საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 30 იანვრის N24/02-01 და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 24 თებერვლის N34/02-01 ბრძანებების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის განყოფილების უფროსის, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მდივნის გიორგი ოქიტაშვილის 29.04.2022წ. N9628/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდეს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ 2022 წლის 28 აპრილის N65 სხდომის ოქმით გამარჯვებულად გამოვლენილი 49 პროექტი (დანართი N1).
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს თანხების ხარჯვა განახორციელოს გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტებიდან.
3. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე      ბრძანება      კანონმდებლობით      დადგენილი      წესით      გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულს    (საფინანსო დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 71/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში, სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ "ო" და ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების და თსუ სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსის ზაზა წაქაძის 2022 წლის 28 აპრილის N9522/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების   მიზნით   გამოცხადდეს   ონლაინ   რეგისტრაცია   ბაგების   საერთო საცხოვრებლის 30 (ოცდაათი) და ლისის საერთო საცხოვრებლის 50 (ორმოცდაათი) ადგილზე.
2.  ონლაინ  რეგისტრაცია  განხორციელდეს  სტუდენტის  პორტალზე  2022 წლის 28 აპრილის 16:00 საათიდან 2022 წლის 29 აპრილის 17:00 საათამდე.
3.   დაევალოს   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 69/02-01

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში - სამეცნიერო პერსონალის მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ - რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 18 აპრილის N104/01-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შესწორდეს   ,,სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას    სახელობის    გამოყენებითი    მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში -  სამეცნიერო პერსონალის მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’    - რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 18 აპრილის N104/01-01 ბრძანების მე-4 პუნქტში დაშვებული ტექნიკური შეცდომა და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,4. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 18 აპრილს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 19 მაისიდან 2022 წლის 25 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 8 ივნისისა;’’

2. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი         ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 118/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის განსაზღვრული ტარიფისაგან, დროებით, განსხვავებული ტარიფის დაწესების შესახებ


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდქალაქის ლისის საერთო საცხოვრებლის მე-3 კორპუსის ინვენტარით დაკომპლექტების თავისებურებების გათვალისწინებით და ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე  მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსის 2022 წლის 27 აპრილის N9505/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. თსუ სტუდქალაქის ლისის საერთო საცხოვრებლის მე-3 კორპუსში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის (ადგილი ოთახში, ელ. ენერგია, ცივი და ცხელი წყლის მიწოდებით, ავეჯი და სხვა დაცული საერთო სარგებლობის სივრცით ნაწილობრივი სარგებლობა) ტარიფი, 2022 წლის 1 სექტემბრამდე, განისაზღვროს თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  კონტროლი  ბრძანების  შესრულებაზე  დაევალოს  საფინანსო  დეპარტამენტსა  და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 70/02-01

2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ზალცბურგის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 9378/10; 26/04/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი  2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ზალცბურგის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 28  აპრილს Zoom  პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) რუსუდან  დოლიძე,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) მანანა  რუსიეშვილი,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.კომისიას      დაევალოს      თავისი      საქმიანობა      წარმართოს      მომქედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის        პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში   მონაწილეობისათვის   სტუდენტთა   შერჩევის წესის საფუძველზე.
6.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო ოკრიბელაშვილი
 

სრულად

ბრძანების N: 116/01-01

ფულდას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში მონაწილოებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის  შერჩევის  წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით და ასევე ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 2021 წლის 22 დეკემბრის N33/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის  უფროსის  წერილის  (N  9379/10; 26/04/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი ფულდას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 28 აპრილს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) სიმონ     გელაშვილი,  თსუ  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) რევაზ   გველესიანი,   თსუ   ეკონომიკისა   და   ბიზნესის   ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და    ,,სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის    სტუდენტთა     საერთაშორისო     გაცვლით     და     მობილობის პროგრამებში     მონაწილეობისათვის    შერჩევის    წესის    დამტკიცების    შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის     საერთაშორისო     გაცვლით     და     მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე ბრძანება   კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო ოკრიბელაშვილი
 

სრულად

ბრძანების N: 117/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული მცირეფასიანი აქტივების (მოძრავი ქონების) ჩამოწერის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების, 85-ე მუხლის მე-11  პუნქტის, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის , მე-5 და მე-6 მუხლების, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 10 დეკემბრის №5 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 22 მაისის   №MES 1 18 00603004 კორესპონდენციის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 16 მარტის №70/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის 2021 წლის 28 ივლისის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.   ჩამოწერილ იქნას სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსიდან 142883    ლარის ღირებულების მცირეფასიანი აქტივები (4158 ერთეული, დანართი ექსელის ფაილი);
2. დაევალოს იურიდიულ დეპარტამენტს მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შედეგად    იღებული    ჯართის    (სავარაუდო    წონა    5445    კგ    შავი    ლითონი) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
3. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა კანონმდებლობის შესაბამისად;
4. დაევალოს     საფინანსო     დეპარტამენტს     განახორციელოს     კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები;
5. დაევალოს კანცელარიას გადასცეს წინამდებარე ბრძანება დაგზავნის ფურცელში მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებს;
6. დაევალოს       საინფორმაციო       ტექნოლოგიების       დეპარტამენტს       ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 68/02-01

2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბურგოსის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 9300/10; 26/04/2022) საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის    ევროკომისიის  მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბურგოსის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2.კონკურსი    ჩატარდეს    2022    წლის    26    აპრილს    Zoom    პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მარინე  კობეშავიძე,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მერაბ   ხოხობაია,   თსუ   ეკონომიკისა   და   ბიზნესის   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) თეა გერგედავა, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 113/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო” ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა  და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შერჩევის  წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 07 თებერვლის N28/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის  18 აპრილის N8825/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა განისაზღვროს 350 000 ლარით.
2. სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბაკალავრიატის/ მაგისტრატურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 50 346 ლარი; 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 62 046 ლარი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 43 422 ლარი; 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 85 274 ლარი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი – 52 887 ლარი;

ვ) მედიცინის ფაკულტეტი – 31 910 ლარი;
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 24 115  ლარი;
3. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს  უნივერსიტეტის  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 114/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების -  „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის    (პროფესორი,    ასოცირებული    პროფესორი,    ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია  თსუ  წარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ,  ოქმი  №4  14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი    საშტატო    განრიგის    დამტკიცების    შესახებ“    თსუ    რექტორისა    და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 15 აპრილის №10/04 ერთობლივი ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2022 წლის 20 აპრილის N9097/29 წერილის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად.
2. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი)  წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
3. კონკურსი   გამოცხადდეს   2022 წლის     20 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს  2022 წლის  21  ივნისიდან 2022  წლის  28 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის  პირველი სექტემბრისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და   ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

საერთაშორისო  ბიზნესის  კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1  საშტატო ერთეული - კატეგორია „ბ“

5.ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი  უნდა  იყოს  როგორც  ნაბეჭდი,  ისე  ელექტრონული  (CD)  სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართული  დანაშაულის  ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური    ხარისხის    დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი  (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამოტივაციო წერილი;
6.ასისტენტ-პროფესორის    თანამდებობაზე    ასარჩევი    კანდიდატი,    კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს    თანხმობა    მხოლოდ    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტთან  აფილირების  შესახებ  (რაც  ძალაში  შევა მის მიერ      შესაბამისი      აკადემიური      თანამდებობის      დაკავებისთანავე)      და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის    დოკუმენტი (ხელშეკრულება,  შეთანხმება ან სხვ.) სხვა    უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2022 წლის 21 ივნისიდან 2022 წლის 28 ივნისის   ჩათვლით 10:00-დან 16:00 საათამდე, შესვენება 13:00-დან 14-მდე (შაბათ- კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის  მიმღებ აპარატში, თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403;
8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტი"-ს ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს   (საფინანსო   დეპარტამენტი,   პერსონალის   მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედიის ცენტრი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 115/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის,  მე-11 პუნქტის ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ილია  ვეკუას  სახელობის  გამოყენებითი  მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის გ. ჯაიანის  2022 წლის 29 აპრილის  N9649/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2022 წლის 19 აპრილის დისტანციური სხდომის ოქმი N3) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი    მათემატიკის     სამეცნიერო-კვლევითი     ინსტიტუტის     მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) შოთა ზაზაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი;
ბ) არჩილ ყიფიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
გ) გივი ბერიკელაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
დ) თეიმურაზ დავითაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ე)  თემურ  ჯანგველაძე  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
2.დამტკიცდეს    საკონკურსო    კომისიის    თავმჯდომარედ    შოთა    ზაზაშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ არჩილ ყიფიანი და საკონკურსო კომისიის მდივნად გივი ბერიკელაშვილი.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 8 ივნისისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ილია ვეკუას სახელობის მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).
6. წინამდებარე  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 128/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 ივნისის N09/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე  და 23-ე მუხლების  პირველი  პუნქტების, „საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-8  პუქტის „ა“ და  „პ“  ქვეპუნქტების, მე-9 და  მე-11 პუნქტების,  მე–15 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ზ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 27 მარტის N 6886/32, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 25 მარტის N6779/29, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 15 მარტის N5683/26 კორესპონდენციების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 ივნისის N09/04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში:

ა) ბრძანებით   დამტკიცებული  N1 დანართის  მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი    2.   აკადემიური,     სამეცნიერო   და   მასწავლებელთა   პერსონალის   მიერ დისციპლინისა    და     ეთიკის     ნორმების     დარღვევის    შემსწავლელი    კომისია


1. აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევისას იქმნება აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების  დარღვევის  შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია  ( შემდგომში - ,,ასმ     კომისია“), შემდეგი შემადგენლობით: ა) რევაზ გაჩეჩილაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ბ)    ნოდარ    ელიზბარაშვილი    -   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
გ) ივანე მინდაძე  - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
დ) ლევან საბაური   - ეკონომიკისა     და    ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი;
ე) მორის შალიკაშვილი  - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 
ვ) ნატო ფიცხელაური - მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ზ) თეა წითლანაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
თ) თეიმურაზ გოგსაძე - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მოწვეული პედაგოგი;
ი) დარეჯან გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.


2. კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან კომისიის პირველ სხდომაზე, დამსწრეთა უმრავლესობით, ღია კენჭისყრის წესით.“


ბ) ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) პირს ცნობს დამრღვევად და წარადგენს მას შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების 27-ე მუხლით განსაზღვრული სახდელის ერთ-ერთი ზომის გამოყენებაზე“.

გ) ბრძანებით   დამტკიცებული  N1 დანართის  მე-5 მუხლის  მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,6. კომისია, როგორც წესი, დასკვნას წარადგენს დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს 2 თვისა.

7.კომისიის   დასკვნის/რეკომენდაციის   განხილვის   საფუძველზე,   ადმინისტრაციის ხელძღვანელი უფლებამოსილია გამოიყენოს სახდელის ერთ-ერთ ზომა“.

2.კონტროლი ბრძანების მოთხოვნათა შესრულებაზე დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს. 
3.დაევალოს   კანცელარიას   ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე განთავსება.
4.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     ნინო გვენეტაძე

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი        გიორგი შამათავა
 

სრულად

ბრძანების N: 11/04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, მე-11 მუხლის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მ. ნიორაძის 2022 წლის 18 აპრილის  N8853/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მერაბ ელიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის პროფესორი;
ბ) სულხან ნანობაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ელეფთერ  ანდრონიკაშვილის  სახელობის  ფიზიკის  ინსტიტუტის
პლაზმის ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) სიმონ წერეთელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი (სპეციალისტი);
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ მერაბ ელიაშვილი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ სულხან ნანობაშვილი და საკონკურსო კომისიის მდივნად სიმონ წერეთელი.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 27 მაისისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).
6. წინამდებარე  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N:

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 26 ოქტომბრის N213/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 15 აპრილის N8721/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 26 ოქტომბრის N213/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში და იგი ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 111/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი,მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს  2017  წლის  31  მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 4 აპრილის N9/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2022 წლის 19 აპრილის N8911/10 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით  შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)  და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით   შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო - კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;
5. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 21 აპრილს.   საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 23 მაისიდან 2022 წლის 30 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისისა;
6.  კონკურსი  გამოცხადდეს  არნოლდ  ჩიქობავას  სახელობის  ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

ლექსიკოლოგიის განყოფილება:

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული

7. უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)    განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)    სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
8. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 23 მაისიდან 2022 წლის 30 მაისის ჩათვლით.   10:00-დან 18:00  საათამდე, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით  ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №8, III სართული, ოთახი №306, საკ. ნომერი 599 400 728;
9.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. ბრძანება განთავსდეს გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი,     შიდა     აუდიტის სამსახური,არნოლდ     ჩიქობავას     სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედიის ცენტრი).
12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 110/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ ომბუდსმენად ირაკლი სამხარაძის დანიშვნის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების  თაობაზე“  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის და მე-11 პუნქტის, ირაკლი სამხარაძის 2022 წლის 13 აპრილის N6885/10-02 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   დაინიშნოს,   ირაკლი   სამხარაძე   2022   წლის   18   აპრილიდან   სსიპ   -   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ ომბუდსმენად.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს).
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი        ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 106/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 სექტემბრის MES 5 21 0000849376 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 9 მარტის N5050/26 წერილის საფუძველზე,

 

ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანებაში:


ა) 1.43 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.44 პუნქტი:

„1.44. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესის წარმართვის ფორმატის თაობაზე მითითებული პროგრამის კომპონენტების გათვალისწინებით გადაწყვეტილებას იღებს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, ამავე ბრძანებაში მითითებული პირობების დაცვით.“

ბ) ამოღებულ იქნეს 1.6. პუნქტი;

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი         ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 107/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამებზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ მსმენელთა ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალის და წარდგენის ვადების განსაღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,   პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა   და   მეცნიერების    მინისტრის   2013   წლის   11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის  N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ -ის 37-ე მუხლის  პირველი პუნქტის და თსუ  პროფესიული განათლების  ცენტრის  ხელმძღვანელის 2022 წლის 19 აპრილის N8998/10 წარდგინების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამებზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ მსმენელთა მეორე ნაკადის ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ა) განცხადება თსუ  პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის სახელზე; 
ბ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი;
გ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;
დ)  პროფესიული  გადამზადების  პროგრამით - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა  და უსაფრთხოება“  განსაზღვრული   წინარე  განათლების  დამადასტურებელი   დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული  ასლი.
დ.ა.)  თსუ-ს  კურსდამთავრებულის შემთხვევაში   უმაღლესი   განათლების დამადასტურებელი  დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი  ფაკულტეტის  ბეჭდით დამოწმებული.
ე) ხელშეკრულება საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული  დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2022 წლის 06,10 მაისი.
3.  ამ   ბრძანების   მე-2   პუნქტით  განსაზღვრულ   ვადაში   შესაბამისი    დოკუმენტების წარმოუდგენლობა   აპლიკანტისთვის   არის   პროფესიული   მომზადების   პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.
4. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული  დოკუმენტების და ხელშეკრულების (საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ)  წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული სახით (PDF ფორმატში)  cve@tsu.ge ელექტრონულ ფოსტაზე.
5.  ელექტრონული  სახით  წარმოდგენილ  ხელშეკრულებას საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ უნდა  ქონდეს სველი წესით გაკეთებული ხელმოწერა.
6. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა  და შესაბამის   სტრუქტურულ   ერთეულებისთვის  მიწოდება   დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას.
7.  ბრძანების  უნივერსიტეტის   ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 109/01-01    

„ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სოციალურად დაუცველი  და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი  სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების  შესახებ“ ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე  მუხლის   პირველი  ნაწილის,  53-ე  მუხლის   მესამე  ნაწილის,  54-ე  მუხლის   პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა  და  ქალაქ თბილისის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017  წლის  24 თებერვლის N3-11 დადგენილების  დანართი N1-ის, ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის 2022  წლის  15  აპრილის N19-01221051723  (თსუ   რეგისტრაციის   N7057/10-02,  15.04.2022) წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს    „ქალაქ   თბილისის     მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის    ქვეპოგრამის „სოციალურად დაუცველი  და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული  სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი  სტუდენტების დაფინანსების წესების“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მიერ  წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულება (დანართი N1);
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორის 2021 წლის 01 ნოემბრის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი  07  05  03)  ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული  სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი  სტუდენტების დაფინანსების   წესების   დამტკიცების  შესახებ“   ქალაქ თბილისის    მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №3-11 დადგენილების  ფარგლებში სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ N225/01-01 ბრძანება.
3.  ბრძანების   ყველასთვის   ხელმისაწვდომ   ადგილას  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.    ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

 

სრულად

ბრძანების N: 108/01-01      

სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის    სახელობის     თბილისის      სახელმწიფო    უნივერსიტეტის დამოუკიდებელ   სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  -  ილია  ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის        სამეცნიერო-კვლევით    ინსტიტუტში -    სამეცნიერო პერსონალის მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013  წლის  11  სექტემბრის  N135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ  -  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 322   მუხლის  პირველი,  მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის   აკადემიური  საბჭოს  2017  წლის  31  მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესისა  და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების    დამატებითი   პირობების დამტკიცების   შესახებ”    (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 4 აპრილის N9/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის გ. ჯაიანის 2022 წლის 13 აპრილის N8463/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე   4  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის  ან მასთან  გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი,   სამეცნიერო   -  კვლევითი საქმიანობის   გამოცდილება  (რაც  გულისხმობს არა  მხოლოდ  სამეცნიერო - კვლევით, უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში  სამეცნიერო თანამდებობაზე   მუშაობას,    არამედ  გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)   და უნდა   ჰქონდეს  გამოქვეყნებული   ან  გამოსაქვეყნებლად  მიღებული   სამეცნიერო პუბლიკაციები,  მათ  შორის  არანაკლებ 1  რეიტინგული  სამეცნიერო  პუბლიკაცია  მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობის  დასაკავებლად აკადემიური საბჭოს 31 მაისის N63/2017   დადგენილების   დანართი   N1-ის მე-2   მუხლის    მე-4   პუნქტში   მოთხოვნილი პუბლიკაციები უნდა  იყოს შესაბამისი პროფილით.

4. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 18 მაისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 19 მაისიდან  2022 წლის 25 მაისის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 8 ივნისისა;

5. კონკურსი  გამოცხადდეს  ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი  მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი  თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

დრეკადობის და გარსთა თეორიის განყოფილება მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული
გამოთვლითი მათემატიკისა და მოდელირების განყოფილება მეცნიერი თანამშრომელი - 2  საშტატო ერთეული
კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების განყოფილება მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული
კომპლექსური ანალიზის  და გამოყენებების განყოფილება მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული ალბათობის და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული დისკრეტული მათემატიკის  განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული პროგრამირების განყოფილება 
მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული საინჟინრო და ფიზიკური ამოცანების განყოფილება მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული
6.  სამეცნიერო  თანამდებობაზე   (მეცნიერი   თანამშრომელი) გამოცხადებულ   კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური  საბჭოს   2017   წლის   31   მაისის   N63/2017   დადგენილება,   დანართი   N2), კონკურსში მონაწილეობის შესახებ (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილი იქნას ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო თანამდებობაზე);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ  (,,უმაღლესი  განათლების შესახებ“  32-ე მუხლის   მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს
„სქესობრივი  თავისუფლებისა   და  ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა   და  ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ  მიმართული   დანაშაულის ჩადენისთვის  ნასამართლევი პირი  ან/და  პირი,  რომელსაც იმავე  კანონის  საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
დ) ავტობიოგრაფია (CV) სამეცნიერო     პუბლიკაციების ნუსხითურთ,  შედგენილი კონკურსანტისათვის მისაღები ფორმით მისი  მოღვაწეობის სრულად ასასახავად (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა  იყოს როგორც ნაბეჭდი,  ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი - Word და PDF  ფაილების სახით);
ე) შესაბამისი  აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი   დოკუმენტის  (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ვ)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში  სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
თ) კონკურსის გამოცხადების ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. კონკურსში  მონაწილეობის შესახებ ვადის  დარღვევით (განცხადებების მიღების  ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
8. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის  მოთხოვნებთან შესაბამისობას.  საკონკურსო  დოკუმენტაციის არასრულყოფილად  წარმოდგენის შემთხვევაში,   კონკურსში   მონაწილეობის  მსურველს  ეძლევა განაცხადის   განმეორებით წარმოდგენის  ვადა,  მაგრამ არაუმეტეს   საკონკურსო  განცხადებით   გათვალისწინებული საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/  მიღების  ვადის  ამოწურვიდან  5 სამუშაო დღისა.
9.  კონკურსში  მონაწილეობის  მსურველის  მიერ  ამავე ბრძანების  მე-8  პუნქტით განსაზღვრული  პირობების დარღვევის შემთხვევაში  საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
10. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 19 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით (შაბათ-კვირის  გარდა), 1100-დან 1600  საათამდე, ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი  მათემატიკის  სამეცნიერო - კვლევითი  ინსტიტუტის შენობაში. მისამართი: თბილისი,  უნივერსიტეტის ქ. N2, ოთახი N140.

11.  ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის  უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.

12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო    დეპარტამენტი,     პერსონალის    მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

14. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 104/01-01