბორატორული მედიცინა  - 8 რეზიდენტი
1.2. დერმატო- ვენეროლოგია - 3 რეზიდენტი/ 1 მაძიებელი
1.3. უროლოგია - 2 რეზიდენტი
1.4. რეპროდუქტოლოგია - 2 რეზიდენტი
1.5. ორთოპედიული სტომატოლოგია - 1 რეზიდენტი
1.6. თერაპიული სტომატოლოგია - 2 რეზიდენტი
2. რეზიდენტურის  ალტერნატიული   დიპლომისშემდგომი   განათლების  (პროფესიული მზადების)  სპეციალობის  მაძიებელთა  პროგრამებზე  მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 02-06 მაისი
2.2. გასაუბრება – 10 მაისი
2.3. შედეგების გამოცხადება – 11 მაისი

3. ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე. 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

 

სრულად

ბრძანების N: 105/01-01  

2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კადისის  უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე  მუხლის   პირველი  ნაწილის,  53-ე  მუხლის   მესამე  ნაწილის,  54-ე  მუხლის   პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და   57-ე   მუხლის    პირველი   ნაწილის,   საქართველოს განათლებისა  და   მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  ჩატარდეს  კონკურსი   2022/2023  სასწავლო  წლის  შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის  მიერ დაფინანსებული ერაზმუს+  საერთაშორისო  კრედიტ- მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კადისის  უნივერსიტეტის  მიერ თბილისის     სახელმწიფო    უნივერსიტეტის    სტუდენტებისათის    გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 18 აპრილს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მარინე კობეშავიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნინო ქიმერიძე, თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ირენე  გალინდო  მარტინი,   თსუ   ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა   ფაკულტეტზე მოწვეული ესპანური ენის მასწავლებელი, კომისიის წევრი;
4.    დამტკიცდეს კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი  - ნათია კალანდაძე.
5.    დამტკიცდეს კონკურსის  ჩატარებისა  და  კანდიდატთა  შერჩევის  წესი  (დანართი №1).
6.    ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ   ვებ-გვერდზე    განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 102/01-01    

2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+ საერთაშორისო  კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის    სახელმწიფო     უნივერსიტეტის     ადმინისტრაციული     და აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი    ჩატარდეს    2022    წლის    18    აპრილს    Zoom    პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  ირმა    გრძელიძე,    თსუ    ხარისის    უზრუნველყოფის    სამსახურის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
გ) ნატა ასათიანი, თსუ რექტორის კონსულტანტი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს     კომისიის     მდივნად     თსუ     საგარეო     ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს  და  შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 101/01-01

,,სახელმწიფო ენის სტრატეგიის (ერთიანი პროგრამის) 2021 -2030 „ სამოქმედო გეგმის ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსისის სახელმწიფო უნივერისტეტში სამუშაო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ" ქვეპუნქტების,  მე-9   და მე-12 პუნქტების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 04 აპრილის   N7584/27 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ,,სახელმწიფო ენის სტრატეგიის (ერთიანი პროგრამის) 2021-2030“ სამოქმედო გეგმის ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსისის სახელმწიფო უნივერისტეტში   რეკომენდაციების შემუშავების მიზნით   შეიქმნას სამუშაო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო ოკრიბელაშვილი - კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;
ბ) რამაზ ქურდაძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
გ) დარეჯან   გარდავაძე   -   კომისიის   წევრი,   უნივერსიტეტის   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
დ) დარეჯან   თვალთვაძე   -   კომისიის   წევრი,   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე) გიორგი გოგოლაშვილი - კომისიის წევრი, რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით    დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 96/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო ბერუჩაშვილის ხსოვნის 75-წლისთავისადმი მიძღვნილი მე-II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა -კარტოგის - დაგეგმარება - მართვა" ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.2022   წლის   12-16   სექტემბერს   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტში   ნიკო   ბერუჩაშვილის   ხსოვნის   75- წლისთავისადმი    მიძღვნილი   მე-II საერთაშორისო   სამეცნიერო   კონფერენცია
„მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა -კარტოგის - დაგეგმარება - მართვა" ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:


ა)    გიორგი შარვაშიძე - რექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) რამაზ ხომერიკი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
გ)    დავით კერესელიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
დ) დალი ნიკოლაიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი; საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ე) ნოდარ ელიზბარაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ვ)  ლია მაჭავარიანი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ზ) ზურაბ სეფერთელაძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
თ) იოსებ სალუქვაძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ი) ნანა ბოლაშვილი - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი; საქართველოს  ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
კ) თენგიზ   გორდეზიანი   -   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი,  საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ლ) ნელი ჯამასპაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
მ) გიორგი დვალაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ნ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო    კვლევებისა    და    განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ო) ნანა მამაგულიშვილი -   საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
პ) ირაკლი საღარეიშვილი -  საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ჟ) ნატო ჩუბინიძე -   საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
რ) არჩილ კუკულავა -   იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ს) გიორგი ტალახაძე -   მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ტ) თამარ ებრალიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
2. დაევალოს        საფინანსო        დეპარტამენტს        გახსნას        საკონფერენციო შენატანებისათვის    სპეციალური   ანგარიში   და   განახორციელოს   ამ   მიზნით შემოსული თანხით ღონისძიების ფინანსური უზრუნველყოფა. 
3.დაევალოს   საინფორმაცო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
4. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს     თსუ     გამომცემლობას     საკონფერენციო     მასალების/შრომათა კრებულის (Proceedings) დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
7. თსუ-ის საგამოფენო დარბაზში მეცნიერის მოღვაწეობის ამსახველი გამოფენის მოწყობა.
8.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.~
9.    დაევალოს  კანცელარიას  ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
10.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 97/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს  2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის   №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური   პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორისა  და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  2022 წლის 4 აპრილის №9/04 ერთობლივი ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის  რამაზ  ხომერიკის  2022  წლის  12  აპრილის N8275/28 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტზე
პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის პროფესორად 10  (ათი)  წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 15 აპრილს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 16 მაისიდან 2022 წლის 20 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 29 ივლისისა.
4. კონკურსი  გამოცხადდეს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ქიმიის დეპარტამენტი
კათედრა: ორგანული და ბუნებრივ ნაერთთა ქიმია პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია ,,ა’’)


5. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება    დასაქმდეს   „სქესობრივი   თავისუფლებისა   და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული    სქესობრივი     თავისუფლებისა     და     ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი,    რომელსაც    იმავე    კანონის    საფუძველზე    სასამართლომ    ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)    ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო  ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 16 მაისიდან 2022 წლის 20  მაისის  ჩათვლით  10:00-დან  17:00    საათამდე,  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა   ფაკულტეტის   საკონკურსო   დოკუმენტაციის   მიმღებ   აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N3 (II კორპუსი) ოთახი N158;
7. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით,     ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების    დანართი   1-ის   მე-3   მუხლის   მე-3   პუნქტის   მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი;"
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,    პერსონალის    მართვის    დეპარტამენტი,    შიდა  აუდიტის სამსახური,    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტი, საინფორმაციო     ტექნოლოგიების      დეპარტამენტი,      გაზეთი      "თბილისის უნივერსიტეტი").
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი      გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 98/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 37-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 32-2 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 4 აპრილის N9/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2022 წლის 11 აპრილის   N 8162/10 წერილის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით,    უმაღლეს    საგანმანათლებლო    ან    სხვა    პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც    აკმაყოფილებს    უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი    სამეცნიერო    - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
4.  კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 18 აპრილს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 19 მაისიდან 2022 წლის 24 მაისის ჩათვლით. კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 31 მაისისა;
5. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
ტექტონიკისა და რეგიონული გეოლოგიის განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული.
6.   სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის № 63/2017 დადგენილება, დანართი 2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი        საქმიანობის        გამოცდილების        ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ" 32 მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და  პირი, რომელსაც იმავე    კანონის    საფუძველზე    სასამართლომ    ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 19 მაისიდან 2022 წლის 24  მაისის  ჩათვლით  11:00-დან  16:00  საათამდე,  თსუ  ალექსანდრე  ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. №31, ოთახი №101;
8. ბრძანება  განთავსდეს  გაზეთ  „თბილისის  უნივერსიტეტის"  ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი; ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი)
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე

 

 

რექტორი      გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 99/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის   51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის   მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლისპირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ“ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 11 აპრილის N31/2022 დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მაია ჭელიძე - კომისიის  თავმჯდომარე, პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ბ) მაია მეტრეველი - კომისიის წევრი, თსუ კანცელარიის საქმის წარმოების განყოფილების უფროსი;
გ) ლიკა კილაძე - კომისიის წევრი, იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი.
2.    დაევალოს    კომისიას    მიიღოს    თსუ-ს    კანცელარიის    წესით    შემოსული პრეტენდენტების  განცხადებები  და  თანდართული  დოკუმენტაცია,  უზრუნველყოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 11 აპრილის N31/2022 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან მიმართებაში და შემოწმებული  დოკუმენტაცია  წარუდგინოს  აკადემიურ  საბჭოს  არაუგვიანეს  2022 წლის 3 მაისის 10 საათისა.
3.ბრძანების   დაინტერესებული   პირთათვის   კანონმდებლობით   დადგენილი წესით გადაცემა  დაევალოს თსუ კანცელარიას.
4.წინამდებარე ბრძანების თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 100/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში, სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ "ო" და ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების, და თსუ სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსის, ზაზა წაქაძის 2022 წლის 12 აპრილის N8314/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის   საერთო   საცხოვრებელში   სარგებლობის   უფლების   მოპოვების მიზნით გამოცხადდეს ონლაინ რეგისტრაცია ბაგების საერთო საცხოვრებლის 50 (ორმოცდაათი) ადგილზე და ლისის საერთო საცხოვრებლის 15   (თხუთმეტი) ადგილზე.
2. ონლაინ რეგისტრაცია განხორციელდეს სტუდენტის პორტალზე 2022 წლის 15 აპრილის 11:00 საათიდან 2022 წლის 18 აპრილის 11:00 საათამდე.
3.დაევალოს     საინფორმაციო     ტექნოლოგიების     დეპარტამენტს     ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
4.დაევალოს   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5.დაევალოს   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
6.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 60/02-01

„სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2022 წლის 12 აპრილისN8319/10  კორესპონდენციის საფუძველზე, 

ვბრძანებ:


1. შევიდეს   ცვლილება   „სატენდერო   კომისიის,   სატენდერო   კომისიის   აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სატენდერო კომისიის ტექნიკური და ორგანიზაციული საქმიანობის ურუნველსაყოფად შეიქმნას სატენდერო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირმა აბრამიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების უფროსი; 
ბ)  ანეტა  მერკვილიშვილი  –  საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების   განყოფილების უფროსის მოადგილე;
გ) ლელა კოპალეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
დ) დინარა ტიკარაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ე) ლია ბაყაშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ვ)  შოთა  გაბადაძე  –  საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების   განყოფილების სპეციალისტი;
ზ) თინათინ ფაჩუაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
თ) დაჩი ფერაძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების  სპეციალისტი; 
ი) თინათინ ქებაძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების სპეციალისტი;
კ)ელენე   გოგოლაძე   -   საფინანსო   დეპარტამენტის   შესყიდვების    განყოფილების სპეციალისტი;
ლ)მარიამ გოგოლიძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების სპეციალისტი;
მ)გიორგი    მხეიძე    -    საფინანსო    დეპარტამენტის    შესყიდვების     განყოფილების სპეციალისტი;
ნ)ნინო    დუნდუა    -    საფინანსო    დეპარტამენტის    შესყიდვების     განყოფილების სპეციალისტი;
ო) დავითი ლაგვილავა - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების უფროსი სპეციალისტი.“


2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 61/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ  - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ    -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის,  29-ე მუხლის  მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების  - „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის    აკადემიური   პერსონალის   სამსახურში   მიღებისა    და    კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ  აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების   -  „სსიპ   –  ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის   აკადემიური  პერსონალის  (პროფესორი, ასოცირებული   პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი,  ასისტენტი)  აფილირების  წესისა   და  პირობების   დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო    განრიგის    დამტკიცების   შესახებ“  თსუ     რექტორის   და    ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022  წლის  28  მარტის  №8/04  ერთობლივი  ბრძანებისა  და  მედიცინის ფაკულტეტის   დეკანის  დიმიტრი კორძაიას 2022  წლის  19  მარტის  N6142/32   წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.   უნივერსიტეტის   ასისტენტ -პროფესორად  4 (ოთხი)    წლის   ვადით    შეიძლება არჩეული  იქნეს  დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული  აკადემიური  ხარისხის მქონე პირი,  რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილება კათედრის პროფილის მიმართულებით;
3.   კონკურსი   გამოცხადდეს   2022  წლის  12 აპრილს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 13 მაისიდან  2022 წლის 18 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის  18 ივნისისა.
4. კონკურსი  გამოცხადდეს  მედიცინის ფაკულტეტის   ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების კათედრა;
ასისტენტ პროფესორი - 2 საშტატო ერთეული (კატეგორია „ ბ“)

5.ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:    
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);    
ბ) კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული   დადგენილი   ფორმის  მიხედვით   (ანკეტა წარმოდგენილი უნდა   იყოს  როგორც ნაბეჭდი,   ისე  ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ,,ცნობა ნასამართლობის შესახებ  (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ   შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის  შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული   სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე    სასამართლომ  ჩამოართვა   საგანმანათლებლო  დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)"

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო  ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის   აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში)  და კლინიკური მოდულების სწავლების შემთხვევაში  - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია  თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი  მონაცემები  სრულად უნდა  იყოს ასახული  თსუ სამეცნიერო პორტალზე  http://rp.tsu.ge/;
თ)  შესაბამისი  დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული  თსუ-ის სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად - დარგობრივ    მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა სრულად შეესაბამება თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი. 
კ) სამოტივაციო  წერილი;
ლ) ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა. თანხმობის  წერილს იმ   ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ  მონაცემებს;
ლ.გ. კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას  და სასწავლო  პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ. დადასტურების წერილს, რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ  ელექტრონული რესურსები;
6.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 13 მაისიდან  2022 წლის 18  მაისის  ჩათვლით - 11 საათიდან 16 საათამდე, მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი,  ა. ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, III სართული, ოთახი N330;
7.   ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების  მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ  აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების  დანართი N1-ის  მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით  გამოხატოს თანხმობა  მხოლოდ ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის  უნივერსიტეტი“.
9.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მედიცინის ფაკულტეტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 93/01-01  

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წელს ვაკანტური  (აპლიკანტთა) ადგილების და მათ შორის მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ“ 2022 წლის 17 თებერვლის რექტორის N43/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის  და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების   მე-14  მუხლის   პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, თსუ  პროფესიული განათლების ცენტრის  ხელმძღვანელის 2022 წლის 11 აპრილის N8221/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  შევიდეს   ცვლილება  „სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის   პროფესიულ   საგანმანათლებლო  პროგრამებზე   2022   წელს   ვაკანტური (აპლიკანტთა) ადგილების და მათ შორის მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების   მქონე  პირთა   მიღებისთვის   ადგილების   განსაზღვრის
შესახებ“ 2022 წლის 17 თებერვლის რექტორის N43/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით  დამტკიცებული დანართი  N1  ჩამოყალიბდეს  ახალი,  წინამდებარე  ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1). 
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 94/01-01      

სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების  საფუძველზე.

ვბრძანებ:


1. ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 12, 13 და 14 აპრილს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 

12 აპრილი:
•მერაბ ხოხობაია, ასოცირებული პროფესორი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე  (10:00-16:30 საათი);
•ნათია სვანიძე, ასისტენტ პროფესორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);
•იზაბელა პეტრიაშვილი, ასოცირებული პროფესორი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი  (10:00-16:30 საათი);
•რუსუდან დოლიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-13:00 საათი);
•მანანა გელაშვილი, პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (14:00-16:30 საათი);
•დემეტრე ეგნატაშვილი, დეკანის მოადგილე, იურიდიული ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-15:00 საათი);
•მარიამ კევლიშვილი, ასისტენტ პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, კომისიის წევრი (15:00-16:30 საათი)

13 აპრილი:
•დავით მაცაბერიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე (10:00 16:30 საათი);
•ლელა ჯამაგიძე, ასისტენტ პროფესორი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-16:30 საათი);
•ნინო ჩახუნაშვილი, ასისტენტ პროფესორი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი  (10:00-16:30 საათი);
•ირინა გველესიანი, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი  (10:00-13:00 საათი);
•მანანა რუსიეშვილი, პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (14:00-16:30 საათი);
•დემეტრე ეგნატაშვილი, დეკანის მოადგილე, იურიდიული ფაკულტეტი, კომისიის წევრი (10:00-12:00 საათი);
•ნათია ჩიტაშვილი, ასოცირებული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, კომისიის წევრი   12:00-16:30 საათი)

14 აპრილი:
•ნინო ქიმერიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე (16:40-18:00 საათი);
•თამარ აბაშიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი (16:40-18:00 საათი);
•გიორგი რუსიაშვილი, ასოცირებული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, კომისიის წევრი (16:40-18:00 საათი);
•სიმონ გელაშვილი, პროფესორი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,   კომისიის წევრი (16:40-18:00 საათი);


4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე. 
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მომქედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 95/01-01

მასარიკის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ  საზაფხულო სკოლაში მონაწილოებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე  მუხლის   პირველი  ნაწილის,  53-ე  მუხლის   მესამე  ნაწილის,  54-ე  მუხლის   პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და   57-ე   მუხლის    პირველი   ნაწილის,   საქართველოს განათლებისა  და   მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის  შერჩევის  წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით და ასევე ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 2021 წლის 22 დეკემბრის N33/04 ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის  სტუდენტთა შერჩევის წესის  მე-4 მუხლის  მე-18 - 21-ე პუნქტების საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    ჩატარდეს კონკურსი მასარიკის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ  საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის  თბილისი  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 11 აპრილს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თეონა მატარაძე, თსუ  სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დემეტრე ეგნატაშვილი,  თსუ  იურიდიული ფაკულტეტის  დეკანის  მოადგილე, კომისიის წევრი;
გ)  ნინო  ლობჟანიძე, თსუ   ეკონომიკისა  და  ბიზნესის   ფაკულტეტის   ასისტენტ
პროფესორი, კომისიის წევრი;

4.   დამტკიცდეს კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი  - ნათია კალანდაძე.
5.   კომისიას  დაევალოს თავისი  საქმიანობა წარმართოს მოქმედი  კანონმდებლობისა და  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სტუდენტთა    საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის  N15/04 და 22 დეკემბრის  33/04 ბრძანებებით  დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6.    ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ   ვებ-გვერდზე    განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 91/01-01  

2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის თსუ-ს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტებისის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი  განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე- 14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის  დამტკიცების შესახებ”  უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის  N15/04 ბრძანებით  და ასევე ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების  შეტანის შესახებ 2021 წლის 22 დეკემბრის N33/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის  მე-18 - 21-ე პუნქტების საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის თსუ-ს  ორმხრივი თანამშრომლობის  ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი  ევროპული  უნივერსიტეტების  მიერ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებისათვის  გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთაა შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 4 აპრილს Zoom პლატფორმის საშუალებით.

3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)   თეონა   მატარაძე,  თსუ    სოციალურ   და   პოლიტიკურ    მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)   ნათელა  ნემსაძე,   თსუ    ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)    ნაზი    ფარსადანიშვილი,    თსუ     ფსიქოლოგიისა    და    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)   დემეტრე   ეგნატაშვილი,   თსუ    იურიდიული  ფაკულტეტის    დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;
4.   დამტკიცდეს     კომისიის      მდივნად      თსუ      საგარეო    ურთიერთობათა დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი  - ნათია კალანდაძე.
5.    კომისიას      დაევალოს     თავისი       საქმიანობა      წარმართოს     მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტთა  საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის      პროგრამებში      მონაწილეობისათვის შერჩევის  წესის დამტკიცების  შესახებ”  უნივერსიტეტის რექტორის 2021  წლის  31  მაისის N15/04 და 22 დეკემბრის  33/04 ბრძანებებით  დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო   უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ   პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს
(საგარეო  ურთიერთობათა   დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 92/01-01  

2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კოტ დ’აზურის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე.



ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+  საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კოტ დ’აზურის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 8 აპრილს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ირმა    გრძელიძე,    თსუ    ხარისის    უზრუნველყოფის    სამსახურის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
გ) ქეთევან ხუციშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
 
4.დამტკიცდეს     კომისიის     მდივნად     თსუ     საგარეო     ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და  შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა  დეპარტამენტი,შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 88/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკრაინის მოქალაქე სტუდენტებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ერთდჯერადი საუნივერსიტეტო სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით    დამტკიცებული   საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ნ”  და  ,,პ” ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის  საფუძველზე, 

 

ვბრძანებ:


1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკრაინის მოქალაქე სტუდენტებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ერთჯერადი საუნივერსიტეტო სტიპენდიის გაცემის წესი (დანართი N1);
2. დამტკიცდეს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ერთჯერადი საუნივერსიტეტო სტიპენდიის განაცხადის ფორმა (დანართი N2);
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5.ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 89/01-01

2022/2023 სასწავლო წლისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი კვლევითი სტაჟირების სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით და ასევე ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 2021 წლის 22 დეკემბრის N33/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის    სტუდენტებისათვის   გამოყოფილი   სტიპენდიების   კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 11 აპრილს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) იოსებ  სალუქვაძე,  თსუ  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თეონა   მატარაძე,   თსუ   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში   მონაწილეობისათვის  შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი           ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 90/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში - სამეცნიერო პერსონალის მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 322 მუხლის პირველი,  მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 4 აპრილის  N9/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის მ. ნიორაძის  2022 წლის 31 მარტის  N7336/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების  სამსახურში მისაღებად;

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო  - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს    საგანმანათლებლო    ან    სხვა    პროფილურ    დაწესებულებაში    სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,   არამედ  გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)   და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური საბჭოს 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის  მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში მოთხოვნილი პუბლიკაციები უნდა იყოს შესაბამისი პროფილით.

4. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 7 აპრილს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 10 მაისიდან 2022 წლის 16 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 27 მაისისა;

5. კონკურსი გამოცხადდეს მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში   მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი - 4  საშტატო ერთეული
6. სამეცნიერო თანამდებობაზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2), კონკურსში მონაწილეობის შესახებ (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილი იქნას ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო თანამდებობაზე);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს
„სქესობრივი  თავისუფლებისა  და  ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
დ) ავტობიოგრაფია (CV) სამეცნიერო    პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურსანტისათვის მისაღები ფორმით მისი მოღვაწეობის სრულად ასასახავად (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი  - Word და PDF  ფაილების სახით);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი,  უცხო  ქვეყანაში  მიღებული  განათლების  ან/და  სამეცნიერო  ხარისხის  (ასეთის 
არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ვ)    სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
თ) კონკურსის გამოცხადების ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადებების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
8. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველს ეძლევა განაცხადის განმეორებით წარმოდგენის ვადა, მაგრამ არაუმეტეს საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღისა.
9. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ამავე ბრძანების მე-8 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
10. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 10 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 17:00  საათამდე, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის შენობაში. მისამართი: თბილისი, გიორგი დანელიას ქ. N10, ოთახი N448.

11.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი’’;
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო  დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).
14. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო გვენეტაძე 

სრულად

ბრძანების N: 87/01-01

2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის თსუ-ს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტებისის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით და ასევე ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 2021 წლის 22 დეკემბრის N33/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო  წლის  შემოდგომის სემესტრისთვის     თსუ-ს   ორმხრივი   თანამშრომლობის   ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთაა შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 4 აპრილს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  თეონა   მატარაძე,   თსუ   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  ნათელა   ნემსაძე,   თსუ   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  ნაზი    ფარსადანიშვილი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი; დ)   დემეტრე   ეგნატაშვილი,   თსუ   იურიდიული   ფაკულტეტის   დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას      დაევალოს      თავისი      საქმიანობა      წარმართოს      მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის საერთაშორისო            გაცვლით          და          მობილობის          პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი          ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 85/01-01