საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის 2020 წლის 11 თებერვლის №2215/10-02 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 24 თებერვლის №2 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის  შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის №243/2018 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

 

ა) მე-3 მუხლის პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,1. ცენტრის მართვის ორგანოებია ცენტრის საბჭო და ცენტრის დირექტორი. ცენტრისათვის ასევე გათვალისწინებულია კოორდინატორისა და მკვლევარის თანამდებობები.“; 

 

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

 

,,9. მკვლევარი:

ა) ახორციელებს დირექტორისა და საბჭოს მიერ განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობასა და მონიტორინგს;
ბ) მონაწილეობს სამეცნიერო პროექტების შედგენასა და განხორციელებაში.“. 

 

2.     აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3.     წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4.    დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე