საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 16 თებერვლის №2950/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №4 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ლიდერთა სკოლის  შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2013 წლის 29 აპრილის №60/2013 დადგენილებაში:

 

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ლიდერთა სკოლის  შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ”;

 

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული – ლიდერთა სკოლა.


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის – ლიდერთა სკოლის დებულება (დანართი №1).“;

 

გ) მე-2 პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის:

 

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის – ლიდერთა სკოლის დებულება“;

 

გ.ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიდერთა სკოლა (შემდგომში - „სკოლა“) წარმოადგენს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - „უნივერსიტეტი“) დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულს.“.

 

2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე